“ორ მეგობართან ერთად ბილიკს მივუყვებოდი. მზე ჩადიოდა და უეცრად ცა სისხლივით გაწითლდა… არაქათი გამომელია, შევჩერდი და ღობეს დავეყრდენი – შევცქეროდი სისხლსა და ცეცხლის ალებს მოლურჯო–მოშავო ფიორდისა და ქალაქის თავზე… ჩემმა მეგობრებმა გზა განაგრძეს, მე კი ვიდექი, მღელვარებისგან ვთრთოდი და შევიგრძნობდი უსასრულო კივილს, ბუნება რომ გაემსჭვალა.“
ამ სიტყვების ავტორს დღეს 148 წელი უსრულდება, მე კი მინდა, მის ყველაზე ცნობილ ტილოზე გესაუბროთ, რომელიც ფერმწერს სწორედ ასეთმა პირქუშმა პეიზაჟმა და ემოციებმა შთააგონა და რომელიც, ალბათ, ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც უნახავს.
ნორვეგიელი მხატვრის – ედვარდ მუნკის “კივილს“ თავდაპირველად სხვა სახელი ერქვა – “სასოწარკვეთა“. ალბათ, ძნელია, იპოვო სხვა ნახატი, რომელიც ასეა გაჟღენთილი მარტოობით, შიშით, უიმედობით და მაინც ასე იზიდავს მნახველს. ცენტრალური ფიგურის უკანა ფონზე ორი მშვიდი სილუეტი მხოლოდ და მხოლოდ ამძაფრებს იმ უკიდეგანო თავზარის განცდას, ვულკანური ლავასავით რომ იღვრება სურათიდან.
მკვლევარები გაუთავებლად თხზავდნენ ახალახალ, ერთმანეთზე უფრო ფანტასტიკურ ვერსიებს. ზოგი ამტკიცებდა, რომ მუნკს სურათის იდეა უცხოპლანეტელებთან კონტაქტმა უკარნახა, ზოგი – სისხლიანი მეოცე საუკუნის კატაკლიზმების წინასწარმეტყველებაზე საუბრობდა, ზოგიც – შიშისაგან უხმო ყვირილში გახევებული ადამიანის გამოსახულებაში პერუული მუმიის ხილვით გამოწვეულ გავლენას ხედავდა. ასტრონომებმა საერთოდ გასაოგნებელი ვერსია წამოაყენეს – სისხლისფერი დაისი ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევას დაუკავშირეს, რომელმაც რამდენიმე თვით შეცვალა ევროპის, აზიისა და ამერიკის ზეცის ფერი.
მე კი მაინც იმ ხელოვნებათმცოდნეების აზრი უფრო გასათვალისწინებელი მგონია, რომლებიც თვლიან, რომ ნორვეგიელი ფერმწერის ამ ქმნილებაში უკვე იგრძნობოდა მანიაკალურ–დეპრესიული ფსიქოზის მწვავე შეტევა, რომელმაც მოგვიანებით მუნკი ფსიქიატრიული სავადმყოფოს კარამდე მიიყვანა. სულ მეჩვენება, რომ მხატვარი საკუთარ თავს გაურბის და ყველაზე მეტად თავისივე სულის წიაღში მომხდარი ცვლილებები აშინებს. მთელი ტილო – უკიდეგანი ძრწოლის აპოთეოზია და ყოველთვის, როცა ამ სახელგანთქმული ნახატის რომელიმე რეპროდუქციას ვხედავ, თავად ავტორის სიტყვები მახსენდება: “საგნები კი არა, ის ემოციები ხატეთ, რომლითაც ხართ აღვსილი“. ძალაუნებურად ვფიქრობ – რა მოხდებოდა, უნიჭიერესი ფერმწერის გონება ასე დათრგუნული რომ არ ყოფილიყო ულმობელი სენისაგან. ალბათ, მის სულშიც და ტილოებზეც სულ სხვა ფერები და სხვა გრძნობები დაივანებდნენ…
სკანდინავია და ფერები. უდაოდ ერთ-ერთი ფავორიტი ფერწერული ტილოა :)
LikeLike
ჰო, სკანდინავია შენი ფავორიტი მხარეა :)
LikeLike
მზარავს ეს სურათი
LikeLike
უხმო კივილია. დაახლოებით ისეთი, ფილმში, განსაკუთრებით დრამატული ეპიზოდის დროს, სრული სიჩუმე რომ არის.
LikeLike
,,კივილი” ყოველთვის იწვევდა ჩემში ინტერესს, გამიხარდა რომ ამასთან დაკავშირებით დაწერე, მოლი :)
LikeLike
ჩემთვისაც საინტერესო ნახატია, ნათია. თან, დღეს მუნკის დაბადების დღეა და უკეთეს დროს ვერც ვიპოვნიდი.
LikeLike
მიყვარს. ვან გოგს მზეზე გასვლა რომ აუკრძალეს უქუდოდ, ვეღარ დახატა და ისევ მიეცა მზის მცხუნვარებას, თუმცა იცოდა, რომ ეს მომაკვდინებელი იყო მისთვის… გალაკტიონს მუდმივად ეძახდა მისი დემონი და წერდა საოცრებებს…მათთვის სამწუხაროდ ისინი ცოტა შეშლილები იყვნენ, ჩვენთვის კი სასიხარულოდ…მე ისე მტკივა ეს ნახატი, ყოველ ნერვს ვგრძნობ ჩემსას, აი ზუსტად ისე, როგორც გალაკტიონის სილაჟვარდეს რომ ვკითხულობ…
LikeLike
დიდი ტკივილით დახატული ტილო რომ არის, უდავოა. მართალი ხარ, “შეშლილობის” გარეშე არაფერი იქნებოდა, კატარინა.
LikeLike
მგონი უკან დაგნი და ფშიბიშევსკი არიან, ბევრ სურათზე ყავს დახატული ერთად, მსგავსი ფაბულით :>
LikeLike
მსგავსი ფაბულით არა, უბრალოს, “კივილის” რამდენიმე ვერსია აქვს შექმნილი, მათ შორის, ერთი ლითოგრაფიაც. დაგნი იული კი მართლაც მუნკის მუზა იყო, უამრავი ტილო დაწერა მისი წყალობით.
LikeLike
ყველაფერი როგორ იცი, მერი :) ნამდვილი ექსპერტი ხარ :)
ჩემს მაგივრად გიპასუხია. მეტი რა დავამატო…
LikeLike
დაგნი იულ–ფშიბიშევსკაის ისტორია მაქვს ადრე წაკითხული – საყვარელმა მოკლა მძინარე, თბილისის რომელიღაც ცნობილ ოტელში… და თავი მოიკლა მერე…
LikeLike
აი, ეს უკვე არ ვიცოდი… თან, თბილისშიო. ისე, ნორვეგიელებს თბილისთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონიათ. ჰამსუნი აქ ცხოვრობდა, მუნკის მუზაც აქ მოუკლავთ…
LikeLike
არადა, მგონი ორივე შემთხვევით მოხვდა აქ, დაგნი თავის რეპუტაციას გაურბოდა და აქ გამოხვეწა პრაღაში გაცნობილმა საყვარელმა, ჰამსუნზეც მასე მახსოვს, დაგეგმილი არ ქონია როგორც ვიცი, შეიძლება მეშლება, მაგრამ ”ლონდონში” და ”გრანდ ოტელში” რომ იყვნენ ასწორებს ეგ :>
LikeLike
ვერ მიხვდი აშკარად რას ვამბობ, დაგნი მუზა რო იყო მოგვეხსენება ეგ, მაგრამ რამდენიმე ტილოზე ფშიბიშევსკისთან – ქმართან ერთად ყავს დახატული და თავისი თავი ”დაჩაგრულის” პოზიციაში ყავს იმავე ნახატებზე გამოყვანილი, ასე რომ სხვადასხვა რამეზე ვამბობთ
LikeLike
სხვა ტილოები ამ პოსტთან რა კავშირშია? აქ სხვა ტილოებსაც განვიხილავთ?
LikeLike
რა კავშირშია მოლი და მუნკის თითქმის ყველა ნახატი რაღაც საერთოს გარშემო ტრიალებს, ეს საერთო თვითონ მუნკია და არც ის არის შემთხვევითი რომ ეს წყვილი, როგორც აქ, ისევე რამდენიმე სხვა ტილოზეც ფიგურირებს. არ ვიცი რას ფიქრობენ ხელოვნებათმცოდნეები, მაგრამ მე რასაც ვფიქრობ ის დავწერე, მგონი პირიქით სასიამოვნო უნდა იყოს შენთვის როცა ერთი პოსტი იშლება და მხოლოდ ერთად არ რჩება, მაგრამ თუ ვიწრო ჩარჩოში გინდა რომ იყოს მოთავსებული, შეგიძლია მარტივად წაშალო ჩემი კომენტარები :>
LikeLike
კომენტარი არასოდეს წამიშლია და არც ახლა ვაპირებ. ჩემთვის, რა თქმა უნდა, საინტერესოა, როდესაც დისკუსია იშლება, მაგრამ რაც არ მომწონს – ჩემს ორ სტუმარს შორის – “ვერ მიხვდი აშკარად რას ვამბობ, დაგნი მუზა რო იყო მოგვეხსენება ეგ,” ასეთი ტონალობით საუბარია.
ეს არის და ეს.
LikeLike
”კრავი და მგელი სრულ ჰარმონიაში თანაცხოვრობენ”-ის ეფექტს მიქმნი მაგ კომენტარით, ”ტონალობით საუბარი”, ”ხმას ნუ უწევ” ”ასეთი ტონი მაქვს” – 90 იანების საქართველოში იყო ასეთი ფრაზები აქტუალური, ისიც ქუჩაში. არ ყოფილა არაფერი ნეგატიური იმაში, რაც მე დავწერე, მითუმეტეს ”ტონალური”, ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყო და არც შეშფოთება გამოხატო, თუ რაღაც არ მოგწონს პირდაპირ შეგიძლია მითხრა და არა შემოვლითი, ლაბირინთული გზებით. შევეცდები აღარ დაგირღვიოთ ჰარმონია და არ შემოვიტანო დისონანსი სიმბიოზურ ბლოგზე
LikeLike
არ ვიცი, სად რა იყო აქტუალური, მაგრამ ეს ბლოგი არც დისკუსიების ნაკლებობას უჩივის და არც ინტელექტუალი მკითხველის სიმცირეს. თუმცა, აქ იმას ნამდვილად არ არკვევენ, ვინ რას ვერ მიხვდა და ვის რა მოეხსენება. და არც უცხო სიტყვათა ლექსიკონის ზედმიწევნით ცოდნის აფიშირებას ცდილობენ.
შენი ნებაა, გინდა, შემოიხედე, გინდა – არა. ჩემთვის, ჯერჯერობით, სულერთია.
LikeLike
რაღაცნაირია… ყოველთვის, როცა ვხედავ ამ სურათს, თითქოს შიში მივლის. ან იქნებ არცაა შიში, უბრალოდ არ ვიცი რა დავარქვა. ფაქტია, რომ ემოციას იწვევს.
LikeLike
ამიტომაც არის შედევრი….. მძაფრი ემოციები მოაქვს.
LikeLike
ამ ნახატზე ყოველთვის ასოციაცია მიჩნდება ჰამსუნის “მისტერიები”ს :)
LikeLike
მე შიმშილი უფრო მაგონდება.
LikeLike
ე.ი. შენც ჰამსუნის მაინც :)
LikeLike
კი, თეო. მეც ჰამსუნი… ძალიან მყარი ასოციაციური ჯაჭვია. შიმშილმა ზუსტად ასე შემზარა.
LikeLike
სიამოვნებით წავიკითხავდი შენს პოსტს ჰამსუნზე ;)
LikeLike
ჰამსუნის დროც მოვა… ახლა უფრო წინასაახალწლო პროგრამაზე ვფიქრობ.
LikeLike
თითქოს არაფერი ხო, სურათია, მაგრამ აიიი რაღაც მბურძგლავს ამ სურათს რომ ვუყურებ :შ ბრრრრ :(
LikeLike
ზუსტად :)
LikeLike
ვერ წარმოიდგენ ზოგჯერ რა ახლოსაა ეს ნახატი ჩემს გრძნობებთან.
სწორედ ასე კივის ხოლმე ჩემი შინაგანი სამყარო.
გამიხარდა ეს პოსტი და როგორც ყოველთვის,ნასიამოვნები გავდივარ ამ ბლოგიდან.
შენი არცერთი პოსტი არ გავს ერთმანეთს,ყველა განსაკუთრებული და სხვებისაგან განსხვავებულია,ამიტომაც მიყვარს ეს ბლოგი.
LikeLike
რა სასიამოვნოა მკითხველის ასეთი შეფასების მოსმენა….
ზუსტად ამას ვცდილობ, ნენსი. არ მინდა, ბლოგი ერთფეროვანი ჩანდეს. თუ გამოდის, მაგას რა ჯობია :)
მადლობა დიდი :)
LikeLike
ძალიან მიყვარს ეს ტილო…
ზედმიწევნით გადმოსცემს იმას, რაც პოსტის შესავალში წერია…
LikeLike
და უფრო მეტსაც…. ეს ხომ ნახატია, მინიმალური ინფორმაცია და სრული სივრცე მნახველის ფანტაზიისთვის.
LikeLike
საინტერესოა, რომელი ჰიპოთეზაა ჭეშმარიტი და თავად ფერმწერისთვის რა აღმოჩნდა შთაგონების წყარო..
LikeLike
საინტერესო კია, მაგრამ გადამწყვეტი მაინც არ მგონია. მთავარია, რომ დახატა.
LikeLike
ძალიან გამიხარდა ამ სურათზე პოსტის დანახვა! :))))
LikeLike
მე შენი პირველი კომენტარი გამიხარდა :) ველქამ!
LikeLike
ჩემი აქ პირველი შენი ჩემთან მეასე! რაღაცაშია საქმე! :D
LikeLike
მართლა? მშვენიერია :)
LikeLike
მიუხედავად მხატვრობაში ჩემი “ჩაინიკობისა”, ალბათ ეს ნახატი ერთ-ერთია იმ იშვიათთაგან, რომელიც, ასე ვთქვათ, “მესმის”. უცხოპლანეტელები და კრაკატაუ ნაკლებად მაინტერესებს, უბრალოდ, ამ სურათს იმხელა ემოცია მოაქვს, რომ ალბათ, შეუძლებელია, ვერ აღიქვა და ოდესმე დაგავიწყდეს…
LikeLike
ინსპირაციის კვლევა ხელოვნებათმცოდნეთა საქმეა. ჩემთვის ეს უდავოდ საინტერესოა, მაგრამ მთავარი მაინც მნახველის იმპრესიებია. საბოლოო ჯამში, ნახატის ისტორია რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ემოციების შემდეგ.
LikeLike
მომწონს სურათი და ისა, “სასოწარკვეთას” “კივილი” ნამდვილად ჯობია! – უფრო შეესაბამება. ;)
LikeLike
ნამდვილად უკეთესია :)
LikeLike
ბოლო კატეგორიის ხელოვნებათმცოდნეების აზრს ვეთანხმები. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეს სურათი სულის კივილთან უფრო ასოცირდება, ვიდრე უცხოპლანეტელბთან ან ვულკანთან.
LikeLike
მეც ასე მგონია. თუმცა, ვულკანის ინსპირაცია არ უნდა იყოს გამორიცხული. როგორც მხოლოდ ინსპირაცია და არა პირდაპირი მიზეზი.
LikeLike
da tristyan cara aravis gaxsendebat? igriale,igriale, igriale da ase gautaveblad, 16striqoni mxolod erti sityuvit :)
LikeLike
dediko miyveboda :)
LikeLike
არ გამხსენებია მე და შენს დედიკოს ყოჩაღ, ლუკა :)
LikeLike
“კივილი”, დამცავი შუშისა და სიგნალიზაციის ზოლის მიღმა, მაგრამ მაინც ორიგინალში მაქვს ნანახი და ვამაყობ.. მისი ხათრით ლამის მთელი ოსლოს გადასერაც კი არ დავიზარე ^^
LikeLike
მეც ვიამაყებდი, ლიკა :) წარმომიდგენია, რა შთაბეჭდილებები დაგრჩებოდა…
LikeLike
ფერწერა ჩემთვის იმპრესიონიზმია. და მორჩა.
ეს კი უბრალოდ კარგი მარკეტინგი და პიარია. მალევიჩივით ;)
Comment left from my Kindle Fire via WordPress for Android
LikeLike
ბინარული სისტემა ოდნავ მოსაწყენი მეჩვენება. ან – ეს, ან – ის… ორივე ერთად არ მოსულა? იმპრესიონიზმი მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ სხვა რაღაცებში ხელს არ მიშლის. მალევიჩი მარკეტინგი არ ყოფილა, მალევიჩი კონცეფციაა :) მარკეტინგი ის არის, პოსტს სათაურში ბოზებს, პმს-ს ან ბიძინას რომ გაურევ.
LikeLike
ბევრნი არიან იმპრესიონისტები :)
მალევიჩი კი 100 მარკეტინგია. ენდი უორჰოლზე არანაკლები.:)
Comment left from my Kindle Fire via WordPress for Android
LikeLike
ok, boss!
LikeLike
მხატვრობა ჩემთვისაც იმპრესიონიზმით იწყება (თუმცა მთლად მანდ არ მთავრდება, სიურრეალიზმს ვერ გამოვტოვებ და კიდევ რამდენიმე სხვადასხვა მხატვარს სხვადასხვა ჟანრიდან). მუნქის ეს ნახატი კიდევ ორი წლის წინ დავხატე მეც :) რამ გამაბედინა არ ვიცი :) თუმცა იმხელა სიამოვნება მივიღე, რომ არ მინანია :) იმპრესიონიზმე ვან გოგი გამახსენდა, თავის ძმასთან თეოსთან რომ ჩავიდა პარიზში და პირველად ნახა მონეს და მანეს ნამუშევრები… ზუსტად ეგრე აღვფრთოვანდები ხოლმე მეც, რამდენჯერაც არ უნდა ვნახო თუნდაც რეპროდუქცია (ორიგინალებს ვიხილავ ოდესმე? :()
LikeLike
ვნახავთ აუცილებლად… ან ჩვენ წავალთ, ან იმათ ჩამოიტანენ.
აქ მხატვრებისთის ცალკე გვერდი მაქვს – ვერნისაჟი. დალიც არის მანდ, კანდინსკიც, მოდილიანიც და სეზანიც. ჩემი ფავორიტი გვერდია :)
LikeLike
მზად ვარ სახლი გავყიდო და ისე წავიდე :დ უბრალოდ ჯერ ჩემი სახლი არ მაქვს და :დ კარგია რომ მითხარი, თავად ვერ ვპოულობ ხოლმე :((
LikeLike
ჰო. უფრო თუ დავაზუსტებთ, მონეა მხოლოდ მხატვრობა :)ვან გოგი კი უარყოფითი ენერგეტიკითაა დატვირთული.
Comment left from my Kindle Fire via WordPress for Android
LikeLike
ეს კომენტარი რატომ არ მინახავავს თავის დროზე :(
უარყოფითი ენერგიით გადატვირთულიც კია, მაგრამ საკუთარი თავის ძიება იმდენად ზედმიწევინთ აისახა შემოქმედებაში რომ გულგრილს ვერ მტოვებს, ვან გოგი ჩემი ფავორიტია <3
დაზუსტება ზედმიწევნით მიღებულია :)
LikeLike
ყოველთვის “მაშინებდა” ეს ტილო. :ს
ემოციურია ძალიან და საოცრად კარგი ქმნილება მხატვარისა.. )
LikeLike
ნამდვილად საშიშია და ექსპრესიულიც.
LikeLike
ჩემი უსაყვარლესი მხატვარია რენე მაგრიტთან ერთად :)
მუნკის ბიოგრაფია რომ იცოდეთ, კარგად დაინახავთ თუ რატომ დახატა ესა თუ ის ნახატი.
ნამდვილად დიდი მოვლენაა მსოფლიოს ხელოვნებაში ედვარდ მუნკი.
ადრე ამ მხატვარზე და ამ ტილოზე პრეზენტაცია გავაკეთე უნივერსიტეტში და მოგვიანებით, თუ შესაბამისი დრო მექნება ჩემს ბლოგზეც დავდებ ამ თემას :)
LikeLike
იმ მკვლევარებმა, პოსტში რომ მყავს მოხსენიებული, მუნკის ბიოგრაფია, სავარაუდოდ, ძალიან კარგად იციან და ვერსიებსაც კონკრეტული არგუმენტებით ამყარებენ.
თუმცა, ჩემთვის მნიშვნელოვანი რიგითი მნახველის იმპრესიებია და მეც ზუსტად ამ პოზიციიდან ვწერ.
LikeLike
გეანხმები, უბრალოდ ამ პოსტში არ იყო ბიოგრაფიაზე არაფერი ნათქვამი და მაგიტომ დავწერე : )
LikeLike
ბიოგრაფიაზე დაწერას არც ვაპირებდი. ამას ვიკიპედიაც მშვენივრად ახერხებს.
LikeLike
მოლი არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ ! ეს სურათი კი უძლიერესი!და სტატიაც! კარგი იქნებოდა შენგან რამოდენიმე რჩევის მოსმენა !
LikeLike
კომპლიმენტისთვის დიდი მადლობა, მაგრამ ჩემი რჩევა ვის არგია, მეც დამწყებ ბლოგერად ვითვლები :)
მუნკი და მისი კივილი მართლა ფანტასტიურია.
LikeLike
ჰო ალბათ მე სულ რაღაც ორი პოსტი დავწერე და არავინ კითხულობს საერთოდ და გადამდის ნელნელა სურვილები : X : ) ) )
LikeLike
მუნკი ამბობდა, რომ თავისი ნახატებით სურდა ეჩვენებინა “ცოცხალი არსებები, რომლებიც სუნთქავენ, გრძნობენ, უყვართ და იტანჯებიან..” ეს სადღაც ვიპოვე და ვიფიქრე, რომ აუცილებლად უნდა მეთქვა შენთვის!
LikeLike
მშვენიერი ციტატაა, მარიშკალია :) მადლობა :)
დღეს დიურერზე მაქვს ახალი პოსტი.
LikeLike
ახლავე ვნახავ! <3
LikeLike
ფერწერის ძალიან დიდ მოყვარულად არ ვითვლები. რაც იმაში გამოიხატება რომ დიდად რეპროდუქციებით არ ვინტერესდები, მაგრამ თუ კი ორიგინალის ნახვის საშუალება მაქვს ხელიდან არასოდეს ვუშვებ ხოლმე, და საინტერესო განხილვებსაც აუცილებლად ვეცნობი. მუნკის ეს ნამუშევარი ნამდვილად შესანიშნავია და ალბათ როდესმე იმის საშუალებაც მომეცემა რომ ორიგინალში ვიხილო.
ხოდა კიდე როგორც მე ვიცი სწორედ მუნკის “კივილი” იყო რეჟისორ Wesley Earl Craven ის მუზა ფილმისთვის “SCREAM”
LikeLike
როგორ მიყვარსს… როგორ მიყვარსს საოცარი ემოციებით სავსე ნახატები ! <3 რომ შეხედავ და ათასგვარი ემოცია რომ გეფეთება სახეში….
ამ ტილოზე კი უბრალოდ ვაფრენ;)
LikeLike
“კივილი” მეც ძალიან მომწონს.
LikeLike