ორი ათასზე მეტი წლის წინ, აღმოსავლეთში მცხოვრებმა ბრძენმა მოგვებმა უჩვეულოდ მოკიაფე წერტილი შეამჩნიეს, ღვთიური ნიშანი განჭვრიტეს და ცის კამარაზე მოძრავი ვარსკვლავის კვალს დაადგნენ…
მანათობელმა გზამკვლევმა მელქიორი, გასპარი და ბალთაზარი, რამდენიმე სამეფოს გავლით, ჯერ იერუსალიმში, იუდეის მეფე ჰეროდესთან მიიყვანა, მერე კი ბეთლემში, სადაც ბაგაში მწოლარე ჩვილი უდარდელად იღიმებოდა და ფუმფულა ხელ–ფეხს იქნევდა.
ახალშობილმა არა და მოგვებმა კი უკვე იცოდნენ, რომ სამყაროს მესია მოევლინა. ამიტომაც მიართვეს განსაკუთრებული საჩუქრები – ქალდეის მეფე მელქიორმა საკმეველი უძღვნა, როგორც უფალს, სპარსეთის ხელმწიფე ბალთაზარმა – ოქრო, როგორც მარადიულ მეუფეს, ხოლო ეთიოპელი გასპარის ნობათი – მური იესოს ჯვარცმასა და მთელი ქვეყნიერების ცოდვათა გამოსყიდვას წინასწარმეტყველებდა…
მას შემდეგ ეს ბიბლიური სიუჟეტი უამრავი დიდი ფერმწერის შთაგონების წყაროდ იქცა. ამ თემაზე ქმნიდნენ შედევრებს გენიალური ლეონარდო და ვინჩი, “მხატვართა მეფე და მეფეთა მხატვარი“ პიტერ პაულ რუბენსი, უფროსი პიტერ ბრეიგელი, სევილიური სკოლის თავკაცი ბართოლომეო მურილიო, ფლორენციელი დიდოსტატი სანდრო ბოტიჩელი…
ჩამონათვალი, თავადაც ხედავთ, მეტად შთამბეჭდავია, მაგრამ ამ გენიოსთა ქმნილებებს შორისაც კი გამოირჩევა ერთ–ერთ ყველაზე იდუმალ მხატვრად მიჩნეული ნიდერლანდელი ფერმწერის – იერონიმუს ბოსხის ტრიპტიქი “მოგვთა თაყვანისცემა“.
იშვიათია ხელოვანი, რომლის შემოქმედება, მიუხედადავად თემატური ერთფეროვნებისა, ვერც ერთი მიმდინარეობისთვის დამახასიათებელ ჩარჩოებში ვერ ჩასვეს. ზოგი მკვლევარი ბოსხს შუა საუკუნეების სიურეალისტს უწოდებს, ზოგი მის ქმნილებებში ასტროლოგიურ და ალქიმიურ სიმბოლოებს ხედავს… იმასაც კი ამტკიცებენ, რომ მხატვარი ერეტიკოსთა სექტის – ადამიტების წევრი იყო.
ასე თუ ისე, “მოგვთა თაყვანისცემა“ არღვევს კანონიკური ნახატისთვის დამახასიათებელ წესს – იერონიმუს ბოსხმა აღმოსავლელი მეფეების, ღვთისმშობლისა და ყრმა იესოს ფიგურებთან ერთად, ტრიპტიქზე ბნელი ძალები გამოსახა. ნახევრად შიშველი ფიგურა უკანა ფონზე, გასპარისთვის გვირგვინი რომ მოუხდია და იქედნურად იღიმება – იუდეველთა მესია ანტიქრისტეა, დაშლილ–დანგრეული ქოხის სიღრმიდან კი მისი თანამზრახველები იმზირებიან. ისინი ცდილობენ, მოგვები შეაცდინონ და დაარწმუნონ, რომ ნამდვილი მესია მათ შორისაა. თუმცა, მარიამისა და იესოს წინაშე მუხლმოდრეკილი ბალთაზარის ფიგურა გვაგრძნობინებს, რომ ბრძენკაცთა შეცდომაში შეყვანა არც ისე იოლია. ჭეშმარიტი ძე ღვთისა დაიბადა და მალე შეუდგება გოლგოთისაკენ მიმავალ ეკლიან გზას, რათა ადამის მოდგმის ცოდვები სამსჭვალებით დასერილი, ნაწამები სხეულით გამოისყიდოს…
ბრწყინვალეა, როგორც ყოველთვის :) და ნახატი მართლა ზალიან მაგარია :))
LikeLike
ტრიპტიხი უმაგრესია, კი.
LikeLike
მადლობა, მოლი, ძალიან კარგი პოსტისთვის! ველოდი ჯერ კიდევ როდის:)
LikeLike
ბოსხზე ალბათ კიდევ დავწერ, მაგრამ სადღეისოდ ეს ტრიპტიქი ვარჩიე – 6 იანვარი, თუ სწორად მახსოვს, კათოლიკეებისთვის ზუსტადაც რომ მოგვების თაყვანისცემის დღეა.
LikeLike
ყველაფერს თავისი დატვირთვა ჰქონია :)
LikeLike
ლორდს დაასწარი, არა? :) აპირებდა ბოსხზე დაწერას თითქოს…
პოლ ვერჰოვენი ერთ ინტერვიუში ამბობს, ჰოლანდიელებს იდეალები რეალობამდე დაჰყავთო თუ რაღაც მსგავსს და მაგალითად ბოსხის “უძღები შვილის დაბრუნება” მოჰყავდა, მაგის მერე დავინტერესდი, მიუხედავად იმისა, რომ მხატვრობაში დიდად ვერ ვერკვევი…
ლინგვისტუსის ბლოგზე წავიკითხე ეს, მგონი :/
LikeLike
სწორად გახსოვს,ბოსხი ალეგორიების დიდოდსტატია და რეალობამდე დაჰყავდა ყველაფერი ღვთიური,ამიტომაც დააბრალეს მისი წმინდანები ყოველთვის ცდუნდებიანო.
LikeLike
გამაჟრიალა,კარგი ენით დაწერილი პოსტია.
მოგვებზე ამბობენ ხელდასმულები იყვნენო და სხვათაშორის იმ მხატვრებზეც რომელთა ნახატებშიც დღედმე ამოუცნობი ალეგორიებია.
LikeLike
ანუ ქვისმთლელთა საძმო მაშინაც არსებობდა…
LikeLike
თუკი ბრძენი სოლომონ მეფე მანამდე იყო რატომაც არ არსებობდა?)) ყრმაც ხომ მისი შთამომავალია,რომელსაც ელოდნენ.
LikeLike
არა, მე მომწონს ეს ვერსია. თან ძალიან.
LikeLike
ის პოსტი გამახსენდა ახლა ო’ჰენრის ,,მოგვების ძღვენზე” :)
LikeLike
ოდნავ სხვა ტონალობაშია დაწერილი :)
LikeLike
მართლა რა ლამაზი ნამუშევარია:) მშვიდი, თბილი ფერები, ზედმეტად ციმციმა შარავანდედების გარეშე <3 გენიალურ!
LikeLike
ზუსტად ისეთი სითბოა, სიუჟეტს რომ უხდება.
LikeLike
ბოსხი ერთ-ერთი ფავორიტია, და საინტერესო მხატვარი. მიყვარს საიდუმლო რაღაცები :*
LikeLike
ნიდერლანდელ მხატვრებს უყვართ სიმბოლოები ^^
LikeLike
თან ძალიან… ყველა დროის და ხალხის ყველაზე ამოუცნობი ნახატი ფლამანდური სკოლისაა.
LikeLike
ძალიან კარგი პოსტია და თავად ტრიპტიქი შედევრი..
მადლობა მოლი ასეთი პოსტისთვის
LikeLike
ტრიპტიქი მართლა შედევრია.
მიხარია, პოსტი რომ მოგეწონა, ჭიამაია :)
LikeLike
კარგია ძალიან! სურათზე არ ვიცოდი. :) მოგვების ისტროა ყველამ იცის და მეც ამ ისტორიის მცოდნეს პატარა რომ ვიყავი ძალიან მომწონდა სახელი ბალთაზარი. :)
LikeLike
შენ აშკარად გაგიმართლა, ცოტნე. ჩემი ბავშობის დროს ასეთ ისტორიებს არ ასწავლიდნენ.
LikeLike
ხო :( ცუდია :(
LikeLike
მშვენიერი წინასაშობაო პოსტია, მოლი. შობას გილოცავ!
LikeLike
მადლობა, მერი. მრავალ ბედნიერ შობას დაესწარი!
LikeLike
kargi iyo :)
LikeLike
დანკე! :)
LikeLike
ჩემს გულში ზიხარ მოლი <3 ძალიან მომწონს ეს მხატვარი, რამდენიმე დღეა ამეკვიატა, ვფიქრობდი პოსტს რატომ არ წერს არავინ თქო :)
LikeLike
მე სადღეისოდ მინდოდა… თან შობაა ხვალ, თან ექვსი კათოლიკებთან ზუსტადაც რომ მოგვთა თაყვანისცემის დღეა.
დანარჩენები რატომ არ წერენ, არ ვიცი :) :)
ბოსხი ჩემი სტუდენტობის სიყვარულია. ასე იოლად ვერ გავეშვები. ერთი დიდი პოსტი მაქვს გეგმაში. მხატვარზე. თორემ იმდენი შედევრი აქვს, ცალცალკე ტილოებს ვერ აუვალ;
LikeLike
ველოდები მაშინ :)
LikeLike
D’accord!
LikeLike
1 პოსტი რა თქმა უნდა მაგარია :)
2 ბღმერთმა იცის საიდან გამახსენდა მოთხრობა, სადაც სწორედ მოგვ ბალთაზარზე იყო მოთხრობილი, რომელიც ეთიოპიის დედოფლისგან უარყოფილი ერტგული საჭურისისა და ბტძენის თანხმლებით ეუფლება ასტროლგიას და ვარსკვლავთმრიცხველობას. შემდეგ ის ახერხებს დაივიწყოს ავი დედოფალი – ბალკისი და მოგზაური მოგვი ხდება. მოკლედ ძალიან საინერესო მოთხრობაა.
3 მოლი, გაშანშლაბეული სკლეროზი მაქვს. პოსტი წავიკიტხე და რატომღაც ვიფიქრე რომ კომენტარიც დავტოვე : ახლა შემოვდივარ და არაფერი . . .
LikeLike
ოჰ, ეს მზაკვარი ეთიოპიის დედოფალი…
ადრეა შენთვის სკლეროზი, თაია. ანგელ.ჯი-ზე სტუმრობას მოუკლე და ყველაფერი კარგად იქნება.
LikeLike
და საიდან იცი რომ 24 საათი ენჯელზე ვაგდივარ? :)
LikeLike
ჩიტმა ამბავი მომიტანა :)
LikeLike
ისევ შნეი ლოგიკის ამბავი იქნება ?
LikeLike
ჰო, აბა რა :)
LikeLike
დილიდან ბოსხის ამ ნამუშევარზე და “ბალთაზარზე” “მეფიქრება” :) ფრანსს გადავავლე თვალი და აქ “მოგვთა თაყვანისცემაც” აღმოვაჩინე… :)
LikeLike
დამთხვევაც ასეთი უნდა… შენი საშობაო განწყობა და ჩემი საშობაო პოსტი. მშვენიერია :)
LikeLike
გენიალური ნახატი და როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი პოსტია :)
LikeLike
პოსტისთვის მადლობა და ბოსხი მართლა გენიალურია.
LikeLike
ბოსხის ნამუშევრები ნამდვილად არ ჯდება შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელ სტილში. ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო იმ დროში კანონიკური წესების დარღვევით ხატვა. ამ ნახატს რაც შეეხება ახალს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ ბოროტი ძალის გამოსახვა ასე თუ ისე ბუნებრივია, რადგან თვითონ ქრისტიანულ მოძღვრებაშიც მიჩნეულია რომ ბოროტი ძალა ყველგანაა და მუდამ ცდილობს ადამიანის შეცდენას. აშკარა კონტრასტია, ერთის მხრივ ახალშობილი მესია, რომელიც ამქვეყნად მოვლენილი ღმერთია და კაცობრიობა უნდა იხსნას, და მეორე მხრივ, ყველაზე დიდი ბოროტება _ ანტიქრისტე, მაგრამ , როგორც შენ თქვი, მოლი, მუხლმოყრილი ბალთაზარის ფიგურა (და არა მარტო ის) მიგვანიშნებს საით გადაიხრება სასწორი…
LikeLike
ბოსხი ძალიან მიყვარდა ერთ დროს. ახლაც მიყვარს…
სხვათა შორის, მსოფლიოს უდიდესი მხატვრების სერიაში (პალიტრა ელი რომ გამოსცემს) ბოლო, ამ კვირის ალბომი ბოსხია.
LikeLike
როგორ მინდა ყველა ალბომი მქონდეს… მარტო მონე, რენუარი და ვან გოგი მაქვს. :X
ოდესმე მაინც ჩამწკრივდება ყველა ალბომი ჩემს თაროზე…. :)
LikeLike
პალიტრა ელის ყველაზე წარმატებული პროექტია. უფრო სწორად, ერთადერთი წარმატებული. საუკეთესო ალბომებია.
LikeLike
mshvenieri postia moli! :** chemi arapunqtualuroba albat ukve sheamchnie da imedia ar miwyrebi gviani vizitistvis! :P shobas gilocav dzvirfaso! <3
LikeLike
სამაგიეროდ, ზუსტად შობას მესტუმრე :) მადლობა, მარიშკალია. შენც გილოცავ. მრავალ ბედნიერ შობას დაესწარი!
LikeLike
დღეს ამაზე კარგი რა უნდა წამეკითხა?!
თან ასე საინტერესოდ გადმოცემული…
შობას გილოცავ მოლი:*
LikeLike
მადლობა, ნინიტო :) შენც გილოცავ. მრავალ ბედნიერ შობას დაესწარი!
LikeLike
სხვათა შორის ამ ცოტა ხნის წინ შობის თარიღთან დაკავშირებით მორიგი კამათის დროს, გავიგე პირველად, რომ თვეც დაახლოებით ცნობილია – თუმცა სავარაუდოდ დეკემბერი ვერ იქნებოდა. ნოემბერი ყველაზე რეალურია ან ყველაზე უგვიანეს დეკემბრის დასაწყისი.
ბეთლემის ვარსკლვლავი ზამთარში არ ჩანდა უკვე, ასე რომ ვერ უჩვენებდა გზას მოგვებს.
LikeLike
ბეთლემის ვარსკვლავი მანდ უფრო სიმბოლო უნდა იყოს, ვიდრე კონკრეტული ასტრონომიული ობიექტი, მილორდ.
LikeLike
გააჩნია როგორ შევხედავთ.
თუ ბიბლიაში აღწერილი ამბები სიმართლეა – მაშინ რეალური ვარსკვლავია, რომელიც შემოდგომაზე ჩანს ბეთლემზე.
კელერს ეკუთვნის ეს ვერსია, თუმცა მანამდეც უთქვემთ სხვა ასტრონომებს, უბრალოდ კელერის ავტორიტეტმა ყველა ჩაანაცვლა და დღეს კელერის სახელს უკავშირდება.
მოგვები წამოვიდნენ სადღაც სექტემბერში – როცა ბეთლემის ვარსკვლავი ყველაზე კაშკაშაა და დაახლოებით ოქტომბერში ან ყველაზე უგვიანეს ნოემბერში უნდა ჩასულიყვნენ ბეთლემში.
ასე რომ ვიღებთ მეტ-ნაკლებად ზუსტ დროს – შემოდგომის შუახანი 2016 წლის წინ.
:)
სიმბოლო უფრო 25 დეკემბერია, რაც მზის დაბადებას უკავშირდება.
LikeLike
ეგ თავისთავად.
თუ რეალურობას ასე შევამოწმებთ, ბევრი რამ შეუსაბამო იქნება. ოღონდ, მე უფრო ლეგენდა და სიმბოლო – 25 დეკემბერი მესიმპატიურება.
ისიც გაგონილი გექნება შენ – ქრისტე ებრაული წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი იყო და იუდა – რომაული სპეცსამსახურის აგენტიო.
LikeLike
შეიძლება ითქვას, რომ ოცნებად მაქვს ბოსხის და ბრეიგელის ტილოების ყველა პერსონაჟს ჩავწვდე და ოდესმე მათი ნახატები სრულად გავიგო.
დიდებული შემოქმედები იყვნენ.
LikeLike
[…] გალერეაში – შიშისმომგვრელ ბოსხს, ცისარტყელას ფერებად მოციმციმე […]
LikeLike