Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for ოქტომბერი 7th, 2011

პორტუგალიის სამეფოში საფრანგეთის ელჩს – ჟან ნიკოს, ფრიად ნაყოფიერი დიპლომატიური მოღვაწეობის გარდა, თავის დროზე, ფრანგული ენის ერთ-ერთი პირველი ლექსიკონიც შეუდგენია, მაგრამ მისი სახელი ისტორიას 1560 წელს, ეკატერინე მედიჩისათვის საჩუქრად მირთმეული თამბაქოს ფოთლების წყალობით შემორჩა. ეგზოტიკურმა ძღვენმა მესირ ჟანს დედოფლის კეთილგანწყობა, ალბათ, მოუტანა კიდეც, აი, შთამომავლობის მადლიერებისა კი რა მოგახსენოთ…

ცრურწმენებით დახუნძლულ შუა საუკუნეებში იმ უცნაურ ადამიანებს, პირიდან კვამლს რომ უშვებდნენ, თან იმასაც ამტკიცებდნენ – სიამოვნებას ვიღებთო, ეჭვის თვალით უცქერდნენ და არც თუ პატივისცემით ეპყრობოდნენ –  თურქეთში მოწევა სიკვდილით ისჯებოდა, სპარსეთში – ნესტოების ამოგლეჯით; “თავისუფლების დიდი ქარტიის” სამშობლოში – ინგლისში – ყელზე თოკშებმულ მწეველებს ქუჩა-ქუჩა დაატარებდნენ, რომის პაპი ურბან VIII თამბაქოს სიყვარულს ეკლესიიდან განკვეთით ებრძოდა; 1692 წელს, სანტიაგოში, ხუთი ბერი ცოცხლად ჩაატანეს კედელში – ისევ და ისევ მოწევის გამო.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: