კარგად მოგეხსენებათ, მოლი ბლუმი ბლოგის დაარსებიდან დღემდე სტუმრებს უკვე წაკითხული და მოწონებული წიგნების შესახებ უამბობდა. ახლა კი ოდნავ განსხვავებული პოსტის დაწერა მაქვს განზრახული.
Must read პრინციპის მომხრე არასოდეს ვყოფილვარ და ამ მხრივ არც განსაკუთრებული თანმიმდევრობა მაქვს დადგენილი, მაგრამ ორიოდე დღის წინ ჭიამაიას წამოწყებული თეგ-თამაში იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე, იმ ათი წიგნის შესახებ გიამბოთ, რომელთა წაკითხვასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ.
იმით დავიწყებ, რომ საერთოდ, პოსტმოდერნიზმი მიყვარს, განსაკუთრებით კი “თურქი უმბერტო ეკოს” შესრულებით. ამიტომ ორჰან ფამუქის “თოვლს” დიდი ინტერესით ველოდებოდი. მეორე დღეა, თაროზე მიდევს და ხელსაყრელ დროს ვარჩევ – ასეთი წიგნები ნება-ნება უნდა დააგემოვნო.
უკვე რამდენჯერმე მოვისმინე, როგორ აქებდნენ ოსნე საიეშტადის “ქაბულელ წიგნებით მოვაჭრეს” ადამიანები, რომელთა ლიტერატურულ გემოვნებას ნამდვილად ვენდობი. ფემინიზმში ნუ ჩამითვლით და ქალთა უფლებებზე დაწერილ წიგნებს ყოველთვის ყურადღებით ვკითხულობ. ვნახოთ, შეძლო თუ არა სტერეოტიპებისგან გაქცევა ნორვეგიელმა ავტორმა.
კურტ ვონეგუტის “სასაკლაო #5 ანუ ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა” 1945 წელს, ბრიტანელების მიერ დრეზდენის დაბომბვას ეხება. მეორე მსოფლიო ომის თემა ყოველთვის მიზიდავდა და ვონეგუტი ამას კარგად რომ დაწერდა, ეჭვიც არ მეპარება.
ვისაც “გრძელფეხება მამილო” ახსოვს, არც მისი მთავარი გმირი დაავიწყდებოდა – საოცრად საყვარელი, ობოლი გოგო ჯუდი. ჰოდა, ეს ჯუდი კოლეჯში სწავლისას აღმოაჩენს, რომ ერთადერთია, ვინც ლუიზა ოლკოტის “პატარა ქალბატონებზე” არ აღზრდილა. ცუდი არ იქნება, მეც ვიცოდე, რას უკითხავდნენ კეთილშობილ ქალიშვილებს ვიქტორიანულ ეპოქაში.
მოსკოვიდან საჩუქრად ჩამოტანილი, ჯანი როდარის ფერადი და მხიარული “ჩიპოლინოს თავგადასავალი”, ჯერ კიდევ პირველკლასელმა, ლამის ზეპირად ვისწავლე და ამ სიაში ნამდვილად ვერ მოხვდებოდა, მაგრამ, სულ ახლახანს, ნოდარ ლადარიას უგემრიელესი ქართული თარგმანი ჩამივარდა ხელთ. პირველი გვერდები გადავათვალიერე და ისეთი კარგია, რომ ერთ კვირა დღეს აუცილებლად დავუთმობ.
არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ დიდი რეჟისორის ან ცნობილი ტელეწამყვანის დაწერილი წიგნი ასევე წარმატებული გამოვა, თუმცა რატომღაც მჯერა, რომ ლარი კინგის “როგორ ვესაუბროთ ვისაც გნებავთ, როცა გნებავთ და სადაც გნებავთ” ერთ საღამოს მაინც სასიამოვნოდ გამატარებინებს.
არტურო პერეს-რევერტეს მიმართ ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ მკითხველს კარგად მოეხსენება. ამჟამინდელი სამიზნე კი “ბატალისტია” – სამხედრო ფოტოგრაფისა და ხორვატი ჯარისკაცის თვალით დანახული ომის შემზარავი ანატომია.
ელიზაბეტ სტრაუტს “ამერიკელ ჩეხოვს” უწოდებენ და ჩემთვის ეს უკვე სტიმულია საიმისოდ, რომ მისი შემოქმედებით დავინტერესდე. როგორც ვიცი, “ოლივია კიტერიჯი” რთული და დახვეწილი ფსიქოლოგიური პასაჟებით დატვირთული წიგნია და ვფიქრობ, იმედს არ გამიცრუებს.
თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკების წყალობით, ფანტასტიკის მოყვარულებს, გემრიელი სასუსნავის ისეთი არჩევანი აქვთ, რომ შეიძლება, დაიბნე კიდეც. მე კი “ქინდლში” კომედიური ფენტეზის მეტრის – ტერი პრატჩეტის “კუდიანები საზღვრებს გადადიან” მელოდება.
მახსოვს, თავის დროზე, ლიტერატურულმა “ბონდიანამ” დიდად არ მომხიბლა, მაგრამ მგონია, რომ ჯეფრი დივერის მიერ იან ფლემინგის ფონდის შეკვეთით დაწერილი “კარტ ბლანში” აგენტ 007-ის ძველ ფათერაკებზე ბევრად უკეთესი საკითხავი იქნება.
აი, ასეთია ჩემი დეკემბრის ლიტერატურული პროგრამა-მინიმუმი. ამ წიგნებს უახლოეს ხანებში წავიკითხავ და თუ რომელიმე მათგანი განსაკუთრებით მომეწონა, სპეციალურ პოსტსაც არ დაგზარდებით.
მე გული დამწყდა, რომ ასეთი სიხშირით ვერ ვახერხებ კითხვას… დაველოდები აბა მოწონებულ წიგნებზე პოსტებს :)
LikeLike
მე მოცლილი ვარ :) :)
LikeLike
არა, მოცლილი არ ხარ, კარგი გოგო ხარ… მე ეტყობა გავფუჭდი ან საწუთროს პრობლემებმა გამაფუჭა და იმდენ დროს ვეღარ ვუთმობ კითხვას… თანაც დღის მანძილზე იმდენი წერა-კითხვა მაქვს, რომ 50 ტესტის და ათეულობით თემის გასწორების მერე, ასოების დანახვაზე გული მერევა საღამოობით… მაინც კი ვახერხებ, არც მასეა საქმე, მაგრამ ისე ვერა, როგორც მინდა :)
LikeLike
მოლი ჯერ ისევ ბავშვია სულით :) მე ვეღარ ვარ ისეთი აქტიური მკითხველი, როგორიც ოდესღაც ვიყავი.
LikeLike
კი კი კი :) :) და ძალიანაც მიხარია, რომ ასეა. ბავშვურ ნაწილს მთელი ძალებით ვინარჩუნებ :)
LikeLike
ერთი საშუალო ვულგარულობის ანეკდოტური ფრაზა არსებობს: ყველაზე ცოდო ამქვეყნად სექსოლოგი მამაკაცები და მარკეტოლოგი ქალები არიანო. პირველებს სექსი აღარ აინტერესებთ და მეორეეებს – შოპინგიო. ძნელია, გატაცებით იკითხო, როდესაც კითხვა პროფესიის ნაწილი და სამსახურებრივი ვალდებულებაა…
LikeLike
მოწოდებით მარკეტოლოგი ვყოფილვარ ;)
LikeLike
მე პირიქით :)
LikeLike
რა საინტერესო სიაა, და რაც მთავარია, ძალიან უცხო :)
LikeLike
ჩემთვისაც უცხო და ახალია, თამარა. იმიტომაც მომწონს :)
LikeLike
ოოჰ
LikeLike
ბატალისტი, არა? :)
LikeLike
ფამუქის “თოვლი” და რევერტეს “ბატალისტი” უნდა ვიყიდო,ხო ჩიპოლინოს ნათლულს წავუღებ,მახსოვს მირჩიე კარგიაო.
LikeLike
ჩიპოლინო ნებისმიერ შემთხვევაში კარგია. და ეს მთლიანად გადმოქართულებული, ღრმად ორიგინალური ვერსიაა. პირველი თავი ასეა და ალბათ, ბოლომდეც ასე გაგრძელდება.
LikeLike
მშვენიერი პროგრამაა, მოლ. რევერტესა და ფამუქს ვისურვებდი ახლა ყველაზე მეტად :)))
LikeLike
აჰა :) ორივე საინტერესოა და პრინციპში ვიცი კიდეც, რაც დამხვდება. უსიამოვნო სიურპრიზებს არ ველოდები.
LikeLike
ჭიამაიას პოსტი, რომ წავიკითხე მეც იმდენად მომეწონა იდეა, რომ გადავწყვიტე აუცილებლად შემედგინა 10 წიგნიანი პროგრამა :) ძალიან საინტერესო წიგნები გაქვს შერჩეული მოლი.
ჩემი საშვებულებო წიგნების საკმაოდ დიდი ნაწილი კი შენ ბლოგზე წაკითხული პოსტების დამსახურებით იქნებიან სიაში.
LikeLike
შვებულება “ძელო სვიატოე” და საშვებულებო წიგნს აქაური პოსტების გათვალისწინებით თუ არჩევ, ფინიკი, ეს ბლოგისთვის საუკეთესო კომპლიმენტია :)
LikeLike
“ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე” მეც ბევრმა სანდო გემოვნების ადამიანმა მირჩია, მაგრამ ვერა და ვერ მოვიხელთე ეგ წიგნი.
ფამუქი იმდენად გემრიელია, რომ ამ ცივ ზამთარში მის “თოვლზე” უკეთესი რა უნდა წაიკითხო, მეც ვაპირებ ყიდვას ამ დღეებში :)
ინგმარ ბერგმანი მაქვს კიდევ გეგმაში აუცილებლად :)
ალკოტს რომ წაიკითხავ მერე ფილმებიც ნახე, რამდენჯერმეა ეკრანიზებული, საკმაოდ სასიამოვნო წასაკითხია, როგორც მახსოვს. მე სტუდენტობისას წამაკითხა ინგლისურად ლექტორმა :)
LikeLike
ლატერნა მაგიკა მეც მინდა. და ალკოტს ფილმებსაც დავაყოლებ. მიყვარს ასეთი ექსპერიმენტები. წიგნები და ეკრანიზაცია ერთად.
LikeLike
“ქაბულელი წიგნით მოვაჭრე”-ს მეც გირჩევთ. მახსოვს 2007 წლის ზამთარში შვედეთში ყოფნის დროს შვედურად წავიკითხე ეს წიგნი და იმდენად მომეწონა, მინდოდა ყველასთვის გამეზიარებინა ჩემი აზრი, მაგრამ მაშინ ამ წიგნზე მგონი მხოლოდ სკანდინავიაში იცოდნენ, თან ძალიან სკანდალურადაც, რადგან სწორედ იმ დროს ავტორსა და წიგნის მთავარი გმირს (თუმცა გმირების სახელები შეცვლილია) შორის სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა. წიგნში რეალური ადამიანების ისტორიაა გადმოცემული. ავტორი, როგორც თავად ამბობდა, წინასწარ შეუთანხმა მათ, რომ წიგნის დაწერა სურდა და არც ისინი წასულან წინააღმდეგნი, მაგრამ წიგნის გამოსვლისა და ასეთი პოპულარობის შემდეგ, ალბათ სარგებლის შოვნით აღტკინებულმა გმირმა ავტორს სასამრთლოში უჩივლა და როგორც ვიცი, ამაოდ..
ავღანეთსა და ავღანელი ხალხის ყოფა-ცხოვრებაზე უკვე საკმაოდ ბევრი წიგნი წავიკითხე და მათ შორის ეს ყველაზე მეტად მომეწონა და ყველაზე მეტად ალბათ სწორედ ქალთა უფლებებისა და მათი მძიმე ყოფის ამგვარი გაგებით აღწერის გამო.. ფემინისტი არც მე ვარ, მაგრამ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ძნელია ზოგ-ზოგიერთი უტიფარი მუტრუკის მიბეგვის სურვილი არ გაგიჩნდეს.. :)
მოკლედ, ჩემი აზრით, ეს წიგნი იძლევა ავღანელი ქალების აუტანელი ყოველდღიურობის და ბურკის ტყვეობაში ცხოვრების ყველაზე სიღრმისეულ აღწერას…
მეორე მიზეზი კი, რატომაც გირჩევთ ამ წიგნს, ის არის, რომ ის ჩემი მეგობრმა და კოლეგამ, თამარ კვიჟინაძემ თარგმნა ნორვეგიულიდან <3
LikeLike
ხოდა კიდე, ამ წიგნის შემდეგ ავღანეთის თემით ისევ დაინტერესდებით, ამ თვის ბოლომდე ჩემი კიდევ ერთი თარგმანი, საქართველოში შვედეთის ელჩის, დიანა იანსეს, წიგნი “ავღანური დღიურები – ჩემი გულის ერთ ნაწილს აქვ ვტოვებ” გამოდის… თუმცა ეს უკანასკნელი უფრო ავღანეთში მიმდინარეო საომარი ოპერაციების პოლიტაქცენტებზეა, მაგრამ ოსნეს დახატული ავღანური პეიზაჟის შევსებას თუ მოისურვებთ, ნამდვილად გამოგადგებათ ^^
http://swedishintbilisi.blogspot.com/2010/10/blog-post.html
LikeLike
აი, კიდევ ერთი მიზეზი, ქაბულელის წასაკითხად.
დიანა იანსეს წიგნსაც მოვიძიებ. ამ ბოლო დროს, მემუარულ ლიტერატურას გემო გავუგე :)
მადლობა, ლიკა, ასეთი ვრცელი კომენტარისთვის რომ მოიცალე.
LikeLike
მოლი, შენ და ჭიამაიას შეგპირდით, რომ ჩემეულ სიასაც მოგაწვდიდით და ვასრულებ დანაპირებს. ჩამონათვალში ზოგი ისეთი წიგნია, რომლის აქამდე წაუკითხაობაც, ალბათ, ჩემს, როგორც მკითხველის იმიჯს, დააზარალებს, მაგრამ გულწრფელი ხომ უნდა ვყოფილიყავი? :)
1. ორჰან ფამუქი – „თოვლი“ (უკვე შინ მაქვს და ხელსაყრელ დროს ველოდები: თოვლიან ამინდს და თბილ, თავისუფალ საღამოს);
2. დენ ბრაუნი – „დაკარგული სიმბოლო“ (ძალიან მიქო ჩემმა მეგობარმა და იმასაც შემპირდა, გათხოვებო);
3. როალდ დალი – „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ (რმოლი, ამ წიგნის წაკითხვას მას შემდეგ ვაპირებ, რაც შენი პოსტი ვნახე – „შაშკინი ვილი ვონკას ნაკვალევზე“);
4. კნუტ ჰამსუნი – „მისტერიები“ (კი ვიცი, რომ აქამდე უნდა მქონოდა წაკითხული, მაგრამ… );
5. ზაზა ბურჭულაძე – „გასაბერი ანგელოზი“ („ადიბასი“ იმდენად მომეწონა, რომ ამ წიგნისაგანაც ველოდები რაიმე კარგს);
6. ასტრიდ ლინდგრენი – „კალე ბლუმკვისტი და რასმუსი“ (მე, ლინდგრენის მხურვალე თაყვანისმცემელმა, სულ ახლახანს გავიგე, რომ ასეთი წიგნი არსებობს!);
7. მილან კუნდერა – „გამოსათხოვარი ვალსი“ (მიყვარს კუნდერა და ამ წიგნის იმედიც მაქვს :) );
8. ოსნე საიეშტადი – „ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე“ (ისედაც ვაპირებდი და შენმა რეკომენდაციამ უფრო გადამაწყვეტინა ამ ნაწარმოების სიაში შეტანა, მოლი);
9. ჯეიმს პატერსონი – „მეექვსე სამიზნე“ (მიყვარს დეტექტივები და პატერსონის ეს სერიაც);
10. ტრუმენ კეპოტე – „საუზმე ტიფანისთან“ (ახლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემი რეპუტაცია დასამარდა, მაგრამ არ მაქვს წაკითხული და რა ვქნა :().
P.S. ისე, სხვა მკითხველებიც თუ გაგვიზიარებენ ბიბლიოფილურ გეგმებს, არ იქნება ურიგო, არა?
P.P.S. კომენტარის ნაცვლად პოსტი გამომივიდა!
LikeLike
ნამდვილად პოსტია :) და მერე რა საინტერესო :) მადლობა, მერი.
დაკარგულ სიმბოლოს მეც გირჩევ – საინტერესო საკითხავია, გაერთობი.
პატერსონს საფუძვლიანად ახლა ვსწავლობ (მადლობა ქინდლს). ლორდიც აქებდა, თუ გახსოვს.
ასტრიდზე, დალის შოკოლადის ქარხანაზე და ზაზას წიგნებზე ჩემი აზრი კი იცი შენ.
კუნდერას “ვალსზე” მეტად უფრო “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე” მომწონს. ჰამსუნის “მისტერიები” თავის დროზე, შიმშილთან ერთად, რუსულად წავიკითხე. ახლა ახალი ქართული თარგმანიც გვაქვს.
კაპოტეს, სულ რომ გავეშვათ ყველაფერს, ოდრის ხათრით წაიკითხავს კაცი…
ერთი სიტყვით, მშვენიერი სიაა :)
LikeLike
მეც წავიკითხავ, როგორც კი შევძლებ, ბოლო დროს ნამეტანი დაკავებული ვარ… შემოვეხეტე აქ და მეამა <3 ახლა წინა პოსტზეც გადავალ :)
LikeLike
მე თუ გამოვნახავ დროს და წიგნებს მთელი ჩემი სია მოლის და კეჟერაძის დამსახურებით იქნება შედგენილი. :)
და ძალიან კარგი იდეაა ნათლულისთვის ჩიპოლინოს ჩუქება, მართალია ჯერ ძალიან პატარაა მაგრამ იმედია ისევე მოეწონება როგორც მე :) მადლობა მოლის და ფაიფურის ანგელოზს :) :) :)
LikeLike
ჩიპოლინო ისეთი წიგნია, რაც მალე წაიკითხავ, მით უკეთესი.
თან ქართულია, მშვენიერი ილუსტრაციებით. ერთი სიტყვით, პატარა მკითხველისთვის ზედგამოჭრილია და საუკეთესო საჩუქარიც.
LikeLike
:) შენ ისე აქე რომ ჩუქებამდე მეც გადავავლებ თვალს ახალ თარგმანს :)
LikeLike
ორიგინალური თარგმანია. სრულად გადმოქართულებული. სახელებიც კი. პირველი გვერდების მიხედვით, მართლა გემრიელობაა… გადახედე, ასეთი საბავშვო წიგნი დიდებსაც არაფერს აწყენს, უფრო პირიქით…
LikeLike
Little Women- ამის წაკითხვა ბავშვობიდან მინდა. პატარა ვიყავი ფილმს რომ ვუყურე და ძალიან მომეწონა :) ფამუქის “მე წითელი მქვია” დამამთავრებია ნეტავ როდესმე :(
პერეს რევერტე არ წამიკითხავს არასდროს, ძალიან მინდა დავიწყო მისი კითხვა :)
LikeLike
ფლამანდური დაფით დაიწყე. კლასიკაა :)
წითელი არ მოგეწონა?
LikeLike
“ფლამანდური დაფა” საუკეთესო რევერტეა :) და “სევილიური ზიარება”.
LikeLike
კომანჩების ტერიტორიაც და დიუმას კლუბიც.
LikeLike
ფლამანდურ დაფაზე ფილმი მაქვს ნანახი და ძალიან მომეწონა :) გული ვერ დავუდე წითელს, ცუდ პერიოდში ვკითხულობდი, უნდა ჩავუჯდე ხელახლა :)
LikeLike
შერცხვენილი ვარ მთელი ბლოგოსფეროს მასშტაბით და რატომ ეხლა. არცერთი ეს წიგნი, (ერთი–ორი გამონაკლისის გარდა) არ ვიცი…
ოსნე საიეშტადის “ქაბულელ წიგნებით მოვაჭრეს” მეც სიამოვნებით წავიკითხავდი.
წავიკითხავდი ლუიზა ოლკოტის “პატარა ქალბატონებს”… ღმერთო, რატომ არ იქნება უფრო მეტი საათი დღე–ღამეში ვიდრე 24–ია :(
LikeLike
48 საათიც არ გვეყოფოდა, ჭიამაია :( საშინლად ცოტაა დრო :(
LikeLike
არადა ფილმს Uncovered-ჰქვია და 1 კვიირს წინ გავიგე, რომ პერეს რევერტეს რომანის მიხედვითაა გადაღებული :)) ძალიან მომინდა წაკითხვა :))
LikeLike
ყველა წიგნს (გენიალურსაც კი) თავისი დრო აქვს და სათანადო განწყობა სჭირდება. გადადე გვერდზე, ნუ დაასრულებ და მოგვიანებით ჩაუჯექი. სად გეჩქარება…
Uncovered მეც არ გამიგია. მადლობა :) დღესვე მოვიძიებ ტორენტებზე.
შენ პოლანსკის მეცხრე კარიბჭე გექნება ნანახი. ესეც რევერტეა, დიუმას კლუბი.
LikeLike
“პატარა ქალები” წიგნი იშოვება? ძალიან მომინდა წაკითხვა. Friends-ში რეიჩელი არწმუნებს ჯოს რომ წაიკითხოს ეს წიგნი, თვითონ კიდევ კინგის “ნათებას” კითხულობს ჯოს ხათრით, კარგი სერიაა :)
LikeLike
ქართულად, შედარებით ძველი, 2005 წლის გამოცემა არსებობს. არც თუ ცნობილი გამომცემლობისაა. ხარისხზე ვერაფერს გეტყვი.
ყოჩაღ ჯოს და რეიჩელს :)
LikeLike
ესეც არ ვიცოდი, წავალ პერეს რევერტეს ჩავუჯდები :)
LikeLike
კიდევ “სამხრეთის დედოფალი” არსებობს, ოღონდ, მაგას ვერ გირჩევ. სერიალია (ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით).
LikeLike
Rustavi 2-ზე რომ გადის პერეს რევერტეს ნაწარმოების მიხედვითაა?
LikeLike
კი :( გახლავთ. არადა, რომანი მშვენიერია.
LikeLike
უხ რამდენი ხანია არაფერი არ წამიკითხვას.მომინდა ახლა…
შენს ბლოგზეც ზამთარია უკვე <3
LikeLike
აბითურიენტობის მთავარი მინუსი – დრო არაფრისთვის გრჩება…
კი, აქაც დაზამთრდა :) შენთანაც ხომ თოვს?
LikeLike
ფამუქის , რევერტეს, ვონეგუტის და საიეშტადის ხსენებულ ნაწარმოებებს სიამოვნებით წავიკითხავდი, მაგრამ “რიგი” კითხვის ტემპზე სწრაფად იზრდება. 24 საათი აშკარად არ არის საკმარისი :D
LikeLike
არ თქვა :( არც კითხვისთვის და არც ძილისთვის :(
LikeLike
მე რაღა ვთქვა?! ქეთის არ იყოს მეც დაველოდები პოსტებს მოწონებულ წიგნებზე. :) :) :) ხო მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ ძალიან მიყვარს შენი ბლოგი! უკვე მერამდენე წიგნი აღმოვაჩინე! :) :) :)
LikeLike
მეც მიყვარს ასეთი დაინტერესებული მკითხველი :)
LikeLike
:) :) :)
LikeLike
ფამუქი ვიყიდე!.
LikeLike
მშვიდობაში და კითხვით გაცვეთაში!
მერე შენი იმპრესიებიც გაგვაგებინე.
LikeLike
დავაძრე ბლოკნოტი და მივამატე სიას . . . ისე ეს მეც უნდა დავწერო . . . საინტერესო თეგ-თამაშია.
LikeLike
არ გადადო. აუცილებლად დაწერე.
LikeLike
20 წუთში მზად იქნება :)
LikeLike
უკვე? რა მაგრობაა :)
LikeLike
წიგნთა ჩამონათვალს თვალი გადავავლე და ვეცდები რამდენიმე მათგანი ჩემს ათეულშიც აღმოჩნდეს.. (მოლი პირობის შესრულებას დღეიდან ვიწყებ შენს ბლოგზე) :D
LikeLike
ანუ, შენც წერ ათეულს…
არ გამომაპარო ახალი პოსტი.
LikeLike
moli, momwons sheni axali posti da axali interieri:)
LikeLike
თოვლიც, ლუკა? :) ნახე, რა საყვარლად თოვს.
LikeLike
ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე მეც მაინტერესებს და ვაპირებ წაკითხვას. :)
აი,რამდენიმე ბლოგი შემოვიარე და პოსტები წავიკითხე წიგნებზე და რა თქმა უნდა მათი უმეტესობა კი არა,თითქმის 90% არ მაქვს წაკითხული. :ს მაგრამ რა ვუყო,ვერ მოვასწარი ჯერ-ჯერობით.მხოლოდ მწირი რაოდენობა აღმოჩნდა,რომ ვიცოდი და არ ვიცი,გამოსასწორებელია ჩემი მდგომარეობა. :)
LikeLike
ეგ ისეთი პრობლემაა, ანა, რომლის გამოსწორებაც უაღრესად სასიამოვნოა… ასე რომ, გუდ ლაკ. რაც მეტ ახალ წიგნს აღმოაჩენ, მით უკეთესი :)
LikeLike
ამ სიას მე დავიმახსოვრებ ^^
LikeLike
ქინდლისთვის გამოგადგება, ქევან. ნახევარზე მეტი ელექტრონულ ფორმატში მაქვს.
LikeLike
მშვენიერი სიაა და მეც სიამოვნებით წავიკითხავ, არცერთი მათგანი არ მაქვს წაკითხული ჯერ :(
ჭიამაიამ მეც დამთაგა და როგორც კი ბლოგს მოვუხერხებ რამეს დავწერ :)
LikeLike
მოლი, “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე” მე წავიკითხე და კაია, მართლა ;)
ლარი კინგით დავინტერესდი ახლა და მინდა ეგ წიგნი. გამოიცა თუ ელექტრონულია?
LikeLike
კინგი ელექტრონული მაქვს, გვირილა. ყოველი შემთხვევისთვის, თბილისში არსად მინახავს და მოსკოვში კი გამოსცემდნენ. თუ მოიცლი, ბმულსაც გადმოგიგდებ.
LikeLike
[…] რევერტეს “ბატალისტი“-ით, როგორც მოლი ბლუმი ამბობს წიგნი სამხედრო ფოტოგრაფის და […]
LikeLike
შენი ნავიგატორიდან ამოვარჩიე რამდენიმე პოსტი და დღეს შენი კითხვის დღე მაქვს, დარწმუნებული ვარ ყველა კარგი წიგნია თან არტურო პერეს-რევერტე ძალიან მაინტერესებს და ქართულად არაა ნათარგნი?
LikeLike
წიგნები არა, სანდრო და რამდენიმე მოთხრობა და ესე კი არის ნათარგმნი.
LikeLike
ლუიზა ოლკოტის “პატარა ქალბატონები” ––––– მოლი ეს წიგნი რომელ ენაზე წაიკითხე და სად იშოვე? ძალიან მინდა… :(
LikeLike
წაკითხვით რუსულად წავიკითხე, მაგრამ “დელისთან” ახლოს რომ “ბიბლუსია”, იქ აქვთ ქართულად. საბავშვო-საყმაწვილო წიგნების თაროზე.
LikeLike
მადლობააა <3
LikeLike
არაფრის :)
LikeLike
შეგიძლიათ მითხრათ სად შეიძლება ვიპოვო ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე? უამრავ მაღაზიაში დავრეკე და ვიკითხე და არსად არ არის ((( მჭირდება ძალიან ((
LikeLike
2011 წლის გამოცემაა და, შესაძლოა, მაღაზიებში არც იყოს. ტირაჟი ამოიწურებოდა. სულაკაურის გამომცემლობაში იკითხეთ. ზუსტად ეცოდინებათ. გამომცემლობასთან მაღაზიაცაა და თუ დარჩა, მანდ დარჩებოდა.
LikeLike