ეს იდუმალებით მოცული ადამიანი, როგორც ამბობენ, შვაბეთის ქალაქ კიტლინგენში დაიბადა…
იმასაც ამტკიცებენ, არანაირი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, არც მაგისტრის ხარისხი ჰქონია და ახალგაზრდობაში სოფლის მასწავლებლად მუშაობდაო…
ლევიტაციაში გარკვეული წარმატებები ჰქონდაო…
ქრისტეს სასწაულებს არაფრად აგდებდაო…
შავი მაგიის დიდი მცოდნე და მოყვარული ბრძანდებოდაო…
და ბოლოს, მისთვის სულის ამოსართმევად თავად სატანა მობრძანდაო…
არავინ იცის, ვინ იყო სინამდვილეში დოქტორი იოჰან ფაუსტი.
თუმცა, ამ ბურუსის მიუხედავად, მისი პიროვნება იმდენად დიდ ინტერესსა და მითქმა–მოთქმას იწვევდა, სხვადასხვა დროს ორმა გენიოსმა მიუჩინა ადგილი თავის შემოქმედებაში.
გოეთესეულ ფაუსტზე აქამდეც საკმარისი უთქვამთ და დაუწერიათ, მე კი ძალიან მინდა, სახელგანთქმული ფერმწერის ერთ ოფორტზე გიამბოთ, რომელიც დიდმა გერმანელმა პოეტმა თავისი ტრაგედიის პირველი გამოცემის გარეკანისათვის გამოიყენა.
რემბრანდტ ვან რეინის შავ–თეთრი ოფორტებისადმი ჩემი სიყვარული მოლი ბლუმის ბლოგის ძველ მკითხველებს კარგად მოეხსენებათ. ამიტომ, ალბათ, არ გაგიკვირდებათ, დღევანდელი პოსტის თემად კიდევ ერთ მათგანს რომ გთავაზობთ.
ლითონზე შესრულებულ ამ გრავიურაზე მხოლოდ დიდი ფლამანდიელისთვის დამახასიათებელი შუქ–ჩრდილები პირველი შეხედვისთანავე მოგტაცებთ თვალს. თუმცა წყვდიადისა და სინათლის ჭიდილი რემბრანდტის არც ერთ ქმნილებაზე არ ყოფილა ასეთი იდუმალი და შთამბეჭდავი; არც ერთი ტილო არ არის ისე დატვირთული ალქიმიური სიმბოლოებით, როგორც “ფაუსტი“.
თავსატეხების მოყვარული მკვლევარისთავის ეს ოფორტი ნამდვილი საუნჯეა და რა გასაკვირია, რომ მის გარშემო უამრავი ჰიპოთეზა და ვარაუდია გამოთქმული.
ფანჯრის ცენტრში მოთავსებული მანათობელი წრე ცნობილი ალქიმიური სიბოლოა – გალო – ოქროს სული… მის ცენტრში საყოველთაოდ ცნობილი აბრევიატურაა – INRI, რომელსაც ალქიმიკოსები ფრიად ორიგინალურად შიფრავენ – სამყარო ცეცხლის წყალობით მუდმივად განახლებადიაო, გვასწავლიან; გარეთა წრეზე მოთავსებული წარწერა კი დღემდე ამოუცნობ საიდუმლოდ რჩება…
ფანჯარა, როგორც ამბობენ, სამ სამყაროს შორის გავლებული ზღვარია და ერთმანეთისაგან ცას, დედამიწას და ქვესკნელს ჰყოფს… ბეჭედი სხივმოსილი დისკოს გვერდით – ფილოსოფიური ქვის აღმოჩენისა და ალქიმიკოსთა სანუკვარი მისიის წარმატებით დაგვირგვინების სიმბოლოა.
ყველაზე მეტ ინტერესს, ალბათ, მაინც ფაუსტის სახე იმსახურებს – უკვე ხანდაზმული მაგი, მეცნიერი და შარლატანი რემბრანდტის ოფორტზე ღვაწლმოსილი სწავლულივით გამოიყურება. მისი შეშფოთებული გამომეტყველება რაღაც უცნაური, დაძაბული მოლოდინით გვავსებს და ფორიაქი, რომელიც სახის ყოველ ნაკვთზეა აღბეჭდილი, ჩვენც გვეუფლება…
არავინ უწყის და დანამდვილებით ვეღარც ვერავინ გაიგებს, რა აშფოთებს მოხუცს, რომლის საეჭვო დიდებამ ბნელით მოცული შუა საუკუნეებიდან ჩვენამდე მოაღწია…
ვინ იცის, რომელიმე თავზეხელაღებული ექსპერიმენტის შედეგს ელის…
ან სარკმელთან მოფარფატე უცნაურ ჩრდილში მისი სულისთვის გამოცხადებულ დემონს ხედავს…
იქნებ გრძნობს, რომ ეს მისი უკანასკნელი წამებია და მალე იმქვეყნიური სამყაროს საიდუმლოებას ეზიარება…
ამ ოფორტის გარშემო ყველაფერზე შეიძლება იკამათო, გარდა ერთისა – ეს ჭეშმარიტი შედევრია.
და ჭეშმარიტი რემბრანდტი.
და ჭეშმარიტ შედევრებს გვაცნობ შენ!
LikeLike
ვცდილობ :)
LikeLike
me ar miyvars ofortebi :|
LikeLike
ისე ფლამანდიელებს ყველაზე ბევრი ”საიდუმლობები” აქვთ ფერწერაშჳ
LikeLike
თუ არჩევანზე მიდგა საქმე, აბსტრაქციები მირჩევნია, მაგრამ ერთის არჩევა არ მიწევს.
კი, ყველაზე ცნობილი – არნოლფინების წყვილია.
LikeLike
რაო, რაო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტიო? ისე მანდ რომ მეღირსოს სწავლა ამისათვის, სულო ცოდვილო …ისე მაგ დისკოს ქვეშ ხელები შევამჩნიე. თითქოს რაღაცაზე მუთითებს, ანიშნებს… თავად მეფისტოფელი ხომ არ ესტუმრა და მოვიდა შენი აღსარულიო ეუბნება :D
LikeLike
კი, ხელიც არის.
მეფისტოფელი, ან მისი რომელიმე ნათესავი.
ჰაიდელბერგზე არც მე ვიტყოდი უარს :)
LikeLike
ხო, განგებ აღარ დავასრულე აზრი…:D
LikeLike
ეჰ… ჰაიდელბერგი, ან პრაღა, ან ბოლონია. ოქსფორდზე, კემბრიჯზე და ჰარვარდზე არაფერს ვამბობ.
LikeLike
უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგში ჰარვარდმა ბოლო რვა წლის მონაცემებისგან გასნხვავებით,როდესაც ის ლიდერობას ინარჩუნებდა, პოზიციები დათმო.
კემბრიჯმა ოქსფორდს დაუთმო პირველობა.ლონდონში სამეფო კოლეჯი და უნივერსიტეტი ლიდერობენ-და მაინც ბრიტანეთს სწავლის მხრივ არცერთი ქვეყანა არ ჯობია მე რომ მკითხო.
LikeLike
სიტყვას მოჰყვა, თორემ რაც დავამთავრე, იმითაც ფრიად კმაყოფილი ვარ და ერთ ლონდონში ნასწავლ ტიპს ვიცნობ, ძარცვას და ყაჩაღობას რომ ვერ ანსხვავებს.
LikeLike
მაგას ქართული არ სცოდნია ;)
LikeLike
ქართული არაფერ შუაშია. სისხლის სამართალი არ იცის. ინგლისური განათლების მიუხედავად.
LikeLike
სპეციალობას გააჩნია :) ერთი პროფესიის სხვადასხვა სპეციალიზაცია სხვადასხვა დონეზეა ბევრგან :)
LikeLike
ნუ, იმ ტიპს ამაყად უწერია დღესაც სივიში, სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარო.
კონსტიტუციური სამართალი არ არის ჩემი სპეციალიზაცია, მაგრამ საპრეზიდენტო და საპარლამენტო რესპუბლიკებს ვარჩევ :)
LikeLike
ჯერ სათაურმა მომტაცა თვალი, მოუთმენლად ველოდი გვერდის ჩატვირთვას (დილაობით უჭირს ხოლმე), უდიდესი ინტერესით წავიკითხე.
საინტერესო და ინფორმატიული პოსტი იყო.
ძალიან საინტერესო გრავიურაა, თუმცა რემბრანდტის პორტრეტებს არაფერი მირჩევნია.
LikeLike
ჩემთვის – ავტოპორტრეტები. თუმცა, არჩევანის აუცილებლობა არ მაქვს. ან ეს, ან ის. ყველაფერს თავისი ეშხი აქვს.
LikeLike
სრულიად გეთანხმები, რა საჭიროა არჩევანის გაკეთება ან/და შედარება, ზღუდეებში მოქცევა.
LikeLike
აბსოლუტურად უსარგებლო და მავნე ჩვევაა და მართლა არ მესმის იმ ხალხის, ვინც ამას აკეთებს. პრინციპში, ყველას თავისი გემოვნება აქვს და არჩევანიც თავისუფალია. უბრალოდ, “პოპს (როკს, რეპს, ჯაზს, კლასიკას) პრინციპულად არ ვუსმენ, ქართულად (რუსულად, ინგლისურად, სომხურად) პრინციპულად არ ვკითხულობ, დეტექტივები (მელოდრამები, საბავშო წიგნები, ფანტასტიკა) პრინციპულად არ მაინტერესებს” – ეს ჩემი არ არის. საინტერესო რამ ყველგან მოიძებნება.
LikeLike
რემბრანდტის ოფორტები ყოველთვის მხიბლავდა, მაგრამ “ფაუსტის” შესახებ პირველად აქ შევიტყვე :) არ ვიცოდი, რემბრანდტს ალქიმიური სიმბოლიკა თუ იტაცებდა. მადლობა, მოლი :) მეტად შთამბეჭდავი ოფორტია და საინტერესო პოსტი.
LikeLike
რემბრანდტის ოფორტები მართლა შთამბეჭდავია. “ქრისტე ბრბოს წინაშეც” და რა თქმა უნდა, “ფაუსტიც”. ალქიმიური სიმბოლიკა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. მარილს უმატებს :)
LikeLike
სულ ცოტა ხნის წინ წავიკითხე, რომ რემბრანდტს შემოუტანია პრინციპული სიახლე ჯგუფურ პორტრეტებში – მისი პერსონაჟები არც პირდაპირ მნახველისკენ იყურებიან და არც თანაბრად არიან დაშორებულნი, თურმე. მკვლევარები ამბობენ, ასეთი “ფერწერული ქაოსით” თვალი ისვენებს და ყველაფერს გაცილებით უკეთ აღიქვამსო.
LikeLike
აი, ეს არ ვიცოდი. მადლობა, მერი :) შენ ფერწერის ექსპერტიც ყოფილხარ :)
LikeLike
მეც არ ვიცოდი :) ახლახანს გავიგე.
LikeLike
შენ რომ არა, მეც ვერ გავიგებდი :)
LikeLike
რა კარგად გაქვს ყველაფერი აღწერილი..ლაიქდ ლაიქდ ^_^
LikeLike
მეც მომწონს :თავმდაბალიმოლი:
სენქს ე ლოთ!
LikeLike
მოვრჩე მუშაობას, შემოვალ წავიკითხავ ეგრევე :)
LikeLike
Welcome! :)
LikeLike
როგორც მოსალოდნელი იყო, თემა – საინტერესო, გადმოცემა – კიდევ უფრო.
ოფორტების სხვა თვალით ყურება გოიას მერე დავიწყე. ახლა უკვე ძალიან მომწონს.
LikeLike
დანკე! ღრმად სასიამოვნოა, ამის მოსმენა.
ოფორტს თავისი ეშხი აქვს. ფერადი აბსტრაქცია სხვაა, პორტრეტები ან ოფორტი – სხვა. მითუმეტეს, ისეთი ოფორტი, რომელსაც საინტერესო ისტორია გააჩნია.
LikeLike
მოლი საინტერესო იყო და ასე დაწვრილებით ამ ნამუშევარზე არსად გვისუაბრია. ასე რომ, ველი სამომავლოდაც მსგავს პოსტებს დიდი ინტერესით.
LikeLike
ერთ კონკრეტულ სურათზე წერას ეს პლიუსი აქვს, როდე. შეგიძლია, მაქსიმალურად დაწვრილებით განიხილო. მითუმეტეს, თუ ასეთი ისტორიაა და სათქმელიც ბევრია…
LikeLike
მოლის რემბრანდტთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს – ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, პირველი პოსტი რომ დაწერა მის ოფორტებზე…
LikeLike
მერი უძველესი და უერთგულესი მკითხველია :) ყველა პოსტი ახსოვს :)
LikeLike
ეგ წრეზე მოთავსებული წარწერა ანაგრამააო ამბობენ.რა გემრიელი ენით დაწერილი პოსტია,კარგი იყო მოლი)
LikeLike
ანაგრამაა. კი. ოღონდ, გაუშიფრავი.
LikeLike
როგორც შენ იცი ხოლმე თქმა, ძალიან გემრიელად იკითხება, მოლი :))
LikeLike
მიხარია, ასე თუ თვლი, რუსა :)
LikeLike
კაი ხანია ვფიქრობ რა დაგიწერო. ვიფიქრე, ვიფიქრე და მოვიფიქრე, რომ ეს და დაგიწერო და დავეთანხმო სხვებს და აღვნიშნო, რომ კარგი პოსტია! საინტერესო და გემრიელად წასაკითხი!
LikeLike
მადლობა, ცოტნე :) გამახარე :)
LikeLike
პოსტის წაკითხვა დავამთავრე და და იცი რისი სურვილი გამიჩნდა?
მომინდა შენი დაწერილი წიგნი წამეკითხა ფენტეზის ჟანრში :დ
უცნაურია ხომ?
ყველა შენი პოსტი ძალიან გემრიელად იკითხება და ამაღლებულ შეგრძნებებს მიტოვებს.
LikeLike
ქართული ფენტეზის დედა და ამაღორძინებელი გვყავს ბლოგზეც და მაგნუმშიც – ნატო და ჩემი დაწერილი ფენტეზი რაღა საჭიროა :)
მე პოსტებზეც თანახმა ვარ :)
LikeLike
მე კი არ მიყვარს რემბრანტი, მაგრამ პოსტით მოვიხიბლე. რა ვქნა, აი გემრიელად იცი შეტყუება :) . ისე შემომეკითხა, ვერც გავიგე
LikeLike
საუკეთესო კომპლიმენტია ნებისმიერი ბლოგერისთვის – დანკე!
ხელოვნებაში აბსოლუტური ღირებულებები არ არსებობს. მარტო სახელის გამო გიყვარდეს, ეს გემოვნება კი არა, უგემოვნობაა. მე, მაგალითად, ფიროსმანი არ მიყვარს…
LikeLike
აჰა, გუშინ წავიკითხე და დღეს ერთხელაც :)
ნუ, ამ სფეროში გარკვევა არაა საჭირო იმისთვის, რომ პოსტი წაიკითხო და მოგეწონოს :)
LikeLike
მეც დილეტანტი ვარ, თამარა :) მხოლოდ მნახველის იმპრესიებზე ვწერ.
LikeLike
პირველად ვხედავ ამ ოფორტს… მართლაც საინტერესოა
მიყვარს როცა ამდენი ამოუცნობი სიმბოლოა სურათზე ან რაიმე ნაშრომზე. გაცილებით მიმზიდველი და საინტერესო ხდება
LikeLike
მეც მიყვარს ასეთი დაშიფრული ტილოები. ეს ოფორტი მთლად არნოლფინების წყვილი ვერ არის, მაგრამ ბევრად არ ჩამოუვარდება.
LikeLike