მათ, ვინც მოლი ბლუმის პოსტებს რეგულარულად ადევნებს თვალს, ემახსოვრებათ, რომ სულ ორიოდე კვირის წინ BBC-ის გადაღებულ ახალ ჰოლმსიანაზე ვწერდი. ჰოდა, ეტყობა, გამოყოლილი შთაბეჭდილებების ბრალი იყო, რომ შაბათ–კვირას კონან დოილის გაცრეცილი ტომი ხელიდან არ გამიშვია. მეტიც – გადავწყვიტე, მცირე ხნით თქვენც წარსულში დაგაბრუნოთ და ჯეოპარდის დღევანდელი ტური მთლიანად განთქმულ მაძებარს მივუძღვნა. მაშ, ასე,
Good luck!
1. ამ მისამართზე ცხოვრობდა შერლოკ ჰოლმსი;
2. მაიკროფტ ჰოლმსი ამ ექსტრავაგანტული კლუბის წევრი გახლდათ;
3. ამ გვირგვინოსანის სურათს ეძებდნენ ჰოლმსი და უოტსონი აირენ ადლერის სახლში;
4. შვეიცარიის ალპებში, ქალაქ მაირინგენის მახლობლად მდებარე ამ ჩანჩქერს ჰოლმსის უკანასკნელმა საქმემ გაუთქვა სახელი;
5. ამ საზარელი ორგანიზაციის წევრების მიერ გაგზავნილი ფორთოხლის გამხმარი კურკები სასიკვდილო განაჩენს მოასწავებდა;
6. ასეთ უცნაურ სამალავში აღმოაჩინა ჰოლმსმა გრაფინია მორკარის ზარდახშიდან მოპარული უნიკალური ძვირფასი ქვა – ცისფერი კარბუნკული;
7. ინტელექტუალმა, რომელმაც 21 წლის ასაკში ნიუტონის ბინომის შესახებ ტრაქტატი დაწერა, საბოლოო ჯამში, მათემატიკას მაინც “კრიმინალური სამყაროს ნაპოლეონად” ყოფნა არჩია;
8. ეს ინგლისელი პოლკოვნიკი, იტონის და ოქსფორდის კურსდამთავრებული, ვეფხვებზე უბადლო მონადირე, ჰოლმსის მოკვლას სპეციალური შეკვეთით დამზადებული საჰაერო თოფით ცდილობდა;
9. ამ ექვსი იდენტური საგნიდან ერთ-ერთში დამალა ბორჯიას შავი მარგალიტი წვრილფეხა იტალიელმა თაღლითმა ბეპომ;
10. ეს არაორდინალური გაერთიანება, როგორც შემდგომ გაირკვა, ლონდონის საქალაქო ბანკის გაქურდვის გასაიოლებლად შეიქმნა;
11. სწორედ ეს დანიშნულება ჰქონდათ დახატულ მოცეკვავე კაცუნებს;
12. თავად ჰოლმსის მტკიცებით, მისი პირველი საქმე ამ გემთან იყო დაკავშირებული;
13. ეს მეორე “პროფესია” გახლდათ არისტოკრატისა და კომერსანტის – ნევილ სენტ კლერის შემოსავლის ძირითადი წყარო;
14. ბასკერვილების დინასტიის ამ თავქარიან წარმომადგენელს უკავშირდებოდა საგვარეულო წყევლა;
15. ამ მეტად მშვიდობიან საქმეს მიჰყო ხელი ჰოლმსმა კერძო დეტექტივის კარიერის დასრულების შემდეგ.
1) ბეიკერ სტრიტ 221ბ, თუ სწორად მახსოვს
2) დიოგენე, ესეც თუ სწორად მახსოვს და ესეც შემთხვევითი არ უნდა იყოს, ხშირად შემიმჩნევია მაიკროფტში ჯანსაღი ცინიზმი :დ
3) აუ აუ, გერმანული წარმოშობის, პრუსიის ჰერცოგი თუ დიდებული უნდა იყოს
4) – (არ მახსოვს)
5) კკკ (კუ–კლუქს–კლანი)
6) –
7) მორიარტი უნდა იყოს
8. აუუუ, არ მახსოვს
9) ნაპოლეონის ბიუსტი
10) ჟღალთმიანთა კავშირი?
11) დანიშნულება? დამწერლობა ანუ?
12) აუ აუ, ავრორა თუ რაღაც ასეთი ერქვა.. მოკლედ ის მახსოვს მეგობრის მამის საქმე იყო ეგ, შანტაჟი და რამე…
13) მათხოვრობა.
14) ჰუგო ბასკერვილი, თუ სწორად მახსოვს
15) მეფუტკრეობას? ბოლო საქმე ჯაშუშობაზე იყო, თუ სწორად მახსოვს :დ
LikeLike
შენი პასუხები მიღებულია, ქევან :) და შევსებასაც ველოდებით.
LikeLike
შევსება ეს იქნება მარტო
3) პრუსიის ჰერცოგი კიარა სამეფო საგვარეულოდან იყო… ხედავ, ნელ–ნელა მახსენდება… ჩახედვა პრინციპულად არ მინდა.. კიდევ კარგი ლორდის მინიშნება არ ვნახე :დ
LikeLike
მე6 – ბატში! გამახსენდა…. ბატში იპოვა
LikeLike
ისე ცოტა პასუხი მაქვს, ახლა დავფიქრდი, ხო ნამდვილად მაქვს წაკითხული:) წიგნების მეორედ კითხვას უნდა მივეჩვიო. შენ კიდევ მადლობა, მოლი, პასუხები თუ არა, ძველი დრო გამახსენდა, მასთან სხვა სასიამოვნო რამეები.
LikeLike
ჰეჰ :) მეც ზუსტად ამ იმპრესიებით ვწერდი კითხვებს. ბავშვობა გამახსენდა. ერთი სული მქონდა, ბოლოში ჩამეჭყიტა ხოლმე და ამოხსნა გამეგო და ნებისყოფის საოცარი დაძაბვით ვიკავებდი თავს :) :) მიხარია, რომ მოგეწონა, მემე :)
LikeLike
ჯერჯერობით მარტო ის გამახსენდა, რომ ლურჯი კარბუნკული თავისი დის გაზრდილ ბატს გადააყლაპა ქურდმა… დანარჩენს ხვალ შევეცდები… მშვენიერი თავსატეხია, მოლი <3
LikeLike
მინიმუმ ერთი პასუხი უკვე გაქვს, მარიამ. დანარჩენები ხვალისთვის იყოს.
LikeLike
ძალიან შემრცხვაა :(( ბევრი რამ არ მხსომებია, მაგრამ გამახსენდა ადრინდელი კარგი დრო :) და მემგონი ხელმეორედ შევიჭყიტები შერლოკის სამყაროში და დეტექტიურ ჟანრში :))
LikeLike
და ჯეოპარდის ერთი ამოცანა მაინც შესრულებული იქნება :)
LikeLike
მეც გავიხსენებ ბავშვობას და შევეცდები ვუპასუხო. :)
1. ბეიკერსტრიტი
2. კლუბი “დიოგენი” (არ მახსოვდა და დავგუგლე :))
3. ბოჰემიის მეფე (სახელი არ მახსოვს, სამწუხაროდ)
5. კუ კლუს კლანი
6. ბატის ჩინჩახვში
7. პროფესორი მორიატი
9. ნაპოლეონის ქანდაკება
10. ჟღალთმიანთა კავშირი
11. თუ სწორად მახსოვს, დაშიფრული ანბანი იყო.
13. მათხოვრობა
14. ჰენრი ბასკერვილი
LikeLike
შენს პასუხებს დროებით მივმალავ, თინა და მერე ყველა ვარიანტთან ერთად გამოვაჩენ.
და ველქამ ჯეოპარდის კლუბში :)
LikeLike
მადლობა. დრო იყო ალბათ უკვე. რამდენიმე თვეა ამ ბლოგის მკითხველი ვარ. )
LikeLike
და მე არ ვიცოდი… ორმაგად სასიხარულოა :)
LikeLike
ეგ ხომ გეწერა, ქევან :) მეორე აპდეითი. ისე, ორივე მიღებული და შენახულია. და კიდევ ველოდებით.
LikeLike
არა, არ მეწერა, ტირე მქონდა.. ახლა ნაღდად ორი დამრჩა :დ
ხვალ დილას გნახავთ ^^ ვნახოთ თუ გავიხსენე
LikeLike
ოლ რაიტ :)
LikeLike
პროფესორი მორიატი თუ მორიარტი, ვერ ვიხსენებ ზუსტად. და კიდევ, მერვე კითხვის პასუხია პოლკოვნიკი მორანი.
LikeLike
მივიღე გამოწვევა :)))
რასაც გავიხსენებ დავწერ
LikeLike
შევერკინოთ, ფეოლა :)))))))
ოკ. გელოდებით.
LikeLike
1. ბეიკერსტრიტი 221ბ
2. დიოგენე
3. გერმანიის მეფე იყო, სახელი არ მახსოვს : ))) სკანდინავიის პრინცესაზე ქორწინდებოდა : )))
4. რაიხენფალი? :? :ს აღარ მახსოვს ზუსტად …
5. კუ კლუქს კლანი
6. ბატის კუჭში :დ
7. მორიარტი
8. პოლკოვნიკი მორანი თუ მორონი.. :ს : ))
9. ნაპოლეონის ბიუსტში
10. ჟღალთმიანთა კავშირი <3
11. დაშიფრული ასოები, : ) აუ ესეც როგორ მიყვარს <3 : )
12. ”გლორია სკოტი” – და ყოველთვის მაინტერესებდა ეს თავგადასავალი, რომელიც ჯერ არ ჩამვარდნია ხელთ :დდდ
13. სიტიში მათხოვრობდა : )
14. ჰუგო ბასკერვილს
15. მეფუტკრეობას
მოლი, მომნატრებია შერლოკი, მივალ სახლში გემრიელად გადავიკითხავ <3 გმადლობ : * : )
LikeLike
1. ლონდონი,ბეიკერ სთრითი, 221B
2. დიოგენე
3. The King of Bohemia . ფოტო რომელზეც ადლერთან ერთად იყო აღბეჭდილი.
4. რიხენბახის ჩანჩქერი. მგონი ასე ერქვა
5. K.K.K -კუ კლუქს კლანი.
6. ბატში მგონი
7. პროფესორი მორიარტი
8.პოლკოვნიკი სებასტიან მორანი
9. ნაპოლეონის 6 ბიუსტი.
10. –
11. “ელის, მოემზადე ღმერთთან შესახვედრად”
12. –
13. მათხოვრობა…
14. ჰუგო ბასკერვილი
15. მეფუტკრეობას მიჰყო ხელი
ის ორი ვერ გავიხსენე… :( ველოდები პასუხებს
LikeLike
კარგი დამთხვევაა :) დღეს Viasat History-ის არხზე არის სპეციალური გადაცემა შერლოკ ჰოლმსზე და ჰოლმსიანაზე, 6 საათზე ჩვენი დროით
http://www.viasat-channels.tv/channel/history/tv/?ELEMENT_ID=349746
LikeLike
ვიასატის არხები ისე შორს მაქვს დაყენებული ტელევიზორში, რომ ახლა არც მახსენდება ნომრები. სადღაც სამოცდაათის მერე უნდა იყოს. საუკუნეა, არ მინახავს.
დამთხვევა მართლა კარგია :)
LikeLike
ცხვირი მიგრძნობდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ თემასაც შემოგვთავაზებდი, მოლი :)
LikeLike
ჩემმა მეგობარმა იკითხა ამასწინათ, ჰოლმსზე ჯეოპარდი არ გაქვთო? თურმე არ გვქონია…
LikeLike
1. არარსებულზე :) ბეიქერ სთრით 221ბ, თუმცა დღეს ასეთი მისამართი არსებობს და იქ მუზეუმია – პირველი მუზეუმი მსოფლიოში, რომელიც კი გამოგონილი პერსონაჟისაა
2. დიოგენე – იქ ყველა ჩუმად იყო და იპურჭყებოდა
3. ბოჰემიის ვიღაცა… რამშტაინ-ფონ-აუსბურგ-ჰოლშტაინ-ჰოლბეინ-ოცდამესამე…
4. რაიხენბახი
5. KKK
6. ბატში… თუ იხვია ეგ ქართულად :) მოკლედ საახალწლოდ უნდა შეეწვათ.
7. მორიართი
8. სებასთიან მორანი – ამ მოთხრობაში ჰოლმსი ოფიციალურად გაცოცხლდა. ;)
9. ნაპოლეონი
10. ჟღალთმიანთა
11. შიფრი – ეს არის თრიბიუთ თუ ედაგ ალან ფოუ :)
12. გლორია სქოთი???
13. რომ მათხოვრობდა ეგ არ იყო? ღრუბლის, საპნისა და წყლის მეშვეობით გახსნილი საქმე
14. სერ ჰიუგო
15. მეფუტკრეობას
LikeLike
1. ბეიკერ სტრიტი, 221ბ;
2. “დიოგენე” – უცხვირპირო ადამინების კლუბი :);
3. ბოჰემიის მეფის;
4. რაიხენბახის ჩანჩქერი;
5. კუ კლუქს კლანი;
6. ბატის კუჭში;
7. პროფესორი მორიარტი;
8. პოლკოვნიკი მორანი;
9. ნაპოლეონის ბიუსტი;
10. ჟღალთმიანთა კავშირი;
11. საიდუმლო ანბანი;
12. “”გლორია სკოტი”;
13. მათხოვრობა;
14. ჰუგო ბასკერვილს;
15. მეფუტკრეობა.
LikeLike
იმედია, არაფერი შემშლია :)
LikeLike
გამიკვირდებოდა, რომ შეგშლოდა…
LikeLike
1 . ბეიკერ სტრიტ 221 ბ
2. „დიოგენე“
3. ვილჰელმ ფონ ორმშტეინი, ბოჰემიის მეფე
4. რეიჰენბახის ჩანჩქერი
5. კუკლუს-კლანი
6. ბატში
7. პროფესორი მორიარტი
8. მორანი
9. ნაპოლეონის ბიუსტი
10. წითურთმიანების გაერთიანება
11. საიდუმლო შიფრი
12. გლორია სკოტი (The Gloria Scott)
13. მათხოვრობა
14. ჰუგო ბასკერვილი
15. მეფუტკრეობა
LikeLike
1,ბეიკერსტრიტი 221ბ
2.დიოგენეს კლუბი
3.ბოჰემიის მეფე
4.რაიხენბახის ჩანჩქერი
5.კუ–კლუქს–კლანი
6.ბატის ჩიჩახვი(ჰოლმსს არ აღმოუჩენია:))
7.ჯეიმს მორიარტი
8.პოლკოვნიკი მორანი
9.ნაპოლეონის ბიუსი
10.ჟღალთმიანთა კავშირი
11.ანბანის ფუნქცია
12.გლორია სკოტი
13.მათხოვრობა
14.სერ ჰუგო ბასკერვილი
15.ფუტკრების მოშენება
შენ გაიხარე,როგორ მიყვააარს:)))
LikeLike
მოგვიანებთ შემოვივლი! :) (ჯერ მაქვს დრო)
LikeLike
რა თქმა უნდა!
LikeLike
ეჰ რამდნი რამე არ მახსოვს! :( (მომიწევს გამოტოვება) მე პასი!
LikeLike
მაი აფერი :)
LikeLike
რამდენიმე ვიცი (ერთი-ორზე რაღაც ვარუდები მაქვს) დაველოდები პასუხებს და დავწერ რამდენი ვიცოდი (მახსოვდა) . :)
LikeLike
ოლ რაიტ!
LikeLike
სირცხვილი მე მხოლოდ 6 პასუხი ვიცოდი! :(
LikeLike
ეგ არაფერი. ხდება ხოლმე.
LikeLike
1. ბეიკერსტრიტის
5.კუ კლუქს კლანი
7.მორტიმერი
9.ბიუსტები, ქანდაკებები (ვისი არ მახსოვს, ნაპოლეონის?)
10. ჟღალთმიანთა კავშირი
12მდე კიდევ გამახსენდება რამე, შაკიკის შეტევა მაქვს და საკუთარ სახელს ვერ ვიხსენებ :)
LikeLike
isabellarosier
ცისფერი კარბუნკული ჰოლმსს არ აღმოუჩენია, რა თქმა უნდა, შიკრიკმა პიტერსონმა იპოვნა შემთხვევით.
შენი პასუხები მიღებულია და 12 საათამდე მივმალავ.
LikeLike
3. ვილჰელმ გოტსრეის სიგიზმუნდ ფონ ორმსტეინი.
7. მორიარტის დაწერა მინდოდა, ექიმი გამახსენდა და შემეშალა ბოდიში
14. როჯერი იყო თუ ჩარლზი? ჩარლზი ალბათ
თავს ვანებებ მოკლედ, არაფერი გამომივა :) სხვა დროს უკეთ ვიქნები და უკეთ ვუპასუხენ :)
LikeLike
როკერმელომან, ყოჩაღ შენ, შაკიკის შემოტევისას თამაშის თავი რომ გაქვს. მერი პოპინსს აქვს რამდენჯერმე ნათამაშევი შეტევისას. მოკლედ, ჩვენ ვერაფერი მოგვერევა :))
LikeLike
ჰოლმსი თავის დროზე ჩემი უდიდესი მასწავლებელი იყო, მიჭირს მისი ღალატაი :) თან რაკი დავიწყე ისე მეფიქრება ამაზე, ვეღარ ვეშვები :)
LikeLike
თაიასაც ჰოლმსი ასწავლიდა :))))))))
LikeLike
ჰოლმსი ბევრს გვასწავლიდა :) ერთი პერიოდი პარანოიაც კი მჭირდა, ნებისმიერ ადგილას მყოფი ყველაფერს მოურიდებლად უზრდელურად ვაკვირდებოდი, ვცდილობდი ჰოლმსივით დასკვნები გამომეტანა და რა ვიცი კიდევ რას აღარ :)
დღესაც მჭირს რაღაცეები, ამას წინათ ორმა ბიჭმა დიდი ტომარა ჩააგდო სანაგვე ურნაში და ეჭვები დამებადა, გვამი ხომ არ მოიშორეს მეთქი, დრო დავინიშნე, ადგილი სად ვიყავი, ბიჭები დავიმახსოვრე და ურნაც კი შევამოწმე :) არ იყო გვამი :)
LikeLike
არ იყო, ხომ? ჯანდაბას :( არ გაგიმართლა, მაგრამ არა უშავს, ერთხელაც იქნება აუცილებლად :) :)
თაიას პოსტი გამახსენე ;) დაახლოებით იგივე დღეში იყო :)))
http://glamtaia.wordpress.com/2011/09/25/elementary/
თამაშს რაც შეეხება, ჩემი სამყოფი მოვილიე უკვე. აწი თქვენ ითამაშეთ, ახალგაზრდებმა :ქსუტუნი:
LikeLike
შენი რომელიღაცა პოსტიდან მახსოვს რომ 33 წლის ხარ :) არა? თუ ეს ასეა, შენც თინეიჯერებში ითვლები :)
LikeLike
აბა რა :) რა დროს ჩემი დაბერებაა.
LikeLike
სწორედ რომ :) საათი რომ გადასწიოთ ცოტა არ შეიძლება? :) გახდეს რა 12 მალე :)
LikeLike
მალე გახდება :)
LikeLike
1. ნომერი არ გამოჩენილა იქ ბეიკერსტრიტის 221 ბ
4. რაიხენბახის ჩანჩქერი
8. პოლკოვნიკი სებასტიან მორანი
6. ბატში? :დ შინაურს ფრინველს რომ გადააყლაპეს ეგ ის შემთხვევა იყო? :დ
11. დამწერლობა იყო, ასეოებს გამოხატავდნენ (იმედია კითხვა სწორად გავიგე)
12. თვითონ სათაური ხომ არ ერქვა? “სიკვდილის ღრუბელი”-ა ჩემი პასუხი
15. მეფუტკრეობა დაიწყო
და ა ბოლო მცდელობა, მეტის თავი არ მაქვს, კომპიუტერის სინათლე მაწამებს :)
ყველას წარმატებები და ისე მოლი, შენ არ გწყდება ხოლმე გული, თავად რომ ვერ მონაწილეობ ჯეოპარდში? :)
LikeLike
1.ბეიკერ სტრიტი 221B
2.დიოგენეს კლუბი
3.ბოჰემიის მეფე ვილჰელმ რაღაცა :D
4.რაიხენბახი
5.კუ კლუქს კლანი
6.ბატის ჩიჩახვში
7.პროფესორი მორიარტი
8.პოლკოვნიკი მორანი
9.ნაპოლეონის ბიუსტი
10.ჟღალთმიანთა კავშირი
11.საიდუმლო შიფრი იყო
12. არ მახსოვს :(
13.არც ეს :(
14.ჰუგო ბასკერვილი
15.მეფუტკრე გახდა… თუ ფერმა იყიდა… ან ორივე ერთად :)
ვიკიპედიაზე წავიკითხე მალე Sherlock-ის მესამე სეზონიც გამოვაო და მთელი ამბით ველოდები…
LikeLike
ჩემდა გასაკვირად, ბევრი რამ მაქვს დავიწყებული, გუგლის გამოყენება კიდევ არ მინდა, პატიოსნად ვითამაშებ:
1. ბეიკერ სტრიტი 221b
2. დიოგენეს კლუბი თუ რაღაც, მგონი, თანადამფუძნებელიც იყო;
3. ვაი :(
4. რაიხენბახის ჩანჩქერი, თუ დამახინჯებით არ ვამბობ;
5. კიდევ ვაი :(
6. ბატის კუჭში
7. აუფ :(
8. მორანი?? სწორად მახსოვს? სებასტიან მორანი…
9. ააააუუუუ :( მე მგონი ,ყველაფერი არ მაქვს წაკითხული, ხომ იცი:)
10. წითელთავიანთა ლიგა თუ რაღაც, არა?
11. შიფრი იყო;
12. გლორია სკოტი;
13. მათხოვრობა;
14. სერ ჰუგო ბასკერვილი, თუ არ ვცდები;
15. კონსულტირებას მიჰყო ხელი, რავარც მახსოვს :)
აუჰ, ჩავიჭერი ფაქტიურად :)
LikeLike
თამარა თამაშობს :) მოიცალა, როგორც იქნა :)
LikeLike
ქე მოვიცალე, მაგრამ ბევრი ვერაფერი გავიხსენე :) ან თავიდანვე არ ვიცოდი :)
LikeLike
როგორ არ გეცოდინებოდა :) უბრალოდ, დაიღალე ამდენი გამოცდებით.
LikeLike
სხვათა შორის, ახლა გადავხედე ჩამონათვალს და მგონი, მართლა არ მაქვს ყველაფერი წაკითხული :)
LikeLike
იცი, რაშია საქმე. ერთი, რომ ყველა მოთხრობა არც არის ნათარგმნი. ინგლისური ორიგინალი მქონდა, ქომპლით ჰოლმს და ჩემმა მეგობარმაც გადმომიგდო ერთი წლის წინ ელექტრონული ვერსია, ჰოდა, ყველა არც ვარგა. ზოგიერთი ისე უაზროდ მთავრდებოდა, ვერაფერს ვიგებდი, ვინ მოკლეს, რისთვის მოკლეს, გამოტოვებულ გვერდს ვეძებდი.
და რაც ნათარგმნია, სხვადასხვა გამოცემაშია განაწილებული. ძველი რუსულიც არსებობს, ახალი რუსულიც (ანუ ჩემი ბავშვობის), ძველი ქართულიც და ახალიც (თანამედროვე უკვე. სხვადასხვა მოთხრობებით. ასე რომ, დიდი შანსია, რომელიმე არ გეცნოს.
LikeLike
ჰო, ყველა ვიცი, რომ არ არის ნათარგმნი…. სამი სხვადასხვა გამოცემა მაქვს წაკითხული და მაქედან შევკარი საერთო სურათი :)
LikeLike
აჰა. ჩემი ბავშვობის რუსული “სათავგადასავლო ბიბლიოთეკის” ჰოლმსი გაზეპირებული მქონდა და ახლა ქინდლისთვის რომ გადმოვწერე, თურმე სხვა რედაქციაა და ორი ისეთი მოთხრობაა დამატებული, რუსულად სხვაგან არც მინახავს.
LikeLike
გამარჯობა
1. ბეიკერ–სტრიტი 221ბ;
2. დიოგენე;
3. მგონი ვილჰელმ ფონ ორშტაინი ერქვა;
4. რაიხენბახის ჩანჩქერი;
5. კუ–კლუქს–კლანის;
6. ბატში იპოვა თუ იხვში? ბატი იყოს, იხვისგან ტოლმა არ კეთდება;
7. პროფესორი ჯეიმს მორიარტი;
8. აი ეს ვერაფრით გავიხსენე. სებასტიან მორანი? არ მახსოვს ზუსტად;
9. ნაპოლეონის ნიღბები იყო ეგ ექვსეული;
10. ჟღალთმიანთა კავშირი;
11. დაშიფრული ანბანი იყო;
12. გლორია სკოტი;
13. მათხოვარი მაგი, ეგ არაგარეწარი;
14. უკავშირდებოდა? მარტო ჰენრი ბასკერვილი მახსოვს მანდედან;
15, ფუტკრების მოვლა–მოშენება დაიწყო, თუ არ მეშლება. თუ მეშლება და, თქვენ იყავით კარგად.
LikeLike
სწორი პასუხები:
1. ბეიკერ-სტრიტი 221ბ (მაგნიტი მაქვს შინ, ამ მისამართით. ჰოლმსის მუზეუმიდან გამოაყოლა ხელს ჩემმა მეგობარმა);
2. კლუბი “დიოგენე” (სადაც კატეგორიულად იკრძალებოდა ხმის ამოღება);
3. ვილჰელმ გოტსრეიხ სიგიზმუნდ ფონ ორმშტაინი, კასელ-ფელშტაინის დიდი თავადი და ბოჰემიის მეფე;
4. რეიხენბახის ჩანჩქერი (ახალ “შერლოკში” ასე ტერნერის ტილოს ჰქვია);
5. კუ-კლუკს-კლანი (ფორთოხლის ხუთი მარცვალი, თუ დავაზუსტებთ);
6. საშობაოდ ნასუქ ბატში; (როგორც აქ აღინიშნა, ჰოლმსმა კი არა, შიკრიკმა პიტერსონმა იპოვნა შემთხვევით);
7. ჯეიმს მორიარტი;
8. სებასტიან მორანი;
9. ნაპოლეონის ბიუსტი (აი, აქ, ბორჯიას შავი მარგალიტი ნამდვილად ჰოლმსმა აღმოაჩინა, თან შემთხვევით კი არა, დედუქციური გათვლების საფუძველზე);
10. ჟღალთმიანთა კავშირი;
11. საიდუმლო დამწერლობა;
12. “გლორია სკოტი” (ეს მოთხრობა ძველ რუსულ გამოცემებში უფრო შეგხვდებათ და რა თქმა უნდა, ორიგინალ კრებულებშიც არის);
13. მათხოვრობა;
14. სერ ჰიუგო ბასკერვილი;
15. მეფუტკრეობა.
წინასწარი შედეგები:
მერი პოპინსი – 15; Lord Vader – 15; watching panda – 15; anabell – 15; isabellarosier – 15; damisalera – 14; chiamaria – 13; ✿ Daisy ✿ – 13; kevana – 13; rockermeloman – 11; თინა – 11; tamara – 10; M.K. – 1.
LikeLike
2 დღეა ნეტ არ მაქვს და ამაზე ვფიქრობდი ნეტავ რამდენი ქულა მაქვს მეთქი :)
ბოჰემიის მეფე მაინც ჩაგითვლია მოლი :) გამიხარდა. სახელი ვერაფრით გავიხსენე.
LikeLike
ეს სახელი მტერმა დაიმახსოვრა, ჭიამაია :))))))))))) დარწმუნებული არ ვარ, რომ კონან დოილსაც ახსოვდა :)
LikeLike
ფუუუუტკრეეებიიი:) დედა, რა გამოშტერებული ვარ :)
LikeLike
რუსული ფილმის ბოლო სერია თუ გახსოვს, “მეოცე საუკუნე იწყება”, აი, მანდ ჩანს კარგად მეფუტკრე ჰოლმსი.
LikeLike
ჰეჰე 13 :დ ვისთვის თარსი, ჩემთვის დამაკმაყოფილებელი..
რაღაცა მხსომებია ^^ ახლა სულ აღარ დამავიწყდება ^^
LikeLike
ძალიან კარგი :) ისე, 13 ჩემთვის იღბლიანი რიცხვია.
LikeLike
ბოლო არ ვარ, 11 არაა ცუდი შედეგი :) სენქს დეარ მოლი :)
LikeLike
ნოთ ეთ ოლ :)
LikeLike
ფეისბუქი გავაუქმე, მაგრამ შენი ბლოგი მეილზე გამოვიწერე და ამის მერე ვეცდები, რომ თავის დროზე წაგიკითხო ხოლმე, რასაც აქამდე ვერ ვახერხებდი…
LikeLike
მე შენი ბლოგი ისედაც ფოსტაში მაქვს დიდი ხანია. უაღრესად კომფორტულია და არც არაფერი მრჩება ყურადღების მიღმა.
LikeLike
ვერაფრით მივეჩვიე თქვენს ამერიკულ წვერსო – უოთსონი ეუბნება,
თუმცა ქართველები რომ ყოფილიყვნენ ასე ეტყოდა:
– ჰოლმს რად გინდათ ბლანჟე, რა ქალი ხართ?
LikeLike
და ახალ “შერლოკში” (რომელსაც შენ პრინციპულად არ უყურებ) საწყალი უოტსონი ყოველ ფეხის ნაბიჯზე იმეორებს, რას ამბობთ, რაის სლადკაია პაროჩკა, მე და ჰოლმსი მხოლოდ მეგობრები ვართო…
LikeLike
აბა სწორს ვშვრები, რომ არ ვუყურებ :)
LikeLike
გეგონოს :)
LikeLike
ვითომ უნდა ვუყურო? :) ჯერჯერობით თავს ვიკავებ რაღაც და… :)
LikeLike
თუ თავს იკავებ, არ უყურო.
LikeLike
აქ დავაგვიანე.. :P თუმცა დიდად არც მახსოვს ჰოლმსის შესახებ.. გადავიკითხავ თან 12 ახლოვდება და რავიცი აბა.. :D
LikeLike
ჰო, თან შენ მოთხრობა გაქვს დასაწერი… გამოგადება აუცილებლად.
LikeLike
რა კარგი ჯეოპარდი გამომიტოვებია, მოლი. = (
LikeLike
შენ აქაურობისთვის არ გცალია, მაცო და… :(
LikeLike