ეს სურნელოვანი წიგნია…
არა, არ მოგესმათ, სწორედ რომ სურნელოვანი… ჩაის, ნარგილეს, ყავის არომატით გაჯერებული… ასე მგონია, ყველაზე კარგად მის მშვენიერებას თურქულ ყავახანაში შეიგრძნობს ადამიანი. იმ ყავახანაში, სადაც მე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ სულ მგონია, რომ იქაურობა უნატიფესი, ხელით ნაქსოვი ხალიჩებით არის მოფენილი, აქა–იქ ფარჩაში გამოხვეული პატარა ბალიშები მიმობნეულა და ჰაერი თრიაქის კვამლს დაუმძიმებია… შეიძლება, ჩემეულ ინტერპრეტაციაზე ვინმეს გაეღიმოს, მაგრამ დამეთანხმეთ – “მე წითელი მქვია“ რომ წაიკითხოთ, უკეთესი გარემოს პოვნა გაგიძნელდებათ.
არასოდეს შემხვედრია პროზა, რომელიც ასე ჰგავს პოეზიას… რომანი, სადაც მთავარი გმირი არც უსამართლოდ მოკლული მხატვარი ზარიფ–ეფენდია, რომლის ცხედარი პირველივე ფურცლებიდან იმქვეყნიური, ყრუ ძახილით გვეხმიანება ჭის ფსკერიდან… არც მხატვართა ამქრის მთავარი ოსტატი ოსმანი, კვალის ძიებას ფადიშაჰის საუნჯემდე რომ მიჰყავს… ვერც თორმეტწლიანი ყარიბობის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუებული ყარა და მისი ძველი სატრფო, უკვე დაქვრივებული შექიურე დაიჩემებენ უპირატესობას სხვა პერსონაჟების წინაშე… თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ტიტულს ვერ მკვლელი მიისაკუთრებს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის გარდა, კიდევ ერთი, უფრო მიუტევებელი ცოდვით დაიმძიმა სული – ხატვისას საკუთარი ხელწერის პოვნას შეეცადა… ვერც მარტოსული ხე იტყვის, მთავარი გმირი ვარო, ვერც მონეტა, ვერც ძაღლი და ასე გასინჯეთ, თვით სატანაც კი – ისინი ყველანი პერსონაჟები არიან და თითოეული მათგანი უკან იხევეს წითელი ფერის წინაშე, იმიტომ, რომ ის სამყაროს მთავარი ფერია.
ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ ვფრთხილობ – არ მინდა, მეტისმეტად გავაშიშვლო რომანის სიუჟეტი მათთვის, ვისაც პირველად წაკითხვის სიამოვნება ელოდება წინ. მარტო იმას გეტყვით, რომ ინტელექტუალური დეტექტივი რენესანსის შუქ–ჩრდილებით, სიყვარულის ისტორია ბოროტმოქმედების ელემენტებით, ხატმწერთა სავანე, სადაც ოსმანთა მბრძანებლისთვის საოცარი წიგნი იხატება და ფუტკრებივით შრომობენ მინიატურის დიდოსტატები – ამ ყველაფერს ერთ წიგნში მოუყრია თავი, რომელშიც იმდენი მუსიკა და სინატიფეა, რომ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, სუნთქვა შევიკრათ და იმ მორევში ჩავყვინთოთ, ორჰან ფამუქის წითელი რომ ჰქვია.
მივიკვლევთ გზას ფამუქის ლაბირინთში და უკვე ეჭვიც კი გვეპარება – გვინდა თუ არა საერთოდ გასასვლელის პოვნა… იქნებ, სამუდამოდ აქ დარჩენა გვირჩევნია, აღმოსავლეთის სურნელით გაჟღენთილ ფურცლებში, სადაც მხატვრის სანუკვარი ოცნება თვალის სინათლის დაკარგვაა, რათა სამყარო ალაჰის თვალით დაინახოს… სადაც მკვლელობა მხოლოდ სრულყოფისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული ნაბიჯია… სადაც სიყვარული ისეთი ტკბილია, როგორც შექიურეს სახელი და ისეთი გიზგიზა, როგორც ხმელი ხისგან დანთებული კოცონი…
თურმე წითელი ყოფილა პირველი ფერი, რომლითაც უსინათლო ადამიანები თვალის ახელის შემდეგ გარემოს აღქმას იწყებენ, მე კი ამ ფერმა ორჰან ფამუქის სამყაროში გამიხსნა გზა.
მე წითელი მიყვარს.
უუუ რა გემრიელად ჩააწიკწიკე, ნერწვი მომადგა :) მაგარი გოგო ხარ შენ და გადავირიე ამ პოსტზე.
LikeLike
მადლობა და მიხარია, რომ გამოჩნდი :)
LikeLike
ყველა შორისდებული აღმომხდა, რაც კი ვიცი და არ ვიცი…
ფამუქი იამაყებდა ასეთი მკითხველით :)
LikeLike
გამაცინე :)
LikeLike
ვეთანხმები ჩემსზედა კომენტარის ავტორს <3
LikeLike
სენქს ე ლოთ და ველქამ!
LikeLike
კიდეც გამოვჩნდი და კიდეც მოვიწონე, სადაც კი შეიძლებოდა :) აი, მართლა ძალიან მომეწონა.
LikeLike
ძალიან კარგი :)
LikeLike
მეც მიყვარს წითელი – პირველი ნაბიჯი ფამუქის თურქეთში :)
LikeLike
ჩემთვის ჯევდეთ-ბეი იყო პირველი, მაგრამ ასე რა თქმა უნდა, არ მომწონებია. თამარას ჰქონდა ფანტასტიური პოსტი მაგ წიგნზე.
LikeLike
მორჩა! უკვე ჯაჭვით ვარ დასაბმელი! აბსოლოტურად ყველა ბლოგზე ფამუქის შესახებ იწერება, მე კიდევ წაკითხული არ მაქვს.
LikeLike
თამარა და რუსა. მეტი არსად მახსენდება.
პირდაპირ წითელით დაიწყე, თაია. სხვა რაღაცები მერესთვის შეინახე.
LikeLike
ვასასი, მაკდოლი…
LikeLike
მაკდოლი აღარ წერს, მგონი :( ან სხვა ბლოგი აქვს და მე არ ვიცი.
LikeLike
მოლიმ იცის უკვე რომ შენთან ვარ თაია! :))) ამ წიგნამდე ვერაფრით მივაღწიე,,
LikeLike
შემშურდა… ორივეს დიდი სიამოვნება გელით წინ.
LikeLike
ცუდი ის არის რომ კიდევ არ ვიცი როდის წავიკითხავ.. თუ ამ დრეებში ვინმე მკითხავს რა გაჩუქო დაბადების დღეზეო- ვეტყვი ორჰანი ფამუქი თქო. თუ არ მკითხავს, მაშინ მე თვითონ ვაჩუქებ საკუტარ თავს… “გოგონა დრაკონის ტატუთი” და “მე წითელი მქვია” არის სასწრაფოდ წასაკითხი…
LikeLike
იმედია, გკითხავენ :) ორი რადიკალურად განსხვავებული წიგნი გქონია სასწრაფოდ წასაკითხი. მე თუ მკითხავ, ერთიც ძალიან კარგია და მეორეც.
LikeLike
კი კი, თან ეს დაუსრულებელი “მოწონებები” და “აღფრთოვანებები” ორივე ავტორის მიმართ… მოკლედ, ვხვდები წინ სიამოვნება მელის, თან ისეთი დიდი ხანია რომ აღარ განმიცდია უკვე. წიგნში რომ თავით გადაეშვები და გარემოცვა საერთოდ აღარ გახსოვს, აი იმას ვგულისხმობ..
LikeLike
ორივე მოდურია, ორივეზე ბევრს საუბრობენ და ამიტომაც არის დაუსრულებელი “მოწონებები” (ზოგიერთ შემთხვევაში ბრჭყალები აუცილებელიც კია).
მე საკუთარი იმპრესიების მიხედვით ვწერ. გარდა ამისა, რამდენიმე ადამიანის (მათ შორის, ბლოგერების) გემოვნებასაც ვენდობი და რაც მთავარია, საკუთარი ექსპერტიც მყავს, ლიტერატურული გურმანი, რომელიც ჰაიჰარად არაფერს იწონებს ხოლმე და მოდურობა ღრმად არ აინტერესებს. ჰოდა, ჩემს ექსპერტს ორივე წიგნი ძალიან მოეწონა.
LikeLike
ჰო მეც სწორედ ასეთ გავლენას ვგრძნობ, გულახდილად თუ გინდა, შენი აზრი წიგნზე, ჩემთვის 70%-იანი გარანტიაა რომ მომეწონება. 100% მხოლოდ იმიტომ არა, რომ საკუთარ გემოვნებასაც დავუტოვო 30% :) რა იცი რა ხდება.
LikeLike
მშვენიერი ციფრებია, დიდი მადლობა :) მკითხველის ასეთი შეფასება ნებისმიერ ბლოგერს ესიამოვნება, მითუმეტეს მე. აქაურობა ზუსტადაც რომ მკითხველზეა ორიენტირებული. დანკე!
LikeLike
არც მე მაქვს წაკითხული თაია. : x დროის ამბავია,აუცილებლად მეც უნდა შევიყვარო წითელი. ^^
LikeLike
ეჰ :( მე რომ თქვენხელა ვიყავი, სად იყო ასეთი წიგნები :მოლიდეიდა:
LikeLike
მე მინდოდა წითელზე დამეწერა როცა ახალი წაკითხული მქონდა, მაგრამ ვაი სიზარმაცეს და კიდევ კარგი არ დავწერე ხომ შემრცხვებოდა ახლა? ;დ
LikeLike
რატომ არ დაწერე :( რა საინტერესო იქნებოდა :(
LikeLike
შენი პოსტების წაკითხვის შემდეგ, რომ მინდება კონკრეტული წიგნის წაკითხვა, ისე არასდროს. ვეღარ ვითმენ ხოლმე. ”მე წითელი მქვია” უკვე მერამდენე თვეა მიდევს სახლში ხელუხლებლად თურქულ ენაზე, ავიკვიატე ორიგინალში უნდა წავიკითხო მეთქი თურქული ენის გადამეტებული სიყვარულის გამო, თუმცა თავი ვერაფრით მოვაბი ჩაჯდომას. გეწერა ”დარწმუნებული არ ვარ, რომ ორჰან ფამუქის ეს რომანი თურქულ ენაზეც ისეთივე მოხდენილია და უგემრიელესად იკითხება, როგორც ქართულ თარგმანში”-ო, ჰოდა იქნებ ღირდეს თარგმანს ჩავუჯდე, რა ვიცი :)
LikeLike
ამ წიგნა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, ფამუქის სხვა რომანებიც, რაც ხელში ჩამივარდა, სულმოუთქმელად წავიკითხე, თუმცა ფავორიტად მაინც “წითელი” დარჩა. ფანტასტიურია წიგნიც და პოსტიც.
LikeLike
“უმანკოების მუზეუმი” და “თეთრი ციხესიმაგრე”, მაგრამ “წითელი” ჩემთვისაც უპირობო ფავორიტია.
LikeLike
“უმანკოების მუზეუმმა” რატომღაც უსიამოვნო ემოციები აღმიძრა. უფრო სწორად, ზუსტად ვიცი, რატომაც, მაგრამ ამაზე სხვა დროს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან ლამაზი პოსტია, ფაქტიურად – ესეი…
LikeLike
“უმანკოების მუზეუმზე” ცალკე ვიდაოთ :) სტანდარტულ გარჩევას მოვერიდე და იმიტომაც გამოვიდა ესეი… მიხარია, რომ მოგეწონა, მერი :)
LikeLike
ფინიკი, ქართული თარგმანი იმდენად დახვეწილია, ხანდახან მგონია, ორიგინალში ასე კარგი არ იქნება–მეთქი :) ასე რომ, წაიკითხე, არ ინანებ.
LikeLike
გეთანხმები, მერი, მართლაც ძალიან კარგი თარგმანია… მართლა მუსიკასავით მიდის, ერთი სიტყვას კი არსად გეჩხირება უადგილოდ :)
LikeLike
ჩემი რესპექტები ლია ჩლაიძეს :)
LikeLike
როგორც იქნა, გვეღირსა ხარისხიანი თარგმანები და ის დრო აღარ არის, ყველაფერს რუსულად რომ ვკითხულობდით. მართლაც დიდი რესპექტი ქალბატონ ლიას!
LikeLike
თურქული ენა არ ვიცი, ფინიკი და მთლად უტყუარ მოწმედ ალბათ, ვერ გამოვდგები, მაგრამ ამ წიგნმა დაახლოებით ისეთივე იმპრესიები დამიტოვა, როგორც, თავის დროზე, სპარსულმა რობაებმა – ისეთი თარგმანია, იმდენად ლამაზი, ორგანული და დახვეწილი, ნამდვილად არ მგონია, ორიგინალი ბევრად სჯობდეს (მინიმუმ). იშვიათი შემთხვევაა – რუსული თარგმანი არც კი მომიძიებია.
LikeLike
ვაღიარე წაკითხული არ მაქვს და finik-ს დავესესხები შენი ყოველი პოსტის მერე, რომელიც სადაც რომელიმე წიგნს განიხილავ სურვილი მაქვს გემრიელად ჩავუჯდე და ეს წიგნი წავიკითხო. დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს. :) გამოცდების მერე წიგნების დანახვაც კი აღარ მინდოდა და დიდი მადლობა მოლი ბლუმ :) ისევ გამიჩნდა კითხვის ინტერესი :)
LikeLike
პოსტს თავისი მისია შეუსრულებია :) :)
LikeLike
შენს პოსტებს რომ ვკითხულობ რაღაც ამაღლებული გრძნობა მიჩნდება სულ .ისეთი გრძნობით წერ,რაღაცნაირად გემრიელად რა :დ
LikeLike
რაზეც ვწერ, ძალიან მიყვარს და ალბათ, იმიტომ :)
LikeLike
მეც მიყვარს წითელი :) მგონი პირველად ამ წიგნზე დამემართა, რომ არ მინდოდა დასრულებულიყო, იმდენად სასიამოვნო იყო კითხვის პროცესი, რომ ძალიან ნელა ვკითხულობდი, სიამოვნებას ვიხანგრძლივებდი :)
ფანტასტიური პოსტია მოლი, ისეთი წიგნის ხელში აღებას , რომ მოგანდომებს :) მადლობა <3
LikeLike
მე არ გამომდის სიამოვნების გახანგრძლივება :( რამდენიმე წიგნზე ვცადე და არაო :( ისე შემომეკითხა და შემომადნა ხელში, ვერც გავიგე.
მადლობა შენ, თეო :) გამახარე :)
LikeLike
“თურმე წითელი ყოფილა პირველი ფერი, რომლითაც უსინათლო ადამიანები თვალის ახელის შემდეგ გარემოს აღქმას იწყებენ”
მე კი დავამატებდი – წითელია ფერი, რომელსაც ჯერ კიდევ უშობელი ბავშვები დედის მუცლიდან ხედავენ (ამ ფრად აღწევს მზის სხივები დედის მუცელში).
ეს იქნება შემდეგი წიგნი, რომელსაც შენი რეცენზიით წავიკითხავ. და გული მიგრძნობს, ამჯერად იდი სიამოვნება მელის წინ :)
მადლობა სურნევლოვანი და გემრიელი პოსტისათვის :)
LikeLike
ვორდპრესმა შენი კომენტარი დამალა და ახლა შევამჩნიე, ტაბუ.
მეც ასე მგონია – ლარსონზე მეტად მოგეწონება :)
მადლობა შენ, რომ მსტუმრობ და კითხულობ :)
LikeLike
ვორდპრესი ჩემს კომენტარებს რატომღაც ითვალწუნებს :)
ძალიან მიყვარს შენი ბლოგი – ყოველთვის და ყველა თემაზე თბილად და გემრიელად წერ. დადებით აურა აქვს – ალბათ ავტორისგან :)
LikeLike
მოვარჯულებთ… სად მაქვს ვორდპრესის ასათვალწუნებელი კომენტარები :)
ჩემთვის მთავარია,მკითხველმა აქ თავი კომფორტულად იგრძნოს. სტრესი ბლოგის მიღმაც საკმარისზე მეტია… თან ისეთ თემებზე ვწერ, რაც მართლა ძალიან მიყვარს და ალბათ, ესეც მოქმედებს.
LikeLike
აუ ძალიან კარგია! აუ მცხვენია! აუცილებლად უნდა წავიკითხო ფამუქის რამე! :) :) :)
LikeLike
რა არის მანდ სამარცხვინო :) ქართულად ოთხი ფამუქია გამოსული, რომელსაც გინდა მოკიდე ხელი და წაიკითხე :)
LikeLike
ხო უნდა წავიკითხო! :) ბეი და მისი ვაჟიშვილები მაქვს, სახელს ვერ ვიმახსოვრებ! :)
LikeLike
ჯევდეთი ჰქვია ბეის.
LikeLike
ხოო ჯევდეთი! :) :) :)
LikeLike
ეგერ, თამარა დალინკავს პოსტს მაგ წიგნზე. წაიკითხე, არ ინანებ :)
LikeLike
ხო აუცილებლად წავიკითხავ!
LikeLike
მოლი შენი ყველა პოსტი გემრიელად იმკითხება, მაგრამ ეს განსაკუთრებით, ერთი ამოსუნთქვით წამეკითხა:) მითუმეტეს ჩემ საყვარელ წიგნზე დაგიწერია…
ამ წიგნზე ასე მგონია დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი, დაუსრულებლად და სხვადასხვა ასპექტით… მართლაც, ესაა წიგნი, რომელიც ძალიან ჰგავს პოეზიას… რა კარგად თქვი..
ძალიან ლამაზი პოსტი გამოგივიდა, ისეთი როგორსაც ეს წიგნი იმსახურებს!
LikeLike
მართალი ხარ, რუსა :) ასეთ წიგნს ერთი პოსტით ვერ ამოწურავ. ხვალ რომ დავწერო, სხვანაირად დავწერ, ზეგ – სხვა კუთხით და ასე შემდეგ. წიგნია ფანტასტიური და იმიტომ.
მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა. ფამუქის მოყვარულის შექება განსაკუთრებით სასიამოვნოა :)
LikeLike
მართლაც ფანტასტიკური!
მე კი ის მიხარია ეს წიგნი რომ მოგეწონა! :)
LikeLike
როგორ არ მომეწონებოდა… თან რა თარგმანია? ლია ჩლაიძის გვარს უკვე განსაკუთრებული ყურადღებით ვეძებ.
LikeLike
უჰ მოლ რა პოსტია <3
ერთი ამოსუნთქვა
მართლა მოიტანა თურქული არომატული ყავისა და ნარგილეს სურნელი ))
ფამუქის სიყვარულს არ დავიჩემებ
მაგრამ წითელი კი მართლა მიყვარს.
LikeLike
ჰო თარგმნას რაც შეეხება მეც მომწონს <3 ექსპერტი არ ვარ მაგრამ ისეა თარგმნილი არაფერი იკარგება )) ორიგინალშიც წავიკითხავდი სიამოვნებით
LikeLike
კარგია :) გამახარე :)
მწერალს, სულაც ფანტასტიურად რომ წერდეს,ერთი წიგნი მაინც ექნება ისეთი, რომ არ მოგეწონება… წითელი უმაგრესია.
თარგმანზე ცალკე პოსტი უნდა დავწერო :) აშკარად ღირსია. ორიგინალში ფინიკი აპირებს წაკითხვას და მერე შთაბეჭდილებებსაც გაგვიზიარებს (აი ჰოუპ სოუ).
LikeLike
მე წითელი მიყვარს
მე მოლის ბლოგი მიყვარს
<3
LikeLike
:) მოლის ბლოგს საუკეთესო მკითხველი ჰყავს :)
LikeLike
ჩემი საყავრელი ფერია წითელი <3 ეს წიგნი კიდე არ მაქვს წაკითხული სამწუხაროდ :შ
LikeLike
ან, საბედნიეროდ…. გააჩნია, რა კუთხით შეაფასებ.
პირველი წაკითხვის ბედნიერება წინ გქონია.
LikeLike
აჰა, მისალოცი ვარ :)
LikeLike
აშკარად!
LikeLike
რაღაცა სულ ვიკავებდი თავს, ამ წიგნის წაკითხვაზე… აღარ მახსოვს მგონი ერთმა მეტად მნიშვნელოვანმა ვინმემ მითხრა არ ღირს, არ მოგეწონებაო და ამ წამს დავრწმუნდი, რო აუცილებლად მომეწონება… :D
მგონი ადვილად ვექცევი სხვისი ზეგავლენის ქვეშ O_O
LikeLike
ძალიან კარგად უნდა იცნობდე ვინმეს, წიგნზე რომ უთხრა, არ მოგეწონებაო (პრინციპში, მოგეწონებაც იგივეა) და მაინც სარისკოა… გემოვნება ღრმად ინდივიდუალური რამეა და ლიტერატურული გემოვნება – მითუმეტეს.
ერთადერთი და უმარტივესი გზა არსებობს – თავად უნდა წაიკითხო :) ოღონდ, მერე, შთაბეჭდილებების ორი სიტყვით მოწერა არ დაიზარო :)
LikeLike
ჰო და იმ ოჯახაშენებულსაც რა ჯანი ედგა, დაეზღვია თავი და ეთქვა, სინჯე კარგიაო :)
მადლობა მოლი, კიდევ ერთი გემრიელი პოსტისთვის :*
მგონი აწი მეც seviyorum kirmizi :)
Ben de Molly seviyorum. ^__^
LikeLike
ჰეჰ :) ბლოგზე თურქული ენის მცოდნე სტუმარიც გვყოლია :) ვერი ნაის.
ვნახე შენი სადავალებო ბლოგი და ისა… მომეწონა ძალიან. გამოვიწერე უკვე. აქტიურად რომ წავიკითხო და დავაკომენტარო, ხელს ხომ არაფერში შეგიშლის? მაინც სადავალებოა და…
LikeLike
ო, ეს ძაან ვიმატრაკვეცე ახლა :) ჩემი თურქული – მხოლოდ ადამიანის გაცნობით, სიყვარულში გამოტყდომით, დამშვიდობებით და მერე აღარასოდეს შეხვედრით შემოიფარგლება :D
პ.ს. იმ ბლოგის მოწონებისა რა გითხრა, გამოსვლა დამვიწყებია ვორდპრესიდან და ა, კი შევრცხვი აგერ :( (შენისთანა მკითხველისგან გამოწერამ, ხელი შემიშალოსო?! შენც იტყვი რაა მოლი :* :))))
LikeLike
ისეთი რაღაცები გიწერია გუგლზე, არც ვიცოდი და ალბათ, ვერც გავიგებდი :) გემრიელად რომ იკითხება პოსტები, ამაზე არაფერს ვიტყვი, ისედაც ცხადია.
ფბ-ზე შეიხედე. მოსაწვევი გამოგიგზავნე.
LikeLike
თფუ, სადავალებო ბლოგიდან მომიწერია :))) კი მიხვდებოდი, მე ვარ ისე :)
LikeLike
უჰ აღმოსავლეთი მიყვარს და ისე აღწერე…უნდა ვიყიდო ეს წიგნი,თან ხელოვნებაზე ყოფილა.
პ.ს. მკვლელის მიუტევებელი ცოდვა-ხატვისას ხელწერის პოვნას შეეცადაო,ამას ვერ მივხვდი,ალბათ რომ წავიკითხავ მივხვდები მაგრამ რა იგულისხმე?
LikeLike
ინდივიდუალიზმის ნებისმიერი გამოვლინება სასტიკად ისჯებოდა. არა მარტო მანდ, სხვათა შორის. კანონიკურობა ზოგადად, მძიმე ცნებაა. 21-ე საუკუნეშიც რომ ვერ გაექცევი ბოლომდე…
LikeLike
შავ წიგნს რატომ აიგნორებენ მთარგმნელგამომცემლები, არ ვიცი :( არადა, ალბათ ყველაზე საინტერესო და აქტუალური წიგნი იქნება ჩვენთვის
LikeLike
და რატომ აიგნორებენ? იქნებ და თავის რიგს ელოდება?
LikeLike
მაგას რა ჯობია, თუკი თავის რიგს ელოდება :)) უბრალოდ, გული მწყდება, რომ ამდენ ხანს არ გამოსულა, არადა, მგონი, ორჰან ბეის ყველა მნიშვნელოვანი ოპუსი თარგმნეს :))
LikeLike
რამდენადაც ვიცი, სულ მალე “თოვლს” გამოსცემს სულაკაური. მთავარია, ხარისხიანად ითარგმნოს. საჩქარო სულაც არ არის (იმჰო, რა თქმა უნდა).
LikeLike
ოუ რა დამთხვევაა, ზუსტად ამ წიგნს ვკითხულობ ახლა, ნახევრამდე მივედი, უმაგრესი რაღაცაა აი როგორ ავხსნა, ძან აზარტული, რაღაც მომენტებში მისტიური, აი ისეთი კაცს აქაფქაფებულ ცხელს ყავას, ნარგილეს მოწევას და მხატვრობაზე და არა მარტო მხატვრობაზე ლაპარაკს რომ მოგანდომებს….იძირები ყარას სიყვარულში, შექურეს ვნებებში, მხატვრების ფარულ თუ ღია ქიშპობეში, ყველას სურს დატოვოს საკუთარი ხელწერა, ოსმანის პირექუშობაში, ორჰანის გულუბრყვილოებაში….და მიუხედავად ყველაფერ ამისა, ,,ყველას და ყველაფერს საკუთარი ფერი აქვს ამ სამყაროში”, თუმცა ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩემთვის სამუდამოდ თუ არა გარკვეული ხნის განმავლობაში ყველა -ფერი, წითელის გარშემო იტიალებს:)))
LikeLike
ისა და… საკუთარი ბლოგის შექმნაზე არ გიფიქრია? ძალიან კარგ პოსტებს დაწერდი….
ორივე ხელით გეთანხმები, რა თქმა უნდა. ფამუქის, რაც კი ქართულად გამოსცეს, ყველაფერი მაქვს შინ, მაგრამ წითელი, ჯერჯერობით, უდავო ფავორიტია.
LikeLike
რავი ამაზე არასდროს მიფიქრია მოლი, ჯერ-ჯერობით სხვის გემრიელი ბლოგით ვიტკბარუნებ პირს:დ;;დ ისე მადლობა:)))
LikeLike
წავიკითხე შენი პოსტები და ძალიან მომეწონაა <3 ეს ერთ-ერთი წიგნია ,რომლც განსაკუთრებით მიყვარს და ამის შემდეგ კიდევ უფრო შემიყვარდა.ძალიან კარგი გოგო ხარ <3 გისურვებ წარმატებას!!
LikeLike
მადლობა და ველქამ :)
LikeLike
ყოველდღე შევცქერი წითელს და ძალიან ბევრ სხვა წიგნებს,კითხვით კი:-(
LikeLike
კატასტროფულად არ მყოფნის დრო :((
LikeLike
არაფერი მაქვს ფამუქის წაკითხული.
აა, კაი, ჩემით გავალ :/
LikeLike
ყველაფერი წინ გქონია, აბა :)
LikeLike
ფამუქი ძალიან შორსაა სიაში ჯერჯერობით….
LikeLike
უკეთესი რაღაცები იქნება იმ სიაში, ამშუა :)
LikeLike
უჰუუმ, რასაკვირველია ^^ თუმცა,არც ისე გაპიარებულ–გაფეტიშებულები, როგორც ფამუქის წიგნები.
LikeLike
mec citeli mokvarsdcalian vtli rom jer citelia da shemdegsxva danarchenebi.
LikeLike
ნამდვილად ასეა :)
LikeLike