ჯეოპარდის გასული ტური, რომელიც ქართული ბლოგოსფეროს ეძღვნებოდა, ჩემდა გასახარად, ფრიად წარმატებული გამოდგა. თუმცა, ამ თემაზე მორიგი პაკეტის შედგენის მიზეზი მარტო ეს არ გახლავთ – საქმე იმაშია, რომ 15 კითხვა მეტისმეტად ცოტა აღმოჩნდა და ჩემთვის საინტერესო ბლოგების ნახევარიც ვერ დაიტია. ამიტომ გადავწყვიტე, ეს ოთხშაბათიც ვირტუალური დღიურების ქართველი მოყვარულებისათვის დამეთმო. კითხვებს მიღმა მათი ამოცნობა კი თქვენთვის მომინდვია,
Good luck!
1. ამ ბლოგერს მოგზაურობაც უყვარს, ბუნებაც და რა გასაკვირია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ეკოლოგიური ბლოგის მეპატრონეა;
2. გაგიკვირდებათ და ქართულ ბლოგოსფეროს საკუთარი ელფიც ჰყავს… ოღონდ, ღრმად ანგლო-საქსური სახელით;
3. ამ ბლოგერმა, ფორთოხლისფერის სიყვარულით, ბლოგს სახელიც კი გადაარქვა;
4. პოსტი გაუჩინარებულ (გაფრენილ) მუფლონზე ამ “ჩექმებიან” ბლოგერს ეკუთვნის;
5. გურამ დოჩანაშვილის საკულტო პერსონაჟის მოგვარე სხვა რაზე უნდა წერდეს – მისი ბლოგი მთლიანად წიგნებს ეძღვნება;
6. ეს, სიურეალისტური პოსტების, ავტორი ერთგან თავად აღიარებს, რომ ტროპიკული ხილი, რომლის სახელიც ისესხა, არასოდეს გაუსინჯავს;
7. მიუხედავად ღრმად მოუხერხებელი ბლოგსპოტური პლატფორმისა, ამ მახეში ხელოვნების ბევრი მოყვარული ებმება;
8. ამ ბლოგს სახელი, სავაურაუდოდ, ფრენკ ბაუმის ლეგენდარული ნაწარმოების მიხედვით ეწოდა;
9. ამ “გლეხურად მარტივ ბლოგს” სინამდვილეში ფრიად გემოვნებიანი მეპატრონე ჰყავს;
10. პოლონურად – Biedronka, ქართულად …?
11. ამ ზღვისპირელი ბლოგერის გრავატარზეც ჯამბაზია გამოსახული, ოღონდ – სევდიანი;
12. ეს ბლოგერი 1989 წლის კინოტრიუმფატორის – ოთხი “ოსკარით” და სამი “ოქროს გლობუსით” პრემირებული ჰოლივუდური ფილმის მთავარი გმირის სეხნიაა;
13. ამ ლიტერატორ ბლოგერს კალვადოსი, კონიაკი, რემარკი და ტანგო უყვარს, პოსტების სათაურებს კი თავად აიზეკ აზიმოვი ჩუქნის ხოლმე;
14. ამ ბლოგის ჰედერს ამშვენებს საქანელაზე ჩამოსკუპებული ანგელოზის გამოსახულება და ფრაზა – “აქ ჩემი სახელმწიფოა. ვირტუალური, მაგრამ ყველა ნამდვილზე ნამდვილი”;
15. ეს ბლოგი ყვითელი ჩანართებით იწონებს თავს, ხოლო მისი მეპატრონე პოსტებს და კომენტარებს ხელს საკუთარი ინიციალებით აწერს.
elxa ufro gamichirda gamocnoba, vidre wina tamasshi, mara ramdenimes mivxvdi…
LikeLike
ეს პაკეტი უფრო გავართულე. მკითხველის მოთხოვნით :)
გუდ ლაკ უანს ეგეინ.
LikeLike
აუ, აუ, აუ, მოლი… რა ვქნა ახლა მე… ცოტა დავწყნარდები და დავიწყებ პასუხების გაცემას… ზოგი ერთი შეხედვით მივხვდი…
LikeLike
სწორი სტრატეგიაა :)
LikeLike
ეს მეც უფრო გამიჭირდა :შ რამდენიმე კი მივხვდი, მაგრამ უმეტესიბა ვერ :შ
LikeLike
ისე, მაგ რამდენიმეს დაწერაც შეიძლება. არ იკრძალება წესებით :)
LikeLike
მოხეტიალე, როდე, გლეხის ბიჭი…. აუ, აუ, ეს ხომ კატასტროფაააა :შ უნდა ვიცოდე კიდევ :შ
LikeLike
აუ, ახლა შევამჩნიე რომ მეც ვარ…. რა მაგარია <3 კიდევ ketlandia ვიცანი, მაგრამ რა შეღავათი, მხოლოდ 4 ვიცანი… კიდევ რუსა აბუსელიძე?
LikeLike
გამაცინე :) აი, შენ რომ საკუთარი თავი ვერ გამოგეცნო :) :)
LikeLike
ვაა, საკუთარი თავი რომ ვერ ვიცანი, ე.ი. კარგად არ დავაკვირდი მოცემულობებს, აბა, ახლა დავაკვირდები კარგად, იქნებ გამოვიცნო :)
LikeLike
ხომ ვამბობდი, რთული კითხვები იქნება მეთქი :) მადლობა ფაიფურის ანგელოზს :)
LikeLike
მესამე ამაზე რთული იქნება ხო,ფრთები მიგრძნობს მე…რა მინდოდა))
LikeLike
სწორად გიგრძნობს :)
თან მესამეა, თან საბოლოო და ფინალური აკორდი განსაკუთრებული უნდა იყოს :)
LikeLike
ხვალ დავწერ პასუხებს! ახლა მაგდებენ! ადექიო! :) :) :)
LikeLike
უნდა ადგე :) ხვალ გელოდები.
LikeLike
მარტო როდე გამოვიცანი თავისი ხელოვნების მახით. :)
LikeLike
1. მოხეტიალე
2.
3. ფორთოხლისფერი გოგონა-ნათია <3
4.
5.კეჟერაძე
6.
7.ხელოვნების მახე
8.
9.ომარიკო
10.ჭიამაია
13. რუსა
14. ქეთლანდია
15. მარიამ ქავთარაძის ბლოგი, სახელი აღარ მახსოვს :)
მეტი ვერ გავიხსენე და მომიტევეთ :D
LikeLike
დია და სალი, თქვეს პასუხებს მივმალავ და ხვალ კიდევ დროა ;) დამატებები მოსულა.
LikeLike
1. მოხეტიალე და მისი ბლოგი
2.
3.ფორთოხლის გოგონა
4.
5. კეჟერაძე
6.
7. ხელოვნების მახე
8.
9. რუსა და მისი საფიქრეთი (წინაზე ვიფიქრე, რომ ამ პაკეტში აუცილებლად შევიდოდა : ))
ბოლოს ერთი ვიცი კიდევ (რომ იცოდე, როგორ გამიხარდა მე-15 კითხვა–გმადლობ ამისთვის) და დანარჩენებს ტრადიციულად მოგვიანებით დავამატებ : ))
LikeLike
აუჰ, შემშლია… რუსას საფიქრეთი მე-11 უნდა ყოფილიყო და მეცხრე “გლეხის ბიჭის” ბლოგია.
ჰო, კიდევ:
12. დეიზი
13. მოლიტერეატურო ბლოგი
14. კატერინა, რომელმაც მკაცრი სავიზო რეჟიმი გააუქმა : ))
LikeLike
4. სტუმართმოყვარე სახლის პატრონი, სახელად Taboo (ახლახანს ვიპოვე ეს ბლოგი)
6. ფინიკი– კი ვფიქრობდი, რომ სადმე იქნებოდა, მაგრამ ხილი რომ იყო ფინიკი, გვიან გამახსენდა : ))
8. Wizard of Oz
10. ჭიამარია?
მგონი ყველა კითხვაზე მაქვს ვერსია… მეორეს გარდა… აქ კირკის ბლოგს ვეჭვობ.
და მესამე რომ შემშლია, გვიან მივხვდი, ნათიას ბლოგია ეგ, ჰაუსი რომ უყვარს ჩემსავით… შეუცვლია სახელი…
LikeLike
აშკარად უნდა იცოდე, ნათია :)
LikeLike
რამე სისულელე არ ვთქვა და არ მოვიჯაყო სქვეყნოდ :O ისევ ჩუმად გადევნებთ თვალყურს :D
LikeLike
“მოვიჯაყო” ჩემთან 15 პლიუსს უდრის. ბათუმი გამახსენდა :)
LikeLike
1)
2)
3) ეს, ორინჯია
4)წავიკითხე ამას წინათ. არ მახსოვს :(
5) კეჟერაძე
6) ფინიკი
7) ხელოვნების მახე :)))))
8 )
9) უიმე, მე :დ
10) ეს, ჭიამაია უნდა იყოს :დ
დანარჩენი არ ვიცი. მეტოთხმეტე მეცნობა და მეთერტმეტეც, მაგრამ ვერ მივხვდი :(
LikeLike
ჰაჰ,აბა ვნახოთ რამდენი ვიცანი. :)
1.მოხეტიალე
2.ვაი.
3.კიდე ვაიი. :)
4.მმ,ვერ ვიცანი.. :ს
5.კეჟერაძის ბლოგი.
6.დედაა,რა ძნელია,მოლი. :)
7.ხელოვნების მახე.
8.ვაიმე მოლიი. <3 ნამდვილად ეგრეა.
9.გლეხის ბიჭის ბლოგი.
10.ეს პოლონური სიტყვა ნამდვილად არ ვიცოდი,მაგრამ გავიგე და ჭიამაია აღმოჩნდა. :)
11.ბათუმური დღიურები.
12.oops.
13.ლიტერატორი
14.მმ,არ ვიცი. : ს
15.MK's blog ~ ბლოგი ყვითელი ჩანართებით.
:) ვაიმე ვეცადე,ვეცადე და ზოგი ეგრევე მივხვდი,ზოგზეც ბევრი ვიფიქრე და მაინც ვერ მივხვდი. ძალიან საინტერესო იყო,მოლი. :)
LikeLike
მიხარია, რომ მოგეწონა, ანა :)
LikeLike
ყველა არ ვიცი, მაგრამ აზარტი რამდენჯერაც გავაგდე კარიდან, იმდენჯერ ფანჯრიდან შემომიტრიალდა და რა ვქნა :) ნუ, რაც ვიცი, იმათ მაინც დავწერ, მოლი.
LikeLike
აზარტი მშვენიერი რამეა, რუსა :) დაწერე და ხვალ ღამემდე დამატეებებიც მოსულა :)
LikeLike
3. orange უნდა იყოს, მე ნათიათი ვიცნობდი.
4.ტაბუ თუ ტაბუნია, რაღაც ასეთი ერქვა, მახსოვს.
6. თავს დავდებ, ფინიკია.
7. პირდაპირ ხელოვნების მახე არ ჰქვია, კაცო?
8. ნამდვილად Wizard of Oz
9. გლეხის ბიჭის ბლოგი. კარგად წერს, თუ მეხსიერება არ მღალატობს :)
10. ჭიამაია ( ეს შეგიძლია არ ჩამითვალო, აქვე პატიოსნად ვაღიარებ, დავგუგლე Biedronka, ბოდიშს ვუხდი ყველა პოლონელს სათითაოდ :)))))))
11. რუსას საფიქრეთი უნდა იყოს
13. depressedfelis ( ყველაზე მეტად ამის გამოცნობა გამიჭირდა :)) გმადლობ, მოლი :)
14. ზუსტად არ მახსოვს, ქეთა თუ კატერინა, უფრო მაინც კატერინა ალბათ, ქეთსავით მშვიდი ჟღერადობით არ მახსოვს სახელი. მხოლოდ ერთხელ მოვხვდი მის ბლოგზე, შევალ მოგვიანებით და გავეცნობი საფუძვლიანად :)
15. წესით და ლოგიკით, M.K. უნდა იყოს.
LikeLike
2. ჩვენი მწვანე ნენსი უნდა იყოს აუცილებლად.
12. Daisy.
1-ლი არ ვიცი :/ ვერც მე-5 გამოვიცანი :/
LikeLike
მარიამ :) შენ რა აზარტული ყოფილხარ :)
LikeLike
ვიწყებ, აბა! ეს აშკარად უფრო რთულია:
1. მოხეტიალე;
2.
3. ნათია, დღევანდელი მდგომარეობით ფორთოხლის გოგონა;
4.
5. კეჟერაძე;
6. ფინიკი;
7. როდე;
8. ანა ანუ ოზის ჯადოქარი;
9. გლეხის ბიჭი;
10. ჭიამაია;
11. რუსა;
12.
13. რუსა ბუსკი, აი, ბროწეულიანი ჰედერი რომ აქვს :) ;
14. კატერინა;
15. მარიამ ქავთარაძე.
მოკლედ, სანამ იმ სამს გავარკვევ, იყოს ეს აქ, თორემ დამეკარგება :) დავამატებ დანარჩენებსაც :)
LikeLike
2. ნენსი გალადრიელი;
4. თაბუნია;
LikeLike
12. “შოფერი” დეიზი :)
ნუ, ძალიან კი გავწვალდი და ვნახოთ, ვინ უპასუხებს თხუთმეტივეს ერთ ჯერზე :)
LikeLike
ესეც ასე… პირველად დავწერე ამდენი პასუხი… ართალია, რაც არ ვიცოდი, იმის საპოვნელად ლამის გადავაბრუნე მთელი ბლოგოსფერო, მაგრამ, სამაგიეროდ ახლა მშვიდად დავიძინებ…
ხვალ კი, ცხადია, პასუხების გადასამოწმებლად შემოვივლი…
წასვლამდე კი, მადლობა, მოლი, ამ ჯეოპარდისთვის <3
LikeLike
ძალიანაც კარგი, თუ გადააბრუნე :) ამ პაკეტების მთავარი აზრიც ეს არის. აი, ხვალ დავწერ შემაჯამებელ კომენტარს და უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს.
მადლობა შენ, მარიამ, აქ რომ ხარ და თამაშისთვის იცლი.
LikeLike
7 და 9 ზუსტად ვიცი ვინც არიან. 12მ დამაბნია, ანუ რომელმა ფილმმა აიღო 4 ოსკარი კი ვიცი, მაგრამ ბლოგერი რომელია ვერ ვხვდები :))) დანარჩენებს ხვალ მოვიფიქრებ ფხიზელ გონებაზე და დავწერ :)
პ.ს. ძალიან კი ჩაგიხლართავს მოლი :)))) მალადეც!
LikeLike
წინა იოლი იყოო, თეო და… :) ოსკაროსან-გლობუსოსანი ფილმი გეცოდინება შენ (ეჭვიც არ შემპარვია). ჰოდა, მანდ ქალია, სათაურშიც კი მოიხსენიება. მისი სეხნიაა ბლოგერი.
LikeLike
მე მაპატიეთ, ხალხო. დღეს რამდენიმე წყაროთი გადავამოწმე და თურმე ყველგან შეცდომა ყოფილა.
მე-12 კითხვაში 1990 კი არა, 1989 უნდა იყოს. ოსკარის ოფიციალურ გვერდზე გადავამოწმე.
LikeLike
იმიტომ დავიბენი :) ვერავინ დავუკავშირე “მგლებთან მოცეკვავეს” :)) როგორაა ისე იცი, ჩატარების თარიღი ხო 1990ია, მაგრამ ფილმია თვითონ 1989ს , ანუ წინა წლის ფილმებს აჯილდოვებენ :))
LikeLike
მეა კულპა. მომიტევეთ…
აკადემიის ოფიციალურ გვერდზე 89 წელია მითითებული და იყოს 89. ასე უფრო კორექტული იქნება.
LikeLike
შემირცხვეს თავი,აქედან სამი ბლოგი მეცნო მხოლოდ(ი
LikeLike
ერთი განსაკუთრებით მეცნო ^^ :დ
LikeLike
აჰა :) ნეც ასე ვფიქრობდი, რომ ერთი განსაკუთრებით გეცნობოდა :)
LikeLike
1. მოხეტიალე
2. ერმონია? (არ ვიცი)
3. ფორთოხლისფერი ბლოგი (ნათია გულისაშვილი)
4. თაბუნია
5. კეჟერაძის ბლოგი
6. ფინიკი
7. ხელოვნების მახე (ჰარეტონ ლინტონი, იგივე ბექა, მაგრამ ჩემთვის მაინც როდეა, ასე გავიცანი და იმიტომ :)
8. ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან (ანა)
9. გლეხის ბიჭი
10. ჭიამაია :)
11. რუსა
12. “მისს დეიზის მძოლი”, დეიზი ბლოგერი რომელია არ ვიცი ოღონდ მე მაპატიეთ :(
13. Rusa ამ ბლოგერს არ ვიცნობ, ახლა ვნახე მისი ბლოგი პირველად და მომეწონა, დღეიდან მისი მკითხველი გავხდები :)
14. კატერინა (ქეთლანდია)
15. M.K. (ეს ბლოგიც რამდენიმე დღეა რაც აღმოვაჩინე )
LikeLike
დიდი მადლობა #13-ისგან :)))
LikeLike
2. ნენსიგალადრიელი ხო არაა? )
LikeLike
1) moxetiale
2) ar vici
3) fortoxlisferi gogona? :D
4) cheqmebiani kata. avatari gamaxsenda, tabo tu amdagvari saxeli unda hqondes
5) literatori?
6) finiki
7) xelovnebis maxe
8. ar vici
9) glexis bichis blogi
10) ar vici
11) ar vici
12) lord vader
13) fsiqe?
14) ar vici
15) ar vici
krizis, meti ar maxsovs :O vava vava chqimi codva :o
rac ari, ari, maxlavs rogorc xevsurni ityvian ^^ :d
LikeLike
შენს პასუხებს მივმალავ, ქევან და ისე, ზოგადად, ბევრად რთული პაკეტი მგონია. წინა აშკარად უფრო იოლი იყო.
LikeLike
1.მოგზაური გოგოსბლოგი
3. ფორთოხლის გოგონა ანუ ნათია გულისაშვილი
7. მე
9. გლეხის ბიჭი ანუ ომარი
11. კლოუნი – ესეთი ნიკი აქვს მგონი
ჩემი დახასიათება ძალიან მომეწონა :*
მოკლედ, ამ ორივე ჯეოპარდიდან გამომდინარე, ბლოგოსფერო საკმაოდ გაზრდილა, რაც სასიხარულოა.
LikeLike
თან ეს ის ბლოგებია, როდე, რომლებსავ მე ვკითხულობ. სინამდვილეში, კიდევ უფრო მეტია.
პლუს – შემდეგ ოთხშაბათს კიდევ ერთი პაკეტი იქნება. ჩემი ფავორიტები ჯერ არ ამომიწურავს.
LikeLike
სახალისოა მოლ ^^
LikeLike
აბა, რა! :)
LikeLike
1. მოხეტიალეს ბლოგი
2. ნენსი
3. ნათია – ფორთოხლისფერი გოგონა
4. ნინო – სტუმართმოყვარე სახლი
5. კეჟერაძე
6. ფინიკი
7. როდე
8. Wizard of Oz
9. ომარი – გლეხი ბიჭის ბლოგი
10. ჭიამაია
11.
12.
13. რუსა – მოლიტერატურო ბლოგი
14. ქეთი – კატერინა
15. M.K. – მარიამი
აუ იმ ორი პასუხის დამატება ხო მოსულა შემდეგ? ანუ დრო ხო არის და…
LikeLike
პასუხები მიღებულია, ცოტნე და დამატებებიც მოსულა. ღამის 12 საათამდე.
LikeLike
უი სირცხვილი მე! მე-11 რუსაა. ზღვა და ჯამბაზი, არ მეკადრება! :) მე-12 ვერ ვხვდები. :(
LikeLike
უკომენტაროდ :D
LikeLike
ააატომ? :)
LikeLike
გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ ყველას. მოლი, რა საინტერესო პაკეტი გქონია სადღეისოდ. ყავას მოვიდუღებ და დავიწყებ.
LikeLike
მადლობა, მერი :) ნინოსთან ერთ სურვილს ვაგებ მგონი :)
LikeLike
1. მოხეტიალე;
2. ნენსი გალადრიელი;
3. ნათია, ამჟამად Orange-დ წოდებული;
4. Taboo;
5. კეჟერაძე, რა თქმა უნდა;
6. ფინიკი;
7. ჩვენი საყვარელი როდე :)
8. ანა – vizard of Oz;
9. glexis bichi;
10. ჭიამაია :)
11. რუსა, თუ არ ვცდები.
12. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, დეიზი უნდა იყოს.
13. მოლიტერატურო ბლოგის მეპატრონე რუსა;
14. კატარინა;
15. მარიამი aka MK.
Voila!
LikeLike
მოვედი მეც : )
აბა დავიწყე. როგორც იქნა მოვუსწარი დროზე…
1. მოხეტიალეზეა მგონი საუბარი..
2. ნენსი galadriel
3. ფორთოხლის გოგონა?
4. Taboo’s iHause
5. ვითომ არ ვიცი??? : (
6. ფინიკი მგონია
7. როდეს ბლოგი
8. ♥ Wizard of Oz ♥
9. გლეხის ბიჭის ბლოგი.
10. აბა ვინ ვერ გამომიცნობთ ეხლა ვნახო : )
11. გლამთაია.
12. მაპატიე ბლოგის ავტორო, არ ვიცი.
13. ისევ უნდა მაპატიოთ. მაგრამ გული მიგრძნობს ვიცი ეს ბლოგერი.
14.katerina
15.მარიამ ქავთარაძის ბლოგი.
LikeLike
გაპატიებ, გაპატიებ :))) მით უმეტეს, რომ გული სწორს გიგრძნობს – ერთ-ერთი პირველი ბლოგერი ხარ, ვინც ჩემთან შემოიხედა ზაფხულში და რამდენიმე დღის გაკეთებულ ბლოგზე თბილი სიტყვები დამიტოვა :)))
No.13 :)
LikeLike
ო რა სასიამოვნა. რამდენიმე ბლოგერისთვის ერთ-ერთი პირველი სტუმარი ვარ და როგორ მიხარია თქვენ არ იცით. <3
LikeLike
აჰ, რუსა ყოფილა მე-11.. მე კიდევ რატომღაც მეგონა რომ წინა ჯეოპარდში იყო უკვე რუსაზე კითხვა… და ჯამბაზიანი თაიას გარდა არავინ გამახენდა. მომიტევეთ :(
LikeLike
1მოხეტიალე
2 გრიფინზე ამბობ? ოღონდ ერთს გრავატარად ზღაპრული ფრინველი აქვს.
3 ნათია)
5 კეჟერაძე
6 გუშინ იმდენი ფინიკის ჩირი ვჭამე…(ვგონებ უკვე იგემა)
7 როდეს სამახეთი
9.გლეხის ბიჭი
11 რუსა
14 კატერინა მაგრამ მგონი გრავატარზე ანგელოზი კი არა ფიფქია კატაობს საქანელაზე ან კეთილი ჯადოქარი ჯადოსნური ჯოხით.
15 მ.კ
მე-4 და მე-10 ვერ მივხვდი ან არ ვიცი,დანარჩენებს კი ვერ ვიხსენებ.
LikeLike
გაგირთულებია ცოტათი ან მე არ ვიცი ზოგიერთი ბლოგერი… ისე ძალიან კარგია შენი ჯეოპარდი ამ მხრივაც..:) რამდენიმე ბლოგერს აღმოვაჩენ :)
აბა დავიწყე ახლა :)
LikeLike
ჰო, ლინკებსაც დავამატებ შემაჯამებელ კომენტარში და იოლად იპოვნი. ნამდვილად საინტერესო ბლოგებია.
LikeLike
1. მოხეტიალე.
2.––––––––არ ვიცი :(
3. ეს ან alleskreativ–ია ან ნათია გულისაშვილი, უფრო მეორე, მისი კომენტარიდან გამომდინარე :)
4.ტაბუ
5 რა თქმა უნდა კეჟერაძე :)
6––––––––––––
7. როდე
8. ეს ჩემი უსაყვარლესი ანნაა, ოზის ჯადოქარი :)
9.გლეხის ბიჭი
10.ჩვენი კოლეგა ჭიამაია
11. ამას ვერ ვცნობ მგონი :) მე? :)))
12 ––––––––––––
13.ეს კიდევ მეორე რუსა უნდა იყოს:) მოლიტერატურო ბლოგიდან
14.კატერინა
15.მარიამ ქავთარაძე
LikeLike
კომენტარებმა მგონი იმ სამ ,,უცნობ” ბლოგერთან მიმიყვანა :)
2. nancygaladriel
6. ნიკა უხურგუნაშვილი, მწვანე ვაშლი
12.Miss Daisy
LikeLike
2 ნენსი გალადრიელი
3 ფორთოხლის გოგონა
4 ზუსტად არ მახსოვს მაგარმ ღრმად სიმპათიური გრაავტარი აქვს წითური, ჩექმებიანი კატით
5 კეჟერაძე
6
7 როდე-ხელოვნების მახე
8 ოზის ჯადოქარი
9 გლეხის ბიჭი
10 ჭიამაია
11 რუსა
12ლორდ ვეიდერი
13 rusa მოლიტერატორო ბლოგერი
14 კატერინა
15 M.K
LikeLike
რამდენიმე გამოვიცანი, უფრო სწორად ორი :)))
ველოდები შემაჯამებელ კომენტარს, სადაც ყველას დალინკავ და მე ამ საღამოს საქმე მექნება :D
LikeLike
დღეს შენ მყავხარ სტუმრად, მანანა :)
შემაჯამებელი კომენტარიც მალე იქნება. ლინკებითურთ.
LikeLike
ველოდები, ველოდები…რიდერში ჩავუძახებ ყველას:)
ჩემი ბლოგის დახასიათება რომ წავიკითხე, მივუბრუნდი, თვალი ხომ არ მატყუებსთქო:)))
LikeLike
ტყუილი ვთქვი რამე?
LikeLike
არ ვიცი, არ ვიცი.
ფანტასტიურად დამახასიათე:))
LikeLike
მე ვიცი, სამაგიეროდ :) მიხარია, რომ მოგეწონა, მანანა.
LikeLike
შემაჯამებელი კომენტარი:
1. მოხეტიალე – http://mokhetiale.wordpress.com – ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, საუკეთესო ეკო-ბლოგი, რაც კი შემხვედრია. მანანას დიდი ხანია ვკითხულობ. ამ ბოლო დროს იშვიათად წერს, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ სამსახურის და მოუცლელობის ბრალია.
2. ნენსი გალადრიელი – http://nancygaladriel.wordpress.com/ – არც თუ დიდი ხნის წინ აღმოჩენილი ბლოგი. ნენსის პიარი დიდად არ ანაღვლებს, ამიტომაც იმაზე ბევრად ნაკლები მკითხველი ჰყავს, ვიდრე იმსახურებს.
3. ნათია – http://natiagulisashvili.worpdress.com – თბილზე თბილი და უშუალო პოსტებით სავსე ბლოგი.
4. Taboo – http://tabunia.wordpress.com/ – მახსოვს, გაფრენილ მუფლონის ისტორიაზე ბევრი ვიცინე. ნინო დიზაინზე და მუსიკაზეც მშვენივრად წერს.
5. კეჟერაძე – http://kejeradze.wordpress.com/ იშვიათი მოვლენა ქართულ ბლოგოსფეროში – ბლოგი მხოლოდ წიგნებზე. ყოველგვარი მინარევის გარეშე.
6. ფინიკი – http://finikisblog.com/- ერთადერთი სიურეალისტური ბლოგი, რომელსაც ვკითხულობ. ამ ჟანრის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ფინიკის ისეთი ხარისხიანი პოსტები აქვს, წაუკითაობა არ იქნება.
7. ხელოვნების მახე – http://popularpopcorn.blogspot.com/ – როდრიგო სანტოროს ვინ არ იცნობს? ამ ბლოგის კითხვაში “ბლოგსპოტური ჯოჯოხეთიც” კი არ მიშლის ხელს.
8. vizard of Oz – http://bradawls.wordpress.com/ – ულამაზესი ჩანახატებით სავსე ბლოგი.
9. გლეხის ბიჭი – http://glexisbichi.wordpress.com/ – ისე, აქ მარტივი და მითუმეტეს, გლეხური ნამდვილად არაფერია.
10. ჭიამარია – http://unacoccinella.wordpress.com/ – თამარას, რუსას და ჩემი კოლეგა და იურისტისთვის უჩველოდ რომანტიული ბლოგის მეპატრონე. განსაკუთრებით ინგლისური ჩაის საღამოებს ვუწევ რეკომენდაციას.
11. რუსა – http://safiqreti.wordpress.com – ბათუმური ბლოგები ჩემი დიდი სისუსტეა. მითუმეტეს, როდესაც ასე გემრიელად წერენ. პოსტებმა ფამუქზე და მის “წითელზე” განსაკუთრებით მომხიბლა.
12. დეიზი – http://gazafxulisdila.wordpress.com/ – ნორჩი ინტელექტუალი ბლოგერი.
13. რუსა – http://depressedfelis.wordpress.com/ – იშვიათი გემოვნებით შესრულებული ლიტერატურული ბლოგი. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, მანდ, სათაურში “მო-ო” აშკარად ზედმეტია.
14. კატერინა – http://qetlandia.wordpress.com – უაღრესად სტუმართმოყვარე და საინტერესო ბლოგის მეპატრონე.
15. მარიამ ქავთარაძე MK – http://mariamkavtaradze.wordpress.com/ – გოგონა, რომელიც სხვა ტრადიციულ თემებთან ერთად, ფეხბურთზეც წერს, საქართველოს ნაკრების ქომაგია და მიუნხენის “ბაიერნს” გულშემატკივრობს.
წინასწარი შედეგები:
მერი პოპინსი – 15; tamara – 15; mecmikvarkhar – 15; M.K. – 14; რუსა – 14; tsotnee – 14; Rusa – 13; glamtaia – 12; Chiamaria – 11; გრაფინია – 9; faifuris angelozi – 9; »♥» ana «♥« – 7; kevana – 6; გლეხის ბიჭი – 6; orange – 5; როდე – 3; Nancygaladriel – 3; Di@ – 1.
LikeLike
როდეს მეც ვუსაყვედურე ბლოგპოსტზე. . . განსაკუთრებით ლაიქის არქონაზე . . . .
LikeLike
მოლი, შენ იცი, რამდენს ნიშნავს ჩემთვის შენი აზრი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი დახასიათებისთვის :)))
LikeLike
არადა, ნამდვილად ასეა. ვინც წაიკითხავს, დამეთანხმება, რომ სიტყვა არ დამიმატებია.
LikeLike
ჩემი ანოტაცია როგორ მომწონს..!!!!! მადლობა მოლი ასეთი შეფასებისთვის. უზომოდ ნასიამოვნები და გახარებული ვარ : )
LikeLike
მეც მომწონს შენი ანგლოფილური საღამოები. თან ძალიან :)
LikeLike
ფინიკი როგორ ვერ გამოვიცანი :facepalm:
LikeLike
4 :)
madloba, moli
LikeLike
რისი მადლობა, თაბუ :) მიხარია, რომ გამოჩნდი. არ ჩანდი, ამ ბოლო დროს.
LikeLike
აი, რუსას ვფიქრობდი. ხვალ უკეთ გადავხედავ პასუხებს :) კი არადა დილით
LikeLike
es tamashi blogerebsac macnobs ^^ zogierti pirvelad gavicani da gadavedi mat gverdebze :D
LikeLike
სახალისოსთან ერთად, გარკვეულწილად, სასარგებლოც არის :)
LikeLike
აუ, აუ, აუ!
რა მაგარია, 14 ქულა–ჩემი პირადი რეკორდია : ))
მადლობა, მოლ, ამ ჯეოპარდისთვის, მე-15 პუნქტისთვის <3
LikeLike
რისი მადლობა :) მთელი წელია, თქვენ გკითხულობთ და აღარც ვთქვა ახლა?
LikeLike
<3
LikeLike
ფინიკი როგორ ვერ გამოვიცანი … :) არადა ვიცი ეს ბლოგი.. მადლობა მოლი ასეთი კომენტარისთვის ..
LikeLike
მადლობა შენ, აქ რომ ხარ და ასეთი ბლოგი რომ გაქვს.
LikeLike
მე კიდევ შენი ბლოგი,რომ ვერ ამოვიცანი ვერ ვაპატიებ თავს,რუსა. :( არადა ძნელი იყო.. :ს
მოლი <3 მადლობ შენ.
LikeLike
ნოთ ეთ ოლ! :)
LikeLike
რას ამბობ ანნა! მე მგონია იმის გამო ევრ გამოიცანი, რომ დიდი ხანია კითხულობ ჩემს ბლოგს და ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე გრავატარი გამოვცვალე :)
LikeLike
მალადეც მე :)))
LikeLike
ნამდვილად!
LikeLike
თბილზე თბილიო <3 <3 <3 უიჰ, როგორ გამიხარდა, რომ ყველამ გამომიცნო <3 <3 <3 ჰოოდა, საინტერესო ბლოგებიც აღმოვაჩინე და ამის მერე წავიკითხავ ხოლმე :)
LikeLike
ნამდვილად არ ინანებ :) მართლა საინტერესო ბლოგებია, ნათია.
LikeLike
“იმაზე ბევრად ნაკლები მკითხველი ჰყავს, ვიდრე იმსახურებს” –გმადლობ მოლი ^^ მიხარია რომ ჩემი ბლოგის მკითხველი ხარ.
LikeLike
ვარ და სანამ ისე წერ, როგორც ახლა, ვიქნები კიდეც.
შენი ბლოგი უაღრესად გულწრფელია. რასაც აპროტესტებ, გულით აპროტესტებ, მკითხველზე და რეიტინგზე არ თამაშობ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია მე.
LikeLike
კაია 14 ქულა, აი მე-15ც რო(მ) გამომეცნო კარგი იქნებოდა. :) არადა არ იყო რთული. :)
LikeLike
დეიზი? ნამდვილად არ იყო რთული… და ბლოგიც მშვენიერია, სხვათა შორის.
LikeLike
ხო დეიზი. კი ვიცი ეგ ბლოგი! შენი პოსტების კომენტარებიდან და ლაიქებიდან აღმოვაჩინე! :) :) :)
LikeLike
რა სასიამოვნოა, როდესაც ვიგებ, რომ ჩემთვის საინტერესო ბლოგერებმა ერთმანეთი აქ იპოვნეს…
LikeLike
:) :) :)
LikeLike
მე რა თქმა უნდა გვიან მოვედი აზრზე და ეს ყველაფერი გვიან წავიკითხე :დ :დ :დ მაგრამ ყველა მაინც ვერ მივხვდებოდი, მიუხედავად იმისა რომ უმრავლესობას ვკითხულობ :) :) პირველი მართლა უფრო ადვილი იყო
LikeLike
აი, მესამეც ვნახოთ და სერია მერე შევაფასოთ.
მეორე მართლა რთული იყო.
LikeLike
ველოდები მესამე სერიას :) იმედია პასუხების დადებამდე მოვასწრებ ნახვას :დ :დ
LikeLike
სამშაბათს ღამით დაიდება და ოთხშაბათის ღამემდე ღიაა საპასუხოდ :)
LikeLike
ნათია, კეჟერაძე, ჩემი საყვარელი ფინიკი, ხელოვნების მახე, გლეხის ბიჭი, ჭიამაია, რუსა (თუმცა აქ გრიოზეც ვფიქრობდი) და მარიამი გამოვიცანი ^_^
LikeLike