ჩემს ბავშვობაში, სამწუხაროდ, ძიძების ინსტიტუტი არ არსებობდა – ბებიების თემა უფრო აქტუალური გახლდათ. შინ მეც ორი დიდედა მყავდა, თან ისეთი მზრუნველები და მოსიყვარულეები იყვნენ, ისე მანებივრებდნენ და მევლებოდნენ თავს, რომ გაეგოთ, ქარიან ამინდში ჩუმჩუმად დაძვრება ბაღში და ქოლგით მონარნარე ძიძის მოლოდინში ცას მისჩერებიაო, გული გაუსკდებოდათ.
არადა, სულ არ იყო ჩემი ბრალი – “მერი პოპინსი“ თვითონ არ წამიკითხეს? იქამდე ისეთი წესიერი ვიყავი, შურის ნატამალი არ გაჰკარებია ჩემს ფიქრებს, ალუბლების ქუჩაზე დატრიალებული ამბების შემდეგ კი ისე მშურდა მაიკლ და ჯეინ ბენქსების, ენით ვერ აგიწერთ.
როგორ არ უნდა შემშურებოდა? მართალია, ძალიან ლაღი და სასიამოვნო ბავშვობა მქონდა, მაგრამ მე რომ საჭადრაკო ამოცანებს ჩავჩიჩინებდი, ისინი, ძია ელბერტთან ერთად ჭერში იყვნენ გამოკიდებულები და ისე მიირთმევდნენ ჩაის, თანაც, არ დაგავიწყდეთ – ტორტთან ერთად! და სიცილის ჭიასთან ერთად ფართხალებდნენ!
ახლა ბუშტები? დიახ, დიახ, სწორედ ისინი, მუშტისტოლა დედაბერი რომ ყიდდა, გაბერავდი თუ არა, შენი სახელი და გვარი დაეწერებოდა და ჰაერში აგალივლივებდა.
მისის კორის საშაქარლამოზე და ჯანჯაფილის თაფლაკვერებზე საერთოდ რაღა უნდა ვთქვა? მერი პოპინსის დაბადების დღეზე დასწრებაც არ იქნებოდა ურიგო – სამეფო კობრასაც ვნახავდი, ცხოველების ფერხულსაც, პინგვინსაც გავესაუბრებოდი…
მართალია, მასწავლიდნენ, უფროსებს თავაზიანად უნდა მოექცეო, მაგრამ მის ენდრიუ ტოროლას გალიაში რომ გამოემწყვდეოდა და გვარიანი სიმაღლიდან დაენარცხებოდა ძირს, აუცილებლად მივაძახებდი – ახია შენზე–მეთქი.
სხვათა შორის, ედმონდსაც სიამოვნებით გამოვუცხადებდი სოლიდარობას – ბართლომესნაირი მეგობრის მიტოვება მის ლარკის კაპრიზების გამო მაშინაც სისულელედ მეჩვენებოდა და ახლაც ასე ვფიქრობ.
ჰო, კინაღამ მარმარილოს ბიჭუნა, ნელეი დამავიწყდა – მერი პოპინსს არც დავაცდიდი, რომ ჟაკეტი ეჩუქებინა – ჩემს ქურთუკსაც სიამოვნებით დავუთმობდი.
მერე რა, რომ ძალიან მკაცრი და გაუღიმარი გადია მეყოლებოდა, რომელიც არც დიდედებივით გამანებივრებდა და გამათამამებდა, არც ნამცხვარს გამომიცხობდა და არც ზღაპრებს მიამბობდა ძილის წინ – მასთან გატარებული ყოველი დღე ხომ დაუვიწყარი და საოცრებებით აღსავსე იქნებოდა.
დიდი ამბავი, თუ მისი უცნაური თერმომეტრი მეტყოდა, არც მაინცდამაინც კარგი ბავშვი ხარო – დარწმუნებული ვარ, ბრაზიანი და შუბლშეკრული ძიძა სასწაულების სამყაროში ყოველთვის გამიწევდა მეგზურობას.
და გულის სიღრმეში ჩემზე მეტად არავინ ეყვარებოდა.
სიცილის ეპიზოდი როგორ მიყვარს, სკამ-მაგიდებიანად ჰაერში რომ აფრინდებიან ;დ :*
და კიდე ჩანთიდან რომ უზარმაზარ ნივთებს ალაგებს.
LikeLike
ჰო :) ოღონდ, იმდენი საყვარელი ეპიზოდია მანდ, რომ ყველაზე-ყველაზე გამოვარჩიო, მაინც მიძნელდება.
LikeLike
კი, ნამდვილად ძნელია.
და აქვე აღვნიშნავ, რომ ამერიკული ფილმი პოპინსზე საუკეთესოა. თუმცა რუსულიც კარგია.
LikeLike
რუსულია საუკეთესო, როდე. ამერიკული, უბრალოდ, კარგია.
LikeLike
რუსული კარგად აღარ მახსოვს.
LikeLike
მერი ალბათ ყველა ბავშვის საოცნებო ძიძაა. მეც მათ სიაში ვიყავი. წიგნი, რომელიც არასდროს ბერდება, არც ერთ ასაკში არ გბეზრდება და ყოველი წაკითხვისას თითქოს ასაკი გაკლდება :)
LikeLike
არადა, რუსულად (და ქართულად) მხოლოდ ორი წიგნია ნათარგმნი. კიდევ ოთხია დაწერილი.
LikeLike
სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ პირველი ორი წიგნიდანაც რამდენიმე თავია ამოღებული – არასრული თარგმანია :(
LikeLike
დავითრგუნე:>
LikeLike
რატომ? :) ყველაფერი ყველაფერი და ფრიად სახალისო პოსტს ვწერდი, მეგონა :)
LikeLike
პოსტი ისეთი კარგი და გემრიელია (:დ) აღარ ვიცი რა დავწერო, ყველა პოსის ქვემოთ ჩემი, სულერთნაირი, კომენტარია “ბრწყინვალე, როგორც ყოველთვის” :დ ხოდა დამთრგუნა მაგან :დ
LikeLike
ანუ, ერთი ცუდი პოსტიც უნდა დავწერო :) კრიტიკის ქარ-ცეცხლში გამატარებ და ჰარმონიაც აღდგება.
LikeLike
ეგ არ მიგულისხმია :დ მირჩევნია სულ დათრგუნული ვიყო :დდდ
LikeLike
რას ამბობ :))) დათრგუნული მკითხველი მყავდეს, ამისთვის ვწერ მე აქ?! :)
LikeLike
ხოკაი მართლა კი არ ვარ დათრგუნული, რა კომენტარი დამწერა ვფიქრობდი მხოლოდ აღფრთოვანება რო არ ყოფილიყო და ვუალა, აი ისიც :დ
LikeLike
ოკი :)
LikeLike
ადრეული სიყრმიდან მახსოვს, განსკაუთრებით მიყვარდა :) მოლი ზრუნავს ჩვენი ბავშვური ოცნებების გაცოცხლებაზე :)
LikeLike
ბავშვობის ოცნებებზე და წიგნებზე იცოცხლე :) საგანგებო გვერდი მაქვს ბავშვებისთვის და არა მარტო მათთვის.
LikeLike
ნამდვილად, იმდენი საყვარელი მომენტია მანდ, რომ აღარც ვიცი, რომელზე დავწერო. დასაწყისში, კოვზით რომ ასმევს ბავშვებს, მგონი რომიანი პუნში- აუ, როგორ მინდოდა მაგის გასინჯვა და კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში ჩემთვის ნაყიდი ბუშტების გაბერვისას გულის სიღრმეში ვიმედოვნებდი, რომ საკუთარ სახელსა და გვარსაც ამოვიკითხავდი :)
P.S ერთ-ერთი არდადეგები მე და ჩემმა დებმა ორჯონიკიძეში გავატარეთ ბებიასთან და ისე მოხდა, რომ ქართულენოვანი წიგნებიდან მხოლოდ მერი პოპინსი გვქონდა თან.არც კი ვიცი რამდენჯერ წავიკითხეთ, ამიტომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ წიგნთან
LikeLike
კიკიკი, რაღაც ნაყენი აქვს ბოთლით და ყველა სხვადასხვა გემოიან სასმელს იღებს :) რომიან პუნშს თვითონ მერი სვამს :)
LikeLike
me rom wakitxuli ar maqvs . . .
LikeLike
თაია, შენ სად გცალია ასეთი ბავშვური წიგნებისთვის :)))))))))))))
LikeLike
შენ ეგა თქვი, მერი :) თაია, ამ ბოლო დროს, პოსტმოდერნისტული ლიტერატურით არის გატაცებული :)
LikeLike
თქვენი ხათრით ამოვბეჭდე წიგნი და დამცინით :( ახლა იმ მომენტზე ვარ ჯეინს რომ ფაიფურისსინში იტაცებენ .
LikeLike
არ გრცხვენია, თაია? დაგცინით კი არა, აღტაცებული ვარ შენით, ოღონ სერიოზულად.
LikeLike
ძლივს ის მესმის, შენი ასაკის წიგნს კითხულობ და აღტაცებაც აღარ გამოვხატო, თაია? :)
LikeLike
es asakze tqven gikvirt torem biblusis gamyidvelma sruli seriozulobit miitxa, tqven srulwlovani ar xarto :)
madloba, meri :)
LikeLike
ჩვენ ბიბლუსის გამყიდველზე უკეთ გიცნობთ, თაია :)
LikeLike
ის გამყიდველიც მიცნობს :) 4 წელია ვატერორებ :)
LikeLike
წარმოვიდგინე ახლა, ის გამყიდველი რა დღეში გყავს და გული მომიკვდა :(
LikeLike
ჩემი საშინლად ეშინიათ . . . :)
LikeLike
ჩემი ბავშვობის ოცნების ძიძა. ტვითონ ნაწარმოები ძალიან მიყვარს, დაახლოებით ერთი თვის წინ გადავიკითხე, ისე თითქოს პირველად ვკითხულობდი. :) მოლი როგორც ყოველთვის საშინლად კარგად წერ :)
LikeLike
არ მინდა, ეგზალტირებული კომენტარი გამომივიდეს, მაგრამ რა საყვარელი პოსტია, მოლი! მიძღვნამ ხომ საერთოდ გული ამიჩუყა :თვალცრემლიანიპოპინსი:
LikeLike
შენ სხვანაირ პოსტს, უბრალოდ, ვერ დაგიწერდი :)
LikeLike
მადლობა, მოლი :ღაწვებშეფაკლულიპოპინსი:
LikeLike
რას ამბობ, რისი მადლობა :)
LikeLike
გამახსენდა და დამბურძგლა…
LikeLike
ანუ, უვარგია პოსტს :)
LikeLike
ჩემთვის შენი ყველა პოსტი ვარგა, მოლი <3
LikeLike
რაც მთავარია, იეროგლიფები აღარ ჩანს :)
LikeLike
აწწწ! მაგარია ძალიან, ნაწარმოებიც და პოსტიც! :)
LikeLike
ნამდვილად :)
LikeLike
დადებს პოსტებს მოგვებსა და მერიზე, აგვიჩუყებს გულს ყველას და მიდი მერე, იმუშავე :)))))))))))
ჩვენი მერი პოპინსიც ძალიან მომწონს თავისი ერთადერთი პოსტით :))
LikeLike
უფრო არ იოლდება სამუშაო? :)
მერის ერთი პოსტი მირჩევნია ბარე ორ ბლოგს, კომენტატორ-ვიზიტორ-ბლოგროლიანად.
LikeLike
ჰოდა სტერვა იყო რა… პმს ნიშნებით :)
აი, ბიძამისი კაი ტიპი იყო ნამდვილად. მაგასთან დამეგობრება კი ღირდა.
LikeLike
კარგი ახლა, მილორდ, ნამეტანსაც ნუ იტყვი. უსამართლო არ ყოფილა არასოდეს.
ბიძამისი აშკარად უმაგრესი ტიპია.
LikeLike
<3
რა საყვარელი პოსტია, ბავშვობაში დაბრუნებას მოგანდომებს …
მეც ძალიან მიყვარდა მერი .. არა კიდევ მიყვარს ; )
LikeLike
თაიაც კი შემოაბრუნა ჭეშმარიტი ლიტერატურისკენ :) :)
მე მიყვარს მერი :)
LikeLike
რისკენაც იყო შებრუნებული არც იმ ლიტერატურას დაეწუნება რამე. :)
LikeLike
ლიტერატურას არა, ოღონდ, ასე შვიდიოდე წლის შემდეგ. ახლა ზუსტად რომ პოპინსის და მილნის დრო აქვს.
LikeLike
რაიო? მილნი არ აქვს წაკითხული???
WTF!
მორჩა, აღარ ველაპარაკები სანამ არ წაიკითხავს.
LikeLike
არ ექნება წაკითხულო :) ცხვირი მიგრძნობს.
LikeLike
მოიცაააააააააააააააააააა!!!! მილნი მეორე კლასში წავიკი8თხე. ხალახს ნუ მიმხედრებ, მოლი :) და მართლა WTF?
მილნის გადამკიდე იყო სარკის წინ ვარჯიშ და სიმღერა–დუდღნი ვისწავლე :)
LikeLike
კარგი :) მილნი მოვხსენით დღის წესრიგიდან :))))
LikeLike
და ცნობისთვის უკევ მერი პოპინსიც წაკითხული მაქვს :) :(
LikeLike
სტახანოველი ხარ? :) სამ საათში რა მოასწარი :)))) ისა და… აბა ერთი აქაურების შედგენილ საყმაწვილო ბიბლიოთეკას გადახედე და გულახდილად მითხარი, რამდენი წიგნი გაქვს წაკითხული? ეკოს და ფამუქს რომ არ აგდებ ხელიდან, ზღაპრებში როგორ ხარ, მაინტერესებს :ინტრიგანიმოლი:
LikeLike
ვინი – ბიბლიის კატეგორიაში გადის. :) ასე რომ “საბავშვო” ლიტერატურას იცნობს, რას ერჩი.
LikeLike
ბიბლიოთეკა სადაა მითხაი და ვნახავ . . . სამ საათში არაა მოლი საათნახევარში წავიკიტხე . . . რომ ვბრაზდები უფრო სწრაფად ვკითხულობ :)
LikeLike
ალან ალექსანდრ მილნი. ვინი პუჰი და სხვები
ალექსანდრე გოვოროვი. ალკამენე
ალექსანდრე დიუმა. სამი მუშკეტერი
ალექსანდრე პუშკინი. რუსლანი და ლუდმილა
ანე კატარინე ვესტლი. დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა
ანტუან დე სენტ ეგზიუპერი. პატარა უფლისწული
არტურ კონან დოილი. ბასკერვილების ძაღლი
ასტრიდ ლინდგრენი. ბიულერბიუელი ბავშვები
ასტრიდ ლინდგრენი. ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი
ასტრიდ ლინდგრენი. დეტექტივი კალე ბლუმკვისტი
ასტრიდ ლინდგრენი. დეტექტივი კალე ბლუმკვისტი რისკზე მიდის
ასტრიდ ლინდგრენი. ემილის თავგადასავალი
ასტრიდ ლინდგრენი. პეპი გრძელიწინდა
ასტრიდ ლინდგრენი ცეროდენა ნილს კარლსონი
ასტრიდ ლინდგრენი. ჩვენ სალტკროკელები ვართ.
გაბრიელ ტროეპოლსკი. შავყურა თეთრი ბიმი. არა
გურამ პეტრიაშვილი. პატარა ქალაქის ზღაპრები კი
დონალდ ბისეტი. ყველაფერი ყირამალა არა
ედუარდ უსპენსკი. ძია თევდორე, კატა და ძაღლი არა
ევგენი ველტისტოვი. ელექტრონიკის თავგადასავალი არა
ენიდ ბლაიტონი. სახელგანთქმული იხვის ჭუჭული ტიმი
ერიხ კესტნერი. ტყუპთა ოინები ლი
ერნსტ სეტონ-ტომპსონი. მოთხრობები ცხოველებზე არა
ერნსტ სეტონ ტომპსონი პატარა ველურები 22 სრა
ერნსტ სეტონ-ტომპსონი. როლფი ტყეში არა
ეტელ ლილიან ვოინიჩი. კრაზანა არა
ვილჰელმ ჰაუფი. ზღაპრები კი
ზოია ვოსკრესენსკაია. გოგონა ბობოქარ ზღვაში არა
თომას მაინ რიდი. თეთრი თათმანი კი
თომას მაინ რიდი. ოცეოლა კი
თომას მაინ რიდი. უთავო მხედარი კი
იან ლარი. კარიკასა და ვალიას საოცარი თავგადასავალი არა
იანუშ კორჩაკი. მეფე მათიუშ პირველი არა
იანუშ კორჩაკი. მეფე მათიუშ პირველი უკაცრიელ კუნძულზე
იური ტომინი. ქალაქში ჯადოქარი დადიოდა არა
კარლო კოლოდი. პინიქიო კი
კლაივ სტეპლზ ლუისი. ნარნიას ქრონიკები კი
კლარა ფეჰერი. მე კუნძული მექნება არა
კონსტანტინე სერგიენკო. ტიტების ადმირალი კეესი. არა
ლადო მრელაშვილი. იყალთოეული ბიჭები არა
ლუის კეროლი. ალისა საოცრებათა ქვეყანაში აა
ლუის კეროლი. ალისა სარკის მიღმა სამყაროში არა
მარკ ტვენი. ტომ სოიერის თავგადასავალი კი
მარკ ტვენი. ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი კი
მარკ ტვენი. უფლისწული და მათხოვარი კი
მარჩელო არჯილი. სან-ლორენცოელი ბავშვები არა
მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები კი
ნოდარ დუმბაძე. მე, ბებია, ილიკო და ილარიონი კი
ოსკარ უაილდი. ბროწეულის სახლი კი
ოსკარ უაილდი. ვარსკვლავბიჭუნა კი
ო’ ჰენრი. წითელკანიანთა ბელადი კი
პაველ ვეჟინოვი. კვალი იკარგება არა
პამელა ტრევერსი. მერი პოპინსი უკვე კი
ჟიულ ვერნი. კაპიტან გრანტის შვილები კი
ჟიულ ვერნი. საიდუმლო კუნძული. კი
ჟიულ ვერნი. 80 დღე დედამიწის გარშემოკი
ჟიულ ვერნი. 80 000 კილომეტრი წყალქვეშ კი
პეტრე ერშოვი. კუზიანი კვიცი არა
რაფაელ საბატინი. კაპიტან ბლადის ოდისეა კი
რედიარდ კიპლინგი. ჯუნგლების წიგნი კი
რენე რეჯანი. მზის მატარებელი არა
რიჩარდ ბახი. თოლია ჯონათან ლივინგსტონი არა
რობერტ მაკლოსკი. ჰომეროს პრაისის თავგადასავალი არა
რობერტ ლუის სტივენსონი. განძის კუნძული არა
რობერტ ლუის სტივენსონი. შავი ისარი არა
როსტისლავ კინჟალოვი. ტენოჩტიტლანის დაცემა არა
რუდოლფ ერიხ რასპე. ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი კი
რუვიმ ფრაერმანი. ველური ძაღლი დინგო არა
სელმა ლაგერლოფი. ნილს ჰოლგერსონის და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა არა
ფელიქს ზალტენი. ბემბი კი
ფერენც მოლნარი. ბიჭები პალის ქუჩიდან არა
ფერენც მორა. ჯადოსნური ქურქი არა
ფილიპ პულმანი. ოქროს კომპასი კი
ფრენკ ბაუმი. ოზის ჯადოქარი კი
ქართული ხალხური ზღაპრები კი
შარლ პერო. ჩექმებიანი კატა კი
შარლოტა ბრონტე. ჯეინ ეარი არა(ახლ ვბჭდავ)
ჩარლზ დიკენსი. დევიდ კოპერფილდი კი
ჩეზარ პეტრესკუ. ფრამი – ამბავი თეთრი დათვისა აა
ძმები გრიმები. ზღაპრები კი
ჯანი როდარი. ჩიპოლინოს თავგადასავალი კი
ჯანო როდარი. ლაჟვარდისფერი ისარი არა
ჯანი როდარი. ჯელსემინო ცრუთა ქვეყანაში არა
ჯეიმს კრუსი. ტიმ ტალერი ანუ გაყიდული სიცილი არა
ჯეიმს მეთიუ ბარი. პიტერ პენი კი
ჯეიმს ფენიმორ კუპერი. უკანასკნელი მოჰიკანი არა
ჯეკ ლონდონი. თეთრი ეშვი კი
ჯერალდ დარელი. ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები არა
ჯერომ კლაპკა ჯერომი. სამნი ნავში არა
ჯინ ვებსტერი. გრძელფეხება მამილო არა
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე კი
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი კი
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი კი
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები კი
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი კი
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა კი
ჯოან როულინგი. ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი კი
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი. ბეჭდების მბრძანებელიკი
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი. ჰობიტი კი
ჰანს ქრისტიან ანდერსენი. ზღაპრებიკი
ჰარიეტ ბიჩერ სტოუ. ბიძია თომას ქოხი. კი
ჰენრი რაინერ ჰაგარდი. მონტესუმას ასული არა
LikeLike
თავში რაც ცარიელია დატოვებული წაკითხული მაქვს . . .
LikeLike
ავყურა თეთრი ბიმი – ეს რაა კაცო?
ამის წაკითხვას სული მიცხონდეს თუ დე სადის წაკითხვა არ სჯობდეს :)
LikeLike
რატომ, ლორდ სიმართლე რომ ვთქვა ეს ბიმი პირველად გავიფგე . . .
LikeLike
არ წამიკითხავს, მრა ფილმი მაქვს ნანახი და იშვიათი სადისტობაა.
LikeLike
მასე მაგდანას ლურჯაც სადისტობაა და ისა, ღვინია გადაიჩეხა კიდო.
LikeLike
ორივე ერთად არ გამოვა, მილორდ? თუ მაინცდამაინც ალტერნატივაა და ასარჩევი? ბიმს თავისი დრო ჰქონდა, სადს – თავისი. ორივე მომეწონა, სხვათაშორის.
LikeLike
დე სადსაც ვიყიდი ახალ, ლორდ არაა პრობლემა. . ..
LikeLike
სლოკინი ამივარდა :) გაეშვი, თაია, დე სადს, გაეშვიიიი :))))
LikeLike
ჰო… მიუხედავად იმისა რომ ამ სიიდან მე ბევრი არ მაქვს წაკითხული… შეიძლება – უმრავლესობა. ნუ დამეზარა ამხელა სიის წაკითხვა ბოლომდე :) მაინც ვეთანხმები მოლის – დე სადი ნამდვილად ადრეა. :)
ისე მე ძაან ჩემებურად ვკითხულობდი ყოველთვის. წითელი სიკვდილის ნიღაბი მეხუთე კლასში წავიკითხე და სამი მუშკეტერი მგონი ლამის მეათეში :) იმიტომ რომ ერთზე მეუბნებოდნენ ადრეაო და მეორეზე კი როგორ არ წაგიკითხავსო.
LikeLike
მე ჩემი პრინციპი მაქვს : სადმე წიგნი ახსენეს? უნდა ჩავიწერო სახელწოდება და წავიკითხო :)
პ.ს ახლა ჯელსომინო დავბეჭდე და პინტერმა ლამის შემგიანა. არ ახსენოთ ჩემთან წიგენბი თუ არ გინდატ რომ არ წავიკითხო :)
LikeLike
ეხლა ნახეთ, 2 დღეში დე სადის რევიუს დაწერს..
LikeLike
დე სადის რევიუს თუ დაწერს სკანდალი არ აცდება.
არა ერთი და ორი დახურული ბლოგი მინახავს მე ნათესავ-მეგობრების გარედან ჩარევის გამო :)
LikeLike
ჰმ… იმდენს ილაპარაკებთ თქვენ, ბუდუარის რევიუს დაწერას მომანდომებთ.
თაიას მიუკეტავენ ბლოგს შინაურები :) მეორე დღესვე :)
LikeLike
გამახსენდა ბავშვობის დროინდელი ემოციები :)) სულ მინდოდა მაგ სამყაროში,, მათთან ერთდ ყოფნა :)))
LikeLike
მე ახლაც არ ვიტყოდი უარს :)
LikeLike
:) დაგეთანხმები, სიამოვნებით გადავბარგდებოდი, ახლავე:)))))
LikeLike
რა კარგი იყო :)
ჩემი საყვარელი ეპიზოდი ედმონდის და ბართლომეს ამბები იყო და “ბუშტიც არის და ბუშტიც” :) განსაკუთრებით, ის ლედი პრემიერ მინისტრს რომ ეკეკლუცება :)
LikeLike
ედმონდი და ბართლომა უმაგრესობაა :) ბუშტებიც.
ღრმად ინგლისური წიგნია. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ავსტრალიელია.
LikeLike
ეს ბავშვი რა დღეშია, ნახეთ ერთი :))))
ნილსი არ წაგიკითხავს??? რას ამბობ. ეს როგორ მოგივიდა? :)))))
LikeLike
სამნი ნავში და დარელი წაიკითხე კიდევ :)
LikeLike
მოკლედ, ყველაფერი წაიკითხე, რაც მანდ გაქვს გამოტოვებული :)
LikeLike
ჩემზე ამბობ?
LikeLike
აჰა :) აგერ, თამარაც მეთანხმება – დაუყევი სიას და რაც გამოტოვებული გაქვს, წაიკითხე. და რომ მორჩები, იქნებ ეკოს დროც დადგეს :))))
LikeLike
გადამრევთ მე თქვენ . . .
LikeLike
ხომ ხედავ, ლორდმაც გითხრა, დე სადი ადრეაო. მშვენიერი სია გვაქვს აგერ – გამოცდილი და აპრობირებული. მუშაობს ხუთიანზე. ჰოდა, მოკიდე ხელი და წაიკითხე ნელ-ნელა. ჯელსემინო უკვე პროგრესია და კარგია :) ყოჩაღ ჩვენ. რაღაცას მივაღწიეთ. ალილუია!!!
LikeLike
ლორდმა ძალიან მაწყენინა . . . როდის იყო ასე ამამ–შვილურად მაფრთხილებდა\? ეეჰ . . . რაც შეეხება სია უკვე ჩაკრულია ჩემს ბლოკნოტში. იმდენი დაგროვდა ეკო მართლა გაავასვენე გვერდით.
LikeLike
რაკი ეკო და ფამუქი გვერდზე გადადე, აწი რაღა მომკლავს, თაია :))
LikeLike
რაზბორკები მომიწყეს ამასწინებზე ნუ ატრაკებო… ჰოდა პოლიტიკას გადავხედე :)
LikeLike
ფამუქს მესმაედ ვკითხულობ მოლი . . . ეკოს მესამედი კი შემომეკითხა, მაგრამ რაღაც სასტიკად მეარება . . . მეე მივუბრუნდები.
რაზბორკებუ=ი ვინ მოგიწყო, ლორდ?
LikeLike
ააა….
რუსული არ გეცოდინება შენ.
რეკორდისა არ იყოს – რავა არ ეცოდინებათ მეხიკოში მეგრულიო მეც საულ მგონია, რომ ყველამ იცის :)
მაშინ გასაგებია იოტაში რატომ ვერ კითხულობ მაგ წიგნებს.
ტელეფონით მოყოლილი ძაან მაგარია. ჩემი საყვარელი როდარი ეგაა.
და ახლა მაგას ყველაფერ ყირამალასაც თუ დაამატებ – საბავშვო წიგნები მოთავებული გექნება და შეგიძლია ეგრევე ბორის ვიანზე გადახვიდე.
დღეთა ქაფზე – გეტყოდი, მაგრამ დღეთა ქაფი ეკზისტენციალისტების შარჟია და მაშინ ჯერ სარტრი უნდა გქონდეს წაკითხული, ამიტომ – მოვედი, რათა თქვენს საფლავებს დავაფურთხო – აი, ამაზე.
LikeLike
:) :) და თაიამ ბრძენი ლიტ.მრჩეველიც შეიძინა :)
LikeLike
ნწუ, ნაწილობრივ მხოლოდ :)
მაგრამ დე სადს გარკვეული პიკანტურობა ნამდვილად ახლავს თან რაც გარკვეულ ასაკს ითხოვს. და შემზადებას. :)
თორემ ვარდის სახელი, ულისე და გოდოს მოლოდინში – პაჟალუსტა. პრობლემა არაა. :)
LikeLike
და ხმაური და მძვინვარება, რასაკვირველია.
LikeLike
ეს არის, პოლიტიკას გადავხედეო :)))))))) რაის ულისე და რაის გოდოს მოლოდინში. აბსურდი უნდა ახლა ამ ბავშვს?
LikeLike
ნაწილობრივ-თქო :) განსაკუთრებულ შემთხვევებს.
მაგალითად, კიდევ ერთი შემოძლია დავამატო სიას – ჩემი საყვარელი აბსურდისტი – ეჟენ იონესკო… ბექეთსაც კი მირჩევნია.
იმიტომ რომ ძალიან დიდი დოზით აქვს ირონია. და ზოგჯერ გეჩვენება, რომ უბრალოდ გეკაიფება მკითხველს. :)
გაიგე, გლამთაია? – ეჟენ იონესკო. :)
LikeLike
ბარემ ზიუსკინდის კონტრაბასიც ასწავლე :(
LikeLike
ვერ ვასწავლი :( მე თავად არ წამიკითხავს და აბა სხვას როგორ ვურჩიო.
პარფიუმერის იქეთ აღარ წავსულვარ.
LikeLike
კარგიც გიქნია :)
LikeLike
მოლი, მთლად ასე კი არ შემოვბრუნებულვარ :) ზიუსკინდი შეკვეთილი მაქვს და ჩამოს ვლას ველი ზუსტად ეშინიათ ჩემი :ბიბლუსის” გამდყივლებს :)
ცნობისთვის “ტელეფონით მოყოლილ ზღაპრებს” ვკითხულობ. გუშნიდან მოყოლებული არც თვალი დამისვენებია და არც პრინტერი. რა დარეხვილი ქალაქია? მოვკვდი რიდერს და პრინტერს შრი სირბილით. წესიერ წიგნს იყიდის კაცი.
LikeLike
ტელეფონით მოყოლილი ზღაპრები პალიტრა ელის გამოცემულია, თაია და ბიბლუსში აუცილებლად იქნება. ნუ მოკალი პრინტერი :)
LikeLike
ზიუსკინდი და მიშიმა :( ორი გაწბილება იყო… ცუდი არაა (განსაკუთრებით მიშიმაა კარგი) მაგრამ მე რაღაც ძალიან სასწაულს ველოდი ალბათ.
LikeLike
ვის არ შურს ბენქსების:) უკარგესი პოსტია
LikeLike
სენქს ე ლოთ!
LikeLike
ჩემი ოცნების ძიძა :) ზუსტად ისეთი წარმომედგინა, როგორიც რუსულ ეკრანიზაციაში იყო :) ამ ახალ წელს “სეკვესტრში” რომ არ მოაყოლებინათ რუსული ფილმები, დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი კიდევ მერის :)
LikeLike
ზუსტად მაგ სეკვესტრის შიშით, შუა დეკემბრიდან მოყოლებული, ძველ საახალწლო ფილმებს ვიწერდი დაჩქარებული წესით და ახალ წელს ჩვეული ტვ-პროგრამით შევხვდი :) ოღონდ, კომპიუტერში.
LikeLike
მახსოვს ეს წიგნი პირველად, რომ წავიკითხე საოცარი ემოციებით დავიმუხტე… რამდენიმე დღე ჩარჩენილი ვიყავი მერი პოპინსისეულ სამყაროში.. : )
LikeLike
მე ახლაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე. უბერებელი კლასიკაა.
LikeLike
ლედი მერი ♥♥♥♥
LikeLike
ლედი სოვერშენსტვო :)
LikeLike
ლედი სტერვა :0
LikeLike
იცი როგორი პოსტი მინდა-მჭირდება, ასაკის მიხედვით ვინ რა ლიტერატურა უნდა წაიკითხოს? ყოველთვის მქონდა პრობლემა, სულ ვკითხულობდი ახლა რა წავიკითხო მეთქი :) მაგალითად ბავშვებმა რა უნდა წაიკითხონ მოზწრდილებმა რა და ა. შ. აქ ყველაზე ბევრი და განათლებული ვიზიტორი გყავს მოლი და გილოცავ რა თქმა უნდა, მე მაგალიტად არ მომეწონა 50 წიგნის სია :) რისი არ წაკითხვა არ შეიძლება? :) ეჰ ძალიან გავუტიე :) ოკ ვივი შეკვეთილი პოსტები არ შეიძლება მაგრამ… ოკ წავედი სანამ გამაგდებთ :)
LikeLike
50 წიგნი, თუ იმ სუპერპროექტს გულისხმობ, არც მე მომწონს.
LikeLike
ჩამოვწერო? :)
LikeLike
ტელეფონით მოყოლილ ზღაპრებს ბისეტი მიუმატე და საბავშვო ლიტერატურა მოთავებული გექნება და პირდაპირ ბორის ვიანზე გადადიო :)))))))))))))))) შენ გაიხარე, მილორდ, ასე გემრიელად, საუკუნეა, არ მიცინია.
LikeLike
კი მაგას ვგულისხმობ :)
LikeLike
კოშმარული სიაა. წიგნები კენჭისყრით და ლაიკების ოდენობით არ უნდა ირჩეოდეს.
LikeLike
თანაც რთულია ასე აიღო და თქვა ეს და ეს წიგნიო. ასაკობრივი ზღვარი მაინც გაეკეტებინათ, სულ ცოტა დაიხვეწებოდა მაგით. ეჰ მე ვინმეკითხება :)
LikeLike
ჰო, რთულია. დიდ სერიებს, როგორც წესი, რედაქცია ჰყავს, პროფესიონალებით დაკომპლექტებული და გამოცემებსაც მყარი კრიტერიუმებით არჩევენ. ეს პროექტი მთლიანად კენჭისყრის საფუძველზე დგება, აქედან – ყველა მინუსიც.
LikeLike
მე ყველა წიგნის შეძენა მომიწევს რომელიც მიყვარს, ან იმის რომელიც მინდა ჩემს შვილს უყვარდეს. რა უნდა ვქნა ამდენი ფული რომ არ მაქვს? მეც დავიწყო ბიბლიოთეკებიდან წიგნების წამოღებები და უკან არ დავაბრუნო? :)
LikeLike
ბიბლიოთეკა ნელ-ნელა ივსება, ვივიენ. მეც, თავის დროზე, ცარიელი თაროებით დავიწყე.
LikeLike
მეც მასე ვაპირებ, შემოწირულებების იმედზეც ვარ :)
LikeLike
ბავშვი ვარ ჯერ კიდევ შეიძლება ითქვას,მაგრამ მაინც მომნატრებია ბავშვობა. <3
LikeLike
აბა მე რა უნდა ვთქვა მაშინ :( დავბერდი უკვე.
LikeLike
მოლი ამ პოსტს არ ეხება, მაგრამ ძალიან მაინტერესებს რა პროფესიის ხარ?
LikeLike
რამდენჯერმე ვახსენე მგონი – იურისტი ვარ :)
LikeLike
აღარ მახსოვდა მე.. :))) ლიტერატურათმცოდნეც… :)
LikeLike
აჰ, არა :))) უბრალო მკითხველი :)
LikeLike
კომენტარის დაწერა მინდოდა და ძლივს ჩამოვყვინთე ფსკერამდე :)
მომწონს აქაურობა თქო მინდოდა მეთქვა..
ავყვინთავ ახლა ისევ
:*
LikeLike
მადლობა დიდი :) ბევრი კომენტარის გამო შექმნილი უხერხულობისთვის – სორრი :)
LikeLike
აუ, მოლი, მეც მინდოდა ასეთი ძიძა მყოლოდა. მახსოვს, სკამებისგან ვიშენებდი კოშკებს და საწოლის დიდ გადასაფარებელს ვაფარებდი, რომ დამებნელებინა. შიგნით ლეიბს ვიფენდი, წიგნი და ფარანი შემქონდა და სხვადასხვა გმირის თავგადასავალს ვიზიარებდი :) მართალია მერე, რამდენიმე საათში, მამიდაჩემის ყვირილი იკლებდა გარემოს, დალაგებულ სახლშ ნუ მირევო, მაგრამ სამყაროსმოწყვეტის ტკბილი საათების გაზიარებას მაინც ვასწრებდი :დ
LikeLike
:) აჰა :) პოპინსი არ გაგიბრაზდებოდა არანაირად :)
LikeLike
შენი ჩამოთვლილი ეპიზოდები მიყვარს, მაგრამ ყველას ტყუპების ამბავი მირჩევნია . . . ბოლოში კინაღამ ვიტირე :(
LikeLike
აბა, სამი საკონფერენციოო?
LikeLike
[…] კომპასი” და “ოზის ჯადოქარი”, “მერი პოპინსი” და “სალამურას თავგადასავალი”, […]
LikeLike
[…] ერთადერთი და როგორ გგონიათ, ამისთანა ძიძას ბენქსების ხუთ ბავშვთან გამკლავება […]
LikeLike