“მეძავი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, ვიდრე უარყოფილი საყვარლის ხანჯალი სიცოცხლეს მოუსწრაფებდეს” – აღშფოთებას ვერ მალავდნენ და “გულთბილ” ეპითეტებს არ იშურებდნენ ფრანგული გაზეთები. 1875 წლის 3 მარტს, პარიზის “ოპერა-კომიკის” სცენაზე გამართულმა პრემიერამ სრული ფიასკო განიცადა.
რას წარმოიდგენდა მრავალი ოპერისა და ოპერეტის, სიმფონიისა და ორატორიის ავტორი, უკვე სახელმოხვეჭილი ჟორჟ ბიზე, რომ მისი Magnum Opus – პროსპერ მერიმეს ნოველას მოტივებზე შექმნილი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია სამშობლოში აღიარებას კიდევ დიდხანს ვერ ეღირსებოდა, “კარმენს” საფრანგეთზე ადრე შორეულ ამერიკასა და რუსეთში დააფასებდნენ, თავად კი ტრიუმფს ვერ მოესწრებოდა…
“ათიოდე წლის შემდეგ “კარმენი” მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ოპერა გახდებაო” – ბიზეს თანამედროვეს, პეტრე ჩაიკოვსკის წინასწარმეტყველება ლამის მათემატიკური სიზუსტით ახდა და ანდალუზიელი ბოშა ქალის ამბავი დღეს ფრანგული და საერთოდ, ევროპული კლასიკური მუსიკის სავიზიტო ბარათია. სახელგანთქმული “ხაბანერა” – “L’amour est un oiseau rebelle” – ალბათ, ყველაზე ცნობად საოპერო ფრაგმენტად ჩაითვლება, ექსპრესიული უვერტიურა და ტორეადორ ესკამილიოს კუპლეტები კი მათაც სმენია, ვინც უპირატესობას თანამედროვე მელოდიებს ანიჭებს და კლასიკის გულმხურვალე თაყვანისმცემელთა რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება.
ძნელია, თავი დააღწიო მოზღვავებულ იმპრესიებს და დაიჯერო, რომ ამ “ღრმად ესპანური” მუსიკის ავტორი ფრანგი კომპოზიტორია და ლიტერატურული პირველწყაროც ფრანგ მწერალს ეკუთვნის. სევილიელ თამბაქოს ქარხნის მუშას ჭეშმარიტად იბერიული ვნებით უყვარს და სძულს… მისთვის უცხოა ყალბი მორალიზმი და ფსევდოპურიტანული წესები. სწორედ ამან აღაშფოთა კონსერვატული პარიზი, სწორედ ამიტომ არის კარმენი მსოფლიო ოპერის “Femme fatale”.
მკითხველს, შესაძლოა, არაფერი სმენოდეს იმ ნაკლებად ცნობილი ფაქტის შესახებ, რომ კარმენმა, ერთხელ, პუანტებიც მოირგო – 1967 წელს, როდიონ შჩედრინმა გრაციოზული “კარმენ სუიტა” შექმნა. “დიდი თეატრის” დადგმაში მთავარ პარტიას ქორეოგრაფის მეუღლე – მაია პლისეცკაია ასრულებდა. თუმცა, ვერც მსოფლიო ბალეტის პრიმა გაექცა “საბედისწერო ქალის” ერთხელ უკვე გამოძერწილ კანონიკურ სახეს და “მოცეკვავე კარმენი”, დაუფარავი სექსუალობის გამო, საბჭოთა კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა.
ორიოდე კვირაში, სიეტლის ოპერის სცენა “ქართველ კარმენს” – ანიტა რაჭველიშვილს უმასპინძლებს. ვისაც მილანის “ლა სკალას” შარშანწინდელი სპექტაკლის ერთი ფრაგმენტი მაინც უნახავს, ალბათ, დამეთანხმება – ახალგაზრდა მეცო-სოპრანო მსოფლიო გრანდებს არაფრით ჩამოუვარდება…
ბიზემ ”კარმენით” თავის ეპოქას გაუსწრო. ეს ისეთი წინსწრება იყო, თავად კომპოზირმაც ვერ გაუძლო და მძიმე დეპრესიით უპასუხა.
”კარმენ-სუიტაც” ძალიან მიყვარს, ზღვასავით მოლივლივე ხელების წრეში მოცეკვავე მაია პლისეცკაია.
LikeLike
ერთიც საშინლად გააკრიტიკეს და მეორეც, ნატო :) თან სხვადასხვა ეპოქაში და აპრიორი სხვადასხვა ყაიდის საზოგადოებაში.
ყალბი მორალიზმი უკვდავია :( სამწუხაროდ :(
LikeLike
ბიზემ უზომოდ მტკივნეულად მიიღო. საზოგადოებრივ აზრზე მეტად იყო დამოკიდებული. სამწუხაროდ.
შედრინისა და პლისეცკაიას შემთხვევაში ასე არ იყო, მათ იცოდნენ, რა ფასეული სპექტაკლი შექმნეს და რაც მთავარია – კარგად აფასებდნენ კრიტიკოსების გემოვნებასა და მორალს.
LikeLike
რა თქმა უნდა… ბიზე, როგორც ამტკიცებენ, წარუმატებელ პრემიერას ემსხვერპლა. შჩედრინი და პლისეცკაია ასეთი გულჩვილები არ ყოფილან – საბჭოთა ცენზურასთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება ჰქონდათ.
LikeLike
ისე, რომ ვუფიქრდები შჩედრინი რა გულადი და ნიჭიერია: ბიზეს ”რემეიქი” გააკეთო და თან წარმატებული:)))
LikeLike
მთლად რიმეიქი არ ყოფილა… თუმცა, იქნებ, ეს უფრო რთული იყო – ოპერის ქორეოგრაფიულ სპექტაკლად გადაკეთება.
LikeLike
Une femme fatale , დაწყებული მატა ჰართ დამთავრებული კარმენით. მომხიბლავი, დაუვიწყარი და ერთადერთი. საიდუმლო ჯგუფი რომელშიც გაერთიანებულნი არიან კურტიზანები, გეიშები, ბაიადერები, კოკოტები. თვით ყველა დედოფალი ანა ბოლეინიდან მარიამ სტიუარტამდე, ყველა ქალი მწერალი ვირჯინია ვულფიდან ანე კატერინე ვესტლამდე ამ ჯგუფის წევრები არიან.
და კარმენი. ბოშა ქალი რომელიც ხოზესთან ერთად ყველაფერზეა წამსვლელი. ქალი, რომელიც ბანქოში თავის სიკვდილს ხედავს და ბოლოს ქალი რომელიც ცეკვავს ისე როგორც უკანასკნელად :)
სხვათა შორის მოლი ეს პოსი ძლიან თეატური იყო, წინა ჯეოპარდიც ხომ ფემინიზმს ეხებოდა.
LikeLike
წინისწინა ჯეოპარდი ეხებოდა “Femme fatale”-ს – ოღონდ, ფემინიზმს არა. ფემინიზმი ჩემგან შორს :) :)
ანა კატარინეც “საბედისწერო ქალი” იყო, თაია? არადა, ისეთი კეთილი ღიმილი აქვს…
LikeLike
ყველა მწერალ ქალში არის რაღაც საბედისწერო. ხოლო რაც შეეხება ფემინიზმს, რატომ არა მოლი? ნუ მთლად ლესბოსელურ ფემინიზმს არ ვგულისხმობ, ისე ნელთბილს :)
LikeLike
ფემინისტური მოძრაობა იმის აღიარებას უნდა ნიშნავდეს, რომ ვიღაც ქალებს ჩაგრავს და ქალებს უფლებების დაცვა მხოლოდ ორგანიზებულად შეუძლიათ.
მე არავინ მჩაგრავს და საკუთარ უფლებებს, სადაც საჭიროა, ასკეტური გარეგნობის უსქესო არსებების დახმარების გარეშეც ფანტასტიურად ვიცავ :)
LikeLike
ასიანსი გაარტყი, განსაკუთრებით ბოლო ფრაზა მომეწონა :) :) :) სხვათა შორის ყოველთვის მეშინოდა ფემინისტების. ფილმებში რომ ვნახულობდი გული გასკდომაზე მქონდა. ასკეტური გარეგნობა არ ვიცი და ყოველი მათგანი ლუის ქეროლის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” -დან გადმომხტარ გულების დედოფალს მაგონებს.
LikeLike
ალისას დედოფალი ბევრად სიმპატიურია :)
LikeLike
რა ვიცი თავი კი ადგას გარბტყელებული დოლივით და . . .
LikeLike
თავისუფლება არსად არ მოსწონთ,ჩარჩოები ბევრად მისაღებია საზოგადოებისთვის,კარმენის უარყოფითად წარმოჩენაც ამან განაპირობა
პ.ს და თავად კარმენის საქციელის განხილვაც საინტერესო იქნებოდა რადგან ფემინისტებზე ჩამოვარდა საუბარი.ბლოგერი ფემინისტები გვყავს?
LikeLike
წარმოდგენა არ მაქვს. არიან ალბათ.
მეცხრამეტე საუკუნის პარიზი გემოვნების ამბავში ხშირად იყო არაადექვატური. თავიდან იმპრესიონისტებიც გალანძღეს.
LikeLike
ფრანგები ინტრიგების ოსტატები არიან და აბა როგორ იქნებოდა..
პ.ს. შენ ჩემთან მხოლოდ ავტოგრაფით შემოიფარგლები?
LikeLike
არქიტექტურაში ისეთი ძლიერი არ ვარ, კომენტირება ვცადო :) თან შემაჯამებელ პოსტს ველოდები.
LikeLike
ეს პასუხი მოგერიებას უფრო ჰგავს.შემაჯამებელი პოსტი მალე იქნება.
LikeLike
რა იყო მანდ მოსაგერიებელი? :) ძალიან კარგი.
LikeLike
კი, როგორ არა :)
LikeLike
სამწუხაროდ, კლასიკური მუსიკის მოყვარულთა რიცხვს არ მივეკუთვნები, თუმცა ხაბანერა არ იცოდე და არ აღფრთოვანდე, შეუძლებელია…
LikeLike
გავოცდი, რომ არ მოგატყუო :)
მეგონა, შენნაირი რაფინირებული მკითხველი მხოლოდ კლასიკას უსმენდა, თან მძიმე კლასიკას :) :)
LikeLike
ამ საკითხში მთლად რაფინირებული ვერ გამოვდექი :დარცხვენილიპოპინსი:
LikeLike
მე U2-საც დიდი სიამოვნებით ვუსმენ :)
LikeLike
ეჰ… რა კარგია
LikeLike
კარმენი – უმაგრესი :)
LikeLike
როგორ შემოვქანდი სათაურის წაკითხვისთანავე. ერთ–ერთ საყვარელი ოპერაა და კარმენი – პერსონაჟი :*
კალასის შესრულება ჩემთვის უპირველესია.
LikeLike
კალასზე ვინ დაობს, როდე… უბერებელი კლასიკაა.
ოღონდ, მე ანიტაც ძალიან მომწონს. ფანტასტიური ხმა აქვს და მსახიობიც მშვენიერია.
შენ, ვეჭვობ, “callas forever” გეყვარება :)
LikeLike
კი. ფანი არდანი მაგ ფილმით გავიცანი და შემიყვარდა :)
კალასი როგორც მსახიობი, პაზოლინის “მედეათი” :)
LikeLike
ჰეჰ :) გამოვიცანი :)
ჩემი უსაყვარლესი ფილმია. პაზოლინისთან, მაინც, “ოიდიპოსს” ვარჩევ.
LikeLike
“ძნელია, თავი დააღწიო მოზღვავებულ იმპრესიებს და დაიჯერო, რომ ამ “ღრმად ესპანური” მუსიკის ავტორი ფრანგი კომპოზიტორია და ლიტერატურული პირველწყაროც ფრანგ მწერალს ეკუთვნის.”
არ შემიძლია არ დაგეთანხმო… ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია, რადგან პირადად ჩემს წარმოდგენაში ფრანგები და ესპანელები მეტისმეტად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, არადა ამ ოპერაში ფრანგული L’amour!-იც საოცრად ესპანურად ჟღერს.
დაახლოებით 12 წლის ვიყავი მუსიკალურში “კარმენიდან” ფრაგმენტები რომ მოგვასმენინეს და შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი ვამტკიცებდი ბიზეს ესპანური ფესვები ექნებოდა-მეთქი :)
ჩემთვის გასაკვირი არაა რომ ფრანგებს დიდი დრო დასჭირდათ “კარმენის” დასაფასებლად, მათთვის ალბათ მეტისმეტად უცხო და ახალი იყო, ჯერ მზად არ იყვნენ. სწორედ ამ პერიოდში დაიწუნეს იმპრესიონიზმიც მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გონება მზად არ იყო ამ სიახლის აღსაქმელად.
LikeLike
მეც იმპრესიონისტები გამახსენდა პირველად, დეიზი. დაწუნება ერთია, მიწასთან გაასწორეს. ბოლო სიტყვებით ლანძღავდნენ და მაიმუნებს ადარებდნენ. აქაც, დაახლოებით, იგივე მოხდა.
ბიზეც ესპანელი იყო წინა ცხოვრებაში და მერიმეც :) ღრმად ვარ დარწმუნებული :)
LikeLike
მე კი მგონია ორივეს წინაპარი ესპანეთ-საფრანგეთის საზღვარზე დაიბადა და გაიზარდა.
LikeLike
ხო მოლი რეინკარნაციის გჯერა თურმე თუ გინდა ასე იყოს?
LikeLike
პარიზში დაიბადა ორივე.
არა, ეს ისე, ხატოვანი გამოთქმა იყო.
LikeLike
წინაპრები მოლი.წარმოშობა ან სისხლი,იქნებ იყო რაიმე საიდუმლო მათ დნმ-ში)))))
LikeLike
მეც სულ მგონია, რომ წინა ცხოვრებაში ფრანგი ვიყავი, არადა, ტესტმა აჩვენა, ფილიპინებში ხიდებისა და ტაძრების მშენებელი ბრძანდებოდიო :)
LikeLike
მე ფილიპინელ ქურუმობას ვარჩევდი, მერი :)
LikeLike
აი, ეგ უკვე აღარ ვიცი…
LikeLike
15ში ბოლქვაძის კონცერტია. მიდიხარ მოლ? ^^
LikeLike
მინდა და ვნახოთ… ასე შორ გეგმებს მთლად გულარხეინად ვერ ვაწყობ, თან მეგობარსაც უნდა შევუთანხმო…
LikeLike
ძალიან მიყვარს ოპერაც და მერიმეს ნოველაც. ,,ლა სკალა” ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა :(. წავშალე ჩემს დრაფტებში კარმენზე სანახევროდ მომზადებული პოსტი :D
LikeLike
აუჰ :( ეს რა გააკეთე :( პირიქით, გამოგექვეყნებინა, ერთმანეთს პოსტებს გავულინკავდით და საინტერესო საკითხავი გამოვიდოდა… ჩემი და შენი მკითხველი კარმენზე ორ სხვადასხვა პოსტს ნახავდა.
მე ქოვენთ გარდენის “ტრავიატა” მინდა და კიდევ ერთი იტალიური ოპერა. უფრო სწორად, სიცილიური.
LikeLike
არ გამომდიოდა ისეთი, როგორიც კარმენს სჭირდებოდა. ხოდა ეს პოსტი რომ ვნახე წავშალე. ვიმუშაო შეიძლება კიდევ მაგაზე და მერე გაგილინკავ, თუ გამომივიდა :)))
,,ტრავიატა” ძეფირელის რეჟისურით ვნახე შარშანწინ. არ მქონდა ნანახი და გავგიჯდი ისე მომეწონა :))))
და სიცილიური რომელი?
LikeLike
პიეტრო მასკანის “სოფლის ღირსება”.
“ტრავიატაც” მომწონს ცალკე და ძეფირელიც. ერთად, ათმაგად უმაგრესია.
სხვათა შორის, ძეფირელის “სოფლის ღირსებაც” აქვს გადაღებული.
LikeLike
არ ვიცი. ვნახავ სადმე მერე. აუ, ცუდად ვარ–> წესიერად დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს და არც დამიწერია ბლოგზე. კომპს რომ ვხედავ მაკანკალებს უკვე, მაგრამ ვინ მაცდის :D იმიტომ კარგია საკუთარი ყველაფერი. ,,ბულერბიელი ბავშვები” ვუყიდე ჩემს დეიდაშვილს და როდის მოვინახულებ ერთი სული მაქვს- ნაწყვეტს სწავლობს სკოლაში და მაგიტომ შევურჩიე ეს :)
ძეფირელიზე ვგიჟდები, რომ იტყვიან.
LikeLike
სკოლაში სწავლობენო? შემშურდა… მე გაიდარის მოთხრობებს მასწავლიდნენ :(
იტალიური კინო საერთოდ ძალიან მომწონს.
საკუთარი ყველაფერი კარგია – ბოლშევიკებმა ეს ვერ გაიგეს და დაენგრათ ქვეყანა.
LikeLike
ხო, ქინაქინა ვისწავლე მე კიდე და რაღაც მსგავსები :D ასწავლიან კი, მეორე თუ მესამე კლასში. ოღონდ ნაწყვეტს, როგორც ყველა თანაედროვე სახელმძღვანელოში ხდება :)
LikeLike
ქინა-ქინამ მეც მახსოვს :( დედა რომ ჰყავდა ავად :(
ყოჩაღ თანამედროვე სახელმძღვანელოებს.
LikeLike
არ მიყვარს ოპერა. :( რაც შეეხება ნაწარმოებს რა თქმა უნდა წაკითხული არ მაქვს, ისე კი წაიკითხავდა კაცი. :)
LikeLike
არც მატეო ფალკონე გაქვს წაკითხული?
LikeLike
ეგ კი. :)
LikeLike
ჰოდა, ბარემ “კარმენიც” მიამატე. მერე, იქნებ, ოპერასაც შეურიგდე.
LikeLike
:) :) :) კი წავიკითხავ აუცილებლად, მარა ოპერას მაინც არ შევურიგდები! ვიჩხუბეთ და …! :დ :დ :დ
LikeLike
ძალიან განსხვავებულები არიან ეს კარმენები ერთმანეთისგან. პროსპერის ხიტანელას საერთო არაფერი აქვს ბიზეს კარმენთან მომხიბლაობის და თავისუფლებისმოყვარეობის გარდა. პროსპერთან კარმენი ბოშური დანაშაულებების მთავარი მოქმედი პერსონაა, ბიზესთან კი ქალის იდეალური სახება. ამიტომაც, ცოტნე, ორივეს უნდა ჩაუჯდე :) თავს ძალა დაატანე და ოპერაც ნახე. ბევრი რამე არ მომწონდა მეც ადრე, მაგრამ ახლა მათ გარეშე ვერ ვძლებ :)))
LikeLike
ვეცდები! :) :)
LikeLike
never say never
LikeLike
აუ მევასება რა ეს გამოთქმა, არასოდეს თქვა არასოდესო და აგერ უკვე 2-ჯერ კი ვთქვი. მარა მართალია, რა ვიცი იქნებ რა ხდება?! :)
LikeLike
კარმენი არ მომისმენია, მოლი, ისე, თავიდან ბოლომდე არც ერთი ოპერა არ მაქვს მოსმენილი, ფრაგმენტები ვიცი მხოლოდ. სირცხვილი(: ბალეტი კი მინახავს, ისიც თითზე ჩამოსათვლელი, მაკნატუნა, დონკიხოტი, გედების ტბა და კიდევ ალბათ ორიოდე რამ. უნდა გამოვასწორო. რაც შეეხება მერიმეს, კი მიხვდები, რასაც მიპასუხებდნენ მშობლები:)
LikeLike
მთავარი ბალეტი გინახავს უკვე :) მაკნატუნა შენს ასაკში სავალდებულოც კია. დანარჩენს ნელ-ნელა ნახავ, სად გეჩქარება? :) დრო საკმარისზე მეტია…
LikeLike
ახალი შეგონება: გაიგე, შვილო, რომ მოლი დიდია, შენ პატარა:)
LikeLike
შენც ადექი და უთხარი – მოლიც იყო ჩემხელა და მეც გავხდები მოლის ხელაო :)
LikeLike
არ არსებობს აქ შემოვიდე და რაღაც ახალი არ გავიგო ^_^
ჩემი შაბათ-კვირისთვის განკუთვნილი, მშვიდი და თან შემეცნებითი ბლოგია ;-)
LikeLike
გამახარე :)
LikeLike
შემეცნებითი პოსტი იყო ეს ჩემთვის <3 მადლობა მოლის!
LikeLike
დანკე! მიხარია, რომ მოგეწონა :)
LikeLike
3 ოქტომბერს მთელი საღამო “:კარმენს” ვუსმენდი სამსახურში.
ფრიად მასიამოვნა ამ პოსტმა, მოლი. გმადლობ :)
LikeLike
რა მაგრობაა :) შენ აქაურობას სტუმრობ, კითხულობ და მოგწონს კიდეც :) ოღონდ – ჩუმად :) მე ახლა გავიგე :)
LikeLike
კი, მოლი. შენი ბლოგი ერთადერთია, რომელიც გამოწერილი მაქვს მეილზე. ყველა ახალი პოსტის შესახებ მომენტალურად ვიგებ და იშვიათად, რომ მათი წაკითხვა მეორე დღისათვის გადავდო :)
ძალიან მომწონს ეს ადგილი
LikeLike
გამახარე :) ასეთი მკითხველით ნებისმიერი ბლოგერი იამაყებდა :) დანკე!
LikeLike