თუ ამ ბლოგის ერთგული მკითხველი ბრძანდებით და ახალ–ახალ პოსტებს ყურადღებით ადევნებთ თვალს, არც ჩემი კულინარიული წიაღსვლები დაგრჩებოდათ შეუმჩნეველი. მას შემდეგ, რაც მოლის ვერანდა ზამთრის ბაღად გადაკეთდა, სულ ვაპირებ, მოგუზგუზე ბუხართან, რამე გემრიელობაზე დაგპატიჟოთ. ფუმფულა ხალიჩაზე ფეხი მოვირთხათ, შეშის ტკაცუნს მივუგდოთ ყური და გურმანულ–შემეცნებითი ორგია მოვაწყოთ.
ერთი სიტყვით, მოხერხებულად მოკალათდით, გეთაყვა. მერწმუნეთ, ადგილიც და სასუსნავიც ყველას ეყოფა. თქვენ მიირთვით, მე კი ვეცდები, მასპინძლის მოვალეობას კარგად გავართვა თავი და მოწყენილობა არ გაგრძნობინოთ.
მართალია, უთოვლო, მაგრამ მაინც ზამთარია გარეთ, ამიტომ ვამჯობინე, დღევანდელი მენიუ მხოლოდ გემრიელი კი არა, ცხელიც ყოფილიყო – იმედია, ჩემი უსაყვარლესი პიცას – “როტონდას“ თითო ნაჭერზე უარს არ მეტყვით.
ნებისმიერი გამვლელი გიპასუხებთ, რომ პიცას სამშობლო იტალიაა. ყველამ იცის ისიც, რომ ამ საქმის პიონერები ნეაპოლელები იყვნენ. მაგრამ ამ ტიტულს ეგვიპტელები, ბერძნები და ვიკინგთა შთამომავლებიც რომ ეცილებიან, უკვე ნაკლებად ცნობილი ამბავია.
სულ ტყუილად გეღიმებათ – ნორვეგიელი ეთნოლოგი ასტრიდ რიდბერგოლცი სერიოზულად ამტკიცებს, რომ პირველი პიცა მისმა შორეულმა წინაპრებმა დაამზადეს და დასამტკიცებლად არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნ ტაფებს იშველიებს.
ზოგიერთი ლეგენდა გვიამბობს, რომ ხმიადზე დალაგებული ბოსტნეულის რეცეპტი რომაელმა ლეგიონერებმა პალესტინიდან ჩამოიტანეს, თუმცა, ისიც შესაძლებელია, რომ ეს მხოლოდ სახეცვლილი ბერძნული „პლაკენტა“ იყო, ყველისა და სხვა ინგრედიენტების დამატებით.
ერთი ვერსიით, პიცას გამოგონება რომაელ მხედართმთავარს – ლუკულუსს მიეწერება, რომელმაც სამხედრო გამარჯვებებზე მეტად, ნადიმებით გაითქვა სახელი.
ასეა თუ ისე, ჩვენამდე მოღწეული უძველესი ნივთმტკიცება პირველ საუკუნეში მცხოვრები კულინარის – მარკუს გავიუს აპიციუსის წიგნია – “De Re Coquinaria”, სადაც პიცას წინამორბედი რეცეპტია მოცემული – წიწილის ხორცი, ზეთისხილი, ყველი, ნიგოზი, ნიორი, პიტნა და წიწაკა. აპიციუსი ცნობილი გურმანი იყო და როდესაც გაღარიბდა და მიხვდა, რომ საყვარელ სასუსნავებზე უარი უნდა ეთქვა, თავი მოიკლა. ჩემი ღორმუცელობა აქამდე ნამდვილად არ მისულა, მაგრამ ძალიან დამწყდებოდა გული, ეს კულინარიული შედევრი, საუკუნეთა მდინარებისას, სადმე რომ დაკარგულიყო.
სიტყვამ მოიტანა და ამ უძველესი კერძის პოპულარიზაცია მხოლოდ მე-18 საუკუნიდან დაიწყო. ამბობენ, რომ ორივე სიცილიის მეფე ფერდინანდ პირველი მალულად ესტუმრა ნეპოლელ მცხობელს, ანტონიო ტესტის, მეტსახელად ჭექა–ქუხილს რომ ეძახდნენ.
ქუხილის რა მოგახსენოთ, მაგრამ ირწმუნებიან, ანტონიოს ნახელავმა მონარქი შოკში ჩააგდოო… თუმცა, სამეფო მენიუში პიცას შეტანას მისმა ცხვირაბზუებულმა მეუღლემ შეუშალა ხელი – დედოფალმა “პლებეური საჭმელი“ იუკადრისა.
გაცილებით უპრეტენზიო აღმოჩნდა მარგარიტა სავოელი – უმბერტო პირველის მშვენიერი თანამეცხედრე – ნეაპოლის რეზიდენციაში სტუმრობისას ისე მოეწონა ცნობილი პიცაიოლოს – რაფაელე ესპოზიტოს მიერ მომზადებული პიცა, რომ ითხოვა, მისი სახელი დაერქმიათ. იმასაც მოვკარი ყური, ცხობისას დედოფალმაც კი წააშველა ნასათუთევი ხელიო.
“მარგარიტა“, თავდაპირველად, თურმე მხოლოდ კაპოდიმონტეს სასახლის ღუმელებში ცხვებოდა, მაგრამ იტალიაში აგორებულმა რევოლუციურმა ტალღამ მისი რეცეპტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. ჰოდა, ძალიანაც კარგი – სხვაგვარად დღევანდელი შეხვედრა მოლის ზამთრის ბაღში პიცას გარეშე ჩაივლიდა. ეს კი მეც დამაზარალებდა და ჩემს სტუმრებსაც – ეჭვი არ მეპარება, ყველა “როტონდას“ დამატებით ულუფას ელოდებით.
აუ პიცაააა…. ^^ ვგიჟდები!
LikeLike
მეც ძალიან მიყვარს :)
LikeLike
“როტონდა” როგორია :) პრინციპში, მე ყველანაირი მომწონს, გაყინულიც კი…
LikeLike
როტონდა ჩემი ფავორიტი პიცაა პანატერიაში. უგემრიელესობაა. ხუთ სხვა კანდიდატს შორის ავარჩიე და დიდი ხანია, სხვა არაფერი შემიკვეთავს მანდ.
LikeLike
რა თბილი, გემრიელი პოსტია.. პლებეური საჭმელი“ კია არა პიცა არის “ზე” საჭმელი..
LikeLike
ზუსტად!
LikeLike
ააა მაგიტომ ეძახიან მარგარიტასაც? არ ვიცოდი ნამდვილად :)
კვირაში ერთხელ მაინც ვჭამ <3
LikeLike
კი, სახელის ისტორია ასეთია. თვეში ერთხელ აუცილებლად ვსტუმრობ პანატერიას. უფრო ხშირადაც ვივლიდი, მაგრამ სხვა რაღაცებიც მიყვარს :)
LikeLike
ვაიმე მოლი,რა გემრიელი სურნელითაა გაჟღენთილი შენი ზამთრის ბაღი. <3
LikeLike
ვცდილობ, ანა :) მადლობა :)
LikeLike
გმადლობთ მასპინძელო, გემრიელი იყო ყველაფერი :)
LikeLike
დარწმუნებული ხარ რომ ასტრიდ რიდბერგოლცი ნორვეგიელია? იქნებ სომეხია ? :) :) :)
ისე თუ ხალხის გადარევა გინდოდა მე მაიც ვერ გადამრევ . . . :) პიცა არ მიყვარს . . .
LikeLike
თაიაა. : \ რას ამბოობ?! :)
LikeLike
არ ჩამქოლოთ! მართალა არ მიყვარს :) :)
LikeLike
მე,როგორ პიცის მოყვარუსლს (რბილად ნათქვამია :)) უბრალოდ მიკვირს,ხოლმე რომ არ უყვართ. :)
LikeLike
ნამდვილად ნორვეგიელია :)
LikeLike
მაშინ ბებია მაინც ეყოლება სომეხი :)
LikeLike
რეებს ამბობ შენ :)
LikeLike
წვეთი სომხური სისხლია და პიციან-რუსთაველიანად ყველა მაგათია :)
LikeLike
იფ,იფ, რა გემრიელი პოსტია ^_^
LikeLike
მადლობა, ქეთუსი. მიხარია, რომ მოგეწონა!
LikeLike
ასტრიდზე სხვა ვინმე მახსენდება ხოლმე ;) აი მარგარიტას ხსენებაზე ძირითადად – დიდი, ლამაზი, გემრიელი პიცის ნაჭერი :D
LikeLike
ერთნაირი ასოციაციები გვქონია :)
LikeLike
საღამო მშვიდობის მოლი, მე და ტენტენი მოგესალმებით :)
LikeLike
საღამო მშვიდობისა ნინო :) და ახალი გრავატარიც მშვიდობაში :)
LikeLike
ჩემი მხრიდან თვითმკვლელობის ტოლფასი იყო ახლა ამის წაკითხვა :შ
საოცრად მიყვარს პიცა და შენი გემრიელი პოსტები <3
განსაკუთრებით ამ შუაღამისას და მშიერს :\
LikeLike
მე მომიტევეთ :) ისე, მალე გათენდება კიდეც :)
მადლობა, აგათა :)
LikeLike
რა გინდოდა,რას მერჩოდი((( საშინლად მშია და თან პიცა ძალიან მიყვარს,საერთოდ იტალიურ-ესპანური სამზარეული ცხარე კერძები ჩემია. ისე ადრე ბათუმში ქათმის პიცა მივირთვი მას შემდეგ დავეძებ მსგავსს და ვერსად ვნახე,არადა ყველაზე გემრიელობა იყო(( ვინმემ თუ იცის ქათმის პიცას სად ამზადებენ აუცილებლად შემატყობინოს,უდიდეს მადლს მოისხამს)
LikeLike
დავიჯერო, ღამით სხვა თემა უფრო საინტერესო წასაკითხია? მე პირიქით, ეს მგონია ყველა კარგი – წაიკითხავ, მოგშივდება, გააფრატუნდები სამზარეულოში და წაიხემსებ…
LikeLike
ხოდა ახლა სმზარეულოში რომ გავფრატუნდები და მაცივარში შევსახლდები შენი დამსხურება იქნება,არადა აქამდე მეზარებოდა.
LikeLike
ყოჩაღ, პოსტს!
LikeLike
პიცაა <3 ოღონდ სოკოთი არა :|
მგონი პიცა პირველ რიგში დგას საყვარელ საჭმელებს შორის,მერე ლობიანი მოდის(მიყვარს ბარბარობა).
გემრიელი პოსწიკი იყო,ერთი დიდი ნერწყვი გადავყლაპე :დ
LikeLike
სოკო ცალკე მიყვარს მე :) და ლობიანიც.
მართლა გემრიელი პოსტი გამოვიდა.
LikeLike
აააა ცხელ ცხელი პიცააააა (მმ) ..ყველი რომ იწელებაა დააააა დნება პირში…. (მმ).. ვახ მშია..რას მერჩოდი მოლი :(((
ვგიჟდები პიცაზე და ყველაზე მეტად მომწონს ფიორინოში პიცები ^_^
LikeLike
შენ იმათი რეაქცია გენახა, ჯეს, ვინც ეს პოსტი წუხელ წაიკითხა. ღამის პირველ საათზე.
ფიორინოში არ ვყოფილვარ. მე პანატერიას ერთგული კლიენტი ვარ.
LikeLike
ეს პანატერია სადააა? საინტერესოაა. შენს გემოვნებას ვენდობი და მოვინახულებ აუცილებლად
LikeLike
ნუცუბიძის პლატოზე. მეორე მიკრორაიონში. წერეთელზეც უნდა ჰქონდეს ფილიალი, მაგრამ მანდ არ ვყოფილვარ.
საუკეთესო პიცაა თბილისში. ჩესტნო ჩესტნო.
LikeLike
ეეეეე გავარკვევ და მოვინახულებ და აუცილებლა დგიწერ შთაბეჭდილებების შესახებ ^_^
LikeLike
D’accord! ვატიკანის საელჩოს უნდა გაცდე, სერპანტინზე ადიხარ და შემდეგ მოსახვევშია. ძალიან იოლი მისაგნებია.
შთაბეჭდილებები მომწერე აუცილებლად. არ დაიზარო :)
LikeLike
პოსტი, სამწუხაროდ, ვერ წავიკითხე, იმიტომ რომ სიმბოლოებით გახსნა, მაგრამ ფოტოს რომ შევხედეეე… მინდა, ძალიან მინდა :)
LikeLike
აჰა, ჩემი კომენტარიც სიმბოლოებით ჩანს :შ მივალ სახლში და წავიკითხავ :(
LikeLike
ფონტი ურევს ალბათ, ნათია. მე შენს კომენტარებს ვკითხულობ.
არაუშავს, საღამოსაც არ იქნება ეს პოსტი :)
LikeLike
მე პიცა არასდროს არ მიჭამია :) საერთოდ საჭმელს ვერ ვიტან, ამიტომ ახალი რაღაცეების გასინჯვის მეშინია, აქედან გამომდინარე პიცა არც კი გამისინჯავს :) თან ვეგეტარიანელი ვარ, ყველი და ხორცი ნწუ :) არც სოკო მიჭამია :) ჰოდა რავი აბა, ისეთი პიცა თუ შემხვდა, სადაც მარტო პომიდორი, მწვანილი და კეტჩუპი იქნება იქნებ შევჭამო კიდეც :) :) :) :)
LikeLike
ვეგეტარიანული პიცა ფრიად გავრცელებულია ყველგან და ჩვენთანაც ცხვება.
სხვათაშორის, გამხსნელ სურათზე პიცა ზუსტადაც რომ მხოლოდ პომიდვრით, მწვანილით და კეტჩუპით არის გაკეთებული.
ოღონდ, მე ასეთს არ ვჭამ.
LikeLike
ჰოო? რა ვიცი, მაინც, ნაჭამი რომ არ მაქვს და არ ვიცი როგორი გემო აქვს მეშინია :)
LikeLike
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფრაზა “გემოვნებაზე არ დაობენო” ორმაგად მართალია :)
LikeLike
ამის დაწერა როგორ შეიძლებოდა, მოლი? ცოდო არ ვართ? თან სამუშაო დღეა და ვინ გაგვიშვებს ახლა პანატერიაში?
LikeLike
ვერც მე მოვხვდები შაბათამდე პანატერიაში. და ეჭვი მაქვს, შაბათსაც არ მეცლება :( აქ თუ გავიხსენებთ პიცას :(
LikeLike
რა გემრიელი პოსტი იყო მოლი, მნიამ. ისე მომინდა პიცა ლამისაა ახლავე ავდგე და პიცერიაში გავიქცე. ჩემი ფავორიტი ”კაპრიჩოზაა”.
LikeLike
კაპრიჩოზას ქება მეც მსმენია. გამისინჯავს კიდეც. გემრიელია უდაოდ, მაგრამ როტონდას მაინც ვერ ვუღალატებ.
LikeLike
აუ, მეც ეგ უნდა დამეწერა ახლა. ,,კაპრიჩოზაზე” ვაფრენ…. მმმმ
LikeLike
წარმოვიდგინე თოვლიანი საღამო, პიცის სურნელი, ღვინის სიწითლე, ბუხართან ფეხისმორთხმა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენი რამე გვაკლია უბრალო მოკვდავებს :(
LikeLike
ბინაში ბუხარი ცოტა გაჭირდება, სახლს უფრო მოუხდება… ღვინოს ვისკით ჩავანაცვლებდი (თუმცა, რაჭიდან საგანგებოდ ჩემთვის გამოგზავნილი ხვანჭკარაც მაქვს შემონახული) და პიცაც…. შინ გამომცხვარიც მიჭამია, მაგრამ პიცა პიცერიაში უნდა მიირთვაო, ამბობენ. სულ სხვა ეშხი აქვსო.
შენ დრო თქვი და განწყობა :(
LikeLike
სწორედ ეგაა, მოლ. ხანდახან, ისეთ დროს მიხდება ჭამა, სულ რომ არ ველოდები, მაგრამ როგორც წესი, როცა მოგინდება და ჭამ მაშინდელი სჯობს.
ვისკზეც არ იტყოდა კაცი უარს, მაგრამ დიდი ბოკლაში წითელი სითხე რომ ასხია, დანახვაზეც კი განტვირთვის შეგრძნება მეუფლება :))) დასხმის ხმაზე, გემოსა და სურნელზე აღარაფეს ვამბობ :დ
LikeLike
შენ ღვინო გყვარებია… პრინციპში, ყველაფერს ვსვამ, არყის ჩათვლით და კარგ ღვინოზე უარს როგორ ვიტყვი, მაგრამ ვისკი ჩემთვის მაინც პირველია.
როცა გინდა, მაშინ ჭამო, ამას დაახლოებით ხუთი წელია დავემშვიდობე და არა მგონია, უახლოეს ხუთ წელიწადში რამე შეიცვალოს :( ნუ, შვებულებებს თუ არ ჩავთვლით.
პანატერიაში წავიდოდი ახლა დიდი სიამოვნებით :( :(
LikeLike
პარასკევ საღამოს ვიყავი მანდ :) შემთხვევით. ადრე ფიორინოს ვამხეცებდი. ნუ, როცა იყო და შემწევდა საშუალება :დ
ყველა სასმელს ვსვამ. ლუდი პირველ ადგილას მყავს, მერე წითელი ღვინო, და ა.შ.. არაყი მიწევს ამ ბოლო დროს (რა ვქნა, ლოტი ვარ და უარს ვერასდროს ვამბობ სასმელზე)
LikeLike
შენ ნამდვილი ლოთი არ გინახავს, ომარ. ასე შვიდი წლის წინ, დილაობით, ახლადგახსნილ ჯიხურთან, ერთი ახალგაზრდა ბიჭი მხვდებოდა. დილის ცხრა საათზე 50 თეთრიან არაყს ყიდულობდა (ერთჯერად ჭიქას ფხრიწიანი თავსახურით) და იქვე სვამდა.
შენს მტერს და ავს ასეთი ლოთობა :( თორემ კარგ არაყს, თუ ხასიათზეც ხარ, რა აქვს დასაწუნი.
LikeLike
მინდა მოლისთან ბუხრის წინ პიცა ვახრამუნო!
LikeLike
welcome! როცა გენებოს :)
LikeLike
მშვენიერი სითბოა მოლის ბუხართან, პიცაზე კიდე ვგიჟდები!
კარგი იყო.
LikeLike
უხდება არა, ზამთარს ბუხრის სურათი? ანუ, ტყუილად არ შემიცვლია ინტერიერი…
პიცის მოყვარულთა კლუბი უნდა დავაარსო :)
LikeLike
მინიმუმ დამფუძნებელ კრებაში მინდა ! :)
LikeLike
რაზეა საუბარი :) შენ ისეთი მოყვარული ყოფილხარ, დამფუძნებელი კრების წევრობა კი არა, უფრო სერიოზული ადმინისტრაციული თანამდებობაც გეკუთვნის.
LikeLike
ჰო ისე წეღან დრო არ მეყო სათქმელად :) ერთი პიცა, რომელიც იტალიის დედოფალმა მარგარიტამ აარჩია პირველად ნახვისას (სახელი არ მახსოვს), შედგებოდა მწვანილის, პომიდვრის სოუსის და ყველი “მოცარელასგან”. ამბობენ იტალიის დროშის ფერების საფუძველზეა ეს არჩევანი დაყრდნობილიო :)
LikeLike
დიახ დიახ :) ნამდვილად ასეა. სალათი, მოცარელა და პომიდორი, სიმბოლურად, იტალიური ტრიკოლორის ფერებს აღნიშნავს.
LikeLike
pica ki didad ar miyvars magram posti mshvenieri gaxlavt! :))))))
LikeLike
ერთხელაც გასინჯავ შენ ნამდვილად გემრიელ პიცას და გამიხსენებ :) მადლობა, მიხარია, პოსტი რომ მოგეწონა.
LikeLike
shens zamtris bagshi didi siamovnebit gavsinjavdi! :P
LikeLike
მეც აქვე ჩამოვჯდები, თქვენი ნებართვით, გავიზიარებ იშვიათ სიამოვნებას:)
LikeLike
ვორდპრესმა უკვე გიცნო, მემე და აწი, როცა გაგიხარდება, მაშინ შემოიხედე. ბუხარი, სანამ გარეთ არ დათბება, სულ ანთებული გვექნება და გემრიელი სასუსნავი სტუმრებისთვის არასოდეს გამომელევა :)
LikeLike
ძალიან კარგი:)
LikeLike
welcome!
LikeLike
საინტერესოა! მე არ მიყვარს, მაგრამ ერთ ნაჭერს მაინც გეახლებით ზამთრის ბაღში!
LikeLike
მე მეგონა მარტო მე არ მიყვარდა! :D
LikeLike
:D :D :D
LikeLike
ცოტნე და მარიშკალია, თქვენ ანტიპიცური მოძრაობა ჩამოაყალიბეთ. მიუმხრობლები გახდით და პარტიზანული მოძრაობა გააჩაღეთ :)
LikeLike
:D
LikeLike
უკვე მერამდენედ ვარღვევ პირობას, ღამით არ ვჭამო :)
LikeLike
მე ეგ პირობა არ დამიდვია, მაგრამ ახლა ვჭამ და ვგრძნობ კარგად არ ვიქცევი :)
LikeLike
ოთხიასასხუთასჯერ მაქვს ეს პირობა დადებული, მაგრამ რად გინდა :(
LikeLike
მოლი შენი პოსტები კონკურენციას ფლეისტეიშენ–3 საც კი უწევს :) მე არ ვხუმრობ
LikeLike
მართლა? აი, აის იმედი ნამდვილად არ მქონდა :) :)
LikeLike
ისეთი გემრიელი პოსტია როგორც თვითონ პიცა.დრეს მთელი დღე ამ პიცა-პოსტის სურნელით ვივლი:)ვისიამოვნე ნამდვილად:)
LikeLike
გამახარე, მირანდა :)
LikeLike
მოლი იცოდე შენი ბლოგი არ დამვიწყებია
LikeLike
ვიცი :)
LikeLike
მმმმმმმმმმმმმმმმმ :*
როგორ მიყვარს ^_^
LikeLike
პიცა-კლუბის კიდევ ერთი წევრი გვყავს :)
LikeLike
აუუუუ ეხლა ან კაპრი, ან შეფი, ან ოთხი ყველის პიცა, ფანტასტიკო ან პანეტერია ანდაც ლიმონჩელო თავისი დესერტად უგემრიელესი ტირამისუთი და wi-fi რომ მოლის ბლოგზე ვიბოდიალო თემიდან თემაზე და პოსტიდან პოსტზე და არ მინდა სხვა არაფერი…….
LikeLike
შენ პანატერიას დიდი მოყვარული და მუდმივი სტუმარი ყოფილხარ, თაკლინე :)
LikeLike
კიიიი ძალიან მიყვარს პანეტერია და საერთოდ პიცა :)
LikeLike
გეტყობა სპეციალისტობა :)
LikeLike
ra gemrielobebiaaaa….minda minda..ertxel xuti nacheri ise shevchame ar amomisuntqia.moli ugemrielesi iyo.
LikeLike
[…] მრავალფეროვნებით გამოირჩევა, როგორც პიცა ან ნაყინი, სამაგიეროდ, იმის თქმა […]
LikeLike
მოლი შენი სიტყვები ახდა და ახლა პიცაზე ვგიჟდები <3 კიდეც ერთხელ წავიკითხე პოსტი უფრო მეგემრიელა ვიდრე ადრე <3
LikeLike
არც როტონდა ვიცი და არც სხვა, მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი დამზადებული პიცა მირჩევნია ამ ქვეყნად ყველანაირ გემრიელობას :D :D (ნწ ნწ ნწ , რა თავმდაბლობაა და ა.შ. )
LikeLike