ჩემს პიონერულ ბავშვობაში, სხვა უსარგებლო ხარახურასთან ერთად, რომლითაც გულმოდგინედ გვიჭედავდნენ ცნობისმოყვარედ დაცქვეტილ ყურებს, ასეთი ფრაზაც მომისმენია, ავი ენები, რატომღაც, მსოფლიო პროლეტარიატის დიად ბელადს რომ მიაწერდნენ – “წიგნის ქურდი ქურდი არ არისო”.
გულახდილად უნდა გითხრათ – წარმოდგენა არ მაქვს, მართლა ლენინს ეკუთვნის ეს სიტყვები თუ, უბრალოდ, საბჭოეთის მთავარი იდეოლოგის ირგვლივ ხელოვნურად შექმნილი მორიგი მითია. თავის დროზე, პატარა ვალოდია ულიანოვის ცხოვრება და “საქმენი საგმირონი” ლამის გაზეპირებული მქონდა, მაგრამ, სანამ გავიზარდე, საბჭოთა კავშირსაც მოეღო ბოლო და ილიჩის ტომეულების შესწავლის ბედნიერებასაც ავცდი.
სამაგიეროდ, სისხლის სამართლის კოდექსს ვიცნობ ჩინებულად და ბიბლიოფილებისთვის სამწუხაროდ, უნდა გითხრათ – კანონის წინაშე აქლემის, ნემსის და წიგნის ქურდი ზუსტად ერთნაირი პრივილეგიით სარგებლობს – საკანში ადგილი სამივეს ეკუთვნის.
ისე, ჩვენში დარჩეს და მსგავსი ცოდვა მეც რამდენჯერმე დავიდე კისერზე. მოლის ბიბლიოთეკა ასეთი, ფრიად საეჭვო ხერხითაც შევსებულა…
ამ შავ სიაში ქრონოლოგიურად პირველი ასტრიდ ლინდგრენის “ლიონებერგელი ემილის თავგადასავალია”. თავის გასამართლებლად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ხუტორ კატხულდის ონავარ ბინადართან განშორებისთვის ნებისყოფა არ მეყო… მაგრამ მომკალით და ახლაც არ ვიცი, რატომ წამოვაყოლე ხელს ბათუმიდან ტიტუს ლივიუსის “ომი ჰანიბალთან”, ან რითი მომხილა დუნედ და ერთფეროვნად აღწერილმა პუნიკური ომების ქრონიკამ.
აი, “გრძელფეხება მამილოს” რომ ვკითხულობდი, პირველი ფურცლებიდანვე ვიცოდი, რომ უკან დასაბრუნებლად ვეღარ გავიმეტებდი… ოღონდ, იმ დროს მთლად ნორჩი აღარ მეთქმოდა და ბიბლიოთეკარს ორი სანაცვლო წიგნით ხელდამშვენებული ვეახელი, ბოდიშიც მოვუხადე დ მგონი, მაინცდამაინც უკმაყოფილო არ დარჩენილა. მე კი პირად კოლექციას ულამაზესი, უსაყვარლესი და უთბილესი გამოცემა შევმატე, რომელიც, სხვათაშორის, დღეს უკვე ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.
ახლა კი ისეთი რამ უნდა ვაღიარო, ჩემზე საბოლოოდ ჩაიქნევთ ხელს. დეტექტივების პოლონელი ავტორის – იოანა ხმელევსკაიას “რა თქვა განსვენებულმა” ყოველგვარი მზაკვრული განზრახვის გარეშე წამოვიღე ახლობლის ბიბლიოთეკიდან. საოცარი იუმორით გაჯერებულმა თხრობამ, უნიჭიერესად შესრულებულ თარგმანთან ერთად, ისე მომხიბლა და ათი წლის წინ ნაყიდ წიგნში გაუჭრელი ფურცლების აღმოჩენამ ისე აღმაშფოთა, რომ… ბევრი რომ არ გავაგრძელო, აგერ დევს, ზემოდან მეორე თაროზე და ზოგიერთი ეპიზოდის გახსენებისას ახლაც გულიანად ვხითხითებ. ისე, სინდისი კი მქენჯნიდა ცოტა ხანს, მაგრამ პატრონმა ჩემს საწერ მაგიდაზე რომ აღმოაჩინა და ვერ იცნო, მას შემდეგ დიდად აღარ მომიკლავს თავი.
წიგნის უსინდისოდ მითვისების ბოლო მცდელობა კი ათიოდე წლის წინ, უკვე დიპლომირებულ იურისტს მქონდა. ეროვნული ბიბლიოთეკის უკიდეგანო საცავებში ლონდონში გამოცემულ, არტურ კონან დოილის სრულ ჰოლმსიანას მივაგენი. ორი თვე ვერ შეველიე, სამჯერ გადავიკითხე და ბოლოს, ღრმად დამწუხრებულმა, ისევ საჯაროს დავუბრუნე.
ისე ვატყობ, ლაპარაკის საღერღელი ამეშალა და სანამ მართლა ზედმეტი წამომცდენია, არც თუ საამაყო მოგონებებს წერტილს აქ დავუსვამ. ჩემს სტუმარ ბიბლიოფილებს კი ერთი კითხვით მივმართავ: დავიჯერო, მოწონებული წიგნი ხელს არასოდეს გამოგიყოლებიათ?
მე არასდროს :დ
“ისე ვატყობ, ლაპარაკის საღერღელი ამეშალა და სანამ მართლა ზედმეტი წამომცდენია” –მოლი რაღაც სერიოზულ ქურდობას მალავს :დ
LikeLike
ქურდობას არა :)
LikeLike
ეგეც ქურდობაა!
ვერ ვიტან წიგნს რომ თხოულობენ და მერე აღარ მიბრუნებენ ხოლმე :(
მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს და მეც მაქვს მოპარული 2 წიგნი და ემილის მოვიპარავდი დიდი სიამოვნებით :)
LikeLike
იმ ორ წიგნს არ გაგვიმხელ?
LikeLike
“ორი ლაზარეს ზღაპარი” და “გულივერის მოგზაურობა”.
:)
LikeLike
ორი ლაზარე დაბდღეზე მაჩუყეს. მანდ კიდევ ფხაჭნიას ამბავი იყო, თუ სწორად მახსოვს. მშვენიერი წიგნები შეგირჩევია :)
LikeLike
არა, ამ წიგნში მარტო 2 ლაზარეა და სხვათაშორის არც ვნანობ რომ მოვიპარე :D პატრონი ამის წამკითხავი მაინც არ იყო და ჩრჩილი შეჭამდა :)
LikeLike
მე სხვა გამოცემა მქონია. მაგნუმში თქვა ახლა ნატომ, გურამ ასათიანის “ახლაც 26 წლის ვარ” ჩაიდნის სადგამად ჰქონდათ ერთგან და წამოვიღეო. არ იყო წამოსაღები?
LikeLike
ღირსი ყოფილა პატრონი!
მაგას ქურდობა კი არა წიგნის გადარჩენა ქვია :)
LikeLike
ჰიჰიიჰ, ერთი მასე “მოპოვებული” წიგნი მეც მაქვს. სკოლის მასწავლებელს “ვეთხოვე” .. დიდი ხნით.
რამდენჯერაც ხელში მომხვდება სინდისი მაწუხებს, მაგრამ..
ჰოდა, საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდება. ის ერთი კი ბავშვობის სახელსაა საიმედოდ ამოფარებული :)
LikeLike
საბოლოო ჯამში, სინდისი რომ მაწუხებს, იმიტომ დავწერე ეს პოსტიც…
LikeLike
მე მომიპარავს წიგნები, პოსტიც მიწერია ამაზე :)
LikeLike
შენ წიგნი კი არა, ბიბლიოთეკა დააცარიელე, ნათია :)
LikeLike
უი, ჰო :შ
LikeLike
ოჰ, სურვილი კი ბევრჯერ მქონია, მაგრამ არასდროს : )) მართლა ტაროს გასალამაზებლად რომ უდევთ იმათ კი შეიძლება მოპარო, წაუკითხავი წიგნი ცოდოა ><
LikeLike
ხმელევსკაია იყო წაუკითხავი და ასე დარჩებოდა კიდეც, მე რომ არა :)
LikeLike
რა შუაშია, მაგრამ ვგიჟდები ამ ბლოგზე და რა ვქნა <3
პ.ს. სხვათა შორის, მე უცოდველი ვარ ამ დარგში :) უფრო მსხვერპლის როლში ვარ ხოლმე ;)
პ.ს.1. გრძელფეხება მამილოს ვეძებ პოსტი რომ დაწერე, იმის მერე და ბოლოს რუსულად მომიწევს ინტერნეტში წაკითხვა ალბათ ^^
LikeLike
არ ვიცოდი :) მართლა :)
გრძელფეხება მამილო ქართულად ქუჩაში თუ ექნებათ ბუკინისტებს. რამდენი ხანია, ვეძებ და არსად შემხვედრია. რუსულადაც ბევრია ნეტში და ინგლისურადაც, მაგრამ არ ღირს… ქართულ თარგმანს სხვა ეშხი აქვს.
LikeLike
ახლა დავფიქრდი და პატიოსანი აღმოვჩნდი ამ საქმეში. ისე ჩემგან აქვთ მოპარული “ჯეინ ეარი” და გაბრაზებული ვარ.. :D
LikeLike
ჩემგანაც წაუღიათ რაღაცები, მაგრამ რაკი მეც მაქვს მითვისებული, ხმას არ ვიღებ.
LikeLike
რავა არა :)
კარლსონი და პეპი შევიტყაპუნე, აღარ დავუბრუნე პატრონს და თვითონაც მიავიწყდა მერე. აი, ყველაზე კარგი გამოცემა რომ იყო, ვიკლანდის ილუსტრაციებით…
კიდევ ვცადე “ტყუპთა ოინების” მისაკუთრება, მაგრამ ისე უფოფინებდა პატრონი იმ წიგნს, რომ არ გამივიდა და დავაბრუნე :)
LikeLike
ძველი კარლსონი და პეპი <3 რამდენი ვეძებე დახლებზე და მერე მეგობარმა მიაგნო და მაჩუქა <3
LikeLike
მე “ემილს” ვეძებდი ეგრე, უფრო სწორად, აი, იმას, ემილი, ბიულერბიუ და სალტკროკა რომ არის ერთად და როგორც კი წავაწყდი, ვიყიდე :)
LikeLike
ზოგიერთი კია ღირსი, რომ ერთი-ორი წიგნი “გამოვაყოლო ხელს”, მაგრამ მსგავს “ობიექტებთან” ჯერჯერობით თხოვების შეთანხმებასაც ვერ მივაღწიე :D თან რომ გამახსენდება რამხელა სიამოვნებაა წიგნის შეძენა (წაკითხვის მიზნით)… და როგორ ვოცნებობ დღემდე “12 სკამის” “გამქრობის” “დაჭერაზე”… :D არა, არ გამოვდგები წიგნის “ქურდად” :D
LikeLike
ვერც მე :( ხომ ხედავ, ახლაც მაწუხებს.
LikeLike
ადამიანის წიგნი არ შემიტყაპუნებია, არ მიყვარს ეგ, მაღაზიიდან კი გამომიყოლებია ხელისთვის რამდენჯერმე… სტუდენტობის პერიოდის საქმენი საქმირონია არის ეს :დდდდ ცოდვა გამხელილი სჯობს და ახლაც კი მიჩნდება ხოლმე მაგის სურვილი, თანაც ახლა ცდუნება უფრო დიდია, მაგრამ ახლა ვერც გავბედავ და არც მიმაჩნია, რომ ეს არაა დანაშაული. თუმცა რაღაცა სულ არ ვნანობ იმ წიგნების მოპარვას. მე მაპატიე, მოლი :)
LikeLike
შენ კარგად იყავი კატერინა და მეტი სანანებელი არაფერი გქონდეს. მაგას მოევლება.
მე მაინც ვნანობ :)
LikeLike
ვერ ვიტან საშინალდ წიგნს სხვას რომ ვთხოვნი და თუ არ მიბრუნებს მაგაზე საშინელი რეაქცია მაქვს ხოლმე, მაგრამ მე ორი წიგნი მაქვს მითვისებული ბიბლიოთეკიდან :) (თან არცერთი იყო საინტერესო)
LikeLike
ორს არაუშავს :)))) აგერ, მე ოთხი მაქვს :)))) თან, შენი ნადავლი არც მთლად საინტერესო ყოფილა და… მოკლედ, სანანებელი არაფერი გქონია, სანდრო.
LikeLike
მე ერთხელ მაქვს წიგნი მოპარული 6-7 წლისას, ისიც მეზობლის დამწვარი სახლიდან და ისიც იმიტომ რომ ბევრი ნახატი იყო, ჩემი ასაკის “მკითხველისთვის” კი ყველაზე მიმზიდველი სატყუარა აღმოჩნდა.. :)
სხვა ცოდვები არ მახსენდება :))))
LikeLike
ხო აი სამაგიეროდ ჩემგან აქვთ მითვისებული ბევრი… ამ გზით ბარათაშვილის წიგნების ძალიან ლამაზი კრებული დავკარგე, კიდევ დუმბაძის მოთხრობები და არის კიდევ რამოდენიმე : (. დედაჩემი უნებართვოდ წიგნის “გა-თხოვების” უფლებას აღარ მაძლევს, თან ყველაფერს ინიშნავს.
LikeLike
შენ წიგნი კი არ მოგიპარავს, გადაგირჩენია, ჭიამაია :)
LikeLike
ჰიჰ! მომიპარავს, მაგრამ რომ გითხრათ, დიდად ვნანობ–მეთქი, არ ვიქნები გულწრფელი. მე თუ მკითხავ, წლობით რომ წაუკითხავი წიგნები უწყვიათ შინ, მარტო თაროების გასალამაზებლად და ინტელექტუალი ოჯახის იმიჯის შესაქმენლად, ღირსები არიან. თუ ჩემს ბიბლიოთეკაში გადაუშლელ წიგნს აღმოაჩენთ, მომპარეთ, არ მეწყინება.
LikeLike
სადღაც ყვებოდნენ, სუპერ პროექტი რომ არის, 50 წიგნი, რომელიც უნდა იყიდო, სანამ ცოცხალი ხარ (იყიდო გაბოლდებულია)… მოკლედ, ეს წიგნები, რითაც მოიტანეს, იმ პარკებში უწყვიათ კოხტად, არიქა, სუპერი არ დაუზიანდესო…
LikeLike
მე ბავშვობაში წამოვაყოლე ხელს, რაჭაში ვისვენებდი 1 თვე და სოფლის ბიბლიოთეკიდან წამოვაყოლე სელინჯერის “თამაში ჭვავის ყანაში”. ეს ერთადერთი ფაქტია, რომელიც მახსენდება :)
ისე ჩემგანაც წაუღიათ და აღარ დაუბრუნებიათ რამდენიმე წიგნი, ამას ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ და თუ ადამიანს 100% არ ვენდობი, ვაცხადებ, რომ წიგნების გათხოვებას არ ვახდენ :)
LikeLike
სწორი პოლიტიკაა, ფინიკი, ოღონდ, შესასრულებლად რთული… სანამ ამას გაიგებენ, რამდენიმე ადამიანის სამკვდრო-სასიცოცხლოდ განაწყენება მაინც მოგიწევს.
LikeLike
არ მომიპარავს, მიპოვნია :) უფრო სწორად მინათხოვრებია, მაგრამ სანამ არ მომთხოვენ, დაბრუნებას არ ვაპირებ: არც ვახუშტის “აღწერა სამეფოსა საქართველოისას” და არც შარდენის “მოგზაურობისას”. თუმცა სინდისის ქენჯნა მაქვს, იმათგან განსხვავებით ვინც მე არ დამიბრუნა ჩემი წიგნები (ბევრი არ არის, მაგრამ მაინც დასანანია. განსაკუთრებით, რამდენიმე).
LikeLike
ასეთი წიგნები პატრონს თუ არ ახსოვს და დაბრუნებასაც არ გთხოვს, არ ყოფილა ღირსი და ეგ არის.
LikeLike
ხსოვნით კი ემახსოვრებათ, მაგრამ ჩემი დეიდები არიან და რა ქნან (აქ: სირცხვილისგანლოყებშეფარკლული სმაილი)
LikeLike
მაშინ ქურდობაც არ ყოფილა…
LikeLike
zalian kargi posti iyo, moli da ori ambavi gamaxsena.
me wigni jer ar mpmiparavs, magram maimkos aqvs “moparuli” lamis mteli biblioteka afxazetisdan, roca iq omobda. inaxavs da elodeba, rodis chaitans imave bibliotekashi, sadianc camoigo. es mashin moxdeba, roca qartulenovani wignebi afxazetshi usafrtxod iqneba. rac Sheexeba babuas, mas balzakis txzulebaTa sruli krebuli aqvs wamogebuli megobris saxlidan, mtlad moparva ar etqmis, im megobars saxlshi remonti hqonda da wignebs sadgamad iyenebda :)
LikeLike
შენ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს ლუკა :)))))) და რაც მოყევი, მოპარვა მართლა არც ერთი არ არის.
და მამა გყავს ძალიან მაგარი. უმაგრესი.
LikeLike
ენა ჩამივარდა…
LikeLike
მეც
LikeLike
აუ, მე ჯერ არ! :რაპატიოსანივინცხავარ :) კი მიფიქრია, მაგრამ მერე სინდისი დამხარჩობს და … მერე ვნახოთ იქნებ მეც წამიცდეს ხელი! ;)
LikeLike
არ ღირს, ცოტნე, გაეშვი :)
LikeLike
მეც მაქვს რამდენიმე ასეთ წიგნი, ერთი რობერტ პენ უორენის “meet me in the green glen” (ქართულად არაა ნათარგმნი საერთოდ და ამიტომ არც ვიცი როგორ იქნება, მე რუსული თარგმანი მაქვს), უკვე წლებია ვითხოვე და იმდენად მიყვარს, უკან დაბრუნება მიმძიმს :) თუმცა პატრონმა იცის ჩემთან როა, ასე მითხრა ჩემი შვილიშვილები რუსულად მაინც ვერ კითხულობენ და რამდენი ხანიც გინდა გქონდესო :) მეორე წიგნი ჯეინ ოსტინის “სიამაყე და ცრურწმენაა” ინგლისურად. ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ეკუთვნოდა, რამდენიმეჯერ წამოვიღე მათი ბიბლიოთეკიდან და ბოლოს აღარ მივიტანე, თავიდან მართლა ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ მერე რამდენიმე თვეში რომ ვნახე როგორ გადაარჩიეს ძველი წიგნები და ქართულ ორგანიზაციაში გააგზავნეს ვინანე სხვა წიგნებიც რომ არ წამოვიღე :)
LikeLike
არც პირველი ითვლება მოპარულად და როგორც ჩანს, არც მეორე, თეო :)
LikeLike
მაგ ამბავში უმწივლო ვარ :)
LikeLike
ა, კაცი!
LikeLike
vaime ra sayvarlad giweria moli! :* me erti wigni “vetxove” aw ukve yofil klasels 2 wlis win da ver davubrune.. utavo mxedaria tu simartle gnebavt!:P ise dgemde veli chemi daqalisgan “dorian greis portrets”, romelic arc ki dauwyia! :((((((
LikeLike
იქნებ წაიკითხოს შენმა დაქალმა ეს პოსტი :)))))))))) და საერთოდ, ახლა მომივიდა აზრად, აქ რომ ერთმანეთისგან წამოღებულ-მითვისებული წიგნები აღმოაჩინონ ბლოგის მკითხველებმა :)))))))) სკანდალი აგორდება, მტრისას :)
LikeLike
მაგ დაქალს საერთოდ კითხვა თუ ახსოვს კაია! :D დიიიდი ეჭვი მეპარება, რომ ეს ნახოს, მაგრამ პირველ წინადადებაში ვიხუმრე თუ რამეა! :D სკანდალი კი არა სერიოზული აჯანყება დაიწყება! :D მერე აჯანყებულები აქციას მოაწყობენ და გადადგომას მოითხოვენ! :D
LikeLike
არ გვინდა აჯანყება :) მშვიდობა გვირჩევნია :)
LikeLike
სკანდალს რა უჭირს , მოლი . . თუ დამიჭირე “პერედაჩებზე” შენ ივლი :)
LikeLike
“თუ დამიჭირე” აქ “ს” უბრალოდ გამოგრჩა თუ რამე სხვა იგულისხმე? :) :)
არ დაგიჭერენ. თაია. ადრეა ჯერ შენი დაჭერა.
LikeLike
s gamomrcha
LikeLike
:)
LikeLike
აუ, როგორ მიყვარდა “რა თქვა განსვენებულმა” :დ მაგრამ რად გინდა – მე არ მომიპარავს, სხვამ მომპარა :( ან უბრალოდ ვათხოვეთ და მიითვისა. რამდენს ვიცინოდი იოანას მოხერხებულობასა და იუმორზე :))))))
LikeLike
თავის დროზე, ახლობლის დაუდევრობის გამო, მთელი ბიბლიოთეკა დავკარგე და ახლაც რომ მახსენდება, ისე მტკივა გული, სიტყვით ახსნა მიჭირს. იმ ახლობელს დღემდე არ ველაპარაკები… მაგრამ ვისი წიგნიც მივითვისე, იმას არც კი შეუმჩნევია დანაკარგი – არასოდეს წაიკითხავდა და იმიტომ.
LikeLike
მეც მაქვს განათხოვრებული წიგნები, რომლებიც არც კი ვიცი ვის აქვს წაღებული :( ჩემს არ ყოფნაშია მითვისებული :( წიგნის თხოვება მიყვარს, მაგრამ ისეთ ადამიანებზე ვინც ვიცი წაიკითხავს და არც დაბრუნება დაავიწყდება :) აი თქვენგან ნებისმიერს ვათხოვებ წიგნს ისე რომ არც დავფიქრდები <3
LikeLike
როცა ვიცი, რომ ადამიანს კითხვა უყვარს, მის წიგნს როგორ მივითვისებ…
LikeLike
მერი, შენს ახლობელს წესიერი სიკვდილიც არ ეკუთვნის :( რა უბედურებაა :( ასე როგორ შეიძლება :(((( წარმომიდგენია, როგორ გემწარებოდა მთელი ბიბლიოთეკის დაკარგვა :(
LikeLike
გახსენებაც მიმძიმს… ახალი წლის დღეები იყო და ხალხი რომ შუშხუნებს ისროდა, მე და დედი გულის წვეთებით ვაბრუნებდით ერთმანეთს… მაგრამ ახლა, ერთი ჩემი მეგობრის წყალობით, დაკარგულზე უკეთესი ბიბლიოთეკა მაქვს :)
LikeLike
ჩემი თაროებიდან ერთ წიგნს რომ დაემართოს რამე, ალბათ,თან გადავყვები და ბიბლიოთეკა რომ გამიქრეს, არც ვიცი, რა მომივა :(
რა კარგი მეგობარი გყოლია, მერი :გულაჩუყებულიმოლი:
LikeLike
იოანა რა პოპულარული ყოფილა… არ მეგონა.
LikeLike
“რა თქვა განსვენებულმა” ისეთი კარგი გამოდგა, მაგის ხათრით იოანას სხვა წიგნებიც წავიკითხე, მაგრამ ასე ძალიან არც ერთი აღარ მომწონებია.
LikeLike
არა, განსვენებული მართლა სხვაა.
LikeLike
მე რაც მახსენდება ისაა, რომ “დორიან გრეის პორტრეტი” ვითხოვე მასწავლებლისგან და აღარ დამიბრუნებია.. : )
LikeLike
მოკლედ, იდეა მაქვს – მოპარული წიგნების ბიბლიოთეკა შევადგინოთ.
LikeLike
ერთი 100 წიგნი მაქვს უკვე მოპარული და სია სულ უფრო იზრდება ;)
LikeLike
შენ ქინდლში გადმოქაჩულ წიგნებს თუ თვლი, მილორდ, მე 115 მაქვს უკვე და წლის ბოლომდე 1000-მდე ნამდვილად ავალ.
LikeLike
ეგრეა :)
LikeLike
ისეთ წიგნებს ვნახულობ, აქ რომ არასოდეს ჩამოიტანენ :( და გულმა როგორ გამიძლოს? :(
LikeLike
სამაგიეროდ დედაჩემს აქვს მოპარული წიგნების მთელი კოლექცია :დ რომლითაც მშვენივრად ვსარგებლობ..: )))
LikeLike
გული მიგრძნობს, ჩვენ აქ შარს ვერ ავცდებით… ვინმე აუცილებლად იცნობს საკუთარ წიგნებს და……
LikeLike
ჰიჰ! იმიტომაც არაფერს ვაკონკრეტებ :დდდდდდდდდდდდ
LikeLike
ჰო, ბიბლიოთეკის შედგენა არ გამოვა :( საინფორმაციო უსაფრთხოებას ვერ დავიცავთ :(
LikeLike
ერთდერთი წიგნი მაქვს მოპარული “ნარნიის ქრონიკების დასაწყისი”. მეხუთე კლასში მდენად მზაკვრული გეგემა ჩავფიქრე, რომ ახლაც მრხვენია. წიგნთან ერთად ფორმულარიც მოვიპარე სადაც ჩემიგატანის ვადა გადავხაზე (ვითომ დავაბრუნე :) ).
მოკლედ სანამ ვინმეს რამეში დავუჭერივართ . . . ისე, მოლი, ამ პოსტისთვის კომენტარები ინდა გაგეთიშა, აქ ისეთი აღიარებებია . . .
LikeLike
ქალი შენ ყოფილხარ :))))) ფორმულარის მოპარვა რამ მოგაფიქრებინა :))))))
კომენტარებზე უკვე მეც შევფიქრიანდი, ხომ იცი :(
LikeLike
სხვაღაშორის ის ფორმულარი ისე გადავხაზე და დავაბრუნე არავის არ შეუმჩნევია :)
სხვათა შორის წიგნი დღემდე ბიბლიოთეკაში გონია ბიბლიოთეკარს. ბევრი ხალხი ყავდა და არ ინერვიულოთ მე თვითონ დავდებ თავის ადგილზე მეთქი. ადგილილზე დავდე მერე ავირე და გახსნილ ჩანთაში ჩავაცურე. მოკლედ ის წიგნი ახლაც მიგდია თაროზე :)
LikeLike
და ასეთ თავაზიან ციცქნა მკითხველზე ვინმე ცუდს როგორ იფიქრებდა… მოკლედ, თაია, შენს მაგივრად მე შემრცხვა ახლა.
LikeLike
დედა, მოლი ერთი კი არა რატომ ათიც არ მექნება :) ჩვენ გვერდი ბიბლიოთეკა, რომელც აღარ ფუნქციონირებდა. მოკლედ კარი გამოვტეხე (9 წლის ვიყავი) შვიპარე და წიგნები მოვიპარე.
კიდევ გავაგრძელებდი ამ ბაცაცობას, მაგრამ მერე პოლიციია მოვიდა და კარი აჭედა :) :)
LikeLike
აუჰ, თაია, მართლა გაჩერდი ახლა… თორემ უკვე შეღწევით ქურდობა გამოდის და ერთი ის გშველის, რომ ასაკი გაქვს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მინიმუმზე ბევრად დაბალი.
არა, ზუსტად ვიცოდი, რომ რაღაც ამგვარს აუცილებლად აღიარებდი.
LikeLike
ეს ბავშვი სულ გადაირია??? :))))))
LikeLike
არ თქვა :( მე იმას ვწუხდი, ჩვენს ხელში არ გაგიჟდეს მეთქი და ამას ცხრა წლიდან გამოცდილება ჰქონია, მტრისას :)))))))
LikeLike
თაიასთან შედარებით ჩვენ რა ნორჩები და გამოუცდელები ვჩანვართ :დდდდდდდდდ
LikeLike
და ჩვენხელა რა იქნება, შენ ის წარმოიდგინე :)))))))))
LikeLike
მაგრამ რაც მე იქ შიში გამოცადე . . . იატაკი დამპალი იყო და თაროებზე ვბობღავდი რომ არ ჩამტყდომოდა :)
LikeLike
რა ყურასაწევი ხარ, თაია, რომ იცოდე… ჰოდა, ის მაინც თქვი, რა წამოაყოლე ხელს, ღირდა ამდენ შიშად?
LikeLike
რა წამოვიღე და სამხატვრო ლექსიკონი,საბავშო ლესების წიგნი თუ არ ვცდები ფოცხიშვილის კიდევ ზღაპრები. დოსტოევსკის ტომეულებისთვის ვაპირებდი დაბრუნებას მაგრამ ამიჭედეს ის რუდუნებით განგრეული კარი. თანმარტო მე კი არვიყავი . . . ჯგუფური ქურდობა იყო :)
LikeLike
9 წლის ბავშვი დოსტოევსკისთვის ბრუნდებოდი, არა? :)) რუდუნებით განგრეული კარი, ხომ? :)))))
კარგი, მოვრჩეთ ამის განხილვას, თორემ შენ ასაკიც არ გიშველის.
LikeLike
ჩვენ გვინდა მოლისგან ზედმეტი რაღაც წამოცდევინებებიც ;დ
არ მახსენდება ბიბლიოთეკისთვის რამე არ დამებრუნებინოს…
LikeLike
აგერ, მეხუთე წესიერი კაცი. თუ მეექვსე? არა, უფრო მეტი ხართ.
მოკლედ, ჯერჯერობით პატიოსანი მკითხველები ჭარბობენ.
LikeLike
ჰაჰა, კარგი იყო, გულწრფელი აღიარება შეგიმსუბუქებთ სასჯელს მოქალაქე ბლუმ:)))))) მეც ვაღიარებ ბრალეულობას და გთხოვთ, მიმიღოთ წიგნის ქურდთა ასოციაციის საპატიო წევრად:)
LikeLike
ჩემთან ხანდაზმულია, იალინდა :) თან, თუ რამეა, მცირე მნიშვნელობასაც გამოვიყენებ… მიღებით როგორ არ მიგიღებთ, მაგრამ ერთი წიგნის დასახელება მაინც გვჭირდება.
LikeLike
გაგეცინება და ,,პეპი გრძელიწინდა” მოვპარე ბიცოლას 8 წლის ასაკში:)))
LikeLike
სულ არ გამცინებია. მშვერიერი ნადავლია, თან 9 წლისთვის – ლოგიკური. დოსტოევსკის ტომები რომ მოგეპარა, უფრო გამეცინებოდა :))) თუმცა, დოსტოევსკით ასე დაინტერესებულ 9 წლის ბაღანეს ერთს ვიცნობ მე და არა მგონია, მეორეც არსებობდეს :)))))))
LikeLike
სიამოვნებით მოვიპარავდი ,,დანაშაულსა და სასჯელს” ან ,,ეშმაკნს”:))
LikeLike
8 წლისაც? შანსი არ არის. გამორიცხულია.
LikeLike
8 წლის არა, ეხლა ვიგულისხმე:))
LikeLike
ახლა კი :) ახლა – გასაგებია :)
LikeLike
ერთადერთი წიგნი უფროსწორედ მხატვრების ბროშურა,რომელიც სკოლის გვერდით სახელგამში იყიდებოდა და 3 მანეთი ღირდა,ისე მინდოდა მქონოდა ყიდვის მაგივრად ხელი წამიცდა და…ოღონდ დღემდე ვერ ვხვდები როგორ ავწაპნე გამყიდველს დახლიდან, სერიოზული ნიჭი მაქვს ეტყობა და მას შემდეგ ვჩქმალავ)))
LikeLike
სამი მანეთი მაშინ სერიოზული ფული იყო. სკოლის მოსწავლისთვის მითუმეტეს.
LikeLike
აუ ვერაა. :) განა არ გამიკეთებია,ვერ გამიკეთებია.. :)
ისე,სხვათაშორის საერთოდ ერთი უაზრო ჩვევა მაქვს,მარტო “საკუთარი” წიგნების კითხვა მიყვარს.როცა გადავწყვეტ,რამე წავკითხო აუცილებლად შევიძენ თუ საშუალება,მაქვს თუ არადა დაველოდები,როდის მომეცემა საშუალება და მაშინ დავიწყებ კითხვას,მანამდე კი იმას ვკითხულობ რაც მაქვს,უკვე ოჯახში შეძენილი ბიბლიოთეკიდან,რაც არც თუ ისე მციერეა. :)
LikeLike
მშვენიერი ჩვევა გქონია, ანა. კერძო საკუთრება ატრიალებს ამ დედამიწას და წიგნიც (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რამ) საკუთარი ჯობია. ნათხოვარს ის ეშხი არ აქვს.
LikeLike
როგორ არა :) თან არც ისე ცოტა :) ბაღიდან რომ წამოვიღე ქართული ხალხური ზღაპრები, ვერაფრით ვერ გაიგეს სად გაქრა და სახლშიც გულდაგულ ვმალავდი, შემრჩა :) მერე ერთი ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე “სტეფანე რაზინი” და იმდენ ხანს დავიტოვე, რომ ბოლოს ბიბლიოთეკა დაიხურა და შემრჩა წიგნი… სამი წიგნი კიდევ კონკრეტულ ადამიანებს ვეთხოვე და არც გახსენებიათ, გიჟი ვარ დავუბრუნო? ესენი იყო ბალზაკის მოთხრობები, ჯანი როდარის “ლაჟვარდისფერი ისარი” და გოეთეს “ფაუსტი”
:) სულ არ ვნანობ :)
LikeLike
სტეფანე რაზინი რომ ექნებოდათ, ის ბიბლიოთეკა კი დაიხურებოდა :)
ლაჟვარდისფერი ისარი სკოლის სასადილოში მორჩენილი ხურდით ვიყიდე თავის დროზე.
მოკლედ, შენც ბიბლიოკლეპტომანთა კლუბის წევრი ყოფილხარ :)
LikeLike
განა ვიპარავ? უბრალოდ რომ წამოვიღებ იმდენ ხანს არ მიმაქვს რომ მერე მერიდება მიტანის და ბარემ ვიტოვებ :) აი ფორმულიარის მოპარვაზე რომ ვიცინე წეღაან ჰაჰაჰა :)
ისე თავის დროზე ძალიანაც მომეწონა სტეფანე რაზინი :)
LikeLike
მე არ წამიკითხავს :(
შენს ბლოგს რა სჭირს? უთავო მხედარზე პოსტი დაწერაო, მეილი მოვიდა და ვერაფრით გადმოვედი შენთან.
LikeLike
1200 გვერდიანი წიგნია დონელი კაზაკების აჯანყებაზე :) იმ ასაკში კარგი საკითხავი იყო :) მაინ რიდზე დავწერე, მარტო უთავოზე არა :)
LikeLike
ვნახე უკვე :) :)
LikeLike
“ათი წლის წინ ნაყიდ წიგნში გაუჭრელი ფურცლების აღმოჩენა” – წიგნი გადაგირჩენია მოლი და ეგაა :)) მე არასოდეს არაფერი მომიპარავს მაგრამ, ბებიას მოჰქონდა ჩემთვის, სამსახურის ბიბლიოთეკიდან ფრანგული ლიტერატურის მარგალიტები და არც ერთი არ დამიბრუნებია უკან :) არც ბებო მაძალებდა მაინდამაინც, იქ მაინც არავინ კითხულობსო ^_^
LikeLike
აჰა :) გადავარჩინე :) მაგრამ ნატომ რომ გადაარჩინა, იმასთან მაინც ვერ მოვა. ჩაიდნის სადგამად იყენებდნენო…
შენ ბებია გყოლია, ისეთი, როგორიც უნდა გყავდეს :) :)
LikeLike
მოლი მეც იმდენი წიგნი მაქვს მითვისებული ჰარაი პოტერების 5 წიგნი,ლაირას კომპასი,ყვივითეკი კოდალას ორდენი
LikeLike
მოლი, თავიდან არ გამოვტყდი, მაგრამ იმდენი ქურდი აღმოვაჩინე შენს ბლოგზე, რომ გადავწყვიტე ვაღიარო. ჩემი არდაბრუნებული წიგნების სიაშია, ჰარი პოტერის პირველი 5 წიგნი, ყვითელი კოდალას ორდენი, პატარა უფლისწული, ოქროს კომპასი. ახლა ნარნიას ქრონიკები ვიტხოვე და ვნახოთ, დააბრუნებ თუ არა :)
LikeLike
დედიკო მეუბნება, ქურდობის ფაქების მოლისტან მოყოლა, შეიძლება, სარისკო იყოსო :)
LikeLike
ანუ, შენი სპეციალიზაცია ფენტეზი და საბავშვო ლიტერატურაა, ლუკა.
მერვე სართულზე რომ იქნები სტუმრად, იქ არ მოყვე, თორემ მოლისთან მოყოლას არაუშავს :)
LikeLike
წამომყოლია რომელია ))
უჰ, ასეთი აღიარებები ბევრი მაქვს, მიუხედავად იმისა რომ ჯერ 17ის ვარ მხოლოდ :)
მაგრამ იმას ქურდობად არ ვთვლი, მართლა გადაუშლელ წიგნს რომ გათხოვებენ და მერე აღარც ახსოვთ. ასე მითვისებული წიგნები ბევრი მაქვს :)
ერთადერთხელ არ დავაბრუნე ბიბლიოთეკაში წიგნი და შემრჩა ასე ხახვივით, იმიტომ რომ ის ბიბლიოთეკა დაიხურა და ფანტასტიკის ჯანრის თხელი წიგნი აღარავის გახსენებია :)
LikeLike
ერთხელ კიდევ მახსოვს სადღაც მესამე კლასში ვიქნებოდი დაქალს წიგნი ვეთხოვე ლინდგრენის “პეპი და კარლსონი” ერთ წიგნში, არაჩვეულებრივი გამოცემა და მერე აღარ დავუბრუნე, აღარც იმას გახსენებია, მე კიდევ დღემდე ვკითხულობ :) იმ დღეს თაროზე ნახა და უი, ასეთი მეც მაქვს ))
საყვარელი ;დ
სულ არ შევუწუხებივარ სინდისს, რაც მაგას ჩემი წიგნები აქვს წაღებული, მერე დედამისს ვართმევ ხოლმე :დ
LikeLike
აგათა, ის ფანტასტიკის ჟანრის თხელი წიგნი მაინტერესებს ძალიან. ქართული იყო? ქართული და თხელი ახლა აფხაზავას “მკაცრი სამხილი მახსენდება” და კიდევ “მარსის გზა”.
და შენ მგონი, ძველი პეპი და კარლსონი წამოგიღია. კლასიკური გამოცემა. ყველაზე მაგარი და ყველაზე საყვარელი.
LikeLike
არა არ იყო ქართული ვაიმე მოლი ვერაფრით ვიხსენებ სახელწოდებას ძალიან ადრიდნელი ამბავია ეს.
კი ძველი გამოცემაა <3
LikeLike
ქართული თუ არ იყო, არა უშავს. ქართულმა ფანტასტიკამ დამაინტერესა, თორემ რუსული იმდენი იყო ჩვენს დროს, რა დაგამახსოვრებდა.
LikeLike
ისე ვატყობ აქ უცოდველი არავინ არის :დ
LikeLike
სულ რამდენიმე კაცი :)
LikeLike
:D აუ წიგნი არ მომიპარავს,მაგრამ ვაჟაზე არსებულ ბიბლიოთეკაში მაიძულებენ ქურდობას მივყო ხელი :დ ქალი წიგნებს არ მატანს პირადობას თუ არ დავუტოვებ ..არადა პირადობაც ისე მჭირდება …. :D ;) თბილისში უნდა იყო ჩაწერილი მეუბნება რომ გაგატანოო….;) როდის დავიბრუნებთ სოხუმს რომ იქედან ამომწერონ :D
LikeLike
ვინ ტუტუცია ის ბიბლიოთეკარი? :( ნამუსი არ აქვს? ან დევნილებისთვის რაღაც სხვა მექანიზმი არ უნდა არსებობდეს? :( სულ გაგიჟდა ხალხი…
LikeLike
აუ, გელოვანის ბიბლიოთეკა ყველაზე მაგარი ბიბლიოთეკაა. მე ძალიან ჩადაქალებული ვიყაი სასტავთან :D ასეთი მკაცრები რომ არიან, მიტომ აქვთ შესანიშნავი საცავი და სულოდაგულო,რაგინდარა წიგნები. უბრალოდ ხშირად იარე ხოლმე, ეკონტქტე, სახეზე დაგიმახსოვრებენ და მერე ნელ-ნელა შეაპარე, პირადობა რომ გჭირდება Viel Glück
LikeLike
რავი სხვა მექანიზმი არ არსებობს : ))) ეხლა აიდი ბარათს ავიღებ და მინდა თბილისი მეწეროს …მაგ ბიბლიოთეკარის გულისთვის :D
LikeLike
გამორიცხულია, გამოსავალი არ იყოს. პირადობას მაინც არ უნდა ტოვებდე მანდ. რამე სხვა დოკუმენტი, თუ მაინცდამაინც დატოვებაა აუცილებელი…
LikeLike
ჰო რა იდიოტიზმია რა არის… დირექტორს მიმართე ხალხი შეაწუხე, მოახსნევინე სამსახურიდან საერთოდ :) ან ბოლო ბოლო სოხუმი მაინც დაგვიბრუნონ :) სულ რუსების ბრალია რაა… თავხედი ბიბლიოთეკარები, ხელში უნდა გეჭიროს ჩემსავით აეც არაფერს ეკითხებოდე :)
LikeLike
აუ აუ აუ… “რა თქვა განსვენებულმა” ვაიმე, რამდენჯერ მაქვს წაკითხული და ზუსტად, მეზობლისგან წამოვიღეთ. მთელმა ოჯახმა ვიკითხეთ, ვიკითხეთ და შეგვიყვარდა მერე ბავშვივით:D უკან ვეღარ დავაბრუნეთ. ბიბლიოთეკიდან არასოდეს მომიპარავს წიგნი… ბილიოთეკიდან წიგნის გამოტანა და მერე უკან დაბრუნება ჩემი საყვარელი რიტუალია
LikeLike
ანუ, შენც იოანა მიგითვისებია :) :) :) ბიბლიოთეკებთან რომ მეგობრობ, წინა კომენტარიდანაც ჩანს :) ველქამ ბექ, ნინო!
LikeLike
me ara, magram chemebs ki, mamachems ufro meti… ase imartla tavi: mag wignebs kacishvili aravin gadashlida da me kide wavikitxav mainco, tan daayola, gadaushleli wigni codvaao..
chemma dam megobars gamaortva wigni, mere agar daubruna da is me wamovige :D
ravi, me vici ra mdzimea wignis “wartmeva” da amitom mirchevnia viyido an gadavaqseroqso ^^
LikeLike
მამა აბსოლუტურად მართალია, ორივე არგუმენტს ვიზიარებ.
და მეც შენი არ იყოს, საკუთარი წიგნის წაკითხვა მირჩევნია.
ჩამოვიდა შენი თაჩი?
LikeLike
კი ^^ <3
ხვალ ავიღებ, დღეს ვერ გავენთავისუფლე უნფროსს ^^
ხვალე ქოვერიც ჩამოდის, თუ გამიმართლა ორივეს ავიღებ
LikeLike
ორივე ერთად ძალიან მაგარია, ქევან :) ანუ, მე ცალცალკე ჩამომივიდა და სანამ ქავერი არ მქონდა, ქინდლი შინ მედო, ვერ ვატარებდი. დაცვის გარეშე სარისკოა.
მშვიდობაში წინასწარ :)
LikeLike
აი თემაშია :)
http://www.newsarmenia.ru/incidents/20120112/42592403.html
LikeLike
ნამუს ჩუნეკ, ტო?!
LikeLike
არაო? მომიპარავს კი არა, ერთადერთი ნივთია, რის მოპარვაშიც ბადალი არ მყავს. ადგილის მიხედვით, გააზრებულად მომეწებბა ხოლმე წიგნი და აღარ მშორდება. 15 წლის ვიყავი, დეიდაჩემის მეზობელს ,,ჩვენი დროის გმირი” რომ მოვპარე. მერე ამას მოჰყვა პუშკინის თხზულებები, ტოლსტოის რამდენიმე წიგნი… მეტს აღარ ვიტყვი, თორე მიცნონ შეიძლება. სხვადასხვა ადამიანებთან :) ნუ, რა მექნა, ცუდად იდო თაროზე. თან ერთის მეტი, ყველა გადაუშლელი იყო.
ახლა აღარ მომიპარავს კაი ხანია, სამაგიეროდ, ბუკინისტებს დავუვლი ხოლმე და მიზერულ ფასად ვყიდულობ ლიტერატურას.
ჯერ-ჯერობით დაკარგულად ვვთვლი კაფკას პროცესს, და კიდევ, ორი სამი წიგნის დასახელებისგან თავს შევიკავებ. იმედია ინამუსებს ის პიროვნება და დამიბრუნებს
LikeLike
ჰეჰ.. შენთვის დაწერილა ეს პოსტი. სად იყავი აქამდე? მასტერკლასს ჩაგვიტარებდი :) ჩვენ აქ დილეტანტები შევიკრიბეთ და შენ, როგორც ჩანს, პროფესიონალი ხარ :)
გადაუშლელ წიგნს რომ ხედავ, და ისიც იცი, რომ არც არასოდეს გადაშლიან, ცდუნება ასმაგდება :)
ბუკინისტებს მეც ხშირად ვსტუმრობ. ზოგჯერ ისეთი გამოცემა გამოერევა, სხვაგან ვერაფრით რომ ვერ იპოვნი. ძველი, გემრიელი, ბავშვობას რომ გაგახსენებს… ერთია მანდ ცუდი – წიგნები, არც თუ იშვიათად, დაზიანებულია, დანესტიანებული და დამტვერილი. მოუვლელი, ერთი სიტყვით.
LikeLike
ხო, მაგაზე მეც დიდად მწყდება გული. ხანდახან, ძაან რომ მოგინდება იყიდო, დაზიანებული რომაა, გული რომ წაგძლევს და მაინც იყიდი და მერე სახლში თავს ეჩხუბები :)
სწავლება ვის რად უნდა, მთავარია, წიგნი ,,ცუდად” იდოს, წამიღეო, რომ გეძახდეს :დ
LikeLike
არ თქვა :( :( ჩემს სიტყვებს იმეორებ. ზოგჯერ ისეთ წიგნს იპოვნი, გული გაგიჩერდება სიხარულით, ნახავ და ხელში არ აიღება, ისეა გაფუჭებული :(
პროფესიონალის თვალი, ხელი, ალღო და გამოცდილება მაინც სხვაა :)
LikeLike
გულიანად ვიხარხარებდი, გვერდითა ოთახში მყოფი ჩემი დისა რომ არ მერიდებოდეს, – “რა თქვა განსვენებულმა” ანალოგიური გზით მაქვს მოპოვებული და უსინდისო ვიყო, ერთი ბეწოთი მაინც თუ მქენჯნიდეს სინდისი : ))))))
LikeLike
ყოჩაღ შენ და ყოჩაღ ჩვენ :) სწორად მოვქცეულვართ ორივე.
LikeLike
მოლი მე არ მომიპარავს ნამდვილად (არც ვარ ბიბლიოფილი და ნამდვილად და ვერც წაკითხული წიგნების რაოდენობით დავიკვეხნი) მაგრამ მე თვითონ არაერთხელ გავმხდარვარ მსხვერპლი. როგორც აღვნიშნე ნოდარ დუმბაძე ძალიან ახლო ნათესავი იყო ჩემი და შესაბამისად მისი ყველა წიგნი გვქონდა, რა თქმა უნდა ყველა, ავტოგრაფით, დღეს კი “კვირის პალიტრის” გამოცემასთან ერთად რომ გამოდიოდა ნოდარ დუმბაძის წიგნები ჩავუსაფრდი და ყველა ვიყიდე რადგანაც აღმოვაჩინე რომ სახლში ერთი წიგნიც კი აღარ გაგვაჩნდა :(
და რამოდენიმე დღის წინ შენი პოსტის “კაცი, რომელსაც ბავშვები ძლიერ უყვარდა” წაკითხვის შემდეგ, მივადექი ჩემ თაროს და აღმოვაჩინე რომ ჩემი მეფე მათიუშიც სადღაც გამქრალა :(
LikeLike
ჩემს წიგნებს რომ რამე მოუვიდეს, როგორ გადავიტან, არ ვიცი :(( მითუმეტეს, ავტოგრაფიან გამოცემებს :( როგორმე უნდა მოიძიო, თაკლინე. ასეთი ძვირფასი ნივთების დაკარგვა არ იქნება :(
რა მაგის პასუხია და დუმბაძის ის ექვსტომეული მშვენიერი სერიაა, მე მაჩუქეს და არ იცი, როგორი გახარებული ვარ. აბსოლუტურად ყველაფერია. ლექსების ჩათვლით.
LikeLike
ხოოო ის ექვსტომეული ნამდვილად მშვენიერია მაგრამ ძველი ოთხტომეული ძალიან მიყვარდა და თან ავტოგრაფები ამშვენებდა…. მე ძალიან პატარა ვიყავი რომ დაიკარგა ასე რომ არც ვიცი ვინ და როდის წაიღო
ისე ათი წლის წინ ნაყიდი გაუჭრელ ფურცლებიანი წიგნის მოპარვა კი მადლია რომ იცოდე, ალბათ სწორედ მაგას გულისხმობდა, თუ ამბობდა, ბატონი ლენინი წიგნის ქურდი ქურდი არ არისო.
მეც მყავს მეგობარი, რომელმაც სტუმრად მისულმა აღმოაჩინა რომ ცხელი ტაფა სუფრაზე გალაქტიონის ერთ ერთ უიშვიათეს წიგნს ედო ზემოდან, ხო და ტაფა რომ გაგრილდა მოკიდა ხელი გადადო მაგიდაზე და წიგნი სახლში წაიღო. იმ წიგნმა ჩემს ხელშიც გამოიარა და უნდა აღვნიშნო რომ ის ნაიარევი დღემდე ამჩნევია :(
LikeLike
არ მომიპარავს წიგნები, არასოდეს. ვთხოულობ და აღარ ვაბრუნებ. ეხლაც მეზობლის 5 წიგნი მაქვს და არც ის მთხოვს და მეც ვერ ველევი.
LikeLike
[…] ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე თვითონ მოვქცეულვარ ასე და ნამდვილად ვერ დავიწყებ ნიანგის […]
LikeLike
ტიტუს ლივიუსის რომის ისტორიის ტომები, მითუმეტეს პუნიკური ომების ნაწილი შესანიშნავია :) სხვა საქმეა ისტორია თუ არ გაინტერესებს :)
LikeLike
გამომიყოლებია :)
LikeLike