Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for იანვარი 3rd, 2012

Dewar's Scotch whisky

მოლის ზამთრის ბაღში დილიდან განსაკუთრებული ფუსფუსია. მართალია, სამზადისის დროს რამდენიმე ფერადი ბუშტი გამისკდა და ორიოდე არომატული სანთელიც ვიმსხვერპლე, მაგრამ, იმედია, სიცილს არ დამაყრით, იმიტომ, რომ მღელვარებისთვის სერიოზული მიზეზი მაქვს – დღეს ერთი წელი მისრულდება. დამეთანხმეთ, რომ ასეთი თარიღი აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებს.

სიმართლე გითხრათ, ვერც კი შევამჩნიე, როგორ გაირბინა ამდენმა დრომ პირველი, ფრიად გულუბრყვილო პოსტის შემდეგ. შესაძლოა, ვინმეს არც ისე ხანგრძლივ პერიოდად ეჩვენოს, მაგრამ ჩემთვის იმდენად ემოციური და იმპრესიული გამოდგა, რომ თამამად შემიძლია, სალტკროკელ მელკერსონებს დავესესხო და ვთქვა – წელიწადი, რომელიც სიცოცხლეს უდრის…

ჰოდა, ვჩხრეკ ახლა ბუხარს, რომ, რაც შეიძლება, უკეთესი ცეცხლი ავაგიზგიზო და განვლილ თვეებს ვავლებ თვალს… არაფერი დამკლებია – წარმატებით მოგვრილი ბედნიერი წუთებიც მრავლად იყო და წყენაც, ერთგული მკითხველების დაკარგვამაც ბევრჯერ მატკინა გული და ახალი მეგობრების შეძენამაც არაერთხელ გამახარა. სიცხიანიც მივჯდომივარ კომპიუტერს, რომ ჩემი სტუმრებისთვის მოლოდინი არ გამეცრუებინა და გასართობად წასვლაზეც მითქვამს უარი – პოსტი მქონია დასაწერი და იმიტომ…

საბოლოო ჯამში, საწუწუნო ნამდვილად არაფერია  – იღბლიანი წელი გამოდგა, პირველ დაბადების დღეს კი ახალი დომენით შევხვდი… ჰო, მართლა, ვასასის საახალწლო კონკურსში ნომინაცია “წლის აღმოჩენა“ მოვიპოვე, თან პატარა და საყვარელი პრიზიც მერგო.

ალბათ, გემახსოვრებათ, რომ საიუბილეო, მეასე პოსტის პატივსაცემად ვერანდაზე შუშხუნა შამპანური ჩქეფდა. ტრადიციას არ ამჯერად ვუღალატებ და ზამთრის ბაღში დაბადების დღის აღსანიშნავად, შოტლანდიურ ვისკიზე გეპატიჟებით.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: