ამბობენ, ადამიანი ასაკთან ერთად იცვლებაო… ხმაურიან კლუბში თუხთუხს ტელევიზორის წინ, ფუმფულა სავარძელში მოკალათებას არჩევს, წვიმიან ამინდში ქუჩაში ხეტიალს – მყუდრო კაფეს და ფინჯან ყავას, გადაბმულ ღამისთევას – გემრიელ დილის ძილსო…
ოცდაცამეტი წლის გადმოსახედიდან უკვე შემიძლია, გითხრათ, რომ ნამდვილად ასეა, მაგრამ ზოგი რამ მაინც უცვლელი რჩება – სათამაშოებისა და საჩუქრების სიყვარული ბავშვობიდან მომყვება და დღემდე არ გამნელებია.
ორიოდე კვირის წინ გაკვრით ვახსენე – “ამაზონზე” დავხეტიალობ და რიდერს ვარჩევ-მეთქი. აი, ისიც – ჩემი პირველი “ქინდლი”, ახალი სათამაშო, რომელიც, ამავდროულად, საყვარელი ადამიანის საჩუქარია.
ჰოდა, დევს ახლა ჩემს მაგიდაზე – პატარა, ერთი თავმოყვარე ფოქეთბუქის ზომის ეკრანით, მართლაც mini, უაღრესად კომფორტული, რაც მთავარია, ყოველგვარი სულელური და აშკარად ზედმეტი სარეკლამო ბანერის გარეშე. ტყავის ყდას ჯერ ისევ ველოდები – სადღაც ერთ კვირაში აქ იქნება. გაგეცინებათ და ქავერის შერჩევა უფრო რთული გამოდგა, ვიდრე რიდერისა.
ქინდლომანებს დაუწერელი კანონი ჰქონიათ – ვირტუალური ბიბლიოთეკის შექმნას სტიგ ლარსონის ან ჯეიმს პატერსონის რომელიმე წიგნით იწყებენ. მიზეზი მარტივია – ეს ის ორი ავტორი გახლავთ, რომელთა ი-ბუქების ტირაჟი სხვებზე ადრე გადასცდა მილიონიან ნიშნულს. ტრადიციის დარღვევა არც მე მიფიქრია და ჩემს ელექტრონულ თაროზე პირველი ადგილი პატერსონის “ოთხმა ბრმა თაგუნამ” დაიკავა.
ალბათ, ზედმეტია, იმის თქმა, რომ ახალი შენაძენი ძალიან მიყვარს. ფუნქციებს ჯერ მხოლოდ ვეცნობი, თუმცა, “ქინდლი” თავისი შესაძლებლობებით უკვე სასიამოვნოდ მაოცებს. ინტერნეტ-წიგნსაცავებში გამალებული ვიქექები და სათამაშოების მაღაზიაში მოხვედრილი ხარბი ბავშვივით ყველა ი-ბუქისკენ ერთდროულად გამირბის თვალი და ხელი. ეკოს, სტაუტის, აკუნინის და პერეს-რევერტეს აქამდე წაუკითხავი რამდენიმე რომანი სახელდახელოდ გადმოვწერე, მალე ფანტასტების ათვისებას დავიწყებ.
იქამდე კი თქვენთან ერთი თხოვნა მექნება – იქნებ დამეხმაროთ და ჩემი “ქინდლისთვის” სახელი ერთად შევარჩიოთ.
გილოცავ!!! :) (ახლა რო დაგიწერო წიგების კითხვაშითქო რა აზრი აქვს?!) აუ ისე სახელი მართლაც რომ ყველაზე მთავარია! რამე პერსონაჟის სახელი რომ უწოდო? არ შეგეშლება შენ! :)
LikeLike
მადლობა :) გამაცინე, ისე :)) წიგნების კითხვაშიო, ამას აზრი ყოველთვის აქვს, ცოტნე :)
ერთად მოვიფიქროთ რამე. ასე, მგონი, უფრო სახალისო იქნება.
LikeLike
მადლობა :) ერთიც იქნება, შენთანაც მოაკაკუნებს ქინდლი, ნინო. ფურცლიან წიგნებზე უარს როგორ ვიტყვი… უნდა გავგიჟდე მაშინ. უბრალოდ, ორივე მექნება.
ვერსიები მიღებულია.
LikeLike
ხო ეგ კი, მარა შენ ისედაც მაგისთვის გამოიწერე და … :)
LikeLike
აჰა :) იგულისხმება ანუ.
LikeLike
გილოცავ! ამ საკითხში მე ისევ რეტროგრადად ვრჩები. მხოლოდდამხოლოდ გდასაშლელი, ფურცლიანი წიგნები:D სახელისთვის ჩემი ვერსიებია: დოროთი ან კიტი :)
LikeLike
გილოცავ მოლი.
კარლსონი დაარქვი ^_^
LikeLike
დანკე! კარლსონი მაშინვე ვიფიქრე, მაგრამ მე რომ გოგო მგონია…
LikeLike
მოლ, გილოცავ. თან ქინდლი გაქვს, თან საყვარელი ადამიანის ნაჩუქარი :))
ლიზა დაარქვი :) (ლინდგრენს ვერ გავცდით ჯერ სახელებში)
ან პიტერი (პიტი ;დ)
LikeLike
მისი ნაჩუქარი რომ არის, ეს სიამოვნებას აასმაგებს :)
მე მაინც ფიმეილი მგონია ჩემი ქინდლი და უფრო გოგოს სახელებს ვეძებ :)
LikeLike
ხოდა, ლიზა. თუ არ მოუხდება?
პეპი აშკარად არა :(
LikeLike
პეპისთვის ზედმეტად აკადემიური და დახვეწილია :) ლიზა კარგი ვერსიაა.
LikeLike
ანა-ბრიტა დაარქვი :დდ არ მომანათლინებთ?
LikeLike
ვისი ვერსიაც შერჩება, ნათლიაც ის იქნება. ჯერჯერობით, სახელებს ვაგროვებ.
LikeLike
გილოცავ, მოლ. ძალიან კარგია <3
მოლ, ფრიდა დაარქვი :)
LikeLike
ვარიანტები უნდა ჩავიწერო :) ოკი – ფრიდა.
საინტერესოა, ნათლია ვინ აღმოჩნდება.
ისე, მე და ქევანა თამარას ჯინჯერის ნათლიები ვართ.
LikeLike
ჰოდა ასტრიდზე ევა-ლოტა გამახსენდა კიდევ და რა ვიცი ჩაიწერე ესეც :)
LikeLike
მაგასაც ჩავიწერ. რა პატივში მყავს ქინდლი :) სრულიად ბლოგოსფერი (მისი საუკეთესო ნაწილი) ურჩევს სახელს.
LikeLike
მოლი, გილოცავ, როგორი გახარებული ხარ, შენი ემოციებით არის სავსე პოსტი <3
LikeLike
ვორდპრესმა გაგაჩერა. ახალი სახელით ვერ გიცნო :) მადლობა, ნათია.
ჰო, ემოციური პოსტი გამოვიდა. ორი დღეა, ქინდლს ვუტრიალებ და ღრმად გახარებული ვარ :)
LikeLike
აუჰ, როგროც იქნა შეიცვალა :) არ იცვლებოდა და აჰაა, ალბათ დრო სჭირდებოა :) კიდევ კარგი :)
LikeLike
კი, დრო უნდა მაგას, ნათია.
LikeLike
როგორც ვასიკო იტყოდა, მოსალოცი ამბავია :) “მდედრობითი სქესის არსება” ყოფილა, მაგრამ რატომღაც ფრენკ კაუპერვუდი გამახსენა – გარდა იმისა, რომ კარგად გამოიყურება, ეტყობა “ჭკვიანიც” უნდა იყოს :D
LikeLike
ნამდვილად :) ოღონდ, ვასიკო იდეალისტი იყო და ქინდლის გაგონებაზე, ალბათ, გული გაუსკდებოდა :) :)
ნამდვილად მდედრია, თორემ ფრენკიც მშვენიერი სახელი იქნებოდა. მე კი მომაფიქრდა ერთი ვარიანტი, მაგრამ ბოლოს გავამხელ. მანამდე თქვენ გისმენთ.
LikeLike
სახელი . . . სახელების მოფიქრება მაინცდამაინც არ გამომდის (რა მოფიქრებაზეა ლაპარაკი 4 წელია გლამთაიას მეტი ნიკი არ მქონია) მაგრამ ვფიქრობ რამე განსაკუთრებული უნდა ერქვას. რახან შენი გრავატარი ირლანდიური ქუდია, სახელიც ირლანდიური უნდა იყოს. მაგალითდ : ლეპრეკონი (ჰმ) .

LikeLike
გლამთაიას რას ერჩი? :) გლამურული თაია მშვენიერი ნიკია.
გოგო ლეპრეკონები არსებობენ?
LikeLike
ნუ არ არის სავალდებულო მაინცდამაინც მწვანე ქუდით დადიოდეს. თორემ ოქროს ფულის მაძიებელი იმდენიაააა.
LikeLike
მწვანე ქუდით მე დავდივარ :) ოღონდ, ოქროს არ ვეძებ :)
LikeLike
გეხვეწები, ეს სურათი ჩასვი, რომ ყველამ დაინახოს. ოკ?
LikeLike
შევეცდები
LikeLike
ახალი ვერსია მაქვს თავისი სახლით და გვარით ბეტი ბუპი :)
აი ამ გოგოს ქვია
http://t1.gstatic.com/images?q=tbn:ANd9GcTBf5y9FwxDlXe0PVeqhcMUPdjzWREAx1tR3U8nug62tYGpF1heLQqyXz4bzw
LikeLike
სხვათა შორის იმ სამყურას აწერია : kiss me , I’m Irish :)
LikeLike
უყურე შენ :) ჩემს სანთებელასაც აქვს სამყურა, მაგრამ ასეთი ურცხვი რაღაც არ აწერია :) :)
LikeLike
იიფ რა კოხტაა! გილოცავ მოლი :*
სახელს რაც შეეხება, მიჭირს მე სხვის საყვარელ ნივთებზე სახელის დარქმევა და ამიტომ მხოლოდ წარმატებებს გისურვებ, მაგ საქმეში :)
LikeLike
კოხტაა :) პატარა და დახვეწილი :) მადლობა :)
წარმატების სურვილიც საქმეა :) თან, არც თუ მცირე.
LikeLike
მოლი, რა ფანტასტიური შენაძენია! ალბათ, ოდესმე მეც ვიფიქრებ რიდერზე, ჯერჯერობით კი ისე ფოლიანტების ერთგული ვრჩები :)
LikeLike
არ თქვა, მერი… უფანტასტიურესი!
შენ იფიქრებ, კი. მეტსაც გეტყვი, აუცილებლად იფიქრებ და აუცილებლად გექნება კიდეც. შენისთანა ბიბლიოფაგი რიდერის გარეშე უბრალოდ, ვერ გაძლებს.
ისე, ფოლიანტებზე უარს არც მე ვამბობ.
LikeLike
სულითა და გულით გილოცავ :)
მეც დიდი ხანია ვოცნებობ, ვიყიდო, მაგრამ თავს ვიკავებ… მინდა, მეც, შენსავით, მაჩუქონ :) უფრო მეყვარება :)
სახელს რაც შეეხება, თვითონ ქინდლი ისე მესაყვარლება, ჩემსას, ალბათ, არ გამოვუცვლი :)
LikeLike
უღრმესი მადლობა, ქეთი :)
მართალი ხარ. ნაჩუქარი რომ არის (თან, ვისი ნაჩუქარი!) იმიტომაც მიყვარს ასე.
ქინდლი სახელად ნამდვილა არ დაიწუნება, მაგრამ მაინც ზოგადია და ამიტომ ვეძებ საკუთარს.
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე.
ველქამ!
LikeLike
არა, მოლი, პირველი არაა :)
უბრალოდ, სახელი გამოვიცვალე და გრავატარით აღვიჭურვე )))
LikeLike
ყველა, ყველა და… ასტრიდზე გამოქვეყნებულ პოსტებს მაინც ვერ დავტოვებდი უყურადღებოდ. სწორედ მათ მაპოვნინეს შენი ბლოგი :)
LikeLike
ასტრიდი ჩემი დიდი და ძველი სისუსტეა. ბავშვობისდროინდელი. და არა მგონია, ოდესმე ეს სიყვარული გამინელდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ველქამ! ახალი გრავატარით ხარ და მაინც შეიძლება ასე მისალმება.
LikeLike
უჰ, მე მაპატიეთ მაშინ :)
გრავატარი კარგია :) სასარგებლოა და კომფორტული. მკითხველისთვისაც და მასპინძლისთვისაც.
LikeLike
მაგარია მოლი, გილოცავ, წარმომიდგენია ახლა რა სასიამოვნო აჟიტირება გაქვს, ყველაფერი ერთდროულად რომ გინდა და დრო რომ გეცოტავება ^ ^ სახელების მოფიქრებაში შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტური ზერო ვარ, ამიტომ თავს შევიკავებ :)
LikeLike
აჟიტირება რბილად ნათქვამია, ფინიკი. აღარც კი ვიცი, პირველი რა მოვძებნო, რომელ მწერალს მივადგე და რომელი სერია გადმოვწერო…
დანკე!
LikeLike
გილოცავ :) მშვიდობაში და ბევრი ბევრი წიგნის წაკითხვაში :))
LikeLike
სენქს ე ლოთ :) ბევრი ბევრი წიგნის წაკითხვაში განსაკუთრებით მომეწონა :) :)
LikeLike
gilocaav da chqara lords daudzaxet. mis gareshe rogor unda avgnishnot es sixaruli :D :*
au ra magaria.. ra magaria…
LikeLike
მადლობა :) სანამ სამსახურამდე მოვიდოდი, ლორდი აქ დამხვდა უკვე :)
უმაგრესობაა :) მესამე დღეა მაქვს, ბოლომდე ვერც გავერკვიე ჯერ, მაგრამ რაც ვნახე, საკმარისია იმისთვის, რომ ვამტკიცო – უმაგრესობაა!
LikeLike
ჯეფ ბეზოს სხვა რომ არაფერი ექნა, “ქინდლის” გამოგონებისთვის აქვს ჩემგან დიდი ლაიქი.
დოქტორი ალექს ქროსი :) და მე8-მდე მიხვედი უკვე თუ ბოლოდან იწყებ?
მანდ ერთი ცუდი თვისებაა აქვს ფათერსონს სხვადასხვა წიგნში წინა ისტორიებს ახსენებს და თუ ქრონოლოგიას არ მიყევი შეიძლება ვთქვათ მე-8 წიგნის კითხვისას უცებ მე-5 შინაარსი გაგიმხილოს და ჩაგაშხამებს :)
მე მომივიდა ეგრე. ქინდლში რომ ჩავტვირთე ქროსის სერია რომელი რომლის მერე იყო არ მახსოვდა და შემთხვევით წაუკითხავის საკრეტები გავიგე… :) მარა რარას ვიზამდი.
LikeLike
უკვე ჩემგანაც, მილორდ!
არა, კითხვა არც დამიწყია (როგორც ჩანს, საბედნიეროდ). უბრალოდ, ტრადიციის ამბავში, ერთი პატერსონი გადმოვწერე. ახლა ფრთხილად ვიქნები, დანარჩენებსაც მივადებ და მერე ქრონოლოგიურად წავიკითხავ.
სანამ ქავერი ჩამოსულა, შინ მიდევს, აქტიურად არ ვკითხულობ, ჯერ მხოლოდ ვავსებ. ერთ კვირაში სრული დატვირთვით ავამუშავებ.
LikeLike
მაიქლ ქონელისთანაც იგივე დამემართა :)
ეგ საერთოდ ყველა წიგნში იგონებს წინა გახსნილ ისტორიებს. ჰოდა მაგარი ცუდი პონტია. :)
LikeLike
ცუდი რომელია :( მაგის გამო ოჯახები დანგრეულა. აგერ, მაიკოს ემახსოვრება, კითხვა იყო ინტელექტკლუბში, ხათუნა კალმახელიძემ მოიტანა და მაიკომ აიღო – ქალი ქმარს გაეყარა, მკვლელი ვინ არის, წინასწარ მეუბნებაო.
LikeLike
სადაცაა შობაც მოგვადგება კარს და სანთას “ფაიერი” დაუზაკაზე :)
LikeLike
ტაბლეტი? ვნახოთ, ვნახოთ…
საშობაოდ მე მიყვარს სანტას როლში ყოფნა :) ფრიად სასიამოვნო შეგრძნებაა.
LikeLike
ჰო… მაგ ფასად ძაან მაგარი ტაბლეტია.
თუ მაღირსა ამაზონმა და გამომიგზავნა, დავწერ რევიუს :) მარა მგონი, არ მაღირსებს.
LikeLike
რატომ არ გაღირსებს? რაღაცები კი აირია მანდ. ოღონდ, ჩამომტანების ბრალი უფროა. ამაზონი, მგონი, გამართულად მუშაობს.
ჯერ შენი რევიუ წავიკითხო…
LikeLike
არა მაგიტომ არა – უბრალოდ “ფაიერი” იურიდიული მომენტების გამო ამ ეტაპზე მხოლოდ ამერიკის ბაზრისთვისაა. წესით არ უნდა გაყიდოს არაამერიკელებზე :)
მაგრამ ბევრი ვნახე ისეთი – ჩეხები, ახალზელანდიელი, ავსტრალიიდან და რავი ვინც შეუკვეთა… ჰოდა მეც ვცადე რა. :)
ამაზონი ბარაზე თანხას არ გიყინავს და არც გაჭრის სანამ არ დაშიფავს ასე რომ პრობლემა არაა. თუ არ გამოაგზავნა – არ გამოაგზავნის და ეგ იქნება :)
LikeLike
ჰო, ამაზონი ამ მხრივ ღრმად პატიოსნად იქცევა.
იქნებ, ჩვენთვისაც გამოაგზავნონ… ახალზელანდიელებზე ნაკლები ვართ? მერე შენს რევიუსაც წავიკითხავ.
LikeLike
ყველანი მოლოდინის რეჟიმში ვართ :)
15 ნოემბრიდან იწყებს ამაზონი დაგზავნას რიგითობით და მაშინ გაირკვევა… ერთმა მაინც თუ მიიღო არაემრიკელთაგან, ე.ი. გაჭრილია :)
ჩემი სადღაც 25-ში უნდა დაიშიფოს წესით.
ჰო დაარეგისტრირე.
ბოლო-ბოლო – მოგესალმება რომ ჩართავ :) და სახელიო რომ ამბობ ეგრე დაეწერება – ამისა და ამის ქინდლიო :)
LikeLike
ვიცოდი, ვიცოდი, ვიცოდიიი! ზუსტად ეს მინდა, რომ ჩავრთავ, სახელით მომესალმოს :) იმიტომაც ვურჩევ.
LikeLike
ჰო მართლა, დაარეგისტრირე?
ამაზონის ანგარიშს რომ მიებას, მაშინ გექნება წიგნების თარო ამაზონის სერვერზე და მეილი რომელზედაც რასაც გააგზავნი დაგიკონვერტებს და შეგიძლია ჩამოქაჩო.
და სინქრონიზაცია. ყველაფერი შეგიძლლია პირდაპირ დაუსინქრონო სერვერს და იქ დაიდება. მერე ნებისმიერ დროს ჩამოქაჩავ. თან ზუსტად იმახსოვრებს ადგილს სადაც კითხვა შეწყვიტე და შემდეგ ჩამოქაჩვაზე იქვე გიხსნის.
LikeLike
არა, მაგას ვაი ფაი სჭირდება მგონი და ვაი ფაიმდე ამ ორ დღეში ვერ მივედი. დავარეგისტრირებ აუცილებლად. ბევრი სასარგებლო რამ მოჰყვება, ვიცი.
LikeLike
წერილიც მოგივა სავარაუდოდ
LikeLike
ფბ-ზე საღამოს ვიქნები.
ქინდლ-ჯგუფის მოსაწვევია? :გახარებულიმოლი:
LikeLike
არა რა მოწვევა გინდა :)
ჯეფ ბეზოსის წერილია. ბატონო ესა და ეს მოხარული ვარ რომ ქინდლი შეიძინეთ და ბლალაბლა/
თუ რამე რჩევა გაქვთ ან პრეტენზიები – აგერ ვარ და მოგვწერეთო. :)
LikeLike
ააა…. კარგია.
ქინდლ-ჯგუფში მოგიკაკუნებ მაშინ ამ საღამოს.
LikeLike
გილოცავ მოლი! გამიხარდა და საერთოდ, ყველა ბიბლომანს ვუსურვებ ასეთ საჩუქარს.
რაც შეეხება სახელს ლიზბეთი დაარქვი – ქინდლს ხომ მასავით უსაზღვრო მეხსიერება აქვს ;)
LikeLike
ნწუ. კაცის სახელი უნდა დაარქვს – ეგრე უფრო სასიამოვნოა.
ლიზბეთი შენსას დაარქვი :)
LikeLike
არა, ლორდ, ჩემი ქინდლი ფიმეილია.
როდეს ველოსიპედს ჰქვია ქალის სახელი – ბესსი.
LikeLike
მე ჩუმად ვარ :)
LikeLike
რა იყო, რო? თამარას ველოსიპედს ჯინჯერი ჰქვია – ქევანამ და მე მოვუფიქრეთ დუეტში. ბესსი მშვენიერი სახელია.
LikeLike
თამარა რ ვიცი მე და ამხელა კაცი ბესის რომ გადააჯდება და დააქროლებს აქეთ-იქეთ :)
LikeLike
კარგი ახლა… ისედაც კბილით ვიცავდით გუშინ მე და თამარა ამ აზრს – ლორდი გულის სიღრმეში კეთილი და სანტიმენტალურიაო და ნუ ჩაგვიყარე წყალში ნამუშევარი.
LikeLike
რაო?..
კი მარა მე კი არ დავაქროლებ. მე რა შუაში ვარ :)
LikeLike
და ვინ თქვა ბოროტიაო? :)
ერთი ბლოგერი გავანაწყენე და იმან ალბათ…
კეთილი არ ვიცი და ბოროტი ნადვილად არ ვარ.
სანტიმენტალური როგორია ეგ კი არ ვიცი… ლიტერატურული მიმდინარეობა იყო ეგეთი, რომელიც არ მიყვარს. :)
LikeLike
ბოროტიაო, არ უთქვამთ :)
სანტიმენტალური, გლეხურად, გულჩვილს ნიშნავს.
LikeLike
ააა… ეგ არა მგონია.
ისე, ჰიტლერი იყოო გულჩვილი ასე ამბობენ.
ისე ამ პოსტზე ლაიქიც დავტოვე და კომენტარიც. შეიძლება ესაა გულჩვილობა. :)
LikeLike
ლორდს მარიანის ღრმულივით თვალუწვდენელი გული ჰქონია :დდდდდდდდდ
LikeLike
loooooool, ai kide… auuu, amiswinat dedachemi yveboda, chems dros aseti paxabni da vulgaruli xumroba iyoo: otaxshi aris gumeli da mazi, kaci miva maztan da ra qvia aset kacso… :d :d ese igi tu sicilisgan ar movkvdebodi ar megona ra :D :D :D
LikeLike
მოვკვდი ფიქრით და ვერ გამოვიცანი, ქევან :) რა ჰქვია?
LikeLike
ragacis kacia :D :D me cocxali tavit ar vityvi srulad da nurc shen, :D texs :D
eg ragaca mazia, brunvashi chasmuli :D
LikeLike
მივხვდი :) :) :)
LikeLike
eg velosiped besis wyalobit gamaxsenda :D :D :D au lords ra ena aqvs, kaco.. :D :D
LikeLike
ნიქოლი უნდა დაერქმია :)
LikeLike
ლორდს ისეთი ენა აქვს, ყვავს ჩამოაგდებს ხიდან :) :)
LikeLike
vaime amovyiravdi lamis, lordis pasuxi rom wavikitxe ^^ :d :d
LikeLike
აი, ვნახოთ მოლი რას აირჩევს და მერე მე დავარქმევ :დ :)
ჰოდა ბესს, მთელი ისტორია აქვს. ეგრე კი ნუ უყურებ – ამხანაგის ველიკა ბიჭი იყო, ამიტომ ქორწილიც ჰქონდათ და მოკლედ წყვილი იყო რა ;)
ისე ნიკოლიც კარგია. არა ჯულია :*
LikeLike
ქორწილიო :) :) კიდევ კარგი, ლორდი აქ არ არის, თორემ აღარ გაჩუმდებოდა :) გათხოვილ ქალთან გაქვს საქმეო :) :) :)
ბესსი მაგარი სახელია. უმაგრესი. აი, შენს ველოსიპედს რომ არ ერქვას, ჩემს “ქინდლს” დავარქმევდი.
LikeLike
მადლობა, როდე. ბიბლომანისთვის მართლა საუკეთესო საჩუქარია :ამაყიმოლი:
ლიზბეთი – მიღებულია ვერსია.
LikeLike
:))
LikeLike
ისე, ამ ბოლო დროს ლაიქებს მოუხშირე, ლორდ. რაც ფრიად მახარებს. თუ ეს გულჩვილობაა, დაე იყოს ასე.
LikeLike
გილოცავ, მოლი. ბევრი კარგი წიგნის წაკითხვაში “გაგეცვითოს”! :)
LikeLike
მადლობა დიდი :) შენი და ლორდის საექსპერტო რჩევები ფრიად დამეხმარა. განსაკუთრებული მადლობა კალიბრისთვის. ფანტასტიური პროგრამაა.
LikeLike
არაფრის :)
სახელისათვის მეც შემოგთავაზებ ვერსიას: თინი (ინგ. Tiny – პაწაწინა)
LikeLike
ლამაზია :) მადლობა ვერსიისთვის. შევინახავ :)
LikeLike
გილოცავ მოლ,საუკეთესო საჩუქარია. სახელს რაც შეეხება მე ლოლიტას დავარქმევდი ;)
LikeLike
ლოლიტასავით პატარა და საყვარელია :) :)
დანკე. მართლა საუკეთესო საჩუქარია.
LikeLike
Humbert Humbert maybe?
LikeLike
არა, არა :) ლოლიტაო. ჰუმბერტი კაცია, ბოლოსდაბოლოს.
LikeLike
გილოცავ მოლი:)
ძალიან მაგარია, მით უმეტეს, საყვარელი ადამიანის ნაჩუქარი…
სახელების მოფიქრება არ მძალმიძს :D ამიტომ რჩევაც ვერ მექნება
ამ პოსტმა მეც გამაბედნიერა ^^
LikeLike
მადლობა, ნინიტო. მიხარია, ემოცია ასე კარგად თუ გადმოვეცი :)
LikeLike
კაცი როა კაცის ვერსიას ვემხრობი მე :)
თუ გუმბერტ გუმბერტი არ მოგწონს, მაშინ ლეოპოლდი :) ან ბლეიზეს ბოილანი. :)
თუ არადა პენელოპე… სანმ შენ სამსახურში ხარ – ხელიდან-ხელში გადავა და თან დაგელოდება :)
LikeLike
ლეოპოლდი ნამეტანი სერიოზული სახელია (სქესზე რომ არაფერი ვთქვათ).
კი, აბა, ხელიდან ხელში გადავა… თაროზე მიდევს პატიოსნად. თითსაც არავინ დააკარებს. ეს ჯერ, სანამ ქავერი ჩამოსულა და მერე უკვე სამსახურშიც ივლის ჩემთან ერთად.
ისე, პენელოპე არ არის ურიგო სახელი.
LikeLike
სალამი, მოლი! :) გამოვიძინე და მოვედი…
პირველ რიგში, გილოცავ შენაძენს, უდავოდ მშვენიერი რამაა, აი, ამ თვის ბოლომდე ჩემს ბიუჯეტს გადავხედავ და ვნახოთ, პირველივე შესაძლებლობისთანავე მინდა შეძენა :)
სახელს რაც შეეხება… ვიფიქრებ და თუ არ შეარჩიე მანამდე, მოგაწვდი :)
LikeLike
შენ ისეთი რეჟიმით მუშაობ, გამოძინება ნამდვილად გჭირდება, თამარა.
მადლობა დიდი. თუ გადაწყვეტ, არ ინანებ. იშვიათი კომფორტის რიდერია.
ჰო, სახელი ვერ შევარჩიე ჯერ… ვფიქრობ. ხომ იცი, გადარქმევები აღარ მოსულა.
LikeLike
ჰო, იცი, ლიტერატურას რომ თავი დავანებოთ, ისედაც ბევრი რაღაცის მოძიება მიწევს ინტერნეტში და ლეპტოპში კითხვით უკვე დამეთხარა თვალები, შემეშველებოდა მაგ მხრივ მაინც… თან კატასტროფული ფასიც არ ადევს, შეიძლება ყიდვა :)
LikeLike
ფასი აშკარად ხელმისაწვდომია. ხარისხსაც თუ გავითვალისწინებთ, ლორდის არ იყოს, ამ ფასად უკეთესს ვერაფერს იყიდის კაცი…
LikeLike
რა ქენით არ დაარქვით “ბავშვს” ჯერ სახელი? :)
LikeLike
დღეს საღამოსთვის ვგეგმავთ :)
LikeLike
მოლი, გილოცავ! უმაგრესი შენაძენია.
ჰო, სახელიშ შერჩევა საპასუხისმგებლო საქმეა, არც კი ვიცი რა გირჩიო. ჩემსას კი ჰანა ჰქვია.
LikeLike
მადლობა, ჯორჯ! შენ რომ გქონდა, მახსოვს. ლორდის პოსტიდან გავიგე. შენიც ფიმეილი ყოფილა…
LikeLike
!!!!!!
რა მაგარია. გილოცავ გილოცავ!!!
იმედია მალე შემოგიერთდები, ეს მალე ალბათ რამდენიმე თვეშია, მაგრამ მაინც .. )
მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ საზიაროდ შევიძინოთ. ალბათ კლავიატურიან მოდელზე შევაჩერებთ არჩევანს.
<3 მაგარია
LikeLike
მადლობა :) რამდენიმე თვეც მალე გავა, ჭიამარია.
კარგი გადაწყვეტილებაა, როგორც ლორდ ვეიდერი ამბობს, ამ ფასად ამაზე უკეთესს ვერაფერს იყიდი :)
როცა გექნება, შემეხმიანე, ელ-ბიბლიოთეკების მისამართებს და რამდენიმე პრაქტიკულ ხერხს გიკარნახებ.
LikeLike
მეც ერთი სული მაქვს უკვე.
აუცილებლად შეგეხმიანები ამ საკითხზე, სხვას ვის უნდა ვკითხო რცევა, თუ არა მოლის : )
LikeLike
მოლი ახლა სწავლობს რაღაცებს :) ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალი და მეტრი ვეიდერია, მაგრამ უკვე მეც ვიცი რამდენიმე ხრიკი და რამდენიმეს კიდევ ვისწავლი. ენივეი, დამწყები ქინდლერის დაკვალიანებას შევძლებ.
LikeLike
გილოცავ მოლი! გადასარევი შენაძენია. :)
სახელი რა შეურჩიე? :დ თუ ჯერ არა?
LikeLike
მადლობა, ანა :) ახლა ნელ-ნელა ვეჩვევი, ვკითხულობ და მართლა ფანტასტიურია და უაღრესად კომფორტული.
გრეისი დავარქვი :)
LikeLike
გილოცავ მოლი…. მართლა ძალიან კარგი საჩუქარია, მეც მინდა შეძენა და ჯერ იმის გარკვევაში ვარ რომელი მინდა და რომელი ჯობია, მერე იმასაც გავარკვევ საიდან უნდა გამოვიწერო და როგორ, ალბათ დამადგება საშველი.. :დ
LikeLike
გილოცაავ! სახელიც მშვენიერი შეგირჩევია. გრეისი ძალიან მომწონს! :)
LikeLike
მადლობა :) ერთი კვირაა მაქვს და უკვე ვხვდები, რომ იმაზე ასჯერ უკეთესია, ვიდრე ველოდი.
სახელი მართლა უხდება :)
LikeLike
[…] გარეშე შემიძლია, გითხრათ, რომ შინიდან “გრეისის” გარეშე არ გავსულვარ. კითხვას […]
LikeLike
[…] მეტ ხანს ჩანთით Kindle Mini-ს ვატარებდი და გრეისს თავი არ შეურცხვენია. არ უღალატია, […]
LikeLike
[…] თუ გახსოვთ, თაჩსქრინი მაფიქრებდა. გრეისის ღილაკებს მიჩვეულს, მეგონა, […]
LikeLike
[…] სრულიად უცნობებს გრეისზეც უკითხავთ და ბლექზეც, რა მოდელიაო და […]
LikeLike
[…] დროზე, ჯერ კიდევ გრეისის შეძენაზე რომ ვფიქრობდი, ქართული […]
LikeLike
[…] პირველი ქინდლი რომ მაჩუქეს, ვფიქრობდი, წიგნის […]
LikeLike