გიყვართ თავგადასავლები და უჩვეულო ამბები? მაშინ ჯეოპარდის ეს ტური სწორედ თქვენთვისაა – იმდენ ფათერაკს და ავანტიურას სხვაგან ვერსად გადაეყრებით, რამდენსაც რობერტ ლუის სტივენსონის სახელგანთქმულ რომანში “განძის კუნძული“. მოდით, ერთად გავიხსენოთ ბავშვობა მოლი ბლუმის ბლოგზე
Good luck!
1. ასე ერქვა ჯიმ ჰოკინზის მშობლების ფუნდუკს;
2. ერთი ცნობილი სიმღერის მიხედვით, ამდენი კაცი შერჩა მკვდრის სკივრს;
3. ეს მეკობრე ეწვია პირველად ფუნდუკში დასახლებულ ბილი ბოუნზს;
4. ამ ტიტულს ატარებდა ენაგრძელი ბაქია ჯონ ტრელონი;
5. ასეთი საშინელი აღსასრული ხვდა წილად უსინათლო პიუს;
6. ინგლისის ამ ქალაქიდან დაიწყო განძის მაძიებელთა საზღვაო ექსპედიცია;
7. ასე ერქვა მოგზაურთა ორანძიან და ორასტონიან ხომალდს;
8. ამ უცნაური მეტსახელით მოიხსენიებდნენ მეზღვაურები ჯონ სილვერს;
9. სწორედ მას ეკუთვნის ქრესტომათიული ფრაზა– “მკვდრები არ იკბინებიან!”
10. ასეთი პირქუში სახელი ერქვა კუნძულს, სადაც კაპიტან ფლინტის განძი იყო დამარხული;
11. “ის კაპიტან ინგლანდთან ცურავდა, ყოფილა მადაგასკარზე და მალაბარში, სურინამსა და პროვიდენსაზე, პორტობელოშიც კი. ჩაძირული გემებიდან განძის ამოღებასაც შესწრებია… ესწრებოდა “ინდოეთის მეფის ნაცვალზე” თავდასხმას გოას გაწვრივ… ” – ჯონ სილვერს მხედველობაში ჰყავდა…
12. ასეთი “პრაქტიკული დანიშნულება” მოუძებნა კაპიტანმა ფლინტმა მეკობრე ალარდაისის ჩონჩხს;
13. ეს “ადამიანური” საკვები ენატრებოდა უკაცრიელ კუნძულზე გარესამყაროს მოწყვეტილ ბენ განს;
14. ჯონ სილვერისთვის გადაცემული “შავი ნიშანი” ამ წიგნიდან ამოხეული ფურცლისგან იყო დამზადებული;
15. ტომ მორგანის მტკიცებით, სწორედ ეს გახლდათ კაპიტან ფლინტის უკანასკნელი სიტყვები.
როგორ არ მიყვარს ეს ნაწარმოები :შ მახსოვს რაღაცები, მაგრამ უფრო მეტი-არა და ამიტომ აზრი არ აქვს დაწერას :)
LikeLike
რა დაგიშავა?
LikeLike
რა უნდა დაეშავებინა, უბრალოდ არ მომეწონა. დადებითი არაფერი მოდიოდა ამ წიგნიდან, ან მე ვერ დავინახე, არ ვიცი.
LikeLike
ეგ არაფერი :) ისე, პრატჩეტიც არ მოგწონს?
LikeLike
რომ გითხრა ძალიან მომწონს-თქო მოვიტყუები :) თუმცა სტივენსონს მირჩევნია :)
LikeLike
ვაუ :) ტერი? რომელი უფრო, პირველი თუ მეორე? თუ სხვებიც გაქვს წაკითხული რუსულად ან ინგლისურად?
LikeLike
ჰო აბა სხვა რამე მკითხე? :) “ფანტასტიური ნათება” მაქვს ადრე წაკითხული, ქართულად :)
LikeLike
ჰო, ეგ გკითხე მეც. ბევრს არ აქვს წაკითხული. თან, რამდენიმე თვის გამოსულია. შეიძლება ითქვას, სულ ახალი თარგმანია.
LikeLike
არა მოლ რა ახალი, ჩემი სკოლის ბიბლიოთეკაში იყო მახსოვს ო_ო
LikeLike
2011 წელს არის თარგმნილი და საავტორო უფლებები ილიაუნის ეკუთვნის. მანამდეც თარგმნეს? თუ რუსულად წაიკითხე ან ინგლისურად?
LikeLike
15 კითხვა ბიძინა ივანიშვილს
LikeLike
რას ამბობ, ისეთმა ხალხმა აიტაცა შენი კითხვა და ისეთი პოსტები დაიწერა, მე ხმას ამოვიღებ? თან, ბლოგზე, აქამდე, ბ, ძ და ნ ერთად არ დამიწერია და რაღა ახლა წავიწყმედ სულს?!
LikeLike
როდემ და უკოზმა… :)
თეგ თამაში გამოვიდა რა
ისე მაგარი იქნებოდა რომ ამდგარიყო ვინმე და ბილი ბოუნზის სტუმარს რა ერქვაო რო ეკითხათ :) ტრიპოლსკის სახე მაინტერესებს.
LikeLike
გლამთაიამაც.
ტრიპოლსკის რა გითხრა და ლეიბორისტები იჭრებიან ზოგად განათლებაში. მანდ ტესტია, ძალიან ყანა უნდა იყო, რომ მიგიღონ. სამი წიგნი უნდა გქონდეს წაკითხული, აქედან, ორი – გასაფერადებელი.
LikeLike
რას ნიშნავს ორი გასაფერადებელი? დავიბენი.
LikeLike
სამი წიგნიდან ორი გასაფერადებელი უნდა იყოს. თუ მეტი აქვს წაკითხული, ლეიბორისტებში არ იღებენ.
LikeLike
ანუ ხატვის ნიჭი უნდა გქონდეს, მასშტაბის აღქმა და სივრცითი აზროვნება.
LikeLike
კარგი, უფრო მარტივად ვიტყვი – გაუნათლებელი უწიგნური უნდა იყო, თაია, სხვანაირად, ლეიბორისტურ პარტიაში კარიერას ვერ გაიკეთებ.
LikeLike
ანუ მოლი ბლუმს ლეიბორისტულ პარტიაში შესვლის შანსი არა აქვს :))))
LikeLike
ფუი, ეშმაკს!
LikeLike
ხეს თუ ნახავთ, მიაკაკუნეთ ვინმემ :)
LikeLike
ეგ ხომ ისაა წითელი ვარსკვლავი რომ ეჯახება დედამიწას და ცოტა დაბნეული ჯადოქარი რომ ცდილობს ყველაფრის შეჩერებას მეგობართან ერთად და მერე ის რომ სახლში დაბრუნდება? იმ მეგობარს ცოტა უცნაური სახელი აქვს, დამავიწყდა :/
აშკარად წაკითხული ან ნასწავლი მაქვს ინგლისურში მაინც :დ
LikeLike
კი, ეგ არის. ორიგინალში წაგიკითხავს :) ბოლო პოსტი პრატჩეტზე მქონდა.
LikeLike
ხო ახლა ვკითხულობ და გამახსენდა :დ ორყვავილა :დ
LikeLike
ძიახ :)
LikeLike
მერამდენე ჯეოპარდს გამოვეთიშე? არ მაქვს წაკითხული :(((((((((((((
LikeLike
ეგ არაფერი.
LikeLike
1. ადმირალი ბენბოუ;
2. 15;
3. შავი ძაღლი;
4._;
5. ცხენმა გადათელა;
6. _
7. ისპანიოლა”;
8. შემწვარი მოზვერი;
9. ბილი ბოუნზს;
10. ჩონჩხის კუნძული;
11. _;
12. კომპასად გამოიყენა;
13. ყველი;
14. ბიბლია;
15. ,,დარბი მ’ გროუ, დარბი მ’ გროუ, დარბი მ’ გროუ, რომი მომიტა, დარბი!”.
LikeLike
ვაა კაპიტან ფლინტი მახსოვს მაგრამ წიგნი საერთოდ არ მახსოვს(( სკლეროზი დამეწყო))
LikeLike
თავი მაქვს გახეთქვაზე! დღეს უნდა გამოვტოვო! :(
LikeLike
გამარჯობა მოლი, როგორც იქნა შენს ბლოგზე დავბრუნდი. თემა უნიკალური იყო, მაგრამ ყველა შენი ჯეოპარდი ერთნაირად მომწონს. ახლა ტოლკინის ბეჭდების მბრძანებელს ვკითხულობ. განძთა კუნძული ცოტა ხნის წინ წავიკითხე დამგონი, კარგად მახსოვდა
1. ადმირალი ბემბოუ
2. თხუთმეტი
3. შავიძაღლი
4. სკვაიერი
5. ცხენმა ჩაწიხლა
6. ბრისტოლი
7. ისპანიოლა
8. შემწვარი მოზვერი
9. ჰენდსი
10. ბენ გაანი
11. სილვერის თუთიყუში სახელად ფლინტი
12. კომპასი
13. ყველი
14. ბიბლია
15. რომი მომიტა დარბი
შემოგივლი ხოლმე. კარგად, მოლი!
LikeLike
moli pasuxebi mogivida?
LikeLike
კი, ლუკა. მოსულია :)
LikeLike
რა კარგია მოლი რომ დღეს საბავშვო პოსტი იყო მოწყენილობა სულ გამიფანტა
LikeLike
რობერტ ლუის სტივენსონს კარგად უმუშავია.შენც მოლი ორივეს დიდი მადლობა. ბრავო რობერტ ლუის სტივენსონს და შენ მოლი კარგად ვიმხიარულე. ჩათში გნახავ ხოლმე.პერიოდულად შემოვივლი აბა კარგად
LikeLike
:) სტივენსონთან მე რა სახსენებელი ვარ, ლუკა :)
მადლობა, რომ მოიცალე, მესტუმრე და ითამაშე :) შემოიარე ხოლმე!
LikeLike
სალამი! ეს წიგნი წაკითხული არ მაქვს, არ ჩამვარდნია ხელში, ამიტომაც მაპატიეთ…. თანაც, ჩემი ტვინი ოდნავ განძრევასაც კი აპროტესტებს ახლა :)
ისე, მკვდრის სკივრზე სიმღერას პეპი არ მღეროდა? ერთი პასუხი ვიცი, ე.ი. :)
LikeLike
ერთიც საქმეა… თან შენ შემოიხედე მაინც.
LikeLike
სწორი პასუხები:
1. “ადმირალი ბენბოუ”;
2. 15;
3. “შავი ძაღლი”;
4. სკვაირი;
5. საბაჟოს მოხელის ცხენმა გადათელა;
6. ბრისტოლი;
7. “ისპანიოლა”;
8. “შემწვარი მოზვერი”;
9. ბილი ბოუნზი;;
10. “ჩონჩხის კუნძული”;
11. თუთიყუშ კაპიტან ფლინტს;
12. კომპასის ნაცვლად გამოიყენა;
13. ყველი;
14. ბიბლია;
15. “დარბი მ’ გროუ, დარბი მ’ გროუ, რომი მომიტა, დარბი”.
წინასწარი შედეგები:
luckiane – 13; მერი პოპინსი – 12.
ლუკას და მერის განსაკუთრებული მადლობა :)
LikeLike
საერთოდ არაფერი არ მახსოვს ამ წიგნიდან, ძალიან ადრე მაქვს წაკითხული (
LikeLike
მეც წიგნის დახმარება დამჭირდა რამდენიმე დეტალის დასაზუსტებლად.. ასეთი რაღაცები, თეო, ბავშვებს უფრო ახსოვთ…
LikeLike
გვიან ვნახე, გვიან ვნახე : (
ეჰ..
LikeLike
ცხრა ადგილას დავაშეარე და :(
LikeLike
ეს რა დამემართა. :(
ეხლა გამახსენდა მხოლოდ, რომ სამი დღის წინ “განძთა კუნძულზე” ჯეოპარდი უნდა მეთამაშა.. :(
LikeLike
არადა, შენი იდეა იყო…. :(
LikeLike