“ექვსი წლისას მინდოდა, მზარეული ვყოფილიყავი, შვიდისას – ნაპოლეონი და ჩემი მისწრაფებანი თანდათანობით იზრდებოდნენ“ – თქვა ფიგერასში დაბადებულმა ბიჭმა და ყველაზე თამამ ოცნებასაც კი გადააჭარბა – გენიოსი გახდა.
ამბობენ, შაკიკი ინტელექტუალთა დაავადებაო… სხვაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ სიურეალისტური ფერწერის მოყვარულებს ნამდვილად გაუმართლა, რომ ერთ საღამოს სალვადორ დალის ეს სენი გაუმწვავდა. შაკიკის ულმობელი შეტევა და სიცხისაგან გამლღვალი კამამბერის ნაჭერი რომ არა, მსოფლიო “რბილი საათების“ გარეშე დარჩებოდა. პორტ–ლიგატას პეიზაჟი, როგორც თავიდან ჰქონდა მხატვარს ჩაფიქრებული, ალბათ, დალის სხვა ტილოებზე უკეთესი თუ არა, უარესი არ იქნებოდა, მაგრამ დაიკარგებოდა “რბილი საათები“ – ნახატი, რომელსაც ერთხელ ნახავ და სამუდამოდ დაიმახსოვრებ…
ამ ფერწერული შედევრის კომპოზიცია ყოველთვის იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას, მაგრამ ასე მგონია, ხელოვნებათმცოდნეების არგუმენტირებულ და ნაირნაირი წყაროებით გამყარებულ დისკუსიაზე ფასეული უბრალო მნახველის აზრია – ის პირველი ასოციაცია, რასაც ნახატი აღძრავს…
მე თავად სიურეალიზმის თაყვანისმცემელთა რიცხვს ნამდვილად არ მივეკუთვნები – საქმე საქმეზე თუ მიდგა, დისპროპორციული და ფერებით გაჯერებული აბსტრაქცია მირჩევნია ყველაფერს, მაგრამ დალის “რბილმა საათებმა“ ერთი შეხედვით მომხიბლა.
მელანქოლიური და დეპრესიისაკენ მიდრეკილი არასოდეს ვყოფილვარ, შეიძლება, ამიტომაც არის, რომ ეს ტილო ჩემთვის სიკვდილთან და საშინელებასთან კი არა, დროის მდინარებასთან ასოცირდება. რბილი ქვიშა, ჰორიზონტზე გაწოლილი ზღვა, ჩამავალი მზის სხივებში გახვეული კლდეები და საათები… რბილზე რბილი, მართლაც გამდნარი ყველის ნაჭერივით ფორმადაკარგული საათები, ორი – მაგიდაზე, ერთი – უცნაური მოყვანილობის ფიგურაზე, რომელსაც ბევრი თავად მხატვრის აბსტრაქტულ პორტრეტად მიიჩნევს და ერთიც, ყველაზე უფრო შთამბეჭდავი – გადაჭრილი ხის ტოტზე…
არ ვიცი, ვინ და რატომ ხედავს ამ ტილოზე ყოვლისმომცველი შიშის და ულმობელი სიკვდილის სიმბოლოებს… სავსებით შესაძლებელია, რომ თავად დალი მათ უფრო დაეთანხმებოდა, ვიდრე მე, მაგრამ გავჯიუტდები და ვიტყვი – “რბილი საათები“ არც მაშინებს და არც მაფორიაქებს… პირიქით, მამშვიდებს, ცხოვრების წარმავალობას და ხანმოკლეობას არც ისე სავალალოდ მაჩვენებს და მაფიქრებინებს, რომ კაცს, რომელმაც ეს შედევრი შექმნა, სრული უფლება ჰქონდა, ეთქვა:
“სიურეალიზმი – მე ვარ!“
ჩემი მოკრძალებული აზრით არაჩვეულებრივია დალი :)) მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი ცოდნა არ მაქვს მისი შემოქმედებისა და საერთოდ სიურეალიზმის შესახებ, მთავარია, რომ მისი შედევრები ერთი ნახვით მატყვევებს :))
LikeLike
მეც ასე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ სიურეალიზმს სხვა მიმართულებები მირჩევნია :)
LikeLike
ვიზიონარისტების წინამორბედი.
ამ ეპოქის საგანს ახლა გავდივარ და ერთი სული მაქვს ჩავუღრმავდე :)
LikeLike
და ბოსხის შთამომავალი… რა საინტერესო რაღაცებს სწავლობ, როდე :)
LikeLike
ბოსხი და ბლეიკი :) მომწონს იდეა ნახატში და პატარა საიდუმლოებები :)
ისე წელს კარგი ლექტორები მყავსდ და მიხარია.
LikeLike
ბოსხი თავიდან ბოლომდე ერთი დიდი საიდუმლოა :)
მაგას რა ჯობია…
LikeLike
მეც მამშვიდებს. ჩემს დამოკიდებულებას მავიწყებს მეხსიერებასა და მის მდგრადობასთან.
ბოსხის შთამომავლი დალი კი, რა სამწუხაროა, რომ აქამდე არ მსმენია :)
LikeLike
ერთნაირი იმპრესიები გვქონია… ესეიგი, არ ვცდებით.
სიურეალისტები ბოსხს წინამორბედად თვლიდნენ. აქედან – შთამომავალიც.
LikeLike
ბოსხზეც ხომ დაწერ? :)
LikeLike
ბოსხი ჩემი ძველი გატაცებაა :) სტუდენტობის დროინდელი, საჯაროში ფანტასტიური ალბომები ჰქონდათ.
რომელიმე ნახატს ავარჩევ, ან ზოგადად, ბოსხზე დავწერ….
LikeLike
ჩინებული იქნება! მეც მიყვარს ჰიერონიმუსი. ოღონდაც შორით ვტკბები, ზედაპირზე…
LikeLike
მეც :) მე ხომ ხელოვნებათმცოდნე არ ვარ. შენსავით რიგითი მნახველის პოზიციიდან ვწერ.
LikeLike
არც მე არ მაფორიაქებდა არასდროს ეს ტილო. ))
პირიქით,მეც ზუსტად სიმშვიდის შეგრძნება მეუფლება,როცა ვუყურებ. :) განსაკუთრებით კი ჰორიზონტი მგვრის ამ შეგრძნებას..
LikeLike
ზუსტად ჰორიზონტს ვგულისხმობდი, ანა.
ამაფორიაქებელი ტილოები სხვაც ბევრი მოეძებნებათ სიურეალისტებს. ოღონდ, ეს – არა.
LikeLike
სხვათაშორის ბავშვობაში როცა მამას ამ ნახატით გამოწვეული ემოცია გავუზიარე გაოცდა,ერთადერთი ხარ ვინც პირიქით ხედავსო,ეხლა შენც ჩემი ვერსია წამოაყენე და გამიხარდა.
პ.ს. პიკასოს კუბიზმი მოგეწონება.
LikeLike
კუბიზმი – კი. ზოგადად, პიკასო – არა. ერთადერთი ნახატი, რომელიც ძალიან მიყვარს – არლეკინი კაფეში.
LikeLike
დალიზე ერთ-ერთი უსაყვარლესი მხატვარია ჩემთვის. სურეალიზმს მეც ვერ ვწვდეbი ღრმად, მაგრამ მისი ტილოების ცქერისას სულ სხვა შეგრძნებები მეუფლება. შიგნით მთლი ემოციების არეულობა იყრის თავს და ბურთბივით აწყდებიან სხეულის კედლებს. მაღტლა გეუბნებით, ასე მემართბა დალის სურათბის უმეტესობას რომ ვუყურებ. კარგი იქნება, უფრო ღრმა ცოდნა მქონდეს და მისი ნახატების ისე წაკითხვა შემეძლოს, როგორც უნდა იკითხებოდეს.
ისე, შაკიკი მეც მაწუხებს და იმედია რამე განსაკუთრებულს შევქმნი :D
LikeLike
შაკიკი რომ ინტელექტუალების სენია – ცნობილი ფაქტია :)
სიურეალიზმიც ზუსტად ასეთ შეგრძნებებს უნდა გიტოვებდეს. ყოველ შემთხვევაში, მხატვრებს, ალბათ, ეს ჰქონდათ ჩაფიქრებული.
კარგია, რომ გამოჩნდი :)
LikeLike
ხო, რა ვქნა, სულ სირბილში მიწევს ყოფნა. ხან სად ვგდივარ ხან სად. ასეთ სიტუაციებში კი არ მინდა რამე წავიკითხო. ვერაფერს გავიგებ და მაგიტომ.
ცუდია რომ დუმბაძეზე გამოვტოვე ჯეოპარდი, 5 კითხვას ვუპასუხე, მაგრამ დანარჩენები ვეღრ დავასრულე, მაგვიანდებოდა :(
LikeLike
ახლაც შეგიძლია პასუხების მიმატება. ვინ აგვიკრძალა რო? :)
LikeLike
გაცემული აქვთ უკვე :) და ეგრე ჩემს თავს არ ვაკადრებ :)
LikeLike
აქ ეჭვი არავის შეეპარება :) ეს ხომ სპორტი არ არის, უბრალოდ, ვერთობით :)
LikeLike
მე მიყვარს სიურეალიზმი ასე რომ <3
და ეს პოსტი შენეული ისეთი ))
მაგრამ აი კანდინსკიზე ჩემი ფავორიტია მაინც :)
LikeLike
კანდინსკის ფერებს ვერაფერში გავცვლი. სრულად ჩემია. მთლიანად. ბოლო შტრიხამდე. ნამდვილი მუსიკაა.
LikeLike
დალის შემოქმედების მოტრფიალე ვარ.ეს სურათიც ზალიან მომწონს
LikeLike
დიდი პლიუსი შენს ფერწერულ გემოვნებას, ქეთუსი :)
LikeLike
სურათი თავისთავად მომწონს და რათქმაუნდა ეს ინფორმაციაც… : ) არლეკინი კაფეში მეც განსაკუთრებულად. სიმართლე, რომ ვთქვა სურეალიზმის წარმომადგენელბის ნახატები დიდად არ აღმაფრთოვანებს, მაგრამ რამდნიმე გამონაკლისი არის.
LikeLike
თითქმის ასპროცენტიანი დამთხვევაა :)
LikeLike
მოლი “რბილი საათები“ შენი ფანაზიის ნაყოფია? როგორც ვიცი სხვა სახელი ქვია მოცემულ ნახატს. (“მეხსიერების მუდმივობა” თუ სწორად მასხოვს)
LikeLike
სხვის ნახატებს სახელს საკუთარი ფანტაზიის მიხედვით არ ვურჩევ.
“მეხსიერების მუდმივობა”, თუ ოდნავ, სულ ოდნავ დააკვირდები, ამ პოსტს სათაურად აქვს (მხატვრის მშობლიურ ესპანურ ენაზე).
რაც შეეხება, რბილ საათებს –
«Постоянство памяти» (исп. La persistencia de la memoria, 1931) — одна из самых известных картин художника Сальвадора Дали. Находится в Музее современного искусства в Нью-Йорке с 1934 года.
Известна также как «Мягкие часы», «Твердость памяти» или «Стойкость памяти».
LikeLike
დიდი მადლობა, არ ვიცოდი.
LikeLike
მე ძალიან მიყვარს დალის შემოქმედება, უსასრულოდ შემიძლია ვათვალიერო მისი ნამუშევრები! რომ ვთქვა ახლა მეც ამაფორიაქაო ამ სურათმა, არ ვიქნები მართალი. მისი სხვა ნახატები მირჩევნია. :)
LikeLike
არც მე მაფორიაქებს :)
რომელი ნახატები?
LikeLike
აი ეს. “Geopoliticus Child Watching the Birth of the New Man”. :) :) ძალიან მომწონს.
LikeLike
არა, რა… ტყუილად არ არის სიურეალიზმი ჩემგან შორს. სად გეოპოლიტიკუს ჩაილდი და სად – შთაბეჭდილება – ამომავალი მზე :) ან black strokes.
LikeLike
:) :) :)
LikeLike
მაგარია და თანაც დალის ბევრგან აქვს ეს ჩამომლღვალი საათები გამოყნებული ისევე როგორც ჭიანჭველები და კვერცხებია ძალიან ბევრის ამხსნელი და მთქმელი მის ნამუშევრებში ♥
LikeLike
sure :) დალი ასეთი უცნაური სიმბოლოების დიდი მოყვარული იყო. გალას პორტრეტი აქვს ერთგან, მხრებზე ორი უმი კოტლეტით.
LikeLike
გალა ბევრგან არის.
კოტლეტით თუ უ, ღვთისმშობლის როლში, სკამის, მაგიდის უჯრის რავიც კიდევ მე როგორ აღარ : ) მგონი ყველა ნახატშია დალისთან გალა უბრალოდ ჯერ ვერ აღმოვაჩინეთ ჩვენ : ))
LikeLike
ღვთისმშობლის როლში ვიცი :) ცნობილი ტილოა.
კოტლეტებზეა სასაცილო ისტორია. კი, მაგრამ, უმი კოტლეტები რატომო, უკითხავთ დალისთვის. ცოლიც უმია და კოტლეტებიც უმი უნდა იყოსო.
LikeLike
ნაპოლეონი და გენიოსი სინონიმები არიან :)
დალის შემოქმედებაზე ვერაფერს ვიტყვი. ორიგინალში (თითქმის) არ მინახავს და ამიტომ. აი შეშლილის ჩანაწერები კი მაქვს წაკითხული.
ისე, მაგან ხაჩატურიანს ნომერი ჩაუტარა… :)
LikeLike
არამას? არაფერი მსმენია. აბა, ნომერი, ლორდ?
LikeLike
http://lib.ru/WELLER/dance.txt
LikeLike
Super!
LikeLike
მხატვრებზეც არანაკლებ საინტერესოდ წერ, მოლი!
მშვენიერი პოსტია.
LikeLike
მადლობა, მერი :) მუდმივად წიგნებზე წერა საინტერესო კია, მაგრამ… მრავალფეროვნებაც საჭიროა ხოლმე.
LikeLike
ეს ნახატი ყოველთვის პესიმისტურად განმაწბს, თითქოს არის მანდ ზღვა, პლაჟი და ა.შ მაგრამ ფერებს აქვთ ცვილის თხელი ფენა დადებული. ასე რომ ნახატზე გამოსახული ქვიშა ყოველთვის საჰარას უდაბნოსთან ასოცირდება და არა ბორა-ბორას პლაჟთან :)
LikeLike
ბორა-ბორას და იბიცას არ ჰგავს, ფაქტია.
LikeLike
მე მომეწონა, იქნებ საათებს ითვლის, როდის გაუვლის შაკიკი და ტკივილიც საათებთან ერთად დარბილდება:)
LikeLike
ხომ ვამბობდი, ექსპერტების აზრზე მნიშვნელოვანი მნახველის იმპრესიაა მეთქი :) ა, ბატონო :)
LikeLike
გამორჩეული მიმდინარეობა, რომელიც მხატვრობაში მომწონს არ მაქვს.. ბევრი მხატვარი მომწონა სხვადასხვა მიმდინარეობებიდან, აი სიურეალიზმიდან კი დალის რამდენიმე ნახატი.. მათ შორის ,,რბილი საათები”.. ეს ნახატი ამსოფლის წარმავლობაზე მაფიქრებს…
3 წლის წინ ,,ერთი გენიოსის დღიური” წავიკითხე და მახსოვს რამხელა შთაბაჭდილების ქვეშ ვიყავი.. ისიც მახსოვს, მაშინ მინდოდა წერილი დამეწერა.. სალვადორ დალისთვის მიმეწერა :) კიდეც დავიწყე, მაგრამ მერე ამ ,,უაზრო სურვილს” დავცინე.. ერთხელ ალბათ მაინც დავწერ ამ წერილს , რაოდენ უაზროც არ უნდა იყოს და პოსტის სახეს მივცემ :)
LikeLike
ერთადერთი განსხვავება ჩემსა და შლეგს შორის ისაა, რომ მე არ ვარ შლეგი. :)
LikeLike
არა, ხაჩატურიანის ნომერი კლასიკა იყო. განსაკუთრებით, დალის გამოსვლის ეპიზოდი.
LikeLike
სულაც არ არის უაზრო სურვილი და ძალიანაც საინტერესო პოსტი იქნება, რუსა. ია ტაკ დუმაიუ.
LikeLike
მე ძალიან მიყვარს სალვადორი და არც მე მაშინებს საათები :)
LikeLike
D’accord!
LikeLike
fsiQe
http://www.imdb.com/title/tt0091886
LikeLike
რაღაცნაირია…
კი არ მაფორიაქებს, მაგრამ შეუძლებელია დაივიწყო, არის რაღაც შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი. არამარტო რბილი საათები, მთლიანად კომპოზიცია.
LikeLike
ზუსტად.
დალის დიდი მოყვარული არ ვარ და ბევრი ისეთი ტილო მინახავს, ახლა რომ არც გამახსენდება, მაგრამ “რბილი საათები” გამორიცხულია, ოდესმე დამავიწყდეს.
LikeLike
უბრალოდ მიყვარს სალვადორ დალი
LikeLike
მაგას რა ჯობია მერე :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე :) ველქამ!
LikeLike
დიდი მადლობა :) კომენტარია პირველი თორემ ამ ბლოგს საკმაო ხანია ვკითხულობ და ძალიან მომწონს :)
LikeLike
მაშინ ორმაგად სასიხარულოა :)
LikeLike
:) და ეხლა შენი პოსტის და სალვადორ დალის ამ სურათის გამო ახალი პოსტი დავწერე, თქვენ ორმა საწერი თემა გამომიჩინეთ :) მადლობა
LikeLike
ხვალვე გინახულებ :)
LikeLike
როგორ მიყვარს “ვერნისაჟში” შემოხედვა, ეს არ მქონდა წაკითხული და ძალიან მომეწონა. მე ძალიან მიყვარს დალი და ეს ნახატიც, ისე მოლი საინტერესოდ დაინახე იქნებ შენ დაგთანხმებოდა დალი? :)
LikeLike
რა გითხრა, სანდრო… ერთი კი ვიცი. წიგნი, ნახატი და მუსიკა, შექმნის დღიდან, უკვე მკითხველს, მსმენელს და მნახველს ეკუთვნის და მას სრული უფლება აქვს, საკუთარი იმპრესიები იქონიოს. ეს ხომ მათემატიკა არ არის, ერთადერთი სწორი პასუხი არსებობდეს.
LikeLike
shemtxvevit gadavackdi am blogs gushin.dges mteli dgea vernisajs vuzivar.tavi ver shevikave dalis surattan dakavshirebit.-mec agmidzravs drois usasrulobis shegrdznebas,absoluturad ar mashinebs ada ar magdebs pesimizmshi.koveltvis mindoda msgavsi ,,axsna”momesmina cnobili mxatvrebis tiloebze da ver vipovne.da rac vipovne sastikad damgleli da gamtangveli iko.visurvebdi sxva suratebic gangexilat DALIS shemoqmedebidan (jer aqamde var tqvns vernisajshi).ar mikvars abstraqcionizmi–ver vigeb arada marto ferta feeria chemtvis sakmarisi ar aris–mainteresebs ra m shtaagona da ra gadmoitana tiloze tu litonze.madlobt cinascar!!!
LikeLike