Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for თებერვალი 6th, 2012

De Grote Donorshow. BNN. Netherlands. 2007-2008

ყოვლისმცოდნე ენციკლოპედიებს თუ ვენდობით, პირველი სატელევიზიო რეალითი-შოუ, ამერიკული “ფარული კამერა”, ცისფერ ეკრანებზე 1948 წელს გამოჩენილა და მას შემდეგ მსგავს ტელეპროექტებს სტაბილური პოპულარობა არასოდეს მოჰკლებია – ადამიანი ცნობისმოყვარე არსებაა და სხვისი ცხოვრების ჭუჭრუტანიდან თვალთვალი, დიახაც, რომ ძალიან აინტერესებს. სამწუხაროდ, ეს ის ჯანსაღი ცნობისმოყვარეობა არ არის, სოკრატე ყოველგვარი სიბრძნის საწყისად რომ მიიჩნევდა.

ჟანრის კლასიკურ ნიმუშს, ჯორჯ ორუელის უკვდავი ანტიუტოპიის პატივსაცემად მონათლულ “დიდ ძმას” ანალოგები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოეძებნება და არც ქართული ტელევიზიაა გამონაკლისი. ჩვენთან, დიდი ხანია, კონტენტს რეიტინგების მიხედვით განსაზღვრავენ და თუ პროგრამა მაყურებელთა უმრავლესობას მოსწონს, შინაარსობრივი მხარე რა მოსატანია… ერთი ცნობილი ლათინური მაქსიმის არ იყოს, გემოვნებაზე არავინ დაობს. მით უმეტეს, რომ ამა თუ იმ გადაცემის ირგვლივ გამართული კამათიც რეიტინგის წისქვილზე ასხამს წყალს.

დღემდე განხორციელებული სამამულო პროექტებიდან, ყველაზე მეტად, ძველი “კანდიდატი” და სულ ახლახანს დასრულებული “შეგირდი” მომეწონა. კონკურენტები უპირატესობის მოპოვებას შიშველი სხეულების დემონსტრირების და სკანდალური გამოხტომების კი არა, გონებრივი შესაძლებლობების და საზრიანობის ხარჯზე ცდილობდნენ. რაც მთავარია, გადაწყვეტილების მიღებაში მაყურებლის მონაწილეობის ხარისხი მინიმუმამდე იყო დაყვანილი. თუ შემოქმედებით კონკურსებში საუკეთესო ნაწარმოების პირდაპირი კენჭისყრით არჩევა მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიური გემოვნების (ანუ, უგემოვნების)  მორიგი ტრიუმფია, სხვა ფორმატის რეალითი-შოუებში გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღება, ზოგჯერ, ეთიკის ზღვარსაც კი სცილდება.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: