სანტიმენტალური არასოდეს ვყოფილვარ, არც პროფესია მაქვს ისეთი, გულჩვილობა უხდებოდეს, მაგრამ ამ ბოლო დროს ერთი უცნაური რამ შევნიშნე – საკმარისია სადმე ძველ ფილმს, სიმღერას ან წიგნს გადავაწყდე, სრულიად განსხვავებული, განსაკუთრებული შეგრძნება მიჩნდება – თითქოს ბავშვობაში ვბრუნდებოდე…
და რა გასაკვირია, რომ გულგრილად ვერ ვიხსენებ იმ ქალაქს, სადაც დავიბადე და რომელიც ჩემთვის დედამიწის ზურგზე ყველაზე საყვარელი და თბილი ადგილია. სადაც ტალღა სულ სხვანაირად ასკდება ნაპირს, სხვანაირი ნიჟარები ყრია და უამინდობისას სხვანაირი ღრუბელი წვება ცაზე… უკეთესი ან უარესი კი არა, უბრალოდ, სხვანაირი…
იქაურობა ყოველ ჩასვლაზე სულ უფრო გალამაზებული მხვდება. ძალიანაც მომწონს, განა არა… თუმცა, მე მაინც ის ძველი და უპრეტენზიო ქალაქი მახსოვს და მიყვარს, ოცდაერთი წლის წინ, “ბათუმი-თბილისის” მატარებელის კუპეში, ფანჯარაზე ცხვირმიჭყლეტილმა რომ დავტოვე.
მახსოვს ჩემი პატარა სახლი, ზედ ბულვარის პირას. ბულვარიც მახსოვს, ატრაქციონებით, კოლონადებით, კაფე “ნეპტუნით” და ბამბუკის ტევრით. პლაჟთან ახლოს ორი სანაყინე იყო – ზაფხულობით ყოველდღე ვიჯექი ხან ერთში, ხან მეორეში და თუნუქის უსაყვარლესი ფიალებით ას გრამ ნაყინს მაჭმევდნენ – შენთვის მეტი არ შეიძლებაო. ჰოდა, ერთ დღესაც ასორმოცდაათი გრამი რომ შეუკვეთეს, მივხვდი – უკვე დიდი ვიყავი.
ვერაფერი დამავიწყებს “ინტურისტის” “ექსპრესის” აჭარული ხაჭაპურის, აღმოსავლური კაფეს ფახლავას და ნინოშვილის ქუჩით აუზისკენ მიმავალ გზაზე დალეული რძის კოქტეილის გემოს. მას შემდეგ სად არ ვყოფილვარ და რა სასუსნავი არ გამისინჯავს, მაგრამ ის სხვა იყო… სულ სხვა ეშხი ჰქონდა.
ჩემი მეექვსე სკოლაც ტკბილად მაგონდება, პირველი მუსიკალურიც და საჭადრაკო კლუბიც – ძველი – ლუქსემბურგის ქუჩაზე და ახალი – პიონერთა პარკში. მუსიკალურთან, პატარა მაღაზიაში, ჯიბეში ჩარჩენილი ხურდა ფულით წიგნებს ვყიდულობდი და შინისკენ მივაცუხცუხებდი – წაკითხვა მეჩქარებოდა. პიონერთა პარკის სიცილის ოთახი, ნავებიანი ტბა, ზამთრობით საცოდავად აბუზული ვარხვი და კაფე “ცეროდენას” უგემრიელესი კაკაოც მახსოვს.
თეატრთან ახლოს, საყმაწვილო ბიბლიოთეკა იყო, სადაც თავიდან ცოტა ეჭვის თვალით მიყურებდნენ – ერთი თავმოყვარე წიგნის ზომის ბავშვი ამდენს და ასე სწრაფად როგორ კითხულობსო… თუმცა მერე ისე გავშინაურდი, თვითონვე მირეკავდნენ – სიახლეები გვაქვს და შემოგვიარეო.
თოჯინების თეატრიც მახსოვს, კინო “თბილისიც” და საბავშვო “პიონერიც”, არდადეგების დაწყებისთანავე სპეციალურ აფიშას რომ გამოაკრავდნენ ხოლმე – საგანგებოდ შერჩეულ პროგრამას საგულდაგულოდ ვინიშნავდი და ყველა ფილმის ნახვას ვახერხებდი. მერე ხან რომელი გმირი ვიყავი გულის სიღრმეში და ხან რომელი.
ერთ ციცქნა ბათუმს ტრანსპორტი დიდად არც ახლა სჭირდება და მაშინ მითუმეტეს, მაგრამ ავტობუსებით სეირნობა მაინც მიყვარდა. მარშრუტებიც კი არ დამვიწყებია – პირველი ნომერი მწვანე კონცხამდე მიდიოდა, თორმეტი – ჯავახიშვილის ქუჩამდე.
დელფინარიუმი როგორ არ ვახსენო… მე და ჩემს მეგობარს ნაცნობი დელფინიც კი გვყავდა. გაკვეთილების შემდეგ ვსტუმრობდით, ილუმინატორს ათკაპიკიანს მივუკაკუნებდით, ისიც მაშინვე მოცურდებოდა და შუშაზე ცხვირს მოაბჯენდა – რა კარგია, რომ მოხვედითო.
მომავლის განჭვრეტა ღრმად უპერსპექტივო საქმეა, არავინ იცის, ხვალ რა მოხდება, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად შემიძლია, ვთქვა – თუ მშვიდად დაბერება მეღირსა, ბათუმში, სადმე, ბულვართან ახლოს, სახლს ვიყიდი და ჩემი ბავშვობის ქალაქში დავბრუნდები. საღამოობით, პენსიონერებთან ჭადრაკის თამაშით თუ არ ვიქნები გართული, ზღვის პირას ვიჯდები და იოდით გაჯერებულ ჰაერს ვისუნთქებ, დილაობით რომელიმე კაფეში მოვკალათდები, გვერდით ყავის ცხელ–ცხელ ფინჯანს და კრუასანს მოვიდგამ, ლეპტოპს გავხსნი და იქიდან შეგეხმიანებით ხოლმე.
ბათუმის ნახვა მინდა რამდენი ხანია და ვერაფრით ამიხდენია ეგ სურვილი, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ კი უფრო მომინდა :(
LikeLike
ეს ძველი ბათუმია, ნათია :)
LikeLike
ჰო, ვიცი, მაგრამ ძველია თუ ახალი, მაინც მინდა…
LikeLike
მინდა ვნახო :)
LikeLike
ერთხელაც ჩადი… დამიჯერე, არ ინანებ.
LikeLike
მოლი <3 ბავშვობა მოგენატრა !
LikeLike
ბავშვობაც და ჩემი ქალაქიც. თან ორივე უკვე ღრმა წარსულია. ასე თუ გავიხსენებ.
LikeLike
თბილისის გარდა თუ სადმე ვიცხოვრებდი, ბათუმში. მიყვარს, მაგრამ სულ ვიკარგები :) . ისე, მე სულ ვამტკიცებ, რომ ბათუმში რაღაც ისეთი აურაა, იქ არ შეიძლება ცუდი ადამიანი დაიბადოს-მეთქი, ყოველშემთხვევაში, ვისაც მე ვიცნობ, ყველა კეთილი, ღიმილიანი და თბილია… აი, შენც იმათგანი ყოფილხარ, ჩემო მოლი. ახლა კიდე უფრო მეტად დაგაფასე.
LikeLike
ერთ ციცქნა ქალაქში როგორ იკარგები, კატერინა? :) აურა ნამდვილად არის :) მადლობა :)
LikeLike
აი მეც სულ ეგ მიკვირს :დდდდდ. ის კი არა ერთხელ ზღვას ავცდი :დდდდ ჩემი მიგნება-ორიენტაცია საღადაო თემაა ყოველთვის :).
კი არის აურა, რომ ჩავდივარ, ვკეთილდები.
LikeLike
აუჰ :)
რომ ჩავდივარ, ვკეთილდები – საუკეთესო დახასიათებაა ქალაქისთვის :)
LikeLike
ერთი ამოსუნთქვით და თვალის დაუხამხამებლად წავიკითხე…ასე მეგონა მეც გამოვიარე ეს ყველაფერი…ღმერთოო რა კარგიიაა :))) ბათუმი <3
LikeLike
მეც მიყვარს და კი ეტყობა პოსტს :)
მიხარია, რომ მოგეწონა :)
LikeLike
მოლი :):) რა თბილი და ნოსტალგიური პოსტია
რაც არ უნდა უცნაური იყოს ბათუმი ჩემთვისაც ყველაზე საყვარელი ქალაქია, იმის მიუხედავად რომ ჩემი მშობლიური ქალაქი არ არის. მაინც ყველაზე მეტად მიყვარს. სიბერეზე არ მიფიქრია, მაგრამ თუ დავბერდები (თუ ახალგაზრდა არ მოვკვდები) აუცილებლად ვიცხოვრებ ბათუმში და ფინჯან ყავაზეც იმედი მაქვს დამეწვევი
LikeLike
ბათუმი ჩემია და მასპინძელიც მე ვარ. ყავაზე აქეთ დაგპატიჟებ :)
ჰექსემ თქვა ერთხელ – ქალაქი, სადაც ერთი მაწანწალა ძაღლიც არ მინახავსო. ბათუმი ისეთია, სტუმრებსაც აყვარებს თავს.
LikeLike
ძაღლების წინააღმდეგი მე სულაც არ ვარ, მთავარი სიმშვიდეა, რასაც ბათუმში ყოველთვის ვგრძნობ. მაშინაც კი, როცა დატვირთული გრაფიკი მაქვს. აუცილებლად დაგეწვევი ბათუმში ფინჯან ყავაზე ბევრი წლის შემდეგ :)
LikeLike
ძაღლები (და ცხოველები) იმდენად მიყვარს, გული მეწურება, უსახლკაროდ რომ ვხედავ. აი, ამის წინააღმდეგი ნამდვილად ვარ.
შენ ნაღებით არ გიყვარს, მახსოვს. შენთვის ნამდვილ ბათუმურ, ქვიშაზე მოდუღებულ შავ ყავას შევუკვეთავ.
LikeLike
შენს დაბერებას თუ ელოდა, დარჩენილა ყავის გარეშე :)
LikeLike
ასეთი ახალგაზრდაც არ ვარ, მილორდ :)
LikeLike
ფსიქეს დაბერებაზე ვამბობ :) რომ დავბერდები, ყავაზე დაგპატიჟებო გეუბნება. :)
ჰოდა, შენ რომ ყავაზე დაგპატიჟებს, მოდით მერე ჩემ საფლავზე და ერთი ჭიქა კაპუჩინო დამასხით :)
LikeLike
ჰო :( ფსიქეს დაბერება ჯერ ადრეა. ისე, ფსიქე, ოთხმოცი წლისაც ბავშვი იქნება. ვესტვუდივით. ეს დიდი ნიჭია, სხვათა შორის. ყველა ვერ ახერხებს.
LikeLike
რა კარგი პოსტია, ძალიან კარგი პოსტია :)
LikeLike
ქალაქია ძალიან კარგი და იმიტომ :)
LikeLike
მოლიიიი….. არ ვიცი რა ვთქვა…… მართლა არ ვიცი… გულით ნაწერი გულით იკითხებაო და გულმა წაიკითხა, მაგრამ ენას არ შეუძლია გამოთქვას ემოცია.. ალბათ იმიტომ , რომ ბათუმი ჩემიცაა….
რა კარგად აღწერე ყველაფერი.. ახლა მართლაც სახეშეცვლილია, ყოველდღიურად დავდივარ ბათუმის ქუჩებში და ყოველდღიურად, თვალსა და ხელს შუა იცვლის სახეს… და წარმომიდგენია 21 წლის წინანდელი ბათუმი რა სხვანაირი იქნებოდა.. არ ვიცი, 21 წლის წინ არც კი ვიყავი :)
მართლაც..ჩვენს ქალაქში ტალღაც სხვანაირად ასკდება ნაპირს… ღრუბლებიც სხვაა, შხაპუნა წვიმაც… ძველი ბათუმის პატარ–პატარა ქუჩები, რომელიც ახლა ძალიან გალამაზდა.. მართლა ულამაზესია და ძალიან მიყვარს…
LikeLike
ვიცი, რომ შენიცაა :) რამდენიმე ბათუმელი ბლოგერი მსტუმრობს და ყველაზე მეტად სწორედ თქვენს კომენტარს და იმპრესიებს ველოდები.
ისე ხშირად ვერ ჩამოვდივარ :( თუ მაინც ჩამოვედი, ვმუშაობ და იმდენს ვერ ვიცლი, რამდენიც მინდა. არადა, ძალიან მაკლია და მენატრება :(
LikeLike
წარმომიდგენია… :(
ერთხელ გამოიპარე მაშინ :) სამუშაოს მოწყდი რამდენიმე დღით, დაისვენე… :) ბათუმის ქუჩებშიც თავისუფლად ისეირნებ.. სანაპიროზეც.. კაფეშიც ჩამოჯდები და კრუასანს და ყავას შეექცევი… :)
LikeLike
ვიპარები კიდეც. სეირნობასაც ვახერხებ. დილით ვდგები ხოლმე. რვაზე. და დავბოდიალობ. ვიცლი რაღაცებისთვის. მაგრამ მაინც საათს ვუყურებ და მაინც არ მყოფნის :(
ზამთარში მინდა ჩამოსვლა. ასეთ დროს განსაკუთრებით მიყვარს. მშვიდია და არავინ აწუხებს. არ უხდება ბათუმს ხმაური და გნიასი.
LikeLike
დილით მართლა კარგია .. სულ სიმშვიდეა და სისუფთავე ამ დროს:)
ზამთარში კი ბათუმი მართლაც ყველაზე მშვიდია! <3
LikeLike
ერთადერთი ქალაქია, სადაც ისე ღრმად, მშვიდად და უსიზმროდ მძინავს, რომ დილის შვიდ საათზე ფეხზე ვარ. ჰაერია სხვანაირი. ან ჩვენთვის არის სხვანაირი.
LikeLike
მართლაც, შეიძლება ჩვენთვისაა სხვანაირი :) მაგრამ კომენტარებს გადავავლე თვალი და…. განსაკუთრებით კატერინას კომენტარი მომეწონა. ბათუმში რომ ჩავდივარ, ვკეთილდებიო…. ესეიგი არაბათუმელებიც კი გრძნობენ ბათუმის მომნუსხველ ძალას :)
LikeLike
კატარინა, თაია, ნათია, ფსიქე… რა თქმა უნდა, გრძნობენ. ყველა ამას წერს. და კიდევ დაწერენ, აი, ნახე.
LikeLike
ვიცი, ბევრი დაწერს და მებედნიერება :) <3
LikeLike
აბა, მე მკითხე :)
LikeLike
გულზე ნაღველი შემომაწვა. :( მენატრება ბათუმი :((
LikeLike
მეც :( არადა, იქ მეგონე.
LikeLike
რაღაც ამეტირასავით (მე ამ ბოლო დროს ისეთი სენტიმენტები დამეწყო, მგონი გაზრდის ნაცვლად ვბერდები). შენი ბათუმი მომინდა და რატომღაც დეჟავიუს გრძნობა გამიჩნდა – ბოლო ჩასვლისას ბათუმი მეც მანქნის ფანჯარაზე ცხვირმიჭყლეტილმა დავტოვე :)
LikeLike
ხომ ვთქვი, ვბერდები მეთქი. ასეთი ნოსტალგიური სხვა არაფერი დამიწერია :)
აი, შენ რომ შენი ქალაქი მოგენატრება, ისე მენატრება მე ბათუმი. არადა, თბილისში ბევრად მეტი ხანი ვარ.
LikeLike
ბათუმი <3 ერთადერთი ქალაქი, სადაც თბილისის გარეშე დიდხანს ვძლებ :)
LikeLike
ხომ ვთქვი :) სტუმრებსაც კი უყვართ.
ერთადერთი ქალაქი, სადაც არაფერი მაწუხებს, რაც არ უნდა ხდებოდეს და ბედნიერი ვარ.
LikeLike
ბოლო სიტყვებზე თუ მშვიდი სიბერე მეღირსაო-კარგი რა მოლი,კარგი რაა.მაგრამ ოცნებაცაა და ოცნებაც.მიუხედავად იმისა რომ ბათუმი ჩემთვის მასპინძელი ქალაქია მაინც მიყვარს,წლის ყველა სეზონზე ვარ მანდ ნამყოფი,ყოფილა ისეთი პერიოდი რომ ხმაურიანი და გადატვირთული გარემოსგან შორს,ბათუმში ჩავსულვარ 2-3 დღით.მე ეხლა ზღვა და ტალღების ხმაური მენატრება
პ.ს. არ გამოვა რომ არ ვთქვა,წელს ბათუმი ძალიან საშინელება იყო,ყველა ძველ თუნდაც შარშანდელ ბათუმს ნატრობდა დაიმედია მომავალ წელს მაინც არ გადაჭრელდება იქაურობა მეზობლებით.:არვარრასისტი:
LikeLike
რითი არ მოგწონს მშვიდი სიბერის ნატვრა? :)
პ.ს.. მე ბათუმი მშვიდი მიყვარს და ყველაზე მეტად ზუსტადაც რომ სიმშვიდე უხდება. არც ქობულეთია, არც კვარიათი და არც სარფი, მარტო საკურორტო ქალაქი იყოს. და რიარია გინდ ქართული ყოფილა, გინდ სომხური და გინდ ტაჯიკური – მაინც ნერვების მომშლელია.
LikeLike
ჰო რავი…
მეც არ მიყვარს ხმაური, თუმცა ჯერ ბებერი არ ვარ, მარა უკვე არ მიყვარს :)
თუმცა, აი ისეთი ახტაჯანა ბებრებისა კი მშურს, როგორიც ვივიენ ვესთვუდია. :) ეგეთ სიბერეშიც არის თავისი გემო. :)
LikeLike
მე სიმშვიდე მირჩევნია, ხმაურს ახლაც ვერ ვიტან და მერე – მითუმეტეს არ მომეწონება. ვესტვუდი სულ ასეთი ახტაჯანა იქნებოდა. ღრმა ბავშვობიდან.
LikeLike
დილით ვნახე რომ ახალი პოსტი გქონდა, სათაურსაც შევავლე თვალი და ვიფიქრე სამსახურში, რომ მივალ, კომპიუტერს რომ ჩავრთავ სამუშაოს დაწყებამდე წავიკითხავ მეთქი, ვიცოდი რომ შეუდარებელ განწყობას შემიქმნიდა და მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან თბილი პოსტია, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, მაგრამ ვცდილობდი არ მეჩქარა, ნელა, აუღელვებლად წამეკითხა რომ რაც შეიძლება დიდ ხანს მქონოდა განწყობა. ბათუმთან იმდენი ტკბილი მოგონება მაკავშირებს. მადლობა არაჩვეულებრივი დილის განწყობისთვის.
LikeLike
ზუსტადაც რომ ტკბილი მოგონებების “ბრალია” ამ პოსტის სითბო :) უფრო სწორად, იმის, რომ ბათუმი ამქვეყნად ყველა ქალაქზე მეტად მიყვარს.
მადლობა შენ, რომ მსტუმრობ და მკითხულობ, ფინიკი :) მიხარია, აქაურობა კარგ განწყობას რომ გიქმნის.
LikeLike
ნოსტალგიით სავსე,და როგორც ყოველთვის სასიამოვნო პოსტია <3
LikeLike
სენქს ე ლოთ!
LikeLike
როგორ მინდა ახლა ბათუმში… ოქტომბრის ბათუმთან განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს…
LikeLike
მეც, მერი :) ზუსტად ოქტომბერთან :)
LikeLike
დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთანაა.
თან წვიმიანია, ალენის პარიზივით :)
მამაჩემი ასწავლიდა ბათუმში. მაშინ რაღაც გასვლითი სესიები იყო თუ რა არ ვიცი, მაგრამ თბილისიდან მიდიოდნენ პერიოდულად და იქ ატარებდნენ ლექციებს. თან ზაფხულში :)
ჰოდა დელფინარიუმში დავყავდი ხოლმე და კიდევ ერთი ერბაელი ბებო იყო და პედროს და დონალდოს ყიდდა. კიდევ შმოტკებს – მარა მე პედრო და დონალდო უფრო მაინტერესებდა მაშინ :)
თუმცა პირველი ლევისებიც იქ მიყიდეს. :)
LikeLike
წვიმა ბათუმის საფირმო ნიშანია. და ბათუმის ბრალია ალბათ, თბილისური წვიმაც რომ მიყვარს.
პედრო ნაკლებად და დონალდოს ისტერიულად ვაგროვებდი. სერიებს. რა კარგი იყო… ერთიც აღარ შემრჩა :( ტურბო და სხვა რაღაცები უკვე მერე წამოვიდა, დონალდო მაინც სხვა იყო. ფერადი და სახალისო.
LikeLike
რა სიამოვნებით გავემგზავრებოდი ახლა ბათუმში… წავიღებდი ახალ წიგნებს, დავბინავდებოდი სასტუმროში და აღარ გამოვიდოდი კარგა ხანს. ოღონდ წვიმა უნდა იყოს.
LikeLike
დილის მოციონი აუცილებელია, მერი. რვაზე უნდა გამოხვიდე და ათამდე იხეტიალო, მერე უკვე შეიძლება ნომერში შეკეტვა. წიგნებთან ერთად. სადღაც ოთხისთვის “პრივეტ იზ ბატუმა”-ში გადახვალ, კიევურ კოტლეტს მისუსნი, ყავას დააყოლებ და ისევ წიგნებს დაუბრუნდები. თან, წვიმის შხაპუნს მოუსმენ.
ეჰ :(
LikeLike
არ ვარ ბათუმში ნამყოფი და მით უმეტეს, ძველს მხოლოდ შენი პოსტიდან თუ გავიგებდი როგორი იყო…
ჰოდა, გისურვებ მშვიდად დაბერებას, ყველას გისურვებთ – ვისაც როგორ სურს :)
LikeLike
ერთხელ მაინც ჩადი – მერწმუნე, არ ინანებ.
მადლობა :)
LikeLike
კი აუცილებლად! :))
რამე ფესტივალზე მოვხვდები მანდედ
LikeLike
როგორ მიყვარს ბათუმი ♥
LikeLike
შენც ჩვენიანი ყოფილხარ…
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე.
LikeLike
უიიჰ, მართლა, ეს ჩემი პირველი კომენტარი იყო =)) :*:* (ესც მეორე :დ)
LikeLike
ნამდვილად ასეა :) ველქამ! იმედია, აქაურობა მოგეწონება და აწი ხშირად მესტუმრები.
LikeLike
აუფ !!!!
LikeLike
:) ეს მოწონების ნიშანია?
LikeLike
ჰო აღფრთოვანების, ხმას რომ ვერ იღებ ანუ ))
როგორ მიყვარს ასეთი პოსტები არ იცი შენ
მშვიდი. ზღვის სურნელი დაჰკრავს და ბავშვობაში გაბრუნებს რაც მთავარია. ჩემი სისუსტეა ასეთი რაღაცები <3
ადრე ფსიქეს ჰქონდა რაღაც ნოსტალგიური პოსტი, ძალიან ბევრჯერ წავიკითხე!
აქაც!
მავსებენ!
ვაიმე რამდენი ვილაპარაკე ))
LikeLike
ფსიქეს პოსტი უმაგრესი იყო. ბავშვობიდან წერდა. ოღონდ, მართლა – ორი კვირა მოდელირებულ ბავშვობაში ცხოვრობდა, ძველ ფილმებს უყურებდა, ძველ წიგნებს კითხულობდა, კომპიუტერს არ ეკარებოდა და პოსტსაც ასე წერდა…
მიხარია, რომ მოგეწონა :)
LikeLike
ოჰო ყოჩაღ ფსიქეს <3
ნუ შენს პოსტზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ <3 <3
LikeLike
ფსიქე, როცა არ ეზარება, ფანტასტიურ პოსტებს წერს.
დანკე!
LikeLike
მოლი, როგორი თბილი და მელანქოლიიური პოსტია <3
ძველი ბათუმის ხილვა მომანდომა
LikeLike
ძველ ბათუმს აწი ასე თუ გავიხსენებთ, თორემ ისე სადღაა ან კინო თბილისი და პიონერი, ან ატრაქციონები და აღმოსავლური კაფე…
LikeLike
ალბათ შენთვის ბევრს უთქვამს და მეც უნდა გითხრა, რომ არაჩვეულებრივად წერ <3<3
^.^ ძალიან მენატრება ბათუმი და იქ გატარებული ბავშვობის წლები…
LikeLike
მადლობა :)
შენც ბათუმიდან ხარ?
LikeLike
გეთანხმები – არაჩვეულებრივად წერს :)
კარგია, საკუთრი ბლოგის გაკეთება რომ მოიფიქრა – დიდი სიამოვნება მომაკლდებოდა პირადად მე :)
LikeLike
და მე ვერ გავიგებდი, რომ ასეთი მკითხველები მყავს :)
LikeLike
აუ რა კარგი, თბილი და ემოციური პოსტია! რა მაგარია გიყვარდეს შენი მშობლიური ქალაქი ასე ძლიერ! გახსოვდეს მისი არათუ ადგილები, მოგონებით სავსე თბილი ჰაერიც! :) “ზღვის პირას ვიჯდები და იოდით გაჯერებულ ჰაერს ვისუნთქებ, დილაობით რომელიმე კაფეში მოვკალათდები, გვერდით ყავის ცხელ–ცხელ ფინჯანს და კრუასანს მოვიდგამ, ლეპტოპს გავხსნი და იქიდან შეგეხმიანებით ხოლმე.” – აგსრულებოდეს! ისე კი სხვანაირად არც კი წარმომედგენია!
LikeLike
იმედია, ამისრულდება, ცოტნე :) ძალიან ბევრი ხომ არ არის, ერთი უბრალო და უპრეტენზიო სურვილია.
LikeLike
კი, კი! აუცილებლად აგისრულდება! :) :) :)
LikeLike
მოლიკო, მართლა რას ჰქვია კარგი ბლოგი, კარგი პოსტი და საერთობად ზეობა რა არის..
15-მდე ბლოგზე ვიყავი ახლა შესული, არცერთ პოსტს ისეთი სიამოვნება არ მოუნიჭებია, როგორიც ამ პოსტს…
<3
LikeLike
აბა, მოგიცლია შენ ბლოგოსფეროსთვის :)
მიხარია, რომ მოგეწონა. პირად პოსტებს იშვიათად ვწერ ხოლმე. კარგია, რომ მკითხველი ასე იღებს.
LikeLike
ბათუმი. <3 ძველი ნამდვილად არ მახსოვს მოლი,მაგრამ აი ახალით კი ნამდვილად მოვიხიბლე. ^^
LikeLike
ახალი რომ ულამაზესია, ამას თქმა არ უნდა :) უბრალოდ, მე ძველი მიყვარს.
პ.ს. ამ პოსტს რაღაც სჭირს. ყველას მოსწონს, ყველა რაღაც კარგს ამბობს და გრავატარჩიკების დატოვება ავიწყდებათ. დათარსული პოსტია :(
LikeLike
რამდენჯერაც უნდა წავიკითხო მეთბილება : )
LikeLike
ბათუმის “ბრალია” გრაფინია :)
LikeLike
მოგაწვა ნოსტალგიამ მოლი? :))
არა ბათუმი მომწონს.. ვიწრო ქუჩებში მანქნით სიარული ცოტა ძნელია, მ აგრამ მე მანქანა არ მაყვს შესაბამისად ფეხითც კარგად დავდივარ.. აი ამ წელს რო ვიაყვი შარშნდელზე უკეთესია ნამდვილად..ბევრგან უკვე გააალამზეს ქალაქი და ემსგავსება მშვენიერ საკურორტო ზონას (სვეცკობები), მაგრამ აი შიდა გუჩებში უბრალოდ კაფე ვერ ვიპოვე… არ ვიცი ცუდად ვეძებდი თუ რა ხდებოდა, მაგრამ ცენტრში ბულვართან შიდა ქუჩებში უბრალო სახაჭაპურე ვერ ვნახე… და ეგ გამიტყდა :(
ყოველ წელს ქობულეთში ვისვენებ, ვინაიდან დასვნებისას უფრო სიმშვიდე მინდა, მაგრამ ბათუმში ყოველთვის ჩავდივარ ^_^
LikeLike
ქობულეთი ბათუმზე მშვიდია? როგორ ჩამოვრჩი ცხოვრებას… მე პირიქით მეგონა :)
ბათუმის ეშხი ვიწრო ქუჩებში და ფეხით სიარულშია, ჯეს :) შიდა კაფეებზე ვერაფერს გეტყვი, მე “პრივეტ იზ ბატუმას” ვსტუმრობ ხოლმე სავალდებულო წესით და რომელიმე სახაჭაპურეს ცენტრისკენ…
ჰო, ღრმად ნოსტალგიურ განწყობაზე ვიყავი და აი, შედეგიც :)
LikeLike
“პრივეტ იზ ბატუმაში” ფანტასტიური კიევური კატლეტი აქვთ :)
LikeLike
ცხარე :) პილპილით სავსე და უგემრიელესი.
LikeLike
ზუსტად :) და “ლაგუნაში” აქვთ უგემრიელესი აჭარული. გიგანტური!
LikeLike
გიგანტური აჭარული მინდა :(
LikeLike
batumshi arasodes vyofilvar
LikeLike
zgvac ar minaxavs araasodes, marto televizorshi(: ai, awaruli ki tbilisshic gemrielia
LikeLike
ბათუმურ აჭარულს სხვა გემო აქვს, ლუკა. დამიჯერე :) აი, ჩახვალ მანდ და თავად დარწმუნდები :)
LikeLike
აი, მეც არასდროს ვყოფილვარ ბათუმში და დიდი იმედი მაქვს, რომ ქობულეთზე ბევრად უკეთესია იქ ზღვა.
LikeLike
მმ.. როგორ მშურს შენი,
მშურს, რადგან მე ასეთ ჩვეულებრივ ქალაქში, თბილისში დავიბადე და ბავშვობაც თბილისურად ჩვეულებრივი მქონდა : )
LikeLike
თბილისი არ არის ჩვეულებრივი :) თბილისი ფანტასტიური ქალაქია. უბრალოდ, მე ბათუმი მიყვარს.
ქობულეთზე ბევრად უკეთესია ზღვაც, ცაც, ჰაერიც, ქუჩებიც, ბულვარიც და საერთოდ ყველაფერი :)
LikeLike
ისე, ჩემს ბავშვობაში ქობულეთი უფრო სუფთა ზღვად ითვლებოდა. :) ბათუმში გემები და რამე-რუმეების გამო არ იყო მაინცადამაინც კაი პონტი მაგ მხრივ.
როგორც ქალაქი – ბათუმი რომ ჯობდა და ჯობს ეგ კი.
LikeLike
ჩემს ბავშვობაშიც ასე იყო. ზღვა დაბინძურებულიაო და ერთი პერიოდი აუზზე დავდიოდი.
ქობულეთი მხოლოდ კურორტია. ბათუმი – არა. საკურორტო ქალაქის ამპლუას მანდ ყველაზე ნაკლებად აღვიქვამ.
LikeLike
შენ გასაგებია რომ ვერ აღიქვამ.
მარა ჩემთვის ხოა კურორტი :)
LikeLike
თავისთავად. კურორტიც არის, რა თქმა უნდა. ოღონდ, მხოლოდ კურორტი არა. ანუ, ბათუმი სტუმრებისთვისაც მხოლოდ კურორტი არ არის.
აი, ქობულეთი, მაგალითად – მანდ მთავარი საკურორტო სეზონია. ბათუმს თავისი ცხოვრებაც აქვს. მხოლოდ სეზონზე არ არის ორიენტირებული. ყოველი შემთხვევისათვის, ჩემს დროს ასე იყო.
LikeLike
მოლი, გადარბენებზე ვიყავი და ამ პოსტს ვინახავდი გემრიელად წაკითხვისთვის :-)
ჩემი ბათუმი ^_^
პიონერთა პარკი მეც მახსოვს და მარშუტკის ნომრები ამ ზაფხულამდე ზუსტად იგივე იყო, რაც შენ თქვი, მერე მგონი შეცვალეს რაღაც :-)
ბიბლიოთეკის ამბავი ნაცნობია, ოღონდ მე მაგ დროს სოფელში ვიყავი და იმ რაიონის ბიბლიოთეკარი მიყურებდა თავიდან ამრეზით, მერე უკვე თვითონ მეპატიჟებოდა :-)
შენი მომავალი მომწონს უკვე ^_^ მაგ დროს არც შენ და არც მე ვიქნებით ალბათ ანონიმები და ერთად დავსკუპდეთ პლიაჟზე ^_^ აბა ჭადრაკის არაფერი გამეგება და… :-D
LikeLike
პირველი და თორმეტი სამარშრუტო ტაქსების ნომრები არ ყოფილა, გვირილა. ავტობუსებია. ჩემს დროს ავტობუსები და ტროლეიბუსები დადიოდნენ.
არა მგონია, ანონიმურობას ოდესმე შეველიო… ასე ბევრად კომფორტულია და პრინციპში, ვერც განსაჯაროების აუცილებლობას ვხედავ.
გადარბენები ჩვენი ტკივილია… და საერთოდ, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ბლოგოსფეროში ყველაზე უსაქმური ადამიანი მე ვარ. არადა, სხვა ყველაფერს რომ გავეშვათ, ვმუშაობ, ეს ოხერი.
LikeLike
მეც ვმუშაობ, მოლი, ტან საკმაოდ მძიმე რეჟიმში, მაგრამ საყვარელ ბლოგებზე სტუმრობისთვის დროს ყოველთვის ვნახულობ :)
LikeLike
აჰა :) მეორე უსაქმური. მე და შენ უსაქმურთა კლუბი ჩამოვაყალიბოთ, მერი :)
რაც მაინტერესებს (მართლა მაინტერესებს და არა სხვათაშორის) იმისთვის დროს ყოველთვის ვპოულობ. ნებისმიერ შემთხვევაში.
LikeLike
მადლობა კარგი იყო. გამიხარდა ბათუმელი ყოფილხარ თურმე. მეც გამიკვირდა ასეთი განათლებული საიდან სად : ))
LikeLike
გამაცინე :) :) განათლების რა გითხრა და რუსული ენა, ჭადრაკი და მუსიკის სიყვარული მთლიანად ბათუმის დამსახურებაა.
LikeLike
: ))) მშვენიერია ; ))))
LikeLike
ბათუმელებს აქ (და ყველგან, სადაც მე ვარ) ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით ვხვდები.
ველქამ!
LikeLike
აი მოვაგენი ამასაც…
” ჰოდა, ერთ დღესაც ასორმოცდაათი გრამი რომ შეუკვეთეს, მივხვდი – უკვე დიდი ვიყავი.” რა ლამაზი ფრაზაა. ))
ბათუმში არც მე ვარ ნამყოფი… მაგრამ მოლი ზუსტად გავიმეორებ შენს ნათქვამს, თუ მშვიდობით დაბერება მეღირსა – ბათუმში დავსახლდები…
გადასარევი პოსტია, უბრალოდ კარგი კი არა
LikeLike
ნამდვილად ასე იყო :) ის ორი სანაყინე, ფინჯანი და ასაწონი ნაყინი ისე ზუსტად მახსოვს, თითქოს გუშინდელი ამბავიაო :)
მადლობა დიდი :) გამახარე :)
LikeLike
რა კარგია ეგეთი მოგონებები… მეც გამახსენდა დუშეთში, სამი ოთხი წლის რომ ვიყავი იყო ერთი სანაყინე, ჩამოსასხმელი ნაყინი იყიდებოდა… მაშინ მამა ცოცხალი იყო და მე, დედა და მამა ერთად დავდიოდით, ჩემი და ჯერ მგონი არ იყო დაბადებული…
აუ რა კარგად დამეძინება, მშვენიერ მოგონებებში :)
გაიხარე მოლი ასეთი პოსტების წერისთივის :)
LikeLike
:))) აბა რა გითხრა, მადლობის მეტი… კარგი რაღაცები თუ გაგახსენა ამ პოსტმა, მეტი რა უნდა მინდოდეს :) ისე, ერთხელ შენც დაწერე ასეთი მოგონება-პოსტი. მშვენიერი რამ გამოვა.
LikeLike
ისე სხვათა შორის დუშეთშიც იმდენი თავისებური რამ ხდებოდა მაშინ… კი არ ვარ დიდი, მაგრამ ბევრს მოვესწარი მაინც.. ვიფიქრებ მაგაზე :)
LikeLike
იფიქრე, სოფი. მართლა საინტერესო პოსტი გამოვა…
LikeLike
ბათუმში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, დასასვენებლად და სიმართლე რომ ვთქვა, რაღაცნაირი შეგრძნება მეუფლება, თითქოს იქაურ მოსახლეობას ხელს ვუშლი და სიმყუდროვეს ვურღვევ იმით რომ მათ ქალაქს გასართობად მივაკითხე და მხოლოდ საკურორტო ზონად აღვიქვამ. როდესაც ხელში დიპლომატიან, კოსწიუმში გამოწყობილ ჰალსტუხიან ადამიანს ვხედავ რომელსაც სამსახურში მიეჩქარება, თავს ვხრი და ისე ვაგრძელებ ხოლმე გზას ბულვარისკენ. და ეს ახალი ბათუმის მხოლოდ კურორტად გადაქცევის იდეაც, რომელიც საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში უხეშ ჩარევად მიმაჩნია. ამიტომ გადავწყვიტე რომ ბათუმის მოსახლეობას სიმყუდროვე და სიმშვიდე არ დავურღვიო ხოლმე და ალტერნატივად სხვა საკურორტო ზონებს მივმართავ.
შეიძლება მოსახლეობას სულაც არ აღიზიანებს და პირიქით სიამოვნებს კიდეც ამდენი დამსვენებელი. ეს უბრალოდ ჩემი მოკრძალებული შეხედულებაა :)
LikeLike
ჩემთვისაც მხოლოდ კურორტი არ არის ბათუმი. იმიტომ არა, რომ მანდ დავიბადე. ბათუმს თავისი ცხოვრების ტემპი აქვს, მხოლოდ საკურორტო სეზონზე არ არის დამოკიდებული. არ ვიცი, რამდენად გასაგებად ვხსნი,მაგრამ კურორტი, ჩემი აზრით, ქობულეთი, კვარიათი, გუდაური უფროა… ბათუმი, ჩვეულებრივი, აბსოლუტურად თავისთავადი ქალაქია. და საერთოდ, ყველაზე ნაკლებად ბათუმში ჩასვლა ზაფხულში, სეზონის დროს მიხარია. ბათუმს სიმშვიდე, წვიმა, სიჩუმე და აუჩქარებელი ტემპი უხდება.
LikeLike
აი სწორედ მაგას ვამბობ მოლი, ბათუმს მიუხედავად იმისა რომ სულ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, უფრო სხვანაირად ვუყურებ. მიმაჩნია რომ არ არის სწორი ამ ქალაქის მარტო კურორტად აღქმა და ვცდილობ ნაკლებად შევაწუხო მხოლოდ ამ კონტექსტში. (მეც არ ვიცი გასაგებად ვხსნი თუ არა :D )
მაგრამ აჭარულის მისართმევად, აქამდეც სულ ვაწუხებდი თუ კი სადმე შავიზღვისპირეთში ვიყავი და აწიც სულ შევაწუხებ :)
LikeLike
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცუდი მოგონება მაკავშირებს ჩემს მშობლიურ ქალაქ ბათუმთან, მაინც ჩემია, მაინც უზომოდ მიყვარს.. მაშინაც მიყვარდა, ოღრო-ჩოღრო გზები რომ იყო, ქალაში ნორმალურ კაფეს რომ ვერ ნახავდი.. ახლაც მიყვარს, უზომოდ.. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საყვარელი წიგნების ფესტივალი აქ არ არის.. მიყვარს ლიტერატურული კაფე, ბათუმური სურათებით, ჩემი საყვარელი ნამცხვრით “ბაჭია”, ფორთოხლის წვენით და იქვე არსებული მინი წიგნების მაღაზიით.
მიყვარს “პრივეტ იზ ბატუმა”-ძველი ბათუმური კაფე, ძალიან მაგარი ნამცხვრებით.
ყველაფერი მიყვარს რაც ბათუმთან არის დაკავშირებული.
მაგრამ გაკიკვირდებათ ერთ რამეს რომ გეტყვით, ჩემი ბათუმური ზღვა ზაფხულში კი არა, შემოდგომასა და გაზაფხულზეა!! :)
LikeLike
არ მიკვირს :) მე ბათუმი ზუსტადაც რომ შემოდგომაზე და ზამთარში მგონია ყველაზე კარგი და გემრიელი.
LikeLike
[…] პორტო–ემპედოკლეს არა, მაგრამ ბათუმის ნავსადგურის ჩირაღდნები ნამდვილად […]
LikeLike
[…] უმაგრესი ბუქსთორი შეემატებათ, მე – ჩემი ქალაქის სიყვარულის კიდევ ერთი […]
LikeLike
კინოკადრებივით ჩამიქროლა შენმა ბათუმმა <3
LikeLike
სინემანიაკის კომპლიმენტი <3
LikeLike
და წვიმა <3
LikeLike
[…] მხოლოდ იმას მოგიყვებით, რაც ჩემი ბავშვობის ქუჩებში ერთკვირიანი ხეტიალისას ყველაზე […]
LikeLike
მილიონი საუკუნეა, ასე არაფერი მომწონებია :) გულში ჩამწვდა საშინლად
LikeLike
მადლობა, ბანტაშა :) ნამეტანი მინორული და ნოსტალგიური გამოვიდა, მეც ვატყობ :)
LikeLike
ნუ, ჩემნაირ სენზიტიურზე ძალიან იმოქმედა :)
LikeLike
batumshi var chemo ketilebo da sayvarlebo, da tqven carmoidginet mainc menatreba chemi batumi, chemi batumze vambob!!!
LikeLike
ჩემი ბავშვობის ქალაქიც ბათუმია, მმმმ ბულვარის შესასვლელთან მოოქრვებულჩუქურთმებიანი კაფის კაკაო და თოჯინების თეატრი ჩვენი საკვირაო რიტუალი იყო!
LikeLike
[…] პირველი სანაყინე ბათუმში, ბარათაშვილის და სტალინის კუთხეში […]
LikeLike
[…] ჩემი ბავშვობის ბათუმიდან, სხვა საინტერესო რაღაცებთან ერთად, კიოსკებიც მახსოვს. […]
LikeLike