ძვირფასო სანტა!
წერილს პირველად გწერ და სიმართლე რომ ვთქვა, ზუსტად არც კი ვიცი, როგორ გამოგიგზავნო. არა, შენს ელექტრონულ მისამართებს კი მოვიძიებ იოლად – დარწმუნებული ვარ, სკაიპიც გექნება, თვითერის და ფეისბუქის პროფილიც. ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ, რომ ვორდპრესზეც ხარ დარეგისტრირებული და დროდადრო ბლოგებსაც სტუმრობ.
თუ ხელი მომეცარა და ვერ მოგაგენი, გაისად თადარიგს დავიჭერ – ბარათს ადრიანად დავწერ და ნილსს გამოვატან. ჩვენში დარჩეს და სულ გადაირია ეს ბიჭი, აქაოდა, ბავშვობას მახსენებსო, ყოველ ზამთარს ლაპლანდიაში ატარებს, ოღონდ ბატის კისერზე მგზავრობას უკვე აღარ კადრულობს – იმ დღეს აეროპორტში მოვკარი თვალი, ბიზნეს კლასის ბილეთს ყიდულობდა. ისე, გვარიანად კი დამძიმებულა – საწყალი მარტინი ვეღარც გაუძლებდა.
არ ვიცი, რატომ არასოდეს მომიწერია შენთვის, ერთმანეთს ხომ უხსოვარი დროიდან ვიცნობთ – საოჯახო ლეგენდის თანახმად, შენს ქართველ კოლეგასთან სტუმრად, პირველად ექვსი თვის ასაკში, ღია მწვანე კომბინიზონში გამოწყობილი გახლდით. ჰოდა, წესით, მას შემდეგ გულითადი მიმოწერა უნდა გვქონოდა გაჩაღებული.
ძვირფასო სანტა, აგერ 33 წლის მოვიყარე და არასოდეს დავფიქრებულვარ კითხვაზე, არსებობ თუ არა. ერთმა ჩემმა მეგობარმა კარლსონზე მითხრა, ვისაც მისი არ სჯერა, ცხოვრებას ძალით ირთულებსო. შენი საქმეც ზუსტად ასეა – როგორ უნდა შემეპაროს ეჭვი, რომ არსებობ, როცა უკიდეგანო სიკეთე, სიხარული, იმედი და ზეიმის მოლოდინი სულ თეთრწვერა და წითელქუდა სანტაშია განსახიერებული.
არ იფიქრო, ამდენს იმიტომ ვქაქანებ, რომ კვირის ბოლოს მარხილით ჩამომიქროლო და ბუხართან საჩუქრების გუდა დამიტოვო. სხვა რომ არაფერი, შენი განსაკუთრებული სტანდარტების შესახებ კარგად მომეხსენება. წესიერებით აშკარად არ გამოვირჩევი – სიგარეტს ვეწევი, ალკოჰოლს გეახლებით და არც პატარ-პატარა სასიამოვნო ცუღლუტობებზე ვამბობ უარს. სანტასთვის მოსაწონი საქციელი პიონერის ყელსახვევთან ერთად ჩავაბარე წარსულს (თუმცა, უნდა ვაღიარო, ფრთიანი ანგელოზი არც მაშინ ვყოფილვარ). მოკლედ, იმდენს კი ვხვდები, რომ საჩუქარი არაფრით დამიმსახურებია.
ასეა თუ ისე, შენს შეწუხებას არ ვაპირებ, თუმცა, ერთი თხოვნა მაინც მაქვს – სამ იანვარს ბლოგის დაბადების დღეა, ერთი წლის ვხდებით. ჰოდა, იქნებ მოიცალო და შემოიარო. მაგ დროისთვის, წესით, საქმე მოთავებული გექნება. კოკა-კოლას ვერ შეგპირდები (ან რად გინდა, შუშხუნა ბოთლებით დატვირთული მთელი ქარავანი დაგიდის) და ნამდვილი შოტლანდიური ვისკი ჩემზე იყოს. ახლა ხურჯინების ქექვას ნუ დაიწყებ, ხელცარიელი როგორ მივიდეო… შენ შემოიხედე და საჩუქარს აქეთ დაგახვედრებ.
ერთი სიტყვით, მოუთმენლად და მთელი გულით გელოდები.
რუდოლფი მომიკითხე და ჩემ მაგივრად აკოცე წითელ ცხვირზე.
სიყვარულით,
შენი მოლი
ohohou, shemogivlio, santam ^^
LikeLike
უჰ, ქევან, თუ მართლა შემოიარა, საჩუქარი შენც გერგება :)
LikeLike
:)))))))))))))
რა კარგია :)))
LikeLike
გამახარე :)
LikeLike
ისევ ჩახედე ბავშვობის გუდას ხო? საყვარლად მიწერე წერილი ერთობ, გული ამიჩუყდა. თუმცა მე ბოროტად მაინც არც მჯერა და არც მიჩნდება სურვილი წერილიც მიწერის :)
LikeLike
აი, რომ მოვა, ვეტყვი, აქვე, კატერინასთანაც შეიარე მეთქი და მერე ვნახოთ, როგორ არ დაიჯერებ :) :)
LikeLike
ნუ, ვისკის ხათრით, სანტას კი არა, თუ მეტყვი დედ-მოროზსაც შევხვდები :)
LikeLike
ჰეჰ :) მე და ფინიკის მესამე თანამოაზრეც შემოგვმატებია :)
LikeLike
მოლი, ცოტა ხნის წინ, სულ ნახევარი საათი იქნება გასული რაც ვამბობდი წელს ახალ წელს ვერ ვგრძნობ მეთქი, ჰოდა ახლა ვგრძნობ! მე არასოდეს მიმიწერია წერილი სანტასთვის, არადა რა დიდი სიამოვნებით ჩავიკითხე. იმედი მაქვს გესტუმრება ბლოგის დაბადების დღეზე და ვის რად უნდა კოკა-კოლა, როცა ვისკიზეა საუბარი :)
ძალიან მიყვარს აქაურობა!
LikeLike
ჩვენ ვისკის მაინც ჩამოვასხამთ, ფინიკი. სამში, მოლის ბლოგი ერთი წლის ხდება და ვისკიზე უკეთესი რა უნდა დავლიოთ. შენ განსაკუთრებით გელოდები :) ორ ჭიქას შეგახვედრებ. ან მეტს :)
LikeLike
ჰოდა, ახლა მეც ვგრძნობ!:) ძალიანძალიან კარგია. ისე, მგონია, სანტა უთქმელადაც მოვიდოდა:)
LikeLike
თუ ხვდებით, შენ და ფინიკიმ რამხელა კომპლიმენტი მითხარით და როგორ შეაქეთ პოსტი? :) :)
LikeLike
დღეს ისე თბილი ამინდი იყო, რთულია ამ პირობებში საახალწლო განწყობის შექმნა:) შენს ბლოგზე კიდევ ისეთი ამბებია, ვერ გაექცევი ამ განწყობას, რომც არ გინდოდეს:)
LikeLike
არ იცით, როგორ მიხარია :) :) :) ყველაზე რთული მისია შეუსრულებია პოსტს. განწყობის შექმნას ეხუმრებით თქვენ?
LikeLike
ჰეჰ, კარგია კარგი :))
LikeLike
სენქს ე ლოთ!
LikeLike
სანტა ამ პოსტის მერე , რომ არ შემოიარო პირდაპირ გეტყვი შენზე დამეკარგება წარმოდგენა.. : ) მოლი 3 ში , ბლოგის დაბადების დღეზე, რომ მოვა , 5 ში პირდაპირ ჩემთან გამოუშვი ჩემს დაბადების დღეზე. )
LikeLike
აუცილებლად :) თან სამში შენც ნახავ და შენც გაუმეორებ და როგორ არ მოვა.
LikeLike
მოვა,მოვაა. :)
დაარწუმნებული ვარ,აუცილებლად გესტუმრება და საჩუქრებსაც მოგიტანს მოლი. :>
LikeLike
შენს პირს შაქარი, ანა :)
LikeLike
3 ში დილიდან სანტას ვუთვალთვალებ მე… : )
LikeLike
შევთანხმდით!
LikeLike
აუ სანტა თუ არსებობს, შენს ბლოგს უეჭველი კითხულობს, ეს პოსტიც ნახა და მეტი რომ არ შეიძლება ისე ესიამოვნა <3 :)
გესმის სანტა?! მოსვლაზე დაგანამუსე ახლა მე შენ o.O
LikeLike
კიდევ რაღაც შეუცვალე ბლოგს, იაკო? :) ისევ ვერ გიცნო ვორდპრესმა.
მე შენმა კომენტარმა გამახარა და მასიამოვნა :) მადლობა დიდი. და დიდი იმედი მაქვს, სანტამ ქართული იცის და ამ პოსტსაც ნახავს სადმე.
LikeLike
ჯერ არაფერი შემიცვლია, მარა გადმოვალ ახლა მე ვორდპრესზე და ეგება ასე მაინც მომიბრუნდეს პირი ბლოგოსფეროსკენ :D
პ.ს. სანტას არსებობაში კიდე შეიძლება შემეპაროს ეჭვი, მაგრამ არსებობის შემთხვევაში, ასეთი გემრიელი, უცხოენოვანი ბლოგებისთვის, სპეციალური და ყოვლისშემძლე რიდერი რო ექნება მაგაში დარწმუნებული ვარ! :*
LikeLike
შენ გადმოდი და… მაგაზე უკეთესს რას იზამ.
მეც მაგ რიდერის იმედი მაქვს. :)
LikeLike
მოიცა, მართლა პირველად წერ? :)
რაც მე სანტაზე წერილები მიწერია და მის დარაჯში ღამეები მითენებია :)
ისე კარლსონისა არ იყოს თუ სანტა გამონაგონია მსოფლიოში საუკეთსო გამონაგონი ყოფილა :) :)
LikeLike
მართლა :) დებიუტანტი ვარ. აი, შენ, პროფესიონალი ყოფილხარ.
რა თქმა უნდა, ასეა :)
LikeLike
ვაიმე, რა კარგია, ავღელდი რაღაცნაირად… მეც ხომ არ მივწერო? :) კარგი ხარ, მოლი <3
LikeLike
აუცილებლად უნდა მიწერო, ნათია. ხვალ და ზეგ ამაზე უკეთეს თემას რას შეარჩევ? მიწერე, არ დაიზარო.
LikeLike
უიჰ და შეიძლება ბლოგზე დავდო მეც, კარგი აზრია :)
LikeLike
აუცილებლად :)ბლოგზე უნდა დადო, აბა რა!
LikeLike
ოოოხ ! ეს ბავშობა :)
LikeLike
ბავშვობა ცუდი არ არის. განსაკუთრებით, ჩემ ასაკში, მარი.
LikeLike
ასეთი წერილი რომ მოეწერა ჩემთვის ვინმეს,აუცილებლად ვეწვეოდი ^^
კარგად ნახე ვიზიტორები მერე,იქნებ სანტაც აღმოაჩინო :დ
LikeLike
მთელი დღე რუქა მექნება გახსნილი. როგორც კი ლაპლანდია დაფიქსირდება, იმხელას ვიკივლებ, იქ გაიგონებს :)
LikeLike
მგონი, სანტასაც მოეწონა :) ნახე, რა კმაყოფილი სახით კითხულობ:)
LikeLike
:) :) :) გამაცინე :)
LikeLike
შენნაირ მასპინძელს ნამდვილად ინატრებდა სანტა :)
ლამაზი წერილია, სანტა უპასუხოდ არ დაგტოვებს, მგონი :)
LikeLike
შენგან თუ გამოაღწია ცოცხალმა, კი… ეს რაი იყო, გული გამიჩერდა :)
LikeLike
არ დაუნახავს. ასე, რომ დაელოდე :)
LikeLike
ნახავდა აუცილებლად. არა უშავს, ჩემთან მოვაბრუნებთ და მოვასულიერებთ.
LikeLike
სანტამ თუ შემოიარა არ გამომაპაროთ. მეც მაქვს გადანახული საჩუქრები. სულ ის მჩუქნის და ერთხელ მეც ხომ უნდა ვაჩუქო რამე :)
ისე მე მგონი ახლა უფრო მჯერა სანტასი და თოვლის ბაუის ვიდრე პატარაობაში :D
LikeLike
სანტას სამ იანვარს ველოდები და არ გამოგაპარებ არანაირად :)
ახლა უფრო სხვანაირად მჯერა.
LikeLike
ეს დღეებია განწყობის შესაქმნელად სანტა კლაუსის სერიებს ვუყურებ გამოზოგილად მაგრამ ამ პოსტმა უარესი დამმართა( სანტა კლაუსის ნახვა მინდა ჯანდაბას მისი საჩუქარი არც მე ვარ ანგელოზი ოღონდ დამენახოს ან აქ მოვიდეს,რომ მისის ნაკვალევით მაინც გავიხარო.
ოხ,მოლი.
LikeLike
მე საშაბათოდ ვიმზადებ ძველ ფილმებს, მულტფილმებს და ძველ გადაცემებს. განწყობას ოცდათერთმეთში, დილიდან მივხედავ.
სანტას სამში ველოდები. ჩემი საჩუქარი და ვისკი თუ არ მოხიბლავს, იქნებ იმას მაინც გაუწიოს ხათრი, ამდენი ბლოგერი რომ უცდის :)
LikeLike
არ ვიცი რატომ, მაგრამ თვალზე ცრემლი მომადგა :( ძალიან კარგი წერილია და აბა შენ სხვანაირს როგორ დაწერდი :) დამდეგ ახალ წელს გილოცავ მოლი! სანტა და თოვლის ბაბუ აუცილებლად შემოგივლიან და თან ერთად ;)
LikeLike
მადლობა, თეო :) შენც გილოცავ დამდეგს. მრავალ ბედნიერ ახალ წელს დაესწარი შენს პატარებთან ერთად.
სანტას და თოვლის ბაბუს სამში ერთად დავხვდეთ :)
LikeLike
რა მაგარია!!! მოვა, აუცილებლად მოვა. საჩუქრებს არ ვიმსახურებო (სიგარეტს ვეწევიო, ალკოჰოლს გეახლებითო და ვცუღლუტობო), არადა მგონია, რომ იმსახურებ! ;)
ეს ხომ წლის ბოლო პოსტია?!
ჰოდა გილოცავ დამდეგს და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, ჩემს უსაყვარლეს ბლოგს კი უფრო მეტ ერთგულ მკითხველთა გაფაციცებულ მზერას და ახლი პოსტების მომლოდინე ცნობიერების წადილს და შენი პოსტებით გახარებულ გულებს! :) :) :)
LikeLike
კი, ცოტნე, წელს ბოლო პოსტია. შემდეგი უკვე საიუბილეო იქნება. სადაბადებისღეო. სამში. მანამდე მეც დავისვენებ :)
უღრმესი მადლობა თბილი სურვილებისთვის. შენც ბედნიერ ახალ წელს, წარმატებებს, სიხარულს და კარგად ყოფნას გისურვებ.
LikeLike
მადლობა! რა მაგარია, მიყვარს იანვარი, რამდენი დღესასწაულია – ახალი წელი, შენი ბლოგის დაბ დღე, შობა … :)
LikeLike
ჰო, ჩემთან დაემთხვა და წლის შემაჯამებელ პოსტს უკვე ნაახალწლევს ვწერ :)
LikeLike
კარგია! წარმომიდგენია რა მსუყე და საინტერესო წასაკითხი იქნება. :)
LikeLike
გემრიელზე და ცეცხლოვანზე პასუხს ვაგებ :) დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია.
LikeLike
რა საწყალი კაცია.
25-ში ჩამოუქროლე.
1-ში- ჩამოუქროლე.
7-ში ჩამოუქროლე.
14-ში ჩამოუქროლე.
ზოგან კიდევ 6 დეკემბერსაც ამუშავებენ.
პენსიაში გასვლა არ ეკუთვნის?
LikeLike
ახლა გვიანაა, თორემ
Santa Claus,
Santa Claus Village, FIN-96930
Arctic Circle, Finland.
ყველა წერილს პასუხობს, სხვათა შორის :)
LikeLike
გვიან არასოდეს არის, სხვათაშორის :მოლიროტერდამელი:
და ეს მისამართი ფბ-ზე დაშეარების დროს გამოვიყენე. შენს ბლოგზე ვნახე.
ოცდახუთში, პირველში, შვიდში, თოთხმეტში მუშაობს – მერე, მთელი წელი ისვენებს, ლას-ვეგასში რულეტკას ატრიალებს და ოფიციანტ ქალებს… ისა. თან საჩუქრებს ხომ არ ვითხოვ, უბრალოდ, სტუმრად ვპატიჟებ :)
LikeLike
ჩვენი ფოსტის გადამკიდეა გვიანი.
15 დეკემბერს გაგაზავნილი ჩემი საშობაო ბარათებიდან ყველა არც კი ჩასულა ჯერ. :(
LikeLike
კი, მაგ მხრივ ნამდვილად გვიანია. ამერიკული ფოსტა კი არ გვაქვს :(
LikeLike
საოცრად თბილი და გულისამაჩუყებელი წერილია, მოლი. სანტას სტუმრობა არ გამომაპარო.
LikeLike
რას ამბობ, მერი :) როგორ გამოგაპარებ :) სამში შემოიხედე დილიდან და ერთად დავხვდეთ სანტას.
LikeLike
აიაი აიაია დამაინტრიგე და ახლავე წავიკიტხე..აუაუაუა არასოდეს მჯეროდა ან თოვლის ბაბუის ან სანტა კლაუსის , მაგრამ შენი ეს პოსტი რომ წავიკითხე ვინანე :( რატომ არ მჯეროდა მისი ან მშობლები რატომ არ მატყუებდნენ რომ არსებობდა… ბავშვებს სჭირდებატ სასწაულები, ფერიად გადაქცევა მინდოდა და მჯეროდა და სანტა კლაუსის არაა :))))
თბილი პოსტიიი ..ძალიან საახალწლო და ძალიან საჩემო და ძააალიან ძალიან <3
გილოცავ დამდეგს ჩემო მოლი :) შენ და შენ ბლოგს ბევრ ბევრ ერთგულ მკითხველს ვუსურვებ ^_^ ორივენი ძალიან მიყვარხართ :)
ააა სულ სულ მალე დიდი ხდება შენი ბლოგი ? სულ ცოტათია ჩემს ბლოგუნაზე უფროსი :))))) რა საჩუქარი გინდა ფსიქოპათისგან ჩემო მოლი? :)
LikeLike
ბავშვებს სჭირდებათ სასწაულებიო – ასი პლიუსი, ჯესს. ბავშვებსაც სჭირდებათ და დიდებსაც :)
ვიცოდი, რომ საშენო პოსტი გამოვიდოდა და ამას აღნიშნავდი :) და ძალიან მიხარია.
სულ ოდნავ ვარ შენს ბლოგზე უფროსი :) სულ სულ ოდნავ. და ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი თქვენი აქ ყოფნაა.
სამში გელოდები.
LikeLike
სამში დილიდან აქ დაგისატკავებ :)))
LikeLike
მოსულა :) რაც მეტი ვიქნებით, მით უფრო იოლად შევამჩნევთ სანტას :)
LikeLike
აუ სანტა რო ვიყო რა “გამისწორდებოდა” ეხლა ამის წაკითხვა : ))) ჩამოვიქროლებდი და დავპოსტავდი : ” ოჰოჰოოოო ოჰოჰოოო მოვედი გუდით გაჩუქებთ ყველას! :დ ” ( თოვლის ბაბუის ხმაზე წაიკითხეთ):D
მაგრამ აშკარად არ ვარ თოვლის და არც ბაბუა (მამაჩემს რა ვუთხარი რა !) : )) აი,ბებია კიდე შეიძლება :დ
– – – – – – – – – –
:D გილოცავთ ყველას …. აქ რომ იყოთ ჩურჩხელებს გაჭმევდით :)))) გაკოცეთ!
LikeLike
ბებიაც კარგია :) და ჩურჩხელებისთვის მადლობა დიდი :)
სანტას სამისთვის ველოდებით, შემოიარე და ერთად დავხვდეთ.
LikeLike
რა კარგი ხარ მოლ <3
სანტააააა, იცი რაც :D
LikeLike
ჩვენ გვიყვარს სანტა :)
LikeLike
ამ წერილის შემდეგ როგორ არ უნდა მოვიდეს სანტა :) ჩემთანაც კი მოდიოდა, არადა ყოველგვარი შესავალ-დასასრულის გარეშე “მოვითხოვდი” საჩუქრებს :D 3-სთვის ერთ ბოთლ ჯეკ დენიელსს მაინც დატოვებს იმედია :D
LikeLike
ჯეკ დენიელსზე მე ვაგებ პასუხს. შოტლანდიურთან ერთად, ამერიკული ვისკიც გვექნება :) იქნებ და სტუმრებს ჯეკი უფრო მოეწონოთ…
LikeLike
ra Tbili da tkbili postia
:*
LikeLike
მადლობა, გამახარე :)
LikeLike
ძალიან მომეწონა, დარწმუნებული ვარ შემოივლის:)
LikeLike
მეც ამის იმედად ვარ :)
LikeLike
მშვენიერია <3
ვისკიზე მეც მოვდივარ და მანამ არ გამოწრუპოთ ბოლომდე, სანამ მე არ მოვალ… სანტა საქმეებს თუ მოიმიზეზებს არაფრით გაუშვათ, დააკავეთ :)
LikeLike
არ გავუშვებთ არაფრის დიდებით. და შენთვის ერთ ბოთლს სპეციალურად შევინახავ და დაგახვედრებ :)
LikeLike
mec mivwere :D zustad ramdenime wamit adre :D me martla mjera, da yoveltvis davelodebi santas :D :*
LikeLike
მეც მჯერა და ველოდები :)
LikeLike
qalbatono moli mapatiet gviani vizitistvis, magram rogorc natqvamia sjobis gvinan vidre arasdros! :P radgan pirvelad wer santas da tan ase sayvarlad grinchi unda iyos, rom ar movides! sanam blogs shevqmnidi shens samflobelos manamdec vstumrobdi da minda gitxra, rom utbilesi blogi gaqvs! <3 xval didi feierverkuli komentarit unda mogiloco 1 wlis dabadebis dge! :*
LikeLike
უღრმესი მადლობა მარიშკალია :) ისე, კი დამაკლდა თვალში შენი მწვანემინდვრიანი ავატარა კომენტარებშიც და პოსტის ბოლოშიც, მაგრამ საახალწლო გაწამაწიას დავაბრალე.
მე გრინჩთანაც ვმეგობრობ, სხვათა შორის :) ხვალ, შენ და სანტას ერთად გელოდებით დაბადების დღეზე და ვინ იცის, ეგებ გრინჩმაც შემოიხედოს :)
LikeLike
me oficialurad gamovacxade, rom axal wels da bedobas blogs gavanebebdi tavs! :D vitomda dasvenebis miznit! :D magram cota xanshi bedobac mtavrdeba da me saxvaliod postic mewerineba! :P <3 ase rom momitevet shegvianeba metjer agar ganmeordeba! :P
LikeLike
ძალიან კარგი :) ესეიგი, საახალწლო პოსტსაც წავიკითხავთ.
LikeLike
imedia guli ar dagwydeba, magram saaxalwlo ar aris! :P
LikeLike
მერე რა :) მთავარია, შენი პოსტია. მაინც დიდი ინტერესით წავიკითხავ.
LikeLike
balshoe spasiba! :D
LikeLike
გაიხარე :)
LikeLike
ნამუსმა შემაწუხა და წავიკითხე :დ! კარგი იყო ძაან! ; ) ) ))
LikeLike
მადლობა, მაგრამ ნამუსმა რატომ შეგაწუხა, ეს ვერ გავიგე :)
LikeLike
იშვიათად თუ წავიკითხავ რამეს :) ჩემზე მომქმედებ :))) :*
LikeLike
ახლა გასაგებია :) მაშინ, ორმაგად მიხარია.
LikeLike
ჰო ! შენ რო ისედ სიტყვებს წერ ხოლმე მე საერთოდ ვერ ვგებულობ და წიგნებში და ინტერნეტში ვეძებ განმარტებებს ! ერთი მოლის ლექსიკონი კარგი იქნებოდა ჩემთვის !!! :D :D
LikeLike
uuh ra kargia <3
LikeLike
:) შენ პირველად მყავხარ სტუმრად? :) ველქამ :)
LikeLike
მართალია 3-ში სანტას კომენტარი არ დაუტოვებია, მაგრამ ჩუმად აუცილებლად იქნებოდა მოსული.
საოცარი განწყობა შემიქმნა ამ წერილმა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, ნაძვის ხის ქვეშ დატოვებულ კონვერტს რომ ჩუმად მიეპარები და სულმოუთქმელად ჩაიკითხავ- არავინ მომისწროსო. სახეზე ყურებამდე ღიმილი აღგებეჭდება და…
აჰ, კიდევ ერთხელ უნდა წავიკითხო: )
LikeLike
ჩუმად შემოიხედავდა აუცილებლად :) და ისე, სანტა მაინც მესტუმრა. თან – ორი. ერთი მაშინვე ვიცანი და მეორეს ვინაობას ახლაც ვადგენ :)
პოსტი მართლა გემრიელი გამოვიდა :თავმდაბალიმოლი: დანკე!
LikeLike
ოჰო! დავინტრიგდი.
საჩუქარი როგორი იყო?
LikeLike
აქვე დატოვეს კომენტარები. ოდნავ ზევით.
LikeLike
moli dzalian mainteresebs, ramdeni wlis xar?
LikeLike
34
LikeLike
[…] ბლოგის დაბადების დღეზე სტუმრობა ვთხოვე მთელი გულით და სულით (მოვიდა კიდეც, […]
LikeLike
წითელ ცხვირზე<3
LikeLike
ჰო :)
LikeLike
[…] ვკითხულობ… ჰოდა, შარშანდელი უსტარის შემდეგ გადავწყვიტე, ხმა ამომეღო. […]
LikeLike
[…] ზუსტად შარშანწინ პირველად მოგწერე წერილი. გამოგიტყდები, დიდი იმედი არ მქონია, […]
LikeLike