დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ჯეოპარდის თემა მოლი ბლუმის სტუმრებს ცოტა უცნაური და ბლოგის ზოგადი მიმართულებიდან ამოვარდნილი მოეჩვენებათ. არადა, უკვე დიდი ხანია, მინდა, ინტელექტუალური პაექრობის ერთი ტური სპორტს, კერძოდ კი ჩემს საყვარელ ფეხბურთს დავუთმო. იმედი მაქვს, ბიბლიოფილთა შორის გულშემატკივრებიც მოიძებნებიან და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ისტორიის მცოდნენიც. მას ასე,
Good luck!
1. მსოფლიოს პირველ საფეხბურთო ჩემპიონატს ამ ქვეყანამ უმასპინძლა;
2. 2022 წლის მუნდიალი ამ სახელმწიფოში ჩატარდება;
3. ყველა დროის საუკეთესო ნახევარფინალად აღიარებული მატჩი – გფრ–საფრანგეთი – ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმართა;
4. ამ მუნდიალის ფინალში გამარჯვებას ინგლისელები ბაქოელ ლაინსმენს ტოფიკ ბახრამოვს დღესაც უმადლიან;
5. ამ ქვეყანაში ჩატარებულმა საფეხბურთო ფორუმმა მსოფლიოს ფან–მოძრაობა ვუვუზელებით შეაიარაღა;
6. აზიურ სახელმწიფოებს შორის, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის პატივი დღემდე მხოლოდ ამ ორს ხვდა წილად;
7. წითელი და ყვითელი ბარათები პირველად ამ მუნდიალზე გამოიყენეს;
8. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულის ვინაობა საფინალო მატჩის გარეშე გაირკვა;
9. ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები ერთადერთია, ვისაც დღემდე ჩატარებულ მსოფლიოს ყველა ჩემპიონატზე უთამაშია;
10. ამ სამ ევროპულ სახელმწიფოს მსოფლიო თასი თითო–თითოჯერ აქვს მოპოვებული;
11. ფიფას ამ პრეზიდენტის სახელს ატარებდა მთავარი საფეხბურთო პაექრობის მთავარი ჯილდო – ოქროს თასი 1974 წლამდე;
12. ეს სიმპატიური ლომის ბოკვერი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ოფიციალური თილისმა გახლავთ;
13. ეს სამხრეთამერიკელი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც სამი მუნდიალის ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა;
14. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ამ ქვეყნის ნაკრების კარში გაიტანა ხელით ბურთი დიეგო მარადონამ;
15. მხოლოდ ამ ორი ქვეყნის ნაკრებმა შეძლო ზედიზედ ორჯერ მსოფლიო პირველობის მოპოვება.
პირველი ვარ :)
LikeLike
კი :) ველქამ! :)
LikeLike
მე – უზარმაზარი პას :)
LikeLike
ერთი ქულა მაინც დამსახურებულად გაქვს, თაბუ :)
LikeLike
დღეს გადავხედე პასუხებს და… 3 კითხვაზე მცოდნია პასუხი :bis:
მე და ფეხბურთი საკმაოდ შორს ვართ :)
LikeLike
მხოლოდ ფეხბურთი თუ ზოგადად, სპორტი?
LikeLike
ეს ის შემთხვევაა, საერთოდ რომ აზრზე არ ვარ არც ერთი კითხვის და ისეთივე გაბადრული სახით ვხურავ პოსტს, როგორითაც გავხსენი ^_^
მზა პასუხებზე შემოვალ და აუცილებლად ვიტყვი, ა ეს ვიცოდითქო, არადა არაფერიც არ მეცოდინება ხო ვიცი :D
LikeLike
უი დამავიწყდა მეთქვა “ა ესენი ხო ვიცოდი რაა” :D
პ.ს. ისე მოლი ფეხბურთელებზეც, რომ გქონოდა რამე – მარადონას გამოვიცნობდი მე ^_^
LikeLike
ეჭვიც არ მეპარება :)
LikeLike
ამ საკითხში სრული ნოლი ვარ . . . მარტო ის ვიცი რომ 22 კაცი ერთ ბურთს ვერ იყოფს :)))))
LikeLike
ძედაა… ხალხო, რომელიმემ თქვენი პროფილი მათხოვეთ ხუთი წუთი და მე ვითამაშებ თქვენი სახელით :))))))))))))
LikeLike
:))))))))
LikeLike
ნოუ პრობლემ . . . ისე სამართლიანი თამაშის მომხრე ვარ თორემ ერთი ზარი რომელიმე ბიჭ კლასელთან ყველა კითხვაზე პასუხი მეცოდინებოდა :)))
LikeLike
თამამად შემიძლია მივმართო ვიკიპედიას და დარწმუნებული ვარ, 15-დან 10-ზე მაინც ვიპოვნი პასუხებს… მაგრამ არ მიყვარს ასე, არ მიმაჩნია სწორად.
ამიტომ მაპატიე პასიურობა :)
ხვალ გესტუმრები, წავიკითხავ პასუხებს და გავნათლდები საფეხბურთო ასპექტებში. დღეს კი ვეიდერს დაველოდოთ :)
LikeLike
თაია და თაბუ, აბსოლუტურად სწორი პოლიტიკაა :) მადლობა თქვენ და სორრი, ასეთი თემისთვის. შემდეგში რამე სხვას მოვიფიქრებ.
LikeLike
1. ურუგვაი (მეტად საინტერესო ფაქტია, რომ ისტორიაში ერთადერთი შემთხვევაა, როცა ყველა თამაში ერთ ქალაქში, კერძოდ კი მონტევიდეოში ჩატარდა)
2. ყატარი
3. ესპანეთის 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
4. 1966 ინგლისი
5. სამხრეთ აფრიკა
6. სამხრეთ კორეა, იაპონია
7. მექსიკა 1970 წელი
8. 1950 წელი, ბრაზილია
9. ბრაზილია
10. საფრანგეთი, ინგლისი, ესპანეთი
11. ჟიულ რიმე
12. ინგლისი იყო ვიცი და თუ სწორად მახსოვს ვილი ერქვა
13. პელე
14. ინგლისი
15. ბრაზილია (1958,1962) იტალია (1934, 1938)
LikeLike
ბორგეზ, რა კარგ დროს გამოჩნდი…
LikeLike
:) :) იმედია კარგი მახსოვრობა მაქვს.. :)
LikeLike
ამ პაკეტით თუ ვიმსჯელებთ – აბსოლუტური.
LikeLike
ვაიმე,ვაიმე. :) აი ჩემი ფიზიკის მასწავლებელი,რომ მეუბნება “დუნდუკი” ხარ ფიზიკაშიო.. სულააც არაა!აი,რაში ვარ “დუნდუკი” – ფეხბურთში. :)
LikeLike
მარტო მე მიყვარს ფეხბურთი :( და ბორგეზს :( კიდევ ლორდ ვეიდერს და მერი პოპინსს.
LikeLike
1 ურუგვაი
2 მემგონი კატარი
3 არ ვიცი
4 ინგლისში კი იყო მაგრამ წელი არ მახსოვს
5 სამხრეთ აფრიკა ალბათ
6 კორეა – იაპონია
7 არ ვიცი
8 არ ვიცი
9 ბრაზილია
10 ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი
11 არ ვიცი
12 არ ვიცი
13 პელე
14 ინგლისი მემგონი
15 ურუგვაი??? მეეჭვება და ბრაზილია
LikeLike
ესეც მიშას პირველი პაკეტი. შენი პასუხები შენახულია და ხვალ, ღამის თორმეტზე გამოვამზეურებ.
LikeLike
ჩემს საყვარელ თემას ვერ ჩავუარე გულგრილად :)
1. ურუგვაი
2. კატარი
3. 1982
4. 1966
5. ალბათ მექსიკა :)
6. კორეა და იაპონია
7. 1970
8. 1950
9. ბრაზილია
10. ინგლისი, ესპანეთი და საფრანგეთი
11. ჟიულ რიმე (იმედია სახელი არ მეშლება :) )
12. ინგლისელი ვილი :)
13. პელე
14. ინგლისი
15. ბრაზილია და იტალია
LikeLike
ნათია, თუ სწორად მახსოვს, ეს შენი სადებიუტო თამაშია… თან, საყვარელ თემატიკაზე :) ველქამ!
LikeLike
აი, ეს არის ყველაზე სუსტი წერტილი ჩემთვის. ნუ, სუსტი რა, ბავშვობის მერე არ გავკარებივარ. არა, პირველი კურსის მერე და თამაშების ყურებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მე ავტომატურად გეთიშებით :)
LikeLike
ისევ ქალების იმედად ვარ…
LikeLike
ჰო, იყვირონ და მე ავყვები, თუ საჭირო გახდა :D
LikeLike
სამი ბონუს ქულა დავარიგე დღეს და არც ერთს არ სჭირდება… არ ვთამაშობთო.
LikeLike
ეხლა სკოლაში მივდივარ და ნერვებს ვითხრი რატომ ვნახე მეთქი :) მე მაინც მოვალ! და სულ ბდღვირს ავადენ აქაურობს! :) ჰაჰ :)
LikeLike
აბა შენ იცი :) თორემ, კაცებმა უარი გვითხრეს, ფეხბურთი ჩვენი საქმე არ არისო :))
LikeLike
1.ურუგვაი
2.ყატარი თუ კატარი :)
3. 86 წლის ფინალი? მექსიკა
4.1966 წლის ჩემპიონატი ინგლისში
5. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
6.სამხრეთ კორეა და იაპონია
7.1974 წელს ჩილელმა მიიღო პირველი წითელი, სახელი კი არ მახსოვს…
8.1940 წლის ჩემპიონტას გულისხმობ ალბათ? გერმანია რომ გახდა ჩემპიონი ვითომ…
9.ბრაზილია
10.ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი (ჰოლანდია მეცოდება :) )
11.ჟიულ რიმეს თასი
12.ვილი – willie
13.პელე
14.ინგლისის ნაკრებს გაუტანა “hand of god” გოლი… :)
15.იტალია და ბრაზილია
LikeLike
ბოლო გაკვეთილიდან გამოვიპარე :) ადვილი იყო, ჩვეულებრივი კითხვებია, ზოგადი :) უფრო რთულებიც შეიძლებოდა, მაგრამ ეს ხომ შეჯიბრი არაა, ჯეოპარდია :)
LikeLike
ნამდვილად იოლი იყო. ბევრად რთული კითხვების მოფიქრებაც შეიძლებოდა. ეს ხომ სამოყვარულო პაკეტია და არა პროფესიონალებისთვის განკუთვნილი.
LikeLike
ძალიან ადვილია ჩემთვის კი – მაქსიმუმ 3-ს ვუპასუხო :)))))))
გავიპარე ფეხაკრეფით :))))
LikeLike
სამი სრულიად საკმარისია, რუსა :)
LikeLike
ეჰ, ფეხბურთის არაფერი გამეგება, ასე რომ გუყირებთ შორიდან :)
LikeLike
სპორტი ის სფეროა ჩემთვის, რომელშიც საერთოდ ვერ ვერკვევი :( ფეხბურთში მხოლოდ რამდენიმე გუნდის სახელი ვიცი ყურმოკვრით და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის :)
LikeLike
ნათია და ჭიამაია, პოპკორნი თქვენ მოიტანეთ, ლოჟაში კარგი ადგილები ჩემზე იყოს :)
LikeLike
ცხოვრებაში ერთხელ ვუყურე მსოფლიო ჩემპიონატს. ინგლისის სიყვარულით, მანჩესტერს ვგულშემატკივრობდი. მახსოვს რუნის ვარკსვლალი მაშინ ამოდიოდა :))) გაკვირვებული ვიყავი კრაუჩის სიმაღლით და ა.შ : )
და მაშინაც მგონი მერვედ ფინალიდან თუ მეოთხედან გამოეთიშნენ თამაშს . ეს იყო პირველი და უკანასკნელი შეხვედრა ჩემსა და ფეხბურთს შორის, ამ დრომდე :)
LikeLike
2002, კორეა-იაპონიის ჩემპიონატი გინახავს შენ :)
LikeLike
მანჩესტერი რა შუაში იყო აქ :)))) საკლუბოში ვურევ ეხლა.
აი ხომ ხედავთ რომ ვერ ვერკვევი. მანჩესტერს კი არა ინგლისს ვქომაგობდი და ზუსტად მახსოვს 2006 წლის მსოფლიო თასი იყო..
LikeLike
ანუ, გერმანიის ჩემპიონატი, იტალია-საფრანგეთის ფინალი, ზიდანი და მატერაცის თავური. მშვენიერი ჩემპიონატი იყო, უბრალოდ, იმათ არ მოიგეს, ვისაც უნდა მოეგო.
LikeLike
მთლად ექსპერტობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ ფეხბურთი ნამდვილად მიყვარს :) აბა, ვნახოთ, რა გამომივა.
LikeLike
შენ ხომ ორთოდოქსი ბლანკოსი ხარ, მერი :) კხმ… ისა და… მოკლედ, მთავარია, რომ ფეხბურთი გიყვარს. დეტალებს ნუ მივაქცევთ ყურადღებას.
LikeLike
1. ურუგვაი;
2. კატარში;
3. 1982 წლის ლეგენდარული ჯახი ესპანეთში;
4. 1966 წლის ჩემპიონატი ინგლისში;
5. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა;
6. კორეა და იაპონია;
7. 1970 წლის მექსიკის ჩემპიონატზე და ასეც მსმენია, პირველი ყვითელი კახი ასათიანმა მიიღოო;
8. 1950, ბრაზილია;
9. ბრაზილია;
10. ესპანეთი, ინგლისი და საფრანგეთი;
11. ჟიულ რიმე;
12. ვილი;
13. პელე;
14. ინგლისი;
15. ერთი აშკარად ბრაზილიაა და მეორე, სავარაუდოდ, იტალია უნდა იყოს.
LikeLike
1. ურუგვაი
2. ყატარი
3.
4.1960 წ.
5. სამხრეთ აფრიკა
6. კორეა, იაპონია
7.
8.
9.
10. ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი
11.
12. 1960 წლის ინგლისში გამართულ ჩემპიონატში
13. პელე
14. გერმანია
15. ბრაზილია, იტალია
LikeLike
1. ურუგვაი.
2. ყატარი. (აუ მაგრად მაინტერსებს როგორი იქნება)
3. 1982 წესლს ესპანეთში, მე-12 მსოფლიო ჩემპიონატზე.
4. 1966 წელს, მე-8 მსოფლიო ჩემპიონატზე.
5. სამხრეთი აფრიკა.
6. სამხრეთ კორეა და იაპონია.
7. 1970 წელს, მე-9 მსოფლიო ჩემპიონატზე.
8. 1950 წელს, მე-4 მსოფლიო ჩემპიონატზე.
9. აწწწ, ბრაზილია! :)
10. ინგლისი, საფრანგეთი და ესპანეთი.
11. ჟიულ რიმე.
12. “World Cup Willie”
13. პელე.
14. ინგლისი.
15. იტალია და ბრაზილია.
LikeLike
მე ამ საკითხში, ვარ ტაშტი. მარტო ვიცი “ბაიერნი”, კანი და ბალაკი ;დ
ჰო, კიდე პელეც გამიგია, ზიდანიც, ტოტიც და ინძაგიც :ამაყი:
LikeLike
ყოჩაღ, როდე. რაც გაგიგია, დამიჯერე, სრულიად საკმარისია :) რაც გიყვარს, იქ ბევრად მეტი გეცოდინება. სამაგიეროდ, გუგლით არ სარგებლობ და ეს დასაფასებელია :)
LikeLike
მეტი საერთოდ არ არის საჭირო :) მთავარი გცოდნია :) ბაიერნი, კანი და ბალაკი :) საკმარისზე მეტიც კია :ამაყი:
LikeLike
ბავარია როგორ გაუხარდა :))))
LikeLike
ადვილი კითხვები ყოფილა:
1. ურუგვაიმ და მოიგო კიდეც.
2. ბრაზილია და იმედი მაქვს მოიგებს კიდეც.
3. ესპანეთში. შუმახერმა და სიცხიანმა რუმენიგემ მოიგეს. (ეს კითხვა მელომანს გაუხარდება)
4. საკუთარ სახლში. მეტი არც მოუგიათ.
5. სამხრეთ აფრიკა.
6. იაპონია – სამხრეთ კორეა
7. აი ეს არ ვიცი… პირველივეზე არ იქნებოდა – მაშინ კითხვას აზრი ეკარგება.. ამიტომ, ვთქვათ მეორედან – იტალიაში.
8. ბრაზილიაში. ურუგვაიმ მოიგო.
9. ბრაზილია. და ყველაზე მეტჯერაც მოიგო :)
10. ინგლისი, საფრანგეთი და ესპანეთი
11. ჟიულ რიმე.
12.ინგლისის
13. პელე
14. ინგლისი
15. ბრაზილია და იტალია
LikeLike
მილორდ, მეორე კითხვაში 2014 კი არა, 2022 წელს ვკითხულობდი.
და ბარათები ბევრად ახალია.
ძნელი კითხვების აქ დასმას აზრი არ აქვს, ეს ხომ ტურნირი არ არის.
LikeLike
რაო რუსეთშიო დიდმა ლორდმა? :) მართალი ხარ მოლი, მაგრამ მაინც ზედმეტად ადვილი კითხვები იყო :) სხვა თემებში უფრო რთულებია ხოლმე :) მაგალითად ჯაზი მცოდნეებისთვისაც კი რთული იყო :)
LikeLike
რუსეთში არა, ბრაზილიაშიო. რუსეთში 2018 წელს ჩატარდება. და ისე, შენ სამი შეცდომა გაქვს.
LikeLike
უშოცდომოდ მოლი საკუთარი სახელის და გვარის თქმაც არ შემიძლია მგონი :) რამე მომიფრენდა თავში :)
LikeLike
ეგ არაფერი :) ლორდმაც თქვა, ადვილი კითხვებიაო…
LikeLike
როგორ ვერ ვიტან ოთხშაბათის ბოლო საათებს რაა :)
LikeLike
ეს ისეთი საყვედურია, კომპლიმენტად რომ უნდა ჩათვალოს ბლოგმა :)
LikeLike
ვაი და კიდევ ერთხელ ვაი… მე და ფეხბურთი “გამარჯობა-გაგიმარჯოს” დონეზე ვიცნობთ ერთმანეთს :D
ჯობია მოვლენებს გარედან დავაკვირდე :)
LikeLike
და უკეთ გაიცნობ კიდეც :)
LikeLike
სწორი პასუხები:
1. ურუგვაი, 1930;
2. ყატარი;
3. ესპანეთი, 1982. (ანგარიში 3-3 (პენალტების სერიით – 5-4);
4. ინგლისი, 1966;
5. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 2010;
6. კორეა და იაპონია, 2002;
7. მექსიკა, 1970;
8. ბრაზილია, 1950;
9. ბრაზილიის ეროვნული ნაკრები;
10. ინგლისის (1966) საფრანგეთის (1998) და ესპანეთის <3 (2010) ეროვნული ნაკრები გუნდები;
11. ჟიულ რიმე;
12. ვილი (ინგლისი, 1966);
13. პელე (1958-1962-1970);
14. ინგლისის ეროვნულ ნაკრებს;
15. იტალიის (1934-1938) და ბრაზილიის (1958-1962) ეროვნული ნაკრები გუნდები.
წინასწარი შედეგები:
მერი პოპინსი – 15; Borgez – 15; tsotnee – 15; Kejeradze – 14; Lord Vader – 13; rockermeloman – 12; watching panda – 10; Misha Chkhartishvili – 9; kevana – 1; taboo – 1; tamara – 1.
LikeLike
ნუ მე ზოგადად ყურება უფრო მიყვარს ვიდრე თამაში.
რაც შეეხება შედეგებს, თავად მხოლოდ 7 ვიცოდი, დანარჩენი google-ს დამსახურებაა. :)
LikeLike
ჰო. ასეც მივხვდი. ისე, გუგლით პასუხის გაცემას რა მუღამი აქვს?
LikeLike
რავი. დიდი არაფერი. :) მეცალა და მაგიტომ. :) :) :) თან როცა რაღაცას ვეძებ ადვილად მამახსოვრდება. ხო აწი აღარ გამოვიყენებ. ცუდი ვინცხა ვარ. ხო ისე მართლა ეკარგება ჯეოპარდს, მაშინ მუღამი (თუ დავძებნე პასუხები). ხოდა აწი ვსო! ;)
LikeLike
სასაცილოა, თორემ კი არაფერი.
LikeLike
ხო ვხვდები. ;) აწი ჩემით დავწერ და მივიღებ მარტო იმ 7 ქულას! :)
LikeLike
ნუ, შენი საქმისა შენ იცი.
LikeLike
:) :) :) ეჰ! სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობიაო! :( ისა და თავიც მაქვს გატეხილი :D :D :D
LikeLike
გუგლით თუ თამაშობ, ნუ აღიარებ მაინც :)
იმედი მაქვს პოპინზიც გუგლით არ თამაშობს.
LikeLike
პოპინსი ჰაი კლასის პროფესიონალია.
რა აღიარება უნდოდა, ჩემპიონატების რიგითი ნომრები იყო ჩამოწიკწიკებული. და დავბერდი აგერ, ფეხბურთით რომ სუნთქავს, იმ ხალხთან წლების ურთიერთობა მაკავშირებს და ვილი “World cup Willy”-თ ჯერ არავის მოუხსენებია.
LikeLike
ეგრე წერია მგონი ვიკიპედიაზე :) თუ სადღაც… :)
მე კი ბევრს ვჭიკჭიკებდი ადვილია მეთქი მაგრამ თურმე არ მცოდნია კარგად :) მერევა რაღაცეები :)
LikeLike
ჰო, ოფიციალური სახელია, რომელსაც, ალბათ, თავად ავტორიც არ იყენებს (თუ ცოცხალია). ეგ კი არა, სოფი, შალვა ნათელაშვილს ილია და აკაკი ერევა და ჯერ მადა არ დაუკარგავს :) კია ბედნიერად.
LikeLike
შალვას რამ უნდა დაუკარგოს მადა ნეტავ :) ბაზალეთთან ახლოს ვცხოვრობ და საკუთარი თვალით ვნახე მესამე სართული როგორ დაადგა სახლს, ეხლა რაღაცეები შეუყენეს (მგონი დამკრატებიო თუ რა ქვია არ ვიცი) სახლს, რომ არ დაინგრასო :)
შალვა იქით მოლი და არაფერში მყარი ცოდნა არ მაქვს, რაც ძალიან მაწუხებს :(
LikeLike
შალვას სახლი კი ვიცი და ის ვერ გამიგია, ამ პირდაღებულ ხალხს რომ ასულელებს, იმათ რა ხეირი აქვთ. შალვას ხეირი ეგერ ჩანს, შენს სამეზობლოში.
ჯერ პატარა ხარ, მოვა მყარი ცოდნის დროც.
LikeLike
:D ეჰ შალვა შალვა… დაუნ ვი დიკტეიტე მართლა რა
LikeLike
ლეიბორისტობა პარტიული კუთვნილება კი არა, მენტალური მდგომარეობააო, გამიგონია. თან, არც თუ სახარბიელო.
LikeLike
ჰო წელს არ მივაქციე ყურადღება… მაგრამ ალბათ მაინც ვერ გავიხსენებდი ყატარს…
LikeLike
აუ მე მეორე ჩემპიონატი მეგონააა :( ჯანდაბას მაგათი თავი :)
LikeLike
ისე რამდენადაც მახსოვს პირველი წითელი 74-ში იყო და არა 70-ში… :) საიდან მოვიტანე ნეტა ეგ… :)
LikeLike
შემოღებით ნამდვილად 70-ში შემოიღეს და მერე ვნახავ დეტალებს.
LikeLike
პირველი წითელი ჩილელს მისცეს მექსიკაში და ეგ ჩავთვალე მე :) შემოღებით იქნებ ადრეც შემოიღეს ხო…
LikeLike
ჰოდა, მექსიკა ზუსტად 70-ში იყო. 74 გერმანიაა.
LikeLike
1968 wels danerges eg sistema, msoflio chempze 1970 shi gamoiyenes pirvelad.. :)))
LikeLike
აჰა. მეც ასე ვიცი.
LikeLike
აუ, რა ჯეოპარდი გამომიტოვებია : ((
დამპირდით, რომ ერთხელ მაინც კიდევ იქნება, რა…
LikeLike
და ისევ გამოტოვებ :)
LikeLike
:(
LikeLike
სრული ბეცი ვარ ამ ამბავში :) პელე, მარადონა და ზიდანის თავის დარტყმა-ამით შემოიფარგლება ჩემი ფეხბურთული ცოდნა :) ხო, დინამოს გამარჯვება დამავიწყდა კიდევ და თასის აღება.
LikeLike
მთავარი წერტილები გცოდნია და დანარჩენი არც თუ მნიშვნელოვანია, კატერინა :)
LikeLike
ვის გულშემატკივრობთ, თუ საიდუმლო არ არის? : )
LikeLike
საქართველოს ნაკრებს, ესპანეთის ნაკრებს და ბარსელონას.
LikeLike
ერთი ერთში მეც. ეჭვი არ მეპარებოდა, გემოვნებიანი გულშემატკივარი იქნებოდით :დ
LikeLike
მადლობა :)
LikeLike