1519 წელს სახელგანთქმულმა კონკისტადორმა ერნან კორტესმა მექსიკის დედაქალაქი ტენოჩტიტლანი დაიპყრო და იმპერატორ მონტესუმას სასახლის საწყობებში კაკაოს გამხმარი მარცვლების უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინა.
არავინ იცის, ვინ გაანდო თავზეხელაღებულ დამპყრობელს ამ მარცვლებისაგან ჯადოსნური სასმელის დამზადების რეცეპტი… შესაძლოა, თავად აცტეკთა დატყვევებულმა იმპერატორმა, თავისუფლების მოპოვების იმედით… ისტორია ამის შესახებ არაფერს ამბობს, მაგრამ მე რატომღაც მგონია, რომ ღვთაებრივ სასმელს ერნან კორტესს მშვენიერი მექსიკელი თარჯიმანი მალინჩე უმზადებდა, რომელიც უცხოტომელი დამპყრობლის სიყვარულმა ისე დააბრმავა, რომ მისი მსტოვრობა იკისრა და სარეცელი გაიზიარა.
ალბათ, საღამოობით, მონტესუმას დიდებული სასახლის ვრცელ დარბაზებში მონებივრე კორტესს მალინჩე უამბობდა ლეგენდას მებაღე კვეცალკოატლზე, რომელიც ღმერთებმა ულამაზესი ბაღების გაშენების უნარით დააჯილდოვეს… უამბობდა, როგორ გამოზარდა კვეცალკოატლმა პატარა, უშნო ხე და როგორ დაამზადა მისგან მწარე და არომატული სასმელი, რომელიც ადამიანს სევდას უქარვებდა და დაღლილობას ერთი ხელის მოსმით უფანტავდა…
ჰყვებოდა ამ ლამაზ ზღაპარს მალინჩე, თან კაკაოს მშრალ მარცვლებს ჭყინტ სიმინდთან ერთად ნაყავდა, თაფლით, ვანილით და აგავას წვენით აზავებდა და მიართმევდა სატრფოს, რომლის გამო მან სამშობლოს უღალატა და რომელმაც მცირე ხანში მისი არსებობაც კი დაივიწყა…
სამშობლოში დაბრუნებულმა კორტესმა შოკოლადის რეცეპტი და კაკოს მარცვლები მეფის კარზე ჩაიტანა. ნუგბარის მოყვარულმა ესპანელმა დიდებულებმა სწრაფად მოისაზრეს, რომ შაქრის ლერწამი და მუსკატის კაკალი ეგზოტიკურ სასმელს სიტკბოსაც შესძენდა და არომატსაც. ასე დაიწყო შოკოლადის ტრიუმფი ევროპაში.
სანამ არისტოკრატები უჩვეულო სასუსნავით იკოკლოზინებდნენ ყელს, კათოლიკური ეკლესია საგონებელში ჩავარდა – ვერაფრით ვერ გადაწყვიტეს, სამარხვო ტკბილეულის სიაში უნდა შეეტანათ შოკოლადი თუ არა. კარგა ხანს იმტვრიეს თავი და ბოლოს ვატიკანში საგანგებო ელჩი გააგზავნეს, რათა გადაწყვეტილების მიღება თავად რომის პაპისთვის მიენდოთ.
მორწმუნეთა საბედნიეროდ, პიუს მეხუთეს შოკოლადი არ მოეწონა და დაასკვნა – ასეთი საძაგლობა სიამოვნებას ვერავის მოუტანს, ამიტომ მარხვის დროს მისი ჭამა დასაშვებიაო…
ამ საკითხთან დაკავშირებით პაპზე უფრო კათოლიკე გამოდგა პატარა მექსიკური ქალაქის – ჩიაპა რეალის ეპისკოპოსი, რომელსაც არ მოეწონა, რომ მისი მრევლის ქალბატონები ქადაგების დროს ცხელ შოკოლადს მიირთმევდნენ და ამკრძალავი ვერდიქტი გამოსცა. აღშფოთებულმა ქალებმა ეპისკოპოსს მოწამლული შოკოლადი მიართვეს და ასე იძიეს შური, სამაგიეროდ, გაჩნდა გამოთქმა – “ნუ ენდობი შოკოლადს ჩიაპადან!“
ამბობენ, შოკოლადი ბედნიერების ჰორმონის – ენდორფინის – გამომუშავებას უწყობს ხელსო. ბედნიერების, ეიფორიის და ექსტაზის რა მოგახსენოთ, მაგრამ ბელგიური ან შვეიცარიული ნუგბარის მოზრდილი ნატეხი განწყობას რომ მიუმჯობესებს, ამისთვის საექიმო დასკვნა სულაც არ მჭირდება. ამიტომაც, ჩემი საწერი მაგიდის უჯრაში ხან რძიან შოკოლადს წააწყდებით, ხარ მწარეს, ხან თხილიანს და ხანაც ქიმშიშიანს…
და მერე რა, რომ ჩემი საყვარელი სასუსნავი კალორიების ნამდვილი თაიგულია… დიეტაზე მყოფიც ვეპარები ხოლმე ჩუმჩუმად და სინდისს პატრიკ სკიტ კეტლინგის სიტყვებით ვიმშვიდებ: “შოკოლადი შოკოლადია, ყველა დანარჩენი კი, უბრალოდ, საჭმელი”.
cudad var!!!!
LikeLike
მაგას კარლსონის წამალი შველის :)
LikeLike
შოკოლადი <3
LikeLike
რა დაგიშავე, მოლი? :დ
LikeLike
მე მაპატიეთ…. თუმცა, შუაღამის სასუსნავს სხვა ეშხი აქვსო, გამიგია :)
LikeLike
მმმმ, შოკოლადი. კალორიების თაიგული კი არა ფეიერვერკია, მაგრამ ჭკუას ვკარგავ ამ საოცრებისთვის :) :) :) პოსტი საშინლად მომეწონა :) :) :) უი, სხვათა შორის შოკოს მოყვარულები გულღია და თბილი ხალხია და დეპრესია არ ემუქრებათ. ასე რომ ჭამეთ ეს ნუგბარი და იყავით არადეპრესიულები ( და პუტკუნების :) )
LikeLike
დეპრესია ჩვენგან შორს :) რა უნდა ამ ფერად ბლოგზე დეპრესიას?
LikeLike
მწარე შოკოლადი <3
LikeLike
მწარეც :)
და ველქამ!
LikeLike
შოკოლადი მიყვარს ყველა მდგომარეობაში – ცხლად , ცივად, მყარ და თხევად მდგომარეობაში. შეფუთული თუ სრულიად შიშველი ♥ მოკლედ სასწაულია რა
LikeLike
შოკოლადი ისედაც პიკანტურია და აფროდიზიაკი და შიშველი შოკოლადი რა იქნება…
LikeLike
ვაიმე,უბრალოდ შოკოლადი!.. <3<3
:) საზიზღრად მიყვარს არა.. ვგიჟდები. :)
LikeLike
მეც :) თან ძალიან ძალიან :)
LikeLike
ააააა:):):) რამდენს ვანადგურებ, რომ იცოდეთ, რამდენს :)
ეჰ, მარინა, მარინა (მალინჩე, მალინალი და რა ვიცი, რა ერქვა კიდევ)… ამ ქალის გახსენება ცუდ ხასიათზე მაყენებს, მართლაცდა, ყველაფერს რომ შესწირავ ადამიანს და სამაგიეროდ რა? არც არაფერი…
LikeLike
მაგას ცალკე პოსტი დასჭირდება, თამარა…
რაც მეტს გაანადგურებ, მით უკეთესი.
LikeLike
ყველაფერზე შემიძლია ვთქვა უარი.
მაგრამ რა თქმა უნდა შოკოლადი ყველაფერი არ არის
უფრო სწორად შოკოლადი ყველაფერია )
LikeLike
შოკოლადი ყველაფრის მიღმა დგას. შოკოლადი, ყავა და სიგარეტი. (ვაკეში არ ვცხოვრობ)
LikeLike
შოკოლადი, ყავა და სიგარეტი!
(ვაკეში არც მე ვცხოვრობ) :დ
LikeLike
რა უნდა მოხდეს, რომელიმე ამოვარდეს… ჯერ ვერ წარმომიდგენია. თეორიულადაც კი.
LikeLike
წმინდა სამებაა
LikeLike
ენაზე მადგა და არ ვთქვი.
LikeLike
შოკოლადი. გინესი და პიცა.
LikeLike
ვისკი, სტეიკი და ხაჭაპური.
LikeLike
ეგრე ხომ ოთხია :)
თორემ სტეიკი მეც მიყვარს.
LikeLike
მასე მეც მიყვარს პიცა. და ჩემთანაც ოთხი გამოვა. ხუთიც. ლუდს არ ვსვამ, თორემ…
LikeLike
წარმოუდგენლად საინტერესო იყო! (: დამოკიდებულება აქვსო შოკოლადს, რაღაცას ამის მსგავსს ამბობდა ერთი. თუ გაგისინჯავს, სულ გინდაო. თქვენ თუ გითქვამთ უმიზეზო უარი მასზე? (:
LikeLike
ვეფხვის და სისხლის ისტორიაა?
უმიზეზოდ კი არა, მიზეზით არ ვამბობ უარს :) არაფრის დიდებით.
LikeLike
მიახლოებით (:
ჯერ ვერ ვიპოვე ვინმე, იმ ჩემი ნაცნობის მტკიცებას აბათილებდეს თავისი დამოუკიდებლობით :)
LikeLike
ვინმე იქნება, ოღონდ ისეთი გამონაკლისი, წესს რომ ადასტურებს.
LikeLike
მმმმ… <3 აი, ახლა გამახსენდა 3 საათიანი მეცადინეობის შემდეგ მე და ჩემი მეგობარი მაღაზიაში რომ შევდივართ და ერთ ფილა შოკოლადს ვყიდულობთ… ვერაფერს იტყვი, გონებას ნამდვილად აცოცხლებს :)
თან რატომღაც შოკოლადი მერომანტიკულება :D
LikeLike
რომანტიულიც არის და პიკანტურიც, დეიზი :)
LikeLike
რამდენჯერ გავსულვარ ღამით ამოწურული მარაგის შესავსებად.მწარე შოკოლადს იშივიათად ვჭამ და დანარჩენი იცოცხლე.წავედი ჩEმი შოკოლადის ფილა ჩავამთავრო)))
LikeLike
ფილა მოიკითხე და ბოდიში მოუხადე, ამ პოსტს თუ შეეწირა :)
LikeLike
)))მაინც განწირული იყო.ვიზოგავ ხოლმე რომ სიამოვნება გავიხანგრძლივო.
LikeLike
თავი იმით დაიმშვიდოს, რომ მართალ საქმეს შეეწირა…
LikeLike
ყველაზე ტკბილი:) სათაურმა მიმიზიდა. :)
LikeLike
სკრომნო ი კატეგორიჩნო.
ყველაზე ტკბილიც, ყველაზე მწარეც, ყველაზე რძიანიც და ყველაზე თხილიან-ქიშმიშიანიც :)
LikeLike
მმმ რა ტკბილი პოსტია, როგორ მომეწონა ლეგენდა <3
მშრალ ფაქტებს ალამაზებ მოლ ))
მე არ ვარ დიდი შოკოლადომანი, მაგრამ ხანდახან სული წამძლევს ხოლმე
LikeLike
შოკოლადი მასაც უყვარს, ვინც ფიქრობს, რომ არ უყვარსო (ც) ლორდ ვეიდერი.
ლეგენდა მართლა ლამაზია :)
LikeLike
მოლი, ერთკვირიანი, მკაცრი დიეტის შემდეგ მივდივარ შოკოლადიანი ყავის დასალევად და სულ შენი ბრალია :)
LikeLike
მე დამაბრალე, მერი :) საკუთარ თავზე ვიღებ :)
LikeLike
რა გემრიელი პოსტია :) ახლა ჩემ განწყობას აშკარად ესაჭიროება შოკოლადი, კითხვის პროცესში ცხელი შოკოლადის სუნიც კი ვიგრძენი :)
LikeLike
პოსტის მისია შესრულებულა მაშინ, ფინიკი :)
LikeLike
შოკოლადიიიიი <3 <3 ძლიან მიყვარს… აი დიეტის დროსაც არ შემიძლია ცოტა მაინც არ ვჭამო.მაგრამ დიდი რაოდენობითაც ვერ ვჭამ შოკოლადს და ზოგადად ტკბილეულობას, მერე რატომღაც სუნთქვა მეკვრება.. :((
ეჰ….
რა ტკბილი პოსტიააააააა ააა.. ყოჩაღ მოლი ^_^
LikeLike
მოლი ბლუმის ბლოგის ყველაზე ტკბილი პოსტი :)
შოკოლადზე დიეტა არ მოქმედებს და აკრძალვები არ ვრცელდება :( სამწუხაროდ :(
LikeLike
სისხლის მიმოქცევისათვის კარგია შოკოლადი. ; )
LikeLike
და არა მხოლოდ სისხლის მიმოქცევისთვის…
LikeLike
ვაიმე… ადამიანი არსებობს ვისაც არ უყვარს შოკოლადი???
შოკომანიაკები ხომ გაგიგიათ? გამიცანით თუ არ მიცნობდით აქამდე :)
LikeLike
სადღაც არსებობს ალბათ, მაგრამ მე არ შემხვედრია :)
გამოვიცანი :)
LikeLike
არაჩვეულებრივი შოკოლადიანი ნუგა მივსუსნე :) მართალია, დიეტა დავარღვიე, მაგრამ საშინლად კმაყოფილი ვარ :) პოსტმა ისე მომანდომა, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი…
LikeLike
ნუგა მინდა :( ჩემი ბავშვობის ნუგა :(
LikeLike
ნუგას მე ეხლაც გემრიელად მივირთმევ და გრილიაჟს,ის გემო არ აქვს მაგრამ “ტკბილი ქვეყნის” მაინც გემრიელია. თუ იყიდი ნუგა აუცილებლად გრძელ პარკებში რომ არის შეფუთული ის იყიდე,ეგ უფრო გემრიელია.
LikeLike
ნუგა არ შემხვედრია და გრილიაჟი, იცოცხლე, მიყვარს… გავითვალისწინებ.
LikeLike
რა იმფორმატიული პოსტია :)
პიუსა მაგარი კაცი ყოფილა. მაგას აშკარად დაევასა შოკოლადი და ახლა პრიჩინა მონახა – არ ვარგაო, რომ არ აეკრძალა.
LikeLike
რომის პაპებს რას გაუგებ, ლორდ…
LikeLike
რამდენი რამე გავიგე!
ყველაზე ტკბილი პოსტია მოლი :)
ყველაფერი ამ კათოლიკეების ხელში როგორ გადიოდა რა :(
LikeLike
ზედმეტად ტკბილიც კი :)
ესპანეთში სხვა ვინ იქნებოდა… ისე, აკრძალვების ამბავშვი, არც პროტესტანტები ჩამორჩებოდნენ. უბრალოდ, მათ ასეთი მასშტაბის გავლენა არასოდეს ჰქონიათ.
LikeLike
პროტესტანტები ბევრნაირია.
ჟენეველი პაპი – ისეთი ტირანი იყო, რომაელ თუ ავინიონელ თუ ვატიკანელ პაპებს არც დაესიზმრებოდათ :)
LikeLike
ტირანი, შეიძლება, უარესიც კი იყო. მითუმეტეს, ჟენევაში.
გავლენა არ ჰქონდა იმ მასშტაბის. გასაგებ გეოგრაფიულ და გეოპილიტიკურ მიზეზთა გამო.
LikeLike
შოკოლადი! ^_^
მწარე შოკოლადი ყველაზე მაგარია, აი ისეთი, სულ პირველ ფოტოზე რომაა.
წავედი, ვიშოვო :-D
LikeLike
პირველი ფოტო ეფექტურია :) მწარე ყველაზე ნაკლებად მიყვარს, მაგრამ მეც კი მომანდომა.
LikeLike
მე ზოგადად ტკბილეულობის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, კრემიანი ნამცხვრებიც არ მხიბლავს, ფუნთუშები მირჩევნია. შესაბამისად, რძიანი და სხვა შოკოლადები ჩემთვის მეტისმეტად ტკბილია :-) შავი შოკოლადი კიდე უმაგრესია!
სხვათაშორის, მიუხედვად იმისა, რომ ნაყინის დიდი მოყვარული ვარ, ყველა სახის არ მიყვარს და ნაყინებს კარამელებით და სხვადასხვა დანამატებით ვერ ვჭამ :-) უბრალო შოკოლადის ნაყინი უარაფროდ კი რამდენიც გინდა :-)
LikeLike
ფუნთუშები ჩემი ბავშვობის სიყვარულია :)
ლუკა პოლარეს აქვს ფანტასტიური ნაკრები – ყველანაირი ნაყინი. ვაშლის შტრუდელიც კი. კარგა ხანს ვფიქრობ ხოლმე, სანამ ორ ბურთულას ავარჩევ. მეტს ვერ ვჭამ – ყელი :(
ისე ჩემი ფავორიტი პლომბირია. ესეც ღრმა ბავშვობიდან.
LikeLike
წავედი, შოკოლადი ვიყიდო :)
მოლი, მგონი იურისტი ხარ, ხომ? კარგი მარკეტოლოგი გამოვიდოდა შენგან – შენი პოსტების წაკითხვის შემდეგ ხან წიგნის შეძენა მინდება, ხან შოკოლადის და ლამის მოწევაც დაგვაწყებინო :) ეს ბოლო ხუმრობით, რაღა თქმა უნდა.
კიდევ ერთი კარგი პოსტი!
LikeLike
მოწევას ნუ დაიწყებ და დანარჩენი ყველაფერი შეიძლება :) წიგნიც, შოკოლადიც, კრუასანიც :)
იურისტი ვარ, კი, მაგრამ რაზეც ვწერ, მართლა მიყვარს და ეს იძლევა ეფექტს :) ალბათ :)
მადლობა :) და ბონ აპეტიტ!
LikeLike
სხვათაშორის, მივირთვის შოკოლადი (თანამშრომელმა მოგვართვა) და ტანაც ბარამბო.
ბარამბოც მომწონს, შოგეტეც, მერსიც, მოცარტიც, როზალიც, მაგრამ ამ ეგზოტიკურ ბელგიურ-ავსტრიულ-გერმანულ შოკოლადებს რუსული “რძიანი ყავა” მირჩევნია; შენი ბლოგის თითქმის სეხნიაა: გირჩევ, გასინჯო :)
LikeLike
ახლა შენ დამაინტერესე :) გავსინჯავ აუცილებლად :)
LikeLike
მას შემდეგ, რაც ქართული შოკოლადი ბაზარი თითქმის სრულად ავითვისე, თამამად განვაცხადებ – ეს შოკოლადი ყველას მირჩევნია: http://www.rossiashokolad.ru/products/tile/images/big/km.png
LikeLike
ბარამბოს აქვს კარგი რაღაცები, მაგრამ თუ არჩევაზე მიდგა საქმე, მელიქიშვილზე, როზალის შოკოლადის დიდი მოყვარული ვარ. ოღონდ, ეს ქართული არ არის….
ისე, სნიკერსიც მშვენიერია.
LikeLike
აუუუუუ! რა მაგრად მიყვარს! :) ვგიჯდები! თხილიანს ვამჯობინებ ყველას! აუ ასეთი გემრიელი და ნუგბარიანი პოსტები ბევრი დაწერე ხოლმე რა! :) :) :) ვერანაირი აკრძალვა ვერ ჩაახშობს მის გემოს! :)
LikeLike
თხილიანი შოკოლადი მეც ძალიან მიყვარს.
ვინ გიკრძალავს, ცოტნე, შოკოლადს? არ დაუჯერო! :) :)
LikeLike
მე არავინ (ვერავინ). ისე, უბრალოდ დიეტაზე რომ ხარ, შენ არ ამბობ ამაზე უარს, მაგრამ ხო(მ) არიან ადამიანები ვინც ამბობენ და აი მაგიტომ დავწერე. ჩემთან სახლში ყველა გიჟდება ტკიბელეულზე – განსაკთრებით შოკოლადძე და განსაკუტრებით დედაჩემი. :)
LikeLike
შოკოლადი, შოკოლადი <3 კიდევ კარგი, დიეტაზე არ ვარ ხოლმე, თორემ შოკოლადი ნამდვილად ჩამიყრიდა წყალში შრომას :D
LikeLike
რამდენჯერ ჩაუყრია ჩემთვის :( მაგრამ ნამდვილად ღირდა.
LikeLike
მოლი ეს რა ტკბილი და გემრიელი პოსტი დამახვედრე ! :) თან როგორ მიყავრს შოკოლადი… ყველანაირი… ცხელი შოკოლადიც <3 <3 <3
შოკოლადის ისტორია არ ვიცოდი, ძალიან საინტერესო იყო…
LikeLike
ცხელი შოკოლადი ნაბეჭდი ფორმით მირჩევნია :)
მიხარია, რომ მოგეწონა, რუსა :)
LikeLike
ოო მოლი ნაბეჭდიც მიყვარს , მაგრამ ორივე ერთად როცაა ამას არაფერი ჯობია! :)
LikeLike
ორივე ერთად უგემრიელესობაა :)
LikeLike
მართლაც უგემრიელესი პოსტია :)
LikeLike
:) მადლობა :) მართლა ტკბილი და გემრიელი გამოვიდა :) ერთხელ ჩილიზეც უნდა ვცადო…. საინტერესოა, უმწარესი პოსტიაო, თუ მეტყვით :)
LikeLike
შოკოლადი, შიკოლადი, შოკოლადი, შოკოლადი, შიკოლადი, შოკოლადი, შოკოლადი, შიკოლადი, შოკოლადი, შოკოლადი, შიკოლადი, შოკოლადი, შოკოლადი, შიკოლადი, შოკოლადი, შოკოლადი, შიკოლადი, შოკოლადი, შოკოლადი, შიკოლადი, შოკოლადი, შოკოლადი, შიკოლადი, შოკოლადი… <3 <3 <3
ჩემი ტკივილი, სისუსტე, უბედურება თუ ბედნიერება, მოკლედ, არ ვიცი, საოცრებაა შოკოლადი <3 <3 <3
LikeLike
ჭიამარიას იცნობ შენ? გაუხარდება ამ კომენტარის წაკითხვა :)
LikeLike
ჭიამაია… ვიცი, ჰო, მისი ბლოგი :)
LikeLike
ჭიამაიაც შოკომანიაკია :)
LikeLike
ზღაპრულ სასუსნავს მხოლოდ ასეთი ზღაპრული თხრობა თუ ეკადრება მხოლოდ :)))) კარგი იყო, მოლ.
შოკოლადზე ვგიჟდები და ვაფანატებ! :D თან რაც უფრო მწარეა, მით მეტად :))))
LikeLike
შოკოლადის კლუბი უნდა დავაარსო ფბ-ზე… ეჭვი მაქვს, წევრების შეგროვება არ გამიჭირდება :)
LikeLike
ხო, არა მგონია გაჭირდეს. მრავალრიცხოვანი ფაი ეყოლება მაგ გვერდს :დ
LikeLike
აბა… მარტო აქაურობის სტუმრები ეყოფა.
LikeLike
ჩვენ რა ვქნათ, მოლი, ალერგიულმა ბავშვებმა?:) არა, შიგადაშიგ მაინც ვიპარავ, მაგრამ – მცირე ულუფებით(:. ძალიან გემრიელი პოსტი იყო, ამაზე მაინც არ მაქვს ალერგია და სასუსნავი რომ მომინდება, წავიკითხავ ხოლმე
LikeLike
არ მოიპარო, ლუკა. არ ვარგა. ჯანმრთელობას გაუფრთხილდი.
საკითხავი სასუსნავი ჩემზე იყოს :) როცა გაგიხარდება, შემოიხედე. არავინ დაგიშლის.
LikeLike
არა, პირდაპირი გაგებით არ ვიპარავ, ნებართვას ვთხოულობ და ცოტა–ცოტას მაძლევენ. ვთქვათ, ერთი ბატონი კვირაში ორჯერ:), მაგრამ მთელი ფილა რომ შევჭამო, მაგის ნებას არ მაძლევენ:) თან იმ დღეს მანდარინს აღარ შევჭამ:) რა ვიცი, ასაკტან ერთად გაივლისო და:)
LikeLike
გამაჟრიალა :( მძიმე დღეში ყოფილხარ, ლუკა…
პასუხები შენ დამიტოვე ჯეოპარდზე? იქაც და აქაც ანონიმი ხარ და ლოგიკურად ვვარაუდობ…
LikeLike
xo, yvelaze cota pasuxebi mqonda, ara? mashin me var,megona daikarga
LikeLike
ყველაზე ცოტა არ ყოფილა და არც დაკარგულა :)
LikeLike
ააააჰ, მოლი !!
რა გემრიელი პოსტია <3
ახლა ერთი ფილა შოკოლადი …. მოკვდება ! :)))))))))))))))
LikeLike
გემრიელად მიირთვი, ანა!
LikeLike
როგორც ყოველთვის ძალიან ბევრი კომენტარი, აი პოსტი კი ღვთაებრივი :)
LikeLike
კი, აქ კომენტარი ყოველთვის მრავლადაა :)
LikeLike
ამ გემრიელი პოსტის მერე გამოვაღე ჩემი უჯრა, (რომელიც თავთან მაქვს და ყველა საჭირო და აუცილებელი ნივთი მიწყვია) ამოვიღე შავი შოკოლადი, (რატომღაც შავი შოკოლადი მომანდომა, თორემ უჯრაში რძიანიც მოიძებნება) და კომენტარს უკვე მწვანე ჩაისა და შავი შოკოლადის ფონზე ვწერ და დიდ მადლობას გიხდი საღამოს გალამაზებისთვის :)
LikeLike
გემრიელად მიირთვი, თაკო და მადლობა შენ, სტუმრობისთვის :)
LikeLike
ეხლა თუ ძალიან გავიგიჟე თავი შეიძლება ჩემი ( და ალბათ არა მარტო ჩემი) საყვარელი ცხელი შოკოლადის ნამცხვარი გავაკეთო და ისიც ამ შოკოლადის ფილის ბედს ვაზიარო :)
LikeLike
ცხელი შოკოლადის ნამცხვარი პავლოვზე, Cherry-ში გავსინჯე და ძალიან მომეწონა. შენი, დარწმუნებული ვარ, ბევრად გემრიელი იქნება :) ასე რომ, ნუ გადადებ მაგ საქმეს :)
LikeLike
ერთხელ გავაკეთებ და შენს ვერანდაზე ყველამ ერთად მივირთვათ :)
LikeLike
შევთანხმდით! :)
LikeLike
ბოლო წლებია მარტო ნამდვილი შავი შოკოლადი და ისიც თვეში ერთხელ, ან დღესასწაულებზე:(
LikeLike
აჰ, მე ასეთ დიეტას ვერ გავუძლებდი.
LikeLike
დიეტა აღარ არის, ცხოვრების წესია
LikeLike
[…] უკვე დავწერე შოკოლადზე, მაგრამ, უკბილო ხუმრობისა არ იყოს, […]
LikeLike