მოლის ზამთრის ბაღში დილიდან განსაკუთრებული ფუსფუსია. მართალია, სამზადისის დროს რამდენიმე ფერადი ბუშტი გამისკდა და ორიოდე არომატული სანთელიც ვიმსხვერპლე, მაგრამ, იმედია, სიცილს არ დამაყრით, იმიტომ, რომ მღელვარებისთვის სერიოზული მიზეზი მაქვს – დღეს ერთი წელი მისრულდება. დამეთანხმეთ, რომ ასეთი თარიღი აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებს.
სიმართლე გითხრათ, ვერც კი შევამჩნიე, როგორ გაირბინა ამდენმა დრომ პირველი, ფრიად გულუბრყვილო პოსტის შემდეგ. შესაძლოა, ვინმეს არც ისე ხანგრძლივ პერიოდად ეჩვენოს, მაგრამ ჩემთვის იმდენად ემოციური და იმპრესიული გამოდგა, რომ თამამად შემიძლია, სალტკროკელ მელკერსონებს დავესესხო და ვთქვა – წელიწადი, რომელიც სიცოცხლეს უდრის…
ჰოდა, ვჩხრეკ ახლა ბუხარს, რომ, რაც შეიძლება, უკეთესი ცეცხლი ავაგიზგიზო და განვლილ თვეებს ვავლებ თვალს… არაფერი დამკლებია – წარმატებით მოგვრილი ბედნიერი წუთებიც მრავლად იყო და წყენაც, ერთგული მკითხველების დაკარგვამაც ბევრჯერ მატკინა გული და ახალი მეგობრების შეძენამაც არაერთხელ გამახარა. სიცხიანიც მივჯდომივარ კომპიუტერს, რომ ჩემი სტუმრებისთვის მოლოდინი არ გამეცრუებინა და გასართობად წასვლაზეც მითქვამს უარი – პოსტი მქონია დასაწერი და იმიტომ…
საბოლოო ჯამში, საწუწუნო ნამდვილად არაფერია – იღბლიანი წელი გამოდგა, პირველ დაბადების დღეს კი ახალი დომენით შევხვდი… ჰო, მართლა, ვასასის საახალწლო კონკურსში ნომინაცია “წლის აღმოჩენა“ მოვიპოვე, თან პატარა და საყვარელი პრიზიც მერგო.
ალბათ, გემახსოვრებათ, რომ საიუბილეო, მეასე პოსტის პატივსაცემად ვერანდაზე შუშხუნა შამპანური ჩქეფდა. ტრადიციას არ ამჯერად ვუღალატებ და ზამთრის ბაღში დაბადების დღის აღსანიშნავად, შოტლანდიურ ვისკიზე გეპატიჟებით.
ბუხარი უკვე დანთებულია და ცეცხლის ენებიც მხიარულად ცეკვავენ, იატაკზე მიმოფანტული ბალიშებიც აქვეა, სასუსნავებიც, ქარვისფერი სითხით სავსე ჭიქებიც და მასპინძელიც, რომელიც სტუმრების თავშესაქცევად ვისკის ისტორიაში მოკლე ექსკურსიისთვის ემზადება.
როგორც ამბობენ, სმენა იყოს და გაგონება…
1494 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ლინდორსის სააბატოს ბერმა – ჯონ კორმა მეფე ჯეიმს IV-გან 870 კგ ქერის ალაოს შეძენაზე თანხმობა მიიღო და “სიცოცხლის წყლის“ გამოხდას შეუდგა, შოტლანდიელებსა და ირლანდიელებს შორის გაუთავებელი დავაა – ვისკის წარმოების საქმეში ორივე პირველობას იჩემებს. მე, რასაკვირველია, ამ ათასწლოვანი კამათის გადასაჭრელად არანაირი არგუმენტები არ მომეძევება, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი – ჩემი სიმპათიები იმ ცეცხლოვანი სითხის მხარესაა, ედინბურგელი სტიუარტები რომ მიირთმევდნენ. ის ამბავიც მსმენია, რომ ამ საკითხში პიონერები სულაც არაბები იყვნენ, მათგან მითვისებული თუ ნებით გამხელილი რეცეპტი კი ლაშქრობიდან დაბრუნებულმა ჯვაროსნებმა ჩამოიტანეს ევროპაში.
დღეს ვისკის ამერიკაშიც ხდიან, კანადაშიც, ავსტრალიაშიც, და თქვენ წარმოიდგინეთ, იაპონიაშიც კი. თუმცა, საუკუნეების წინ, ნისლიან ალბიონზე გაჩაღებული ქიშპობა ოდნავადაც არ მინავლებულა. შოტლანდიელები და ირლანდიელები ერთმანეთს არაფერს უთმობენ, ლეგენდარულ სასმელს ეროვნულ საკუთრებად მიიჩნევენ და განსხვავებულადაც მოიხსენიებენ – სქოთები Whisky-ს უწოდებენ, ზურმუხტოვანი კუნძულის მკვიდრნი – Whiskey-ს.
ასეა თუ ისე, თავდაპირველად ვისკის მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის იყენებდნენ, ვიდრე, 1505 წელს, ედინბურგელმა ქირურგებმა და დალაქებმა მისი წარმოებისა და მოქალაქეებზე გაყიდვის უფლება მიიღეს.
XVI საუკუნის ბოლოს სასმელი იმდენად პოპულარული გახდა, რომ შოტლანდიის პარლამენტმა ვისკის წარმოებას ვეტო დაადო – მოსავალი ისედაც მწირი იყო და ხელისუფლება შიშობდა, რომ ქერის მთელი მარაგი “სიცოცხლის წყლის“ გამოხდას შეეწირებოდა.
უცნობია, რა შედეგი მოჰყვა აკრძალვას, მაგრამ ცხადია – შოტლანდიური ვისკი დღეს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, განუმეორებელი, გამორჩეული არომატით და საოცრად რთული, მრავალფეროვანი თაიგულით, რომლის ერთი ყლუპიც საკმარისია, რომ სასიცოცხლო ძალების მოზღვავება მთელი არსებით შევიგრძნოთ.
თუ ჩემს ნათქვამში ეჭვი გეპარებათ, ყინულითა და ლიმონით შეზავებული “გლენფიდიკი“ ინებეთ, შოტლანდიური ხუთი “S“–ს წესი – Sight, Smell, Swish, Swallow, Splash – ერთად შევასრულოთ და ცეცხლოვანი სითხის უნიკალურობაში თავად დარწმუნდებით.
ოღონდ ერთი პირობით – მოლის ზამთრის ბაღში დღევანდელი შეკრების მიზეზი და იუბილარის სადღეგრძელო არ დაგავიწყდეთ!
მოლიი მომილოცავს,მომილოცავს!
წარმატებულ წელიწადს გისურვებ შენც და შენს ბლოგსაც.ერთი იცოდე და ალბათ იცი კიდეც,რომ შენ ამ ერთ წელიწადში იმდენს მიაღწიე შენს ბლოგთან ერთად,რამდენისთვისაც დანარჩენები წლებია იბრვიან.ეს რა თქმა უნდა იმის დამსახურებაა თუ რამდენად გულწრფელი და საინტერესო ხარ მკითხველისთვის. :)
კიდეევ ბევრ,ბეევრ კარგ მკითხველს ვუსურვებ შენს ბლოგს. :)
პ.ს.ვისკი დარწმუნებული ვარ უგემრიელესია,მაგრამ მე ვერ ვსვამ უნდა მაპატიო.
პ.პ.ს.სანტა კლაუსმა რაო მოლი,საჩუქრებბი მოიტანაა? :)
LikeLike
მადლობა, ანა :) რასაც მივაღწიე, მკითხველთან ერთად… მარტო არაფერი გამოვიდოდა.
სანტა არ მოსულა ჯერ… ეს წამია, გამოვაქვეყნე. მთელი დღე წინაა :)
LikeLike
გილოცავ, მოლი! შენს ბლოგს ვულოცავ ამ ფრიად ღირსშესანიშნავ დღეს! მართლაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სასარგებლო ბლოგია!
დიდხანს გეხაროთ და გებედნიეროთ ორივეს. გაგეხარებინოთ ჩვენი გულები. დაგეპურებინოთ ჩვენი მუდამდამშეული ტვინები!
:*
LikeLike
გაიხარე, ომარ. დიდი მადლობა :)
LikeLike
გილოცავ მოლი:))
LikeLike
მადლობა, ნენსი :)
LikeLike
გილოცავ მოლი, იმედია წელსაც ასევე საინტერესო პოსტებს შემოგვთავაზებ და მაგნუმში კვლავ გაგვამხნევებ ახალ ბლოგერებს. :)
LikeLike
მაგნუმი ზუსტად ამისთვის არის მოფიქრებული :) სენქს ე ლოთ!
LikeLike
გილოცავთ დაბადების დღეს, პატივცემულო ბლოგო ^_^
მე თქვენ და თქვენი ბლოგი ძალიან მიყვარხართ იმიტომ, რომ ბევრს ვსწავლობ თქვენგან.
იმედი მაქვს კიდევ ბევრ წელს გავატარებ თქვენთან ერთად.
სიყვარულით : გრაფინია
LikeLike
იმედია, ქალბატონი ბანოვანი ჩემი მუდმივი და ერთგული მკითხველი იქნება :პატივცემული ბლოგი:
LikeLike
აუცილებლად ^_^
იქ თქვენ და თქვენი შემქმნელი უნდა მეწეროს :)
LikeLike
აჰა :) მადლობაც ორივესგან იყო.
LikeLike
გილოცავთ მოლი შენც და შენს ბლოგსაც, დიდი გოგოები გაიზარდეთ..
უფრო და უფრო მეტი წარმატებები ორივეს.. :* :*
LikeLike
ვისკის აუცილებლად დავაგემოვნებ … :)
LikeLike
გაიხარე, ნია :) მადლობა ორივესგან :) და გემრიელად მიირთვი ვისკი :)
LikeLike
ხეპი ხეპი ხეპი დაბადების დღე <3 მიყვარს აქაურობა :))
LikeLike
დანკე! :)
LikeLike
ჩემი ძია მელკერსონი “დღე რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის”- რა დღე დააწია სახლს გახსოვს? შენ უკეთესად გაართვი თავი სუფრას,ჰოდა გილოცავ დაბადების დღეს,დაე მრავალი წელი მრავალ მკითხველს უმასპინძლოს ამ ბლოგმა ისე როგორც ამ ერთი წლის მანძილზე მასპინძლობდა.
ჯეიმს IV სულით და სისხლით მაინც შოტლანდიელი იყო და ჩემთვის ვისკიც შოტლანდიურია,არ მაინტერესებს ირლანდიელები რას ამბობენ,თუმცა იმასაც ვიტყვი რომ მრავალი ვერსიით ნისლიანი ალბიონის შოტლანდიელები პიქტების შთამომავლები არიან,პიქტები კი პროტოიბერიელები არიან,ჩვენც ხომ არ ავყაყანდეთ?)))))) :ინტრიგანიანგელოზი:
LikeLike
ეს ცალკე პოსტში განვიხილოთ, ანგელოზო. რითი ვართ სხვებზე ნაკლები, ჩვენც მოვითხოვოთ ვისკზე პატენტი. მითუმეტეს, შოტლანდიელი ტამპლიერის ერთ შთამომავალს ვიცნობ, უძველეს ვისკიზე ბევრად სუფთა სისხლი რომ აქვს… ქართველია თან.
მადლობა დიდი მოლოცვისთვის :)
LikeLike
გილოცავ,დიდი გოგო გაზრდილიყოს და სასახელო :)
LikeLike
გაიხარე, კატარინა. ვეცდები მთელი ძალებით :)+
LikeLike
გილოცავ დაბადების დღეს, მოლი ^_^
ცოტა ხნის წინ მეც შევემატე შენი ბლოგის ერთგულ მკითხველთა სიას და ვამაყობ ამით :) მომავალ წელს დარწმუნებული ვარ კიდევ მოგილოცავ დაბადების დღეს.
რას შეეხება ვისკის… შოტლანდიასა და ირლანდიას შორის არჩევანს ვერ ვაკეთებ ვერასდროს… ამიტომ ახლაც თავს შევიკავებ ( ისე ვისკის საკითხში მაინც შოტლანდიისკენ ვიხრები :) )
ჰო, კიდევ სანტა მოვა აუცილებლად…
Dasher and Dancer, Prancer and Vixen, Comet and Cupid, Donner and Blitzen!!! წავედით მოლის ბლოგისკენ!!! :)
LikeLike
სანტას ირმები :)
მადლობა, დეიზი :) მიხარია, აქ რომ ხარ და მკითხულობ.
ისე, ვისკის საკითხში მეც შოტლანდიელი ვარ, გვარ-სახელის მიუხედავად.
LikeLike
:ღობეზეგადმოხტომა:
უჩემოდ დაიწყეთ, არა?? მაპატიეთ, ქალბატონო მასპინძელო, მაგრამ … :ბუშტზეფეხისდაბიჯება: ვერაფრით მოვახერხე უფრო ადრე მოსვლა, მაპატიეთ, მაპატიეთ :შოკოლადისმაგიდაზეშემოდებავითომშეუმჩნევლად: … უი, რამდენნი ყოფილხართ, თქვენც სალამი!
მოკლედ, რა ხდება ახლა! არ ვიცი, რა სადღეგრძელო გამოვტოვე, მაგრამ მასპინძელს ვულოცავ წლისთავს და ახალ წელს განმეორებით! თქვენც გილოცავთ და გისურვებთ ბევრ პოსტს, ბევრ კომენტარს, ცოტა სპამს და დიიიიდ რეიტინგს! :ჭიქისფსკერი:
… ისა, ის ნამცხვარი რაღაც გემრიელად გამოიყურება, მომაწოდეთ,რა! :)
LikeLike
შენ აშკარად სხვა სუფრიდან მოდიხარ, თამარა :)
აქ ჯარიმები არ მოსულა, რამდენიც გინდა, იმდენი დალიე. შოკოლადსაც მოგაწვდით, ნამცხვარსაც და საერთოდ, მთელი სუფრა აგერ არის. მიირთვი, გეთაყვა :)
და დიდი დიდი მადლობა :)
LikeLike
:გულზემჯიღი:
აი, ვინც ამ წელს შენი ყველა პოსტი არ წაიკითხოს, იმას არ ეღირსოს ტოპში მოხვედრა!!! :)))))))
LikeLike
რა მამალი (დედალი) ბლოგერები დაწყევლე ახლა :)))
LikeLike
გილოცავთ მოლი! ვგიჟდები აქაურობაზე – ყველაზე საინტერესო და ყველაზე გემრიელი პოსტები ძალიან, ძალიან კარგი გოგოს ავტორობით:) კომენტარებსაც კი დიდი ინტერესით ვკითხულობხოლმე <3
ბევრ ძალიან კარგ რაღაცას გისურვებ მოლი, გეიხარეთ შენ და აქოურობამ :D <3
LikeLike
აქაური კომენტარები ჩემი სიამაყეა :) არადა, ამბობდნენ, ხალხს ნეტში ორი სიტყვის დაწერაც კი ეზარებაო.
გაიხარე შენ, იაკო :) მადლობა.
LikeLike
მოლი გილოცავ, ჩემთვის წლის აღმოჩენა არ ხარ, იქიდან გამომდინარე რომ რეინკარნაციამდე აღმოგაჩინე და მაშინაც ყველაზე კარგი ბლოგი შენი იყო.
ახლაც ასე ვთვლი. მართალია ახლა შენთან უფრო დიდი სივრცე და ხალხმრავლობაა, მე კი ხალხმრავლობის მეშინია, მაგრამ ზოგჯერ ვგრძნობ საყვარელ სიმყუდროვეს შენთან სტუმრობისას და გული მითბება :) საშინელი ნოსტალგიაც მიპყრობს, ზოგჯერ კი სულ სხვანაირია აქაურობა.
ბევრ ვიზოტორს გისურვებ, იმის მიუხედავად რომ ვიზიტორები სულ უფრო აშორებენ აქაურობას მყუდროებას.
LikeLike
მადლობა, ფსიქე :) გამახარე შენი სტუმრობით.
LikeLike
აბა მოვედი!! :) რა ღრიანცელია აქ უჩემოდ??
ვისიც გინდათ იმის გამოგონილი იყოს ღრმად პატივცემული ვისკი,
Sight, Smell, Swish, Swallow, Splash
50 წელი მომელოცოს აქაურობისთვის მოლი! :)))
LikeLike
უშენოდ როგორ იქნება, ჭიამაია? ხომ დაგპირდი, ვისკის საგანგებოდ შეგინახავ მეთქი…
უჰ :) ორმოცდაათი წლის შემდეგ როგორი ვიქნები, წარმოვიდგინე და გამეცინა :) :) შვილიშვილებს გადავცემ მემკვიდრეობით ბლოგს და პატარა მოლი გააგრძელებს აქ წერას :) :) :)
დიდი მადლობა სტუმრობისთვის :)
LikeLike
გილოცავ, მოლი :)
მე ვისკი კი არა მე მგონი მეყო ახალწლებზე ვთომ გასასინჯად მოწრუპული შამპანური :)
მოკლედპირადად ჩემთვის წლის კი არა საუკუნის აღმოჩენა ხარ :)
LikeLike
სენქს ე ლოთ!
ადრეა შენთვის ალკოჰოლი მეთქი, რომ გითხრა, მაინც არ დამიჯერებ და…
LikeLike
ადრეა, ადრე . . . ცხოვრებაშ ერთადერთხელ დავთვერი, ასე 7 წლის და ისისც იმიტომ რომ ბებიაჩემის გაკეთებული მაყვლის ღვინო კომპოტი მეგონა და მთელი გრაფინი დავლიე :)
LikeLike
პირველ რიგში საკუთარ თავს და შენს მკითხველს ვულოცავ ამ ბლოგის დაბადებას! :* :)
მოლი, წარმატებული, ნაყოფიერი, საინტერესო წელი ყოფილიყოს 2012 და 2013ის სურვილებს 2013ის 3 იანვარს გეტყვი :))
შენს სადღეგრძელოს შამპანურით დავლევ რა. მხოლოდ შამპანური მაქვს ახლა სამსახურში :))
LikeLike
შენ უკვე სამსახურში ხარ? ეჰ :( კარგი კი იყო დასვენების ორი დღე, მაგრამ აშკარად ცოტა გამოდგა :(
დიდი მადლობა სურვილებისთვის და საერთოდ, აქ რომ ხარ. გაისად სამშიც გელოდები :)
და შამპანურიც მშვენიერი სასმელია, არაფერი დაეწუნება :)
LikeLike
გაისად სამში, 2014შიც და 2035შიც შემოვალ :* :* :*
LikeLike
და მეც დიდი სიხარულით გიმასპინძლებ :)
LikeLike
ქალბატონო მოლი!! გილოცავთ დაბადების დღეს შენ და შენს არაჩვეულებრივ ბლოგს! გისურვებ ბევრ ერთგულ მკითხველს და კიდევ მრავალი წელი გაგეხარებინოს აქ შეკრებილი საზოგადოება მრავლისმომცემი პოსტებით! :* აქვე პატარა აღსარებასაც ჩავაკვეხებ და გეტყვი, რომ ჩემი საყვარელი ბლოგერი ხარ ძვირფასო! ძილშიც კი ჩამყვა შენი ბლოგი და რაღაც დამესიზმრა, ოღონდ რა არ მახსოვს! :P
P.S. მომიტევეთ არასრულწლოვნობა და ვისკის ვერ გეახლებით, მაგრამ შოკოლადი ახლოს მომიწიეთ, თუ შეიძლება! და ვისაც გინდათ გადაიღეთ, თორემ მერე აღარ დავტოვებ! :P
LikeLike
უღრმესი მადლობა, ქალბატონო მარიშკალია!
შოკოლადი გადაიღე, რამდენიც გაგიხარდება, ბევრი გვაქვს და კიდევ შემოვამატებთ :)
LikeLike
გილოცავ მოლი! :) იმედი მაქვს კიდევ მრავალი ასეთი თარიღის აღნიშვნას დავესწრები და სიამოვნებით ჩავიკითხავ ბოლომდე. მიყვარს შენი ბლოგი და დიიდ ხანს არსებობას ვუსურვებ
LikeLike
მადლობა, ფინიკი. არ იცი, როგორ მიხარია, შენისთანა ბლოგის მეპატრონე აქ რომ არის, მუდმივად მსტუმრობს და აქაურობა მოსწონს :)
LikeLike
სანტას ოფიციალური ბლოგი:
http://santaclaus-officialblog.com/
მგონი მარტო ინგლისური ესმის :(
LikeLike
გილოცააავ გილოცააავ..მოლი გილოცაააააავ :))))))) სულ სულ სულ ყველაფერს ნათელს და კარგს გისურვებთ შენ და შენ ბლოგს ^_^
LikeLike
გაიხარე, ჯესს :) :) :) დიდი დიდი მადლობა, დღევანდელი ზეიმი უშენოდ ისეთი ვერ გამოვიდოდა, ხომ იცი :)
LikeLike
ძვირფასო მოლი!
მივიღე შენი წერილი და რა გული მომითმენდა, რომ ასეთი გულწრფელი თხოვნა უყურადღებოდ დამეტოვებინა. მით უმეტეს, კარგა ხანია, ჩუმჩუმად შენს ბლოგს ვკითხულობ :) შევაბი რუდოლფი მარხილში და აი, აქ ვარ. მართალია, ცოტა ნაბახუსევი გახლავართ. მაგრამ იმედია, ამის გამო არ დამძრახავთ. რაღა დაგიმალო და ახლა ერთი ჭიქა ვისკი მისწრებაა ჩემთვის. თან რა ჩინებული საზოგადოება შეკრებილა! უჰ, მაპატიე, თაია, დაგეჯახე. თამარა, ისევ ჰოლანდიაში ხარ? ფსიქე, რატომ ზამაცობ, ცოტა მეტი უნდა წერო, მომწონს ენი ბლოგი. აჰა, ფინიკიც აქ ყოფილა,აგათაც, ჭიამაიც, გრაფინიაც, რუსა, გლეხის ბიჭი, თეო, ანგელოზი… მაპატიეთ, თუ ვინმე გამომრჩა, ბავშვებო, ყველა ერთანირად მიყვარხართ. აბა, ჭიქები მოიმარჯვეთ და ჩვენს მასპინძელს სიხარული, ბედნიერება და წარმატება ვუსურვოთ! ერთხმად, ერთხმად! Molly, happy birthday to youuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuu!
LikeLike
ვინ თქვა, არ მოვაო? აი, თუ არ მოვიდააააა!!!!!!!!!!!!!!!!!!
ხომ გეუბნებოდით, ვორდპრესზეა დარეგისტრირებული და ბლოგებს კითხულობსო. აი, ყველა გიცნოთ!
სანტა, მიყვარხარ <3 <3 <3
LikeLike
:დ აჰა, სანტაც არსებობს, მოვიდა, დაგვხედა, დაგვტუქსა. ახლა საჩუქარი მინდა – მოლის გესტ პოსტი ჩემს ბლოგზე ^^
LikeLike
ურცხვი ვარ რა :დ :დ :დ
LikeLike
მაგ საჩუქარზე სანტას ნუ მოაცდენ, მოლიც გაახერხებს :) გპირდები :)
LikeLike
ვიცი მოლ, ^^
ის მახსოვს, თუ სანტა მოვიდა, შენც მიიღებ საჩუქარსო :დ
სანტას კი ბოდიში მინდა მოვუხადო, რომ ისეთი კარგი არ ვიყავი 2011ში, რომ მისგან საჩუქრის მიღების ღირსი ვიყო :( : უსერ:
LikeLike
არც მე მეგონა, ღირსი თუ ვიყავი, მაგრამ ა, ბატონო… სპეციალური სტანდარტებია ბლოგერებისთვისო.
შენს საჩუქარს აუცილებლად მიიღებ, ქევან :)
LikeLike
აეუფ! აქ ვარ, აქ და მომაშორე ეს შავი კაცი, თუ გიყვარდე ერთი :)
LikeLike
პიტერი დაგზდევს, თამარა? მაგას სანტა ვერ მოგაშორებს, ისევ ლორდს უნდა უთხრა.
LikeLike
ჰო, პროფესორებად მაჩვენებს თავს და მაშინებს :)
LikeLike
პიტერი კი არა, ბოგარტი გყოლია :)
LikeLike
ჰოუ ჰოუ ჰოუ!!!
აქ რა ამბავია მეგობრებო.
მოლი!
მივიღე შენი წერილი და შესაბამისად მოპატიჟებაც, გავიგე მთელი წელი კარგად იქცეოდი- დროული და საინტერესო პოსტები, არცერთი ჩავარდნა!
მართალია ცუღლუტობდი კიდეც ( სიგარეტს და სხვა მავნე ჩვევებს აღარ ჩამოვთვლი) თუმცა დრო იცვლება ჩემო მეგობარო. ახლა საჩუქრის მისაღებადაც არსებობს სტანდარტები.- სტანდარტი ბავშვებს, მოზრდილებს, ექიმებს, იურისტებს, მხატვრებს და წარმოიდგინე ბლოგერებსაც კი!
მეც აქ ვარ და დამატებით ვისკი წამოვიყოლე საჩუქრად. ერთი შენ გახარებას, ეს ურჩი ცხოველები სადმე ახლოს გამაჩერებინე, ზამთრის ბაღში.
Dasher and Dancer, Prancer and Vixen, Comet and Cupid, Donner and Blitzen აქეთ…
ვისკი მომაწოდეთ, მოვითქვა სული..
LikeLike
აჰა :) ესეც მეორე სანტა :) პირველი ლაპლანდიიდან იყო ალბათ, ეს კანადელი სანტა კლაუსია.
მადლობა, მადლობა :) ახალი სტანდარტების შესახებ არ ვიცოდი, მაგრამ ჩემი მთავარი საჩუქარი მაინც ის არის, რომ მესტუმრე.
შენი ირმები ზამთრის ბაღში მოვასვენოთ, შენ კი საუკეთესო ვისკის ბოთლს გაგიხსნი. რასაც აქ ხედავ, სულ რჩეული ბრენდია, მაგრამ თუ ესეც გეცოტავა, სპეციალური, ძველთაძველი, საკოლექციო club 99 მაქვს და უკეთესს ვის დავალევინებ :)
LikeLike
ასეა მოლი, სტანდარტები ყველაფერში საჭირო ყოფილა :)
ისე, გამოგიტყდები და საკოლექციო ვისკი არავის შემოუთავაზებია აქამდე, ძალიან კი გამახარე. :თვალებისციმციმიდაეშმაკურიღიმილი:
ძლივს დავუძვერი ამ ჩემ ცოლს, ბავშვივით ხდები სასმელის დანახვაზეო .. ;)
მშვენიერი დაბადების დღე გამოგივიდა, დიდი ხანია ახალი წელი ასე მხიარულად აღარ გამიტარებია, ამიერიდან 3 იანვარიც ოფიციალურად შევა პირადი “holyday”-ების სიაში. :)
ახლა კი დროა წავიდე… ჩემი სამუშაო სრულდება და 1 წლიანი არდადეგები მელის… ისღა დამრჩენია რომელიმე თბილი ქვეყნისკენ ავიღო გეზი (სულ გამოჩერჩეტდა ეს ჩემი ქალი ამ სიბერეში) :)))
მარავალ დაბადებისდღეობას ძვირფასო მოლი!
LikeLike
ცოლს ვინ ჰკითხავს სასმელის ამბავს. შენ მაინცდამაინც დეკემბერ-იანვარს ნუ დაელოდები, სანტა, როცა გაგიხარდება, გამომიარე, საშენო ვისკი არასოდეს გამომელევა. საგანგებოდ საკოლექციოს დაგახვედრებ.
მადლობა დიდი :) გამახარე სტუმრობით და შენ რომ არა, დაბადების დღეც ისეთი არ იქნებოდა.
ერთი სიტყვით, მიზეზი საჭირო არ არის. შემომირბინე ხოლმე. აბა შენ იცი ახლა და კეთილი მგზავრობა.
LikeLike
არც ვეკითხებოდი, მაგრამ ნამეტანი გაანჩხლდა კაცო ამ ბოლო დროს… ეგ არაფერი :) დრო და დრო რომ გამოვეპარები, კი ვიცი სადაც უნდა მოვიდე უკვე. ;)
შეხვედრამდე ! :)
LikeLike
შევთანხმდით :) აბა, დროებით!
LikeLike
მოლი გილოცავ! :) :) :)
მიხარია, რომ არსებობს ადმიანი, რომელმაც ამდენი რამ იცის, ამდენი რამ წაუკითხავს და უნახავს და ამ ყველაფერს ეგოისტურად მარტო თავისთვის არ ინახავს და საინტერესოზე, საინტერესო პოსტებით ჩვენც გვიზიარებს ხოლმე. გილოცავ და გისურვებ ერთგული მკითხველი გაზრდასა და დაუშრეტელ მუზას (შენი მართლაც ეგეთია ;) ). :) :) :)
LikeLike
გამაწითლე :) მადლობა, ცოტნე. განსაკუთრებით, ერთგული მკითხველს მოხსენიებისთვის. მათ გარეშე ეს ბლოგი ნამდვილად ვერ იარსებებდა :)
LikeLike
არაფრის. მე ვცდილობ ვილაპარაკო და ვწერო სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. ;)
LikeLike
მშვენიერი სტრატეგიაა :)
LikeLike
მოლი, გილოცავ დაბადების დღეს, მხოლოდ ერთი წლის ხარ და რამდენ კარგს საქმეს აკეთებ <3 გისურვებ კიდევ მრავალი ერთგული მკითხველის შეძენას და რაც შეიძლება ნაკლების დაკარგვას, იმედია, კიდევ მრავალ დაბადების დღეს იზეიმებ შენს ერთგულ მკითხველებთან ერთად <3
LikeLike
კარგ საქმეს თქვენთან ერთად ვაკეთებ, ნათია :) მეც დიდი იმედი მაქვს, რომ გაისად ისევ აქ იქნებით და სხვებიც შემოგვემატებიან :) მადლობა დიდი! :)
LikeLike
ეხლა ზუსტად ვისკი მჭირდებოდა :D ვულოცავ ბლოგს დაბადების დღეს. ერთგულ მკითხველებს არ ვუსურვებ – დარწმუნებული ვარ, ისედაც არ მოაკლდება :) … და იმედია მრგვალ თარიღებსაც აღვნიშნავთ (50 წლის შემდეგ ვისკის ვეღარ დავლევ, მაგრამ იმედია კითხვა შემეძლება) ;) :D
LikeLike
შენ ის თქვი, ორმოცდაათი წლის შემდეგ წერას რამდენად შევძლებ :) არა უშავს, შვილიშვილი შემენაცვლება :)
ბლოგმა, დიდი მადლობაო :)
LikeLike
მოლის საოცარო ქმნილებავ გილოცავ ამ მშვენეირ დღეს. მომავალ წარმატებას და განვითარებას გისურვებ. ხალხის სიყვარული შენ უკვე დიდი ხანია მოიპოვე და ეს ძალიან კარგია.
ეს ის ბლოგია, რომელმაც მიმახვედრა, რატომ უნდა წერო და როგორ უნდა მოუტანო სარგებლობა შენი ბლოგით საზოგადოებას. ეს ის ბლოგია, რომელიც ქართული ინტელექტუალური ბლოგ სფეროს ძირითად და ყველაზე მთავარ ნაწილს წარმოადგენს.
მოკლედ ეს ის ბლოგია, რომელიც ჩვენ ყველას გვიყვარს!
LikeLike
ოდნავ ხმამაღალი კომპლიმენტებია, მაგრამ სასიამოვნო უდაოდ :) მადლობა დიდი!
LikeLike
დაიწვა ჯიგარი! :(
LikeLike
მგონი ყველა დამეთანმხება. მე ყოველთვის იმას ვწერ, რასაც ვფიქრობ და რასაც ჩემს კლავიატურისკენ მიმართულ თითებს გული კარნახობს.. :)
LikeLike
ეს არც მიგულისხმია, რას ამბობ :) უბრალოდ, ისე შემაქე, მართლა მეუხერხულა. ასეთი დიდი მიზნები არ მქონია არასოდეს. და თუ მკითხველი ასე ფიქრობს და ასე შემაფასებს, მაგას რა ჯობია… ასმაგად სასიამოვნოა. მადლობა დიდი!
LikeLike
მგონი ყველა დამეთანხმებათქო ეგ იმაზე დავწერე, რაც პირველ კომენტარში დავწერე.. :)) მოკლედ წარმატებები.. :* და აწ უკვე დამდეგი შობის ბენდიერად გატარებას გისურვებ. :*: )
LikeLike
უღრმესი მადლობა, გიორგი. შენც წარმატებები და ბედნიერ დამდეგ შობას გისურვებ :)
LikeLike
ზუსტად ეგეთი, ოღონდ შავი ფერისა მაჩუქეს. ძაან მიყვარს ეგ ვისკი. გემოც, ლოგოც, ბოთლის დიზაინიც.
იაპონია ძალიან სერიოზული ალკოჰოლიკების ბაზარია.
მე ფრანგი ერთი კარგი ნაცნობი მყავს, რომელიც თავის დროზე ფრანგულ კონიაკს ყიდდა იქ.
ახლა როგორც ყველგან, თვით საფრანგეთშიც კი – კონიაკს ვისკიმ სერიოზულად დაარტყა.
უოქერზე კი ადრე ჩემთანაც ვწერდი და აქაც დავწერ – ჯონი უოქერი იყო 15 წლის, როცა ვისკის გამოხდა დაიწყო. :) ასე რომ რძის სმას რომ მორჩებიან, ეგრევე ვისკიზე გადადიან ეგენი. :)
LikeLike
იაპონია სერიოზული ბაზარია კი. ჩინეთი – კიდევ უარესი. უძვირფასეს კონიაკს კოკა-კოლასავით სვამენო.
შავ გლენზე ამბობ, არა? შენსას სხვა დაძველება ექნება.
უოქერის გრინ ლეიბლი მინდა ძალიან :(
LikeLike
ჰო ცხადია. მარა ახლა ისეთი მაგარიც არ ვარ, ენა დავაწო და რამდენი წლის დაძველებაა ეგ ვთქვა. :)
აი, მწვანე ფერი კი მიყვარს ზოგადად.
http://wp.me/pBTza-1tH
LikeLike
მეც მიყვარს მწვანე :) ოღონდ, ასეთი საშიში – არა.
LikeLike
მწვანე http://tiny.cc/hfoub
LikeLike
ჰო, აი, ასეთ მწვანეზე თანახმა ვარ.
LikeLike
გილოცავ, გილოცავ, გილოცავ…… მომავალშიც ასე წარმატებით გაგეგრძელებინოს :)
LikeLike
მადლობა, ქალბატონო სპიკერო :)
LikeLike
pazdravliaiu :D
LikeLike
სპასიბა! :)
LikeLike
მოლი, გილოცავ ბლოგის დღეობას! ძალიან მიყვარს აქაურობა, თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში :) შენი ყველა პოსტი განსხვავებული და დასამახსოვრებელია, ჯეოპარდები კი ჩემი სისუსტეა :) ხანდახან ისიც კი მავიწყდება , რომ რეალში არ გიცნობ და მგონია რომ ვიცი ვინც ხარ ;) თუმცა არც ამას აქვს მნიშვნელობა, მთავარია ძალიან ახლობლად და ჩემიანად გთვლი <3 წარმატებები წელს, ბევრი ახალი საინტერესო პოსტი, კიდევ უფრო მეტი მნახველი წელს ბლოგს! შენ სურვილების ასრულება, აი ხო ხედავ სანტაც გეწვია , თანაც 2 ასე , რომ წელი კარგად დაიწყო ;) :*
LikeLike
მადლობა, თეო :) ძალიან გამახარე, იმიტომ, რომ მეც ეს მინდა – ჩემმა მკითხველმა აქ თავი ისე იგრძნოს, როგორც შინ. კომფორტულად, გემრიელად, ჭიქა ყავით ხელში. ბუხართან ან ვერანდაზე. ასე საუბარიც უფრო სასიამოვნო გამოდის და დისკუსიაც უფრო სასარგებლო.
თან, ჩემი უძველესი და უერთგულესი მკითხველი ხარ და აქაური ატმოსფერო რომ მოგწონს, ორმაგად მიხარია :)
LikeLike
სასმისი მომაწოდეთ, გეთაყვა:) ძვირფასო ბლოგო, შექმნის წლისთავს გილოცავ! მთავარია, პატრონი არ გამოიცვალო და ყველაფერი კარგი ავტომატურად იქნება:) კიდევ უფრო წარმატებული ყოფილიყოს შენი არსებობის მეორე წელი <3
LikeLike
პატრონს რა გამოცვლის :) დიდი მადლობა, მემე, იმედია, აქაურობას არ მოაკლდები :ბლოგი:
LikeLike
მოლი, მომილოცავს!
შენს ბლოგზე ვინც შემოიხედავს, ვერაფრით იფიქრებს, რომ მხოლოდ ერთი წლისაა… როგორც წესი, ერთი წელი არ კმარა-ხოლმე ასეთი მასშტაბური და შინაარსიანი პოსტების კოლექციის შესაგროვებლად…
არ ვიცი, როგორ ახერხებ, მაგრამ ფაქტია, რომ საოცრად ორგანიზებული და მოწესრიგებული ბლოგი გაქვს… პოსტების ხარისხზე ხომ აღარაფერს ვამბობ…
კიდევ რა მიხარია-ხოლმე, იცი? შენი ბლოგი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ინტელექტუალური შიგთავსით იკავებს-ხოლმე საწყის პოზიციებს რეიტინგებში…
ასე გააგრძელე-მეთქი რომ გითხრა, არცაა საჭირო… მჯერა, რომ მომავალ წელს ათჯერ მეტი მკითხველით და გულშემატკივრით აღნიშნავ დაბადების დღეს (არც კი ვიცი, ზამთრის ბაღში თუ დავეტევით)…
ახლა კი, ნება მომეცი, ფორთოხლის წვენით შევსვა შენი და შენი ბლოგის სადღეგრძელო (ჭიქისმოჭახუნება)
LikeLike
მადლობა, მარიამ :)
ისეთი სასიამოვნო მოლოცვა იყო, რომ აღარც ვიცი, რა ვთქვა. ერთი ცხადია – ეს ბლოგი ერთი წლის ვერ გახდებოდა, მკითხველები რომ არა. თქვენი დამსახურებაა ის რეიტინგიც და აქაურობას რომ ვუვლი, ესეც იმის ხალისით, რომ მსტუმრობთ და ასეთი ატმოსფერო მოგწონთ. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – მე გამვლელ ვიზიტორებზე არ ვთვლი პოსტებს, ჩემთან სკანდალური სათაურის ხათრით არავინ იხედება, მე მკითხველებზე ვარ ორიენტირებული და ვიზიტორს და მკითხველს შორის დიდი განსხვავებაა.
იმედია, გაისად უფრო ბევრი ვიქნებით, მაგრამ დღესაც არ ვართ ცოტა, ჰოდა, დიდი ტყუილია, ნეტში მხოლოდ “ყვითელი კონტენტი” ფასობსო. აგერ, თქვენ ამტკიცებთ საპირისპიროს.
დღეს მე მაპატიე, მხოლოდ ვისკი რომ მაქვს სტუმრებისთვის და წვენს, ზამთრის ბაღში ან ვერანდაზე, აუცილებლად გავაჩენ.
LikeLike
მოლი ვულოცავ შენს ბლოგს იუბილეს გაუმართლა,რომ ასეთი პატრონი ჰყავს : ) არაჩვეულებრივად წერ ,რომ ვკითხულობ მსიამოვნებს. ერთი წლის არის ეს ბლოგი და უკვე იმდენს უყვარს …რა იქნება მომავალ წელს ამ დროს? ალბათ რიგი უნდა დავიკავო კომენტარისთვის :*
და ბოლოს ამ ჩემი კლავიატურით , პატარა მაუსით და დიდი გულით მინდა გისურვოთ ( შენ და შენს “სამფლობელოს”) წარმატებები და ბევრი ვიზიტორი. არ გავჩერდეთ ხალხო ეხლა შეავსეთ ჭიქები…. : )))) :*
LikeLike
შენს პირს შაქარი, თეკო :) შემდეგი იუბილე შორსაა და მე ახლა ისიც მიხარია, ასეთ კომენტარებს რომ ვკითხულობ :)
დიდი დიდი მადლობა და აგერ, ბატონო, სავსე ჭიქაც. გაამოს და შეგერგოს :)
LikeLike
გილოცავ, მოლი, რა მაგარია ასეთი წელი! :) კიდევ უფრო წარმატებულ (თუ ეს შესაძლებელია :)))) ) 2012 წელს გისურვებთ შენ და შენს ბლოგს! :)
LikeLike
მადლობა, რუსა :) თუ ასე გავაგრძელეთ მე და ჩემმა მკითხველებმა, 2012 ნამდვილად უფრო წარმატებული წელი იქნება.
LikeLike
შოტლანდიურისა რა გითხრა, და ტენესური ჯეკ დენიელსით (სახლში რაც მომეპოვება) შემოგიერთდები, ბლოგს დაბადების დღეს, ხოლო მის ავტორს წარმატებულ მოღვაწეობას მივულოცავ ახალ წელთან ერთად და კიდევ უფრო წარმატებულ მომდევნო 2012–ს ვუსურვებ! :)
LikeLike
ჯეკ დენიელსზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი, თაბუ. თან, ტენესი ამერიკული ვისკის სამშობლოა და სასმელის ყადრი ყველაზე კარგად მანდ იციან.
მადლობა :) მეც გილოცავ ახალ წელს და ბევრზე ბევრ სიხარულს და წარმატებას გისურვებ.
LikeLike
გილოცაააავ!!!!!! მეც 1 წლის ვხდები ამ თვეში, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს…. ასე რომ, იუბილარები ვართ ორივე! ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ბლოგოსფეროში წარმატებისთვის არ მიმიღწევია:))
LikeLike
დიდი მადლობა! :) მეც გილოცავ, იალინდა :) ჯერ წინასწარ და საიუბილეო პოსტზე ცალკე მილოცვას მიიღებ. ისე, წარმატება ჩემთანაც ხმამაღლა ნათქვამია :)
LikeLike
ფოსტა შეამოწმე მოგვიანებით ^^
ბლოგზე მოწვევის წერილი ნახე ^^
LikeLike
ვნახე უკვე და მანდ ვარ :) დანკე!
LikeLike
გილოცავ 1 წლის იუბილეს და გისურვებ კიდევ მრავალწლიან ბლოგინგს შენთვის, ჩვენთვის, ლინდგრენისთვის, ბუხრისთვის, მკითხველებისთვის, წიგნებისთვის, მუსიკისთვის და რავიცი.
მოკლედ, ყველას გვიხარიხარ :)
რაც შეეხება ვისკის, ბოლო პერიოდში დაუმუღამე გემო და მომწონს. უფრო ზაფხულში, ყინულებით ;)
LikeLike
ყველაზე ორიგინალური მილოცვა :)
მადლობა, ბექა :) წარმოიდგინე, მე როგორ მიხარია, ამას რომ ვკითხულობ :)
ისე, ვისკი ზამთარშიც გასინჯე, არ ინანებ :)
LikeLike
:*:)
აი, თუ ჩამივარდა ხელთ, გავსინჯავ. თან რამდენნაირი სახეობის არსებობს!
LikeLike
უამრავი, როდე. მე თუ მკითხავ, შოტლანდიურ ვისკის ან ამერიკულ ჯეკ დენიელსს გირჩევ.
LikeLike
ოკ ;)
LikeLike
ეგ ზამთარშიც ყინულით ისმევა :)
LikeLike
მოლი შენი მეილი მომეცი თუ შეიძლბა ! :)
LikeLike
mollybloom1606yahoo.com
LikeLike
მადლობა გაიხარე :*
LikeLike
moli aq ki ra mosatania, magram jeopardi ratom ar chans? tan dagvianebit vikitxe! :(
LikeLike
საახალწლო რიარიას და ბლოგის დღეობის გამო, არ ჩატარებულა, მარიშკალია :) დღეს ღამით საშობაო პოსტი დაიდება და ჩვეული რიტმით გავაგრძელებთ მუშაობას. ანუ, ერთი ოთხშაბათი გამოვტოვეთ და უახლოესი ჯეოპარდი მორიგ ოთხშაბათს იქნება :)
LikeLike
რამდენი ხანი ვფიქრობდი რა იყო ეს ჯეოპარდი და ჯეოპარდი!ბოლოს და ბოლოს მივხვდი ! ერთს მეორეს ვერა ჯეოპარდი რატო ქვია?
LikeLike
უცნაური თვისება მაქვს. რასაც ყველა ეტრფის, მეშინია ხოლმე მივიდე და მეც გავეცნო-მერე იმედი რომ გამიცრუვდეს? ასე ვიყავი შენს ბლოგზეც. რაღაც ძალა მუდამ მაკავებდა და მეუბნებოდა: არა, ჯერ არა… მერე წაიკითხეო :)
მაგრამ ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი!
და ახლა… : ))
ვულოცავ მოლის ბლოგს დაბადების დღეს დიდი სიყვარულით:*
LikeLike
ყველას ასე რომ ეფიქრა, ნინიტო, ერთი მკითხველიც არ მეყოლებოდა :) ასე რომ, მიხარია, მაინც რომ შემოიხედე აქ და იმედი არ გაგიცრუვდა :)
მოლოცვისთვის დიდი მადლობა :)
LikeLike
ეგეც მართალია :)
არა, ხანდახან როგორ არ ვკითხულობდი, მაგრამ ისე არა, როგორც საჭირო იყო.
არაფრის:*
LikeLike
ესეიგი, დღეს საღამოს შენ მყავხარ სტუმრად, ნინიტო :)
LikeLike
სხვათა შრის ამ სასმელებზე კარგად გამოგდის წერა და შეგიძლია გახსნა გვერდი “მოლის მარანი ” :)
LikeLike
და ცუდად რაზე გამომდის?
LikeLike
ცუდად გამოგდის ცუდადა ეწრა :)
LikeLike
:))) ამ სასმელებზეო, ისე თქვი, მეთქი, რაღაც თემა გამოკვეთილად ცუდად გამომდის თქო…
LikeLike
მე, ტენტენი და მილუ გილოცავთ დაბადების დღეს, საუკეთესო სურვილებით. მუდამ გვახსოვხარ და გვიყვარხარ, დიდი გოგო გაიზარდე! კაპიტან ჰადოკს განსაკუთრებით მოეწონა ეს პოსტი.:)
LikeLike
დიდი მადლობა შენ, ტენტენს, მილუს და რა თქმა უნდა, კაპიტან ჰადოკსაც :) :მოლი და მოლის ბლოგი:
LikeLike
[…] დაბადების დღე რომ ვიზეიმეთ და ვისკის ნამდვილი ფესტივალი გავმართეთ. ჰოდა, […]
LikeLike
[…] სტუმრობა ვთხოვე მთელი გულით და სულით (მოვიდა კიდეც, სხვათა შორის ) ახლა ასე ყოჩაღად ვერ […]
LikeLike
ჩივას რეგალს განსაკუთრებით ვერ ვიტან, ცეცხლიაა… არადა ხანდახან მიწევს ხოლმე
LikeLike
მე მომწონს <3
LikeLike
http://wp.me/a2fkTM-ru
http://wp.me/a2fkTM-rv
გადავკრავ შენს სახელზე და დაბიჩოქებულ სიგარასაც მივაყოლებ თუ მოვუკიდე…:)
LikeLike
ბლუ ლეიბლი <3 სამი სიგარა მიდევს ბარში, ბოთლებთან ერთად, წლის განმავლობაში ჩამოტანილი და მეც უნდა გავაბოლო ახალ წელს.
LikeLike
უხდება ამ სასმელებს და ალბათ ახალ წელსაც.
LikeLike
დასვენებას და კარგ განწყობაზე ყოფნას უხდება :)
LikeLike
ცუდსაც ვუხამებ
LikeLike
[…] რას დავაგემოვნებთ. შამპანური იყო, ვისკიც, კოქტეილ ფართიზეც შემოვიხედე […]
LikeLike
[…] ამივიდა შუბლზე თვალები, სამ იანვარს, ბლოგის დაბადების დღეზე, ერთის ნაცვლად ორი სანტა რომ მესტუმრა […]
LikeLike
[…] ენოთეკას და ბლოგიც ჩავათვალიერე. ვისკი იყო, შამპანურიც, კონიაკიც… ისეთი […]
LikeLike