სერიალებს ჩემს ბავშვობაში მრავალსერიიან მხატვრულ ფილმებს ეძახდნენ. სხვათა შორის, სიამოვნებით ვუყურებდი, რადგან არც უსასრულოდ გრძელდებოდა და ვერც მოსაწყენს დაარქმევდით. ოთხმოცდაათიანების დასაწყისში მოზღვავებულმა ლათინოამერიკულმა სისულელემ კი თავი მომაბეზრა და “საპნის ოპერებზე” ხელი, შეიძლება, ითქვას, საბოლოოდ ჩავიქნიე.
ჟანრის ნიუანსებში ბევრად უკეთ გარკვეულმა ნაცნობებმა “ER“- იც შემომთავაზეს, “ჰაუსიც” და “სიცრუის თეორიაც”, მაგრამ გული ვერც ერთს დავუდე. თქვენ წარმოიდგინეთ, “Lost“-ის პანდემიასაც გადავურჩი – ორიოდე სერიას კი შევავლე თვალი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ არც თუ უხეიროდ დაწყებული საქმე მორიგი კომერციული მარაზმისკენ მიდიოდა.
შარშან, დეკემბერში, ჩემმა მეგობარმა რომელიღაც მეორეხარისხოვან ტორენტ-საიტზე ატვირთული ახალი ბრიტანული სერიალის პირველი სამი ეპიზოდის ბმული გამომიგზავნა, თან მირჩია – უყურე, ნამდვილად არ ინანებო. რის ვაივაგლახით გადმოვწერე, ჩავრთე და…
დღემდე დარწმუნებული ვიყავი, რომ არტურ კონან დოილის შედევრალური ეპოპეის საუკეთესო ეკრანიზაცია რუსი კინემატოგრაფისტების გადაღებული მრავალსერიიანი ფილმი გახლდათ (ამაში, სხვათა შორის, თავად ბრიტანელებიც მეთანხმებიან), ახლა კი უკვე აღარ ვიცი, ძველი, ბავშვობისდროინდელი, კლასიკური ჰოლმსიანა უფრო მომწონს თუ BBC-ის ახალი “შერლოკი”.
კრეატიული პერფორმანსების მოყვარულები უთუოდ დააფასებენ იმას, რომ მოქმედება, ყველა სხვა ვერსიისგან განსხვავებით, ჩვენს დროში ხდება – ჰოლმსი “Land Rover Defender“-ს მართავს და შემთხვევის ადგილს ვებ-კამერით ათვალიერებს, უოთსონი ფრიად პოპულარული ბლოგის მეპატრონეა, ინსპექტორი ლესტრეიდი კი იდუმალებით მოცული მორიგი თვითმკვლელობის დეტალებს ჟურნალისტებს საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე აცნობს.
არაფერია იმაზე ძნელი, ვიდრე ლეგენდარული ნაწარმოების მორიგი ეკრანიზაციით რაღაც ახალის თქმა, მაგრამ ვფიქრობ, ავტორებმა ეს მოახერხეს, თანაც ისე, რომ ჰოლმსიანას ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ქარგა არ დაურღვევიათ – მისის ჰადსონი ისევე საყვარლად გულუბრყვილოა, ექიმი უოთსონი – ერთგული და მიამიტი, მაიკროფტ ჰოლმსი – ფლეგმატურობის განსახიერება, შერლოკი კი – გენიალური და ექსცენტრული. და ეს ექსცენტრულობა ბენედიქტ კამბერბეტჩის ახალგაზრდა პერსონაჟის შესაფერი უფროა, ვიდრე მეცხრამეტე საუკუნის ბრიტანელი ჯენტლმენისა.
მთავარი გმირების კანონიკური სახეების შენარჩუნების ფონზე კი სასიამოვნო სიურპრიზად და გონებამახვილურ მიგნებად აღიქმება ის, რომ კრიმინალური სამყაროს გენიოსი ჯიმ მორიარტი ხანშიშესული პატრიარქი კი არა, კომპლექსებით დახუნძლული ყმაწვილია, ექიმი მორტიმერი და ბიოლოგი სტეპლტონი კი არც მეტი, არც ნაკლები… ქალბატონები არიან.
ფილმს ხიბლს დინამიურობაც მატებს – იდუმალი ხლართების და დედუქციური ფეიერვერკების მოყვარულებს მოწყენა იოტისოდენადაც არ ემუქრებათ. ნამდვილი ინგლისური იუმორით გაჯერებულ თავბრუდამხვევ კალეიდოსკოპს საოცრად ამშვენებს ექსპრესიული მუსიკა, ისე, როგორც ძველ, რუსულ ეკრანიზაციას უხდებოდა დინჯი, ჭეშმარიტად ბრიტანული მედიდურობით აღსავსე მელოდია.
სერიალის ავტორები პოლიტკორექტულობის თანამედროვე სტანდარტებს და კონსპიროლოგების მიერ შეთხზულ მითებს ერთნაირი ხალისით დასცინიან – დიდი დეტექტივის მთავარი მავნე ჩვევა კოკაინის ნაცვლად სიგარეტია, ჰოლმსიანას Femme Fatale-ს – აირენ ადლერს ხანდახან გოგონებისკენაც გაურბის თვალი, უოთსონი კი იძულებულია, ყველგან თავგამოდებით ამტკიცოს, რომ ის და შერლოკი მხოლოდ მეგობრები არიან…
ძველთაძველი პრინციპი – “ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო” – ყველაზე ზუსტად, ალბათ, კინოს ესადაგება, ამიტომ ბევრი ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენთ – უმჯობესი იქნება, განთქმული მაძებრის თანამედროვე ფათერაკებით თავად დატკბეთ. მე კი, საფინალოდ, მისს ადლერს გონებამახვილურ რებუსს დავესესხები და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეტყვით:
I am Sherlocked!
ვინ არს რომე არ იყოს დეტექტივით შეძრული? ^^
LikeLike
არიან :) იშვიათად, მაგრამ მაინც :)
LikeLike
კარგი ტიპები ჩანან, ბრიტანელები მაგრები არიან.
ბლოგი რა საინტერესოა ;დ
LikeLike
შენ აირენ ადლერის ბლოგი უნდა ნახო, როდე :) :)
LikeLike
” შერლოკი კი – გენიალური და ექსცენტრულია” <<< სწორედ ეს ორი ნიშანი ხდის პერსონაჟს ყველაზე არაორდინალურსა და გამოჩეულს..
დამაინტერესა სერიალმა, დარწმუნებული ვარ ჰოლმი იმედებს არ ამჯერად გააცრუებს.. ისე მოლი ინგლისური იუმორისა რა გითხრა… დიდად ვერ დაიკვეხნიან.. (პირადი მოსაზრება)
LikeLike
ნუ, ეს გემოვნების ამბავია, ნია.
LikeLike
შერლოკი მართლა ძალიან მაგარია და საერთოდ ჯერ არ სემხვედრია ბრიტანული “თივიშოუ” რომელიც “ჩავარდა” !
პოსტიც ძალიან კარგია, მართლა ძალიან კარგია :)
ჰო, სანამ ისევ განწყობაზე და შთაბეჭდილებების ქვეშ ხარ, ერთ ძალიან მაგარ ბრიტანულ სერიალს გირჩევ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მოგეწონება :) “downton abbey”
LikeLike
შთაბეჭდილების ქვეშ ერთი წელია, ვარ. უბრალოდ, პირველი სამი ეპიზოდის შემდეგ გადაღება შეწყდა და ახლახანს განახლდა…ჰოდა, ველოდები და ვუყურებ.
დანკე, მოვიძებ აუცილებლად.
LikeLike
არ შეუწყვიტავთ, სეზონი მორჩა. ახლაც ერთი სერიაღა დარჩა და მომავალ წლამდე აღარ იქნება :შ
პ.ს თუ ონლაინში უყურებ ხოლმე გამოგიგზვნი ლინკს : )
LikeLike
სეზონი მორჩა იმიტომ, რომ მარტინი ჰობიტის გადასაღებად წავიდა.
ლინკები ოხრად მაქვს, ონლაინიც და ოფფლაინიც.
LikeLike
დაუნტონ იბეის ლინკი შემოგთავაზე :დ ოფლაინ ლინკი რა ნიშნავ? :დდდ
LikeLike
დაუნტონსაც ჩემით ვიპოვნი. ოფფლაინ ლინკი ტორენტის ლინკს უნდა ნიშნავდეს, დააჭერ, ჩატვირთავ, გადმოიწერ და ოფფლაინ უყურებ.
LikeLike
ვეჭვობ “ტიუდორების დინასტია”-ს მივატოვებ და ამ სერიალს ჩავუჯდები. ერთი-ორმა დეტალმა დამაინტერესა.
LikeLike
არ ინანებ. ტიუდორები არც გაგახსენდება.
LikeLike
შერლოკი და უოთსონი. <3
:) ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სერიალი,აი მართლა "შერლოკდ" ვარ!
ბიბისიმ,მე თუ მკითხავთ,შესანიშნავი ეპიზოდების შექმა შეძლო,მიუხედავად იმისა,რომ წიგნი – წიგნია და სერიალი თითქმის სულ სხვა.
ბენედიქტზე აღარაფერს ვიძახი. :) უკეთესი შერლოკი ვერ წარმომიდგენია,ჩემეული შერლოკია ძალიან.
LikeLike
მეც ზუსტად ეს იმპრესიები მაქვს, ანა :)
LikeLike
არადა ისეთი კარგია სერიალია და რა ცოტა მაყურებელი ვყავართ თურმე საქართველოში. :(
LikeLike
რატომ ცოტა, თურმე ბევრი უყურებს.
LikeLike
ეს სერიალი ნამდვილად არ ვიცი მაგრამ გირჩევ “castle” -ს უყურო. დეტექტივ ქალის და მწერლის სესახებაა. მოკლედ ჯერ მარტო სამი სეზონია გადაღებული და ისეთი საინტერესოა პირადად მე სამ დღსი სულმოუთქნელად ვუყურე :)
LikeLike
ვაგროვებ დეტექტივებს :) არადა, ერთადერთ სერიალს ვუყურებ ჯერ.
LikeLike
ისე რობერტ დაუნი უმცროსის გარდა მე შერლოკი შერლოკად მიმაჩნია და არც რეიჩელ მაკადასის გარეშე არ ვცნობ არცერთ აირენ ადლერს :)
LikeLike
სრულიად გეთანხმები “Castle” ჩემი ერთ–ერთი ფავორიტი სერიალია, არაჩვეულებრივი იუმორით და საინტერესო სიუჟეტით.
LikeLike
არ მინახავს და არც ვნახავ! :)
LikeLike
შინაარსს მოგიყვებით, მილორდ ) აუცილებლად :)
LikeLike
დეტექტივის ყურებაში გავერთე, თორემ აქ წესით და კანონით პირველი ლაიქიც და კომენტარიც ჩემი უნდა ყოფილიყო. მეც მეც Sherlocked
LikeLike
პოსტი აქაა, ნინო, სად გაიქცევა :)
LikeLike
ვაჰ, უფრო საინტერესო ჩანს, ვიდრე წარმოდგენა შემეძლო:)
LikeLike
ვერ მოვწყდი, იმდენად საინტერესოა, მემე.
LikeLike
ლესტრეიდი რა სიმპათიურია, ღმერთო კი მომკალი :)
LikeLike
ჰოლმსი ნახე შენ :)
LikeLike
მოლი ისე მომინდა ნახვა ლამისაა სამსახურიდან ახლავე გავვარდე :) ერთი სული მაქვს.
სერიალების დიდად მოყვარული შეიძლება ითქვას, რომ არც მე ვარ და ვერც “Lost” “ER” “Lie to Me” –ს დავუდე გული, თუმცა “ჰაუსი” გამონაკლისი იყო.
LikeLike
ჩემთვის ერთადერთი გამონაკლისი, ჯერჯერობით, შერლოკია.
თუ ნახავ, შენი იმპრესიებიც გაგვაგებინე. ძალიან მაინტერესებს, როგორ მოგეწონება.
LikeLike
მოლი ბევრი, რომ არ ვილაპარაკო I am Sherlocked too! მადლობა შენ არაჩვეულებრივი “უიკენდისთვის” :)
LikeLike
მშვენიერია! :) ძალიან კარგი :) მიხარია, რომ მოგეწონა :)
LikeLike
რამდენი ხანია ვაპირებ დავიწყო ყურება.
რუსული ნანახი მაქვს.
ისა და ქართულს საიტებზე დევს? საიდან გადმოვწერო? :შ
LikeLike
ქართული პორტალების არაფერი ვიცი :( მე http://rutracker.org – დან ვიწერ.
LikeLike
ვცდი საღამოს.
თუ ვერ ვნახავ, შეგაწუხებ :)
LikeLike
რაის შეწუხება. საღამოს შინ ვიქნები და თუ რამე, მომწერე.
LikeLike
ამჟამად “რეგიონ ტვ”-დ წოდებულ არხზე ვუყურე ერთ სერიას, და მახსოვს რომ ძალიან ჩამთრევი იყო, კარგი გადაღებული. სამწუხაროდ გაგრძელება არ მინახავს თუმცა აუცილებლად დავიწყებ : )
LikeLike
რომელი სერია იყო, ხომ არ გახსოვს? სულ ხუთია გამოსული. სამი ძველი, ორიც ახალი.
LikeLike
ალბათ პირველი, იმიტომ რომ რომელიღაც მკვლელობის ადგილას მივიდა ჰოლმსი და და მერე შემთხვევით მოხვდა იმ ადგილას უოტსონი და გაიცნეს ერთმანეთი.. ასე მახსოვს მე : )
LikeLike
ჭიამაია, მგონი სხვა სერიალს იხსენებ. უოთსონი ჰოლმსს პირველად ბეიკერ-სტრიტზე ხვდება. ბინის დაქირავება უნდა და მეგობარი მიიყვანს. კლასიკურ ვერსიაში ასეა. აქ, თუ სწორად მახსოვს, მეგობარს უოთსონი ლაბორატორიაში მიჰყავს და ჰოლმსს იქ აცნობს.
LikeLike
შეიძლება სიუჟეტში რაღაც მერევა, მაგრამ რაც მე ვნახე ნამდვილად შერლოკი იყო, ჩემ ძმას ვუყვებოდი მერე საღამოს მგონი გაათანამედროვეს მეთქი …
კლასიკურში კი ვიცი როგორცაა… სურათზე გამოსახული მსახიობებიც მახსოვს :s
LikeLike
მეი ბი. მთავარია, რომ ეს არის და მოგეწონა. თამარამ, ლესტრეიდია სიმპატიურიო და ჰოლმსი რა ბიჭია, ნახე… ჩასაყლაპი :)
LikeLike
რატომღაც ვიცოდი რომ ახალ შერლოკს შენ შეეხებოდი :) რამდენიმე სერიას ვუყურე ნახევარი წლის წინ და ძალიან მომეწონა, მერე უბრალოდ თავი ვერ მოვაბი ყურებას…. ძალიან მიყვარს შერლოკ ჰოლმსის ისტორიები ბავშვობაში გადაღეჭილი მქონდა თითოეული :) ერთხელ უნდა ჩავუჯდე და ვუყურო ამ სერიალს წესივრად :)))) ^_^
LikeLike
სულ ხუთია, ჯესს :) ბევრი წვალება არც დაგჭირდება.
ჰოლმსი ჩემი ფავორიტია (ეს კიდევ რბილად ნათქვამია) და რომ არ დამეწერა, არ გამოდიოდა :)
LikeLike
I know that :* ^_^
LikeLike
პოსტს ვერ ვკითხულობ :( კარაკულებია ისევ :( იმედია გასწორდება
LikeLike
შენთან და ნათიასთან ჭირვეულობს :( გამაგებინე, თუ გამოსწორდა და საღამოს ისიც მითხარი, შინიდან თუ მოახერხებ წაკითხვას :(
LikeLike
სხვათაშორის ზოგჯერ ჩემთანაც რღც კარაკულებია.. და ვორდპრესი ჭედავს ალბათ :(
LikeLike
აჰა, მესამე :( აღარ ვიცი, რა ვქნა :(((
LikeLike
ჩემთან არასდროს უქნია მსგავსი რამ :)
LikeLike
ერთ–ერთი საუკეთესო სერიალია, რაც მინახავს )))
LikeLike
Sure! თან, შენ, ჩემგან განსხვავებით, ამ საქმის ბევრად მეტი იცი,
LikeLike
ბევრის ნახვა თუ ცოდნას ნიშნავს, მაშინ ეგრე გამოდის ))) გაი რიჩის შერლოკი ნახე? მე უკვე ორჯერ ვიყავი კინოში…
LikeLike
თუ მთლად მაგას არ ნიშნავს, ყოველი შემთხვევისთვის, ბევრის ნახვის გარეშე ცოდნა არ გამოდის…
ვნახე, კი. მეორე ნაწილი. ვიყავი კინოში და ოდნავ გადაჭარბებულად ექშენი მეჩვენა. დედუქციური ხაზი შესუსტებულია. აქცენტი ექსცენტრიკაზეა. ინდიანა ჯონსი გამახსენა.
LikeLike
რაღაც ვარიანტში მართალი ხარ… მე ტყის სცენა მომეწონა ყველაზე მეტად. გვაჩვენა ამ კაცმა უკვე ორნაირი ვარიანტი შერლოკის და იმედია დასკვნითი (მესამე) ყველაზე კარგი იქნება, თუმცა იქამდე კიდევ ძალიან დიდი დროა )))
LikeLike
ერთადერთი, რაც მაგ ფილმში მომეწონა, ჭადრაკის თამაშის სცენა იყო.
LikeLike
ჭადრაკის თამაშის სცენა უმაგრესი იყო. პირველ და მეორე შერლოკს შორის აშკარად დიდი განსხვავებაა და შენი არ იყოს, ბიო, ვნახოთ, მესამე რა იქნება. უბრალოდ, ჩვენ ჰოლმსი დედუქციისთვის გვიყვარს და როგორც წესი, პირველ რიგში, დედუქციურ ფეიერვერკს ველოდებით.
LikeLike
მე მხოლოდ პირველი სამი სერია მაქვს ნანახი.. თავიდან ცოტა მეხამუშა ჰოლმსის ხილვა ჩვენს ეპოქაში, მაგრამ საბოლოოდ მაინც ძალიან მომეწონა. მომდევნო სერიებსაც სიამოვნებით ვნახავ. აი, გაი რიჩის ეკრანიზაციით კი საშინლად უკმაყოფილო დავრჩი – არაფრად ვარგოდა.
LikeLike
მე პირველი კადრებიდან მომეწონა, მერი. ეშხიც ზუსტად ამაშია – თანამედროვე ჰოლმსიანა მეტად საინტერესო მიგნებაა.
რიჩის ჰოლმსზე ორივე ხელით გეთანხმები.
LikeLike
თავიდან რამოდენიმე სერია მეც მაქვს ნანახი მაგრამ მერე ვეღარ მოვახერხე, მომეწონა სასიამოვნოდ საყურებელი ფილმია :)
LikeLike
შენ მეორე სეზონი უნდა ნახო, სანდრო. პირველზე უკეთესია :)
LikeLike
100% ეგრი =] მგონი მე წიგნზე მეტად მომეწონა :დ <3
პ.ს. ადრე მეც მქონდა ამაზე პოსტი დაწერილი: http://lunatale.wordpress.com/2011/08/31/sherlock/
LikeLike
ახლავე ვნახავ შენს პოსტს, ლუნა.
შენი პირველი კომენტარია მოლის ბლოგზე. ველქამ.
LikeLike
შენი პოსტის შემდეგ დავინტერესდი და ვაპირებ სერიოზულად ჩავერთო ამ სერიალში!
LikeLike
ჩაერთე, დასაწევად დიდი დრო არ დაგჭირდება. სიამოვნებით კი ნამდვილად ისიამოვნებ.
მერე, თუ არ დაიზარებ, ორი სიტყვით, შენი შთაბეჭდილებებიც მომწერე.
LikeLike
I will, promise!
LikeLike
Deal!
LikeLike
ვნახავ დიდი სიამოვნებით. ლინკი მომე რაააა :) :*
LikeLike
საღამოს დაგიდებ, კატერინა. რუტრეკერზე სამსახურიდან ვერ შევაღწევ. ტორენტებიდან ხომ იწერ? ძალიან კარგი ტორენტ-ლინკი მაქვს.
LikeLike
ოკ, გელი :)
LikeLike
ხო ვიცი ძალიან მაგრობაა! ჩემი ძმა უყურებდა. :) :) :) მაგარია შერლოკი, მე რომ მოვიცლი ვუყურებ! :)
LikeLike
მერე მითხარი, როგორ მოგეწონება.
LikeLike
საინტერესოა :) დასვენების დღეებში “ჩავუჯდები”. სხვა თუ არაფერი, ჩემი ბავშვობის სიყვარულის – შერლოკის თავგადასავლებია :))
LikeLike
ჩვენ ყველა ჰოლმსიდან მოვდივართ :)
LikeLike
miswrebaaa es chemtvis! :D ardadegebi maqvs tan da chavujdebi! :P
LikeLike
მოკლედ, ლამის არის, სკოლაში სიარული ვინატრო არდადეგების ხათრით :პეპი:
LikeLike
mende moli chemi skola aris dawyevlili da eshmakis mociqulebi swavloben iq! :D:D:D
LikeLike
ვაი :) რატომ ასე მძიმედ?
LikeLike
ვაიმე მოლი შეენც? :))) ამას ვუყურებ Fox crime-ზე როგორ მიყვარს .უმაგრესია …თან თანამედროვე შერლოკი რომ არის იმიტომ მომწონს : ))
ეს სერიალი, fringe, visitors (V) და მოსიარულე მკვდრები მიყვარს :დ
ადრე ფსიქ ფაქტორი გადიოდა ეგ მიყვარდა ,მაშინ პატარა ვიყავი და მახსოვს ძალიან მეშინოდა რომ ვუყურებდი :დ
კიდევ მმმმ…..”ვარსკლავთა კარიბჭე ” გადიოდა მაგრად მიყვარდა ; ))))
LikeLike
მეც, თეკო :) ჯერჯერობით ერთადერთი სერიალია, რომელსაც ველოდები და ვუყურებ.
შენ სერიოზული ჩამონათვალი გქონია.
LikeLike
ვგიჟდები.. ვგიჟდები <3
დღეს ღამე დაიდება და ხვალ იმედია რუსულ ნათარგმნსაც მაღირსებენ.
ბენედიქტ… <3
და ნერვები მეშლება რომ ხვალინდელი სერიის შემდეგ 7 თვე მომიწევს ლიდინი
ხომ.. მადლობა საინტერესო პოსტისთვის :)
LikeLike
კი, დღეს ღამით დაიდება და რუსულს, ალბათ, სამშაბათისთვის გადმოვწერ.
შვიდი თვე მართლა ბევრია :(
მადლობა შენ, სტუმრობისთვის :)
LikeLike
თქვენი ხათრით ვუყურე ფილმს. ახლა მეორე ფილმი რომ გამოვიდა იმას ვნახავ. ახლა რა, შაბათს ან კვირას…
და მერე გადავალ სერიალზე.
LikeLike
შთაბეჭდილებები არ დაგავიწყდეს.
LikeLike
[…] მოლი ბლუმმა […]
LikeLike
ძალიან მომეწონა პოსტი!გეთანხმები,იუმორი,მუსიკა,მსახიობები ყველაფერი მომწონს!მიხარია ასეთი თაყვანისმცემელი,რომ აღმოვაჩინე.მესამე სეზონს ველოდები სულმოუთქმელად.თუმცა უნდა ვაღიარო,რომ პირველ რიგში i am “house” ed და ვფიქრობ რომ მეორე რიგი აღარ იქნება :)
LikeLike
hause საერთოდ არ მაქვს ნანახი, თუმცა ქება ბევრისგან გამიგია.
LikeLike
ნახეთ,ძალიან კარგია!
LikeLike
ვაპირებ ნახვას.
LikeLike
სერიალს ვუყურე. and I am Sherlocked…..
ძალიან ძალიან ძალიან მაგარი გადაღებულია!!!!! და მითხარით რომ მესამე სეზონიც გამოვა თუ უკვე გამოსული არ არის :))))) თვალის დახამხამება რომ დაგავიწყდება ისეთი საყურებელია….
LikeLike
აჰ! ეხლა ვნახე IMDB-ზე და პირველი ეპიზოდი 2013-შიო….. რატომ რატომ! :)))) რა მოიცდის ამდენ ხანს…
LikeLike
უოთსონის ბლოგის კითხვა ცალკე სიამოვნებაა. კომენტარები კიდევ უკეთესი :))))))))
LikeLike
მესამე წელს ნამდვილად არ იქნება… არადა, საშინლად მაინტერესებს, რა გააკეთა ასეთი შერლოკმა და როგორ გადარჩა.
მიხარია, რომ მოგეწონა,ჯეინ :)
LikeLike
მოლი ძალიან სასიამოვნოა იმის გაგება, რომ შენ უყურებ ამ სერიალს
LikeLike
სულ ორიოდე სერია მაქვს ნანახი, თან არეულად, მაგრამ საკმარისი იყო, რომ შთაბეჭდილება მოეხდინა. ამაზე სიმპატიური შერლოკი ვერ წარმომიდგენია მე და უოტსონიც რა “გოჭია”… თანაც, რა სჯობს იმას, წიგნს რომ სცდება ფილმი და განსხვავებულ, არაპროგნოზირებად ვერსიას გთავაზობს… თანამედროვე რეალობაში გადმოტანილი მოქმედება რაღაც ისეთ შეგრძნებას აჩენს, თითქოს შერლოკი ისევ აქ არის მისი თავგადასავალი მარტო კი არ მეორდება, ვითარდება კიდეც (ოღონდ არა სტილიდან ამოვარდნილად) და ამაზე უკეთესი შერლოკომანებისთვის რა უნდა შეეთავაზებინათ, არ ვიცი…
მოგწერ აუცილებლად რომ ლინკები მოვიმარაგო :)
LikeLike
საღამოს მომწერე აუცილებლად და ბმულები მოვიძიოთ.
და, ისა… კომენტარი ისეთი დამიტოვე, ოდნავ რომ განავრცო, მშვენიერი პოსტი გამოგივა :) დაწერე, მარიამ, არ დაიზარო :)
LikeLike
მოლ ^_^
მეც შევამჩნიე რომ წერას მოვუკელი და დავბრუნდები ალბათ მალე, ოღონდ სავარაუდოდ სხვა თემით :)
LikeLike
[…] თავად სერიალზე აზრი არ შემცვლია; ისევ აღფრთოვანებული ვარ, […]
LikeLike