Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ნოემბერი, 2011

Astrid Lindgren

რამდენიც არ უნდა დავწერო ამ ავტორზე, როგორც არ უნდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება, მაინც ყოველთვის ვალში ვიქნები მის წინაშე.

ვალში ვიქნები იმის გამო, რომ ოცნება, სიკეთე, სიყვარული და მეგობრობა ვისწავლე…

“ლამაზი, ჭკვიანი, ზომიერად ფერხორციანი, მოწიფული მამაკაცის“ გამო…

ჭორფლიანი, კიკინებაპრეხილი, უზომოდ მარტოსული და სიკეთით სავსე უშიშარი გოგოს გამო…

ბიულერბიუელი ბავშვების წყალობით ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილი სინათლის და ჰარმონიის გამო…

ძმები ლომგულების სიბრალულით დაღვრილი ცრემლის გამო…

ლიონებერგელი ემილის ოინებით მოგვრილი ხალისის და მხიარულების გამო…

იმ ბედნიერი წუთების გამო, მისი ახალი წიგნის ხელში ჩაგდებით რომ განვიცდიდი.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ამ ლექსებს აკადემიურ გამოცემებში ვერ შეხვდებით…

არც სოლიდური ლიტერატურული ჟურნალები ბეჭდავენ და არც ბავშვებს ასწავლიან სკოლაში…

არც რომანტიკული მიჯნურები უკითხავენ ერთმანეთს…

ამ ლექსებს, ჩვეულებრივ, უხერხული ღიმილით ახსენებენ. დეკლამაცია უახლოეს მეგობართა წრეშიც კი ერიდებათ და თუ მაინც წარმოთქვამენ, განსაკუთრებით საჩოთირო ადგილებში მორცხვ ევფემიზმებს იშველიებენ.

ეს “მოუკრეფავნია” – ქართული ხალხური სკაბრეზული პოეზია.

(more…)

Read Full Post »

Les Trois Mousquetaires

ჯეოპარდის გასული ტური, რომელიც რობერტ ლუის სტივენსონის “განძის კუნძულს“ ეძღვნებოდა, რბილად რომ ვთქვათ, მაინცდამაინც წარმატებული არ აღმოჩნდა. აქტიურ მოთამაშეთა უმრავლესობამ ბავშვობაში წაკითხული ნაწარმოები კარგად ვერ გაიხსენა და პაექრობაში მონაწილეობას თავი აარიდა. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე, დღეს კიდევ ერთხელ გავრისკო და ალექსანდრე დიუმას საკულტო რომანის – “სამი მუშკეტერის“ მიხედვით შედგენილი პაკეტი შემოგთა­ვაზოთ. ვნახოთ, რამდენად დაშორდნენ სიყრმის ასაკს მოლი ბლუმის ბლოგის მკითხველები :)

Good luck!

(more…)

Read Full Post »

kindle

ამბობენ, ადამიანი ასაკთან ერთად იცვლებაო… ხმაურიან კლუბში თუხთუხს ტელევიზორის წინ, ფუმფულა სავარძელში მოკალათებას არჩევს, წვიმიან ამინდში ქუჩაში ხეტიალს – მყუდრო კაფეს და ფინჯან ყავას, გადაბმულ ღამისთევას – გემრიელ დილის ძილსო…

ოცდაცამეტი წლის გადმოსახედიდან უკვე შემიძლია, გითხრათ, რომ ნამდვილად ასეა, მაგრამ ზოგი რამ მაინც უცვლელი რჩება – სათამაშოებისა და საჩუქრების სიყვარული ბავშვობიდან მომყვება და  დღემდე არ გამნელებია.

ორიოდე კვირის წინ გაკვრით ვახსენე – “ამაზონზე” დავხეტიალობ და რიდერს ვარჩევ-მეთქი. აი, ისიც – ჩემი პირველი “ქინდლი”, ახალი სათამაშო, რომელიც, ამავდროულად, საყვარელი ადამიანის საჩუქარია.

(more…)

Read Full Post »

Rembrandt. Faust

ეს იდუმალებით მოცული ადამიანი, როგორც ამბობენ, შვაბეთის ქალაქ კიტლინგენში დაიბადა…

იმასაც ამტკიცებენ, არანაირი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, არც მაგისტრის ხარისხი ჰქონია და ახალგაზრდობაში სოფლის მასწავლებლად მუშაობდაო…

ლევიტაციაში გარკვეული წარმატებები ჰქონდაო…

ქრისტეს სასწაულებს არაფრად აგდებდაო…

შავი მაგიის დიდი მცოდნე და მოყვარული ბრძანდებოდაო…

და ბოლოს, მისთვის სულის ამოსართმევად თავად სატანა მობრძანდაო…

არავინ იცის, ვინ იყო სინამდვილეში დოქტორი იოჰან ფაუსტი.

თუმცა, ამ ბურუსის მიუხედავად, მისი პიროვნება იმდენად დიდ ინტერესსა და მითქმა–მოთქმას იწვევდა, სხვადასხვა დროს ორმა გენიოსმა მიუჩინა ადგილი თავის შემოქმედებაში.

გოეთესეულ ფაუსტზე აქამდეც საკმარისი უთქვამთ და დაუწერიათ, მე კი ძალიან მინდა, სახელგანთქმული ფერმწერის ერთ ოფორტზე გიამბოთ, რომელიც დიდმა გერმანელმა პოეტმა თავისი ტრაგედიის პირველი გამოცემის გარეკანისათვის გამოიყენა.

(more…)

Read Full Post »

Robert Louis Stevenson. Treasure Island

გიყვართ თავგადასავლები და უჩვეულო ამბები? მაშინ ჯეოპარდის ეს ტური სწორედ თქვენთვისაა – იმდენ ფათერაკს და ავანტიურას სხვაგან ვერსად გადაეყრებით, რამდენსაც რობერტ ლუის სტივენსონის სახელგანთქმულ რომანში “განძის კუნძული“. მოდით, ერთად გავიხსენოთ ბავშვობა მოლი ბლუმის ბლოგზე

Good luck!

(more…)

Read Full Post »

« Newer Posts

%d bloggers like this: