იმედი მაქვს, ჩემს მკითხველს არ დავიწყებია, რომ მოლი ბლუმი დეტექტივების დიდი მოყვარული გახლავთ. ჰოდა, არც ის გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი” ადრეულ ასაკშივე ლამის ზეპირად ვისწავლე. არადა, მთავარი გმირის ბავშვობაზე ფიქრი ერთხელაც არ მომსვლია თავში. მგონი, გულწრფელად მჯეროდა, რომ განთქმული მაძებარი თავზე უჯრულა კეპით, ხელში ლუპით, პირში ჩიბუხით და, რაც მთავარია, დედუქციის უბადლო ნიჭით დაჯილდოვებული დაიბადა.
როგორ ჩანს, ბრიტანელი მწერალი ენდრიუ ლეინი მიხვდა, რომ არტურ კონან დოილს მრავლად მოეძებნებოდა ჩემსავით გულუბრყვილო მკითხველი და გადაწყვიტა, ჩვენთვის ილუზიები გაეფანტა. ასე მოევლინა ლიტერატურულ სამყაროს სერია “ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსი”, რომლის პირველი წიგნი – “სიკვდილის ღრუბელი” სულ რამდენიმე დღის წინ ჩამივარდა ხელში.
გამოგიტყდებით და, როცა კითხვას ვიწყებდი, მაინც მკაცრი გარეგნობის მოწიფული მამაკაცი მედგა თვალწინ. არადა, მთავარი პერსონაჟი 14 წლის ბიჭი აღმოჩნდა – მართალია, ასაკისთვის შეუფერებლად ჭკვიანი და სერიოზული, მაგრამ მაინც ბავშვური და ძალიან მარტოსული.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, შერლოკს დიფდენის ვაჟთა სკოლაში შევხვდი, ყურებჩამოყრილი იდგა ეზოში და გზას გაჰყურებდა მამის მოლოდინში, მერე მაიკროფტთან ერთად გავაცილე უცნობი ბიძისა და ბიცოლის სახლში.
დამნაშავეთა მომავალი რისხვა, ცოტა არ იყოს, ბავშვურად იქცეოდა – ნათესავებთან არდადეგების გატარებაზე უარს აცხადებდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, მშობლების მონატრებაზეც კი წუწუნებდა რაღაცას. არადა, რა იცოდა, შერინფორდ ჰოლმსის სახლში რა თავგადასავალი ელოდა.
ასე იყო თუ ისე, მე და შერლოკი ერთად დავბინავდით ჰოლმს–მენორში და გულიდან დარდის გადასაყრელად ტყეშიც ერთად დავბოდიალობდით. სწორედ აქ გადავეყარეთ პატარა მაწანწალა მეთიუ არნეტს და პირველ ხათაბალაშიც ერთად გავეხვიეთ.
ცოტა ხანში მოწყენილობას აშკარად აღარ ვუჩიოდით – სულ რამდენიმე კვირაში უამრავი რამ გადაგვხდა თავს. ბეწვის ხიდზეც გავიარეთ, სიკვდილის ღრუბლის საიდუმლოსაც ჩავწვდით და ბრიტანეთის არმიის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებაც გავხსენით. საფრთხეს რომ არ ვუშინდებოდით და სიკვდილს უშიშრად შევყურებდით თვალებში, ამაზე აღარაფერს ვიტყვი, ტრაბახს რომ არ დაემსგავსოს.
ჰო, ერთ ამბავსაც გაგანდობთ, ოღონდ აქეთ მოიწიეთ, ყურში უნდა გითხრათ – ოქროსფერთმიანი ვირჯინია კროუვიც გავიცანით… სხვას ვეღარაფერს დავამატებ – შერლოკს ეწყინება.
მოკლედ, ენდრიუ ლეინის წყალობით რამდენიმე საათით დავბრუნდი ბავშვობაში და, წიგნი გაღიმებულმა რომ დავხურე, ვიგრძენი, რომ თანამედროვე მოზარდების, ცოტა არ იყოს, შემშურდა – ისინი სახელგანთქმული დეტექტივის თავგადასავალს უკვე ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წაიკითხავენ.
ის პატარა გამოკითხვა რომ ჩაგვიტარე, რაღაც ამდაგვარს ველოდი :)))
LikeLike
ჰო :) პრომო იყო. აღმოჩნდა, რომ შერლოკი მაინც პირველია…
LikeLike
უნდა ვიყიდო ეს წიგნი აუცილებლად. შენი მონაყოლის მიხედვით ძალიან საინტერესო რამ უნდა იყოს :)
LikeLike
აშკარად არ ინანებ, ქაუნთესს. გემრიელად გაერთობი.
LikeLike
რომ იცოდე მეც შემშურდა…
LikeLike
აბა… :) ოღონდ, მაინც ჯობია, ჯერ კონან-დოილი და მერე ლეინი.
LikeLike
ასეც ვიცოდი რაღაც მსგავს რომ გვიმზადებდი საღამოს საკითხავად.
ჩემი ფავორიტი მაინც აგათა კრისტია, თავისი მისის მარპლით და პუაროთი.
თუმცა ეს წიგნიც ღირს ალბათ წაკითხვად.
LikeLike
:) :) ერთი კვირაა, რაც მაქვს. წავიკითხე და საპოსტე მასალადაც გამოვიყენე.
კრისტი მეც ძალიან მიყვარს.
LikeLike
პოსტი, როგორც ყოველთვის, კარგია; წიგნს რაც შეეხება, სენს გემოვნებაში ეჭვი არ მეპარება…
მაგრამ აი, ასეთ გაგრძელება-დამატებებს ცოტა ალმაცერად ვუყურებ ხოლმე. ლიტერატურაში იდეაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი განხორციელება, ჰოდა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს გამგრძელებლებ-შემვსებლები ორიგინალის ავტორის დიდების ნაწილს ითვისებენ :)
LikeLike
პრინციპში მართალი ხარ, მაგრამ მე ასე მკაცრად და რთულად არ ვუყურებ. დაწერა? დაწერა. წავიკითხე. საინტერესო იყო. ცხოვრების საზრისზე რომ არ დამაფიქრა, ამას მინუსად არ ვუთვლი.
პრინციპში, ბრიტანელებსაც არ გაუპროტესტებიათ, ეზ აი ნოუ.
LikeLike
ნო, ნო :) მე განა იმას ვამბობ, რომ როგორ გაბედა და თავისი ბინძური ხელები შეახო ნაწარმოებს მეთქი, მაგრამ იქნებოდა კი ეგ წიგნი ასეთი პოპულარული, მთავარი გმირი მომავალი შერლოკი კი არა, ვინმე ჯონ სმიტი რომ ყოფილიყო? :)
LikeLike
არანაირად… ლომის წილი შერლოკია მანდ. ჯონ სმიტზე სხვა წიგნი დაიწერებოდა და სახელი არ დაეხმარებოდა.
LikeLike
თამარა, ჩემი სათქმელი თქვი!
ეს აზრი სტიგ ლარსონის წაკითხვის შემდეგ დამებადა – თუმცა ბლოგერებში ლარსონის დამწუნებელი ერთადერთი გამონაკლისი აღმოვჩნდი. მეც ასე მგონია, “ორიგინალის ავტორის დიდების ნაწილს ითვისებენ” :)
მოლი, პოსტი, როგორც ყოველთვის, კარგი იყო :)
LikeLike
აკუნინმა “თოლია” და “ჰამლეტი” გააგრძელა. ნეფრიტის კრიალოსანში ფანდორინი და ჰოლმსი ერთად ებრძვიან არსენ ლუპენს. და აკუნინი ამათ გარეშედაც აკუნინი იქნებოდა…
ეს მხოლოდ ხერხია. პერფორმანსი.
LikeLike
არ მაქვს ეგენი წაკითხული, მაგრამ ჩემთვის აკუნინი მაინც აკუნინია, მართალი ხარ! ჰოდა, იმიტომაც ვამბობ, არ ვიცნობ ამ ენდრიუ ლეინს და თავს ვიკავებ, მხოლოდ ზოგადი აზრი გამოვთქვი :)
LikeLike
იცი, ლარსონზე მე არ გამჩენია მსგავსი პროტესტი, არ არის პირდაპირი ბმა გმირებს შორის და იმიტომ :) კი, არის ჟურნალისტი ბლუმკვისტი, რომელსაც მეტსახელი “იმ” კალეს პატივსაცემად ეწოდა, არის პეპი ლიზბეთი და ანიკა, პეპის რომ მხარში უდგას, მაგრამ მგონი, ლარსონს რომ თავადვე არ დაედასტურებინა, მკითხველების დიდი ნაწილი ვერ მიხვდებოდა, ვინ არის კალე ან ანიკა… აი, ეს პირდაპირი გადასვლაა, “გაიცანით შერლოკ ჰოლმსი” :)
LikeLike
ლეინს მეც მხოლოდ ამ წიგნით ვიცნობ და აზრსაც ამ წიგნზე გამოვთქვამ. შესაძლოა, სხვა არაფრად ვარგოდეს ან პირიქით. შესაძლოა, ეს რომ არ დაეწერა, საერთოდ არაფერი ყოფილიყო ან პირიქით – უფრო უკეთესი შეექმნა. ამას ჩვენ ვერ გავიგებთ…
ზოგადად რიმეიქების და სიქველების მართებულობაზეა საუბარი. და მე მანდ რაღაც უღირსობას ვერ ვხედავ. წერს და წერს. აპრობირებული და გავრცელებული პრაქტიკაა.
LikeLike
განა უღირსად ან ამორალურად მიმაჩნია საქციელი – უბრალოდ კარგი მარკეტინგული გათვლა მგონია, რომელიც კარგად ყიდის წიგნს.
LikeLike
სახელი მუშაობს. ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მწერალი ცუდია. ეს ხერხი უხეირო მთხზველმაც შეიძლება გამოიყენოს და ძალიან კარგმა ავტორმაც.
LikeLike
აუჰ, რისი გშურს, მოლი? მეც ზუსტად არაქრონოლოგიურად მიხდება წაკითხვა :(( ეეჰ, არ მიფიქრია მის ადრეულ ასაკზე კი არა ჩემიი თავი მქონდა წარმოდგენილი მოზარდ ჰოლმსად :))
LikeLike
ვიცი ეგ ამბავი :) წავიკითხე და ბევრიც ვიცინე :)
LikeLike
საინტერესოა, დიდი სიამოვნებით წავიკითხავ. შერლოკ ჰოლმსის გამო მთელი ბავშვობა გამომძიებლობაზე ოცნებაში გავატარე, მის თავგადასავლებს, რომ ვკითხულობდი ბოლოში გასვლამდე ვცდილობდი თავად ამომეხსნა თავსატეხი :)
ძალიან ვუფრთხი ხოლმე საყვარელ პერსონაჟებზე გადაღებული ფილმების ყურებას, იმისთვის, რომ წარმოდგენა არ შემეცვალოს, თუმცა გაი რიჩის შერლოკ ჰოლმსის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ზოგჯერ ეკრანიზაციაც შეიძლება გადასარევი იყოს, ახლა შერლოკ ჰოლმსზე სულ რობერტ დაუნი ჯუნიორი მიდგება თვალწინ, ჰოდა ეს კარგია :)
აუცილებლად წავიკითხავ პატარა შერლოკის თავგადასავალს, ძალიან დამაინტერესა :)
LikeLike
მეც ვცდილობდი, ფინიკი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ჰოლმსთან გამოცნობა ყველაზე რთულია. კონან დოილი მკითხველს თითქმის არაფერს უმხელს. ანუ, მკითხველი და მაძებარი აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში არიან. კრისტი, მაგალითად, სხვანაირად იქცევა. აკუნინიც.
საუკეთესო ჰოლმსი მაინც რუსული ეკრანიზაცია მგონია. თუმცა, დაუნის ყველა აქებს. ბოლო, რაც მომეწონა, ახალი ბრიტანული სერიალია. თანამედროვე ადაპტაცია. ლესტრეიჯი პრესს-კონფერენციებს აწყობს, ჰოლმსი სმს-ებს აგზავნის და ვატსონს ბლოგი აქვს :)
წაიკითხე :) ნამდვილად არ ინანებ და გაერთობი კიდეც.
LikeLike
რა საინტერესოა :) მეც სულ იმას ვფიქრობდი რომ შერლოკ ჰოლმსი ყოველთვის ისეთი იყო როგორც კონან დოილმა წარმოადგინა და პრინციპში არც არასოდეს დავინტერესებულვარ როგორი ბავშვი ან მოზარდი იქნებოდა :) და მაინც მგონია რომ ჯერ დიდი შერლოკი უნდა წაიკითხო და მერე მოზარდი შერლოკის თავგადასავალი :) მიუხედავად იმის რომ ეს უკანასკნელი არ წამიკითხვას
LikeLike
ასეც შეიძლება და ისეც :) პრინციპში, დადგენილი წესი არ არსებობს. როგორც მოგიხერხდება, ისე წაიკითხე :)
LikeLike
შევეცდები წავიკითხო ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსზე :) თორე ზრდასრული მთელი ცხოვრებაა მომწონს :დ :დ
LikeLike
მშვენიერი ლიტერატურული გემოვნება გქონია :)
LikeLike
უფრო არეულია :) ვკითხულობდი ყველაფერს რაც ხელში მომხვდებოდა :) მთელი ზაფხული და ზამთარი თავ შერგული ვიყავი ხოლმე სოფელშიც და ქალაქშიც წიგნების კარადაში :დ :დ :დ პირველად პატარა გამოძიება წავიკითხე და მახსოვს ისე ჩამითრიე იმ დღეს ბიბლიოთეკაში ორჯერ მივედი :დ :დ
LikeLike
მეც მასე ვიყავი თავის დროზე :) ისეთი რაღაცები მაქვს წაკითხული, ახლა მრცხვენია. არავის გამოურთმევია ხელიდან და რასაც ვპოულობდი, ვკითხულობდი კიდეც.
ბიბლიოთეკაში ორჯერ მისვლაზე გემრიელად გამეღიმა :)
LikeLike
უფ, როგორ დამაინტერესა!!! კი ვამბობ, რომ დეტექტივებზე არ გვიჟდები, მაგრამ შერლოკი ჩემი სიყვარულია. სიმოვნებით წავიკითხავ ამ წიგნს.
LikeLike
მე მომეწონა. ოღონდ, მე დეტექტივები მიყვარს და ალბათ, იმიტომ.
LikeLike
კარგი პოსტია და ბოლოს მნიშნელოვანი აღმოჩენა :) მაგრამ იქნებ, ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში ვართ მაინც? ჩვენ შეძლებთ, რომ სხვანაირი შერლოკი აღმოვაჩინოთ, ისინი კი უბრალოდ პიროვნების ლოგიკურ განვითარებას დაინახავენ, რაც ცოტა მოსაწყენია : ]
LikeLike
მშვენიერი პოსტია მოლი და წიგნიც მშვენიერი საჩუქარია დეტექტივების მოყვარულთათვის.
თამარა და თაბუ, მეც აკუნინის მოთხრობა გამახსენდა ახლა. ნეფრიტის კრიალოსანი მთლიანად ალუზიებზეა აგებული, მანდ სიმენონიც არის, ეკოც, ბასკერვილების ძაღლის რუსული გადამღერებაც, ერთ მოთხრობაში კი უშუალოდ ჰოლმსი და უოთსონი მოქმედებენ. აკასაც ჰყავს ერთგან ეს დუეტი. მე ეს არ მაღიზიანებს. პირიქით, სახალისოა.
LikeLike
“აგვისტოს პასეანსში”, მერი. ისე, მანდ დონ კიხოტი და სანჩოც არიან :)
აკას უყვარს ასეთი ხულიგნობები. მადათოვში ზარანდია და თუთაშხია, “შენს თავგადასავალში” – რა ვიცი, მთელი საყმაწვილო და არასაყმაწვილო ბიბლიოთეკაა შეკრებილი.
და ამაშიც მართალი ხარ – ეს გამაღიზიანებელი კი არა, სახალისო უფროა.
LikeLike
კარგი და სასიამოვნო პოსტია, ისე რაღა დასამალია და არც მე მიფიქრია შერლოკის ბავშვობაზე. მაგრამ რომ გაიზარდო ჯერ პატარა უნდა იყო. ჩემს წასაკითხ წიგნების სიას ერთიც მიემატა. ;)
LikeLike
რომ გაიზარდო, ჯერ პატარა უნდა იყო – ეს მომეწონა :)
LikeLike
მადლობა! :) :) :)
LikeLike
ჰოდა, შენი სიაც მომწონს, როდეს წიგნების არ იყოს.
LikeLike
მართლია ეს წიგნი ჩემს უახლოეს წასაკითხი წიგნების ათეულში არ მეწერა, მაგრამ მოლის ამ პოსტის მერე არ შეიძლებოდა, რომ არ წამეკითხა, მით უმეტეს რამდენიმე კვირაა რაც ჩემმა ძმამ მოიტანა სახლში და ყველამ წაიკითხა ჩემს გარდა. :) :) :) ვაშა, როგორც იქნა მოვრჩი (სირცხვილი მე, ჩემმა დამ რამდენიმე სთ-ში წაიკითხა, მე კიდე … :( ) ! ძალიან მომეწონა. ;) აი მართლაც ეგრეა, ჯერ პატარა უნდა იყო, რომ გაიზარდო! აი რა კარგია ჭკვიანი მასწავლებელი, ისე რა საინტერესო იქნებოდა ჩვეულებრივ სკოლებშიც დრო არა კონკრეტული ფაქტების ან ნაწარმოების შესწავლასა და ანალიზს, არამედ ზოგადად ფიქრის და აზროვნების განვითარებას ეთმობოდეს მარტო. :) :) :)
LikeLike
წაიკითხე უკვე? ყოჩაღ, მიხარია, რომ მოგეწონა :) პოსტი ტყუილად არ დამიწერია :)
LikeLike
:) :) :)
LikeLike
უი ჩემ დღეში ყოფილხარ :)))
LikeLike
მოლი წასაკითხი წიგნების სიას მიზრდი და მიზრდი,… რას მერჩი : ))))) თან მეც უკვე სინდისი მაწუხებს, ამდენი ხანია სიის შემცირება მინდა და ჯერ ვერც კი დავიწყე,..
LikeLike
ჰო :) ერთხელ თქვენი სიები გამოაქვეყნეთ, ჩემთვისაც შევარჩევ საინტერესო რაღაცებს.
LikeLike
მშვენიერი აზრია. : ) შევეცდები მალე მოვაბა თავი გამოქვეყნებას
LikeLike
კომენტარებიც დაურთე და ურიგო პოსტი ნამდვილად არ იქნება.
LikeLike
დავინტრიგდი, აუცილებლად წავიკითხავ, ეხლაც მახსოვს შერლოკ ჰოლმსი პირველად, რომ წავიკითხე, როგორ მომეწონა, იმედია ამ წიგნის წაკითხვის შემდეგაც იგივე ემოციებით დავიმუხტები.. : )
LikeLike
პირველად რომელი ჰოლმსი წაიკითხე, გახსოვს?
მე რუსული კრებული მქონდა. ქართული, ყდაზე ლაბირინთით, ოდნავ მოგვიანებით აღმოვაჩინე.
LikeLike
წიგნს რა ეხატა ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ მგონი თუ სწორედ მახსოვს მოთხრობა “ალისფერი კვალი” წავიკითხე პირველად…
LikeLike
აჰა. ქართული კრებული გქონია. ურიგო თარგმანი ნამდვილად არ იყო.
LikeLike
კი ქართული, რუსული ჯერ იმ დონეზე არ ვიცი, რომ წიგნები ვიკითხო, სამწუხაროდ… მახსოვს სკოლის ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე…. : )
LikeLike
ყოჩაღ სკოლის ბიბლიოთეკას. კარგი რაღაცები ჰქონია.
LikeLike
ერთმნიშვნელოვნად სასიამოვნო და კარგი პოსტია! წიგნიც საინტერესო ჩანს.
მგონია, რომ ჯერ მოზრდილი შერლოკი უნდა გაიცნონ:)
LikeLike
პრინციპში, მართალი ხარ. მოზარდის პოპულარობას მოზრდილი განაპირობებს. რიგითობაც შესაბამისი უნდა იყოს :)
LikeLike
აი, ზუსტად ახლა და ამწუთას მინდა მქონდეს ეგ წიგნი… მივაფურთხებდი ხუთივე გამოცდას, იმ კვირაში რომ მელოდება, გავუთევდი ღამეს და წავიკითხავდი…
LikeLike
ხუთი გამოცდა რა უბედურებაა, ოსვენციმში ხართ? :(
ამ წიგნისთვის ღამის გათევა არც დაგჭირდება, მარიამ :) ორიოდეს საათიც საკმარისია. და ორი საათის სიამოვნებაც გარანტირებული გაქვს.
LikeLike
მომენატრე შენი პოსტებიანად ♥
დამაინტერესე ეს წიგნი ძალიან ♥
LikeLike
კაი რა მოლი კაი რა, ისე დაწერე რომ მომინდა ამ წიგნის წაკითხვა..
ბავშვობაში ვგიჟდებოდი შერლოკ ჰოლმზე, მაგრამ ჩემში მისი გარეგნობა ძველი საბჭოთა ფილმების პერსონაჟთან ასოციირდება, თუმცა ამერიკელებმა რომ გამოუშვეს შერლოკ ჰოლმსი (რობერტ დაუნი), ის სულ სხვანაირი გამოჩნდა და ისიც მომეწონა
აუცილებლად წავიკითხავ ამ წიგნს :))
LikeLike
დაუნის ბევრი აქებს, ჯესს, მაგრამ ჩემი მთავარი სიყვარული მაინც ძველი, რუსული ჰოლმსია. სხვათაშორის, ბრიტანული ორდენიც აქვს ლივანოვს და მსოფლიოს საუკეთესო შერლოკ ჰოლმსადაც არის აღიარებული.
LikeLike
არა ეს მსახიობი იმენა ზედგამოჩეკილი (ჰიჰი) იყო ამ როლისთვის….. ვატსონი ძველ ფილმში და ამერიკულშიც ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ჰოლმსი აბსოლუტურად სხვანაირია… ძველი შერლოკი არის შედევრი.. და რავიცი… ძალიან მაგარია რა :))) მაინც რუსები რომ ირებდნენ ფილმებს ამერიკელებს ამდენი არც შეეძლოთ და არც შეეზლებათ
LikeLike
მე ასე გადაჭრით ვერ ვიტყოდი, ჯესს, ნაგავი რუსებსაც ჰქონდათ (უფრო სწორად, საბჭოთა კინოს) მაგრამ რუსული ჰოლმსი რომ ყველას სჯობია, ამას ჩვენ კი არა, ბრიტანელებიც კი ამბობენ.
LikeLike
true true ;)
LikeLike
sure!
LikeLike
პოსტია მომეწონა. ალბათ ძალიან საბავშვოა… მეც თამარას აზრს ვიზიარებ.
და თუ სწორად მახსოვს, შერლოკო თვად ამბობდა, რომ მისი დედუქციის უნარი გამომუშავებით მიიღო კოლეჯში სწავლის პერიოდში და თუ ვინმე არის ნიჭიერი, ეს მისი ძმა მაიკროფტია ^^
ასეთ გაგრძელებებს ბავშვურობად მივიჩნევ, თუმცა არ ვუარყოფ, თუ კარგი ნაწერია, რატომ უნდა ვკრა ხელი.. ^^
LikeLike
წიგნი ნამდვილად საბავშვოა, ამას, ასტრიდისგან განსხვავებით, საკუთარი ასაკი აქვს, მაგრამ საბავშვო და ბავშვურობა ოდნავ სხვადასხვა რაღაცაა. მე ბავშვურობა არ მგონია.
LikeLike
სიამოვნებით წავიკითხავ უახლოეს მომავალში :)
LikeLike
მერე ორი სიტყვით ისიც მომწერე, თუ მოგეწონა და საერთოდ, რა შთაბეჭდილებები დაგიტოვა.
LikeLike
[…] გამოიყურებოდეს, მაგალითად “ ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსმა” გაცილებით წინ გადმოინაცვლოს, […]
LikeLike
“შერლოკ ჰოლმსი” ჩემი უსაყვარლესთაგანია, იყო და არის :/ ბავშვობისას სულმოუთქმელად ვკითხულობდი ხოლმე :) ახალგაზრდა ჰოლმსზე არ ვიცოდი. ახლა უკვე შენი წყალობით ვიცი მოლი და ხელში როგორ კი ჩამივარდება, წავიკითხავ ;)
LikeLike
ჩემი ბავშვობის სიყვარულია :)
LikeLike
ჰეჰ, ეს აუცილებლად უნდა წავიკითხო ^_^
LikeLike
დამაინტერესა და წავიკითხავ მერე ალბათ : ) მაგრამ სიუჟეტს რომ გადავხედე რაღაც ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი გამახსენა ძალიან ^^’
LikeLike
არადა, არ ჰგავს :) ან თუ ჰგავს, მხოლოდ გარეგნული ნიშნებით.
LikeLike
ეს წიგნი მეც უნდა ვიყიდოოო (!!!) :) დღესაც დამაინტერესებს დარწმუნებული ვარ :) შერლოკ ჰოლმსს ასაკი არ სჭირდება
LikeLike
რა თქმა უნდა, არ აქვს ასაკი. ყველა დიდი სიამოვნებით კითხულობს ჰოლმსს.
LikeLike
ისე საინტერესოთ აღწერე წიგნის ყიდვა მომინდა,საერთოდ მიყვარს ჰოლმსი
LikeLike
მადლობა ასეთი სასიამოვნო შეფასებისთვის :) და კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლი ბლუმის ბლოგზე.
თუ ჰოლმსი გიყვარს, საშენო წიგნი ყოფილა, მარიშა :)
LikeLike
საერთოდ ძალიან მომწონს შენი ბლოგი:)
LikeLike
მადლობა :) მე ახლა გავიგე. რომ მსტუმრობ და ძალიან მიხარია :)
LikeLike
არ მომწონდა დეტექტივები მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ აწი !! როცა წიგნების კითხვას ( 5 წიგნიი რომელიც ბიბლიოთეკიდან მაქ წამოღებული) დავასრულებ აუცილებლად ჩაუჯდები
LikeLike
არ ინანებ :)
და ის ხუთი წიგნი რომლებია?
LikeLike
1.80000 კილომეტრი წყალქვეშ
2. კლდის პირზე ჭვავის ყანაში
3. ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (მეორედ ვკითხულობ)
4. პეპიგრძელი წინდა ( მეორედ )
5. ილია ჭავჭავაძე ( კაცია ადამიანი )
6. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა სახლში მაქ და ემასაც ვკითხულობ მეორედ
LikeLike
1. 80000 კილომეტრი წყალქვეშ
2. კლდის პირზე ჭვავის ყანაში
3. პეპი გრძელი წინდა
4. პოტერი და სიკვდილსი საჩუქრები (მეორედ)
5. ილია ჭავჭავაძე კადია–ადამიანი?!
6 ფილოსოფიური ქვა პოტერის ეს მაქ სახლში და კიდე ვკითხულობ წინა 5 კი სკოლის ბიბლიოთეკიდანაა :))
LikeLike
ძაან მიყვარს წიგნების კითხვა მაგრამ სულ მიჩირდა აქამდე არჩევა, ეს საიტი შემთხვევით აღმოვაჩინე და ამიერიდან არც მოვშორდები იმედია ჩემი წასაკითხი წიგნების სიაც თქვენივით გაიზრდება იმიტო რო ახლა წიგნების რაოდენობა 0_ია. ამ წიგნმაც ძაან დამაინტერესა გაზრდილ შერლოკ ჰოლმსს უკვე ვიცნობ ამასაც წავიკითავ და იმედია მომეწონება. მოცულობით რამხელააა? იმედია დიდ ხანს მეყოფა. მადლობა მოლიიიი :
LikeLike
ძალიან კარგი :) აქ ახალ (და არა მხოლოდ ახალ) წიგნებზე დაწერილი პოსტები ყოველთვის ბევრი იქნება… შენ აარჩიე ხოლმე :) არც ისე თხელია “ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსი” კარგა ხანს გეყოფა, ეთო.
LikeLike
[…] ბიბლიოთეკის ტომები, “ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსი“, “ქურდების […]
LikeLike
უდავოდ კარგი წიგნია. ღამე გავათენე. ნუ მთლად ვერა. ჩამეზინა და წიგნი დილით იატაკზე ვიპოვე. ბავშვობის მერე მსგავსი არ დამმართია. ჩანაწერებიც გავაკეთე. მომავალ წიგნში მივუჩენ სათანადო ადგილს. ახლა სამსახურში ვარ. რამდენიმე წამის წინ თვალებდახუწული გულში ენდრიუ ლეინის სიტყვებს თიტქმის ასპროცენტიანი სიზუსტით ვიმეორებდი:
“დამახასიათებელი ჟესტებით მიხვდები, ადამიანი ტყუის თუ არა. სიცრუის თქმა ძნელიაა, რადგან ერტსა და იმავე დროს ორ რამეზე უნდა იფიქრო: სიმართლეზე, რომელიც საიდუმლოდ უნდა შეინახო, და ტყუილზე, რომლის თქმასაც ცდილობ. ეს სიმართლე” – უამრავი ასეთია “სიკვდილის ღრუბელსი” და მე, მაინც, ამ სიტყვებს ვიმეორებდი… კარგი გაგრძელება აქვს ზემორე თქმულს. სიზუსტე ატპროცენტიან ზღვარს ვერ ასცდება. ამიტომ აქ არარ ვწერ…
LikeLike