
ყველაზე უცნაური…ყველაზე ჩახჩახა და ნათელი…
შობა ღამეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ისიც კი, პატარა გოგონა ყველაზე თამამ ოცნებებშიც რომ ვერ წარმოიდგენს.
ეს სასწაულების და საოცარი გარდასახვების ღამეა.
მკაცრი და პირქუში ნათლია, სინამდვილეში, კეთილი ჯადოქარი აღმოჩნდება და დაუვიწყარ თავგადასავალს გაჩუქებს, შეუხედავი, გატეხილი თოჯინა კი ზღაპრულ უფლისწულად გადაიქცევა, სწორედ ისეთად, ღამღამობით, ბალიშში თავჩარგული პატარა ქალბატონები რომ ნატრობენ.
ჯოხის ერთი აქნევით ჩვეულებრივი ოთახი ნამდვილ ზღაპარს დაემსგავსება.
ნაძვის ხის ფერად-ფერადი სათამაშოები გაცოცხლდებიან და პატარა ჯარისკაცებად იქცევიან.
უძლეველ არმიას სათავეში უშნო და გულადი მაკნატუნა ჩაუდგება…
მერე ერთად დაამარცხებთ თაგვების მეფის ურიცხვი და საზარელ ლაშქარს და ზღაპრული ქორწილის სამზადისსაც გააჩაღებთ. ბევრს იცეკვებთ და იმხიარულებთ.
და ეს ფეიერვერკი არასოდეს დაგავიწყდებათ.
მერე რა, თუ ყველაფერი, სინამდვილეში, მხოლოდ ლამაზი სიზმარია…
საუკუნეზე მეტია, მუდამ საზრუნავში ჩაფლული, სერიოზული უფროსები, რამდენიმე საათით, ბავშვობას უბრუნდებიან და სუნთქვაშეკრული მისჩერებიან ამ ჯადოსნურ ფეერიას. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ პეტრე ჩაიკოვსკის “მაკნატუნა” პატარა მსმენელებსაც ძალიან მოსწონთ.
გერმანელი მეზღაპრის – ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის ზღაპრის მიხედვით შექმნილი საბალეტო წარმოდგენა სამართლიანად ითვლება მსოფლიო კლასიკური მუსიკის მარგალიტად, ჩემი მოკრძალებული აზრით კი დიდი კომპოზიტორის “გედების ტბასაც” არაფრით ჩამოუვარდება.
ისე გამოვიდა, რომ ეს სპექტაკლი პირველად უკვე სტუდენტმა ვნახე. საბედნიეროდ, დღევანდელ ბავშვებს ამდენი ლოდინი არ მოუწევთ. მშობლებს კი ერთს ვურჩევ – თუ გინდათ, თქვენმა პატარამ კლასიკური მუსიკა შეიყვაროს, პირველი ნაბიჯი ამ საოცარ სამყაროში მაკნატუნასთან ერთად გადაადგმევინეთ.
მერწმუნეთ, საამისოდ უკეთესს ვერაფერს იპოვნით – შაქარყინულის ფერიის, მარციპანის მწყემსების, ესპანელი, ფრანგი, ჩინელი, რუსი თოჯინების ცეკვა, ყვავილების გრაციოზული ვალსი, ფიფქების ფერხული და მინორული პა-დე-დე მართლაც რომ ფეერიული სანახაობაა და საახალწლო-საშობაო განწყობასაც ორგანულად ერწყმის.
თქვენი პატარა, ალბათ, “იავნანას” მოტივსაც იოლად იცნობს, თუ გაუჭირდა, წაეხმარეთ – არაბული ცეკვაა.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ – ამ ზღაპრული წარმოდგენის ხიბლი მთელი ცხოვრება თან გაჰყვება და ყოველთვის ემახსოვრება, რომ ზოგჯერ, ყველაზე წარმოუდგენელი ოცნებებიც კი სრულდება…
იუჰუ ^^ მე მჯერა ზღაპრების, სასწაულების, სიყვარულის
LikeLike
მეც მჯერა :)
LikeLike
მეც მჯერა! :)
LikeLike
ეხხხხ, მოლი . . . მეც ვაპირებდი პოსრის დაწერას მაკნატუნაზე :) ახლა კაკ მინიმუმ დროს მაინც გადავწევ :)
LikeLike
რატომ მერე? :) პირიქით. რაც შეიძლება, მალე დაწერე და ერთ თემაზე ორი სხვადასხვა პოსტი გვექნება. უფრო საინტერესო არ არის?
LikeLike
არა, მე დიკენსის სკრუჯზე დავწერ :)
LikeLike
ოკი, შევთანხმდით და გავინაწილეთ :)
LikeLike
როგორ მიყვარს,, კლასიციზმის განსახიერება .. საშობაოდ ამაზე უკეთესს რას მოისმენს და იხილავს კაცი.
LikeLike
ჩემი საშობაო სავალდებულო პროგრამის განუყოფელი ელემენტია :)
LikeLike
ჩემიც…
შარშანდელი და შარშანწინდელი შობა ჩამივარდა… წელს უნდა მვოახერხო წასვლა – ისე მომენატრა!..
“მაკნატუნა” ჩემი პირველი სიყვარულია, ჩემი ბავშვობის ახდენილი ზღაპარი, კლასიკური მუსიკისა და საბალეტო ხელოვნების სიყვარულის გულში ჩამდები… პა-დე-დესავით “ჩემი” მას შემდეგ აღარცერთი მელოდია აღარ გამხდარა – მელოდია, რომელზეც ემოციებისგან თვალები ცრემლით მევსება…
წავედი, იუთუბზე მოვძებნო და დავიტვირთო ზღვარგადასული ემოციებით :)
LikeLike
ორი დღეა, შინ მაკნატუნას ვუსმენ :) მულტფილმიც ვიპოვნე ტორენტებზე.
პა დე დე მართლა გენიალურია. ყოვლისმომცველი მუსიკა. არადა, ზღაპარს ასეთი ტრაგიზმი წესით, არ უნდა უხდებოდეს, მაგრამ მაინც უხდება. თან ძალიან.
LikeLike
ერთხელ ეგრე როგორც “მაკნატუნა”-ში….
LikeLike
… საშობაოდ გაჩუქეს თოჯინა…
LikeLike
ძველ სკოლაში, მეორე კლაშსი გვაყურებინებდენენ, მახოსოვს ძალიან მომწონდა.
LikeLike
სკოლა შემეხარბა :( მეორე კლასში ჩვენ “ლენინ ვ ოკტიაბრე”-ს გვაყურებინებდნენ.
LikeLike
არ მაქვს ნანახი…
პოსტი, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგია :)
LikeLike
შენ ბალეტი არ გიყვარს და იმიტომ :)
LikeLike
შეიძლება ვაისა-ვერსა კავშირიცაა: არ უნახავს მაკნატუნა და სწორედ ამიტომ არ უყვარს ბალეტი :)
LikeLike
თბილი პოსტი <3
LikeLike
და საუკეთესო მუსიკა :)
LikeLike
მუსიკა მართლაც რომ ძალიან მაგარია! :) მე მაქვს მაკნატუნა ნანახი. :)
LikeLike
შენ ქართული მაკნატუნა გექნება ნანახი, ანუ ყველაზე კარგი და ლამაზი. სოლიკო ვირსალაძის უნიკალური დეკორაციებით და კოსტუმებით. ფანტასტიური დადგმაა.
მე რომ პირველად ვნახე, მარის პარტიას ნინო ანანიაშვილი ცეკვავდა. ოპერაში ტევა არ იყო, ბილეთი რა თქმა უნდა, არც მქონდა და რიგებს შორის, კიბეებზე ვიჯექი.
LikeLike
ქართული მაკნატუნა, ანუ გრიგორევიჩის ქორეოგრაფია, ჩემი ობიექტურობაზე პრეტენზიის მქონე აზრით, მართლაც საუკეთესოა! დეკორაციებზეც გეთანხმები მოლი – არ ვიცი, მართლა ასეთი კარგია, თუ მე მიყვარს პირველი სიყვარულის მიკერძოებულობით…
LikeLike
კი, თაბუ, გრიგორევიჩის ქორეოგრაფია და სოლიკოს დახატული კოსტუმები. ალბათ ორივე – უნიკალურია (ამას სპეციალისტებიც აღნიშნავენ) ძალიან ლამაზი და იმიტომაც გვიყვარს.
მაკნატუნას ჩინეთშიც კი დგამენ, უზომოდ პოპულარული სპექტაკლია, მაგრამ არა მგონია, რომელიმე, თუნდაც ფანტასტიური ვერსია უფრო მომეწონოს.
LikeLike
ფანტასტიკურ ვერსიებს უფრო არ ვაღიარებ – მაგრამ სხვა კლასიკური ქორიეოგრაფიებიც ვერ მომწონს: ლონდონის სამეფო თეატრში თუ რუსულ მარინსკიში (არ ვიცი, ქართულად როგორ გამოვთქვა) დადგმული ვერსიები…
რუსეთის დიდი თეატრი დგამს ჩვენსავით გრიგორევიჩის ქორეოგრაფიას და მისი ჩანაწერი შევიძინე შარშან ამაზონზე. თუ ვინმეს უნდა, სიამოვნებით ავტვირთავ სადმე და გავუზიარებ.
LikeLike
მე მინდა :) და დარწმუნებული ვარ, სხვა მსურველებიც გამოჩნდებიან. ახალ წლამდე თუ მოვახერხებთ, ჩემს პირად ტვ-პროგრამას მივუმატებ. ქართული ტელევიზიების იმედად მტერი დარჩა, ნეტიდან ვიწერ ნელ-ნელა ფილმებს და გადაცემებს და ვაგროვებ. 31-დან ერთმანეთის მიყოლებით უნდა ვნახო :)
LikeLike
აუცილებლად ავტვირთავ უახლოეს დღეებში. ატვირთული მქონდა და ბლოგზე მქონდა ბმული დადებული, მაგრამ ბმულს ვადა გაუვიდა. განვაახლებ თუ არა, აქაც მოგწერ :)
LikeLike
გაიხარე და დიდი მადლობა :)
LikeLike
http://tabunia.wordpress.com/2009/12/28/%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%90/ – განვაახლე ბალეტის ლინქი (პოსტის ბოლოშია)
LikeLike
გაიხარე და დიდი მადლობა, თაბუ. ხვალ დილით გადმოსაწერად დავტოვებ და საღამოს დამხვდება.
LikeLike
ალბათ 10 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც “მაკნატუნა” ვნახე, მაგრამ დღემდე მახსოვს შობის ეს ჯადოსნური ღამე :) ასეთი ძლიერი შთაბეჭდილება არც ერთ ბალეტს არ მოუხდენია… :)
LikeLike
აი, ზუსტად. ჩემი სათქმელი თქვი.
LikeLike
” მაკნატუნა” მართლაც საოცრად სასწაულს მიახლოებული სანახაობაა. მე სასწაულების არ მჯერა, არც ოცნებების ახდენის, მაგრამ იმაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ პოსტის ავტორი წლის ბლოგერია და მეტსაც გეტყვი, ჩემი წლის აღმოჩენაა და ერთობ მახარებს ეს :) :*
LikeLike
ეს მე? :) :) მადლობა მადლობა :) ფრიად სასიამოვნოა ამის მოსმენა, კატარინა. გამახარე ძალიან.
LikeLike
გედების ტბა არ მაქვს ნანახი სამწუხაროდ, მაგრამ მაკნატუნა მაჩვენეს მშობლებმა ბავშვობაში <3
ახლაც მახსოვს პირველი შთაბეჭდილებები <3
LikeLike
მშვენიერი არჩევანი გაუკეთებიათ მშობლებს, სალ.
ახლაც რომ გახსოვს, ზუსტად მათი დამსახურებაა :)
LikeLike
ძალიან ადრე მაქვს ნანახი… თვიტონ ბალეტი კარგად არ მახსოვს, თუმცა მახსოვს ემოცია.. :) ძალიან მომეწონა…
ამის მიუხედავად, ბალეტი და ოპერა ჩემი არაა :)))
LikeLike
მთავარია, რომ ემოცია გახსოვს და მოგეწონა, ჭიამარია.
LikeLike
მოლი საახალწლო განწყობის შესქმნელად და გასათბობად შენ ბლოგს ვერაფერი შეედრება.
LikeLike
მადლობა, ფინიკი :) გამახარე. ეს იგი, “საახალწლო ფეიერვერკის” ექვსპოსტეული ტყუილად არ მომიფიქრებია.
LikeLike
maknatuna mec miyvars, moli, tumca operis teatrshi ar minaxavs. griboedovshi vnaxe. amboben, opershi mainc sxvanairiao :)
LikeLike
კი. ლუკა, ნამდვილად სხვააა. ასჯერ მეტად მოგეწონება.
აი, ახლადგახსნილ ოპერაში ნახე “მაკნატუნა” და თუ არ მოგეწონა, მერე გამამტყუნე.
LikeLike
ჩემი პირველი სტუმრობა ოპერაში სწორედ “მაკნატუნას” უკავშირდება… არ დამავიწყდება ის ახალი წელი… “მაკნატუნას” დამსახურებით ყველაზე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყო :X იმ ღამით ნანახი სიზმარიც მახსოვს…
ისევ მჯერა ზღაპრების და სასწაულების…
LikeLike
რასაც ვწერდი, ამ კომენტარით დამიდასტურე, დეიზი :)
ზღაპრების და სასწაულების მეც მჯერა. ამ სიბერეშიც კი.
LikeLike
რა დროს შენი სიბერეა მოლი, ნუ გადამრიე :)
LikeLike
მე ბრეჟნევს მოვესწარი, დეიზი :)
LikeLike
vaime moli rogor miyvars sheni aseti tbili postebi!! <3 miuxedavad imisa, rom arc ise stajiani mkitxveli var! :D maknatunac miyvars! :P
LikeLike
danke :) ისე, წინა პოსტიც არანაკლებ თბილი გამოვიდა და ო’ჰენრიც თუ გიყვარს, ალბათ, მოგეწონება.
LikeLike
o’henry chemi siyvarulia, magram ertaderti rac misi ar miyvars es aris mogvebi.. arada kargi nawarmoebia! <3
LikeLike
რა დაგიშავა ასეთი? :)
LikeLike
ravici aba.. cota mobezrebulic maqvs.. magram sxva nawarmoebebze vgijdebi! :D am sityvis sruli mnishvnelobit! ise mogvebs yovel wels raime saganshi gavdivart! sharshanwin rusulshi sharshan qartulshi wels inglisurshi! momaval wels tu istoriis an geografiis wignshi agmovachine ar gamikvirdeba! :D
LikeLike
გემრიელად გამაცინე :)
LikeLike
bednieri var, rom tqvens saxeze virtualur gimils vxedav! :)) patetikas ar vimchnevt! :D
LikeLike
არა მხოლოდ ვირტუალურს :)
LikeLike
ნანახი მაქვს და ძალიან მომწონს :)
LikeLike
პლიუს ერთი შენს მუსიკალურ გემოვნებას :)
LikeLike
[…] სითბოთი მავსებს, როგორც ჩაიკოვსკის შედევრული ბალეტი – შობის მუსიკალური […]
LikeLike