“რიდერი თუ წიგნი?” – ალბათ, არ არსებობს სხვა დილემა, რომელიც თანამედროვე ბიბლიოფილებში ამდენ კამათს და აზრთა სხვადასხვაობას იწვევდეს. ზოგი რიდერს “ეშმაკისეულ გამოგონებას” უწოდებს და ამტკიცებს, რომ კაცობრიობა ტიპოგრაფიის სურნელით გაჟღენთილ ფურცლებს ვერაფრით შეელევა და ტრადიციული წიგნის ნებისმიერ ალტერნატივაზე საუბარიც კი სასაცილო ეჩვენება. ზოგი, პირიქით, დარწმუნებულია, რომ მძიმე და მოუქნელი ტომებით გაძეძგილი თაროები სულ მალე ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს…
ორიოდე თვის წინ, მეგობრისთვის საჩუქარს ვეძებდი და შემთხვევით, ერთობ ორიგინალურად გაფორმებულ გამოცემას გადავაწყდი. ჯერ სათაურმა დამაინტერესა – “არც იფიქროთ წიგნებისგან თავის დაღწევაო”, თან ყდაზეც უმბერტო ეკო ამოვიკითხე და მაშინვე ჩანთაში ვუკარი თავი. ცხვირი მიგრძნობდა, რომ ხელთ საინტერესო საკითხავი ჩამივარდა და არც შევმცდარვარ.
რაფინირებული მკითხველი სინიორ უმბერტოს, უმთავრესად, მხატვრული პროზით იცნობს – “ვარდის სახელის” და “ფუკოს ქანქარას” შესახებ ყველას სმენია. თუმცა, არსებობს არანაკლებ საინტერესო ავტორიც – ეკო-პუბლიცისტი. თვალსაჩინო მაგალითად, იტალიური “ესპრესოსთვის” დაწერილი სვეტების კრებულიც იკმარებს. “ჯოისის პოეტიკაზე” არაფერს ვიტყვი – მოლი ბლუმი ფსევდონიმად ტყუილად არ შემირჩევია…
ეკოს თანაავტორი ჟან-კლოდ კარიერია, რომანისტი და ისტორიკოსი, ბონუელის, გოდარის, ვაიდას, ფორმანის ფილმების სცენარის ავტორი. იტალიელი მედიევისტი და ფრანგი ლიტერატორი რიგითი მკითხველების ამპლუაში გვევლინებიან და წიგნის წარსულისა და აწმყოს ანალიზით მომავლის განჭვრეტას ცდილობენ.
ავტორთა პოზიციას სათაურითაც იოლად ამოიცნობთ. თუმცა მთავარ ხიბლს მე სხვა რამეში ვხედავ. წინასწარმეტყველება რთული საქმეა და არც ეკო და მისი თანამოსაუბრე არიან პროფესიონალი ფუტუროლოგები – უპირველესი ღირსება ის ინტელექტუალური და უზადო იუმორით შეზავებული ბაასია, რომელიც მხატვრული სიტყვის ორ დიდოსტატს შორის მიმდინარეობს.
ისტორიული ექსკურსებით, ცნობილი თუ უცნობი ბიბლიოკურიოზებით, თამამი პარალელებით გაჯერებული, დინჯი საუბრის თუნდაც ზოგადი შინაარსის გადმოცემა უკიდურესად რთული და, ამასთან, ფუჭი საქმე მგონია – თავად უნდა წაიკითხოთ. შეუძლებელია, ამ წიგნმა გემოვნებიანი მკითხველი იმედგაცრუებული დატოვოს.
საყოველთაო პროგრესის ადეპტებს ეს დიალოგი, ეგებ, ორი ასაკოვანი ბიბლიოფილის ნოსტალგიურ პერფორმანსად ეჩვენოს. მე კი ამ წიგნმა ფრიად სასიამოვნოდ გამატარებინა რამდენიმე საათი და ისიც დამანახა, რომ თურმე შესაძლებელია, ბიბლიოსამყაროში ციფრული ტექნოლოგიების გამოჩენას ყოველგვარი პანიკისა და მღელვარების გარეშე შევხვდეთ. როგორც აღმოვაჩინე, ავტორებიც ამ თვალსაზრისს იზიარებენ.
მართლაცდა, გაუგებარია, რატომ უნდა ჩავთვალოთ რიდერი წიგნის და მით უმეტეს, წიგნიერების მტრად. არ მგონია, ტექნოლოგიური რევოლუცია საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებულ კანონიკურ სახეს განადგურებით ემუქრებოდეს. ავტომობილისა და თვითმფრინავის გამოგონების შემდეგ ადამიანებს ფეხით სიარულზე უარი არ უთქვამთ, გლობალური კომპიუტერიზაციის ეპოქაში ხალხი თეატრებსაც სტუმრობს და კინოდარბაზებსაც – ამქვეყნად ადგილი ყველაფრისთვის მოიძებნება.
P.S. ერთი კვირაა, უკიდეგანო “ამაზონზე” დავხეტიალობ, “ქინდლის” მოდელებს ვათვალიერებ და ჩემს პირველ რიდერს ვარჩევ. ნამდვილად ვერ გეტყვით, როგორ შევეჩვევი ახალ სათამაშოს, ერთი კი ზუსტად ვიცი – მოლის ნაფერებ და ნალოლიავებ ბიბლიოთეკას საფრთხე არ ემუქრება.
მეც მინდა ქინდლი :( მოკლედ გეგმა მაქვს შემუშავებული :) მამაჩემმა 4 წლის წინ თავისი ნოუთბუქი იყიდა, რომელსაც მე თვალი დავადგი, იმდენად მომეწონა რომ უბოდშდ დავთრევდი ყველაგან, ვირუსებით დავხუნძლე, ყველგან გულების და ვარსკვლავების სურათები მქონდა. ბოლოს ისე მოვუშალე ნერვები, რომ საკუთრფი მიყიდა :) ახლა აიპადი აქვს ნაყიდი, თუ იგივე გეგმას მივყვები იქნებ ქინდლ თაჩი გაიმეტოს? ისე ცნობისთვის, ძვირფასო მშობლებო, ამ ბლოგს რომ კითხულობთ მოიღეთ წყალობა და გამაბედნიერეთ ;)
LikeLike
მშვენიერი გეგმაა… აბა, მე ასეთ რაღაცებში საკუთარი თავის იმედად ვარ. ისე, ქინდლს მეც საჩუქრად ვიღებ :) ანუ, ორმაგად ძვირფასი იქნება. ან ათმაგად.
LikeLike
საკუთარი თავის ფინანსური იმედი, რომ მქონდეს ჩემით ვიყიდდი :)
LikeLike
ჩემით მეც მშვიდად ვიყიდი, მაგრამ ისეთი ადამიანი მჩუქნის, ყიდვას ათასჯერ რომ ჯობია. მიყვარს, განსაკუთრებით ძვირფას ნივთებს უსაყვარლესი ადამიანის საჩუქარი რომ ჰქვია :)
LikeLike
არ ვიცი როგორ მივეჩვევი რიდერში კითხვას,მაგრამ აშკარად უფრო მოსახერხებელია.თუმცა სად თაროებზე შემოწყობილი წიგნების სუნი (მე მიყვარს წიგნებში ძრომიალი) და სად ჩანთაში ჩაგდებული რიდერი.
ეგ რამე ახალია?
LikeLike
ახალი? წიგნს გულისხმობ? წიგნი შედარებით ახალია. 2010 წელი.
LikeLike
მოლი, შენ (როგორც ყოველთვის) კიდევ ერთი წიგნის წაკითხვის სურვილი გამიჩინე :) მაგრამ ჯერ ეკოს უნდა გავეცნო, შეძენით ვერ შევიძინე და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჯერ არაა, იმედია მოიტანებენ უახლოეს მომავალში…
აი რაც შეეხება ქინდლის, მეც ვფიქრობ ,რომ ბიბლიოთეკებს და წიგნებს ამით არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ… ძალიან მინდა ქინდლი, უფრო მეტს წავიკითხავ. ახლა გაძეძგილი ჩანთით რომ დავდივარ, ქინდლი რომ მქონდეს ჩანთაც შემიმსუბუქდებოდა :)
ავტომობილები და თვითმფრინავები მომეწონა! კარგი შედარება გააკეთე :)
LikeLike
ზუსტად ასეა, რუსა. ქინდლი ბევრად პრაქტიკულია, კითხვას, ტარებას, შენახვას გააადვილებს. ოღონდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტრადიციული წიგნი მოკვდება.
LikeLike
ურბანული ლეგენდა უბნობს, როდესაც გუტენბერგმა თავის საბეჭდ დაზგაზე დაბეჭდილი პირველი წიგნი მიიტანა სახლში, ბაბუამისმა ისიდორემ სულ შოლტით სცემა –შე ვირიშვილო, ეგ რა მოდას აყოლილხარ, ადექი და კამეჩის ტყავზე ნაწერი წიგნი წაიკითხე, როგორც შენი მამა-პაპა კითხულობდაო.
LikeLike
ეს ურბანული ლეგენდა უკვე მეხუთედ მხვდება სხვადასხვა ბლოგის სხვადასხვა პოსტის კომენტარებში. სიმართლე გითხრა, ვერ გავიგე, ამ პოსტთან რა კავშირშია.
LikeLike
ტუმცა, რაღაც შემეშალა, კავშირს მაინც მოვუძებნი. :)
თუნდაც რიდერ-წიგნის კონტექტსში ჯდება.
ჯერ-ჯერობით რიდერი ზრდის წიგნის გაყიდვასაც, მაგრამ ეს შეიცვლება ახალ თაობასთან ერტად.
მაგრამ გარდა წმინდა საბაზრო მომენტებისა, სხვა მოსაზრებაც არის რომ რიდერი კლავს ე.წ. სერიოზულ ლიტერატურას. იმიტომ რომ რიდერი მეტ თავისუფლებას გაძლევს მაგრამ სწრაფი კითხვის და პარალელური კითხვის ეფექტი მოაქ – აი რასაც მე ვაკეთებ ახლა – ფბ-ზე ტყუილად კი არ დავწერე რიდერით და ტაბლეტით თქო :) ამ დროს კი პირობითად ჯოისს ვერ წაიკითხავ.
თუმცა ეს ჩემი ძირითადი კომპეტენციების გარეთაა – ფსიქოლოგები კი ბევრს განიხილავენ.
LikeLike
ჯერჯერობით ზრდის (ამაზე შევთანხმდეთ) და სამომავლოდ რა იქნება, მე ვერ დავიჟინებ. ყოველი შემთხვევისათვის, კითხვის მოყვარული ხალხის მომრავლება წიგნს აპრიორი არ უნდა ვნებდეს.
რაც შეეხება ფსიქოლოგიას – სწრაფი და პარალელური კითხვის ეფექტი საშიში რატომ უნდა იყოს… თუ მინდა, სამ დეტექტივს წავიკითხავ პარალელურად და თუ მინდა – ერთ ჯოისზე გავჩერდები. (თუ სწორად გაგიგე, ფსიქოლოგი მეც არ ვარ).
ისე, არც ლიტერატორი ვარ, მაგრამ წიგნების სერიოზულად და არასერიოზულად დაყოფას ისევ ხარისხიანად და უხარისხოდ დაყოფა მირჩევნია.
LikeLike
არა რას ამბობენ იცი? ფასთბუქის ეფექტია.
წიგნი რიტუალივით იყო – დროს მონახავდი, დაჯდებოდი და გქონდა 1 საათი სპეციალურად გამონახული წასაკითხად.
რიდერის შემთხვევაში – გიგდია ჩანთაში. ტრანსპორტში ამოიღე – წაიკითხე. სამსახურში ზიხარ. რაღაცას წერ, დაისვენე 10 წუთი – წაიკითხე. გახვედი გარეთ მოსაწევად – წაიკითხე 5 წუთი… პარალელურად ტელევიზორს უყურებ – თან კითხულობ. ინტერნეტში ხარ – თან კითხულობ… წიგნი მძიმეა ხშირ შემთხვევაში და ასე არ დაათრევ ყველგან.
მოკლედ ლაითი რიდინგისთვის უფრო კაია ასე კითხვა და სერიოზული რთული რამეებისთვის არაო. და ახალი თაობა შეჯდება რიდერზე და შესაბამისად რაღაცა ტიპის წიგნებზეო.
საინტერესო იყო თავისთავად…
შეიძლება ამ თემაზეც დავწერო ერთ-ერთი ქინდლისტური პოსტი. :)
LikeLike
ჰო, მეც ასე გავიგე, მაგრამ იმას ვერ მივხვდი, ცუდი რატომ არის?
ერთ ძველ რუსულ ფილმშია – 100 წლის წინ მწერალს რომ შეხვედროდი, მთელი ცერემონია უნდა ჩაგეტარებინაო. ჯერ გზა, მერე შეხვედრის ნებართვა… ან მოქცემდა, ან არაო. ჰოდა, ეს გარკვეულ ბარიერს ჰქმნიდაო. მწერალი საკრალური ფიგურა იყოო. ახლაო, აიღებ ყურმილს, დაურეკავ და ისიც ტელეფონით გაძლევს ინტერვიუსო (მე-20 საუკუნის სამოცდაათიან წლებზეა საუბარი).
პროგრესს, როგორც წესი, ასეთი საუბრებიც ხშირად მოჰყვება. ფამუქი მანქანაში მაქვს წაკითხული და კაბინეტში, საქმეს და საქმეს შორის… ისიც არის, რომ ტყუილად ამას არ იტყოდნენ. მოკლედ, საინტერესოა.
LikeLike
ფამუქი არ წამიკითხავს :)
მთის გმინვას მეც ეგრე ვკითხულობ ხოლმე. კავაბატას… მაგრამ არის მწერლები რომ ასე ვერ წაიკითხავ. აბესალომ, აბესალომი ეგრე არ წავა მგონი.
როგორც კინოა რა. ზოგ ფილმს განწყობა და გარემო უნდა რომ ნახო.
მაგრამ ვინ გიშლის რომ ადგე, მონახო დრო დაჯდე და ქინდლში წაიკითხო აბესალომ, აბესალომი?
და როცა 10 წუთი გაქვს ან რამე საქმიდან ტვინის გადართვა გინდა – აიღო იგივე ქინდლი, გახსნა იგივე ლარსონი ან დივერი და ის წაიკითხო?
კაიფიც ეგაა – რომ ყველა წიგნი ერთად გაქვს და განწყობის მიხედვით აირჩევ, მგონი ეს პირიქით უფრო კაიცაა.
LikeLike
მეც მანდ ვარ.
ზოგადად, ნებისმიერ წიგნს თავისი განწყობა სჭირდება. სტაუტსაც, კავაბატასაც, რევერტესაც და ფამუქსაც. მე დილით ვარჩევ ხოლმე, რისი წაღება უფრო მინდა და იმის მიხედვით ვიღებ წიგნს. “ქინდლსაც” ზუსტადაც რომ ის ეშხი აქვს, რომ ყველაფერი ერთად გაქვს, რომელიც გინდა, გადაშალე და წაიკითხე…
LikeLike
დარტ, მომწონს თქვენი იუმორის გრძნობა :)
LikeLike
მოლი, ერთი შემიძლია გითხრა ქინდლი (ან ნებისმიერი სხვა რიდერი) წიგნის კითხვის იმდენად მსგავს შეგრძნებას იძლევა, პირადად მე რამოდენიმეჯერ ხელი გამექცა “გადასაფურცლად” :)
შედარება, როგორც ყოველთვის, ზუსტი იყო: “ავტომობილისა და თვითმფრინავის გამოგონების შემდეგ ადამიანებს ფეხით სიარულზე უარი არ უთქვამთ, გლობალური კომპიუტერიზაციის ეპოქაში ხალხი თეატრებსაც სტუმრობს და კინოდარბაზებსაც”. გეთანხმები :)
LikeLike
აჰა :) შენ უკვე გცოდნია. მე მხოლოდ ვვარაუდობდი და ეს ვარაუდი დამიმტკიცე ახლა.
მშვენიერია :)
LikeLike
დარწმუნებული ვარ, შენც არანაკლებ ისიამოვნებ ტექნიკის ამ მიღწევით :)
წინასწარ მშვიდობაში
LikeLike
მადლობა :) მეც თითქმის დარწმუნებული ვარ.
LikeLike
სრულიად გეთანხმები, შეიძლება წიგნებისა და რიდერის უპრობლემო თანაარსებობა. რაც შემეხება მე, ”ქინდლის” შეძენაზე მეც ვფიქრობ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შევწყვეტ წიგნების შეძენას, მიყვარს, როდესაც ჩემ თაროს ვუყურებ და საყვარელი ავტორების კოლექციები მაქვს, ის შეგრძნება მიყვარს, როდესაც ვიცი, რომ კოლექცია უნდა შევავსო, ფურცვლაც მიყვარს და ა.შ. თუმცა ”ქინდლს” დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი, თუნდაც გადაადგილებისას სიმარტივის გამო.
LikeLike
სრული ჭეშმარიტებაა, ფინიკი. ქინდლი უაღრესად პრაქტიკულია, მაგრამ ტრადიციულ ბიბლიოთეკას ხელს არაფერში შეუშლის.
LikeLike
რიდერს მეც ვათვალიერებ, მაგრამ არც მე ვაპირებ ბიბლიოთეკის ხელყოფას. ორივე მქონდეს, რა დაშავდება? არც რაი ^^
LikeLike
პირიქით, ორი კოლექცია გექნება – ნაბეჭდი და ელექტრონული.
LikeLike
ხოდა, ისა… ფორუმ.გე-ზე ბევრი წუწუნებდა წერა დაგვავიწყდაო, კალიგრაფია გაგვიფუჭდაო, ნოტარიუსის გვერდით ვმუშაობ და მეც არაერთხელ წავწყდომივარ, რომ არა მარტო წერა არ იციან, კითხვაც კი უჭირთ.. ხოდა, წიგნების კითხვის გარდა, ხალხნო, ნუ დაივიწყებთ წერას
LikeLike
კალიგრაფია მეც გამიფუჭდა. თითქმის არ მიხდება ხელით წერა და იმიტომ. ელექტრონული წარმოების პირობებში ხელსაც კი არ ვაწერ დოკუმენტს. ხელმოწერაც კი ელექტრონულია…
LikeLike
კომპიუტერის ეკრანიდან კითხვას უკვე შევეჩვიე, მაგრამ წიგნის ფურცლები სულ სხვაა :) სასურველი წიგნის და საფულეში საკმარისი თანხის “აღმოჩენაც” თავისებური სიამოვნებაა :D
ეკოს და კარიერის დიალოგმა დამაინტერესა :) ახლო მომავალში გავეცნობი.
LikeLike
საქმე იმაშია, რომ ქინდლი, საკითხავად, კომპიუტერის ეკრანზე ბევრად კომფორტულია. სხვა პლიუსებზე არაფერს ვამბობ.
LikeLike
მონიტორზე კითხვა ძალიან მღლის, რიდერი ჯერ არ მიცდია, ტუმცა მოიხედავად ამისა, ტექნიკურ პროგრესს არ ვეწინააღმდეგები :) ვითომ რატომ არ სეიზლება, ტადიციული ბიბლიოთეკაც გქონდეს და რიდერიც? ერთი მეორეს ხელს არ შეუშლის, დარწმუნებული ვარ.
LikeLike
მონიტორზე კითხვის ბრალია, სათვალეს რომ ვატარებ :)
არ შეუშლია არანაირად. პირიქით, ფანტასტიურად შეთავსებადია. არსებობს წიგნები, რომლებსაც თბილისში, უბრალოდ, ვერ იყიდი. სამაგიეროდ, ნეტში თავისუფლად იძებნება. გადმოწერ რიდერში და მორჩა.
LikeLike
მე რომ სათვალე დამჭირდა, მაშინ კომპიუტერი რა იყო, არც ვიცოდი :)
LikeLike
რიდერს რომ მოესწრო ჩემთვის, სათვალე იქნებ არც დამჭირვებოდა…
LikeLike
მარა მიყვარს მე ჩემი სათვალეები :)
ჯეფრი დივერის სათვალეც მევასა. ამაზონზე ვეძებდი დღეს დილით რამე ეგეთს :)
LikeLike
მეც მიყვარს :) სათვალეც, სანთებელაც, საფულეც, ჩანთაც.
ძველი საათიც მიყვარდა და ახალიც შემიყვარდება.
ოღონდ, რიდერს მაინც განსაკუთრებული გულისფანცქალით ველოდები.
LikeLike
გეთანხმები! ვერც მე ვერ ვხედავ ვერანაირ საფრთხეს ამაში! წიგნიც საინტერესო ჩანს! :) “მოლის ნაფერებ და ნალოლიავებ ბიბლიოთეკას საფრთხე არ ემუქრება.” – არამგონია შენი რომელიმე მკითხველი საპირისპიროდ ფიქრობდეს! :)
LikeLike
მეც იმედი მაქვს, რომ ასე არ ფიქრობენ, ცოტნე. უბრალოდ, სადღაც წავიკითხე, როგორც კი რიდერს ვიყიდი, ჩემს ბიბლიოთეკას სარდაფში მოვისვრიო…. ვიღაც წერდა. ჰოდა, მე ამას არ ვაპირებ.
LikeLike
უიმე! ნეტა(ვ) დაწერა ეგ?! ვერც კი წარმომიდგენი ხარ შენ ამ პროცესში. არ ყვარებია წიგნები და ეგაა! :)
LikeLike
ვინ – გამომრჩა. :)
LikeLike
მე ბევრი ეგეთი რამე მაქვს დაწერილი ფეისბუქზე :)
მაგალითად ასეთი სტატუსი – “ახლა კი მივხვდი, რატომ წვავდნენ ნაცისტები წიგნებს”.
თუმცა ეს მხოლოდ ხუმრობაა.
LikeLike
ხო იმედია მოლი შენ არ გგულისხმობს! :)
LikeLike
:)
ისე, რაც ქინდლი მაქვს, ნაბეჭდი წიგნი პრაქტიულად არ შემიძენია. წმინდად ემოციური და არარაციონალური სუნისა და ფურლების შრიალის გარდა, სხვა ედედვალუ არ აქვს და…
LikeLike
ასე ზუსტად ემთხვევა, ლორდ? დავიჯერო, ისეთი წიგნი არსად შეგხვედრია, ელ.ვერსია რომ არ მოიპოვებოდეს?
LikeLike
თანამედროვე ქართველი მწერლები ჭირს/
მაგრამ, იმედია ბოლო-ბოლო დააყენებენ საშველს.
LikeLike
ლიტ.ჯი აკეთებს რაღაცებს. და საკმაოდ სერიოზული პროექტიც ჰქონიათ.
http://navigator.ge/ArticleView.aspx?Id=647
LikeLike
არა :) ლორდს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა :)
LikeLike
და მეც დავამატებ, რომ რიდერის შეძენით, არც ჩემს ვიზუალურ ბიბლიოთეკას დაემუქრება რამე :)
LikeLike
აუდიო ბიბლიოთეკა გამიგია, როდრიგო და ვიზუალური როგორია? შენ, როგორც მახსოვს, მშვენიერი კარადა გაქვს წიგნებით სავსე. დოჩანას ქუჩაზე :)
LikeLike
რიდერს დიდი ხანია მეც ვუმზერ ამაზონზე. მაგრამ შეძენის თავი ნამდვილად არ მაქვს. თუ ვინმე მაჩუქებს, ბედნიერი ვიქნები, თუმცა ჩემით ნაყიდი საჩუქრებს ყოველთვის მირჩევნია (არ მიყვარს, საჩუქრებს რომ მჩუქნიან, რაღაცნაირ ვალდებულებას ვგრძნობ მერე, ასე რომ ჩემგან ნაჩუქარი ნივთი ყველაზე უანგაროდ უნდა ჩაითვალოს :) :D )
აი, წიგნებს რაც შეეხება, არ მგონია, როდესმე უარი ვთქვა მათ შეძენაზე, მით უმეტეს რომ მანიად მაქვს ქცეული (რა ვქნა, ასეა). ფურცლის სურნელი და შრიალი ყველაზე განსხვავებულ გრძნობას აღმიძრავს :)
LikeLike
გააჩნია, ვინ გჩუქნის….
საკუთარი თავის განებივრება და რაღაცების ყიდვა ძალიან მიყვარს, მაგრამ საყვარელი ადამიანის საჩუქარს მაინც სხვა ეშხი აქვს. ათასჯერ მეტად გემრიელია.
უარი რატომ უნდა თქვა :) მშვენიერი მანია გქონია.
LikeLike
მოლ, არ გეუბნებიი რომ უარი უნდა თქვა. მე ვარ ასე, უკუღმაართად მოწყობილი, რომ უხერხულობას აღმიძრავს საჩუქარი. გაჩუქება, იცოცხლე, მიყვარს. გამონაკლისი ნივთების გარდა ყველაფერს ვაჩუქებ ხოლმე თითქმის და თუ მთხოვენ კიდე, ხო მთლად. მართალია, თხოვნის დროს ცუდად ვგრძნობ თავს რომ რაღაცას უნდა შეველიო, მაგრამ მთავარი მე არ ვარ :D
LikeLike
“უარი არ უნდა თქვა” წიგნების შეძენაზე ვთქვი. უფრო სწორად, შენს ფრაზას ვუპასუხე. ისე, გაჩუქება მეც ძალიან მიყვარს. შესაძლოა, საჩუქრის მიღებაზე ოდნავ მეტადაც კი. ოღონდ, იმასაც გააჩნია, ვის ჩუქნი და ვინ გჩუქნის :)
LikeLike
რიდერის წინააღმდეგი არ ვარ მეც ვატარებდი სიამოვნებით, უფრო მოსახერხებელია, მაგრამ წიგნის ფურცლები უფრო მიყვარს. აი ძველ წიგნებს რომ თავისებური სურნელი აქვთ რომ ფურცლავ:))))
LikeLike
მთავარია, გაფუჭებული, დამტვერილი და დანესტიანებული არ იყოს წიგნი… არადა, ქუჩაში, უმთავრესად, ასეთები იყიდება :( მერე და რა კარგი გამოცემები :(
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე!
LikeLike
არადა სულ ვკითხულობ მოლის ბლოგს. გამიკვირდა, რომ აქამდე არ დამიწერია კომენტარი :)
LikeLike
ასე გამოდის…
LikeLike
[…] ეს ჩემზე უკეთ სხვებს გამოსდით მოლი ლორდი(1, […]
LikeLike
ქინდლი…. რამდენიმე თვეა გავიგე რას ნიშნავს და რა არის ეს იქნდლი და ამდენივე ხანია მინდა მისი შეძენა და ამაზონსაც ხშირად ვსტუმრობ. ხან ფასებს ვამომწებ, ხან დიზაინს ვარჩევ… ვერ ვიტყვი მალე ვიყიდი თქო, მაგრამ ალბათ არც ისე შორეულია ეგ ამბავი..
LikeLike
მეც კარგა ხანი ვაპირებდი, ვუტრიალებდი, ვარჩევდი და იმდენი ვუტრიალე, რომ მაჩუქეს :) :) :) ორიოდე კვირაც და შინ მექნება… არ იცი, როგორ მიხარია!!!
LikeLike
რა მაგარია!!! ეჭვი არ მეპარება რევიუს ვიხილავთ, ტექნოლოგიურ აღწერას რომ არ ველოდები და არც გვინდა ეს ჩვენი მოლიოსგან ესეც ფაქტია : )
გვითხარი მერე როგორ იკითხება ქინდლში წიგნები და ბლოგები : )
LikeLike
რევიუ აუცილებლად იქნება. აბა როგორ… ასეთ მნიშვნელოვან თემაზე როგორ არ დავწერო. ახალი ტელეფონი ხომ არ არის, ქინდლია. ანუ, ჩემი, როგორც მკითხველის ცხოვრება მნიშვნელოვნად იცვლება. აქამდე, ჩანთაში მხოლოდ წიგნი მედო. ახლა უკვე არჩევანის საშუალებაა – წიგნი წამოვიღო თუ ქინდლი… ახალი წიგნები, რაც არ გამოცემულა, ან თბილისამდე არ ჩამოსულა…
მოკლედ, ერთი გემრიელი პოსტი გამოვა.
LikeLike
[…] დაწერილი სვეტების კრებულია, “არც იფიქროთ წიგნებისგან თავის დაღწევ…” – ფრანგ რომანისტ და ისტორიკოს […]
LikeLike