მოლი ბლუმის ბლოგის ერთგულ მკითხველს, ალბათ, ახსოვს ჩემი მაგნიტური კოლექცია. რვა დაფაზე განაწილებულ ლითონის, ხის და პლასტიკის ფიგურებს შორის ზოგი უბრალოდ ლამაზია, ზოგი – განსაკუთრებული ადამიანის საჩუქარია, ზოგი კი ისეთ ისტორიას ჰყვება, იოტისოდენადაც არ შეგრცხვება, პოსტად აქციო და გამოაქვეყნო.
ჩემმა მეგობარმა ნინომ წლევანდელი საზაფხულო შვებულების ნაწილი საფრანგეთში გაატარა. ცხადია, ვოიაჟს ლაჟვარდოვანი სანაპიროს გარეშე არ ჩაუვლია – კანსაც ესტუმრა და ხელს, საგანგებოდ ჩემთვის, სახელგანთქმული კინოფესტივალის აფიშით დამშვენებული მაგნიტიც გამოაყოლა. საჩუქარი, თავისთავად, მშვენიერი იყო – ძველი კინოპოსტერები ჩემი სისუსტეა. მიუხედავად ამისა, ალბათ, ძალიან კარგ, მაგრამ მაინც რიგით ექსპონატად ჩავთვლიდი, ერთი მცირე დეტალი რომ არა.
აფიშა კანის 1939 წლის ფესტივალისაა – იმ ფესტივალის, რომელიც არ ჩატარებულა.
მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების ბოლოს, ორი ფრანგი ძმის შექმნილი ხელოვნების ყველაზე ახალგაზრდა მიმართულება ისეთი პოპულარული გახდა, როგორც არასდროს. ამერიკაში ძალას ახლად დაარსებული “ოსკარი” იკრებდა, ევროპაში – ვენეციის ფესტივალი, “ბებერი კონტინენტის” პირველი კინოფორუმი.
1938 წელს, უმაღლესი ვენეციური კინოჯილდო – “Coppa Mussolini”, ოდიოზური ლენი რიფენშტალის “ოლიმპიას” და დუჩეს შვილის მონაწილეობით გადაღებულ “მფრინავ ლუჩანო სერას” ერგო. “ყავისფერ” ტონალობაში გადაწყვეტილი ფილმების ასეთი დემონსტრაციული ჰეგემონია თავისუფალი ევროპის ქვეყნებში არ გაკვირვებიათ – ფაშისტურ იტალიაში უარესიც ხდებოდა. არ გაკვირვებიათ, მაგრამ გადაწყვიტეს, გამოწვევა უპასუხოდ არ დაეტოვებინათ.
სწორედ მაშინ მოუვიდა თავში აზრად საფრანგეთის განათლების მინისტრს ჟან ეზეის ნაცისტური იდეოლოგიური წნეხისგან თავისუფალი საერთაშორისო კინოფესტივალის დაარსების იდეა.
კრეატიული ნოვაცია ბრიტანული და ამერიკული კინოინდუსტრიის მესვეურებმაც აიტაცეს და ერთი წლის შემდეგ დეტალური მონახაზიც გაჩნდა: სინემატოგრაფის მომავალ “მექად”, სამი ფრანგული ქალაქიდან, კანი შეირჩა, პროგრამაც შედგა და ჟიურიც დაკომპლექტდა. პირველი კინოფესტივალისათვის თავად ლეგენდარულ ლუი ლუმიერს უნდა ეხელმძღვანელა.
ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას სათანადო სარეკლამო კამპანიაც სჭირდებოდა. იმ დროისთვის არც სოციალური ქსელები არსებობდა და ვერც ბლოგერები გააშუქებდნენ კინოჩვენებებს და მასტერკლასებს. ორგანიზატორებმაც აპრობირებულ ხერხს მიმართეს და სხვა პიარ-ატრიბუტიკასთან ერთად, მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი, საკმაოდ სიმპატიური, სპეციალური საფესტივალო პოსტერებიც დაამზადეს.
თუმცა, ნათქვამია, „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“ – მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა და იმ შემოდგომაზე მსოფლიოს კინოსთვის უკვე აღარ ეცალა – პირველ სექტემბერს გერმანული ვერმახტის მოტორიზებულმა შენაერთებმა პოლონეთის საზღვარი გადალახეს და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომი დაიწყო.
კანის პირველი კინოფესტივალის ჩატარება კი მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ მოხერხდა.
pirvelma davalaiqe. :)
magnituri koleqcia maxsovs da kidev metad, chemi dapirebac maxsovs : )
LikeLike
მეც მახსოვს შენი დაპირება :) და დღეს მართლა პირველი ხარ :)
LikeLike
ეჰამ, მაგნიტი მეც მაჩუქეს ^^ ოღონდ ფეხსაცმელია :დ
39ში აბა რანაირად ჩაატარებდნენ, მძიმე პერიოდი იყო მაშინ
LikeLike
თან პირველ სექტემბერს უნდა გაეხსნათ. ომის დაწყების დღეს.
LikeLike
Merci beaucoup, ნამდვილი, მკითხველის საჩუქარი ხარ, სხვა რა გითხრა, ძალიან ვისიამოვნე :)
LikeLike
De rien :) ასეთი კომენტარი ბლოგერის საჩუქარია :) მიხარია, რომ მოგეწონა.
LikeLike
ნამდვილად არ ვიცოდი… ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთი კარგი პოსტისთვის :)
LikeLike
წუხელ მაგნიტებს ვათვალიერებდი, ეს მომხვდა თვალში და საპოსტე იდეაც გამიჩნდა…
კარგია, რომ გაამართლა.
LikeLike
ისტორიული მაგნიტი გქონია, მოლი :) ისე, ეგ ფესტივალი რომ ჩატარებულიყო, ევროპისთვისაც უკეთესი იქნებოდა და ჰიტლერისთვისაც :)
LikeLike
ისტორიულიც და ძალიან ლამაზიც, მერი. თუმცა, მთავარი მაინც თარიღი და უნიკალურობაა.
LikeLike
მოლ )) მშვენიერია
სათაურს რომ შევხედე ვერასდროს ვიფიქრებდი კანის ფასტივალზე თუ დაწერდი ))
LikeLike
ანუ ფეისბუქის კომენტარს “მეორე მსოფლიო ომის პირველი “მსხვერპლი” http://wp.me/p1gQ1e-1qL” <3
LikeLike
აჰა ) მივხვდი :) ბრჭყალებში კი ჩავსვი, მაგრამ რაღაც კუთხით მართლა ასე იყო – ომი პირველ სექტემბერს დაიწყო და ომს ფესტივალი ემსხვერპლა, რომელიც ასევე პირველ სექტემბერს უნდა გაეხსნათ.
LikeLike
რატომ, აგათა? :) თემატურად არ უხდება ბლოგს? კინოზე იშვიათად, მაგრამ მაინც ვწერ…
LikeLike
თემატურად რა თქმა უნდა უხდება :))
LikeLike
კოლექციაზე პოსტის მერე, მაღაზიაში რომ დავინახავ ხოლმე მაგნიტებს, სულ შენ მახსენდები. იშვიათი ინფორმაციის შემცველი და საინტერესოდ გადმოცემული პოსტია!
LikeLike
მადლობა დიდი :) მიხარია, რომ მოგეწონა :) და მაგნიტების ამბავიც გამიხარდა.
LikeLike
მთელი 7 წელი! საინტერესო პერიოდი გამოიტოვა.
რამდენ რამეს აზარალებს ეს ომი :(
LikeLike
არ თქვა, როდე :( :(
LikeLike
კარგი პოსტია,კიარადა ბოლო ფრაზებზე წარმოვიდგინე პოლონეთში როგორ შედის ვერმახტის შენაერთები და მსოფლიო იგებს რომ ომი დაიწყო.გამაჟრიალა.
პ.ს. შეპირებული ვარ მაგნიტს და ოდესმე რამე ორიგინალურს აუცილებლად გაჩუქებ)))
LikeLike
LA-დან :) ან საფრანგეთიდან. ტამპლიერების ფარის ფორმის მაგნიტს :გავჭედავ:
კინოქრონიკის კადრებია. ნანახი გექნება. მანდაც, პარიზშიც რომ შედიან… შემზარავი სანახაობაა.
LikeLike
გულთმისანი ხარ მოლი,ეგ კადრები გამახსენდა და ამიტომ იმოქმედა შენმა ფრაზამ.
LA-დან არ ვიცი და საფრანგეთში აუცილებლად ვნახავ რაიმე ტამპლიერულს.
LikeLike
წითელჯვრიანი თეთრი ფარი :ეჰ:
LikeLike
ჰმ ყველაფერი ყირამალაა დედამიწაზე რა
LikeLike
სამწუხაროდ :(
LikeLike
კანონზომიერებაა ეგ, დიქტატორები და მათი რეჟიმები აუცილებლად ჩაძაღლდებიან, ხელოვნება კი რჩება…შეუმდგარი კინოფესტივალი უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდა :)
LikeLike
ადამიანი თავისუფალი არსებაა, კატარინა, ანუ დიქტატურა თავისი არსით არაბუნებრივია და არაბუნებრივი დიდხანს ვერ ძლებს.
LikeLike
ძალიან საინტერსო იყო მოლი, აი, მე ახლა გეგმებს ვაწყობ, არდადეგები როგორ გავატარო და უცებ შევფიქრიანდი, ვინ იცის, მანამდე რა ხდება:) იქნებ ღმერთი ჩემ ბჭობაზეც იცინის?
LikeLike
არა მგონია, შენს არდადეგებს რამე ემუქრებოდეს, ლუკა :) ამიტომ მშვიდად დააწყვე გეგმები.
ისე, ზამთრის არდადეგებზე და ორკვირიან უსაქმურობაზე არც მე ვიტყოდი უარს :(
LikeLike
კინოფესტივალი ვერ ჩაატარეს, მაგრამ 1 დან დაიწყო ცოცხალი, საშინელი სცენარის გათამაშება, რეალური გმირებით და რეალური საშინელებებით…. ეს ცოცალი სცენარი კი მრავალ კინოში იქნა გამოყენებული მომავალში… : )
LikeLike
მე რაღა დაგიწერო! :ფიქრ :) (ხვალ გიდი უნდა ვიყო :) )
LikeLike
წარმატებები, ცოტნე! :)
LikeLike
მადლობა მოლი! <3 მე ხო ბედი არ მაქვს რა! (მერე კიდე პესიმსტი რატომ ხარო?! არადა არ ვარ!), ის გამოფენა სადაც გიდი უნდა ვყოფილიყავი დაიხურა! შესაბამისად 3 დღის ნალოლიავებ-ნაწვალები წყალში ჩამეყარა. ეჰ უსამართლოდ მაგრამ აუცაიდერებში მოვხვდები ალბათ! ერთ დღეში ისიც ღამით მომზადებულით და პლუს საშინელი ნერვიულობით ალბათ მართლაც მოვხვდები! მესმის რომ არავის ბრალია, რომ ის გამოფენა დაიხურა, მაგრამ მაინც უსამართლობაა! :( ჩემი ბრალი მით უმეტეს არ არის! ხუთშაბათიდან მომზადებული ყოველთვის მეტია ნახევარ დღეში ისეც ღამეში მომზადებულზე! დამეძინა მაინც! (აუ ბოდიში რო შენს ბლოგზე ასე უტიფრად ვწუწუნებ, მაგრამ ..,) შენი ბრალი მით უმეტეს არ არის! :)
LikeLike
ჰმ… რაკი დაიხურა, დავალების სხვაგან შესრულების შანსი ხომ გექნება?
LikeLike
მქონდა დღეს და ნახევარ დღეში მომზადებულით საშინლად უკმაყოფილო ვარ! შემიცვალეს მაგრამ რა! :( დროს უკან ვერ დავაბრუნებ! :)
LikeLike
ეგ ცუდი ამბავი მომხდარა, ცოტნე :(
LikeLike
:( :( :(
LikeLike
საინტერესო ისტორიაა.
ოლიმპიადაც ჩავარდა და მსოფლიო ჩემპიონატიც მგონი…
LikeLike
კი, მანდ იყო წყვეტა, ლორდ. მაგრამ აქ მთავარი ეშხი იმაშია, რომ კანი პირველად ზუსტად 1939 წელს უნდა ჩატარებულიყო და ზუსტად პირველ სექტემბერს.
LikeLike