დღეს მოლი ბლუმის ბლოგი ნატიფი ხელოვნების მოყვარულებს მასპინძლობს და ჯეოპარდის მორიგი პაკეტის თემად ყველასთვის კარგად ცნობილი მიმდინარეობა – იმპრესიონიზმი მაქვს შერჩეული. სულით რევოლუციონერი ფრანგების კიდევ ერთმა ამბოხმა სამყაროს ისეთი სილამაზე აჩუქა, დასანანი იქნებოდა, ჩვენს ბლოგზე თუნდაც მცირე ადგილი მათთვისაც არ დაგვეთმო. მაშ ასე,
Good luck!
1. ეს ტერმინი სახელოვნებო ლექსიკონში ფრანგულ ჟურნალ “შარივარის“ კრიტიკოსის – ლუი ლერუას წყალობით დამკვიდრდა;
2. ამ სახელგანთქმული ფოტოგრაფის სახელოსნოში გაიმართა 1874 წელს იმპრესიონისტების პირველი მნიშვნელოვანი გამოფენა;
3. ედუარდ მანეს სკანდალურად ცნობილ სურათს – “საუზმე ბალახზე“– თავდაპირველად სწორედ ასე ერქვა;
4. ამ მხატვრის შემოქმედებაში პერლამუტრის და წითელ პერიოდებს გამოარჩევენ;
5. ეს იმპრესიონისტი ძალიან ხშირად ხატავდა ბალერინებს;
6. ფილმში „ამელი“ ერთ–ერთი პერსონაჟი 10 წლის განმავლობაში სწორედ ამ მხატვრის ნამუშევრის ასლებს ქმნის;
7. ასე ერქვა ყველაზე ცნობილ ფრანგ იმპრესიონისტ ქალბატონს;
8. ამ მხატვარმა შექმნა ცოლის პორტრეტი – “კამილა იაპონურ კიმონოში“;
9. ეს იმპრესიონისტი, მოგვიანებით, ჟორჟ სერასთან ერთად ახალმა მიმდინარეობამ – პუანტილიზმმა გაიტაცა;
10. ეს ფრანგი იმპრესიონისტი ინგლისური წარმოშობისა გახლდათ;
11. ეს ტილო ფრანგული იმპრესიონიზმის პირველ შედევრად ითვლება;
12. ამ აქსესუარით არის გამოსახული გოგონა რენუარის ცნობილ ნახატზე, რომლისთვისაც ფერმწერს მედუქნე ფურნეზის მშვენიერი ქალიშვილი – ალფონსინა პოზირებდა;
13. ეს ამერიკელი მხატვარი ქალბატონი, ედგარ დეგას მეგობარი, დიდი ხნის მანძილზე საფრანგეთი ცხოვრობდა და იმპრესიონისტების გამოფენებშიც მონაწილეობდა.
14. ეს სახელგანთქმული ინგლისელი მხატვარი რომანტიკოს–იმპრესიონისტად და ფრანგი იმპრესიონისტების წინამორბედად მოიხსენიება;
15. 1879 წელს, იმპრესიონისტების მეოთხე გამოფენაში ეს სახელოვანი პოსტიმპრესიონისტიც მონაწილეობდა;
1)
2)
3) ,,წახემსება მინდორზე” :)))))))
4)
5) დეგა
6) რენუარი
7) ბერტა მორიზო
8 )
9) სინიაკი?
10)
11)
12)
13) გოგონა საყურით
დანარჩენი არ ვიცი :((((
LikeLike
და 3 კითხვა ვერაფრით გავიხსენე ახლა :((( 10-ში სისლი (სისლეი) იგულისხმება?
LikeLike
1. არ ვიცი, მაგრამ ვპასუხობ ვერნისაჟს
5.დეგა
4.დოკუმენტურ ფილმს ვუყურე ადრე ერთ-ერთ იმპრესიონისტზე კატარაქტი ჰქონდა თვალებზეო და წითლად ხედავდაო და მონეა ეგ მგონი
6.მეთევზეები საუზმობისას თუ რაღაც ეგრე ჰქვია, ავტორი მანე ან მონე
8.ცოლს რენუარი ხატავდა ხოლმე
11.სავარაუდოდ შთაბეჭდილება
12.მარაო
15.გოგენი…
LikeLike
ნუ, მხატვრობა ჩემი სისუსტეა ცუდი გაგებით… დაველოდები და ვუგულშემატკივრებს სხვებს :)
LikeLike
მე – პასი. მხატვრობა ჩემი სუსტი წერტილია :)
LikeLike
2. 1874თუა მაშინ ნადარი. ფრანგია, თან ფოტოგრაფი და თან მაგ პერიოდში ცხოვრობდა
LikeLike
იმპრესიონისტები ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ კიტხვებს ვერ ვპასუხობ…
ნუ 2-3 გარდა.
აი, ილუსტრაციაზე ვიცი ვისი ნახატია :) მაგ ნახატთან კაი 6 საათი მაინც მაქვს გატარებული :)
LikeLike
მაგ სურათს, თუ კურსორს მიუახლოვებ, ავტორიც აწერია და ნახატის სახელიც.
LikeLike
ჰმ… აი ეგ კი არ მომაფქირდა.
მარა ისედაც ვიდოდი. :)
ბოლო-ბოლო პოსტი მაქვს დაწერილი. :)
LikeLike
ჰო. ძალიან ცნობილი ნახატია.
LikeLike
შენ და თამარას, თაია, პოპკორნი გეკუთვნით :) :)
LikeLike
ალბათ. პირადად მე მერი პოპინსს ვგულშემატკივრობ :)
LikeLike
მადლობა, თაია :) მხატვრის ოჯახში გავიზარდე და მთელი ბავშვობა იმპრესიონისტების ალბომების გარემოცვაში მაქვს გატარებული, სირცხვილი იქნება, იმედი რომ გაგიცრუო :)
LikeLike
მერი ჩემი ფავორიტიცაა :) გამიკვირდება, დღეს რომელიმე კითხვა რომ გამოტოვოს :)
LikeLike
ძალიან მიყვარს, შარფებსაც კი ჩემი საყვარელი იმპრესიონისტების ფავორიტი ნახატების ფერების მიხედვით ვარჩევ, მაგრამ ამ კითხვებიდან 3-4-ის მეტი არ ვიცი:( უმეტესის პასუხს ვერ ვიხსენებ.:(
LikeLike
სიმპატიური შარფები იქნება :) იქნებ ხვალ გადახედო, თუ მოიცლი…
LikeLike
ჰოო… შარფი ცემი სისუსტეა:))
LikeLike
მეც მიყვარს შარფები…
LikeLike
ვცდი აბა…
1. იმპრესიონისტი (სალანძღავ სიტყვა გამოიყენა:))
3 ბანაობა
4 რენუარი
5 დეგა
7ბერტა
8მონე
10 სისლეი
LikeLike
2 ნადარი ( გამახსენდა) ნამდვილი გვარი არ ვიცი.
LikeLike
მეც მაყურებლებში ჩამოვჯდები :)
LikeLike
ველქამ! :)
LikeLike
1. იმპრესიონიზმი;
2. ნადარი;
3. “ბანაობა”;
4. რენუარი;
5. დეგა;
6. რენუარის “ნიცბოსნების საუზმე”;
7. ბერტა მორიზო;
8. მონე;
9. პისარო;
10.სისლეი;
11. “ამომავალი მზე. შთაბეჭდილება”;
12. მარაო;
13. –
14. უილიამ ტერნერი;
15. პოლ გოგენი.
LikeLike
რა საინტერესო ჯეოპარდია.
სამწუხაროდ მე მხოლოდ 7 პასუხი მაქვს(მგონი)
LikeLike
შენს პასუხებს საღამომდე მივმალავ, ქეთუსი.
მიხარია, რომ მოგეწონა.
LikeLike
1. ”იმპრესიონიზმი”
4.ოგუსტ რენუარი
5. დეგა
8. მონე
9.პოლ სინიაკი
11.ედუარდ მანე
12. ქოლგა?(”გოგონა ქოლგით”)
ვსიო,მეტი ნამდვილად არ ვიცი(ან ესენი თუა სწორი?),პასუხებიდან ’გავნათლდებ ’ :)
LikeLike
ძალიან მრცხვენია მაგრამ 4 პასუხის დაწერას არ აქვს აზრი :)
LikeLike
რატომ არ აქვს აზრი? :(
LikeLike
სულ რამდენიმეზე მაქვს პასუხი, მიყვარს მხატვრობა, მაგრამ ასეთი წვრილმანებს ვერ ვიმახსოვრებ :( პასუხებს დაველოდები
LikeLike
მთავარია, კითხვები თუ მოგეწონა…
LikeLike
მოვიდა ხელოვნებათმცოდნეც!
მართალია ჯერ ეს პერიოდი გავლილი არ მაქვს, მაგრამ ზოგად განათლებას მოვიშველიებ :*
1. იმპრესიონიზმი
2. ნადარი
3. ბანაობა
4. პიკასო მგონი…
5. დეგა
6. რენოირი
7. ბერტა ან მარი :)
8. პისარო
9. ვან გოგი
10. სისლეი
11. მონეს “შთაბეჭდილება”
12.
13. ბერტა ან მარი აქაც ;დ
14. თერნერი
15. სიორა
LikeLike
1. იმპრესიონიზმი
2.ნადარი… კაპუცინების ბულვარზე
3.აბანო… ასე მახსოვს.. ინგლისურ სტატიაში The bath ერქვა.. ჰო ეგაა. ისე “ოლიმპიაც” არანაკლებ სკანდალური იყო
4.რენუარი
5.დეგა
6.
7.ბერტა მორიზო
8.მონე
9. პისარო, სინიაკი…
10.სისლეი?
11.
12.ქოლგა
13.
14.
15.სეზანი??? არ მახსოვს
ისე ვარ მეცადინეობაში ჩაფლული კინაღამ გამომრჩა დღევანდელი ჯეოპარდი. რაც გამახსენდა ესაა და შედეგების სანახავად შემოვირბენ თუ მანამდე არ ჩამეძინა :)
LikeLike
mec ramdenime pasuxi vici sul(: 1. nu pirveli rom impresionizmi iqneba, natelia, 3. Tu ar meshleba, dedishobila qali unda iyos mag naxatze da banaoba unda erqvas,
4. renuari? witeli feri maxsovs kargad, alboms rom vatvalierebdi;
5. dega xatavda balerinebs
8. mane an mone, agar maxsovs
11. impresiebi erqva mgoni, stabewdilebebi, e.i.
12. maraoiti – am gogos chemi ojaxis ert-ert wevrs vamsgavsebdi bavshvobashi da de-s vezaxdi, rom vatvalierebdi:)
sul es aris.
arada, saxlshi chemi daxmarebis survili aravis aqvs. arc girda tamashi(: samagierod, gavige, rom albomebi ufro xshirad unda davatvaliero, gmadlob, molo, axlave chavujdebi:)
LikeLike
აუ მეც რამდენი რამე არ ვიცი! აი მე-7 კითხვაზე პასუხი მაინტერესებს ძალიან, ნეტა ვინაა?! მეც დაველოდები პასუხებს! :)
LikeLike
იმპრესიონისტი ქალბატონის სახელი? :)
LikeLike
ხო ქალბატონის სახელი. ახლა ვფიქრობდი და ჩემ მწირ ცოდნაში ვერ ვიხსენებ ქალ იმპრესინისტს და მაგრად მაინტერესებს. პასუხებს რო დადებ დავსერჩავ მერე მაგ ქალზე. :)
LikeLike
დასერჩე :) თან ერთი კი არა, ორია. ერთი ფრანგი, მეორე – ამერიკელი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი საფრანგეთში გაატარა და ფერწერას პისაროსთან ერთად სწავლობდა.
LikeLike
ხო! :)
LikeLike
moli, sabavshvo otaxma moiwyina:) moenatre:)
LikeLike
მალე განვაახლებ, ლუკა :)
LikeLike
მოლი.. მგონი მოვასწრებ მონაწილეობას :) არამგონია ბრწყინვალე შედეგი მქონდეს, მაგრამ მაინც ვცდი :)
1. რა თქმა უნდა ,,იმპრესიონიზმი”
2. ნადარი
3. ,,საუზმე ღია ცის ქვეშ”?
4. პოლ გოგენი? (მხოლოდ ვარაუდია..არ ვიცი )
5. რა თქმა უნდა ედგარ დეგა
6. არ ვიცი:(
7. ბერტა მორიზო
8. ესეც არ ვიცი…
9. პოლ სინიაკი?
10. ალფრედ სისლეი
11.კლოდ მონე ,,შთაბეჭდილება–ამომავალი მზე” (თუ ,,მზის ამოსვლა”)
12. ქუდი (შლიაპით)
13. ესეც არ ვიცი და განსაკუთრებით მაინტერესებს ამ კითხვის პასუხი.
14.უილიამ ტერნერი
15 არ ვიცი.. :(
LikeLike
მოასწარი, რუსა :)
LikeLike
სწორი პასუხები:
1. იმპრესიონიზმი;
2. ნადარი;
3. “ბანაობა”;
4. რენუარი;
5. ედგარ დეგა;
6. რენუარის “ნიჩბოსნების საუზმე”;
7. ბერტა მორიზო;
8. კლოდ მონე;
9. კამილო პისარო;
10.ალფრედ სისლეი;
11. “შთაბეჭდილება: ამომავალი მზე. ”;
12. მარაო; (“გოგონა მარაოთი);
13. მერი კესეტი;
14. უილიამ ტერნერი;
15. პოლ გოგენი.
წინასწარი შედეგები:
მერი პოპინსი -14; როდე – 10; ✿ Daisy ✿ – 9; რუსა -9; ნატო დავითაშვილი – 8; ანონიმი – 7; გლეხის ბიჭი – 5; nino – 5; ketusi -5.
LikeLike
ოჰ! არავის 15 ქულა. :) გავიგო აბა ვინ არის ეს ქალი. :)
LikeLike
ჩემმა რჩეულმა იმედი გაამართლა :)
LikeLike
ვამაყობ ჩემი 5 ქულით. ძალიან აბდა-უბდად დავწერე პასუხები და იმდია მოლი მაპატიებს :)
LikeLike
მე აბდა-უბდური მანდ ვერაფერი ვნახე და…
LikeLike
ძალიან საინტერესო იყო,მოლი,როგორც ყოველთვის
:)
LikeLike
მადლობა, ქეთუსი :)
LikeLike
vaime ra gamomitovebia :O
LikeLike
შენ იშვიათად ჩნდები ხოლმე ამ ბოლო დროს, ქევან :)
LikeLike
უი, მეც ვიამაყო ჩემი ქულით. დებილი ვყოფილვარ ამ საკითხში D და რაღაცები მაინც მცოდნია :) (იმედი არ გადავიწურე მაინც, წყლიანი ჭიქის პრინციპით, რა არც იქით როა და არც აქით) :D
LikeLike
წყლიანი ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსე უნდა იყოს :) საუკეთესო პრინციპია.
LikeLike
რა თქმა უნდა, ისევ გამომრჩა ჯეოპარდი, თან რა თემა…
სათაური რომ წავიკითხე, ელდა მეცა…
ყველაზე, ყველაზე ზე-ჯეოპარდია აგი, ჩემო მოლიკო…
ახლა კითხვებს რაც შეეხება.. სულ პირველი კითხვა რომ წავიკითხე, გამეცინასავით, მეთქი-მოლიკო დღეს გვინდობს… პირველს მეორე რომ მოჰყვა, და მეორეს მესამე ნელ-ნელა ტვინის უჯრედებიც დაიძაბა.. თურმე არც ისეთი ადვილი ყოფილა..
საბოლოოდ 12 ზუსტად ვიცოდი და ის 3 ცოცხალი თავით ვერ გავიხსენე.. მერე პასუხებიც ვნახე და სიმართლე რომ გითხრა, გული არ დამწყვეტია, 15 ქულა რომ ვერ ავიღე..
LikeLike
მაცო :) როგორ ხარ?
შენ ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ მსტუმრობ და ეს ჯეოპარდიც რომ გამოტოვე, რა გასაკვირია… არადა, ფერწერა და იმპრესიონისტები შენი თემა იყო.
LikeLike
კარგად, მოლიკო. შენ როგორ ხარ?
ეჰ, მოლიკო, კიმპიუტერი როგორი იყო, დღევანდელ დღემდე დავიწყებული მქონდა…
გუშინ სულ ვერ მოვახერხე დაჯდომა, ორი წამითაც კი…წინა დღეებში კი…
ახლა, როდესაც აბიტურიენტი არ ვარ, სწავლა რას მიშვება და მერე აბიტურიენტი რომ გავხდები, წარმოგიდგენია, რა საცოდავ დღეში ჩავვარდები?
მაგრამ ეგ არაფერი, მოლი.. კარგი ამბებია ჩემკენ,ძალიან კარგი..
დავარარსკვლავე შენი პოსტები.. მინდა, ამ დღეებში ჩავუჯდე.. დროს აუცილებლად გამოვნახავ.. **
ისე, დღეს კომპიუტერთან, შენს ბლოგზე შემოსასვლელად დავჯექი.. გუშინ ღამე ვფიქრობდი, რა უსინდისობაა, სულ რომ დავივიწყე მოლიკო-მეთქი, თან რაღაცნაირად გულმა მიგრძნო და სკოლის ბიბლიოთეკაში, წიგნი მხატვრებზე გადმოვიღე.. მართალია, ბევრი არაფერი წამიკითხავს, მხოლოდ თვალი გადავავლე, მაგრამ მთავარია- წიგნი იყო, თან მხატვრებზე.. ))
LikeLike
მთავარია, რომ კარგი ამბებია შენთან. და სწავლაა მთავარი. ბლოგი (მითუმეტეს, თუ შენი ბლოგი არ არის) ამ ყველაფერთან შედარებით, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანია.
მხატვრებზე დაწერილი წიგნისთვის თვალის გადავლებაც საინტერესო იქნებოდა :)
LikeLike
ნამდვილად, მოლი.
თვალის გადავლება ნამდვილად საინტერესო იყო და ახლა წარმოიდგინე, წაკითხვა როგორი იქნებოდა.. მნიამ, მნიამ.. ))
თითქოს სწავლას მოვუმატე, მაგრამ…. მოლი, რაღაც ძალიან მიშლის ხელს, რაც სწავლა დაიწყო იმის მერე.. ოღონდ ვერ ვხვდები რა.. ))
LikeLike
სწავლას რომ მოუმატე, ძალიან კარგია… ოღონდ, რაშინ გიშლის ხელს? ამას ვერ მივხვდი.
LikeLike
სწავლაში მიშლის ხელს რაღაც…
LikeLike
მე ხო სულ ბოლოს უნდა ვნახო ხოლმე ასეტი პოსტები! :დ ყველა პასუხი გაცემული როა და აზრი რომ აღარ აქვს ჩემი პასუხების მიწერას. რამდენიმე გამოვიცანი და როგორ მიხაროდა :დ ჰეჰე ეჰმ :/
LikeLike
აბა რა გითხრა, ნინუცა… ლამის ცხრა თვეა, ყოველ ოთხშაბათს ასეთ პოსტებს ვაქვეყნებ, ერთი კვირაც არ გამომიტოვებია და სათამაშოდ ღამის თორმეტიდან მეორე ღამის თორმეტამდეა დრო.
სამწუხაროა, რომ ვერ მოასწარი :(
LikeLike