1963 წლის 24 ნოემბრის სუსხიანი დილა… გაოგნებული მსოფლიო ტელეეკრანებს არის მიჯაჭვული. მეორე დღეა, ყველა საინფორმაციო გამოშვება ერთი ამბით იწყება: დალასში პრეზიდენტ კენედის ესროლეს. მძიმედ დაჭრილ ჯეი. ეფ. კეი-ს პარკლენდის საავადმყოფოს ექიმებმა ვერაფრით უშველეს.
ორი წლის წინ, ხელისუფლებაში, საყოველთაო მხარდაჭერით მოსულ ახალგაზრდა დემოკრატს, მომხრეებთან ერთად, მოწინააღმდეგეც ბევრი ჰყავს, მმართველი გუნდის კურსი ბევრს აღარ მოსწონს, და მაინც, ასეთ შემზარავ ფინალს არავინ ელოდა – ამერიკაში პრეზიდენტი შორეული 1901 წლის შემდეგ არ მოუკლავთ.
პოლიციამ მკვლელი ცხელ კვალზე დააკავა. გაზეთები დღემდე ყველასთვის უცნობი ახალგაზრდა, ფერმკრთალი მამაკაცის ფოტოებით და მისი ბიოგრაფიის დეტალებითაა აჭრელებული: 24 წლის ნიუ-ორლეანელ ლი ჰარვი ოსვალდს, ერთხანს, საბჭოთა კავშირშიც უცხოვრია, რუსი ცოლი ჰყავს, თავად კი მარქსისტი და ფიდელ კასტროს გულმხურვალე თაყვანისმცემელია.
ოსვალდი ბრალდებას თავგამოდებით უარყოფს, თუმცა დღეს მას ციხეში გადაიყვანენ და საგამოძიებო მანქანაც სრული დატვირთვით ამუშავდება.
დალასის პოლიციის ოფისთან ხალხმრავლობაა. ფოტორეპორტიორები, ტელეოპერატორები, წესრიგის დამცველები და უბრალოდ, ცნობისმოყვარეები პრეზიდენტის მკვლელის გამოჩენას ელოდებიან.
და სწორედ მაშინ, როდესაც კარი იღება და ბადრაგს ხელშებორკილი ოსვალდი გამოჰყავს, ბრბოს შუახნის მამაკაცი არღვევს და პატიმარს, ჩართული კამერების, უამრავი მოწმისა და მილიონობით ტელემაყურებლის თვალწინ, ტყვიას ახლის…
დალასის ერთ-ერთი ღამის კლუბის მეპატრონე ჯეკ რუბი, მოგვიანებით, ამ საქციელს შურისძიების წყურვილით ახსნის. თავდაპირველ სასიკვდილო განაჩენს უზენაესი სასამართლო გააუქმებს, მაგრამ ახალი ვერდიქტის გამოტანამდე “აღშფოთებული ამერიკელის” ბედს თავად განგება გადაწყვეტს – ის, ავადსახსენებელ პარკლენდის საავადმყოფოში, ფილტვების სიმსივნით გარდაიცვლება.
“დალას ტაიმს-ჰერალდის” ფოტორეპორტიორი რობერტ ჯექსონი ამ სახელგანთქმული კადრისთვის პულიტცერის პრემიას მიიღებს. მოხალისე შურისმაძიებლის ხელით დაღუპული ლი ჰარვი ოსვალდი კი საფლავში წაიღებს მეოცე საუკუნის ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საიდუმლოს.
სევდას მგვრის ასეთი ამბები… ჩემთვის ყველა მათგანი მსხვერპლია, ოსვალდიც, რუბიც და რა თქმა უნდა, კენედიც :(
LikeLike
პირველ რიგში, ალბათ, მაინც კენედი…
LikeLike
კი, ნამდვილად… ახალგაზრდა, ამბიციური, ნოვატორი და უცებ… ეჰ, რას არ იზამს დამახინჯებული იდეოლოგია :/
LikeLike
ფანატიზმი საშინელებაა, თამარა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოზიციას იცავს, ნებისმიერ შემთხვევაში ღრმად უარყოფითი რამ მგონია მე.
LikeLike
ღრმად ვარ დარწმუნებული რომ კენედი თავისივე გარემოცვამ გაწირა და თეთრ სახლშიც იცოდნენ ეს.
ისე ფოტოგრაფობა ბავშვობიდანვე სწორედ იმიტომ ავიჩემე რომ მსურდა ადამიანების ცხოვრების განსაკუთრებული წამები აღმებეჭდა კადრზე, წამები რომლებიც აღარასოდეს აღარ განმეორდება,დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მაგნუმში ფოტორეპორტიორად მაგრამ აბა არ მეძახიან და…:P
LikeLike
ეს პოსტიც ზუსტადაც რომ ფოტოკადრის გამო დავწერე. უმნიშვნელოვანესი წამია გაყინული.
LikeLike
ვიცი მოლი) შენ რომ არა მე დავწერდი მსგავს პოსტებს,მაგრამ ეს შენი ექსკლუზივია!!!
LikeLike
რაის ექსკლუზივი :) დაწერე რა… ღრმად საინტერესო იქნება, ერთ ფოტოზე ორი აზრი.
LikeLike
არა შენზე კარგად ამას მე ვერ დავწერ.სხვა ვარიანტი მაქვს მოფიქრებული და თავი ვერ მოვაბი,მაგრამ ოდესმე აუცილებალდ დავწერ პოსტებს მაგ კატეგორიაში.
LikeLike
ok. დაველოდებით შენს ვარიანტს.
LikeLike
მე რაღაცა მეცოდება ეს ოსვალდი, თან მკვლელის სახელი მიიღო და თანაც მოკლეს, არადა კაცმა არ იცის, ეგებ სულაც უდანაშაულო იყო…
LikeLike
მთლად უდანაშაულო ვერ იქნებოდა ოსვალდი, კატერინა. იმ სამი გასროლის შემდეგ, გზად მიმავალი პოლიციელმა შეაჩერა, დოკუმენტებიო და ამან პისტოლეტი დააძრო და დაახალა. ანუ, მკვლელი ნებისმიერ შემთხვევაში იყო. კენედის მკვლელი იყო თუ არა, ეს აღარ ვიცი :)
LikeLike
რსრ-ში იყო კითხვა და ერთ-ერთმა მოაზროვნემ (აღარ მახსოვს, ვინ იყო) უპასუხა, კენედის მკვლელობა დღემდე გაუხსნელია და თუ თქვენ იცით, აცნობეთ აშშ-სო თუ რაღაც მსგავსი ხუმრობა მოაყოლა მერე :)
LikeLike
ხუმარა მოაზროვნე ყოფილა :) :) :)
LikeLike
გასაკვირი ისაა,როგორ მოხდა რომ ასე ახლოს აღმოჩნდა კენედისთან.. მე ახლა ვარ გაურკვევლობაში და მათთვის წარმომიდგენია,რა მოულოდნელი იყოს.ასე ახლოს..
LikeLike
მილორდ ვეიდერის პოსტ-გამოკვლევის მიხედვით, რამდენიმე სრულიად დაუგეგმავი შემთხვევითობის წყალობით.
ისე, რუბის დალასის პოლიციაში ნაცნობებიც ჰყოლია და 23-ში, ანუ კენედის მკვლელობის მეორე დღესაც იქ ყოფილა.
LikeLike
აუუ აუუ მოლი შენ ხომ არ იცი როგორ მიყვარს ეს რუბრიკა (მმ) :))))) ძალიან ძალიან ძალიან
LikeLike
დღეს გავანახევრე ზუსტად. ათი კადრიც და მოვრჩები.
LikeLike
ეეეჰჰჰ :( ცოტაა
LikeLike
ოცი სუპერ-კადრი, ჯესს. მეტი არც იქნება ალბათ.
მერე უკვე ფოტოგრაფებზე დავწერ. კაპაზე, აიზენშტადტზე. მაგნუმზეც დავწერ. გამოვა რომ სერიას მაინც გავაგრძელებ.
LikeLike
ეს სასიხარულო ამბავი… ძალიან კარგი :)))
LikeLike
არასდროს მჯეროდა იმ “აღშფოთებული ამერიკელის” გულწრფელობის და არც ფილტვების სიმსივნის. შეიძლება სკეპტიკოსი ვარ
LikeLike
აღშფოთებული ამერიკელის გულწრფელობის არც მე მჯერა, ფსიქე… ფილტვების კიბო მაინც დიაგნოზი იყო და შესაბამისად, უფრო სანდოც. თუმცა, დაავადების ორგანიზება ნამდვილად შეეძლოთ.
LikeLike
molllii gesalmebi : ) rogor xar ?
LikeLike
მე არა მიშავს, მაგრამ, ალბათ, უმჯობესი იქნებოდა,მოკითხვა ანონიმური არ დარჩენილიყო და რაც მთავარია, ახალი პოსტი ასეთი კომენტარისთვის არც თუ მოსახერხებელი ადგილია.
LikeLike
ოსვალდი პრეზიდენტთან ახლოს არ აღმოჩენილა – სნაიპერული შაშხანით მოკლა. იმ შენობიდან, სადაც მუშაობდა და სრული უფლება ჰქონდა იქ ყოფილიყო.
ნუ შეთქმულების თეორიისა არ მჯერა. ამ შეთქმულებისა – მითუფრო.
ჩემს პოსტში დავწერე რატომაც :)
LikeLike
ახლა დავაკვირდი ანას კომენტარს. ოსვალდი არ ყოფილა ახლოს, რა თქმა უნდა. რუბი იყო ოსვალდთან ახლოს და მეც რუბიზე ვუპასუხე.
შენ რაც დაწერე, პოსტი კი არა, გამოკვლევაა. და სრულად გეთანხმები. სპეცოპერაციისთვის ზედმეტად ბევრი დამთხვევაა.
LikeLike
შეიძლება რუბის გულისხმობდა. :)
ყოველ შემთხვევაში, ახლა ყველა პასუხი აქვს.
LikeLike
ყველა პასუხი, მილორდ, ჩვენ კი არა, სია-ს დირექტორს არ ექნება.
LikeLike
შემზარავი კადრია, მოლი.
LikeLike
საშინელი :( ახლაც კი გზარავს და წარმოიდგინე, იმ დროს რა ეფექტი ექნებოდა ენ-ბი-სის პირდაპირ ეთერში ჩადენილ მკვლელობას.
LikeLike
საინტერესოა და დამაფიქრებელი! ;) ის აქმდე გაუხნელი და გამოუძიებელი რა გახდა! კიდევ უფრო მეტი იმალება ამ ამბის უკან!
LikeLike
აშკარად :)
LikeLike
ხო და იმედია მის გახნას მოვეწრებით, ნუ იმედია გახსნიან მაინც! :)
LikeLike
არა მგონია, ცოტნე :) არავის სჭირდება მაგ დანაშაულის გახსნა. უფრო სწორად, ოფიციალურად გახსნილია და სხვა ვერსიების ძებნას არავინ აპირებს.
LikeLike
ხო მეც ეგრე ვფიქრობ, მაგრამ იმედი მექნება მაინც! ;)
LikeLike
ოკი. გვქონდეს იმედი.
LikeLike
:) :) :)
LikeLike
ძლიერი კადრია…
ისე, მეც მგონია რომ კენედი თავისივე გარემოცვამ გაწირა..
LikeLike
ლოგიკურია. ყველაფერი მაინც მაგ ვერსიისკენ მიდის. ვიეტნამის ომი ძალიან ბევრს აწყობდა და სჭირდებოდა.
LikeLike
ნორმან ლიუისი – სიცილიელი სპეციალისტი.
რიქომენდედ. :)
LikeLike
აუცილებლად. სავალდებულოც კია.
LikeLike
საინტერესო იქნებოდა ოსვალდი რომ არ მოეკლათ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მართლა დიდი საიდუმლო ჩაიყოლა საფლავში. თუმცა საიდუმლო ჩვენთვისაა, დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც ვიღაცისთვის დღესავით ნათელია კენედის მკვლელობის ამბავი. დეტალებს სააშკარაოზე არასოდეს გამოიტანენ.
ფაქტი ისაა რომ ოსვალდმაც, ჰეროსტრატესი არ იყოს, საზარელი დანაშაულით გაითქვა სახელი.
ჰო, კიდევ, რუბის გულწრფელობის არ მჯერა, რატომღაც ვერ ვიჯერებ რომ დალასის ღამის კლუბის მეპატრონე ისე დააბრმავა პრეზიდენტის მკვლელზე შურისძიების წყურვილმა, რომ არც პოლიციას მოერიდა, არც რეპორტიორებს და ყველს თვალწინ მოკლა ოსვალდი, მიუხედევად იმისა, რომ იცოდა, სასიკვდილო განაჩენი გარანტირებული ჰქონდა (თუმცა რატომღაც ეს განაჩენი შემდეგ გააუქმეს და ესეც არანაკლებ საეჭვოა)
მოკლედ, მეტისმეტად ბევრი კითხვის ნიშანია და მეც მეტისმეტად გრძელი კომენტარი გამომივიდა. :)
LikeLike
დიდი კი არა, მშვენიერი კომენტარია და მგონი, ყველაფერში გეთანხმები. ოსვალდის მოსმენა ღრმად საინტერესო იქნებოდა, სასამართლოზე მაინც იტყოდა რამეს, ვიღაცამ ნამდვილად ზუსტად იცის, რაც მოხდა და არა მგონია, რუბის მოტივების ვინმეს სჯეროდეს.
LikeLike
მე მჯერა.
:)
მითუფრო, რომ რუბის კიბოს დიაგნოზი მოგვიანებით დაუდგინეს. ოსვალდს რომ კლავდა, არ იცოდა რომ კიბო ჰქონდა.
და სრულიად აფექტის მდგომარეობაში მოქმედებდა. სრულიად შემთხვევით მოხვდა იქ და იმ მომენტში – ასე რომ ყველა სხვა მოტივი უბრალოდ გამორიცხულია.
ქენედის მკვლელობაში არის თეთრი ლაქები (განსაკუთრებით ტუ ვირქმუნებთ, რომ ოსვალდის გარდა სხვა მსროლელიც იყო), მაგრამ ოსვალდის მკვლელობაში – არა. აქ ყველაფერი ნათელია.
ჩემი სტილი არაა საკუთარი პოსტის ლინკების დაყრა, მაგრამ, კომენტარებიდან ვხვდები, რომ აუცილებელია – http://wp.me/pBTza-1×0
იპოვეთ სუსტი წერტილი :)
LikeLike
ორდღიანი აფექტი? ოცდაორში რომ გავარდნილიყო და ესროლა, კიდევ ჰო… მაგრამ ოცდაოთხში? დილით ადგა, ბანკში წავიდა, ფული გადარიცხა, დაბრუნდა, შევიდა, ესროლა და ეს აფექტი იყო? ღრმად მეეჭვება…
LikeLike
დაინახა და შევიდა აფექტში. რემისია.
ხდება ხოლმე. ყოფილა ეგეთი შემთხვევები – ადამიანს ვიღაცაზე ბოღმა აქვს, მაგრამ არ დასდევს მოსაკლავად – შემდეგ შემთხვევით გადაყრიან ერთმანეთს და მოუკლავს.
რამდენიც გინდა.
როგორც ჰოლმსი ამბობდა – ყველა არასწორი ვერსია უნდა მოაშორო და რაც დარჩება – ისაა სწორი.
დაქირავებული მკვლელის როლზე რუბი არ გამოდგება არანაირად.
ლოგიკა არის ამის წინააღმდეგ და რაც უფრო მთავარია – ქრონოლოგია.
LikeLike
რაც ვიცით, იმ ლოგიკიდან გამომდინარე, ასეა. ძალიან ბევრი იბოდიალა, სანამ პოლიციის გარაჟამდე მიაღწევდა და ძალიან ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს, იქ რომ აღმოჩენილიყო. ოღონდ, ეს იქედან, რაც ვიცით.
და თუ ბოღმა გაქვს, არ დასდევ, შეხვდები და ესვრი – ეს აფექტი აღარ არის. ამას სხვანაირი მკვლელობა ჰქვია.
და საერთოდ, რაღაც არ ჰგავს რუბი ისეთ ტიპს, ყელში მოწოლოდა ბრაზი, არიქა, ჩემი პრეზიდენტი როგორ მომიკლესო. და არც “ქალბატონს რა ეშველება” მეჩვენება მაინცდამაინც დამაჯერებლად.
LikeLike
ისევე როგორც ოსვალდის მოშორება თუ უნდოდათ მოიშორებდნენ ეგრევე. ასე ხდება ხოლმე ზოგადად :)
ნუ მაგაზე იმდენი დავწერე, აღარ გავიმეორებ არგუმენტებს.
რუბის რაც შეეხება – ეგ არვინ იცის. ქენედი და ჯექი უყვარდა ყველას. ხალხი სტალინის სიკვდილზე გადაირია და ზოგი საფლავშიც გაყვა და JFK არ გამიკვირდებოდა სულაც.
რუბი არ ყოფილა არც ცივსისხლიანი განგსტერი არ მაფიოზი. ღამის კლუბის პატრონი იყო. შეიძლება ძალიანაც ემოციური და გულჩვილი ადამიანი ყოფილიყო. სისუსტეები ყველას აქვს.
LikeLike
შეიძლება.
მართლა ასე განიცადა რუბიმ თუ კიდევ რაღაცაში იყო საქმე, ამას ზუსტად ვერავინ დაადგენს. შეიძლება ასეც ყოფილიყო, შეიძლება – ისეც.
მონროზე მეც დავწერ, ოღონდ – იმ ცნობილ კადრზე. სიკვდილზე შენ დაწერე. უკეთესად გამოგივა. მე სურათებიც მეყოფა :)
LikeLike
მეტროს ეპიზოდზე ამბობ?
მეც მეწერა მაგ კადრზე ფინ-აფის პოსტში. ოღონდ გაკვრით.
მაგარი კადრია. :)
LikeLike
კი, კი. მეტროს ეპიზოდზე.
საკულტო კადრია. ეპოქის სიმბოლო.
LikeLike
ისე, ცხოვრება ხშირად გამოგონილზე უფრო საოცარია.
ასე რომ ყველაფერი ხდება. :)
LikeLike
მერილინ მონროს სიკვდილზეც უნდა დავწერო ერთი :)
LikeLike
ახლა დავფიქრდი და მე მგონი ჩემი პირველი კომენტარია ფოტოისტორიაზე . . . ნეტა რატომ?
LikeLike
არ გეცალა, ალბათ… ესაო, ისაო, მათემატიკაო, რიდერიო, სკოლაო… რა დროს ფოტოისტორიაა :)
LikeLike
არც აღშფოთებული ამერიკელი არსებობდა და არც ლი ჰარვი ოსვალდი. ისევე, როგორც არ არსებობდა ბენ ლადენი და 11 სექტემბერი.
LikeLike
ჰო, რა თქმა უნდა.
LikeLike
Matrix has you! :)
LikeLike
ლოლ :) კამათი დამეზარა. თან, ხომ იცი, უცნობებს არ ვეკამათები თითქმის არაფერზე. რა აზრი აქვს, რო? :)
LikeLike
პოლიტიკა, მართლაც რომ, ყველაზე ბინძურია…
LikeLike
ნებისმიერი საქმე ბინძურია, რასაც ბინძურად გააკეთებ. და არც პოლიტიკაა გამონაკლისი.
LikeLike
როგორც კარლსონი იტყოდა, ოქროს სიტყევბია, მოლი:)
LikeLike
ნამდვილად, ლუკა :)
LikeLike
გამიგია სწორედ ეგ რუსი ცოლი, კასტროფილობა, მარქსისტობა და რა ვიცი რა აღარ იყო მკვლელობის მიზეზიო მაგრამ ეშმაკმა უწყის :) დაუვიწყარი კადრია…
(ახლანდელ დროში რატომ წერ? მომიტევე ასეთი კითხვა)
LikeLike
ეშმაკს თავისთავად ეცოდინება, მაგრამ ერთი ექსპერტი უფრო ახლოც მეგულება :) ლორდ ვეიდერმა იცის ყველაფერი.
ერთი დღის ქრონიკას ახლანდელი დრო უფრო მოუხდა და იმიტომ :)
LikeLike
ესე იგი ლორდისთვისაც უნდა მოვიცალო :დ კარგი გასაგებია, ცოტა მეხამუშა დრო და იმიტომ გკითხე :) შესანიშნავი პოსტია მოლი
LikeLike
მოიცალე, ნამდვილად არ ინანებ.
LikeLike