გამოგიტყდებით, დღევანდელი ჯეოპარდის კითხვებზე საკმაოდ ბევრი ვიფიქრე. მინდოდა, პაკეტი არა მარტო სააზროვნო, ცოტა სახალისოც გამოსულიყო. იმედი მაქვს, ევროპული მონარქიებისადმი ჩემს ინტერესს მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველებიც გაიზიარებენ. მაშ, ასე,
Good luck!
1. გრენადის სახელმწიფოს მავრებისაგან გათავისუფლება სწორედ ამ მონარქის სახელს უკავშირდება;
2. დიდი ბრიტანეთის ამ მეფემ ტახტზე უარი ორჯერ განათხოვარი ამერიკელი ქალის გამო განაცხადა;
3. საფრანგეთის ეს ხელმწიფე, გაქცევის მცდელობისას, მონეტაზე აღბეჭდილი გამოსახულების წყალობით იცნეს;
4. მადრიდის “რეალს“ სამეფო კლუბის ტიტული სწორედ ამ მონარქმა მიანიჭა;
5. შოტლანდიის ამ დედოფალს ბაბინგტონის შეთქმულებაში მონაწილეობა სიცოცხლის ფასად დაუჯდა;
6. ამ მონარქის მკერდზე თავს იწონებდა ტატუ “სიკვდილი მეფეებს!“
7. საფრანგეთის ეს მონარქი კათოლიკე ფანატიკოსის – ფრანსუა რავალიაკის ხელით მოკვდა;
8. ეს თექვსმეტი წლის გოგონა ინგლისის სამეფო ტახტზე მხოლოდ ცხრა დღის განმავლობაში იჯდა;
9. რუსეთის ამ მონარქს ისტორიკოსები რვა ცოლიდან, მინიმუმ, ოთხის სიკვდილში სდებენ ბრალს;
10. ერთი ვერსიით, საფრანგეთის ეს მეფე საკუთარმა ძმამ მოწამლული წიგნის საშუალებით გაისტუმრა საიქიოს;
11. ავსტრიის ამ კრონპრინცმა ჯერ საყვარელი ქალი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა;
12. პატარა ევროპული სამეფოს ეს დედოფალი, როგორც ამბობენ, საკუთარმა მძახალმა – ეკატერინე მედიჩიმ ხელთათმანების საშუალებით მოწამლა;
13. იტალიის ეს მეფე ანარქისტმა გაეტანო ბრეშიმ მოკლა;
14. დანიისა და ნორვეგიის ამ მონარქის მეტსახელი დღეს თანამედროვე ტექნოლოგიას ჰქვია;
15. პრუსიის ეს მეფე ფილოსოფიისა და მუსიკის დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა.
ეხლა ღამეა და ხვალ დღისით დავწერ ^^
LikeLike
ოლ რაიტ!
LikeLike
მე დღე ვერ მიშველის, ისე ვატყობ :) პაკეტი ტრადიციულად არაჩვეულებრივია. წარმატებები ყველას! :)
LikeLike
DANKE! მიხარია, რომ გამოჩნდი, მემე :) არ ჩანდი ბოლო დროს.
LikeLike
შუა საგამოცდო გაწამაწიაში ვარ, მოვრჩები მალე :)
LikeLike
აბა, წარმატებები და ზურგის ქარი შენ გჭირდება ახლა და შენ იცი, გუდ ლაკ! :)
LikeLike
Thanks a lot:)
LikeLike
Not at all! :)
LikeLike
უფ, რაცხა ძაან ბევრს გღალატობ ამ ბოლო დროს :((( უნის მერე შემოგეპასუხები, იმედი მაქვს :)))
LikeLike
მშვენიერია! ისტორია მიყვარს, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ყველაფერი მახსოვდეს :) რაღაცეები ვიცი, რაღაცეებს დავძებნი ;) ძებნასაც ნიჭი უნდა ისე :) ხოდა მოვალ პასუხებით :)
LikeLike
All right! დრო ბევრია და საჩქაროც არაფერია.
LikeLike
მე ტრადიციულად არ ვტოვებ ჩემს ნიშას-ჯეოპარდის ყველაზე ზარმაცი მკითხველი :) . მე ვერ ვიტან მონარქებს, მაგრამ მიყვარს მოლის ბლოგი და მისი პოსტები :) :*
LikeLike
მე ტერორისტებიც არ მიყვარს მაინცდამაინც, მაგრამ მშვენიერი პაკეტი კი გამოვიდა. აი, ის, ერთმა მოხალისე მასწავლებელმა რომ დამიკომენტარა, ამ შეკითხვებისთვის ტერორიზმის გამომწვევი მიზეზების მოკლე ჩამონათვალიც რომ მიგემატებინა, კარგი იქნებოდაო… ტიპს ჯეოპარდი და რეფერატი ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან და ჭკუას მასწავლის.
LikeLike
ნუ ეს დამრიგებლები არასდროს ილევა და აქ კიდევ უფრო სასაცილოა, ვიდრე რეალობაში :)
LikeLike
მართალი ხარ, კატერინა, აქ, უბრალოდ, სასაცილოა :))
თან, იმ ტიპს, მეანდერძეს, (ასე ჰქვია) საკუთარ ბლოგზე პოსტი აქვს გაშანშალებული როკის სატანურ ფესვებზე. სხვისი არ ვიცი და ჩემთვის ფრიად ნიშანდობლივი და მეტყველი შტრიხია.
LikeLike
ჰმ, რატომ არ მიკვირს ნეტავ?!. ეჭვი მაქვს მაგას სატანისტთა სიაც ექნება და ეგება გადაგვახედოს, თუ ვართ შიგ ქე მაინც ვიცოდეთ :დდდ
LikeLike
არც მე მიკვირს :) დიდი ხანია :) ძალიან თანამედროვე და სეკულარული პოსტი რომ დამხვედროდა მანდ, მაშინ ნამდვილად გამიკვირდებოდა და ჩავთვლიდი, რომ რაღაც შემეშალა… სხვისთვის ჭკუის სწავლების დაუკებელი სურვილი (სისულელეებით, რა თქმა უნდა) და ასეთი ტიპის ქადაგებები ისეთივე შეჭიდულობაა, როგორც წითელი თმა და ჭორფლი. სადაც ერთია, მეორეც იქვე იქნება აუცილებლად.
სია არ ვიცი და მე საკუთარი ბლოგროლიდან მაშინვე ამომშალა :) ლოლ.
LikeLike
Ultima Ratio Regum-ზეც გეკითხა.
LikeLike
ადგილი არ მეყო :) შემდეგი პაკეტისთვის გავითვალისწინებ.
LikeLike
გამოვიგნე მეც გზა :D ეხლა დრო არ მაქვს ტრადიციულად საღამოს ვითამაშებ, დიდი ცოდნით ვერ დავიკვეხნი მაგრამ სხვადასხვა წიგნებიდან მახსოვს რაღაცეები, რომ გადავხედე და რაც ვიცი დავწერ :D რაც არ ვიცი აწი გავიგებ :D :*
LikeLike
“რაც ვიცი დავწერ რაც არ ვიცი აწი გავიგებ”
ეს ფრაზა ჯეოპარდის დევიზად გამოდგება, სოფი :)
LikeLike
ჰო მართალია :) აქ რა ამბები ყოფილა :) მთელი დისკუსიები… :) იცი შენს ბლოგს და განსაკუთრებით ჯეოპარდს ყველაზე კარგი რა თვისება აქვს? :) კომენტარებიც ისევე საინტერესოდ და ხანდახან კიდევ უფრო საინტერესოდ იკითხება, როგორც პოსტები :)
LikeLike
ჰო, როგორც წესი, ასეა ხოლმე. თუმცა, ყოველთვის არა. ბევრი კომენტარი საინტერესო ყოველთვის არ არის, სოფი.
LikeLike
ნუ რასაკვირველია მოლი, ყოველთვის და ყველაფერი არა :)
LikeLike
ძიახ :)
LikeLike
ისტორია მიყვარს, მით უმეტეს, ევროპის. ვნახოთ, რა გამომივა.
LikeLike
თუ შენი საყვარელი თემატიკაა, მერი, შედეგის პროგნოზირება ძნელი არ იქნება :)
LikeLike
1. ფერდინანდი;
2. ედუარდ VIII;
3. ლუდოვიკო XVI;
4. ალფონსო XIII (მე რომ ეს არ ვიცოდე, სირცხვილი იქნებოდა :));
5. მარიამ სტიუარტი;
6. შვედეთის მეფე – ბერნადოტი;
7. ჰენრიხ IV ნავარელი;
8. ჯეინ გრეი;
9. ივანე IV მრისხანე;
10. შარლ IX;
11. სახელი აღარ მახსოვს, თუმცა ფილმი ნანახი მაქვს – “მაიერლინგი”;
12. ჟანა დ’ალბრე;
13. უმბერტო I;
14. :(
15. ფრიდრიხ დიდი.
LikeLike
1. ფერდინანდ არაგონელი და იზაბელ კასტილიელი.-ამაზე გამახსენდა “უკანასკნელი აბენსერაჟი” თუ გაქვს წაკითხული მოლი?
2.ედუარდ VIII და უესლი სიმპსონი-მაგათზე ფილმიც არის გადაღებული.
3.ლუდოვიკო XVI ? ეგ დააკავეს გაქცევისას.სხვა არ მახსენდება.
4.ესპანეთის მეფე ალფონსო XIII
5.რიდოლფის შეთქმულება? სტიუარტი დასაჯეს ბანბიგტონის შეთქმულებაში მონაწილეობისთვის.
6. ყოფილი იაკობინელი ბერნადოტი,შვედეთის მეფე კარლ–იოჰან მე-14 ,ტატუ სიკვდილის შემდეგ უპოვა პირადმა ექიმმა)
7.ანრი IV ბურბონი-ყველაზე მეტად ეს მეფე მომწონს,ალბათ “დედოფალი მარგოდან”
8.ლედი ჯეინ-გრეი რომელიც 9დღის შემდეგ აწამეს ტახტის უკანონოდ მითვისების გამო
9.წარმოდგენა არ მაქვს.
10 კარლოს IX
11.რუდოლფი და ბარონესა მარია ფონ ვეტსერა.ამათზე ერთი კარგი ფილმია,პრინცს ჩემი საყვარელი მსახიობი რუფუს სეველი თამაშობს.
12.ნავარის დედოფალი,ანრი ბურბონის დედა-ჟანა დ’ალბრე.
13.უმბერტო I
14.ჰარალდ I,ბლატანდი (Blåtand დან) ლურჯკბილა იგივე Bluetooth ინგ)))
15.ვოლფი ვიცი რომელიც ფრიდრიხ-ვილჰელმ I-მმა ქვეყნიდან გააძევა,ამ მონარქს გულისხმობ?
LikeLike
ესეც ასე:
1. ფერდინანდ და იზაბელა კასტილიელი 1492 წელი (კოლუმბის დამსახურებით მახსოვს ეს)
2. ედუარდი, მერამდენე არ მახსოვს :(
3. ლუდოვიკო XVI?
4. ალფონს XIII (დავგუგლე)
5. მარია სტიუარტი
6. აქ დავიბენი :( შვედეთის მეფე კარლ XIV? (Умер Жан-Батист Бернадот 8 марта 1844 года. При подготовке к бальзамированию на его руке обнаружили татуировку на французском языке: «Смерть королям!». წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%B0%D1%80%D0%BB_XIV_%D0%AE%D1%85%D0%B0%D0%BD)
7. ჰენრიხ 4
8. ჩემი ლედი ჯეინი <3 იგივე ჯეინ გრეი
9. ივანე მრისხანე
10. დედოფალი მარგოს ერთმა ძმამ მოკლა მეორე :)
11. რუდოლფი და მარია
12. ჰენრიხ ნავარელის დედა
13. სახელი არ მახსოვს
14. არ ვიცი :(
15. ფრიდრიხი, რომელი არ ვიცი ოღონდ :)
LikeLike
ვერ ვყოფილვარ მთლად მონარქისტი,რაღაცეები არ ვიცი.
ლე როი ესტმორტ,ვივე ლე როი-ეს ფრაზა ბევრს ერთი მეფის მეორით ჩანაცვლება ჰგონია,არადა საფრანგეთის უკანასკნელი მეფის ლუის მეუღლემ თქვა,როცა მეფე ჩამოაგდეს და სიკვდილით დასაჯეს.
LikeLike
The King is dead. Long live the King. (French: Le Roi est mort, vive le Roi! Spanish: El Rey ha muerto. ¡Larga vida al Rey!) is a traditional proclamation made following the accession of a new monarch in various countries, such as the United Kingdom.
Etymology. The original phrase was translated from the French Le Roi est mort, vive le Roi !, which was first declared upon the accession to the French throne of Charles VII after the death of his father Charles VI in 1422. In France, the declaration was traditionally made by the Duc d’Uzès, a senior Peer of France, as soon as the coffin containing the remains of the previous king descended into the vault of Saint Denis Basilica. The phrase arose from the law of le mort saisit le vif—that the transfer of sovereignty occurs instantaneously upon the moment of death of the previous monarch. “The King is dead” is the announcement of a monarch who has just died. “Long live the King!” refers to the heir who immediately succeeds to a throne upon the death of the preceding monarch.
LikeLike
მე ეს ვერსია ვიცოდი,ისე პირველად ეგ ფრაზა “უფლისწულ და მათხოვარში” შემხვდა და მეორედ “დედოფალ მარგოში”.
ვიკიპედიას დიდად არ ვწყალობ მაგრამ დამაჯერებლად წერია, ინგლისურიდან ზუსტად რომ თარგმნო მართლა ჩანაცვლების ფრაზაა: მეფე მოკვდა,დღეგრძელი იყოს მეფე! ფრანგულად კიდევ ცოტა სხვა დატვირთვა აქვს მიუხედავად მეფის სიკვდილისა მაინც ძველ მეფეზე და მონარქიაზეა ნათქვამი გაუმარჯოსო)
LikeLike
ვიკიპედია ყველაზე სწრაფად სცემს პასუხს კითხვებზე, ისე, სხვაგანაც (და არა მხოლოდ ინტერნეტში) შეიძლება ეტიმოლოგიის მოძიება. ენივეი, იმ ბევრს, ამ ვერსიას რომ ემხრობიან, მინიმუმ, გარკვეული (და არც თუ მცირე) საფუძვლები მაინც აქვთ.
მე ინგლისურიც, ფრანგულიც და ესპანურიც (რუსულიც და ქართულიც, პრინციპში) ერთი მნიშვნელობით მესმის – მონარქიის უწყვეტობას აღნიშნავს. მეფე მოკვდა, გაუმარჯოს ახალ მეფეს (რომელიც იმ ძველი მეფის სიკვდილის წამს გახდა მეფე).
LikeLike
ვიკიპედიაში ბევრი შეცდომაც მინახავს,ისე მე დიდად არცერთ ვერსიას არ ვემხრობი,უბრალოდ ჩემი ვერსია მომწონს,ნათლად ჩანს ჩამოგდებული მონარქიის დედოფლის ემოცია:მონარქია შეწყდა და მაინც გაუმარჯოსო,
პრინციპში ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება)
LikeLike
ფრანგული ვიკიც ამას იმეორებს სიტყვა სიტყვით და ასეთ უხეშ ფაქტობრივ შეცდომას იქ არავინ გააჩერებდა.
არსებობის უფლება ყველა ვერსიას აქვს, ბუნებრივია, მაგრამ მე მაინც სწორი და კორექტული მირჩევნია.
LikeLike
))))) ბევრი ინგლისური წინადადება და სიტყვაც,სიტყვასიტყვით თარგმნისას აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობას ატარებს,გააჩნია წინადადების შინაარსს და ა.შ.. ფრანგულშიც ასეა ეს წინადადება,
არ ვიცი არასწორი და არაკორექტული რატომ არის ჩემს მიერ ზემოთხსენებული ვერსია,თუმცა შენ შენი არჩევანი გაქვს,მე ჩემი.
LikeLike
არაკორექტული მგონია იმიტომ, რომ საფრანგეთის უკანასკნელი მეფის ლუის მეუღლემდე არსებული ფრაზაა. ასეთ ცნობილ გამონათქვამს კონკრეტული ავტორი რომ ჰყოლოდა, საცნობარო წყაროებში აუცილებლად დაფიქსირდებოდა. მითუმეტეს, ფრანგულ ვიკიში.
ფრაზის შინაარსს რაც შეეხება, მანდ ყველა სათავისოდ იგებს. თუმცა, ეტილომოგიასთან ერთად შინაარსიც ახსნილია და საკმაოდ ლოგიკურადაც.
LikeLike
ლორდი მართალია ლუი უკანასკნელი არ ყოფილა. და საერთოდაც ასეთ ცნობილ ფრაზებს ზოგჯერ ისეთი ბედი აქვთ ხალხი ხალხურ ფრაზადაც მოიხსენიებს ხოლმე,ალბათ ამასაც ეს ბედი ეწია.აუცილებლად მოვძებნი წყაროს და დავდებ.მე მაინც არ მიყვარს ვიკის დამოწმებული,მიუხედავად იმისა რომ ესეც მშვენიერი ვერსიაა და არა ფაქტი.
LikeLike
“საფრანგეთის უკანასკნელი მეფის ლუის მეუღლეში” მარია-ანტუანეტას თუ გულისხმობდი, რა თქმა უნდა, უკანასკნელი არ ყოფილა.
და მარია-ანტუანეტას ვიკი ვრცელ და დეტალიზებულ სტატიას უძღვნის, რომელსაც 11 ექსტერნალ ლინკი აქვს დართული, მათ შორის კათოლიკური ენციკლოპედიის შესაბამისი გვერდი. ჯერჯერობით, ამ ფრაზის ავტორობა არსად შემხვედრია.
LikeLike
ფრაზა პურსა და ფუნთუშებზე არ უთქვამს მაგალითად. მოგვიანებით შეტენეს. :)
LikeLike
დიახ :) და ეს შავით თეთრზე წერია ვიკის იმავე სტატიაში. არ უთქვამს, მიეწერებაო.და სხვა წყაროებშიც მშვენივრად იგუგლება.
LikeLike
ვერ ვიტყვი, რომ ფრანგულად დიუმასავით ვლაპარაკობ, მაგრამ ამ ფრაზის პირველი ნაწილში ზუსტადაც რომ მიცვალებული მონარქი იგულისხმება, მეორეში კი მისი შემცვლელი.
LikeLike
და ფრაზა აშკარად ბევრად ძველია, ვიდრე მარია-ანტუანეტა.
LikeLike
უკანასკნელი რატომ იყო? :)
აშკარად არ იყო უკანასკნელი.
LikeLike
საფრანგეთის უკანასკნელი მეფე შარლ Х იყო, თუმცა მას შემდეგაც ჰყავდათ ორი ფორმალური მონარქი, რომლებსაც არ უმეფიათ – ლუდოვიკო XIX და ჰენრიხ V.
LikeLike
საასწაული მოხდა :) რაღაც შენც შეგეშალა :)
ლუი ფილიპე იყო უკანასკნელი მეფე.
LikeLike
უი :) საწყალი ლუი–ფილიპე, რას ვერჩოდი :) არადა, კარგა ხანს იჯდა ტახტზე, 15 წელი თუ მეტი :)
LikeLike
ლორდ,ეს აღიარებითი ჩვენებაა? მეორე რესპუბლიკის დროს 1848 წელს ლუი-ფილიპემ უარი თქვა ტახტზე ხალხში აგორებული პროტესტის გამო და პრეზიდენტად აირჩიეს ნაპოლეონის ძმისშვილი,ლუი ნაპოლეონ ბონაპარტი,რომელმაც თავი გამოაცხადა იმპერატორ ნაპოლეონ III-ედ.თურმე ლუი-ფილიპე უკანასკნელი მეფე.ყოფილა,ისე მერე შარლ X იყო ფორმალურად.მაგრამ მე ამ ლუიზე ვლაპარაკობდი.
LikeLike
შარლ X ლუი-ფილიპემდე არ იყო?
LikeLike
მანდ უნდა მეწეროს მანამდე შარლ X იყო და ბევრი წერს რომ ის იყო უკანასკნელი მეფე (ფორმალურად).
LikeLike
რისი აღიარებაა ვერ მიგიხვდი… :)
ჯერ იყო შარლი, მერე იყო მეფე-დემოკრატი ლუი ფილიპე – როლეანელი ბურბონი. მაგის მერე მეფე აღარ ყოლიათ.
LikeLike
ჩემი და მოლის დიალოგში საფრანგეთის უკანასკნელ მეფედ ლუი იყო ნახსენები,შენ კი ამ კომენტარით არვიცი რა გინდოდა რომ გეთქვა)) “უკანასკნელი რატომ იყო?
აშკარად არ იყო უკანასკნელი.”
LikeLike
ჩვენს დიალოგში, აი, სულ პირველ კომენტარში, რომელ ლუის გულისხმობდი, ანგელოზო? :)
LikeLike
მე ასე მივხვდი რომ გილიოტინირებულ ლუის და მის პატივსაცემ მეუღლეს გულისხმობდი. ამიტომ ვთქვი ეგ ბოლო ლუი არ ყოფილა-თქო. :)
თუ ფილიპეს გულისხმობდი – მაშინ მართალია. ეგ გამოდის ბოლო.
მაგრამ ლუი-ფილიპე ჩამოაგდეს, მაგრამ ეყოთ ჭკუა სიკვდილით არ დაესაჯათ.
LikeLike
მეც ეს ვიკითხე – თუ ანტუანეტას ქმარია, ბოლო ვერ იქნებოდა. თუ ლუი-ფილიპეა, სიკვდილით არ დაუსჯიათ. მართლა დამაინტერესა, ვის მიეწერება ეს ფრაზა. იქნებ, მართლა იმ ქალმა თქვა და ტყუილად ვართმევ პრიორიტეტს :) :) :)
LikeLike
ვერც მე მივხვდი, მილორდ.
ისტორიკოსი არ ვარ, მაგრამ ჯერ იყო შარლ X (რომელიც ფორმალურად კი არა, 6 წელი მეფობდა), მერე – ლუი-ფილიპე, მერე უკვე – ნაპოლეონ მესამე, ოღონდ მეფე კი არა, იმპერატორი.
ფორმალურად მეფობდა ჰენრი მეხუთე. ზუსტად შვიდი დღე.
LikeLike
ვაიმე,მგონი აქ ჩემ სიტყვების წინააღმდეგ კომპრომატებს აგროვებთ)) ფორმალურობაში ზოგიერთის მიერ მისი უკანასკნელ მეფედ მოხსენიება იგულისხმება და არა მისი მეფობის ფორმალობა.
LikeLike
არა, რაის კომპრომატები… უბრალოდ, ვერ გავიგე, შარლ მეათე ფორმალურად ბოლო რატომ იყო და იმ ზოგიერთს ლუი-ფილიპეს 18 წელი მეფობა სად დაეკარგათ. მერე რა, მეფე-დემოკრატი იყო. მონარქების სიაში ხომ შედის…
LikeLike
ვაჰ… წავიდა ახლა რაზბორკები. :)
ლუი-ფილიპე შემეცოდა. ამირომაც დავწერე ერთხელ შენ და მეორედაც – პოპინსს დავუწერე… ჰოდა რაა აქ სარაზბორკო? :)
უკანასკნელი მეფე იყო და უკანასკნელი მონარქი საფრანგეთის ტახტზე და უკანასკნელი ლუი. და საფრანგეთის ბურბონთა სახლს მისი შთამომავლები უდგანან სათავეში დღეს. ესაა და ეს.
დიუმას წყალობით მაქვს მე ჩემი სიმპათიები ლუი ბურბონებისადმი და რა გინდა ახლა არ შემარჩინო :)
თუმცა მაინც ბონაპარტისტი ვარ.
LikeLike
არა რა რაზბორკები,უბრალოდ გადავირიე ვამბობ ერთს და ახსენებთ მეორეს და ა.შ.. ყველაფერი კი სწორედ შენიშნე ჩემი ერთი შეცდომის ბრალია ლუი სიკვდილით არ დაუსჯიათ-მე მაპატიეთ.
ეგ შთამომავლები ბონაპარტის ნათესავები არიან ხომ იცი.და ისე დინასტიებში ბურბონები და ბურბონებში ანრი IV ჩემი სიმპატია.
LikeLike
ანუ, ფრაზა “მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს” ლუი-ფილიპე პირველის ცოლს ეკუთვნის? 1850 წელს აქვს ნათქვამი? მეცხრამეტე საუკუნის შუაში?
LikeLike
ანრი მეოთხეც მიყვარს – და ეგეც დიუმას წყალობით. ძაან კაი ტიპი ყავს გამოყვანილი. მაგრამ ჩემი სიმპათიები მაინც მზე-მეფის მხარესაა ბურბონებიდან.
ისე, ანრი მეოთხემ თქვა თუ ღმერთი მაცლის, ერთი მშრომელი ადამიანიც კი არ იქნება ჩემს სამეფოში კვირაობით ქათამი რომ არ ექნება ქვაბში მოსახარშადო :)
და აქ key-word არის მშრომელი.
LikeLike
არა რა, ფეხბურთი ჯობდა აშკარად :D
1. ფერდინანდი ?
2. ედვარდ VIII
3. ლუდოვიკო XVI
4. ალფონს XIII
5. მარია სტიუარტი
6.
7. ანრი ნავარელი
8. ლედი ჯეინი
9. ივანე მრისხანე
10. კარლ IX
11. ფრანც ფერდინანდის მამა (სახელი აღარ მახსოვს :) )
12. ჟანა (მგონი ასე ერქვა ანრი ნავარელის დედას)
13. უმბერტო I ?
14.
15. ფრიდრიხ II ?
LikeLike
1. არ ვიცი.
2. ედვარდ მერვე. მადონამაც ამაზე გადაიღო ფილმი ხო?! მახსოვს მაგის პრემიერაზე სიუჟეტში გავიგე.
3. ამათ 18 ლუი ყავდათ, ალბათ ერთ-ერთია. :)
4. ალფონსო XIII ?!
5. —
6. —
7. ჰენრი ნავარელი (მე-4 იყო) ხო?
8. —
9. ნეტა(ვ) რომელია?! ივანე მრისხანე ხო არა? სადაც თავისი შვილი მოკლა, იქნებ 8 ცოლიდან 4-ც შეიწირა. :)
10. —
11. —
12. —
13. —
14. —
15. —
აუ რამდენი რამე არ ვიცი! :( ველოდები პასუხებს, თანაც ორშაბათამდე ვისვენებ და დღესვე ვნახავ შედეგებს და პასუხებს. :)
LikeLike
ცოტნე, “სადაც თავისი შვილი მოკლაო…” ამ ლოგიკისთვის ტაშის დაკვრა მომინდა, იმდენად მომეწონა :))))))))
თან, აბსოლუტურად სწორი პასუხია.
LikeLike
ვაა რა მაგარია! თან ერთხელ მახსოვს, ისტორიის მასწავლებელი ყვებოდა, ეს “მრისხანე” ტყუილად კი არ დაურქმევიათო და მაგალითად ის მოიყვანა, რომ თურმე გაბრაზებულს ფეხმძიმე ცოლისთვის კვერთხი ჩაურტყამს და… :)
LikeLike
ყოჩაღ შენს მასწავლებელს :)
LikeLike
:) :) :)
LikeLike
ალბათ გააბრაზა. ტყუილად არ ჩაარტყამდა.
ისე ინგლისის მეფეც იყო ეგეთი – ცოლი რომ მობეზრდებოდა კლავდა ხოლმე. :) ჯვრის აყრის ნებას არ რთავდნენ და სხვა რა უნდა ექნა?
LikeLike
ჰო, რა. თან ერთი–ორი ცოლი ფეხმსუბუქი გამოადგა და რას ვერჩით კაცს :)
LikeLike
Histroy როა არხი იქ იყო ფილმი ფრანგულ რევოლუციებზე. ერთს ჩამოაგდებდნენ, მეორეს ამეფებდნენ… მაგარი დრო იყო :)
ბოლოს ომის შემდეგ აპირებდნენ მონარქიის აღდგენას თურმე – რაც ნამდვილად არ ვიცოდი. ცოტა დააკლდათ და კონსტიტუციური მონარქია შემოჰქონდათ, მარა ბოლოს რესპუბლიკელების ხმებმა გადაწონაო.
LikeLike
დე გოლმა – არაო? ტყუილად კი არ ვიბრძოლე ამდენიო…
LikeLike
ჰო… თუმცა მაშინ ვერც დე გოლმა იხეირა.
ნუ დე გოლი მეხუთე რესპუბლიკაა და ეგ მეოთხე რესპუბლიკის დროს ყოფილა. მაშინ ქონიათ დებატები სახელმწიფოებრივ მოწყობაზე და მონარქისტებიც და დეგოლისტებიც ორივენი დამარცხდნენ რა რაღაც საპარლამენტო რესპუბლიკა შემოიღესო.
დე გოლი მერე დაბრუნდა როცა კოლონიებში პრობლემები დაიწყო – კონსტიტუცია კიდევ ერთხელ შეცვალეს და დღევანდელ სისტემაზე გადავიდნენ.
LikeLike
ფორსაიტს რომ ვკითხულობდი, თვალში მომხვდა, როგორ არ უყვარდათ დე გოლი. ჩვეულებრივ მოქალაქეებს ვგულისხმობ, თორემ ერთგული მინისტრებიც ეყოლებოდა და სპეცსამსახურებიც. თუ ეს მხოლოდ ფორსაიტის იმპრესიები იყო?
საინტერესოა, რესპუბლიკელებს რა არგუმენტები ჰქონდათ, თორემ მონარქისტები რას იტყოდნენ, მეტ-ნაკლებად გასაგებია.
LikeLike
დე გოლმა ფრანგებიმოატყუა – მოვიდა როგორც იმპერიის დამცავი და მერე უცებ დაანგრია :) მაგრამ ჭკვიანი კაცი იყო და ილუზიებს არ ეჭიდებოდა.
მის დროს ალბათ ყავდა მოწინააღმდეგეებიც, მაგრამ ბოლო-ბოლო არჩევნები მოიგო ერთხელ და მეორედ და ალბათ მომხრე მეტი ყავდა. და ესენიც ხომ გოლისტებს უძახიან თავს – იქაური მემარჯვენეები. სარკოზიანა. სახალხო ალიანსია თუ რა ქვია მაგ პარტიას.
მე ვისთანაც მილაპარაკია დღეს ერთი ნაპოლეონზე აბოდებენ და მერე დე გოლი ყავთ… მონარქისტები დღეს ალბათ ძაან ცოტაა.
რესპუბლიკელები იტყოდნენ – რა დროს მეფეაო :)
LikeLike
რესპუბლიკელი არ ვარ, მაგრამ მეც ვეთანხმები – რა დროს მეფეა.
LikeLike
ასათიანი და ჟორჟოლიანი :) ორი ქართველი მონარქისტი.
ისე, “აღორძინების” საარჩევნო ბლოკი თუ გახსოვთ – ტრადიციონალისტები, სოციალისტები, ვახტანგ ბოჭორიშვილის ზვიადისტები და ცენტრისტულ “აღორძინება” ერთად იყვნენ.
LikeLike
მომხრე მეტი ეყოლებოდა, პრეზიდენტი იყო, თან ორჯერ. იბრძოდა, ომი მოიგო. რატომაც არა… უბრალოდ, თავის დროზე, ძალიან ბევრს სძულდა. სამხედროებს რატომ, გასაგებია. ალჟირი ჩააბარაო. ჩვეულებრივ ტიპებსაც არ უყვარდათ. ენივეი, ჟისკარ დ’ესტენს, პუმპიდოს და მიტერანსაც კი ისე არ ახსენებენ, როგორც დე გოლს. დღემდე დიდ პატივს სცემენ.
LikeLike
მიტერანი მაგარი კაცი იყო.
ორი ოჯახი ყავდა და სანამ არ მოკვდა და დასაფლავებაზე არ გაიჩითა ორივე ცოლი არავინ იცოდა მგონი ვიწრო წრის გარდა. :)
თუმცა, მე არ მიყვარს სოციალისტები.
LikeLike
ისე, მიტერანის ბაღანა და სულიცერი – მწერალი როა მაგარ აფიორებს ატრიალებდნენ აფრიკაში. კი გაკოჭეს მერე ორივე მგონი…
LikeLike
ჰოდა, ბარემ გამოგიტყდები, რომ ასეთი ფართო ერუდიციის და ინტერესების ადამიანი ძაან ცოტა ვიცი შენ რომ ხარ.
LikeLike
თან რეალის გულშემატკივარია :) უბრალო კი არა, ორთოდოქსი ბლანკოსი.
LikeLike
შევიფაკლე :)
LikeLike
ბლანკოსი ვარ ნამდვილად :)
LikeLike
რას იზამ :(( უ ვსეხ სვოი ნედოსტატკი :(
LikeLike
ჰო, მოლი, ეგ რომ არა, ნამდვილად უნაკლო ხარ :)
LikeLike
რა უცნაურობაა, მეც ამ ფრაზის დაწერას ვაპირებდი, მერი…
LikeLike
ბურბონების გუნდია ბოლო-ბოლო :)
მართალია ესპანელი ბურბონების მარა მაინც.
LikeLike
მაინც კაპეტინგების შთამომავალია ყველა :)
LikeLike
2. ედუარდ მერვე, ლამაზი ისტორიაა
4. ალფონს მეცამეტე
5. მარიამ სტიუარტი, გამომადგა რაღაცაში ცვაიგი რომ წავიკითხე :)
6. კარლ–იოჰან მე-14
7.ანრი მეოთხე
8. ლედი ჯეინ გრეი, ცხრადღიანი დედოფალი :)
9. ამდენ ცოლიანი მარტო ივანე მეოთხე ვიცი :)
10. კარლ მეცხრე (დიუმა, დიუმა… “დედოფალი მარგოდან” მგონი)
11. სადღაც რაღაც გამიგია, მარა… ერიკი თუ რაღაც
12.ჟანა დალბრე (ისევ “დედოფალი მარგო” :) )
13. უმბერტო პირველი;
LikeLike
აჰა :) მეტი არ ვიცი :) როგორც ამბობენ ხოლმე: სულ ფეხებითაც რომ დამკიდოთ მეტი არ ვიცი :) ან რაც ვიცი თუ სწორია… :)
LikeLike
საკმარისია სრულიად :) :)
LikeLike
ვაიმე გადასარევი ჯეოპარდია,მაგრამ სჯობს გავჩუმდე თორემ შევრცხვები.თუმცა უკვე შევრცხვი.. მხოლოდ რამდენიმე ვიცი.
LikeLike
ღმერთი გაახარებს როკერმელომანს, არ ნახე, ჯეოპარდის დევიზი რომ დაგვიტოვა კომენტარად? “რაც ვიცი დავწერ რაც არ ვიცი აწი გავიგებო” :) ასე, რომ შერცხვენა არ გინდა. მითუმეტეს, ე.წ. სირცხვილის დღემ ჩაიარა უკვე.
LikeLike
მომიკვდეს თავი, სად ვარ აქამდე :(
მოვედი, ჰა!
1. წარმოდგენა არ მაქვს;
2. ედვარდი ერქვა და რიგით მერვე იყო, მგონი; ის ქალბატონი კი გვარად სიმპსონი;
3. ლუი მეთექვსმეტე, ვითომ? აბა, სხვას რა სჭირდა გასაქცევი :) არადა, ეგ პასაჟი უნდა მახსოვდეს წესით…
4. ალფონსო მეცამეტე თუ სწორად მახსოვს სახელი და რიგითობა ;) :)
5. მარია იქნება, სტიუარტი ალბათ;
6. ნაპო??
7. ანრი მეოთხე;
8. ლედი ჯეინ გრეი, ადრე წავიკითხე ვიკიში;
9. ივანე მრისხანე ალბათ, მაგრამ აბრალებენ, მგონი :)
10. შარლ მეცხრე? დიუმადან მახსოვს, ჰი, ჰი :)
11. რუდოლფი, ფრანც იოსებ პირველის ვაჟი;
12. ჟან დალბრე, ანრი მეოთხის დედა;
13. უმბერტო პირველი;
14. ჰა?? არადა, არ იქნება რთული მისახვედრი, მაგრამ ვერ ვხვდები ახლა;
15. აააარ ვიცი :(
წავედი მე, გული დამწყდა :(
LikeLike
ახლა კი მეტყვით, ტრადიციულად ასე აკეთებო, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა არც დრო მყოფნის და არც ცოდნა… სულ 1 თუ 2 გამოვიცანი… რას ვიზამთ, სოფის დავუჯერებ და პასუხებისთვის შემოვივლი : ))
P.S. მშვენიერი ჯეოპარდია, მოლ, და თემაც ერთობ საინტერესო
LikeLike
მადლობა შენ და სოფისაც მადლობა :)
LikeLike
აქ ვარ მე და ვიცდი პასუხებისთვის :)
LikeLike
პრინციპში, უკვე შეიძლება ნელნელა გამოქვეყნება. მოიცა, ჯერ მოდერაცია მოვხსნა…
LikeLike
ჰოდა ვიცდი :) ყოველ ოთხშაბათს ასე ვარ :) წამებს ვითვლი ხოლმე
LikeLike
მე მომიტევეთ :(
LikeLike
სწორი პასუხები
1. ფერდინანდ II
2. ედუარდ VIII; (ქალი უოლის სიმპსონი იყო);
3. ლუდოვიკო XVI
4. ალფონსო XIII;
5. მარია სტიუარტი;
6. კარლ XIV, ჟან–ბატისტ ბერნადოტი;
7. ჰენრიხ IV;
8. ჯეინ გრეი;
9. ივანე IV მრისხანე;
10. შარლ IX;
11. კრონპრინცი რუდოლფი და მარია ფონ ვეტსერა;
12. ჟანა დ’ალბრე;
13. უმბერტო I;
14. ჰარალდ ლურჯკბილა (ბლუთუსი :) )
15. ფრიდრიხ დიდი.
წინასწარი შედეგები:
მერი პოპინსი-14; mecmikvarkhar – 13; Kejeradze – 13; faifuris angelozi -13; tamara- 11; rockermeloman – 10; tsotnee – 5;
LikeLike
ბლუთუზი არავინ არ იცოდა? :) კაცო არადა რამდენი ვიფიქრე მაგაზე :) ვერასდროს წარმოვიდგენდი რაა :) დანარჩენი კარგი იყო :)
აჰა, ეხლა მშვიდად დავიძინებ :) :*
LikeLike
ანგელოზმა იცოდა.
მთავარია, რომ მშვიდად დაიძინებ :) დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
LikeLike
სხვათა შორის საქართველოში ორი ევროპელი მონარქი ცხოვრობს.
პრინცი ალან მიურა(ტი) – ნეაპოლის მეფე, მოსკოვის ჰერცოგი და კიდევ რაღაცეების და პრინცი ფონ საშენ-ალტენბურგი – საქსონიისა და ალტენბურგის დიდი თავადი.
LikeLike
პრინც ალტენბურგს ქართველი ქალი ჰყავს ცოლად, მიურატის ამბები არ ვიცი, ერთი–ორჯერ მოვკარი თვალი ტვ–ში.
LikeLike
და პრინც ალტენბურგს, რამდენიმე წლის წინ, წილი ჰქონდა ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში. ან მესაკუთრე იყო.. სატიტულო ბლანკზე საქსენ-ალტენბურგი მახსოვს.
LikeLike
კი თავადის ქალი ანდრონიკაშვილი. :)
სამაგიეროდ მიურატს სიძე ყავს ქართველი. :)
LikeLike
ჰო, გამახსენდა, ვიღაც მეგრელი ბიჭი, მგონი :) მიურატებმა მაინცდამაინც კარგად ვერ დასცადეს ქართველებთან დანათესავება თავის დროზე – სალომე დადიანის ქმარმა ტყვიით გაიხვრიტა შუბლი.
LikeLike
მაგათი გოგო თავადაა გამეგრელებული ისე, რომ ყველა მეგრელი ჩამოტოვებული ყავს :)
LikeLike
ანუ, ფრანგი არისტოკრატი, ცისფერი ლაზური სისხლის წყალობით, კიდევ უფრო არისტოკრატული გამხდარა…
LikeLike
აშილ მიურატმა? ეგ არ ვიცოდი. ეტყობა აქაურ კლიმატს ვერ გაუძლო.
მაგის შთამომავალია ალანაც.
ბურბონების არ იყოს – უფროს ძმებს იოაკიმები ქვიათ მანდ და უმცროსებს აშილები. :)
LikeLike
მშვენიერი ტრადიცია ჰქონიათ
LikeLike
ჯანდაბა დამავიწყდა! :((((((( არადა რა კარგი ჯეოპარდია! <3
LikeLike
აფსუს.. თან, თემაც მოგწონებია :( არაუშავს, შემდეგი ოთხშაბათიც მალე მოვა.
LikeLike
აუ რა გაუნათლებელი ვარ :შ ყოველ შენს ჯეოპარდზე ნამუსი მაწუხბს :დ ვერაფერს ვერ ვპასუხობ ! :შ
LikeLike
შენი თემის დროც მოვა :)
LikeLike
ღმერთმა ქნას ! ..)))
LikeLike
აუცილებლად მოვა :)))
LikeLike