“ქინდლის” წყალობით, ჩემი, როგორც მკითხველის ცხოვრებაში, გარდატეხა რომ მოხდებოდა, ადრევე ვიცოდი და იმედი ნამდვილად არ გამცრუებია – კომპაქტურობასა და პრაქტიკულობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ელექტრონულ თაროზე უკვე ისეთ წიგნებს მოვუყარე თავი, სხვაგვარად ხელში ჩაგდება აშკარად რომ გამიჭირდებოდა.
ირინა ხაკამადას “Sex-ი დიდ პოლიტიკაში” რუსეთში რომ პოპულარული იყო, მსმენოდა. ორიოდე ნაწყვეტიც მქონდა წაკითხული, თუმცა თბილისში არსად წავწყდომივარ – აქ სულ სხვა “სექსი” და “უსექსობაა” მოდაში.
თუ ავტორი არ გეცნოთ – მეცნიერი, ბიზნესლედი, პოლიტიკოსი, მემარჯვენე ოპოზიციონერი, რუსეთის სახელმწიფო დუმის სამგზის დეპუტატი და ვიცე-სპიკერი, მთავრობის წევრი და პრეზიდენტობის კანდიდატიც კი გახლდათ. ხმამაღალი რეგალიების მიღმა კი დახვეწილი ინტელექტუალი და ქარიზმატული ქალბატონია.
ათწლეულების წინ, საბჭოთა კავშირში ემიგრირებული იაპონელი კომუნისტის შვილს “წითელი იდეოლოგიისგან” თავი შორს უჭირავს, “ველიკოდერჟავული” იდეებით შეპყრობილი ფსიქოპათების ფონზე თეთრი ყვავივით გამოირჩევა და, როგორც აღმოჩნდა, კალამიც მშვენივრად უჭრის.
უშუალო იუმორით შეზავებული წიგნის სათაურიც კი გონებამახვილურად არის შერჩეული. ლათინური ასოებით დაწერილი, მაცდუნებელი “Sex”-ი, სინამდვილეში, პროზაული “სქესია”. აქ ვერც პიკანტურ წიაღსვლებს შეხვდებით და ვერც სკანდალურ დეტალებს – ავტორი დიდ პოლიტიკაში ქალთა თვითდამკვიდრების აპრობირებულ მეთოდებზე გვიყვება.
“მასტერკლასი აქტიური ქალებისათვის” ყოველგვარი დიდაქტიკისგან თავისუფალი ჩანაწერების კრებულია. მსუბუქ და ემოციურ, კურიოზებით და ანეკდოტებისთვის შესაფერი რეალური სიტუაციებით სავსე წიგნში ყველაზე მეტად თვითირონიის მაღალი ხარისხი მხიბლავს.
მემუარული ყაიდის ლიტერატურა, როგორც წესი, ოდნავ მოსაწყენია ხოლმე, მაგრამ, ქალბატონი ხაკამადას იუმორის გრძნობის წყალობით, მოსკოვსა და ბრიუსელში, დავოსში და ტოკიოში, ყალმუხეთის სოფლებში და მალაიზიის ჯუნგლებში თავს გადახდენილი ისტორიები ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
ამბობენ, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო. ამიტომ, დაინტერესებული მკითხველისთვის, პოსტის ბოლოს, შესაბამის ბმულსაც მივუთითებ და მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ჭკვიანი ქალი ყველგან ივარგებს: სამზარეულოშიც, საძინებელშიც და პოლიტიკაშიც.
ირინა ხაკამადა. Sex-ი დიდ პოლიტიკაში
საინტერესო მანდილოსანია.
და სათაურმა მოლი, მეც შემაცდინა.
ვიფიქრე, ბლუმის ბლოგიც აჰყვა საერთო ტენდენციას მეთქი (რატომაც არა? მოლის დაწერილ პოსტს მსგავს თემაზე დარწმუნებული ვარ, ყველა მისი მკითხველი დიდი ინტერესით და მოუთმენლობით წაიკითხავს)
LikeLike
ძალიან საინტერესო, მე თუ მკითხავ :)
და თუ თემამ დამაინტერესა, აუცილებლად დავწერ. ჩემთვის ტაბუ არ არსებობს. აი, საერთო ტენდენციას არასოდეს ავყვები. მასოვკა ბავშვობიდან მეზიზღება.
LikeLike
პრინციპში, აი ყველა სხვა თემაზე რომ იქნება გადართული, მაშინ დაწერე და დაუთუთქე გულები ;დ
ხო მართლა, ძლივს პირველი ვარ.
და ისიც, ფიფქები რომ ცვივა, უკანა ფონი მოძრაობს და თავიდან მეგონა მოლანდებები მეწყება-თქო ;დ
LikeLike
:) :) კი, პირველი ხარ.
თოვლი 4 იანვრამდე იქნება. მერე გაქრება თავისით.
LikeLike
მე მომწონს ეს ქალი და ვაფასებ. ბოლო ფრაზამ დაგლიჯა! მაგას ვამტკიცებ სულ!!! მარა აი მოროშკინა მაინც სხვა დონეა რა :დდდდდ
LikeLike
ყველაზე მეტად მოროშკინას მოფარიკავეობა მიკვირს – ჩემთვის ეს სპორტი რაღაც არისტოკრატულთან, დახვეწილთან და ფილიგრანულთან ასოცირდება.
ირა მეც მომწონს :)
LikeLike
ჩემთვისაც ასოცირდება პუტანკასთან მაღალწელიანი შავი წინდები აჟურული სამაგრებით და ტყავის ჩექმები, მარა ქე აცვია ამ ჩვენს ლალის :)
LikeLike
რას ამბობ :) ფარიკაობა ნამდვილი არისტოკრატების სპორტია. მანდ ფორმა საუკუნეზე მეტია, არ შეცვლილა და ტერმინოლოგია დღესაც ფრანგულ ენაზეა.
ლალი – იაფფასიანი ვულგარულობის და სრული პრიმიტივის ფორმულაა.
LikeLike
ხო, ვიცი, ჩემო მოლი, მაგრამ ჩენ ხომ აბსურდების და პარადოქსების ქვეყანაში მოგვიწია ცხოვრებამ… :)
LikeLike
უძველესი ჩინური წყევლაა – საინტერესო დროში გეცხოვროსო.
LikeLike
მიყვარს ეგ წყევლა : ))))))))))))
LikeLike
ორიგინალური წყევლაა :)
LikeLike
moroshkinaze gaaswora :)
LikeLike
კი :)
LikeLike
ჰაკამადა მაგარი ქალი :))))
აუუ თქვენთან როგორ ათოვდა? მეც მინდა ბლოგზე რომ თოვდეს :(
LikeLike
aha.
dashboard, settings – general – show snow.
LikeLike
thnks :*
LikeLike
ძალიან საინტერესო ქალია, ყოველთვის მომწონდა. თან როგორ დინჯად იცის საუბარი :) წიგნიდან ნაწყვეტები მაქვს წაკითხული, ქინდლი რომ მექნება მერე წავიკითხავ მთლიანად :)
LikeLike
ეს ქალბატონი ყოველთვის მხიბლავდა, თუმცა ამ წიგნზე შენი ბლოგიდან შევიტყვე. სიამოვნებით გავეცნობი.
LikeLike
ჰმ… სიმართლე ვთქვა, გაკვირვებული ვარ. მეგონა, ეს ქალი ბევრს არ ახსოვდა…
LikeLike
ხაკამადა კი მახსოვს, მაგრამ ზუსტად რა კურსი ეჭირა და ა.შ. შენგან გავიგე ხელახლა, ეგ ნამდვილად აღარ მახსოვდა… :)
LikeLike
მემარჯვენე ძალთა კავშირის ლიდერი იყო. ნემცოვთან ერთად. მთავრობის წევრი ელცინის დროს გახდა. მაშინ ნემცოვიც გუბერნატორი იყო. ახლა პოლიტიკას ჩამოშორებულია და კონსალტინგით არის დაკავებული.
LikeLike
სხვათაშორის საკმაოდ დიდი ხანია აღარაფერი მსმენია ამ ქალბატონზე, პოლიტიკიდან ვიცოდი, საპრეზიდენტო არჩევნებიდან, საკმაოდ დიდი სიმპატიით ვიყავი განწყობილი.
სხვათაშორის არც ის ვიცოდი 2008 წელს დაუნებებია პოლიტიკისთვის თავი. ზუსტად ახლახანს ვკითხულობდი სადაა მეთქი (რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე გამახსენდა).
LikeLike
გაეშვა… ნემცოვი ისევ პოლიტიკაშია, “პრავოე დელო” აქვს, თუ არ ვცდები. ირინა გაეშვა. ბიზნესშია. სხვათა შორის, მოსკოვის პირველი ბირჟის თანადამფუძნებელი იყო.
LikeLike
ასეთი ქალები მიყვარს, რა! მე არ მახსოვდა:)
LikeLike
ქალის მთავარი სამშვენისი ჭკუაა :)
LikeLike
მადლობა ბმულისთვის )) აუცილებლად წავიკითხვა.
პ.ს. კარგი პოსტია
LikeLike
არაფრის :) ველქამ!
LikeLike
როგორ ფიქრობ, მოლი, მე გავქაჩავ რუსულად წაკითხვას?
LikeLike
რა არის მანდ გასაქაჩი? რა თქმა უნდა.
LikeLike
პოსტისა და წიგნის სათაურმა მეც შემაცდინა.. მაგრამ საინტერესო წიგნი ჩანს….
LikeLike
წიგნი ძალიან საინტერესოა :) თან, ყოვლად წესიერი, მაგრამ მე მკითხველი აშკარად დამიფრთხო :) :)
LikeLike
კი დავწერდი წავიკითხავთქო, მაგრამ რისი წაკითხვაც დავგეგმე ასე წინასწარ, ვერაფერი წავიკითხე… არადა, მაინტერესებს…
LikeLike
წინასწარ დაგეგმვა არც მე გამომდის :)
LikeLike
მომწონს ასეთი ქალები – მამაკაცების დადგენილ სტერეოტიპებს რომ ანგრევენ.
LikeLike
პრიმიტიული და უგემოვნო მამაკაცების დადგენილ სტერეოტიპებს.
გემოვნებიან მამაკაცს ასეთი ქალი აუცილებლად მოეწონება :)
LikeLike
მე ნადვილად არ მახსოვდა ეს ქალი და თუ წერდა ეგ მითუმეტეს არ ვიცოდი :) მოკლედ დღეს ვკითხულომ მოლი შენს პოსტს და შემოვიდა ჩემი თანამშრომელი, სათაური რომ დაინახა რა არის შეკეტილხარ კაბინეტში და რას კითხულობ თურმეო :D :D მეთქი ლინკს მოგცემ და შენც გაეცანითქო და მეო სექსებზე არა ვკითხულობო :D :D :დ მეთქი მერე ეს მაგაზე არ არისთქო :დ რაღაც კურიოზივით მოვყევი :) მაგრამ სასაცილო სიტუაცია იყო
LikeLike
აი, ასეა :( მთელი ბლოგოსფერო მინდა-ვიყო-ეროტიკული პოსტებითაა გაძეძგილი და მაინცდამაინც ჩემმა სექსმა შეაშინა ხალხი :)
დარწმუნდა საბოლოოოდ, სექსებს რომ არ კითხულობდი?
LikeLike
კი დარწმუნდა :) და გაუხარდა კიდეც რა კარგი წასაკითხი ვიშოვეო :) მგონი ჩემზე ბევრად აქტიურად დაიწყებს შენი ბლოგის კითხვას :)
LikeLike
აბა, მე მეგონა, უკვე საუკუნოდ შემაჩვენეს :) :)
LikeLike
საღმა აზრმა გაიმარჯვა :დ :დ
LikeLike
ვერი ნაის! :) :)
LikeLike
სულ არ ვიცი ვინაა ეს ქალი, მაგრამ უკვე ვიცი :))
ოდესმე წავიკითხავ ალბათ. მიზეზი იხ. ჩემს ბლოგზე :)))))))))))))))))
LikeLike
ვიხილე უკვე. my deep condolences…
LikeLike
კაპიტალისტებს გამორიდებული კომუნისტი მამის ბიზნესმენი ქალიშვილი :)
LikeLike
რა მამისსახელი აქვს იცი? მუცუოვნა :)
LikeLike
ხაკამადა ყოველთვის რაღაცნაირად მომწონდა, არ ვიცი კი რატომ :)
წიგნის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. შენი პოსტის მერე უფრო დავინტერესდი და ალბათ წავიკითხავ კიდეც.
LikeLike
ჭკვიანი ქალია. მე ასე მახსოვდა ყოველთვის და ამ წიგნით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.
LikeLike
გამორჩეულად მომწონდა ყოველთვის ხაკამადა.იგრძნობა, რომ ჭკვიანია.მასთან დებატებში სესული ოპონენტები სულ ცივ ოფლში ცურავდნენ(მაპატიეთ გამოთქმისთვის).მისი დაწერილი წიგნიც,დარწმუნებული ვარ, დახვეწილი და საინტერესო იქნება.თავიდან, ეს პოსტი რომ დავინახე და წიგნის სათაურს მოვკარი თვალი,გული დამწყდა, ხაკამადაც სექსზე წერს თქო.კიდევ კარგი ეხლა კიდევ წავაწყდი ამ პოსტის ლინკს და წავიკითხე.
აუცილებლად წავიკითხავ ამ წიგნს.
მადლობა, მოლი, ასეთი საინტერესო რევიუსთვის
LikeLike
რაღაცნაირად მიხარია, იმ ხალხს რომ ვხვდები, ქეთუსი, ვისაც ასეთი ძველი ამბები ახსოვს. მეც ზუსტად ასე ვიცნობ ხაკამადას, პირველ რიგში, ჭკვიან ქალად.
წაიკითხე, როცა მოიცლი… ბმული პოსტის ბოლოშია. ბევრს იხალისებ.
LikeLike
[…] მეტი მოქნილობა აშკარად არ აწყენდა. ყოვლად უმანკო და უწესიერესი პოსტი ცოცხალი თავით არ გამოაჩინა […]
LikeLike
მაგარი ქალია :) ეს პოსტი ადრე მაქვს წაკიტხული, ალბათ მაშინ გრავატარი არ მქონდა :)
ისე ხაკამადა სხვადასხვა ქალაქებში დადის და მასტერ კლასებს ატარებს სხვადასხვა თემაზე, ორგანიზაციულ მართვაზე და ლიდერობაზე :))
LikeLike
ძველი პოსტია :) მაგ დროს დიდ ავიაციაში არ იყავი შენ :) ქალი მართლა მაგარია და მასტერ-კლასებიც საინტერესო ექნება, ამშუა :)
LikeLike