ისეთი სევდა თუ გინახავთ, სინათლე რომ მოჰყვება თან? მოჰყვება და გულში ისე შემოვა, ისე მოიკალათებს, ვეღარც ხვდები, სად პირველია და სად – მეორე. მხოლოდ იმას გრძნობ, რომ ნელ–ნელა ივსები სითბოთი, სიბრალულით, სინაზით და ვეღარც ის გაგიგია, თვალზე მომდგარი ცრემლი მარტო მწუხარებისაა თუ ღიმილიც ურევია მზის ათინათივით.
ცოტა არ იყოს, აბდაუბდა შესავალი გამომივიდა და თუ დაგაბნიეთ, ჰანს ქრისტიან ანდერსენის წიგნი გადაფურცლეთ – მაშინვე მიხვდებით, რაზე ვლაპარაკობ.
ამბობენ, დანიელ მწერალს საკუთარი ზღაპრები ჭირის დღესავით სძულდაო, მაგრამ, რაღა დაგიმალოთ და, არ მჯერა. უბრალოდ, ისეთ ისტორიებს გვიამბობდა, ლოგინში ჩათბუნებულმა, სიბნელეში თვალებმილულულმა ბავშვებმა რომ არ უნდა მოისმინონ – პატარა, ალერსით განებივრებული გულებისთვის ასანთის გამყიდველი გოგოს ისტორია ზედმეტად ნაღვლიანია… კაცმა რომ თქვას, “კალის მედგარ ჯარისკაცს“ ზღაპარსაც ვერ დაარქმევ მაინცდამაინც. ვერც “პატარა იდას ყვავილებს“, ვერც “ქალთევზას“… მეტისმეტად ბევრი ტკივილია მათში, ოღონდ, ისეთ სინათლეში და სიფაქიზეში გახვეული, როგორც ვიოლინოზე შესრულებული მინორული მელოდია… “თოვლის დედოფალიც“ კი, პატარა გერდასა და კაის სიყვარულით, ერთგულებითა და თავგანწირვით გაჯერებული ამბავი – წაიკითხავთ და აუცილებლად იგრძნობთ, როგორ მოგიჭერთ გულზე ცივი მარწუხი…
ყოველთვის მიკვირდა, რატომ იყო ანდერსენის ზღაპრებში ამდენი სევდა. როცა წამოვიზარდე და მისი ცხოვრების გზას გავადევნე თვალი, მხოლოდ მაშინ დავინახე დანიელი დიდოსტატის ქმნილებებში სიღატაკეში გატარებული ბავშვობის, ადრე გამოცდილი ობლობის, იმედგაცრუებების, წარუმატებლობის, აუხდენელი ოცნებებისა და მარტოობაში განვლილი სიცოცხლის ანარეკლი…
იქნებ ანდერსენს მართლაც არ ხიბლავდა დანიის უდიდესი მეზღაპრის ტიტული, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გაგვიმართლა, რომ მის რომანებს და პიესებს დიდი მოწონება არ ხვდომია წილად – ვაითუ, “ვოლდემარ დოუს და მისი ქალიშვილების“, “ველური გედების,“ “წითელი ფეხსაცმელების“ ან სულაც “მახინჯი იხვის ჭუკის“ გარეშე დავრჩენილიყავით.
შორეულ ჩრდილოეთში დაბადებულ, უცნაური გარეგნობის, გრძელცხვირა და შეუხედავ ბიჭს ბედი არასოდეს ანებივრებდა, თუმცა, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, იმ ფრაზაზე უკეთესს ვერაფერს ვიტყვი, რომელშიც ოდენსელი ხარაზისა და მრეცხავის ვაჟმა მთელი თავისი ცხოვრება მოაქცია:
“თუ გედის კვერცხიდან იჩეკები, დიდი უბედურება როდია – იხვის ბუდეში დაიბადო“.
გულმა გიგრძნო? ერთი- ორი კვირის წინ ვიყიდე კრებული, ფასდაკლებაზე შემომხვდა. ახლა გარეულ გედებს ვკითხულობ.არც კი ვიცი, რომელი გამოვარჩიო, ყველა მისი ზღაარი, რომელიც წამიკითხავს, განსაკუთრებულად მიყვარს. :)
LikeLike
მეც არ მყავს მანდ ფავორიტი. ყველა ზღაპარი, რაც წამიკითხავს, საუკეთესოა.
LikeLike
ნამდვილად, ანდერსენის ყველა ზღაპარი საუკეთესოა
LikeLike
მახსოვს ძალიან პატარა ვიყავი რომ წავიკითხე, ასე 7-8 წლის და ისე დამთრგუნა სიმწარისგან ვტიროდი, განსაკუთრებით ასანთის გამყიდველი გოგოს ისტორიამ იმოქმედა ცუდად.
მერე ცოტა რომ წამოვიზარდე და მივუბრუნდი, მივხვდი ძალიან დიდი ცხოვრებისეული აზრი იდო მის ზღაპრებში. პრინციპში ზღაპრებს ვერც დავარქმევ, იმდენად მძიმე ყოფითი პრობლემები აქვს წამოწეული წინ.
:)
LikeLike
მეც დაახლოებით მაგ ასაკში მაჩუქეს ანდერსენის რუსული ტომი. მტერს და ავს, რაც მე გადამხდა :( ზღაპრები რომ იყო, კარგა ხანს ვერ დავიჯერე.
LikeLike
ძალიან მიყვარს მისი წერის სტილი და საერთოდ ზღაპრებიც.
ჩემთვის ის ზღაპრებია,ძილის წინ რომ წაიკითხავ,გულით წაიტირებ და ასე ემოციებით დახუნძლულს,ტკბილად ჩაგეძინება..
LikeLike
რას ამბობ :) ძილის წინ,მაქსიმუმ, ძმები გრიმები მომესმინა. უფრო დრამატულს ვერ ვუძლებდი :)
LikeLike
მარტო ჩემზე მოქმედებს ხოლმე დადებითად ცრემლები?! :) კიდევ იქნებიან სხვებიც.. :)
ისე ფავორიტი “თოვლის დედოფალია” უბრალოდ არ ვიცი,ოდესმე ცრემლებით ავსებული თვალების გარეშე თუ გადავფურცლავ თითოეულ მომენტს,როცა პოლარული დათვი დედოფალს ელაპარაკება,კაი და გერდა ამდენად არ იწვევს ემოციას.. ))
“მახინჯი იხვის ჭუკი” მთელი ჩემი ბავშვობაა და სხვათაშორის ერთ-ერთი ზღაპარი,რომლის მიხედვითაც გადაღებული მულტფილმი ყველაზე თბილ მულტფილმად მიმაჩნია. :)
და ბოლოს “წითელ ფეხსაცმელებზე” არ შეიძლება არ ვთქვა,წაკითხული ნამდვილად არ მქონდა,ამას წინათ ფილმი,რომ ვნახე.ძალიან ვისიამოვნე და საოცარი ემოციები დამიტოვა,პოსტიც მივუძღვენი შემდეგ. :>
LikeLike
შენ ანდერსენის სერიოზული დამფასებელი ყოფილხარ, ანა.
ძველი საბჭოთა მულტფილმები მომწონს მე. კალის ჯარისკაცზეც არის გადაღებული, ჭუკზეც, თოვლის დედოფალზეც… ძალიან ძველებია.
LikeLike
ჰო,ეგენი არ ვიცი,მაგრამ დისნეისაა,როგორც მახსოვს ის. :)
LikeLike
სამაგიეროდ, მე დისნეის მულტფილმებში ვერკვევი ცუდად. ჩემს დროს ეგ არ იყო ასე გავრცელებული.
LikeLike
სათაური როგორც კი წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, ვისზეც იყო საუბარი…
რა ვთქვა, აბა… არც ვიცი, რატომ ჰქვია ამას ზღაპრები, ჩემთვის სულ სხვა რამ იყო, პირველი დარტყმა ბავშვის გონებაზე, პირველი ფსიქოლოგიური სტრესი… :)
LikeLike
ყოველი შემთხვევისთვის, ის, რასაც მე ვეძახდი ზღაპარს, ნამდვილად არ იყო.
LikeLike
კი, ნამდვილად… რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა, რეალობასთან შეჯახებაც არ ერქვა ამას… აი, ზღაპრებშიც კი ყველა არ ყოფილა ბედნიერი თურმე და ყველგან ხდება ცუდიც და კარგიც, ტკივილიც და სიხარულიც ყველგანაა…
LikeLike
და რაც მთავარია, ყველა ზღაპარი არ ყოფილა ასე რაციონალურად მოწყობილი – სიკეთე, თურმე, ყველგან არ იმარჯვებს. ბავშვისთვის ამის გააზრება სერიოზული სტრესია.
LikeLike
ეეეჰ, ანდერსენის ზღაპარი “პატარა ქალთევზა” ჩემთვის შოკი იყო. მე დისნეის ვერსია მომწონდა ” ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად ” – თი. შვიდი წლი ვიყავი ანდერსენი ზღაპრები რომ მომიტანა დედაჩემმა. ძალიან ლამაზად იყო დასურათებული წავიკითხე და გავსკდი ტირილით.
აი, ასანთის გამყიდბელ გოგონაზე ცოტა გვიან წავიკითხე ასე 10 წლის ასაკში და კარგა ხანი ანდერსენისკენ არც გამიხედავს . . . :(
LikeLike
დისნეის ჰეპი ენდი აქვს და რუსული ღრმად ტრაგიკულია.
შენ თუ წიგნის წაკითხვაზე უარს იტყოდი, თაია, ნამდვილად არ მეგონა :) :)
LikeLike
ზღაპრებს დღემდე ვკითხულობ მაგრამ ანდერსენი ნამეტანია. უბრალოდძნელია უყურო ზღაპრის გმირების ასეთ ტრაგიკულ ბედს
LikeLike
ძედაა… შენ რაღაცაზე თქვი, ნამეტანიაო? არ მჯერა :)
LikeLike
ხდება ხოლმე :)))
LikeLike
მე სულ ვამბობდი, რომ ანდერსენის ზღაპრები არაა საბავშვო და არც ზღაპარია, კაცმა რომ თქვას… მაგრამ რაც არის, ძალიან კარგია :)
LikeLike
სამაგიეროდ, ბავშვი რომ ამას წაიკითხავს, მეზობლის ობოლ გოგოს ძველ თოჯინას აღარ წაართმევს.
მე მაინც საბავშვო მგონია, კატერინა. ძალიან ცუდია, ბავშვი ამის გარეშე თუ იზრდება.
LikeLike
არა, საბავშვოა, ოღონდ სხვანაირი საბავშვო, როგორ ავხსნა. ბავშვი უნდა მიეჩვიოს რეალურ ცხოვრებას და ანდერსენზე უკეთესად ვერავინ აუხსნის მას.. ანდერსენი მასწავლებელია და თან როგორი!
LikeLike
მიყვარს ანდერსენი…
LikeLike
მართლა იშვიათია ადამიანი, არ უყვარდეს.
LikeLike
დღემდე სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე, მიყვარს ყველაფერი რაშიც არა პირდაპირი სევდაა, გაუცნობიერებლად, რომ გაწვება და თან რომ იღიმი.
LikeLike
აჰა… დროდადრო მეც ვკითხულობ.
LikeLike
ამ რამდენიმე დღის წიბ ვფიქრობდი ზუსტად “თოვლის დედოფალზე”..
დედამ წამიკითხა ბავშვობაში, ავად ვიყავი და მაშინ…
როგორ კარგად და თბილად მახსოვს ეგ საღამო :)
^^
LikeLike
ყველას ჩვენი ანდერსენი გვყავს… ზოგს ასე გვახსენდება, ზოგს – ისე :)
LikeLike
ბავშვობაში ვეთანხმებოდი ანდერსენს – ჭირივით მძულდა მისი ზღაპრები :) ქალთევზას და ასანთის გამყიდველი გოგონას სიკვდილს ვერ ვპატიობდი. “არაზღაპრული” ზღაპრები აქვს…
LikeLike
ახლაც ჭირივით გძულს?
მთლად დათანხმება ვერ გამოდის – ანდერსენს, სავარაუდოდ, ზღაპრები სულ სხვა მოტივებით არ მოსწონდა.
LikeLike
15 წლის წინ ჩემთვის ზედმეტად მძიმე იყო ასეთი ტრაგიკული ისტორიები. ახლა ნამდვილად აღარ მძულს :) პირიქით…
LikeLike
უდაოდ მძიმეა. არ მეგულება ბავშვი, რომლისთვისაც ანდერსენი მსუბუქი და სახალისო იქნება. უბრალოდ, ასეთი სიმძიმე აუცილებელი მგონია. მხოლოდ მხიარულ და ბედნიერ სიუჟეტებზე გაზრდა არ გამოვა.
LikeLike
დავიღალე დღეს, ძალიან. მეთქი დავწერ ახლა კომენტარსთქო მარა ყველაფერი უკვე დაუწერიათ, რაც შემეძლო რომ მეთქვა. და მაინც “თუ გედის კვერცხიდან იჩეკები, დიდი უბედურება როდია – იხვის ბუდეში დაიბადო“
LikeLike
ოჰ, ეს ოხერი სკოლა :) კარგი ბიჭი ხარ, მაინც რომ მოიცალე :)
LikeLike
ანდერსენის ზღაპრები <3 კსტაწე, The Little Match Girl–ზე გადასარევი ანიმაცია აქვს შექმნილი დისნეის ^_^
LikeLike
რაკი შენ გამოჩნდი, აწი რა მომკლავს :)))))))))
არ მაქვს ნანახი, მოვიძიებ. მე ძველი ყაიდის მაყურებელი ვარ, რუსულ მულტფილმებზე გაზრდილი :)))
LikeLike
ჰო, ჰო მეც რუსულებით დავიწყე ბავშვობა და მერე შემომაპარეს დისნეი :D <3
პ.ს. ჰო გამოვჩნდი და აწი პოსტუალურადაც გავვაქტიურდები ^_^
LikeLike
დისნეი ძალიან კარგია (გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით) მაგრამ მე მაინც რუსული მირჩევნია. ბევრად თბილი მეჩვენება.
LikeLike
მაგარი ავატარია :):)
LikeLike
მე, ბავშვობაში, ბანალურ კეთილ ისტორიებს, სევდიანი ისტორიები მერჩივნა, შესაბამისად ანდერსენის ზღაპრების წიგნი ჩემი მუდმივი თანამგზავრი იყო ყოველთვი.
LikeLike
მე კეთილი ისტორიები მირჩევნია ახლაც. ოღონდ, ანდერსენიც ძალიან მიყვარს.
LikeLike
ასანთის გამყიდველი გოგონა :)
მაგის კითხვას ჰიჩქოქის ტვ-შოუ რომ იყო – მოკლემეტრაჟიანი ჰორორების ნაკრები – იმის ყურება სჯობს.
LikeLike
и почему, черт побери, это меня не удивляет! (c) დ’არტანიანი
LikeLike
“თუ გედის კვერცხიდან იჩეკები, დიდი უბედურება როდია – იხვის ბუდეში დაიბადო“
ver mivxvdi :(
LikeLike
დიდი ადამიანი არსად დაიკარგება. გედი იხვის ბუდეშიც რომ გაიზარდოს, მაინც გედი იქნება – დაახლოებით ამას ნიშნავს.
LikeLike
როგორ მიყვარს ანდერსენი “თოვლის დედოფალი” განსაკუთრებით :)
LikeLike
უკარგესია, უბრალოდ, ძალიან მინორული.
LikeLike
hans qristian anderseni <3 <3 chemi sayvareli mweralia dgemde (stig larsonis shemdeg)
LikeLike
ულამაზესი ზღაპრები აქვს. ძალიან ძალიან მიყვარს…
LikeLike
ჰანს, გმადლობ, რომ ასე გამილამაზე ბავშვობა
LikeLike
ამ ზღაპრებთანაც დიდი მეგობობა გვაკავშირებს. მშვენიერი ახალი გამოცემაა ანდერსენის სრული კრებულით.
LikeLike
კალის ჯარისკაცი ჩემი ბავშობის ერთ-ერთი ყველაზე მტივილნარევი მოგონებაა :( ძალიან დიდ ხანს ვიიმედებდი თავს, რომ ჩემს წიგნს უბრალოდ ბოლო ფურცელი აკლდა და ზრაპრის ბოლოს სასწაულით აღდგებოდა ფერფლიდან ჯარისკაცი და ბალერინა… ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი გააზრება იმისა, რომ სიყვარული ყოველთვის ბედნიერი ფინალით არ მთავრდება :(
LikeLike
მგონი, მხოლოდ ანდერსენს შეუძლია ბავშვს დაანახოს მტკივნეული რეალობა ისე, რომ ბოლომდე იმედი დაუტოვოს, იმედი იმისა, რომ ბოლო ფურცელი ჯერ ისევ არ წაგიკითხავს, რომ ბედნიერი ფინალი აუცილებლად იქნება. უბრალოდ დაკარგული ფურცელი უნდა იპოვნო….
LikeLike
[…] იგავ-არაკები, ძმები გრიმების და ანდერსენის ზღაპრები, ბისეტი, “პიტერ პენი”, […]
LikeLike
ჩემ შვილს ვუკითხავ ხოლმე ძილის წინ:( ორივეს გული გვიჩუყდება;(
გამათბო თქვენმა პოსტმა და კომენტარებმა.
LikeLike