Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ოქტომბერი 14th, 2011

Salvador Dali. The Persistence of Memory

“ექვსი წლისას მინდოდა, მზარეული ვყოფილიყავი, შვიდისას – ნაპოლეონი და ჩემი მისწრაფებანი თანდათანობით იზრდებოდნენ“ – თქვა ფიგერასში დაბადებულმა ბიჭმა და ყველაზე თამამ ოცნებასაც კი გადააჭარბა – გენიოსი გახდა.

ამბობენ, შაკიკი ინტელექტუალთა დაავადებაო… სხვაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ სიურეალისტური ფერწერის მოყვარულებს ნამდვილად გაუმართლა, რომ ერთ საღამოს სალვადორ დალის ეს სენი გაუმწვავდა. შაკიკის ულმობელი შეტევა და სიცხისაგან გამლღვალი კამამბერის ნაჭერი რომ არა, მსოფლიო “რბილი საათების“ გარეშე დარჩებოდა. პორტ–ლიგატას პეიზაჟი, როგორც თავიდან ჰქონდა მხატვარს ჩაფიქრებული, ალბათ, დალის სხვა ტილოებზე უკეთესი თუ არა, უარესი არ იქნებოდა, მაგრამ დაიკარგებოდა “რბილი საათები“ – ნახატი, რომელსაც ერთხელ ნახავ და სამუდამოდ დაიმახსოვრებ…

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: