რამდენიც არ უნდა დავწერო ამ ავტორზე, როგორც არ უნდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება, მაინც ყოველთვის ვალში ვიქნები მის წინაშე.
ვალში ვიქნები იმის გამო, რომ ოცნება, სიკეთე, სიყვარული და მეგობრობა ვისწავლე…
“ლამაზი, ჭკვიანი, ზომიერად ფერხორციანი, მოწიფული მამაკაცის“ გამო…
ჭორფლიანი, კიკინებაპრეხილი, უზომოდ მარტოსული და სიკეთით სავსე უშიშარი გოგოს გამო…
ბიულერბიუელი ბავშვების წყალობით ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილი სინათლის და ჰარმონიის გამო…
ძმები ლომგულების სიბრალულით დაღვრილი ცრემლის გამო…
ლიონებერგელი ემილის ოინებით მოგვრილი ხალისის და მხიარულების გამო…
იმ ბედნიერი წუთების გამო, მისი ახალი წიგნის ხელში ჩაგდებით რომ განვიცდიდი.
ახლაც მახსოვს, როგორ ვმალავდი პროპელერიანი კაცუნას თავგადასავალს ბალიშის ქვეშ, რომ დედა გაიხურავდა თუ არა კარს, საწოლთან პატარა ლამპა ამენთო და კითხვა გამეგრძელებინა…
როგორი აღფრთოვანებით ვუამბობდი ამ ჯადოსნური წიგნების შინაარსს ჩემს მეგობრებს, სკოლაში სულმოუთქმელად რომ მელოდნენ, რათა თხრობა წინა დღეს შეწყვეტილი ადგილიდან გამეგრძელებინა…
რა სუნთქვაშეკრული მივყვებოდი კვალდაკვალ ბოროტმოქმედებს კალე ბლუმკვისტთან ერთად…
როგორ მინდოდა, მაწანწალა რასმუსს მშობლები ეპოვნა და როგორ მეწურებოდა გული მისი სიბრალულით…
როგორ ვოცნებობდი, ბოცმანისნაირი ძაღლი და ჩაკუპატებული ჩორვენის მსგავსი და მყოლოდა, ერთხელ მაინც მემოგზაურა შხერებში და დურგლისეულ კარმიდამოში ორიოდე ღამე გამეთენებინა…
მახსოვს ეს ყველაფერი და ცხოვრების ბოლომდე გადაუხდელ ვალში ვიქნები იმ ქალის წინაშე, ზუსტად 104 წლის წინ შვედეთში რომ დაიბადა.
ვალში ვიქნები ჩემი ბავშვობის გამო, რომელიც მისი წყალობით ახლაც გრძელდება.
ვერასოდეს დავუბრუნებ იმ საოცარ სინათლეს, სიფაქიზეს და ბედნიერებას, მისმა გმირებმა რომ მომიტანეს.
ერთადერთი, რაც შემიძლია, ის არის, რომ მთელი ქვეყნის გასაგონად მივულოცო დაბადების დღე და გულწრფელად და ალალად ვუთხრა:
– მე თქვენ მიყვარხართ, ფრუ ასტრიდ!
იანუშ კორჩაკის დაბადების დღე რომ იყო მაშინ აღმოგაჩინე მოლი და იმავე დღეს ვილაპარაკეთ ასტრიდზეც თუ გახსოვს : )))
ჩემი ბავშვობის ნომერ პირველი მწერალია ასტრიდი. როგორ მიყვარს. მთელი ცხოვრება ვალში ვიქნები ლამაზი ბავშვობა რომ მაჩუქა. : ))))
LikeLike
მახსოვს, რა თქმა უნდა :) მე აქ ყველა კომენტარი მახსოვს.მითუმეტეს – ასეთი გამორჩეული.
ჩემთვის რა არის ასტრიდი, კი წერია პოსტში :)
LikeLike
“მახსოვს ეს ყველაფერი და ცხოვრების ბოლომდე გადაუხდელ ვალში ვიქნები იმ ქალის წინაშე, ზუსტად 104 წლის წინ შვედეთში რომ დაიბადა”.
– მე შენ მიყვარხარ, მოლი ბლუმ!
LikeLike
გამაღიმე, ქეთი :) მიხარია, რომ მოგეწონა პოსტი :)
LikeLike
ვაიმე მოლ
გული ამიჩუყდა :(
რაღაც ძალიან სათუთით ვარ ამ ქალთან მიჯაჭვული და ეს არის ბავშვობა :))
ალბათ ყველა ბავშვი ბედნიერია როცა ასტრიდ ლინდგრენს კითხულობს <3
მე ჩემი წილი ბედნიერება უკვე მაჩუქა
LikeLike
6 წლის ვიყავი (ანუ კითხვის სწავლის პროცესში) მამიდაშვილი რომ მიკითხავდა და როცა სიზარმაცე ან დაღლა მოეძალებოდა ხოლმე, ჩემთვის ვჯახირობდი <3
LikeLike
და არა მარტო ბავშვი… მე ახლაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ასტრიდს.
LikeLike
-დაბადების დღეს გილოცავთ ფრუ ასტრიდ.
იცი როგორ მინდოდა მუზესს მოვფერებოდი? ტედი და ფრედი გამეცნო და მათთან ერთად მესეირნა შხერებში? ჰმ ის დრო როდესაც მის წიგნებს ვკითხულობდი ან ვკითხულობ უდრის ” დღეს რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის”))
ღმერთმა ნათელში ამყოფოს.
LikeLike
მე ბოცმანი მაინტერესებდა…
არადა, ნობელი არ აღირსეს. ყველა პრიზის და პრემიის ლაურეატია, ნობელის გარდა.
ღმერთმა აცხონოს…
LikeLike
არაუშავს,ნობელზე მეტია ხალხის სიყვარული.ჩვენი და კიდევ რამდენის სიყვარული სწვდება იქ სადაც ჯერ არს)))
LikeLike
თავისთავად…. ნობელი შოლოხოვსაც კი აქვს და ეს გადამწყვეტი არ არის, მაგრამ მაინც სასიამოვნო იქნებოდა… პირველ რიგში, თავად ასტრიდისთვის.
ეს სიყვარული რომ უკვალოდ არ დაიკარგება და სადაც არის, მიწვდება, ამას რა თქმა უნდა…
LikeLike
მე დღემდე ვოცნებობ დურგლისეულ კარმიდამოსა და სალტკროკაზე… მეც მიყვარს ასტრიდი, იყო მასში რაღაც პეპისეული… პრინციპში, ყველა გმირისეული. საკმაოდ რთული ცხოვრება გაიარა, მაგრამ სიცოცხლის და ადამიანების სიყვარული არ განელებია… ადრეც ვილაპარაკეთ მგონი მასზე, ასე მახსოვს ;(
LikeLike
ვილაპარაკეთ, ოღონდ სხვას თემის კომენტარებში.
მართლა მძიმე ცხოვრება ჰქონდა. სამაგიეროდ, ისეთი ავტორიტეტით სარგებლობდა შვედეთში, ამბობენ, მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდაო. პოლიტიკურ საკითხებშიც კი.
LikeLike
ეგ მერე, რაც ცნობილი მწერალი გახდა, მაგრამ მანამდე? :( ძლიერი ქალი იყო ნამდვილად, ასეთები კი მიყვარს.. :მერამდენედვამბობ:
LikeLike
მანამდე მძიმე დღეში იყო :( ძლიერი ქალები და ძლიერი ადამიანები საერთოდ…
LikeLike
მე ერთი-ორჯერ საწოლში ფარნითც წამიკითხავს ლინდგრენის წიგნები (ერთ-ერთ მულტფილმში ვნახე და . . .) ამ ქალმა ბავშვობა მაჩუქა. ნამდვილი ბავშვობა. მრავალი წელია სალტკროკაზე ვცხოვრობ, ბილერბიულ ბავშვებთან ვმეგობრობ, პეპისთან ერთად ვმოგზაურობ და ყოველ საღამოს სუსნია კარლსონი ფუნთუშების მარაგს მინადგურებს შედმეგი სიტყვებით : :ოქრო ხაარ მაგრამ ძუნწიო”
მე თქვენ მიყვარხართ , ფრუ ასტრიდ !
LikeLike
ოქრო ხარო, არა? :) და ძუნწი რატომო? ერთ ფუნთუშას აწაპნიდი და იმიტომ… შენ არ იცი, რომ ყველა ფუნთუშა კარლსონისაა?
LikeLike
ერთია არა სამი :) მაგას რომ კითხო 7+7=10 :))
LikeLike
ახლა სკოლაში მათემატიკას ისე უცნაურად ასწავლიან, მე მაგათ გულისთვის თავს ვერ დავიზარალებო.
ბაჯაღლო ჭეშმარიტებაა :) სამი ფუნთუშა მოგიპარავს და მაინც შენთან მეგობრობს… რა სულგრძელია, ღმერთო ჩემო…
LikeLike
დანარჩენებს გამონაგონი ვგონივარ, ნეტა მართლა გამოგონებული ვიყო მსოფლიოში საუკეთესო გამონაგონი ვიქნებოდიო :)
LikeLike
ეგ ფრაზა ერთხელ ისეთი ადამიანისგან მოვისმინე, სულ სულ სულ რომ არ ველოდი. უფრო სწორად, მისი განათლების მიხედვით არც არაფერი იყო გასაკვირი, მაგრამ სტატუსმა და კარლსონის ციტირებამ წამით პირი დამაღებინა :)
LikeLike
და რას სტატუსი ქონდა ?
LikeLike
მსგავსი სტატუსის (უფრო სწორად – თანამდებობის) სხვა მატარებლებისგან კარლსონის ციტირება მე არ გამიგია.
მაღალი :)
LikeLike
სამაგიეროდ მაღალი სტატუსის მქონე პირები ვილი ვონკას კვალს მისდევენ და ძილის წინ ბინდს კითხულობენ ;)
LikeLike
უჯიშოს ვერაფერი გამოასწორებს, თაია… ვილი ვონკაც კი.
LikeLike
მეც ჩამწერე ფრუ ასტრიდის მოყვარულთა სიაში, მოლი. რაღაც ისე დაემთხვა, ზუსტად დღეს ვკითხულობდი მერამდენედ ვინ იცის… ესეც ბავშვობის წიგნებია, მაგრამ ვერაფერს ვერ ვკითხულობ ისეთი ნეტარებით, როგორც ამ წიგნებს. უფ, ძალიან მასიამოვნა ამ პოსტმა.
LikeLike
ახლა წაკითხულ ბავშვობის წიგნებს სხვა გემო აქვს, კატერინა. რაღაცნაირად სხვანაირია… უკან გაბრუნებს.
ასტრიდის კლუბში ხარ :)
LikeLike
ah ♥
metis dacera ar zalmizs
LikeLike
ჩვენ გვიყვარს ასტრიდი! :)
LikeLike
ეს ფოტო desktop-ზე დავაყენე და ისეთი ბედნიერი ვარ… :)
LikeLike
დღეს დიდი დღეა – ასტრიდის დაბადების დღე… ექს ლიბრისშიც აღნიშნავენ და აქ რომ არ გაგვეხსენებინა, არ შეიძლებოდა…
LikeLike
არც ერთი მწერალი არ მაგრძნობინებს, როგორც ასტრიდი იმას, რომ ცხოვრება მართლაც მშვენიერია :) მეც გიერთდები, მოლი, მილოცვაშიც და სიყვარულის ახსნაშიც.
LikeLike
იშვიათი ოპტიმიზმით დამუხტული წიგნებია – რაც არ უნდა ცუდად იყოს საქმე, ბოლო მაინც კეთილი იქნებაო.
LikeLike
მოლი კი გითხარი ამ დღეებში ბლოგოსფეროსთვის არ უნდა მოვიცალო-მეთქი… მაგრამ ახლა სამსახურში თავისუფალი დრო გამომიჩნდა და შემოვიპარე შენთან<3
ნაცნობი და საყვარელი ემოციები გამიგვიძე შენ, როგორ მიყვარს მეც ფრუ ასტრიდი!
ვუერთდები შენს მოლოცვას და სიყვარულს… <3
LikeLike
კარგია, რომ მოიცალე, რუსა. მიხარია, პოსტი რომ მოგეწონა…
LikeLike
უმაგრესი პოსტია… ჩემს ფბ გვერდზე წავიღებ ლინკს ^^
LikeLike
დანქე! :) ინებეთ, გეთაყვა :) გამახარებ :)
LikeLike
დღეს საღამოს აუცილებლად ავიღებ ასტრიდის რომელიმე წიგნს, რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, რამდენიმე ფურცელს მაინც წავიკითხავ და მასთან ერთად დავიძინებ… როგორც ბავშვობაში…
LikeLike
თან რა საკითხავი ამინდია გარეთ…. მე სალტკროკელებს ვარჩევდი.
LikeLike
ვიღაცას, ალბათ, გაეღიმება, მაგრამ ასტრიდი უგუნებობის დროს მშველის ხოლმე – გადმოვიღებ, გადავიკითხავ და მერე მჯერა, რომ პრობლემები მოგვარდება და ყველაფერი კარგად იქნება :)
LikeLike
მე არ გამეღიმება, იმიტომ რომ ჩემთანაც ზუსტად ასეა. კარლსონი, პეპი და სალტკროკელები საუკეთესო ანტიდეპრესანტია.
LikeLike
დამანახეთ აბა ვისაც ასტრიდი არ უყვარს, არ არსებობს ეგეთი. ამიტომ არავინ დაგცინებს, პირიქით, მეც სიამოვნებით გადავიკითხავდი ახლა ^^
LikeLike
ლორდს არ უყვარს ასტრიდი. უფრო სწორად, თვლის, რომ მილნის ვინი პუჰი უკეთესია :)
LikeLike
რა კარგი თარიღი ყოფილა დღეს! მოლი, გაიხარე, კარგ ხასიათზე დავდექი.
LikeLike
ზუსტად ეს მინდოდა მეც :) ჩემს მკითხველს ამ თარიღასაც შევახსენებდი და კარგ ხასიათზეც დავაყენებდი. ვერი ნაის!
LikeLike
რა თბილია <3 დამბურძგლა კიდეც .
LikeLike
ამ ქალზე და ამ წიგნებზე სხვაგვარად ვერ დავწერდი, ნენსი…
დამბურძგლა – საუკეთესო რეცენზიაა. დანკე!
LikeLike
მეც! მეც! მეც ვულოცავ შენთან ერთად! ეე რა დამავიწყებს კარლსონს! არაფერი! რა მაგარი შეგრძნებაა, როცა მუდამ ცოცხალი ხარ, შენი ფანტაზიისა და სიყვარულის გამო! და ჰა უკვე 105-ე გზას გაუდგა ასტრიდი ამ ცხოვრების გზაზე! გზა დიდია და დაუსრულებელი! ასევეა მისი ხსოვნა და მისით აღფრთოვანებული ბავშვების ნეტარება! უი, კი მაქვს ნათქვამი, მარა მაინც! მაგარი ბლოგი გაქვს რა! რომელსაც მაგარი პატრონი ყავს! ;)
LikeLike
კარლსონს, პეპის, ჩორვენს, კალეს, რასმუსს…
ნამდვილად ასეა, ცოტნე. და მადლობა კიდევ ერთხელ.
LikeLike
:) არაფერს! რელობის არ დანახვა გვღუპავს ქართველებს! მე ვცდილობ არ დავემსგავსო! ;)
LikeLike
აქაც მართალი ხარ :)
LikeLike
:) :) :)
LikeLike
რაღაა სათქმელი… ასტრიდიც შესანიშნავია და მოლიც!
LikeLike
არა, რას ამბობ :) ასტრიდი ასტრიდია და მოლი – მისი რიგითი მკითხველი და თაყვანისმცემელი.
სადაბადებისდღეო პოსტი მართლა კარგი გამოვიდა. უზომოდ კმაყოფილი ვარ.
LikeLike
ჰო, მაგრამ ამ ეპითეტს ორივე იმსახურებთ, ეს ხომ შეიძლება:)
გუშინ ყოფილა, მე კიდევ დღეს წავიკითხე.
LikeLike
არა, დღეს არის დაბადების დღე. ეს პოსტიც წუხელ, ღამის თორმეტზე გამოვაქვეყნე – ანუ დაბდღეს დაემთხვა.
LikeLike
საოცარი სითბოთი დაწერილი პოსტია. ასტრიდი ჩემი ერთ-ერთი საყავრელი მწერალია, მაგრამ არა ბავშვობის, რადგან მის წიგნებს ეხლაც სიამოვნებით ვკითხულობ.. :)))
LikeLike
ბავშვობის საყვარელი მწერალი რომ იყო, იმიტომ ვკითხულობ მე ახლა დიდი სიამოვნებით…
LikeLike
ki ratqmaunda .. mara bavshvobis asaks jer kidev exla vermshvidobebi : )))
LikeLike
ბავშვობის ასაკი საუკეთესოა, მე თუ მკითხავ და რასაც წამოიღებ, მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვება… მათ შორის – ასტრიდის წიგნებიც.
LikeLike
კი მაგაში ნამდვილად გეთანხმები,,, რაც უფრო შორდები მით უფრო ხვდები, რომ საუკეთესო დრო იყო, არც პრობლემები და არც საზრუნავი, მითუმეტეს უფრო მეტი დრო გაქვს იკითხო ის რაც გინდა, მათ შორის ასტრიდი….
LikeLike
მარტო სწავლა რომ გევალებოდა და მეტი არაფერი…
LikeLike
moli, dges zedmeti gulmodgineba gamovichine ara? gpirdebi, sxva dros ase agar gavkadnierdebi:) chem radioetershi sheni postebi zalian damexmara. iseti martivi kitxvebi iyo, me moli blumis ramdenime jeopardis monawiles, gimili momgvara:)
LikeLike
არა, ლუკა, რას ამბობ :) პირიქით, მადლობა შენ, რომ ჩემი სურათებისთვის მოიცალე :)
და რადიოეთერის ამბებს წვრილად არ მოგვიყვები? ბოლოს და ბოლოს, ლინდგრენზე იყო გადაცემაც და ვიქტორინაც.
LikeLike
ოჰ, ლუკა, რადიოეთერი გქონდა? როგორ დავინტერესდი. არ გინდა, გვიამბო?
LikeLike
ისევ შემოვიპარე ბლოგზე :) მინდოდა, მენახა, კიდევ ვის უყვარდა ჩემი (შენ კი არ იეჭვიანო, მოლი :)) ასტრიდი.
რა გამახსენდა, იცი? ჩემი შვილი პატარა რომ იყო, ასე იცოდა ხოლმე თქმა: “შოკოლადი მინდა… კარლსონით” ანუ შოკოლადის მირთმევა და კარლსონის წაკითხვა ნებავდა ერთად :) ამ წიგნთან ერთად შოკოლადსაც და ცხოვრებასაც სულ სხვა გემო აქვს…
მამა დამცინოდა ხოლმე, უკვე სტუდენტს, კარლსონით ან პეპით ხელში რომ წამასწრებდა, მაგის კითხვას თავს როდის დაანებებო? არც არასოდეს, მამა და სულაც არ მრცხვენია ასეთი “განუვითარებელი” რომ ვარ )))
LikeLike
შოკოლადი კარლსონით – ყველაზე გემრიელი ფორმულაა :) ამის მოფიქრება მხოლოდ ბავშვს თუ შეუძლია :) ჩემი მქუხარე აპლოდისმენტი შენს შვილს :)
უკვე სტუდენტსო? თერთმეტი წელია, სტუდენტი აღარ მქვია და ახლაც უდიდესი სიამოვნებით ვკითხულობ კარლსონსაც, პეპისაც, სალტკროკელებსაც, კალესაც და რასმუსსაც… და საერთოდ, საბავშვო წიგნები ჩემი დიდი სისუსტეა.
LikeLike
სიმბოლურად დღეს სადილად გუფთა მივირთვი და მაჭკატებიც დავაყოლე. კარლსონს ესიამოვნებოდა :D 16 წელია ვერ ვივიწყებ ამ ფერხორციან მოწიფულ მამაკაცს, შინამტანჯველ ფრეკენ ბოკს, წითელთმიან პეპის, … :)
LikeLike
მე სალტკროკელები უნდა წავიკითხო. რამდენიმე თავი მაინც. დავწვები და ისე :) როგორც ბავშვობაში :)
გუფთა <3
LikeLike
პეპიიიი ჩემი ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი, და თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ უკვე ,,დიდი” ვარ და ჩემს ვაბშვობაში ინტერნეტი რა იყო ისიც არ ვიცოდი წიგნები და წიგნები და წიგნები:):):):) სულ მცირე 50-ჯერ მექნება წაკითხული და რომ არც მბეზრდებოდა? ეხლაც მაქვს ეს წიგნი, ანკა არ მომწონდა მახსოვს:)
LikeLike
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე, დუდი!
მეც დაახლოებით იგივე ბავშვობა მქონდა – ნეტი არ არსებობდა და წიგნებზე ვიყავი ორიენტირებული :)
ჰოდა, მეც შენი მსგავსი დამოკიდებულება მაქვს პეპისთან და ასტრიდის სხვა გმირებთან.
ანიკამ რა დაგიშავა? :) :)
LikeLike
მოლი, საქმეებს მოვრჩი და კიდევ აქ შემოვირბინე :)
ერთნაირი ძილისწინა გეგმა გვქონია: მეც სალტკროკელების გადაკითხვას ვაპირებ :) ეგ კიდევ სულ სხვა განზომილებაა… ყველა წინადადება ზეპირად ვიცი და მაინც ვერ წავიკითხე ბოლომდე :).
LikeLike
სალტკროკელების გადაკითხვა არ მომწყინდება არასოდეს… და ყოველ ჯერზე გემრიელად ვიხალისებ.
LikeLike
მეც, მეც, მეც მიყვარს ასტრიდი!
კიარ დამვიწყებია, რომ ეს ზამთარი მის გმირებს უნდა მივუძღვნა :*
LikeLike
შენი წასაკითხი წიგნების სია რომ მახსენდება, როდე, უკვე მშურს :)
LikeLike
პირველად როდესაც წავიკითხე რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ კაცის დაწერილი იყო და ეს კაცი აუცილებლად წვერით წარმომედგინა…
LikeLike
:) :) :) იმპრესია მომეწონა :)
LikeLike
ერთი დიდი რეცენზია შემიძლია დავწერო ლინდგრენზე: ეს იყო მწერალი რომლის წიგნის გმირები იყვნენ ძალიან ინდივიდუალურები, ძალიან ღრმა შინაარსის მატარებლები, მარტოსულები, არარეალურები თუმცა ძალზედ რეალურები. ეს არის მწერალი რომელიც გასწავლის ნამდვილ ურთიერთობას, მეგობრობას, სილაღეს, გილამაზებს ბავშობას. ლომის წილი აქვს ასტრიდს ჩადებული ჩემს ბავშვობაში. მართლაც რომ ვალში ვარ და ამიტომ მინდა ჩემი წვლილით გამოვისყიდო ეს ვალი. “ბიულერბიელი ბავშვები” ფილმის სუბტიტრები ვთარგმნე ქართულად http://forum.ge/?showtopic=33741308&view=findpost&p=28141622 ვისაც უნდა აგერ არის :) …
LikeLike
კი, მეც შემიძლია და ვწერ კიდეც . ეს პოსტი მეოთხეა ლინდგრენის თემატიკიდან და სავარაუდოდ, კიდევ ბევრი იქნება.
LikeLike
სალტროკელები მაინც ყველაზე განსაკუთრებულია, საბავშვოც არის და რაღაც სევდაც შემომაწვება ხოლმე მაგის კითხვისას.. წელი არ გადის რომ არ გადავიკითხო : )
LikeLike
ასტრიდთან თითქმის ყოველთვის ასეა – თან საბავშვოა, თან რაღაცნაირად ნაღვლიანი.
სალტკროკელებს თვეში ერთხელ მაინც ვკითხულობ. ღრმად ოპტიმისტური და პოზიტიური წიგნია.
LikeLike
მახსოვს დედაჩემმა კითხვისგან ერთიანად გაცრეცილი წიგნი ჩაკეტა საკუჭნაოში და გასაღები დამიმალა———ეს კარლსონი სულ გაგაგიჟებს შენო. მთელი თავგადასავალი გადამხდა იმ გასაღების მოსაპოებლად და წიგნის ტყვეობიდან გამოსახსნელად. ამ ქალმა ჩემი საბჭოთა ბავშვობა აქცია ზეიმად. ძილის წინ მიოს ვეჯექი უკან მირამისზე, პეპის მეგობარი ვიყავი და ფლაგშტოკზე დაკიდებული ჩემი თავი წარმომედგინა, კალესთან ერთად ვჩირკნიდი ხის ჯარისკაცებს და ათას რამეზე მათთან ერთად ვოცნებობდი. ასტრიდი ჩემი შეუცვლელი სიყვარულია.
LikeLike
თვალცრემლიანმა გადავიკითხე მთელი გვერდი. გამახსენდა ჩემი ბავშვობა. ჩემს შვილებს მისი ყველა წიგნი წავაკითხე. ძალიან მაინტერესებს წლების შემდეგ როგორ შეაფასებენ ისინი ფრუ ასტრიდს. იმედს ვიტოვებ, რომ, როგორც ყველა ჩვენგანში, მათშიც აინთო სიყვარულის, მეგობრობის, სიკეთისა და კიდევ უამრავი ლამაზი გრძნობის ნაპერწკალი.
მე თქვენ მიყვარხართ, ფრუ ასტრიდ! <3
LikeLike
[…] და – აქამდე სულ მის პერსონაჟებზე გექაქანებოდით, ისე რომ შემაყვარეს თავი, ბავშვობაში […]
LikeLike