ამას წინათ, დათო ტურაშვილმა, სატელევიზიო ინტერვიუში ასეთი რამ თქვა – მოდა ლიტერატურულიც არსებობს და ყველა დროს თავისი “ელიტური” ავტორი ჰყავს. ახლა ფამუქი და ბეგბედერია აქტუალური, ადრე მარკესი იყოო.
დათოზე უმცროსი კი ვარ, მაგრამ ის დრო მეც მახსოვს, წიგნიერების დასამტკიცებულად ინტელექტუალურ საუბარში, ჭიქა ყავისა და სიგარეტის თანხლებით, სინიორ გაბრიელ გარსიას რომელიმე რომანის მოხსენიება სავალდებულოდ რომ ითვლებოდა.
გასაკვირი ის არის, რომ ლიტერატურული სნობების აუცილებელ საკითხავში არასოდეს ფიგურირებდა კოლუმბიელი მწერლის შედევრი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება სხვა, საქვეყნოდ ცნობილ რომანებს და მე თუ მკითხავთ, “მარტოობის ას წელიწადსაც” კი მირჩევნია.
“პატრიარქის შემოდგომა”, მაგიური რეალიზმის ფუძემდებლის, ალბათ, ყველაზე უჩვეულო წიგნი და ავტოკრატიული ხელისუფლებისთვის შეთხზული საუკეთესო რექვიემი, ფრანსისკო ფრანკოს გარდაცვალების წელს დაიწერა ბარსელონაში. იმ ქალაქში, სადაც ყველაზე გრძელი პროსპექტი – დიაგონალი – ათწლეულების მანძილზე ხენერალისიმოს სახელს ატარებდა.
როგორც წესი, ამგვარ ნაწარმოებებში საკვანძო პერსონაჟებს კონკრეტული და საქვეყნოდ ცნობილი პროტოტიპები ჰყავთ ხოლმე, მაგრამ ას წელს მიტანებულ, მიხრწნილ პრეზიდენტში ვერც დომინიკანელ ტირანს – რაფაელ ტრუხილიოს ამოიცნობთ, ვერც ვენესუელელ დიქტატორ ხუან ვისენტე გომესს და ვერც კოლუმბიელ გუსტავო პინილიას. ავტორი საგანგებოდ გაურბის დეტალიზაციას – მთავარი გმირის შესახებ თითქმის არაფერს გვიმხელს. მარტოსული გენერალი მეოცე საუკუნის უკლებლივ ყველა დიქტატორის ზოგადი ხატია.
არ მეგულება სხვა წიგნი, ავტორიტარული ხელისუფლების კეთროვან ბუნებას ასე ზუსტად, დაუნდობლად, მკაფიო შტრიხებით რომ აღწერდეს. “პატრიარქის შემოდგომა” სიმძაფრით და პირდაპირობით დღეს უზომოდ პოპულარულ “ცხოველების ფერმასაც” კი სჯაბნის, რადგან ორუელის ანტიუტოპია, რაც არ უნდა იყოს, მაინც ალეგორიაშია შეფუთული, მარკესის რომანი კი უკიდურესად რეალისტური ტექსტია.
მკითხველის თვალისთვის ერთობ რთულად აღსაქმელი, აბზაცების გარეშე დაწერილი ნაწარმოები მაინც ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მარკესი სათქმელს შეულამაზებლად, ყოველგვარი რევერანსების გარეშე გადმოგვცემს. აქ ვერსად წააწყდებით გადაპრანჭულ და ფსევდოკორექტულობით გაჯერებულ პასაჟებს და ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ნატურალიზმი არც ყალბი გეჩვენება, არც უადგილო.
ყველაზე უჩვეულო მაინც ის შინაგანი გაორება მგონია, ამ წიგნის კითხვისას აუცილებლად რომ დაგეუფლება. ერთი მხრივ, მთელი არსებით ეთანხმები რომანის პათოსს და იმ პროტესტსაც იზიარებ, უდიდესი ჰუმანისტი ნებისმიერი დიქტატურის წინააღმდეგ რომ მიმართავს. თუმცა, ამავე დროს, შეუძლებელია, არ შეგებრალოს ადამიანი, რომელსაც ბედმა თუ უბედობამ, გაუსაძლისი ტვირთის ტარება არგუნა წილად და მთელი ცხოვრება შიშში, ეჭვსა და სიძულვილში, სრულიად მარტოს, გაატარებინა.
და რომელიც “მოკვდა მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად სურდა სიკვდილი.”
ეს ნაწარმოები დავიწყე და ვერ წავიკითხე,თუ თვითონ არ წამეკითხა- მოკლედ რაღაც ამგვარი…
LikeLike
რითი გაგაბრაზა, ნინო? :) გადაკითხვა სცადე ცოტა მოგვიანებით.
LikeLike
ძალიან დიდიხნის წავიკითხე . .. ასე 10 წლის ვიყავი საშინლად მომეწონა :)
ოღონდ მთავარმგმირმა იმდენი ზიზღი აღმიძღა რომ შებრალებაზე არც იყო საუბარი.
LikeLike
ჰოდა,20 წლის შემდეგ რომ წაიკითხავ,მაშინ შეგებრალება კიდეც :)
LikeLike
ჰოდა 20 წლის მერე შეგეხმიანები . . .
LikeLike
თაია, 10 წლისამ ეს ნაწარმოები წაიკითხე?!
აღტაცება რა სიტყვებით გამოვხატო, არ ვიცი!
LikeLike
მე აქაც “მოსალოცი” ვარ : ))
P.S. ისეთი პოსტია, გულს რომ დაგწყვეტს, რატომ არ ვზივარ ახლა ამ წიგნთან და არ ვკითხულობო
LikeLike
მომილოცავს მაშინ :) წაიკითხე, არ ინანებ.
LikeLike
მარკესმა იმედი “ჩემი სევდიანი მეძავების გახსენების ჟამს” გამიცრუა, მაგრამ ვაპატიე :)))))
LikeLike
არ მოგეწონა, რუსა? :) მეძავებიც ელზა ახვლედიანის თარგმანია, თუ სწორად მახსოვს. პატრიარქის მსგავსად.
LikeLike
“სევდიანი მეძავები” ყველაზე სუსტია მათ შორის, რაც კი მარკესისა წმაიკითხავს… კარგია, რომ აპატიე, – ყველას მოსდის ‘შეცდომები’ :)
LikeLike
ეს წიგნი არ ჩამვარდნია ხელში, არადა, ბევრი ჭეშმარიტი ლიტერატურის მოყვარულისგან მსმენია, რომ ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება “მარტოობის ას წელიწადს” ან სჯობს კიდეც…
LikeLike
მე მოდას ჩამოვრჩი და დღემდე სიამოვნებით ვკითხულობ მარკესს :) გამიჭირდება ამ ნაწარმოებსა და “მარტოობის 100 წელიწადს შორის” არათუ არჩევანის გაკეთება, არამედ შედარებაც კი. შეფასებაში კი აბსოლუტურად გეთანხმები. სწორი აქცენტებით გაკეთბული რეცენზიაა.
ტურაშვილსაც ვეთანხმები მოდური მწერლების დასახელებაში, მხოლოდ მარკესის მოდურობის პერიოდს დოჩანაშვილსაც მივამატებდი :)
LikeLike
პატრიარქს მეც დღესაც სიამოვნებით ვკითხულობ :) ჰო, დოჩანაშვილი მაშინაც “მასთ რიდ” იყო და ახლაც სავალდებულოა. ოთარ ჭილაძესთან ერთად. ორი აბზაცი, ორი პერსონაჟის სახელი და მორჩა… ნაკითხი ხარ.
LikeLike
ლიტერატურა მთლიანად სნობების საყვარელი საუბრის თემაა, ჯაზივით ;)
იქაც ასეა – სამი ჯაზ-შემსრულებელი (მათგან ერთი მაინც აუცილებლად ნაკლებად ცნობილი უნდა იყოს), ერთ ჯაზ-ფესტივალზე ვიზიტი და მორჩა – შეგიძლია ‘იამაყო’ ჯაზში გათვითცნობიერებულობით ;)
LikeLike
რას იზამ… ყველას თავისი სისუსტე აქვს.
LikeLike
ჰო… სხვათა შორის, კადაფის დასასრულმა და ზოგადად, აღმოსავლურმა რევოლუციებმა მეც ეს წიგნი გამახსენა. :))
LikeLike
ამიტომაც არის უნივერსალური, ნატო. მარკესი დიქტატორის ზოგად სახეს კი ძერწავდა, მაგრამ თავში, ალბათ, მაინც ლათინური ამერიკის ბანანის რესპუბლიკები უტრიალებდა. შენ კი აღმოსავლური ქვეყნები გაგახსენა…
LikeLike
ასეთივე უნივერსალურია ”პოლკოვნიკს არავინ წერს”. საოცრად დიდი ტრაგიზმია ამ მოთხრობაში.
LikeLike
რა კარგი რამე გამახსენეთ, ნატო – რამდენი ხანია წაკითხვა მინდოდა და მიმავიწყდა. დღსვე გადავაგდებ ქინდლში :)
LikeLike
ცხოველთა ფერმა წაკითხული მაქვს და ძალიან მომეწონა,ახლა ამ წიგნმაც დამაინტერესა და დრო რომ მექნება ინტერესს დავიკმაყოფილებ :))
LikeLike
შთაბეჭდილებების მოწერა არ დაიზარო :) ორი სიტყვით მაინც.
LikeLike
არ წამიკითხია, ახლა კიდევ ერთხელ მარტოობის ას წელს ვკითხულობ, ის შეგრძნება აღარ მაქვს პირველი კიტხვისას რომ მქონდა, ძალიან ვწუხვარ :( მეშინია ხოლმე წიგნის ხელახლა გადაკითხვა არ მინდა შეგრძნებები გაფერმკთალდეს ან შეიცალოს :( მოლის დიდი მადლობა შევედბები ვიყიდო/ვიშოვო/ვითხოვო ეგ წიგნი :)
LikeLike
რისი მადლობა, ვივიენ :) და პირველ იმპრესიებს რომ უფრთხილდები, იქნებ და მეორე და მესამე კიდევ უკეთესია?
LikeLike
ლიტერატურული მოდა ნამდვილად არსებობს, თუმცა ამ მოდის გამო ხშირად აღმომიჩენია ავტორი, რომელიც ნამდვილად ღირდა აღმოჩენად.
საინტერესო ისაა, რომ კონკრეტული ავტორის მოდიდან გადასვლა ხშირად ახალ მოდას ამკვიდრებს ხოლმე – ამ ავტორის შემოქმედების კრიტიკა (ეს ბედი ეწია თავის დროზე პაულო კოელიოს “ალქიმიკოსით” აღტაცების შემდეგ).
მარკესი განსხვავებულ შეგრძნებებს იწვევს ჩემში, ზოგჯერ არ მიყვარს ზოგჯერ პირიქით, რუსამ აღნიშნა “ჩემი ნაღვლიანი მეძავების მოგონების ჟამს” არ მომეწონაო, არ შემიძლია არ დავეთანხმო, თუმცა ამ რომანის წაკითხვის შემდეგ თაფლიანი ყავა გაჩნდა ჩემ ცხოვრებაში :)
“პატრიარქის შემოდგომა” არ წამიკითხავს, ალბათ ღირს რომ წავიკითხო.
ჩემი ფავორიტი კი ამ ეტაპზე “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა”, დასასრულის გახსენება დღემდე “მკლავს”.
LikeLike
დასასრული მართლა კოშმარული აქვს ქრონიკას.და ძალიან მომწონს.
ლიტერატურული მოდა ერთია და “ნაკითხობის-დასადასტურებლად-სავალდებულოდ-მოსახსენიებელი-ავტორები” მეორე… მარკესს, ერთ დროს, ყველგან გაიგონებდი. ნამდვილი მასთ რიდ იყო. იმდენად მასთ რიდ, რომ წაკითხვაც არ სჭირდებოდა :)
LikeLike
მიყვარს მარკესი, მაგრამ ,,პატრიარქის შემოდგომა” წაკითხული არ მაქვს :შ აი, პირობას ვდებ, როგორც კი დავამთავრებ გამოცდებს, პირველი, რასაც გავაკეთებ, ის იქნება, რომ ამ წიგნს წავიკითხავ :)
LikeLike
პირობა მიღებულია და როცა წაიკითხავ, შენი იმპრესიების მოყოლაც არ დაგეზაროს :)
LikeLike
ვეცდები დავწერო პოსტი, თუ შევძლებ :)
LikeLike
ახლა ვაპირებდი ამის წაკითხვას და უფრო დამაინტერესა, გადავხედავ მერე როგორია :) ისე “მარტოობის ასი წელიწადის” მერე მარკესის დაწყება მეშინია ხოლმე :)
LikeLike
გადახედავ მერე, როგორია? :) :) გამაცინე :)
LikeLike
დათოზე უმცროსი და შენზე უფროსი ვარ მე მაგრამ ეგ დრო არ მახსოვს :) ალბათ ჩემზე გათავდა და მერე ისევ დაიწყო.
ან, შეიძლება, იმიტომ რომ არასდროს მყვარებია მარკესი.
არც უნამუნო.
არც ჰემინგუეი – ნუ ეს უფრო ადრინდელი მოდური ავტორია. ჩემი ბავშვობის.
და კიდევ რამდენიმე “სნობური” ავტორია რომ არ მოიყვარს.
ორუელი მიყვარს. :)
LikeLike
ან, უბრალოდ, წესიერ ხალხთან გქონდა ურთიერთობა.
ვაიმეეე, ვგიჟდები მარკესზეეე…აი, მარტოობის ასი წელიწადი ისთი ღრმაა, ისეთი ყოვლისმომცველი… ნუ, არ ვიცი რააა…. რაც მე მსგავსი ტირადები მომისმენია. არადა, ერთი აურელიანო ბუენდია ახსოვდათ და მეორე, რომ სადღაც მანდ ინცესტის თემა იყო გათამაშებული. ოღონდ, ეს უკვე ბუნდოვნად.
მე ბეგბედერი არ მომწონს. და არა მარტო დენონის გამო.
LikeLike
არა, რატომ – ბევრი რამე ახსოვთ.
კურიანი ბავშვი და ჭიანჭველები – რომანის კვინტესენცია…
კიდე ის მახსოვს – რემედიოსი. მამაკაცები ხშირად ამბობენ რომ ასეთ ქალთან სექსში სიცოცხლეს გაცვლიანო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება არ ეთმობათ სიცოცხლეო…
F*** True :)
LikeLike
ნუ, ჰო. შენ აშკარად წესიერ ხალხს იცნობ :) მარკესი ბევრს აქვს წაკითხული და ბევრს მოსწონს. დამსახურებულად, რა თქმა უნდა.
LikeLike
მაგიტომაც დარჩა რემედიოსი ქალწულად :)
LikeLike
ჰო… სრული თვითლუსტრაციისთვის – არც კორტასარი მიყვარს. :)
LikeLike
ბეგბედერი უბრალოდ მოდაშია… არ მგონია ეგ სნობური მოდა იყოს.
ბეგბედერი თავად კია სნობი, მაგრამ სხვა სნობებს დასცინის და არ მგონია სნობების ავტორი იყოს ზოგადად.
კოელიო კი ნამდვილად იყო. კიდევ უფრო მურაკამი.
მეტიც ის, ვისაც მურაკამი მოსწონდა, დასცინოდა იმათ, ვისაც კოელიო მოსწონდა – ფსევდო-ინტელექტუალურ წიგნებს ეტანებიან, იმიტომ რომ მართლა ინტელექტუალურს ვერ ქაჩავენო. :)
მე არც ერთი წამიკითხავს არც მეორე. :)
ნუ მურაკამი მაქვს გეგმაში.
LikeLike
საქმეც მაგაშია. სნობებს დასცინის და სნობებისთვის მასთ რიდ მწერალი გახდა.
მურაკამი არ მომეწონა და საერთოდ, იაპონურ პროზას ვერიდები. ჩემი სატირალიც მეყოფა.
კოელიო – ალქიმიკოსი. დანარჩენი, რაც ვნახე, 1 – არაფრად ვარგა, 2 – ერთი და იგივეა.
LikeLike
მე კიდევ ლათინურამერიკული პროზა არ მიყვარს. :) ასე გამოდის.
იაპონლებიდან კავაბატა ჩემს ყველაზე საყვარელ მწერლებშია. კიდევ ედოგავა რამპო და იასუსი ინოუე.
LikeLike
ედოგავა რამპო რომ არ მოგწონდეს, ფრიად გამიკვირდებოდა, მილორდ.
LikeLike
მურაკამი ცუდი არ არის, მაგრამ მეორედ გადაკითხვის სურვილს არ აღგიძრავს ნამდვილად. კოელიო – უკომენტაროდ. ზოგადად, ლათინოამერიკული პროზაც არ მიზიდავს მაინცდამაინც, მაგრამ მარკესი გამონაკლისია.
LikeLike
მე ბორხესის მოთხრობებიც მომწონს, მერი.
მურაკამიზე შენს აზრს ვენდობი :)
LikeLike
მურაკამი მართლა ძალიან კარგია ჩემი აზრით… ოღონდ მხოლოდ ერთხელ და ბევრი ფიქრის გარეშე, თორემ აბსურდის განმარტება გახდები :)
LikeLike
მურაკამი თუ აბსურდისტია, მაშინ მართლა უნდა წავიკითხო.
მიყვარს მე ეგ ჟანრი.
იონესკო ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია.
LikeLike
მაშინ მართლა უნდა წაიკითხო კი, მეც მაგის თქმა მინდოდა :)
LikeLike
ოო, ბორხესი ჩემი სისუსტეა :)
LikeLike
ისტორია ვსემირნოგო ბესჩესტია – მგონი, ასე ჰქვია ციკლს. ფანტასტიური მოთხრობებია.
LikeLike
Всеобщая история бесчестья – შედევრია.
LikeLike
ჰო :) ზუსტად ასე ჰქვია. შედევრი – ეს კიდევ რბილად ნათქვამია.
LikeLike
ჩემდა სამარცხვინოდ, გვიან აღმოვაჩინე – ოთხი თუ ხუთი წლის წინ მირჩია მეგობარმა.
LikeLike
მე, სტუდენტობის ჟამს, საჯაროში ვიპოვნე. მოთხრობების კრებული იყო. თუ სწორად მახსოვს, ინოსტრანკას გამოცემა. ოღონდ, ძველი.
LikeLike
ბორხეს არ წამიკითხავს. ლინქს ხომ ვერ მომცემთ? ან ქართულად თარგმნილი ხომ არ იყიდება სადმე?
LikeLike
ეს არის?
http://knigosite.ru/library/books/3773
LikeLike
http://lib.ru/BORHES/
აი, ეს. ბორხესი ლიბ.რუ-ზე
LikeLike
მურაკამის ერთი მოთხრობა წავიკითხე – 24 საათში იბეჭდებოდა… მას შემდეგ ავიცრუე გული.
ჩემი სისუსტეა, რომ პირველი წიგნით ვიქმნი მწერალზე შთაბეჭდილებას.
ლათინოამერიკელებში ვაპირებდი ჟოზე სარამაგოს მოყვანას და ახლა აღმოვაჩინე, რომ პორტუგალიელი ყოფილა :)
ისე, რა ამის პასუხია და სარამაგოს “მოგონებანი მონასტერზე” წაგიკითხავთ? თუ ესეც სნობურია (ვერ ვერკვევი ლიტერატურულ მოდაში) :p
LikeLike
სარამაგო არ წამიკითხავს, ტაბუ. მოდაში მაინცდამაინც ვერც მე ვერკვევი :) კარგა ხანია, ლიტერატურულ სნობებთან აღარ ვმეგობრობ.
LikeLike
მე მომეწონა. თან ძალიან… რაღცნაირი შიშველი და მახვილი ენა აქვს, ფუჭ ფასეულობებს ოსტატურად გესლავს, ჭეშმარიტი ღირებულება კი ცამდე აჰყავს (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებითაც)…
სხვა თემაში ტროლინგს აღარ გავაგრძელებ. ერთს დავამატებ – ვასიკო კეჟერაძესავით ხელზე ბუსუსების აშლით მე თვითონ უნდა შევიგრძნო წიგნი, რომ დავაფასო. ასეთი ნამდვილად იყო ჩემთვის “პატრიარქის შემოდგომა”, “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა” და “მარტოობის 100 წელიც”.
LikeLike
ეჰ, თაბუ, ნეტავ ყველა და ყველგან ასეთ ტროლინგს ეწეოდეს…
ბუსუსებზე გეთანხმები – უტყუარი კრიტერიუმია. მეც ზუსტად ასე მაყრის პატრიარქზეც და ქრონიკაზეც და თუ მკითხავ, საუკეთესო მარკესია ერთიც და მეორეც.
LikeLike
სარამაგ-უ უნდა იყოს. :)
როგორც რონალდუ :)
ტროლინგი ეგ არაა, თაბუ. ეგ ოფტოპიკია :)
ტროლინგია როცა შეგნებულად გამოთქვამ აზრს, რასაც თავადაც ეწინააღმდეგები, იმისთვის რომ გამოავლინო ისინი, ვინც მართლა ამ აზრზეა… და მათი სიგიჟის სიღრმეებს ჩაწვდე. :)
მოკლედ, ცოტა ექსტრემალური, მაგრამ ფრიად კეთილშობილური რამეა.
LikeLike
მადლობა, ლორდ :)
გავითვალისწინებ შემდეგში.
LikeLike
შენ ნუ გააკეთილშობილე ახლა ტროლინგი :)))))))
LikeLike
ეს არ წამიკითხავს,,, სიაშიც მქონდა :(
LikeLike
სიაში თუ გქონდა, მალე წაიკითხავ :)
LikeLike
იმედია. იმ სიიდან მარტო “გოგონა დრაკონის ტატუთი” წავიკითხე ჯერ…
LikeLike
მოგეწონა მერე?
LikeLike
კი ძალიან თან. სახლში, სამსახურში, საწოლში.. ყველგან ვკითხულობდი. მთელი დღე მივუძღვენი და არც ვინანე. ეხლა ერთი სული მაქვს დანარჩენი როდის გამოვა :)))
LikeLike
თებერვალშიო, ამბობენ :) ანუ, მალე.
მშვენიერია. მიხარია, რომ მოგეწონა, ჭიამაია :)
LikeLike
მოდური ნაწარმოებისთვის “ზედმეტად” რთულია. არც თემაა “ზღაპარივით” და მარკესიც საკმაოდ რთული ენით წერს…ჩემი აზრით, “მარტოობის 100 წელს” არაფრით ჩამოუვარდება, ისევე როგორც “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა” და “პოლკოვნიკს არავინ სწერს”.
LikeLike
ნამდვილად ასეა, ნათია :)
LikeLike
“გამოცხადებული სიკვიდილის ქრონიკა” ერთ-ერთი საყვარელი მარკესია ჩემთვის. კინაღამ დეპრესიაში ჩავვარდი რომ დავამთავრე :)
LikeLike
ზუსტად :(
LikeLike
პატრიარქის შემოდგომაზე ვერ დავწერე რა ერთი პოსტი უჰ :) მიყვარს მარკესი, ძალიან ღრმაა და საოცრად კარგად იკითხება სტრიქონებს შორის… მარტოობის ას წელიწადს გეთანხმები მოლი, მირჩევნია პატრიარქის შემოდგომა, ნუ ორივე ძალიან კარგია და გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაც კარგი იყო… ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს :(
LikeLike
შენ ისეთი ტემპით წერ, უახლოეს ორ კვირაში ამასაც მოახერხებ. და ორი პოსტი გვექნება ერთ წიგნზე, რაც ფრიად საინტერესოა.
LikeLike
წერა ჩემი საქმეა თქო ვერ ვიტყვი მარა მინდა წერა გახდეს ჩემი საქმე :) ნამდვილად დავწერ უახლოეს ორ კვირაში…
LikeLike
Deal! შენ დაწერე, ჩვენ წავიკითხავთ.
LikeLike
“მარტოობის ასი წელი” წაკითხული მაქვს. აი “პატრიაირქის შემოდგომასაც” წავიკითხავ აუცილებლად. (თან გეგმაშიც მაქვს და…). შეუძლებელია წიგნზე პოსტი დაწერო და წაკითხვა არ მომინდეს.
პ.ს. შენთვის ნათქვამ მაქვს, რომ მაგრად მომწონს შენი ბლოგი? :სკლეროზიანისმაილი :)
LikeLike
მიხიარია რომ ასე სისტემატიურად და საინტერსოდ წერ. და აქვე კითხვა: ვინაობას როდის გაგვიმხელ? :)))
LikeLike
რა საჭიროა, მითხარი და ახლავე.
LikeLike
კი, ნათქვამი გაქვს :) დიდი მადლობა :)
LikeLike
ამ ნაწარმოების სახელი ხშირად გამიგონია, მაგრამ ჯერ არ მაქვს წაკითხული. შევეცდები წავიკითხო… : ) ცოტნესი არ იყო შენი ბლოგი ერთგვარი გზამკვლევი გახდა ჩემი და უფრო მარტივად ვწყვიტავ თუ რა წავიკითხო შემდეგი… : )
LikeLike
ანუ, ტყუილად არ ვწერ :) მშვენიერია :)
LikeLike
არა რათქმაუნდა და ეს ისედაც იცი დარწმუნებული ვარ… )))
LikeLike
ცოტნეს მაგივრად მე გაგცემ პასუხს :დ რა საჭიროა და მთელ ბლოგსფეროს შენი ნახვა სწადია და შენთან ლაპარაკი სურს. რიადგან ყველა დარწმუნებულია ჩემი ჩათვლით, რომ ძალიან სანტერესო ადამიანი ხარ.. : )))
LikeLike
მე ასეც მომწონს საუბარი და…
LikeLike
უი ეგ აღარ მინახავს. რა საჭიროა და:
1. ასეთი საინტერესო ადამიანს მხოლოდ ფსევდონიმით არ უნდა ვიცნობდე(თ).
2. ცნობისმოყვარეობის ჭია მღრღნის, თუ როგორი გარეგნობისაა ამ პოსტების ავტორი (თორე ბუნებით რომ მაგარი ვიღაც რომ ხარ მაგას მივხვდი).
3. მაინტერესებს ვინაა ასეთი ჭკვიანი, სახელმწიფო სამსახურში მომუშავე და ჩემგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე,
4. ისე მართლა (ახლა მომაფიქრდა) და საინტეროსოა როგოი ხმა გაქვს და ბოლოს
5. არ შეიძლება რომ შემთხვევით გვერდზე ჩამიარო და მე არ მოგესალმო (ისეთ არარაობებს ვესალმები ხომლე და შენ რომ არ (ვერ) მოგესალმო დანაშაულია). და კიდევ ბევრი სხვა მიზეზი, :)
LikeLike
მეგონა, ამ თემაზე ერთხელ უკვე ვისაუბრეთ და მორჩა…
1. მე ფსევდონიმით ცნობაც სავსებით მაკმაყოფილებს;
2. ამ ბლოგზე ჩემს გარეგნობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
4. ხმასაც;
5. რას იზამ… სამაგიეროდ, ბლოგებზე ვესალმებით ერთმანეთს :) თან ყოველდღე და გულითადად.
3. მომეწონა ძალიან. ანუ მე შენგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები მაქვს. ანუ, შენ გაქვს პოლიტიკური შეხედულებები და მე – შენგან განსხვავებული.
და სახელმწიფო სამსახურში, ცოტნე, ლეიბორისტებზე, კონსერვატორებზე და (ვინც გინდა, ჩაწერე) ათასჯერ ჭკვიანი ხალხი მუშაობს. ოღონდ, ამას “კავკასიაზე” არ ამბობენ ხოლმე.
LikeLike
მოლი, სხვა სახელიც გაქვს და გვარიც? :)
ცოტნე,მოლი მოლია.. :) მოლი ბლუმი და შესანიშნავი შემეცნებითი ბლოგი აქვს! მეტი რაში მჭირდება მე მკითხველს. :) ისე როგორც “ჩემს კოლეგას”,დიდი სიამოვნებით მეცოდინებოდა ვინ არის,მაგრამ მაინც მოლი ბლუმად დარჩება სულ. : /
:)
LikeLike
ეს კომენტარი როგორ დაგილაიქო ახლა, თორემ ერთის მაგივრად ხუთ პლიუსს დავუწერდი :)))
LikeLike
რომ ვწერდი,თან ცოტა მეშინოდა არ მიწყინოს,რომ თითქოს არ ვიჩენ მაინც და მაინც დიდ ინტერესს მისი პიროვნების მიმართ-მეთქი. :)
LikeLike
შენ აქ მოლი გმასპინძლობს, ანა და მოლის მიმართ უყურადღებობა ნამდვილად არ შემიმჩნევია :) აქ მნიშვნელოვანი ეს არის :)
LikeLike
შვილო პატივი ეც ადამიანის უფლებას იყოს ანონიმ ^^ :დ
არადა, მიზეზი მაქვს ანონიმები არ მომწონდეს, მაგრამ მოლი იმისნაირი არ არის, ამის მჯერა <3 მჯერა თქვა :დ
LikeLike
ვინ გაგაბრაზა, ქევან? :)) ისე, ანონიმი მე ის მგონია, კვალს რომ ვერ მიაგნებ. მოლის ფბ-ს პროფილიც აქვს, სკაიპიც, ტვიტერიც, ბლოგზე ხომ ყოველდღეა… და რასაც ამბობს, თითოეულ სიტყვაზე პასუხს აგებს :)
LikeLike
“მარტოობის ასი წელიწადი” <3 ძალიან მიყვარს.
არ მაქვს წაკითხული და ალბათ,იმიტომ რომ არ მიყვარს რა.. გულს ვერ ვუდებ ასეთ საკითხებზე დაწერილ წიგნებს. :ს
LikeLike
შენ უფრო მსუბუქი თემები მოგწონს, ანა :)
LikeLike
სწორია. :) იმედია,ადრე თუ გვიან დიდი ინტერესით წავიკითხავ. :)
LikeLike
ყველა წიგნს თავისი დრო აქვს…
LikeLike
და სახელმწიფო სამსახურში, ცოტნე, ლეიბორისტებზე, კონსერვატორებზე და (ვინც გინდა, ჩაწერე) ათასჯერ ჭკვიანი ხალხი მუშაობს. ოღონდ, ამას “კავკასიაზე” არ ამბობენ ხოლმე. +1111
LikeLike
:)))) მოლი აქ ყოველთვის სიხარულით გიმასპინძლებთ და თქვენთანაც დიდი სიხარულით მოვა სტუმრად :) და ბლოგოსფეროში დანარჩენს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
LikeLike
ხო მოლი მოლია და მეს ესეც მყოფნის. ვიცი რომ არის ვისაც ასეთი მაგარი ბლოგი აქვს და ასე მაგრად წერს.
“და სახელმწიფო სამსახურში, ცოტნე, ლეიბორისტებზე, კონსერვატორებზე და (ვინც გინდა, ჩაწერე) ათასჯერ ჭკვიანი ხალხი მუშაობს. ოღონდ, ამას “კავკასიაზე” არ ამბობენ ხოლმე.” – ნაწილობრივ გეთანხმები (ვიცი რა როგორია ზოგიერთი) და ტელევიზორს არ ვუყურებ, მით უმეტეს კავკასიას დამიჯერე (არ მეგონა თუ კი ასეთი შთაბეჭდილება დავტოვე :( ). მე არც ერთი მხარე მომწონს და არც მეორე. მე ერთი მინდა – მშვიდი და კარგი მდგომარეობა. მინდა რომ ასეთ რამეზე არ მეფიქრებოდეს. ესაა და ეს. :) და იმიტომაც გავუსვი ხაზი, რომ მიხარია და ამაგრად მომწონს (ვამაყობ), რომ ქვეყანას შენნაირი ჭკვიანი ადამიანები ემსახურებიან! ;)
LikeLike
ჰოდა, მეც ეს მინდა, ცოტნე. გამოდის, რომ ერთი და იგივე მიზნები გვქონია :) მშვიდობა და კარგად ყოფნა. რა ჯობია მერე მაგას :)
LikeLike
არაფერიც არ ჯობია! :) :) :) ძალიანაც კაი! წარმოუდგენელია ვინმეს არ უნდოდეს (თუმცა რამდენია ასეთი :( ). (ისე ბევრს უთქვამს ოპოზიციონერი ხარ და ასე პესიმისტი და დაუნახავი რატომ ხარო, აშკარად სულ ცუდს ვამბობ ვიდრე კარგს, არადა რამდენ კარგს ვხედდავ (ხშირად უფრო მეტს)) :)
LikeLike
დარწმუნებული ვარ, ხედავ, მაგრამ რატომღაც არ ამბობ, ცოტნე :)
LikeLike
კი ნამდვილად ვხედავ და მიხარია! უბრალოდ <3 (პრინციპით, (ჩემი აზრით) რაც გაკეთდა და კეთდება ყველა ხედავს (სამწუხაროდ ვერ :( ) და და კარგის აფიშირებს მირჩევნია რაც არ მომწონს ის ვთქვა (იმის სურვილით რომ ესც მალე გამოსწორდება და შეიცვლება) ესაა და ეს. ხოდა ვიწყებ გამოსწორებას! :) :) :)
LikeLike
ამ თემაზე, როცა ვმსჯელობთ ხოლმე. ყოველთვის ის არგუმენტი მოყავთ, რომ კარგს მაინც ყველა ხედავს და ჩვენ რომ კიდე ვაქოთ, აღარაფერს აღარ გააკეთებენო. ის კი არ ესმით, რომ ცოტა არ იყოს უმადური დამოკიდებულებაც ძალიან ცუდია…
LikeLike
ხო უმადურობა საერთოდ ცუდია! მე გაკეთებულს არავის ვუკარგავ დამიჯერე. :) :) უბრალოდ მაქსიმალისტი უნდა იყო რომ მინიმუმი მაინც უნდა მიიღო თორე ასე მალე რომ ვერ კეთდება ამაზე დავა არ ღირს.
LikeLike
არა ცოტნე შენი ისედაც მჯერა და შენი მისამართით არ იყო კომენტარი :) …..
LikeLike
მივხვდი, მარა ჩემი აზრიც გაგიზიარე! :) :) :)
LikeLike
მაქსიმალისტობა ერთია ცოტნე და ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა + დაუნახაობა + ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ პერმანენტული მოთქმა – მეორე…
კაი, აღარ გვინდა ამ პატიოსანი წიგნის თემაში პოლიტიკის განხილვა. აგერ, ის გენერალი, ტირანი იყო და დიქტატორი და სისხლისმსმელი და ნაგავში და საკუთარ ექსკრემენტებში ამოხდა სული, მაგრამ მარკესსაც შეეცოდა და მკითხველთა უმრავლესობასაც ეცოდება. თაიას გარდა :) :)
LikeLike
გეთანხმები მოლი არც მე მოწონს ეგ ფატი და მაგასაც ვაპროტესტებ დამიჯერე. ყველას დამსახურებული პატივი და დაფასება ეკუთვნის და მარტო ძახილით რომ საქმე კეთდებოდეს ავშენდებოდით უკვე, მე მომწონს დაწყებული ძვრები, გამოსწორებული და მუდამ მზარდი ტემპი. რამდენიმე ფაქტის განზოგადება ხანდახან მჩვევია ხოლმე მაგრამ არა ასეთ დიდ თემებზე. :)
LikeLike
მე ხშირ შემთხვევაში კარგს უფრო ხშირად ვამბობ, ვიდრე ცუდს. ამიტომ პოზიციონერობას უფრო მწამებენ ხოლმე. ეს არა იმიტო, რომ მართლა ასეა, უბრალოდ იმდენი აძაგებს ტყუილ-უბრალოდ , რომ უკვე ზედმეტია არაფრისმთქმელი, არა დამტკიცებული ფაქტებით თამაში.
LikeLike
ჩვენთან რაღაც გაპროტესტდეს და სულ არ აქვს მნიშვნელობა, რა გაპროტესტდება… ტვინს არ აყოლებენ. აგერ, ბათუმში კუნილინგუსის ძეგლი იდგმებაო და აღრიალებული იყო მთელი ჯინეტი. ბათუმის მერიამდე და პარლამენტამდე მიაღწიეს, არ დაგადგმევინებთ-ს ძახილით. არადა, ვუვუზელას ბლოგზე, პაროდიული პოსტი წაიკითხეს და სიმართლე ეგონათ :( :(
LikeLike
ხო წავიკითხე და აწრიალებული ინტერნეტ მედიის პოსტები თუ სტატიებიც ვიხილე. :) დამიჯერე მე თუ რამეს ვაპროტესტებ და გავაპროტესტებ არაერთხელ მიფიქრია და ვიფიქრებ იმ თემაზე. კაი წავედი ახლა მე ხვალ შემოგიერთდებით ისევ! :) ძილი ნებისა! (ჯერ არ ვიძინებ და მარა უნდა ავდგ და …)
LikeLike
ვუვუზელაზე (ან სადმე სხვაგან) პოსტი რომ ყოფილიყო, ბათუმში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნაო, ან სახლი აშენდაო, ან კიდევ რაღაც ამგვარი, 17 კაცის მეტი არ წაიკითხავდა. ამაშია საქმე.
ძილი ნებისა :)
LikeLike
ზუსტად, რომ…. ძილინებისა … :*
LikeLike
რა დებატები მივეცით…
LikeLike
“ჩემი ნაღვლიანი მეძავები” აი ეს მარკესიც მიყვარს.. მახსოვს ლიგამუსში წავიკითხე, 2 საათიანი ფანჯრის დროს… როგორ მენატრება ეგ დრო.. ძალიან ბევრი საყვარელი წიგნი მასე მაქვს წაკითხული <3
LikeLike
ლიგამუსის მაღაზია-ბიბლიოთეკა უმაგრესი იდეაა. ზიხარ, სითბოში (ან სიგრილეში) და კითხულობ. მისწრებაა სტუდენტებისთვის.
LikeLike
კი ნამდვილად. ჩემი უსაყვარლესი ადგილი იყო ილიაში სწავლისას. ეხლა ვეღარ ვახერხებ ხშირად მისვლას. თუ მივდივარ სხვა მიზნით, საკითხვად ვეღარ : (
LikeLike
ჰო, საკითხავად მისვლას დრო უნდა. იმის გახსენებაც მზარავს, რამდენი ხანია, საჯაროში არ ვყოფილვარ. არადა, დილიდან საღამომდე მანდ ვიჯექი.
LikeLike
დავიწყე და მივატოვე წლების წინ.
მოსწავლე ვიყავი მაშინ. აღარ გამჩენია მიბრუნების სურვილი :)
ახლა წავიკითხავ აუცილებლად. მადლობა, მოლი, გახსენებისთვის :)
LikeLike
ანუ, ახლა ამ წიგნის დრო მოვიდა შენთან… მშვენიერია.
LikeLike
ჰო, ოღობდ სოფელში მაქვს ეგ წიგნი და რომ წავალ, წამოვიღებ :)
LikeLike
ოლ რაიტ. მერე, შთაბეჭდილებების მოწერაც არ დაიზარო. თუნდაც ორიოდე სიტყვით.
LikeLike
საოცარია პირდაპირ.. წაკითხული არ მავს ეს.. სამაგიეროდ მეც ვიცი “მარტოობის ასი წელი”, და აუ რაც მე ბოლოში ამაზე მიცინია.. რატომღაც მეცინებოდა. არ ვიცი ასაკის ბრალია, ორი წლის წინ წავიკითხე, თუ უბრალოდ ჩემი ინდივიდუალური რეაქცია იყო…
LikeLike
წაიკითხე აუცილებლად. დარწმუნებული ვარ, მოგეწონება.
LikeLike
@მოლი
კი, მოლ, მართალი ხარ, იმას ფბ–ზე ვერ ნახავ… ღმერთმა დაგიფაროს იმას ჰგავდე :*
ადამიანის გრძნობებზე და ემოციებზე თამაში დიდი სისასტიკეა :)
LikeLike
და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად თამაშობ – რეალურ ცხოვრებაში თუ ვირტუალურ სამყაროში. ორივე სისაძაგლეა.
LikeLike
თემას რომ დავუბრუნდეთ, იმდენი წიგნი მაქვს წასაკითხი, ესეც უნდა მივამატო, თავისუფალ დროს წავიკითხავდი ^^
LikeLike
ჩააგდე შენს ქინდლში, გინდა რუსულად, გინდა ინგლისურად და როცა გაგიხარდება, წაიკითხე :)
LikeLike
ეს წიგნი როგორ არის დაწერილი ისე უნდა წაიკითხო კიდეც, ჩემი აზრით. თითქმის არ არის წყვეტები, აბზაცები, თავები. მიდის გადაბმულად და ასე “ზოპოით” მომიხდა მეც ზუსტად წაკითხვა და მაგრადაც მოიტანა :დ ჟარგონზე რომ ვთქვათ.
მოკლედ, არ მიყვარს ხოლმე “შედევრის” და “აუცილებელი საკითხავის” გამოყენება, მაგრამ არის და თქვენ რაც გინდა ის უწოდეთ.
LikeLike
ჰო, სხვანაირად, უბრალოდ, ვერ წაიკითხავ.
Must read ლიტერატურა, თეორიულად, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ზოგიერთი წიგნი ამ კატეგორიასთან ძალიან ახლოსაა.
ვორდპრესმა შეამჩნია მხოლოდ ლინკებიანი კომენტარი და სპამად ჩათვალა.
LikeLike
“ბლექ ლისტში” ვარ, რით დავიმსახურე? :დ ვხუმრობ, არ მწყინს
LikeLike
ნაკითხების სიას ნამდვილად არ განვეკუთნები, არც ეს ნაწარმოები წამიკითხავს, მაგრამ რაც წამიკითხავს მარკესის ძალიან მიყვარს. რაღაცნაირი უშუალო, პირდაპირი და რეალურია.მაგრამ მოლი ისე მომანდომე ეხლა ეს ნაწარმოები რომ შეიძლება წავიკითხო კიდეც :)
LikeLike
წაიკითხე, არ ინანებ, გპირდები და თავით ვაგებ პასუხს :) მითუმეტეს, მარკესი გყვარებია.
LikeLike
mitxariiit yvelze amagelvebeli romeli aqvs markess?? isetiii “depresiashi” rom chagagdebs:D )))
LikeLike
არ ვიცი :) ამაღელვებელი ყველა აქვს :) პატრიარქის შემდომით დაწყებული, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკით დასრულებული.
LikeLike
romlit daviwyo? “martoobis 100 weliwadze” ras metyviiiit?
LikeLike
აი, მაგ წიგნით დაიწყეთ.
LikeLike
ratomgac xalxis emociebiit tu vimsjeleb “patriarqis shemodgomit” minda gavxsna …aucileblad wavikitxaav tundac vela mis romans.. ) mtavaria pirveli shtabechdilebaa
LikeLike
ასეც შეიძლება. დაკარგვით არაფერს დაკარგავთ.
LikeLike
ოოოო, რა კარგი რეცენზია იყო. <3
დაახლოებით ერთი წლის წინ წავიკითხე და შენი არ იყოს ცოტათი მეც შემებრალა. მე ის მომენტი მომწონს ჰამაკზე რომ წვება ხოლმე და თეთრი სომბრეროთი ინიავებს სახეს . :)
LikeLike
“მარტოობს ას წელს” გაცილებით სჯობს, წაიკითხვის შემდეგ მეც ეს შეგრძნება დამრჩა..
ისე, მარკესზე დიდად არ ვგიჟდები, არც “ნაღვლიანი მეძავები” მიყვარს დიდად, მაგრამ ეს წიგნი მართლა უცნაურად ჩამრჩა. 11-12 წლისამ წავიკითხე და ვერ გავიგე კარგად, მერე მიმავიწყდა, “451 ფარენჰეიტით” რომ გადავიკითხე, ამომიტივტივდა და ხელახლა გადაკითხვის შემდეგ ვაღიარე, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რაც დიქტატორებზე დაწერილა ^^
კარგი პოსტია, როგორც ყოველთვის <3
LikeLike
სადაც არ მივედი წიგნის მაღაზიებში არავის აქ და ან სად შევიძინო ან ვინ მათხოვებს?
LikeLike
სიესტას შეეხმიანეთ. იქნებ, ჰქონდეთ.
LikeLike