ჩემი მკითხველების აბსოლუტური უმრავლესობა დახვეწილი ლიტერატურული გემოვნების პატრონი რომ ბრძანდება, ამაში ეჭვი არასოდეს შემპარვია. დღევანდელი ჯეოპარდის საშუალებით კი შევეცდები, გავარკვიო, რა დამოკიდებულება აქვთ ალკოჰოლთან ბიბლიოგურმანებს და რომელ სასმელებს უფრო უკეთ იცნობენ ისინი. მას ასე, გეთაყვა,
Good luck!
1. ღვინის კოლექციას ამ ბერძნული წარმოშობის ტერმინით მოიხსენიებენ;
2. ეს სასმელი მექსიკის შტატ ხალისკოს დასავლეთით მდებარე ქალაქის “სეხნიაა”;
3. ამ სახელგანთქმული ჰოლანდიური ლუდის ქილას უჩვეულო ლოგო – ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავი ამშვენებს;
4. კონიაკის ამ “უფროს ძმას”, ტრადიციულად, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია გასკონში ამზადებენ;
5. ამ სასმელის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდს “Bombay Saphire” ჰქვია, ბოთლზე კი ინგლისის დედოფალ ვიქტორიას პორტრეტია გამოსახული;
6. გერმანიაში, ავსტრიასა და სკანდინავიის ქვეყნებში პოპულარულ ამ ალკოჰოლურ სასმელს წამოდუღებულს მიირთმევენ;
7. ამბობენ, რომ ეს კოქტეილი, რომის, კოლას და ლაიმის ნაზავი, პირველად, 1900 წელს, ჰავანაში დააგემოვნეს;
8. ყველაზე პოპულარული ვერსიის თანახმად, ამ კოქტეილის სახელი ინგლისის დედოფალ მარიამ ტიუდორს უკავშირდება;
9. ამ სასმელს, რომელიც ესპანეთში, ანდალუზიის ოლქის სამ ქალაქში მზადდება, ინგლისელები შერის უწოდებენ;
10. სწორედ ამ კოქტეილს ანიჭებდა უპირატესობას ჯეიმს ბონდი;
11. ამ სასმელს, ფერის და ალბათ, სპეციფიკური ეფექტის გამოც, “მწვანე ფერიად” მოიხსენიებენ;
12. დევიზი Keep Walking ამ სახელგანთქმული შოტლანდიური ვისკის ბოთლებს ამშვენებს;
13. ასეთი კეთილხმოვანი სახელი აქვს ფრანგულ ვაშლის ბრენდის;
14. ამ ლუდის მუზეუმი დუბლინში 1904 წლიდან არსებობს და დღემდე ირლანდიის დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირშესანიშნაობად ითვლება;
15. ეს სახელგანთქმული ამერიკული ვისკი ტენესის შტატის ქალაქ ლინჩბურგში მზადდება.
1. აი წარმოდგენა არ მაქვს. ღვინოში ყველაზე ცუდად ვერკვევი.
2. ტეკილა
3. ჰეინეკენი
4. კაი ხანს სომხური კონიაკი მეგონა, სანამ არ აღმოვაჩინე, რომ არმანიაკი გასკონიაშია თურმე.. :დ :დ არმანიაკი მოკლედ
5. ჯინი
6. ვახ სულ ორი სასმელი ვიცი წამოდუღებული და ცხელი რაც უნდა დალიო.. :დ გროგი და გლინტვეინი. :) იმედია, რომელიმე იქნება. :)
7. კუბა ლიბრე
8. სისხლიანი მერი
9. ხერესია რამდენადაც მახსოვს
10. მარტინი ვოდკა
11. აბსენტი
12. ჯონი ვოკერი
13. კალვადოსი
14. გინესი რასაკვირველია
15. ჯეკ დენიელსი
LikeLike
პუნშიც :)
გროგი 100% ინგლისურია და სახალისო ისტორიაც აქვს :)
LikeLike
პუნშიც და გროგიც, მაგრამ სკანდინავიაში, ავსტრიაში და გერმანიაში გლინტვეინი უფრო პოპულარულია. საახალწლო ბაზრობების სასმელია.
LikeLike
სულ არ გეტყობა, ბორგეზ, ღვინოში რომ ცუდად ერკვევი :)
LikeLike
ალკოჰოლური სასმელებიდან ნამდვილად ყველაზე ცუდად ვერკვევი.. :)
ისე რომი რატომ დამიჩაგრე რა არის.. :( დავიჯერო Captain Morgan Tattoo ერთ შეკითხვას არ იმსახურებდა? :დ
LikeLike
ბარემ სხვა რაღაცებიც იმსახურებდა, მაგრამ კითხვა სულ თხუთმეტია და… თან არც ის მინდოდა, რთული პაკეტი გამოსულიყო. ბალანსის დაცვას შეეწირა რომი :)
LikeLike
Fifteen men on the dead man’s chest
…Yo-ho-ho, and a bottle of rum!
Drink and the devil had done for the rest
…Yo-ho-ho, and a bottle of rum!”
LikeLike
ჩემი ბავშვობის წიგნი :)
LikeLike
ჩემი დიდობისაც, სამაგიდოც, ბიბლიაც და რავიცი. ამაზე მაგარი სათავგადასავლო წიგნი არ არსებობს მე თუ მკითხავს კაცი.. :) აი რაღაც სხვანაირი სუნი აქვს წიგნს. იმენნა რომის და ბიძური მეკობრეების სუნი აქვს
LikeLike
ოკეანეს და პიასტრების კიდევ :)
ყველა სათავგადასავლო წიგნის ბაბუაა.
LikeLike
ხო აი, მშრალი, მარილიანი ყელს რომ გწვავს.. :)
LikeLike
კაპიტანი ფლინტი :) შემდეგ პაკეტს მაგ წიგნზე გავაკეთებ!
LikeLike
აუ როგორ გამეხარდა ეხლა ეგ იცი? :)
სიამოვნებით ვითამაშებ. :)
LikeLike
1. ვინოთეკა
2. ტეკილა
3. ჰაინეკენი
4.
5. ჯინი (მაცივარში მიდევს “Bombay Saphire” :) )
6. გროგი?
7. კუბა ლიბრე
8. სისხლიანი მერი
9. ხერესი
10. ვესპერი
11. აბსენტი
12. ჯონი ვოქერი
13. კალვადოსი
14. გინესის
15. ჯეკ დენიელსი
LikeLike
ლოლ.
რას ინებებთ მისტერ ბონდ?
ვესპერს. კარგად შეანჯღრიეთ, მაგრამ არ მოურიოთ.
LikeLike
კაზინო როიალი.
ჩემი ფავორიტი ბონდი. ეგ და კვანტუმი. ვესპერიც მომწონს და კამილაც.
LikeLike
ტაბუ, შენ ისეთი კოქტეილი გაგახსენდა… ბონდიანა ზეპირად გცოდნია :)
LikeLike
ვაღიარებ, პასუხები ჩემი და მეუღლის ერთობლივი ნამუშევარია :)
LikeLike
აპლოდისმენტები მეუღლეს :)
LikeLike
მე – ისევ პასი. ვერც ღვინოებში ვერ ვერკვევი, ვერც მხატვრობაში. ლიტერატურა მალე იქნება ? ჰო და კიდევ ერთი კოელიოზე ვარ დაგამუნათებ?
LikeLike
რაც არ წამიკითხავს და არ ვიცი, იმაზე კითხვები როგორ დავწერო, თაია? :)
LikeLike
მე ხომ ბედი არ მაქვს. დიდებს არავის არ აქვს წაკითხული არ მოწონთ :(
LikeLike
შენ დაწერე კითხვები, თაია. მე ვითამაშებ და წავაგებ :)
LikeLike
ეს ხომ პლაგიატობა გამოვა :) ჯეოპარდის მოპარვა არ შეიძლება :)
LikeLike
ლოლ :) ეგ ერთხელ ერთმა “ჭკვიანმა” ბლოგერმა თქვა :) შენგან არ ველოდი :)
LikeLike
მართლა, შენ არ დაწერე ამ თემაზე სტატია? ჯეოპარდი კია ამერიკული მაგრამ მისი გადაქართულების იდეა შენ გეკუთვნის ასე რომ . . .
LikeLike
არა, რას ამბობ, რაის მე :) ჯეოპარდის გილდია არსებობს რსრ კლუბში და თორმეტი წლის წინ თამაშობდნენ მაგას :)
LikeLike
თორმეტი წლის წინ მე ერთი წლის ვიყავი. :) ნუ მოკლედ მე რომ ჩემს ბლოგზე კითხვები გავუშვა არაეთიკური იქნება :)
LikeLike
სულაც არა :)
LikeLike
გულიანად გამეცინა.. :D :D :D
10 წელია ლაშხს რუსული ლიგა აქვს გაკეთებული ჯეოპარდის. მეშვიდე სეზონს ქართულ ლიგაში ვიწყებთ ამ შაბათს.. :) :)
:D
LikeLike
ჰო, მეც გამეცინა თავის დროზე… ერთმა ზომაზე მეტად ფერხორციანმა ბლოგერმა – კითხვების იდეა ჩემი იყო და შენ რატომ მოიპარეო.
მე ლითა მახსოვს ჯერ კიდევ. ჯეოპარდის ელემენტებით. რუსულ/ქართულ სვაიაკზე არაფერს ვამბობ.
LikeLike
დახვეწილი ლიტერატურული გემოვნების შესახებ რა გითხრა, ჩემო მოლი და აი ალკოჰოლიზმი, რომ მეცნიერება ყოფილიყო – მაგ სფეროში დოქტორი კი გეხლებოდით აგერ :))))
1. მარანი (თუ არადა, ჩემს სოფელს მაინც ქვია)
2. ვიცი და არ ვამბობ?! :)
3. Heineken <3
4. არ ვიცი ეს
5. ჯინი არა?! :თქვიკითქვიკითქვიკი:
6. წამოდუღებული, ლუდი ვიცი მე <3
7. კუბა ლიბრე
8. კოქტეილები ძვირი ღირს ხოლმე და ალკოჰოლიზმის, მაგ მშვენიალურ განშტოებას არ ვიცნობ სათანადოდ :D
9. შერი – ღვინო არაა? o_O ალბათ რაღაცნაირი ღვინოა :D
10. არც ეგ მახსოვს, რაღაც კლასიკური კოქტეილი იქნებოდა
11. აბსენტი – არაფერი ფერია მაგას არ მოყვება, დამიჯერეთ აგერ ;)
12. ბატონი johnny walker-ი
13. :/
14. არც ეს ვიცი;
15. საერთოდ რა მინდოდა, რო დავიწყე პასუხების წერა :/
:იაფფასიანიალკოჰოლიკი: :D
LikeLike
კი, იაკო :) ისე გულით გინდოდა, რომ ხვალ ღამემდე ვერ მოვითმენდი :)
LikeLike
^__^ :დნცკ–დნცკ:
აუ ისე, რა მაგარია რაღაც ამდაგვარის მოლოდინი – ნეტა როდის გათენდება და დაღამდება :D
LikeLike
თან პასუხები რომ გაქვს და ქულებს ელოდები :)
მე არ მითამაშია აქ არასოდეს :(
LikeLike
ერთხელ შენც მოგიწყობთ რაღაცას :D :*
LikeLike
ეჰ :(
LikeLike
აბა ვცადო:)) ლუდის შესახებ არაფერი ვიცი, რადგან ერთადერთი სასმელია, რომელსაც ვერ ვსვამ.
1 (გამახსენდება)
2. ტეკილა
4 არმანიაკი
6 გლინტვეინი
7 პორტვეინი
10 არაყი მარტინით
11 აბსენტი
13 სიდრი
15 ბურბონი
სულ ესაა. მეტის აზრზზე არა ვარ.
LikeLike
რაშიც ვერ ვერკვევი, ვერ ვერკვევი. :) თავს შევიკავებ. მე დალევის პროცესი უფრო მომწონს
LikeLike
მეც :) თუ სასმელი კარგია – მითუმეტეს :)
LikeLike
ოოო…
არ ვაპირებდი, მარა კაი ვუპასუხებ :)
1. ენოთეკა
2. არ მიყვარს მაინცადამაინც და სადაა ეგ ქალაქი არ ვიცი, მარა ტეკილა როა, მაგას ვხვდები :)
3. წითელი ვარსკვლავი ფრიად პოპულარული ლოგო-ნიშანია. ამაზე პოსტი მაქვს :) ეს ჰეინეკენია. სხვა სასმელებიცაა წითელი ვარსკვლავით, მაგალითად სანპელეგრინო და მარტინაზი…
4. თაროზე მაქვს ჩემს კაბინეტში :) არმანიაკი
5. არ ვიცი… ინგლისურია და ეგეთი ვისკი არ გამიგია, ამიტომ ვივარაუდებ რომ ან რომია ანდ ჯინი… უფრო ჯინი – როგორც უფრო გაინგგლისებული სასმელი.
6. გლინტვეინი. არ მევასება :(
7. კუბა-ლიბრე – ანუ ბაკარდი კოლა. ძაან მევასება :)
8. ნუ ამაზე ამასწინათც ვსაუბრობდით :) სისხლიანი მერი – იშვიათი დონის საზიზღრობაა :) ვერ ვიტან ტომატს.
9. ჰმ… ხერესი. შერი ეგაა თუ არა არ მახსოვს, მაგრამ ანდალუსიური პოპულარული ღვინო ხერესია.
10. მარტინი. შეანჯღრიე, მაგრამ არ მოურიო :)
11. ცეცხლი, შაქარი და აბსენტი.
12. ჯონი უოქერ – ბრენდს და პროდუქტს ყველაზე გენიალურად მორგებული დევიზი. ის უოქერი, ვინც ამ ვისკის რეცეპტი მოიგონა და მისი გამოხდა დაიწყო არასრულწლოვანი იყო ბაზივეი :)
13. სიდრიდან წარმოებული კალვადოსი. არაა ურიგ რამე. აპერატივად.
14. ეს თუ გინესი არაა, თავი უნდა მოვიკლა :)
15. ამერიკული ვისკი ორი ვიცი ჯექ დენიელსი და ჯიმ ბიმი. დენიელსი ტენესურია. ჯექ დენიელსს ნაპოლეონს უძახდნენ, ძლიერი ხასიათის და პატარა სიმაღლის გამო :)
LikeLike
ბაკარდი-კოლა მეც ძალიან მიყვარს! მაგრამ მე გლინტვეინიც მიყვარს :)
და შენ თუ მე-4 გაქვს თაროზე, მე მე-5 მომეძევება. მე-8 პუნქტზე გეთანხმები.
შედეგებს გილოცავ კიდევ :)
LikeLike
დებიუტი ასპროცენტიანი შედეგით, მილორდ.
წესით, ამას არ უნდა ვამბობდე, ინტრიგა ინტრიგაა, მაგრამ ასეთი ღირსშესანიშნავი ამბავისთვის წესების დარღევვა ნამდვილად ღირს :)
LikeLike
ლორდმა ითამაშა? :) არ არსებობს!
LikeLike
თან როგორ ითამაშა :) ისე, მეც ღრმად გაკვირვებული ვარ. ლორდი და ჯეოპარდი :) ყოველთვის ვეუბნებოდი, შენ რომ სცადო, უპირობო ლიდერი გახდები მეთქი და ა, ბატონო…
LikeLike
ჩემსავით შეუდრეკელი აბსტინენტი, ალბათ, ძნელი მოსაძებნია, მაგრამ ვნახოთ, რა გამომივა.
LikeLike
შენ აბსტინენტი არ ხარ, მერი. შენ მხოლოდ ხარისხიან სასმელს შეექცევი :)
LikeLike
ორი სირჩა ფრანგული კონიაკი ან ერთი ჭიქა შავი ღვინო :)
LikeLike
მეც მაგას არ ვამბობ :) ვისკი არა? სულ არა?
LikeLike
1. ენოთეკა;
2. ტეკილა;
3. “ჰაინეკენი”;
4. “არმანიაკი”;
5. _
6.გლინტვეინი?
7. კუბა ლიბრე;
8. “სისხლიანი მერი”;
9. ხერესი?;
10. მარტინი;
11. აბსენტი;
12. _
13. კალვადოსი;
14. “გინესი”;
15. _.
LikeLike
1.ენოთეკა
2.ტეკილა
3.Heineken
4.ლიქიორი
5.ჯინი
6.არაყი (???)
7.მარტინი
8.სისხლიანი მერი
9.ხერესი
10.მარტინი
11.აბსენტი
12.”Johnnie Walker”
13.კალვადოსი
14.”Gravity”
15.ჯეკ დენიელსი
LikeLike
მაინცდამაინც კარგად ვერ ვერკვევი სასმელებში მაგრამ ვცადო? ვენდო ჩემს ინტუიცის და აქა-იქ ყურმოკრულ ინფორმაციებს? :D
LikeLike
აბა, რა უნდა ქნა :) პროფესიონალი სომელიე და ბარმენი აქ არავინ გვყავს :) ან თუ გვყავს, მე არ ვიცი (რაც ფრიად საეჭვოა) :) ჰოდა, გელოდებით :)
LikeLike
არ ვსვამ და რა გასაკვირია სასმელებში ვერ ვერკვეოდე)) ის ფილმი გამახსენდა მეგ რაიანი თამაშობს,ერთ ტიპს ძვირფას ყელსაბამს აწაპნის,ეს ტიპი საფრანგეთში ჩაიყვანს თავის “სოფელში” და იქ სასმელების ცარიელ ბოთლებს აჩვენებს,რაიანის პერსონაჟი კი ერთი დაყნოსვით ხვდება რომელი სასმელია და რომელი წლის თან-რა კარგია ეგრე რო ერკვევი…
LikeLike
მაგას ხუთი წელი სწავლობენ კულინარიულ აკადემიაში… თან ყველა ვერც ითვისებს. ნიჭი უნდა გქონდეს. და ცხვირი.
LikeLike
აი ცხვირი რომ მქონდეს შანელის ვიქნებოდი))
LikeLike
კონიაკის ცხვირობა არ ჯობია?
LikeLike
არა,ვერავინ მაიძულებს კონიაკი,არაყი ან რამე სპირტიანი დავლიო,სანამ დავლევ მანამდე ცხვირი იჭმუხნება))))))
LikeLike
არც მარტინი?
LikeLike
კი მარტინი,ბეილისი და ა.შ.. რომლებსაც მძაფრად არ აღენიშნება სპირტის სუნი.
LikeLike
ბეილისი გემრიელია…
LikeLike
მაგ ფილმს “ფრანგული კოცნა” ქვია :) ძალიან კარგი ფილმია, http://myhit.ge/index.php?FID=1&id=1604
LikeLike
არის ფილმი, რომელიც შენ არ იცი, თეო? :)
LikeLike
ხოო ეგ ფილმია თეო,ვერაფრით გავიხსენე სათაური,ფილმიც მიყვარს და მეგ რაიანიც.
LikeLike
აჰა.. დავძაბე გონება
1.ვინოთეკა
2.ტეკილა
3.ჰეინეკენი
4.არ ვიცი… ბრენდი?
5.
6. ლუდი მგონია, მაგრამ წამოდუღებულს თუ სვამდნენ ნამდვილად არ ვიცოდი
7.
8.სისხლიანი მერი
9.პორტვეინს ეძახიან მგონი შერის…
10.არ მახსოვს…მარტინი არყით? არა.. კიდევ სვამს რაღაცას…
11.აბსენტი
12.johnnie walker
13.
14.ირლანდიური ლუდებიდან გინესი მახსენდება მარტო
15.ბურბონი?
LikeLike
შენი პასუხები მიღებულია, დეიზი. მადლობა, რომ მოიცალე :)
LikeLike
სასმელებში ცუდად არ ვერკვევი ასე მგონია :)
აბა ვცადოთ:
1. ვინოთეკა ; 2. ტეკილა; 3. ჩემი საყვარელი ჰეინეკენი; 4. ბრენდი;
5. ჯინი; 6. გლინტვეინი; 7. არ ვიცი, ბაკარდი?
8. სისხლიანი მერი ; 9. ხერესი;
10. არაყი + მარტინი, “взболтать, но не смешивать” ქართულად არ ვიცი როგორ იქნება ეს ფრაზა :)
11. აბსენტი; 12. ჯონი ვოლკერი; 13. კალვადოსი; 14. გინესის <3
15. ბურბონი "ჯეკ დენიელსი"
LikeLike
არა მარტო სასმელებში ერკვევი, თეო :) კინოშიც. თუმცა ეს დიდი ხანია, ვიცით :)
LikeLike
:) რაც მიყვარს ის ვიცი კიდეც ;)
LikeLike
ნამდვილად ასეა! :)
LikeLike
gasagebi mizezebis gamo mxolod likit shemovifargle
:)
LikeLike
ეგ არაფერი, ლუკა :) შენხელა მეც მარტო რძის კოქტეილს ვსვამდი :)
LikeLike
6. გოგლი
8. სისხლიანი მერი
9. კონიაკი
დარწმუნებული მხოლოდ მერვეს პასუხში ვარ.
სადაა ვადერი? მაგას ყველაფერი ეცოდინება.
LikeLike
ვეიდერი უკვე აქ არის, როდე და სწორად ხარ დარწმუნებული :)
LikeLike
ახალი ჯეოპარდი ყოფილა! :) სასმელები! ერთ–ერთი სფერო , რომელშიც კარგად ვერ ვერკვევი :( შეიძლება თეორიულად რაღაც–რაღაცები ვიცოდე, მაგრამ ,,პრაქტიკულად” რა მოგახსენო :) ალკოჰოლური სასმელების ძალიან ცოტა სახეობა მაქვს დაგემოვნებული. და ერთადერთი სასმელი რომელიც ძალიან მიყვარს შავი, ნახევრადმშრალი ღვინოა :)
ახლა კი ვნახოთ რა ვიცი ალკოჰოლურ სასმელებზე :)
2 ალბათ ტეკილა :)
3 Heineken
5 ჯინი
6 ლუდი?
7 ,,კუბა ლიბრე”( თავისუფალი კუბა)
8 ალბათ ,,სისხლიანი მერი”
9 ხერესი
10 მარტინი არყით
11 აბსენტი
12 “Johnnie Walker”
14 გინესის
15,,ჯეკ დენიელსი”
LikeLike
სწორი პასუხები:
1. ენოთეკა;
2. ტეკილა;
3. “ჰაინეკენი”;
4. არმანიაკი;
5. ჯინი;
6. გლინტვეინი;
7. “კუბა ლიბრე”;
8. “სისხლიანი მერი”;
9. ხერესი;
10. მარტინი;
11. აბსენტი;
12. “ჯონი უოქერი”;
13. კალვადოსი;
14. “გინესი”;
15. “ჯეკ დენიელსი”.
წინასწარი შედეგები:
Lord Vader – 15; mecmikvarkhar – 14; borgez – 14; Author – 14; მერი პოპინსი – 12; რუსა – 11; tsotnee – 11; ✿ Daisy ✿ – 8; paranoid android – 5; ნატო დავითაშვილი – 5; როდე – 1.
LikeLike
14 არა, 13 მაქვს:
6 კითხვის პასუხად გლინტვეინი არც მიფიქრია, რადგან ყველა წესით გლინტვეინი არ დუღდება – ადუღებული ღვინის ტკბილი და ცხელი სასმელი გლუვაინი ვიცი და ისიც არ გამახსენდა :)
გლინნტვეინი (კლასიკური) ძალიან მიყვარს და სასიამოვნო სტუმრებს ვუმზადებ ხოლმე :)
LikeLike
სამაგიეროდ, მეექვსეს პასუხად გროგი გიწერია და გროგსაც ცხლად შეექცევიან და მე, სადაც ოდნავ მაინც არის საშუალება, ქულას ვამატებ. ეს ხომ მართლა შეჯიბრება არ არის :)
რაც შეეხება გლინტვეინს, გლუვაინს და ადუღებულ ღვინოს –
Глинтве́йн (нем. Glühwein (глювайн) от glühender Wein — пылающее вино) — горячий алкогольный напиток на основе вина. Традиционно употребляется в Австрии, Германии и скандинавских странах на рождественских базарах и праздниках, проводящихся на открытом воздухе.
ეს რუსული ვიკიპედიაა. საჭიროების შემთხვევაში, სხვა წყაროების მოძიებაც შეიძლება.
LikeLike
მჯერა, მოლი. გამიკვირდა უბრალოდ :)
ან შეიძლება მეწყინა, რომ ზუსტი პასუხი ვერ გავეცი მაშინ, როცა ძალიან მიყვარს ეს სასმელი :)
LikeLike
მე ცივი არ გამისინჯავს არასოდეს :( თბილისში ცხელი გლინტვეინიც კი იშვიათობაა და ცივი ხომ მიუთუმეტეს.
LikeLike
ცივი არა – ყავასავით ითვლება, რო ძალიან უნდა გაცხელდეს და არ ადუღდეს. გამოტქმასავითაც აქვთ: “წამოდუღებული გლინტვეინის გამოსწორების ერთადერთი გზა მისი საკანალიზაციო მილში ჩასხმააო” :)
და თუ წამოდუღდა (ოღონდ არ ვიცი, რამდენ ხანს ადუღებენდ ა მერე რეებს უკეთებენ), ის გლუვაინი ვიცი. თუმცა რაკი ასე ეწერა, ალბათ ზოგ ქვეყანაში ხარშავენ :*
LikeLike
აჰა, მივხვდი ჩემს შეცდომას. წამოდუღებულის ნაცვლად ცხელი უნდა მეწეროს.
ისე, რუსული ვიკი გლინტვეინს და გლუვაინს ერთ სასმელად თვლის, მაგრამ რუსული ვიკი ]შეცდომებითაა გაძეძგილი და მაინცდამაინც არც დაეჯერება.
LikeLike
ვეიდერმა ნავსი გატეხა ? თან როგორ გატეხა :)
ვერ მოვასწარი დღეს, მაგრამ თემა მაინც არ იყო საჩემო…
LikeLike
გაანგრია!
ახლა კიდევ რვა თვე არ ითამაშებს და მერე კიდევ ერთხელ გაანგრევს და ასე შემდეგ.
ცივილისტ-კონსტიტუციონალისტები წესიერი ხალხია. კოკა-კოლაც ჰყოფნით.
LikeLike
ისე გამოვიდა, რომ მე არც კინო ვიცი, არც წიგნები ვიცი, არც მხატვრები, მარტო სასმელები მაინტერესებს :)
და ყველაზე სასაცილო ისაა, რომ, თურმქ, ზოგიერთები სწორედ ასე ფიქრობდნენ :)
LikeLike
არ გამოსულა მასე :)
ადრეც მითქვამს და ახლაც გეტყვი, შენ რომ თამაში არ გეზარებოდეს, ჩემს ყველა თემაში უპირობო ფავორიტი იქნებოდი. დიდი ხანია, შენს ბლოგს ვკითხულობ და ვიცი, რასაც ვამბობ.
სასმელებში რომ 15 სწორი პასუხი გექნებოდა, ეჭვიც არ შემპარვია.
LikeLike
ჭადრაკს თამაშობ და პარტიის წაკითხვა რაა ჩემზე უკეთ იცი.
ამ კითხვებს რომ გადავხედე, მივხვდი რომ პრაქტიკულად ყველა ვიცოდი ან მივხვდი. სხვა დროს ასე არ იყო. :)
მაგრამ ყველაზე საყვარელი ფილმიც კი 10-15 შეიძლება მქონდეს ნანახი, კუბა-ლიბრე კი 100 ლიტრი მაინც მექნება დალეული :)
LikeLike
შენს ერუდიას ლაპარაკი ან მტკიცება რად უნდა, ლორდ. იმ სხვებშიც, დარწმუნებული ვარ, ბევრად განსხვავებულად არ იქნებოდა საქმე.
სასმელს რაც შეეხება – განსაკუთრებით ვაფასებ იმ ხალხს (სქესის მიუხედავად) ვინც სასმელში ერკვევა.
LikeLike
mecmikvarkhar
ბურბონი “ჯეკ დენიელსი”-ო?
თუ თენესიში მოხვდი ოდესმე, ეგ არ გაიმეორო :) სამხრეთია მაინც და ყველას იარაღი აქვს.
LikeLike
ჯეკ დენიელსი ხომ ეწერა :) ბურბონი ნამდვილად არ არის, ნო ეტო მელოჩ’ :) ყოველ შემთხვევაში, ამ თამაშისთვის :)
LikeLike
თამაშისთვის კი. მარა რავი – სადმე არ გადაეყაროს შემთხვევით იქაურს და შარში არ გაეხვიოს, გავაფრთხილე. :)
ახლა კიდევ ისწავლეს ჩვენთან ოფიციანტებმა და მენიუც გაასწორეს – ადრე ეწერა ხოლმე – კონიაკი და მერე ჩამოთვლილი იყო სარაჯიშვილი, ენისელი… ჰოდა ჩემ ფრანგებს სერიოზული სკანდალები აუწევიათ. :):)
LikeLike
აბა რას იზამდნენ :)
მე მახსოვს, რუსული “ჩტო?გდე?კაგდა?” იყო და ვოროშილოვმა სპეციალურად ახსენა, ახლა რასაც დავლევთ, იმას კონიაკი არ ჰქვიაო (ბაგრატიონს სვამდნენ) და ბოლოს დააყოლა: ნაშ ბაგრატიონ ლუჩშე იხ ნაპოლეონა-ო.
LikeLike
ენოთეკა რომ ვიცი ერთი ქართველო ბლოგერის დამსახურებაა, რომელიც ამბობს მე შეიძლება კარგი ბლოგერი არა, მაგრამ კარგი ენოლოგი კი ვარო :)
LikeLike
რა მოკრძალებული ბლოგერი ყოფილა…
LikeLike
უჰ დამაგვიანდა მაგრამ პასუხების უნახავად 5 სწორად ვუპასუხე დანარჩენი ვაი რომ არც მომაფიქრდა : ) მაგარია
LikeLike
ისე, ქალს განსაკუთრებით უხდება ასეთი რაღაცების ცოდნა, ჩორვენ. მაგარია, რომ მოგეწონა :)
LikeLike
მაინც კაია 11. :)
LikeLike
თან შენ ისეთი ასაკი გაქვს, წესით, მეტი არც უნდა იცოდე. ყველაფერი წინაა….
LikeLike
ხო ^_^
LikeLike
უყურე შენ… :დ :დ
შემძლებია რაღაც სასმელებშიც.. :)
LikeLike
რაღაც :) :) შემდეგი პაკეტი, ვეჭვობ, ამაზე მეტად მოგეწონება.
LikeLike