Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for თებერვალი 3rd, 2012

Tea cups

დარწმუნებული ვარ, მკითხველებს უკვე შეეპარათ ეჭვი ჩემს სტუმართმოყვარეობაში – კარგა ხანია, მოლის ზამთრის ბაღში წვეულება არ გამართულა გემრიელი სასუსნავისა და საინტერესო ისტორიის თანხლებით. ნება მიბოძეთ, თავი ვიმართლო – ჩვენი თავყრილობები მეც ძალიან მაკლდა, უბრალოდ, სხვა თემებზე წერამ შემიყოლია.

ახლა, როცა ფანჯრებს მიღმა თბილისისთვის უჩვეულოდ თოვლიანი ზამთარია, დილაობით შეჭირხლულ ფანჯარასთან ვიღვიძებთ და თბილი საწოლიდან წამოდგომა სიკვდილივით გვეზარება, ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, თუ ზამთრის ბაღში ჭიქა ჩაიზე დამეწვევით. ბუხარი, როგორც ყოველთვის, უკვე მხიარულად გიზგიზებს, ხალიჩაზე მიმოფანტული ბალიშები უწინდელზე მეტია – სპეციალურად შევიძინე, თორემ დაბადების დღეს რომ აღვნიშნავდით, ვიღაც მესამე ბალიშს თხოულობდა და ვერ იშოვნა, მგონი, თამარა იყო.

სხვათა შორის, სამზარეულოში ფაიფურის ფინჯნებიც მომეპოვება, ჩინეთიდან საგანგებოდ ჩამომიტანეს. მერი პოპინსი შემპირდა – ადრე მოვალ და ჩაის დაყენებაში მოგეხმარები, ძალიან კარგად გამომდისო…

ერთი სიტყვით, თქვენ თავი ისე იგრძენით, როგორც შინ, ამასობაში მე და მერი ფინჯნებს ჩამოვარიგებთ, სენდვიჩებით სავსე ლანგარსაც მოვუძებნი ადგილს და დავიწყოთ.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: