ამ ლექსებს აკადემიურ გამოცემებში ვერ შეხვდებით…
არც სოლიდური ლიტერატურული ჟურნალები ბეჭდავენ და არც ბავშვებს ასწავლიან სკოლაში…
არც რომანტიკული მიჯნურები უკითხავენ ერთმანეთს…
ამ ლექსებს, ჩვეულებრივ, უხერხული ღიმილით ახსენებენ. დეკლამაცია უახლოეს მეგობართა წრეშიც კი ერიდებათ და თუ მაინც წარმოთქვამენ, განსაკუთრებით საჩოთირო ადგილებში მორცხვ ევფემიზმებს იშველიებენ.
ეს “მოუკრეფავნია” – ქართული ხალხური სკაბრეზული პოეზია.
ქალას შავთხოვე, არ მამცა,
რუსულად მითხრა: ნიატო!
მიწითამც ამოგევსების,
ჩემდ ძვირო, სხვისთვის იაფო!
ქართული ფოლკლორი ფასდაუდებელ საუნჯეს რომ წარმოადგენს, სადავოდ არავის გაუხდია, ოღონდ, სატრფიალო ან ჰეროიკული შედევრების გვერდით, ჯერ კიდევ სულხან-საბასთვის ცნობილი იმ ტერმინოლოგიით გაძეძგილი ლექსებიც გვხვდება, თანამედროვე კრიტიკა, არც თუ უსაფუძვლოდ, სლენგს და ნატურალიზმს რომ უწოდებს.
ალბათ, უცნაურია, მაგრამ საზოგადოებაში ფოლკლორის სკაბრეზულ ნიმუშებს დღემდე ერთგვარი ტაბუ ადევს და იშვიათად მოიძებნება ვინმე, მათი ცოდნით რომ გამოირჩეოდეს. თქვენი არ ვიცი და რამდენიმე წლის წინ, “დიოგენეს” გამოცემული მომცრო კრებული რომ არა, ხალხური ზეპირსიტყვიერების ამ მარგალიტების შესახებ მე ვერაფერს გავიგებდი.
ნიშანდობლივია, რომ “მოუკრეფავნი” ვახუშტი კოტეტიშვილმა შეადგინა – ადამიანმა, რომლისთვისაც ყოველგვარი ყალბი მორალიზმი უცხო იყო, ვინც ყოველთვის მხოლოდ საკუთარ წესებს ემორჩილებოდა და ფარისევლური ზნეობრიობისკენ ზურგშექცეული იდგა.
და ქართული ნეოპურიტანული საზოგადოება, შუა საუკუნეებისათვის შესაშური ფანატიზმით რომ რეაგირებს საყოველთაოდ მიღებული ლიტერატურული ჩარჩოების ნებისმიერ დარღვევაზე, ამჯერად გაჩუმდა – ფოლკლორისტის უპირობო ავტორიტეტმა გაჭრა.
ბევრ ქალა შავაყინტრავე
თხილობა-შვინდობაშია,
ბევრას ვათქმიე ქალასა:
– მაგხმარდას მშვიდობაშია,
ნეტავ კი შაგეხსნებოდეს,
ჩავდებდი კიდობანშია.
ცხადია, “არანორმატულ” კაფიათა დიდი უმრავლესობა მართლაც რომ “ზღვარზე” და “ზღვარს მიღმაა”, თუმცა, ამის მიუხედავად ან, იქნებ, სწორედ ამიტომ, სკაბრეზულ თემატიკას მსოფლიოს უდიდესი საუნივერსიტეტო ცენტრებიც კი იკვლევენ. მთავარი მაინც ის არის, რომ ეს ხალხური შემოქმედების ნიმუშია და არა იაფფასიანი ეპატაჟის უხეირო მცდელობა, უნიჭო მთხზველებს რომ სჩვევიათ ხოლმე.
ასეთი ლექსების უპირველესი ღირსება, დამეთანხმებით, თვითმყოფადი იუმორია. უხამსობაზე საუბარი კი სიბრიყვე მგონია. არ მესმის, რატომ უნდა მოვაწყოთ ჯვაროსნული ლაშქრობა იმ პოეზიის წინააღმდეგ, რომელიც გაცილებით უფრო ნამდვილი, მართალი და ცხოვრებისეულია, ვიდრე საგულდაგულოდ გათლილ–გარანდული კლასიკური სტროფების უმრავლესობა.
– ქალო, რო დამიჯერებდე,
რა კარგად შაგიხდებოდა.
– არ ვაძლევ შენისთანებსა,
თორო სხვაც ბევრი მხვდებოდა.
შენისთანებს რომ ვაძლევდე,
კიდევაც გამიცვდებოდა.
ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ მოლი ბლუმი, რაფინირებული ბლოგერის იმიჯს, ალბათ, კარგა ხნით გამოეთხოვება, მაგრამ თავს ავსტრიელი მწერალის კარლ კრაუსის ერთი ფრაზით ვიმშვიდებ: “არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც კარგად აღზრდილ ქალიშვილს ავიწყდება, რომ ის კარგად აღზრდილია”.
ფუფ გარყვნილებოოო :)))
ჯოუქ
კარგი საინტერესო პოსტია, ეზ იუჟუალ რათქმაუნდა. და განსხვავებულია…მამეწონა მენა :)) ^_^
ჰეჰე
LikeLike
ნუ, მთავარია, შენ მოგეწონა :)
LikeLike
ჩემს გულში ისევ ისეთი მოლია და ვისაც რამე აზრები მოუვა თავში არასახარბილო, ვურჩევ “იმით” დაკავდეს!
ჰოდა, დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი სხვა ლექსებსაც. :)
LikeLike
იმითაც ვერ დაკავდებიან, როდე. ცოდვააო. მაქსიმუმ – კოცნა ნახონ ტელევიზორში. ოღონდ, მერე, აუცილებლად უნდა მოინანიონ.
LikeLike
ვეთანხმები როდეს, ვიხალისე ამ კომენტარზე :დ
LikeLike
როდრიგო ფორევა!
LikeLike
მართალი ვთქვა და ეგ ხალხური პოეზიის საღამოები…
თუმცა კაი. არაფერს ვიტყვი. ვახუშტის პატივისცემით. :) მამაჩემის ჩერეზძმაკაცი იყო მაინც.
LikeLike
რას ერჩი მაგ საღამობს… :) ბავშვობაში გემრიელად ვუყურებდი და მერე არც ყოფილა, მგონი.
LikeLike
ერთი კაფია ათოსის ხმალსაც მოუხდებოდა ;)
LikeLike
ბევრია მასეთი კაფია, უბრალოდ გამოქვეყნება ვერ გავრისკე :)
LikeLike
რამდენი ხანია აქ არ შემოვსულვარ (საპატიო მიზეზთა გამო) და ამასობაში შეცვლილა ყველაფერი :)))
საინტერესო პოსტი იყო:))
LikeLike
შენ მთაში დადიხარ და სერიოზულ საქმეს აკეთებ, მანანა :)
მადლობა :)
ქინდლი მაქვს, იცი? ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ეს არის :)
LikeLike
გილოცავ, წავიკითხე უკვე პოსტი :)
კომენტარებს ვეღარ ჩავყევი, ბოლო-ბოლო რა დაარქვი?
LikeLike
დანკე! გრეისი დავარქვი :)
LikeLike
ჰეჰ მოლ რა თემა შეგირჩევია ))
მშვენიერია მშვენიერი! შენი რაფინირებული ბლოგიისთვის ცოტა მოულოდნელიც კი
LikeLike
ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება ხოლმეო – ჰექსეს უთქვამს.
მეც ეგ მეფიქრებოდა, აგათა :)
LikeLike
მართლაც კარგი თემა შეგრჩევია. ასეთი სახის ფოლკლორზე მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა მქონდა, ისიც კოტეტიშვილისგან :)
მე მხოლოდ გარყვნილი შაირები ვიცი და ისიც ბავშვობაში ბებიის ნასწავლი :დ
ზოგადად, ხალხური შემოქმედება (განსაკუთრებით პოეზია) ძალიან მიყვარს :)
LikeLike
ჰოდა, ესეც ხალხური შემოქმედების ნაწილია :) მეც ძირითადად კოტეტიშვილის წყალობით ვიცი ასეთი რაღაცები.
LikeLike
მე ბაბუა მასწავლიდა და ამის გამო იყო პედაგოგიური კონფლიქტი ოჯახში :დ სადღაც ხუთ წლამდე საშინლად უზრდელი გოგო გახლდით.
მოლი, ძალიან კარგი, რომ ამ თემაზე დაწერე. სკაბრეზულობა გარკვეული დოზით მომხიბლავია ხოლმე, მით უმეტეს, ხალხურ შაირებში, ზუსტად ისე, როგორც მარილით და წიწაკით ოდნავ მეტად შეზავებული გემრიელობა.
LikeLike
მშვენიერი კულინარიული პარალელია, მერი. მადისაღმძვრელი :)
ახლა არ მახსოვს, ვინ მასწავლიდა. უფროსები ალბათ. ბებიები. ბაშვვობაში მეც სათანადოდ ვფლობდი ამ საგანს. პრინციპში, ახლაც ვფლობ, უბრალოდ არ ვიმჩნევ ::) :)
LikeLike
ამიტომ მიყვარს შენი ბლოგი, არასოდეს ვიცი რა იქნება შემდეგი, თუმცა ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო რამ მელოდება. ძალიან მომწონს რომ ხელოვნურ ჩარჩოებში არ ხარ და ყველაფერზე წერ რაც ყურადღებასა და ინტერესს იმსახურებს.
კარგი პოსტი იყო, რა თქმა უნდა რაღაც ახალი გავიგე.
LikeLike
გამახარე, ფინიკი :) არასოდეს ვიცი, შემდეგი რა იქნებაო – ეს ძალიან მომეწონა. მეც ზუსტად ამას ვცდილობ. ჩარჩო (რაგინდ ლამაზი და ხარისხიანი იყოს) მაინც მოსაწყენია.
LikeLike
♥♥♥♥
LikeLike
ისე, პიკასო მოუხდა ქართულ ხალხურ თემატიკას. არ ველოდებოდი. მაინც სხვადასხვა რაღაცაა…
LikeLike
ძალიან გემრიელი პოსტი გამოვიდა, მოლი :)
ღიმილით, სიამოვნებით ჩავიკითხე.
ნეტავ, თუ არსებობს თემა, რომელზეც წერას ვერ შეძლება?! ალბათ ნიუტონის ბინომსა და ასტროფიზიკაზეც ასეთივე თავდავიწყებით, გულიანად, საქმის ცოდნით დაწერ!
გაიხარე :*
LikeLike
შენ მადლობა დიდი :) ასეთი მკითხველი რომ მყავს, იმიტომაც ვცდილობ, გემრიელად ვწერო და მოსაწყენი პოსტებით თავი არ მოგაბეზროთ :)-
LikeLike
ამ პოსტის მერე მეზობლებს როგორ უნდა ჩახედო თვალებში :დ
მოკლედ,გავხალისდი ძალიან.არასოდეს გავდივარ უკმაყპფილო ამ ბლოგიდან და მადლობა შენ ასე გემრიელად რომ წერ :*
LikeLike
კიდევ კარგი, მეზობლები არ კითხულობენ ამას :) :)
სენქს ე ლოთ! :)
LikeLike
ამ კრებულის ხათრით ცოტა ხნით სიამოვნებით დავივიწყე, რომ “კარგად ვარ აღზრდილი” :D
LikeLike
ყოჩაღ კრებულს. მართლა კარგი რამ ყოფილა :)
LikeLike
სკაბრეზული პოეზიის ნიმუშებს ჯერ კიდევ პირველ კურსზე გავეცანი ქართულ ფოლკლორს რომ გავდიოდი უნივერსიტეტ., ეს საკითხი არ შედიოდა კურსში, მაგრამ, ლექტორთან საუბრისას გავიგეთ, მერე დავინტერესდი და გევეცანი კიდეც სკაბრეზულ პოეზიას. კიდევ რამდენჯერმე მქონია შეხება ამ საკითხთან რაღაც თემას ვამუშავებდი და :)
LikeLike
შენ სპეციალისტი ყოფილხარ, ნათია :) მე მხოლოდ მოყვარული მკითხველის დონეზე ვიცნობ და მაინც მომწონს,
LikeLike
არაა, რა სპეციალისტი, უბრალოდ წაკითხული მაქვს მაგ საკითხთან რაღაცები მოყვარულის დონეზე მხოლოდ :) ნუ, მოყვარული რა, მოყვარული არ ვარ :დ
LikeLike
მერე იტყვიან “პრაძვინუტები”, რომ საქართველოში სექსუალური განათლება არ იყო :/ ა, მაგალითი რომ იყო..
LikeLike
მაგ “პრაძვინუტების” დიდი ნაწილი გაუნათლებელია, ქევან. თუმცა, სიმართლე რომ ითქვს, დღეს ამ სფეროში განათლება მართლა გვაკლია.
LikeLike
მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ მიზიდავს ასეთი ლექსები მაინც სახალისოა და ზოგჯერ სიტუაციას უხდება. :)
ვახუშტი :(
LikeLike
თავისი დრო და ადგილი აქვს, სალი, თორემ სულ ეს ჩემმა მტერმა იკითხა :)
ვახუშტი :( რა კაცი იყო :( პირველ რიგში – კაცი და მერე ლიტერატორი და მეცნიერი :(
LikeLike
გეთანხმები, მოლი.
რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ეს ლექსები ვინმესთვის (თუმცა არ მესმის რატომ უნდა იყოს მიუღებელი) მაინც ფოლკლორის ნიმუშებია. თან უნიკალური ნიმუშები, იუმორზე რომ არაფერი ვთქვათ.
არც გამაღიზიანებელია. შეიძლება სულ ვერ იკითხო და უსმინო, მაგრამ ამაში განსაკუთრებით აღმაშფოთებელს ვერაფერს ვხედავ.
LikeLike
ზუსტად :) თვითმყოფადობაც, იუმორიც. ფოლკლორია ბოლოს და ბოლოს. სულ ამის კითხვა არც არის საჭირო, მაგრამ ხანდახან შეიძლება და არაფერია ამაში ცუდი.
LikeLike
არანაირი სირცხვილითა და კდემით არ წამიკითხავს. ესეც პოეზიაა მართალია თავისებური, მაგრამ მაინც . . .
LikeLike
კდემა და მოსილება უნი-ს გავაყოლე :) პრინციპში, არც არის აქ სამაგისოდ საქმე.
LikeLike
ჰაჰ. :) ესეც ხელოვნებაა..
LikeLike
უდაოდ :)
LikeLike
ისე, ქართული ეროტიკული ლიტერატურა გახსენდებათ?
დეკამერონის დონის. ან ლოურენსის. ან თუნდაც ლოლიტასი.
LikeLike
“ტრისტან ქვემოკლიძის მინაწერი ქვათათი პიტნავას” – გრიგოლ რობაქიძეა, სხვათა შორის, რომელიმე ატეხილი ბლოგერი არ გეგონოს.
და “ტრფობა წამებულთა” – ამის ავტორი არ ვიცი.
LikeLike
არ წამიკითხავს, მაგრამ რობაქიძეს დიდება მე ერთობ გაზვიადებული მგონია.
გერმანულენოვანი რობაქიძე არ ვიცი და ქართულენოვანი არ მიყვარს.
LikeLike
მეც ამ აზრზე ვარ. მინიმუმ გაზვიადებულია, მეტი რომ არაფერი ვთქვა.
LikeLike
“ტრფობა წამებულთა”? იგივე “ტრფობა წამებული” თუ სხვა არის ეგ კიდევ??
LikeLike
ბარნოვი არ შემეშლებოდა :) სხვაა.
LikeLike
ჰო, მეც ეგ ვიფიქრე, რომ არ შეგეშლებოდა, იმიტომ არ ვთქვი, ბარნოვია მეთქი :):))
LikeLike
დათო ბარბაქაძე. ოთხმოცდაათიანებში ასეთი ტექსტები ფრიად უკვირდათ. პრინციპში, ახლაც უკვირთ.
LikeLike
ბოლო აბზაცი მომეწონა <3
LikeLike
ბოლო აბზაცი მეც მომწონს :)
LikeLike
კარგი და განსხვავებული პოსტი მოლისაგან :)
LikeLike
აშკარად განსხვავებული ;) და თუ კარგიც არის, ამას რა ჯობია…
LikeLike
amitom uyvardat kotetishvili romelmac shemogvinaxa es saxumaro kafiaob es xom dakarguli iyo. mere ra rom bevri ragac echotireba kacs magram es chveni sagandzuria
LikeLike
ნამდვილად ასეა :)
LikeLike
ეს ყველაფერი ჩვენი ყოფის და ყოველდღიურობი ნაწილია :) და ძვირფასია კიდევ,იმიტომ რომ კულტურის ნაწილიცაა,უხამსობის რა გითხრა და ხელოვნება კი ნამდვილად არის ეს :) მადლობა შენ :)
LikeLike
არ იცი, როგორ გეთანხმები :) მადლობა :)
LikeLike
რა ხშირდ მავიწყდება რომ კარგად აღზრდილი ვარ:(
LikeLike
მეც :) ოღონდ, ეს არ მწყინს. პირიქით :)
LikeLike
დიახაც, მე რომ მკითხო, სწორედ კარგად აღზრდილებს შეუძლიათ სასიამოვნოდ ცუდად მოქცევა :) ყოველთვისაც ვიცოდი, რომ ეს მითი ზეპატიოსნებასა და მიუკარებლობაზე შეთითხნილი იყო ჩვენი ახლო წინაპრების მიერ, თორემ ღრმა წარსულში ეროტიკა რომ ძალიანაც ნორმალურად იყო, ამას თუნდაც წაწლობა ადასტურებს. და შენი ეს იმიჯიც ნამეტნავად მომწონს :)
LikeLike
აბა, რა, კატერინა. წაწლობაც, ფოლკლორიც და, საერთოდ, არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ არის. და ფსევდომორალიზმზე რასაც ვფიქრობ, კი იცი შენ.
LikeLike
ამის ინტერნეტ ვერსია არის?
LikeLike
არ ვიცი. მე არსად შემხვედრია.
LikeLike