მოლი ბლუმის ბლოგის ერთგულ მკითხველს ალბათ ახსოვს, როგორი მოუთმენლობით ველოდებოდი “ამაზონზე” შეძენილ ჩემს პირველ “ქინდლს”. საპრეზენტაციო პოსტიც სასიამოვნოდ აჟიტირებულმა დავწერე. თუმცა, ნაქები რიდერის ავ–კარგი მაინც დროს უნდა გამოეცადა – სარეკლამო პროსპექტებში და სურათებზე ყველაფერი ისეა შეფუთული, ხარისხში ეჭვი არ შეგეპარება…
ახლა, როდესაც ვირტუალურ ბიბლიოთეკაში წიგნების რაოდენობა ას ოცს გადაცდა, უკვე შესაძლებელია, რამდენიმე პრაქტიკული დასკვნა გამოვიტანო და გამოცდილება გაგიზიაროთ – სხვა რომ არაფერი, ბლოგის სტუმართა შორის “ქინდლით” დაინტერესებულები მომრავლდნენ – ზოგმა უკვე შეიძინა, ზოგიც უახლოეს მომავალში აპირებს. ამიტომ, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, ჩემი და გრეისის ურთიერთობაზე ორიოდე სიტყვით გიამბოთ.
იმით დავიწყებ, რომ “ქინდლის” აქსესუარები ლამაზი და თავის მოსაწონებლად გამიზნული დანამატი კი არა, სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტებია. მართალია, ხარისხიანი ტყავის ბუდის და პორტატული ნათურის ფასად ლამის ახალ რიდერს იყიდით, მაგრამ ქავერის გარეშე შინიდან გატანის შემთხვევაში მისი გაკაწვრის ან სხვაგვარად დაზიანების საფრთხე სავსებით რეალურია. ესეც არ იყოს, ყდა მეტისმეტად მსუბუქ დივაისს სიმძიმეს მატებს და გაცილებით კომფორტულს ხდის.
დამატებითი განათება კი მათ უფრო დასჭირდება, ვინც საღამოობით, შინ მიმავალ გრძელ გზას ტრანსპორტში კითხვის საშუალებით იმოკლებს. სხვა ქალაქებზე ვერაფერს გეტყვით და თბილისური სამარშრუტო ტაქსების უმრავლესობაში ისე ბნელა, ტექსტის გარჩევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ნათურა არც იმათთვის იქნება ზედმეტი, ვისაც ძილის წინ, თბილ ლოგინში მოკალათება და ახალი ლიტერატურული სასუსნავის დაგემოვნება უყვარს, თუმცა მე, ამ შემთხვევაში, მაგიდის მომცრო ლამპას ვამჯობინებ.
სამაგიეროდ, შეგიძლიათ დამტენზე არ იდარდოთ – USB კაბელითაც იოლას გავდივარ. კვირაში ორჯერ-სამჯერ მაინც მიწევს “ქინდლის” კომპიუტერთან შეერთება – რაღაცას ვიწერ, რაღაცას ვშლი, ბიბლიოთეკას ვაწესრიგებ და ამასობაში, გრეისიც მშვენივრად იმუხტება.
მთავარი საფიქრალი მაინც წიგნების მოძიებაა. შენაძენის ოფიციალურად რეგისტრირების შემდეგ (რისთვისაც მხოლოდ Vi-Fi და რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ) “ამაზონი”, სასიამოვნო ბონუსად, სრულიად უფასო ი-ბუქებს შემოგთავაზებთ, მაგრამ მათი ოდენობა და თემატიკა მაინც შეზღუდულია, ამიტომ ისევ ძველ, ნაცად ხერხს მივმართავ ხოლმე.
აქაურმა მკითხველებმა, თავის დროზე, რამდენიმე საინტერესო მისამართი მიმასწავლეს, მე კი, ძირითადად, ლორდ ვეიდერის ნაკარნახევი ციფრული ბიბლიოთეკით ვსარგებლობ. რუსულენოვანი ლიტერატურის ამოუწურავ მარაგზე რომ არაფერი ვთქვა, არც ინგლისურად კითხვის მოყვარულები დარჩებიან იმედგაცრუებულნი. არჩევანი მართლაც უსაზღვროა – ჩემი ბავშვობის “სათავგადასავლო ბიბლიოთეკის” ყველა ტომს, “მერი პოპინსის“ მშვენიერ გამოცემას, რექს სტაუტის სრულ ბიბლიოგრაფიას და უმბერტო ეკოს აქამდე წაუკითხავ რომანს – “პრაღის სასაფლაოს” – ზუსტად აქ მივაკვლიე.
ამ უკრაინულ რესურსზე წიგნები რიდერისთვის ზედგამოჭრილ – mobi ფორმატშია განთავსებული. თუმცა, სხვაგვარად შეფუთული ფაილების ჭკუაზე მოსაყვანი პროგრამაც არსებობს – “კალიბრში” დამუშავებას ხუთიოდე წუთიც არ უნდა. “ქინდლის” გადავსება ნუ შეგაფიქრიანებთ – თითოეული ი–ბუქის “წონა”, საშუალოდ, 1,5 მეგაბაიტია, რიდერის სტანდარტული, ორგიგაბაიტიანი მეხსიერება ერთი მშვენიერი ბიბლიოთეკისთვის ნამდვილად იკმარებს, ბალასტის გასაქრობად კი ხელის უმარტივესი მოძრაობაა საჭირო.
აუდიო ფუნქციებზე ვერაფერს გეტყვით – mini-ს ეს შესაძლებლობა არ აქვს და ხმოვანი წიგნების დიდი მოყვარული არც გახლავართ. სამაგიეროდ, შეგიძლიათ, მენდოთ – თუ “ქინდლი” მხოლოდ საკითხავად გჭირდებათ, უკეთესს ვერაფერს იპოვნით. ეს ის შემთხვევაა, როცა სარეკლამო კამპანია მაქსიმალურად შეესაბამება რეალობას – ბიბლიოფილებისთვის სრული კომფორტი გარანტირებულია.
როგორ გიყვარს მოლი. :)
არ ვიცი მინდა თუ არა,წიგნი და ფურცელთან შეხება რაღაც პირდაპირ კავშირშია ჩემთვის კითხვასთან. :) “ეკრანზე კითხვა” უფს.. მეძნელება.
LikeLike
საქმე იმაშია, ანა, რომ ამ ეკრანიდან კითხვა ერთი სიამოვნებაა… თორემ, ტრადიციული ბიბლიოთეკის ფასი და ხიბლი კი არ დამვიწყებია.
LikeLike
მჯერა. :)
LikeLike
შუქი რომ ეცემა, ისეთ ფერს იღებს, აი, რაღაცნაირად გემრიელი და ხარისხიანი ქაღალდის ფერს…
LikeLike
პოსტთან ერთად შენი კომენტარების “მოწონების” სურვილიც მიჩნდება ხოლმე :)
LikeLike
მე შენი მინი-რევიუ მომეწონა ათიოდე წამის წინ :))))
LikeLike
მადლობა :)
LikeLike
ქინდლ ფორევა… იდეალური არაა, მაგრამ ჩემი შვილია ტობიასი, რამე რომ მოუვიდეს, გავგიჟდები. სულ ჩანთაში მიგდია და რა დროსაც შემთხვევა ჩამივარდება, ამოვიღებ და ვკითხულობ…
უი, ჩემი რჩევა: ძალიან ბევრი წიგნი არ ჩაყაროთ თავიდან, იმიტომ რომ ამორჩევა გაგიჭირდებათ (ჩემსავით)… სიას რომ ვუყურებ არ ვიცი რომლიდან დავიწყო ხოლმე :დ :დ :
LikeLike
მეც სულ ჩანთაში მიდევს. თუ შინ არ ვკითხულობ ან რამეს არ ვწერ, რა თქმა უნდა. გარეთ, გრეისის გარეშე, ჯერ არ გავსულვარ.
LikeLike
აუდიო მინდა,ლორდმა უნდა წამიკითხოს წიგნები:P
LikeLike
თუ აუდიო გექნება, ლორდი როგორ წაგიკითხავს? ეშხი იმაშია, თავთით რომ დაგიჯდება და ტკბილი ხმით ჩაარაკრაკებს “რომელმან შექმნა სამყაროო”..
LikeLike
:)
აფსუს, რომ ქართულ უნიკოდს არ კითხულობს :)
LikeLike
ქართულ შრიფტს, თუ მთლად გეოდუმბა არ არის, კითხულობს (C) ლორდ ვეიდერი.
LikeLike
ხმით? :)))
ნწუ, ჩემი ვეფხისტყაოსანი არ წაიკითხა :)))
LikeLike
ხმით, ალბათ, ვერა. ხმით ნამეტანია :) შრიფტს რომ კითხულობს, ესეც საქმეა.
LikeLike
ესე იგი არ გადავიფიქრო და მეც ვიყიდი? ^^ თებერვლის ბოლოს მინდა საკუთარ თავს დაბდღეზე ვაჩუქო Kindle Fire და ამ პოსტმა კიდევ უფრო შემაგულიანა <3
LikeLike
არ ინანებ :) Kindle Fire-ის დეტალური რევიუ ლორდ ვეიდერს აქვს ბლოგზე.
LikeLike
ლიკა, ლორდს ისიც უწერია (ა მეც აბსოლუტურად ვეთანხმები), თუ ქინდლი წიგნების საკითხავად გინდათ, Kindle Fire-ს გვერდი აუარეთო. Fire ძალიან კარგი ტაბლეტია საუკეთსო ფასად, მაგრამ აქვს LCD ეკრანი, და არა Digital-Ink, რაც ნიშნავს რომ ეკრანს აქვს შესაბამისი გამოსხივება.
რიდერები Digital-Ink ტექნოლოგიით შექმნილი ეკრანებითაა აღჭურვილი, რის გამოც იგი იძლევა ნაბეჭდი ფურცლის მაქსიმალურ მიმსგავსებას და სრულიად უსაფრთხოა თვალისათვის (ყოველ შემთხვევაში, არა უმეტეს ფურცლისა :D ).
მე ქინდლ თაჩი მაქვს, მაგრამ ახლა რომ ვყიდულობდე, 20$-ით იაფ მინის შევიძენდი, რადგან როგორც რიდერი, მინი მასზე დაკისრებულ ყველა ფუნქციას პირნათლად ასრულებს, თაჩის ფუნქციებს კი მე ვერც ვიყენებ.
უფრო დაწვრილებითი მიმოხლივა მოლის მიერ მითითებულ ვეიდერის ბლოგზე :)
LikeLike
ცამდე მართალი ხარ, თაბუ. ფაიერი ტაბლეტია, უამრავი სასარგებლო ფუნქცია აქვს, ოღონდ ეკრანი აქვს ჩვეულებრივი ელსიდი. თაჩს აუდიო მხარდაჭერა გააჩნია, ეკრანიც ი-ინკია, პრინციპში, ძალიან კარგია, მაგრამ მაინც სენსორული ეკრანის მოყვარულებზეა გათვლილი. მე მინი ვარჩიე და ღრმად კმაყოფილი ვარ.
LikeLike
უღრმესი მადლობა ამდენი რჩევისთვის… დაბდღემდე ჯერ კიდევ არის დრო და დავფიქრდები კიდევ ცოტას, მაგრამ ჩემი სიმპატია Kindle Fire-საკენ იმიტომ გადაიხარა, რომ კითხვას, ჯერჯერობით მაინც, მაინც წიგნებიდან ვამჯობინებ და ქინდლს მხოლოდ იმ შემთხვევებში გამოვიყენებ, სადაც ან კონკრეტული წიგნი არ მექნება, ან წიგნი ჩანთაში არ ჩამეტევა, რომ სადაც წავალ წავიღო.. თუმცა ჩანთაში ჩატევაც არ უნდა იყოს პრობლემა, შარშან სტიგ ლარშნის სამივე უმსხვილესი ტომი სულ ჩანთით ვაცუნცულე სანამ ბოლო არ მოვუღე.. კოსმეტიკის ჩანთას უფრო ადვილად ვტოვებდი სახლში, ვიდრე წიგნს :)) ხოდა, ამიტომ ვიფიქრე, მარტო რიდერის ფუნქციას სხვა კარგი ფუნქციებიც რომ ჰქონდეს ასე ადვილად არ მომბეზრდებათქო.. მოკლედ, ვეიდერის ჩანაწერებს ვეცნობი უკვე და თებერვლამდე ჩამოვყალიბდები იმედია.. ;)
LikeLike
მიყვარს ინფორმატიული პოსტები :)
ქინდლზე კი ნაკლებ შეფასებას არც ველოდი!
ჰო მართლა, მშვიდობაში ახალი, სიმპათიური და ხარისხიანი ყდა :)
LikeLike
უჰ, მადლობა დიდი :)
ქინდლის და ქავერის ყადრი შენ არავისგან გესწავლება, თაბუ :)
LikeLike
ვის ავუბაკუნო ფეხები, რომ მაჩუქონ ეგა?! ჰმ, არც ვის! ვის აქვს ჩემი დარდი :/
LikeLike
ნინოს არა? არ გაჭრის? :)
LikeLike
მე მაინც ალბათ თაჩს ავირჩევ, აუდიო წიგნებიც მიყვარს და მუსიკის მოსმენაც კითხვის დროს :) იცით რა მაინტერესებს, განათება ელემენტზე მუშაობს? და აქ რომ ნოუთბუკის განათებები იყიდება ისინი არ წავა ნეტა თუ იცით ქინდლზე?
LikeLike
მე არ მაქვს ნათურა, თეო და იმიტომაც ვწერ ასეთი საქმის ცოდნით საღამოობით კითხვის პრობლემებზე :) თუ სწორად მახსოვს, ნათურას დამოუკიდებული წყარო არ აქვს და და ის და ქინდი ერთი ელემენტით იკვებება. თუმცა, აკადემიკოს ვეიდერს მეტი მოეხსენება და შემოიხედავს და გვეტყვის :)
LikeLike
დამტენის ამბავი ინდივიდუალურია…
თავიდან მეც ეგრე დავიწყე – სულ კომპიუტერს ვუერთებდი, მაგრამ თანდათანობით ამაზონის ქლაუდის უპირატესობებში დავრწმუნდი. რეალურად ხომ ქლაუდი, წიგნების თარო ამაზონის სერვერზე და სუპერ-სინქრონიზაციის უნარი – ესაა, რაც ქინდლს გამოარჩევს სხვა რიდერებისგან.
ამიტომ, ქინდლი როდის მივუერთე კომპიუტერს აღარც მახსოვს – იმიტომ რომ “ქლაუდით” ვსარგებლობ და მეილით ვაგზავნი იქ წიგნებს და მერე ვაი-ფაით ვქაჩავ ქინდლში.
მით უმეტეს რომ ახლა KF-ის ქლაუდიც დამემატა.
ასე რომ, მე მაინც გირჩევთ – დამტენი შეიძნოთ.
ეკრანი ძალიან სუსტია. ტექნოლოგიურადაა ასე – დამცავი შუშა არ აქვს და ვერც ექნება, მაშინ ქაღალდის ფაქტურა დაიკარგება, ამიტომ ქავერის გარეშე დიდი შანსია დაზიანდეს. უბრალოდ გასაღები ან რამე რომ დააწვეს ან დავარდეს ცუდად – ეკრანის ნაწილი თეთრდება და ზოლები უჩნდება და არაფერი შველის უკვე.
ეგეთი შემთხვევები უკვე რამდენიმე ვიცი – ფეისბუქზე ქინდლის ჯგუფშიც იყო ამის განხილვა. თუმცა უკან თუ გაუგზავნი – ამაზონი უპრობლემოდ ცვლის. ასეთი გამოცდილებაც დაუგროვდა იქ ხალხს. ;)
mecmikvarkhar
ნათურა ყველანაირია.
მე დამოუკიდებელი კვებით მაქვს და იმჰო, სჯობს საკუთრივ ქინდლის ნათურას – იმიტომ რომ გრძელი ყელი აქვს და რა კუთხითაც მინდა, იქედან მივანათებინებ ხოლმე. ძალიან მოსახერხებელია.
საკუთრივ ქინდლის ქავერი-ნათურით ასეთი ფლექსიბლ არ არის და იძულებული ხარ შენ მოერგო იმას და არა ის შენ.
გარკვეული კუთხით ღუ დაიჭერ ქინდლს – შუქი პირდაპირ ეკრანში ურტყამს და LCD ეკრანივით არაა, მაგრამ მაინც გიშლის ხელს კითხვაში.
ყველაზე “ცუდი” ნიუსი ისაა, რომ წელს E-Ink ახალი თაობის ეკრანის გამოშვებას აპირებს… და ქინდლები გამოსაცვლელი იქნება :(
ნუ შეგიძლია, არც გამოცვალო, მაგრამ მე-2 და მე-3 თაობის ეკრანებს შორის იმხელა სხვაობა იყო რომ ახლაც თუ იგივე მოხდა…. ცდუნება ძალიან დიდი იქნება.
LikeLike
ესეც საექსპერტო დასკვნა.
ეკრანს განსაკუთრებით ვუფრთხილდები. წიგნის ფურცელი რომ გაგეხეს ან დაგეჭმუჭნოს, გადადებ გვერდზე და სხვა წიგნი მთელი გექნება. ქინდლის ეკრანს რომ რამე მოუვიდეს, ყველაფერი ასე დაზიანებული უნდა იკითხო და ეს სერიოზულ დისკომფორტს მიქმნის.
არც ისე ცუდი ნიუსია… ვნახოთ, მესამე თაობის ეკრანი როგორი იქნება. იქნებ ღირდეს კიდეც შეძენა.
LikeLike
ისე ძალიან კარგი იქნება თუ მსგავს უფასო საიტებს გავუზიარებთ ხოლმე ერთმანეთს. მაგალითად, მე არ ვიცოდი ეს რესურსი (e-reading.org.ua). რაც მეტ საიტს ვიპოვით, დიდი ალბათობა იქნება იმისა, რომ გაცილებით მრავალფეროვანი გახდება ჩვენი ბიბლიოთეკა.
LikeLike
ლორდმა მასწავლა რამდენიმე თვის წინ და იმდენად კარგია, ჯერჯერობით, სხვა ელექტრონული ბიბლიოთეკა არც მომიძებნია.
LikeLike
ესეც ძაან კარგია
http://flibusta.net
ეგ და უკრაინული პარალელურად მიდიან ფაქტიურად :)
LikeLike
Как и в любой библиотеке просьба соблюдать чистоту, порядок и спокойствие. Здесь читают и работают хорошие люди. – ამან გაასწორა )))
LikeLike
ფლიბუსტა გიორგი ბაქრაძემ მიმასწავლა, აქვე, პრატჩეტზე პოსტის კომენტარებში.
LikeLike
რა მაგარია! :)
LikeLike
როდის მექნება :*
LikeLike
მინდა მინდა მინდა მინდა მინდა მინდა :S
LikeLike
:) წლის ბოლოს ახალი მოდელი გამოდისო, ლორდმა…
LikeLike
ძველსაც ისე დავჯერდები, ვითო მომავლის ქინდლი მიჭირავს :)
LikeLike
ეს ვინ ყოფილა :))))) გემრიელად გამაცინე :))))))))
LikeLike
ჰეჰ :):):)
LikeLike
დღეს პასტარონნი მყავს სტუმრად :) ჩამოჰყვა და ჩამოიარა :) პოსტი არ გამოუტოვებია :)
LikeLike
:)))))
LikeLike
ავატარზე ჭაბუკიანი გყავს თუ ნურიევი? :)
LikeLike
romeli vikido, touch tu keyboard?? romels mirhevt?
LikeLike
თაჩს და კიბორდიანს შორის ისევ თაჩს გირჩევდით, რადგან ახალია (თუ ქიბორდიანში Kindle fire არ გულისხმობთ).
და ისე, იმაზეა დამოკიდებული, ქინდლი რისთვის გჭირდებათ. თუ მხოლოდ საკითხავად – მინი, თუ აუდიო ფუნქციაც გაინტერესებთ – თაჩი, თუ კითხვა მეორეხარისხოვანია და სრულყოფილი ტაბლეტი გინდათ – Kindle Fire.
LikeLike
მომნდა მეც…. თაჩი ვნახე და რაღაც არ მომეწონა. ჯერჯერობით კიბორდიანი მომწონს მე და მინი…
LikeLike
თაჩი რატომ არ მოგეწონა? ერთადერთი, სენსორული ეკრანის წინააღმდეგი თუ ხარ…. მე ტელეფონი მაქვს სენსორული და უკვე მომწყინდა.
LikeLike
მე კიდე თაჩი რომ გამოვცადე, ეხლა ქიბორდიანიც მინდა :დ :გაუმაძღარი:
არადა თაჩი კარგია, ყურსაცვამები ვერ ვუყიდე ჯერ, რომ სხვები არ შევაწუხო მუსიკით : (
LikeLike
მე ის ვერ მოვიფიქრე, ორი ქინდლი რაში გამოვიყენო, თორემ აგერ, წლის ბოლოს ახალ მოდელს უშვებენო, ლორდმა.
LikeLike
მოუხერხებელი მეჩვენა, რატომღაც. თან მგონია, რომ მალე გაფუჭდება… : )) მირჩევნია გერმიელად დაკლიკვის ხმები მესმოდეს.. : )) მაგრამ წიგნის კითხვა მეც მუსიკასთან ერთად მიყვარს და მაგის გამო თუ შევიძენდი… : )
LikeLike
ოკ. გასაგებია.
LikeLike
: ))) სასიამოვნოა ხოლმე შენთან საუბარი… : )) ჩემი ბლოგის მერე უკვე შენს ბლოგს ვამოწმებ.. : ))
LikeLike
გამახარე :) სენქს ე ლოთ!
LikeLike
დიდი მადლობა რჩევისთვის:) არა, Kindle Fire არ მინდა, საკითხავად მინდა.. უბრალოდ მაინტერსებდა რომელი უკეთესია და რამდენადა კარგად მუშაობს თაჩი..
პასტარონნი, რომელმაც ყველა პოსტი წაიკითხა მე ვარ? :D
LikeLike
რას ამბობთ, რისი მადლობა :) პირიქით, მადლობა თქვენ, ასეთი სასიამოვნო შეფასებისთვის.
პასტარონნი – ერთი ჩემი მეგობარია, რომელსაც ზუსტად ეს სახელი აქვს არჩეული. იმიტომაც ასე მოვიხსენიე.
LikeLike
მინდა გითხრა, საინტერესოდ წერ.. სტატიამ ქინდლის ხათრით მიმიზიდა.. და liked:)
LikeLike
უკაცრავად, ბლოგი და არა სტატია :D
LikeLike
გრეისი ^^
ჩემიც მალე მოვა :)
LikeLike
გამოწერე უკვე?
LikeLike
ამის წაკითხვის შემდეგ მკაცრად გადავწყვიტე შეძენა :)
LikeLike
როგორც პროფესორი ვეიდერი ბრძანებს, ამ ფასად ამაზე უკეთესს ვერაფერს იყიდით…
LikeLike
:) ვიყიდე
LikeLike
არ არსებობს!!! დღეს გამოწერე? თუ აქვე მიაგენი? რომელია?
მშვიდობაში და კითხვით გაცვეთაში, ფინიკი! :)))))
LikeLike
დავასრულე თუ არა ამაზონზე ჩემი ორდერი შემოვედი და დავწერე ვიყიდე მეთქი, შეგიძლია ჩათვალო, რომ შენი პოსტის დამსახურებაა :))))
http://www.amazon.com/gp/product/B0051QVESA/ref=oh_o00_s01_i00_details
ეს ამასთან ერთად
http://www.amazon.com/gp/product/B004SD213O/ref=oh_o00_s00_i00_details
LikeLike
Mini!!! ჩემი მოდელი! :) საუკეთესო ქავერით. ხარისხიანი ყდა + ინტეგრირებული ნათურა. მეც ეს მინდოდა, მაგრამ მაშინ არ იყო.
კიდევ ერთხელ მშვიდობაში, ფინიკი და არ იცი ახლა, როგორ გამახარე. შენი პოსტის დამსახურებააო – ისეთი კმაყოფილი ვარ, ისეთი, რომ სიტყვით ვერ აგიწერ…
LikeLike
მადლობა მოლი :) მეც გახარებული ვარ შენაძენით და უკვე ველოდები როდის ჩამოვა :)
LikeLike
წესით, არ უნდა დაიგვიანოს. თან, შენ ყდასაც იწერ. მე ჩემს ქავერს ლამის ორი კვირა ველოდე და მანამდე შინიდან არ გამიტანია.
LikeLike
მშვიდობაში. ქინდლი უფრო მალე ჩამოვა, გამოცდილებით ვიცი, თან ახალი წელი არ შეგიშლის ხელს და ამიტომ ქავერს დაასწრებს.
LikeLike
მადლობა :) ერთი სული მაქვს ჩავუჯდე :)
LikeLike
De rien. აი, ჩამოვა და მერე ხელიდან არ გაუშვებ :)
LikeLike
ტაბლეტიც მინდა და რიდერიც. ვერაფრით გადავწყვიტე, რომელი შევიძინო. საბოლოოდ ალბათ ორივეს დავხარბდები :))))
LikeLike
იდეალური გადაწყვეტილებაა, რუსა :) :)
LikeLike
კი. ნამდვილად ორივე საჭიროა. :)
ეგ კი არა დიდი პლანშეტიც კარგია (10′) – მაშინ სულ არ ჩავრთავ კომპიუტერს :)
მარა 7′ კომპაქტურიბით უგებს ტარების ამბავში და კომპიუტერული თამაშებისთვისაც ბევრად უკეთესია – მჩატეა.
მოლი ბლუმი
სავარაუდოდ – გაისად.
ეკრანი თუ წელს გამოვა, ალბათ რიდერი სადღაც წლის ბოლოს ან უკვე გაისად გამოვა. ასე მგონია.
ძველი რიდერი აჩუქე ვინმეს :)
LikeLike
იყოს გაისად…. არსად მეჩქარება.
რას ამბობ, ვის ვაჩუქო :) ერთი, რომ პირველი რიდერია (სკრუჯ მაკდაკის პირველი ათცენტიანის არ იყოს) და მეორე – თავად საჩუქარია. თან, როგორი…
შევინახავ. საპატიო პენსიაზე გავუშვებ და ძველ “ულისეს” მივუდებ თაროზე.
LikeLike
ეს ტაბლეტები თუ არ ჯობდეს აიფონებია თუ აიპადები თუ რაც ჰქვიათ!
LikeLike
ამას წინათ ვნახე ტიპი მეტროში აიპედით. ძალიან მოუხერხებელია. წვალობდა აშკარად.
LikeLike
ისე იმ დღეს ვკითხულობდი ზუსტად და ინფოც დავდე თითქმის 90% რიდერების ბაზრის აიღო ამაზონმა და B&N. ამ ორს შორის 70-მდე ამაზონს აქვს.
და რაღაც 10% მოდის Kobo, Sony Cybook და კიდევ ბევრია… ამათ წილად.
LikeLike
მშვენიერია. რას ვყიდულობდი, წინასწარ კი ვიცოდი, მაგრამ ნამდვილად უპრაქტიკულესი ნივთი გამოდგა. ყველანაირად კომფორტული და გამოსადეგი. ჰოდა, რაც მეტი წარმატება ექნება ამაზონს, მით უკეთესი – კიდევ უკეთეს მოდელებს გამოუშვებს.
LikeLike
აუ, ლიტ.გე–ს რომ ჰკითხო, ყველა იოტას ჰყიდულობსო, არადა ვინც ვნახე და რაც გავიგე ჩემს გამო, უფრო მეტად ქინდლიანები სჭარბობენ ^^
LikeLike
რა ქნას ლიტ.ჯიმ. ბარემ კი იცის, ვინ რას ყიდულობს, მაგრამ ასე უნდა თქვას :)
LikeLike
ძალიან მინდა მე “ქინდლი”! :D მაგრამ ძველი ან ახალი წიგნის სუნს და ფურცლების შეხებას მაინც ვერ ჩაანაცვლებს! :P ვაიმე როგორ მომენატრა აქაურობა მოლი! <3
LikeLike
ჩანაცვლება არ არის აუცილებელი, მარიშკალია. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ჩემთან,მაგალითად, ქინდლი და წიგნები მშვენივრად ეწყობა ერთმანეთს.
LikeLike
ეჰ “ქინდლი” მქონდეს და… :( არაა ჩემს მშობლებს უნდა შევაცოდო თავი! :D
LikeLike
აუცილებლად მჭირდებაო, უთხარი :)
LikeLike
ისედაც მთელი დღე კომპიუტერში ხარ შემძვრალი, კიდევ ეგ რაღაცა გინდა? – გეტყვიან მშობლები.
LikeLike
რათ მინდა და ჩემი მსოფმხედველობის და განათლების დონე მინდა ავამაღლო და გავაფართოვო-თქო.. :P მოვჩხლართავ რამეს! :D
LikeLike
ისც დააყოლე, მარიშკალია, ქინდლი წიგნების საკითხავად მინდა და კომპიუტერის მონიტორზე კითხვა წამებაა, თვალს აფუჭებს, სამაგიეროდ, ქინდლს სპეციალური და უაღრესად კომფორტული ეკრანი აქვსო :)
LikeLike
mokled vaniaveb ojaxis biujets! :D
LikeLike
ქინდლისთვის ნამდვილად ღირს :)
LikeLike
მოლი, ეს ქინდლის წიგნები ქართულად არ არსებობს ხო? რუსულის მოდებაში არ ვარ ;შ
LikeLike
იცი, რაშია საქმე? ქინდლი ქართულ შრიფტს კითხულობს, მაგრამ ქართული წიგნები, როგორც ასეთი, ჯერ არ შემხვედრია. ლიტ.ჯი-ზე დევს რაღაც, მაგრამ ერთი, რომ ფასიანია და მეორე – ლიტ.ჯის პროექტზე – იოტა რიდერზე არის მორგებული. ასე, რომ ქართული, ჯერჯერობით, პრობლემაა.
LikeLike
აი ეგაა ცუდი ლიტ.გესი.. ამბობენ წიგნის გაყიდვა გვინდაო და გამოსდით, რომ იოტას გასაღება უნდათ :დ
აი ვნახოთ, თუ ქართულ წიგნებს სხვა რიდერებსაც მოარგებენ, მით უკეთესი ^^ ანუ, იოტას ფორმატშიც იყიდებოდეს და სხვა ფორმატშიც :)
LikeLike
იოტაზეა მთელი ის პროექტი აგებული, ქევან. არადა, თავადაც მშვენივრად იციან, რომ ქინდლთან ახლოს ვერ მოვა. ვერც შესაძლებლობებით, ვერც კომფორტით და ვერც ფასით. ჰოდა, რაღაც ექსკლუზიური ხომ უნდა ჰქონდეთ და აქვთ ეს ქართული წიგნები.
LikeLike
მე გასწავლი.
მიდიხარ პარნასში, ყიდულობ რამე ქართულ წიგნს, მიგაქვს სახლში ან სადაც სკანერია იქ – ასკანერებ, მერე PDF-ს აკონვერტებ კალიბრით MOBI ფორმატში, აგზავნი შენს ქინდლში და ვუალა – ქართული წიგნი გაქვს ქინდლში.
100% მუშა მეთოდია.
LikeLike
მაქ მასე გაკეთებული ^^
“ველოსიპედს” ყველა ასე აკეთებს ^^
LikeLike
ერთი მეც უნდა ვცადო :)
LikeLike
ყოჩაღ! :)
ქინდლში კი მირჩევნია წაკითხვა… მარა მაგდენი ჩალიჩის თავი არ მაქვს.
LikeLike
ძაან სისასტიკეა, იმიტომ რომ როცა ასკანირებ tif ფორმატში, ეს სურათები უნდა შეკრა pdf ფორმატად და ძნელია რა…
ახლა არ მომთხოვოთ დადება, ყველაფერს არ ვასკანირებ :დ მხოლოდ ხელოვნებას, ანუ იმას რაც მე მჭირდება…
LikeLike
სად გამომადგებოდა რუსული! აფსუს ; ) დაიჯერე რა დაიჯერე რო გეუბნებიან ისწავლეო! : )) )
LikeLike
რუსული აშკარად გამოსადეგი ენაა :) თუმცა, აგერ, ქინდლის აკადემიკოს ვეიდერს ქართული ი-ბუქის ცინცხალი რეცეპტი აქვს და საკმაოდ იოლიც.
LikeLike
თუ როდესმე ვიღირსე, გავითვალისწინებ შენს რჩევებს
LikeLike
პოსტი რაა, ონლაინ გაგიწევ კონსულტაციებს.
LikeLike
მოლი, გილოცავ.. = ))
LikeLike
მადლობა, მაცო :)
LikeLike
დიდი ხანია აუდიოწიგნებზე ვარ გადასული, ისიც მანქანაში და სულ დამვიწყებია ხელში დაჭერილი წიგნის გემრიელი განცდა. პოსტი კი ქინდლზეა, მაგრამ მე მაინც წიგნი და წიგნის კითხვის დრო რომ მქონდა ოდესღაც ეგ მომაგონდა. მადლობა მოლი, ძალიან თბილი მოგონებები და ემოციები გამიღვიძე.
LikeLike
სამაგიეროდ, მე აუდიოწიგნებს ვერ გავუგე გემო… ამბობენ, ძალიან კარგიაო და წესით, ასეც უნდა იყოს, მაგრამ რა ვქნა, თვალით წაკითხული მირჩევნია. ისე, “მელოდიას” ჰქონდა ფირფიტებზე ჩაწერილი ზღაპრები – პირველი აუდიოწიგნები :) ბავშვობაში ვუსმენდი.
მადლობა შენ, ხოზე, ასეთი სასიამოვნო კომენტარისთვის და კეთილი იყოს შენი პირველი სტუმრობა მოლის ბლოგზე :)
LikeLike
მოლი, თუ ახლა გაქვს კითხვის დრო, არ წარმართო შენი ცხოვრება ისე, რომ ეგ დრო აღარ გქონდეს. ყველა აუდიოწიგნის “თავზეც გავიარე”, თუ არსებობს ფურცელი ან ქინდლი და მყუდრო კუთხე:)
LikeLike
წიგნისთვის დრო ყოველთვის მაქვს :) და ახლა უკვე ყველგანაც (ქინდლის წყალობით) :) ჰოდა, ეს ბლოგიც წიგნებზეა :)
LikeLike
[…] გრეისს სხვა არაფერში შეურცხვენია თავი და რაღა აქ გამიცრუებდა იმედს – დღეს, ონლაინ ბიბლიოთეკებისა და ტორენტ პორტალების წყალობით, ჩინებული ელექტრონული კოლექცია მაქვს და რა გასაკვირია, რომ ი-ბუქებში ჩემი ბავშვობის სიყვარული – სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი ჭარბობს. […]
LikeLike
ახლაღა მივხვდი, ზოგიერთ წაკითხულ პოსტს ჩემი გრავტოგრაფი რატომ არ ერთვოდა. გულიანად გამეცინა იმ სულელურ ამბებზე, მაგ დროს რომ გადამხდა :დ
LikeLike
გრავტოგრაფი რა უმაგრესი სიტყვაა :))) სუპერ!
შენი ამბები მახსოვს. გლეხის ბიჭი არა და პასტარონნი ხომ იყო :)))))
LikeLike
:დ უკვე მანდ გადასაბარგებლად მოვემზადე, სახელსაც გამოვიცვლიდი მერე, მაგრამ საბედნიეროდ დამიბრუნდა ძველი ექაუნთი :დ
LikeLike
ოკუპირებული ბლოგი დაიბრუნე :)))
LikeLike
მძევალი იყო :დ (პაატას ბედი ხვდა და ბეწვზე მივუსწარი :დ)
LikeLike
მთავარია, რომ მიუსწარი :)
LikeLike
რა მაინტერესებს იცით? შესაძლებელია თუ არა ქართული წიგნების მოძიება და PDF -S ქართული შრიფტით ან SYLFINE-ში თუ წავიკითხავ?
LikeLike
რა მაინტერესებს იცით? ქართული წიგნების კითხვის ამბავში როგორაა საქმე? თუ მოიძებნება წიგნები და საერთოდ ქართულ შრიფტებს კითხულობს?
LikeLike
კითხულობს, რა თქმა უნდა და წიგნებიც მოიძიება.
დაწვრილებით, აი აქ ნახეთ. ორი მსხვილი ქართულენოვანი ელექტრონული გამომცემლობის ბმულიც არის მანდ.
https://mollybloomsday.com/2012/09/07/book-vs-kindle/
LikeLike
rogor shevidzino? da ra fasianebia?
LikeLike
შეძენა ამაზონზე შეიძლება. აი, აქ.
http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_noss?url=search-alias%3Daps&field-keywords=kindle
ფასები მოდელების მიხედვით სხვადასხვაა. სპეციალური შემოთავაზებების და აქციების მიხედვითაც იცვლება. ერთი სიტყვით, ბმულს გაჰყევვით და მანდ ყველაფერი წვრილად არის ახსნილი.
LikeLike
[…] რიდერებს არაფერი მოსვლია. “გრეისი” ახალ წლამდე მეგობარს სტუმრობს, […]
LikeLike
მოლი ამ რიდერს “თაჩ სქრინი” აქვს ?
LikeLike
ამას, “მინის”, ანუ, არა. თაჩი სხვა მოდელია.
LikeLike
[…] “მინის“, მაგალითად, ერთადერთი, სტანდარტული შრიფტი ჰქონდა (იმდენად კარგი და მოხერხებული, რომ ალტერნატივაზე არც მიფიქრია). “ფეიფერუაითს” ექვსი აქვს. ამას Line spacing და Margins ოფციებიც დაუმატეთ და იოლად მიხვდებით, რამდენად მრავალფეროვანია არჩევანი… კოლექციებიც უკეთ ლაგდება, მოსაძებნად იოლია, “ამაზონის” ღრუბელიც ცალკეა გამოტანილი და ონლაინ მაღაზიასთან დაკავშირებაც უფრო იოლია (ისევ და ისევ თაჩსქრინის წყალობით). […]
LikeLike
კინდლი დამივირუსდა და აღარ მუშაობს.ეშველება რამე?
LikeLike
უშველებელი არაფერია, უბრალოდ წვალებაა საჭირო. მთლიანად უნდა გადაეწყოს პროგრამა. თან, აქ სპეციალისტები არ გვყავს, ფირმაში რომ მიხვიდე და მიხედონ. ჩემს მეგობარს დაუვირუსდა და მეგობარ პროგრამისტს სთხოვა და იმან უშველა.
LikeLike
ეს მოდელი რამდენი დაგიჯდა?
LikeLike
ეს ძველი მოდელია, სოფია. ჩემი პირველი ქინდლი. 100 დოლარამდე, თუ სწორად მახსოვს. მაჩუქეს, მე არ მიყიდია. ახლა აღარ იყიდება.
http://www.amazon.com/Kindle-eReader-eBook-Reader-e-Reader-Special-Offers/dp/B0051QVESA
LikeLike
ეგ მინდა მე)) დავათვალიერე ყველა fire,paperwhite და ა.შ და kindle 4 მომეწონა ყველაზე მეტად… კი არის და საახალწლო საჩუქარს გავუკეთებ ჩემ თავს)))
LikeLike
ეს არ არის. ახალი 4-ია. ფეიფერუაითთან ერთად რომ გამოჩნდა, ის.
ენივეი, ესეც ძალიან კარგი მოდელი იყო და ისიც კარგი იქნება.
LikeLike
ხო ნუ რაცაა))))
LikeLike