ქურდობა რომ დასაძრახი საქციელია და მერვე მცნება ამას პირდაპირ გვიკრძალავს, ყველას მოგვეხსენება. მიუხედავად ამისა, წუთით არ მინანია, წლების წინ ჩემი უბნის ბიბლიოთეკიდან ჯინ ვებსტერის “გრძელფეხება მამილო“ რომ მოვიპარე. მოვიპარე რა, წამოვიღე და აღარ დამიბრუნებია. რა თქმა უნდა, ეს შეგნებულად მოვიმოქმედე და არა გულმავიწყობის გამო.
დარწმუნებული ვარ, ბევრი გაიფიქრებს – შე დალოცვილო, წაკითხვას ხომ არავინ გიშლიდა, რაღას იპარავდიო, მაგრამ საკმარისია, ერთხელ გადაფურცლოთ ეს წიგნი და მაშინვე მიხვდებით, რამ მიბიძგა ამ სამარცხვინო დანაშაულისკენ.
იქიდან დავიწყებ, რომ “გრძელფეხება მამილო“ მთლიანად პატარ–პატარა წერილებისგან შედგება, რომლებსაც მთავარი გმირი – ჯონ გრაიერის ობოლთა თავშესაფარში გაზრდილი ჯუდი ებოტი თავის უცნობ კეთილისმყოფელს უგზავნის. გოგონა ფერგესენის კოლეჯში ცხოვრობს, სადაც მისი სწავლა-განათლება ჯუდის ლიტერატურული ნიჭით მოხიბლულმა იდუმალმა მეურვემ დააფინანსა და მაღალ კოშკში მოთავსებულ ოთახიდან უსტარი უსტარზე მიფრინავს გრძელფეხება მამილოსკენ. ახლა არ იკითხავთ, როგორი ბარათებია? გულისამაჩუყებელი, გულუბრყვილო, ალაგ–ალაგ ცრემლი რომ მოგერევა, ზოგჯერ კი გულის წასვლამდე იცინებ. მარტო ის რად ღირს, მიქელანჯელოს რომ მიქელგაბრიელში აურევს, მორის მეტერლინკი კი კოლეჯის ახალი მოსწავლე ჰგონია…
მოკლედ, ეს პატარა ჯუდი ამქვეყნად ყველაზე საყვარელი და სასაცილო არსებაა. წერილიდან წერილამდე იცვლება, იზრდება და ჭკვიანდება, თუმცა იდეალური სულაც არ არის – ხან გამოცდაზე იჭრება, ხან, კბილის ტკივილით შეწუხებული, საზიზღარ წერილებს წერს, ხან კლასის მამასახლისის არჩევნებში მონაწილეობს და ინტრიგებს ხლართავს, ხან რომელიღაც ძელზე მიბობღავს, ხან აბრეშუმის წინდებს ყიდულობს მდიდარი თანაკურსელის გამოსაჯავრებლად, ზოგჯერ კი ისეთი პრინციპული და ჯიუტია, გაგიკვირდებათ…
მისი წერილებიც ყოველთვის განსხვავებულია – ხელს ერთხელ რომ შექსპირის გენიალურობით აღფრთოვანებული დანიის დედოფალი ოფელია აწერს, მეორეს – ფრონტის ხაზიდან სპეციალური კორესპონდენტი აგზავნის, სხვებს – დამწყები ფერმერი, მომავალი დიდი მწერალი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი და კიდევ ვინ მოთვლის…
ჰოდა, ისე შეუმჩნევლად გადის ოთხი წელი სიკეთით, ღიმილით, იუმორით გაჟღენთილ ბარათებში, დაწყებას ვერ მოასწრებთ და უკვე წაკითხული გაქვთ… რჩება მხოლოდ ჯინ ვებსტერის წიგნით გამოწვეული სითბო და სინათლე და რწმენა იმისა, რომ ცხოვრება მართლაც მშვენიერია…
აუ მე არ მაქვს წაკითხული, არადა რა კარგი ყოფილა! აუცილებლად წავიკითხავ!
LikeLike
შენ კი არა, ცოტნე, დროდადრო მეც სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე :) ამ წიგნს ასაკობრივი ზღვარი არ აქვს.
LikeLike
:) :) :) მით უმეტეს! აუცილებლად წასაკთხი ყოფილა! :)
LikeLike
შეიძლება ასეც ითქვას…
LikeLike
:)
LikeLike
ჩემი ბიბლიოთეკიდან ხომ არ მოიპარე, ჰა?? :* რატომ არ იყო აბა იქ? :* იმიტომაც დამრჩა წაუკითხავი…
LikeLike
არა :) სხვა ქალაქში იყო ის ბიბლიოთეკა :)
LikeLike
აღარ მახსოვს მეურვე სინამდვილეში მისი მამა არ აღმოჩნდება? მე არ დავაბრუნებდი ბიბლიოთეკაში,მაგრამ ბებო იქ მუშაობდა და ვინ შემარჩენდა,თუმცა წიგნის ქურდობა არ მიმაჩნია დანაშაულად :P
LikeLike
არა, მამა არა… მანდ ბევრად რომანტიული კვანძი იხლართება.
არც ლენინს მიაჩნდა :) პრინციპში, არც მე. და არც კანონს – თუ გუტენბერგის პირველი ბიბლია არ არის, რა თქმა უნდა.
LikeLike
აბა?გამახსენე რა ვერაფრით ვერ ვიხსენებ((
გუტენბერგის ბიბლიაზე სანდო ვატიკანის არქივში დაცული წერილები იქნება,აი მაქედანაც კი მოვიპარავდი რამე საინტერესოს.
LikeLike
ჩვეულებრივი მეურვეა, მაგრამ ფრიად რომანტიკული ტიპაჟი… ჯუდიც რომანტიკულია…
ვატიკანს კარგად იცავენ შვეიცარიელები :(
LikeLike
აა გამახსენდა,მერე ეს ტიპი უყვარდება ჯუდის.
LikeLike
კი, ფინალი ასეთია.
LikeLike
არ მაქვს წაკითხული და მომინდა… ვიშოვი სადმე და წავიკითხავ <3
LikeLike
“დიოგენემ” გამოსცა 2004-ში. მანამდე, 1990 წლის გამოცემა იყო.
ერთიც რარიტეტია და მეორეც. სავარაუდოდ, ბუკინისტებს ექნებათ.
LikeLike
მხოლოდ სათაური და თავშესაფარი მახსოვს :) აშკარად გადასაკითხია
LikeLike
მისალოცად გქონია საქმე :) თან გვარიც ხელს გიწყობს… კი არადა, ნიკი.
LikeLike
მე ამ წიგნის ძველი გამოცემა მაქვს, ბავშვობაში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი იყო. მართლა არ აქვს ამ წიგნს ასაკობრივი ზღვარი, იუმორით და სითბოთია სავსე :)
LikeLike
მეც ძველი გამოცემა მაქვს და ახლაც ძალიან მიყვარს ;)
კეთილი იყოს შენი პირველი მზიანი კომენტარი მოლის ბლოგზე :)
LikeLike
მოლ, ისე წერ, ისე საინტერესოდ, დამაინტრიგებლად, რომ ნაწარმოები არაფრად რომც არ ვარგოდეს, ადამიანს წაკითხვა ყოველთვის მოუნდება :) ხოდა მეც მომინდა, იმ ზემოთჩამოთვლილების და კიდე შენი რეპუტაციის წყალობით. :)))
რამხელა ქვევრი ვყოფილვარ, თანდათან ვრწმუნდები. ახალი და ახალი მინდება გამოჩენისთნავე :D
LikeLike
ცუდ წიგნზე მე არ დავწერ (ან თუ დავწერ, ცუდია მეთქი, იმასაც გეტყვით) :) რაზეც ვყვები ხოლმე, ის მართლა ძალიან კარგია და ჩემი მოკრძალებული აზრით, ნამდვილად წასაკითხია :)
რეპუტაციაზე გამეღიმა :) ისე, მეც ზუსტად ასეთი ქვევრი ვარ :)
LikeLike
ხატება შეიქმნა ჩემში შენი ასეთი გულწრფელი :)))
:D მართლა
LikeLike
გულწრფელი მადლობის მეტი რა მეთქმის :) მე ზუსტად ასეთი მკითხველისთვის ვწერ :)
LikeLike
ენით ვერ აგიწერ, როგორ მიყვარს ეს წიგნი, მოლი :) ვისაც ვკითხე, არავის ჰქონდა წაკითხული და ახლა ისე გამიხარდა ამ პოსტის ნახვა :) არც ის ვიცოდი, თუ, დიოგენემ გამოსცა, მე ძველი გამოცემა მაქვს.
LikeLike
დიოგენეს გამოცემაზე მეც ახლახანს გავიგე, მერი. მართალი ხარ, არც თუ ცნობილი წიგნია, სამაგიეროდ, ვისაც წაუკითხავს, ძალიან უყვარს :)
LikeLike
ეჰ, ეს ჩემთვის აღმოჩენაა… მინდა რომანტიკაში გადავარდნა… ამიტომ დავძებნი! არ მოვისვენებ სანამ ელ.ვერსია არ მექნება! :)
LikeLike
ილუსტრაციებიც რომანტიული შევურჩიე პოსტს :) უაღრესად თბილი წიგნია, ქევან. ქართულად რა გითხრა და რუსულად ელექტრონული ვერსიები ყველგან არის.
LikeLike
xo, magis imedi maqvs. an rusulad, an inglisurad… da radgan rusuli ar vargao, meri ambobs, damrcha inglisuri versia ^^
qartulad sad vipovo ar vici, tavisuflebaze bukinistebs ar hqondat, meshinia rom didi xani momiwevs dzebna… me ki mechqareba
LikeLike
იქნებ დიოგენეს ჰქონდეს სადმე შემორჩენილი… ღირს გამომცემლობაში დარეკვა.
LikeLike
დავრეკე და მითხრეს – ტირაჟი მთლიანად ამოწურულია :( და არც უახლოეს მომავალში გამოცემას ვგეგმავთო :(
LikeLike
წუხელ ზემხასთვის მინდოდა, მიმეწერა. “დიოგენეს” მენეჯერია. ვერაფრით მოვახერხე. ან ფბ ჭედავდა, ან კიდევ რაღაცაში იყო საქმე…
LikeLike
რუსულ ამბებში მერის დაეჯერება… ორიგინალი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. ან ბიბლიოთეკები.
LikeLike
ქართული ელ. ვერსია არ არსებობს და რუსულის წაკითხვას არ გირჩევ, არაფრად ვარგა.
LikeLike
რა პოზიტიური პოსტია, ამიტომ მიყვარს აქ შემოსვლა სამუშაო დღის დასაწყისში, კარგ განწყობაზე ვდგები ხოლმე.
ძალიან დავინტრიგდი, რაც შენი ბლოგის კითხვა დავიწყე აღმოვაჩინე კიდევ რამდენი რამ მქონია წასაკითხი :)
თან დღეს პარასკევია და წინ მთელი შაბათ-კვირა მაქვს.
LikeLike
პარასკევ დღეს არაფერი ჯობია, ფინიკი და პარასკევი საღამო ხომ მთლად გადასარევია…
წიგნია ღრმად პოზიტიური და პოსტიც ასეთი გამოვიდა :)
LikeLike
სახლი გადავქექე და ვიპოვნე, 1976 წლის გამოცემა ინგლისურად, ხვალ ჩავუჯდები, პოზიტიური შაბათი მექნება :)
LikeLike
მაგრობაა. არ დაიზარო და ორიოდე სიტყვით შთაბეჭდილებები მოგვწერე.
LikeLike
წავიკითხე, დიდი ხანია ასეთი სასიამოვნო შაბათი არ მქონია, ხალისი დამიბრუნა :) ყველაზე მეტად მიყვარს, როდესაც ათასი სისულელის ასე საინტერესოდ შეფუთვა შეიძლება. კითხვის პროცესში ღიმილი არ მომშორებია სახიდან. განსაკუთრებით ვიხალისე იმ წერილზე ჩავიჭერიო, რომ წერს – საშინელი ამბავი მაქვსო :D
მოკლედ მადლობა მოლი სასიამოვნო შაბათისთვის :)
LikeLike
მეც სულ ღიმილ-ღიმილით შემომეკითხა და ახლაც მეღიმება ხოლმე.
მიხარია, რომ მოგეწონა, ფინიკი :)
LikeLike
შენ ხარ მოლი განმანათლებელი! :)
LikeLike
გემრიელად გამაცინე, მერი :)
LikeLike
კარგი მოლი შეგვიბრალე :)))) ამდენი წასაკითხი წიგნი!!!
არ მსმენია ამ წიგნზე სიმართლე გითხრათ
LikeLike
საკმაოდ იშვიათი წიგნია, ჭიამარია. არც თუ გახმაურებელი. სამაგიეროდ, ერთი თუ წაიკითხე, აღარასოდეს დაგავიწყდება.
LikeLike
საჯაროში ხომ იქნება?
LikeLike
საჯაროში ნებისმიერ შემთხვევაში იქნება. სხვა ძველ ბიბლიოთეკებშიც, ალბათ…
LikeLike
rogor mominda am wignis wakitxva!
LikeLike
არ ინანებ :)
LikeLike
არ მაქვს წაკითხული :(
LikeLike
სადმე აცდებოდით…
LikeLike
ძალიან მომეწონა ამ წიგნის შინაარსი და “გრძელფეხეხება მამილო” ერთ-ერთ სპატიო ადგილს იჭერს კატეგორიაში წიგნები რომლებიც მოლიმ მირჩია . ქურდობას რა შეეხება, არ ინერვიულო მსგავსი რამ მეც დამემართა სამი წლის წინ. :) :) :) :) :) :)
LikeLike
მე კატეგორია მომეწონა ძალიან :) და შენ რა გამოაყოლე ხელს?
LikeLike
ნარნიის ქრონიკების დასაწყისი. თან ძალიაან მრცხვენია, მაგრამ ახლა დავმშვიდდი :)
LikeLike
შენ მაგაზე არ ინერვიულო :) უარესებიც მომხდარა. დიდი ამბავი, წიგნი თუ წამოაყოლე ხელს :) :) :)
LikeLike
ნემსის და აქლემის ქურდიო . . . რა ვიცი , რა ვიცი :) :) :)
LikeLike
მე ძველი გამოცემა მაქვს… ფინალზე სიხარულით დავფრინავდი პირველად…
“ვუბრუნდები ჩვენს ამბებს. გინდა, გაგანდო ერთი საიდუმლო, რომელიც ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე? დამპირდი, რომ ქარფშუტად არ ჩამთვლი. მაშ, მომისმინე.
მე ლამაზი ვარ.
მართლა, ღმერთმანი! იდიოტი უნდა ვყოფილიყავი, რომ არ შემემჩნია, იმ დროს, როცა ოთახში ერთის ნაცვლად სამი სარკე გვიდგას”.
აი ამაზე ყოველთვის მეცინება :)
LikeLike
“მძულს შენი მდივანი. კაცს რომ ელმერ ჰ. გრიგსი ერქმევა, ის კაი კაცი არ უნდა იყოს” :D
LikeLike
უმაგრესი აბზაცი გაგხსენებია :) ამაზე მეც გემრიელად ვიცინე :) პირველი წაკითხვის სიამოვნებას ვერ აგიწერ, მეც ლამის დავფრინავდი :) გამოცემა მეც ძველი მაქვს. პრინციპში, დიოგენეს არც არაფერი შეუცვლია.
LikeLike
შექსპირის ქება გამიგონია, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ ასე კარგად წერდაო :D
LikeLike
ოფელიას სახელით რომ წერს… მე და ჰამლეტი მშვენივრად ვცხოვრობთ და დანიასაც კოხტად ვმართავთო :)
LikeLike
როგორ მიყვარს <3
LikeLike
ძალიან ძალიან :)
LikeLike
sadme aris saitze,momweret,pliiiz
LikeLike
რუსულად ბევრგანაა. ქართულად – არა.
LikeLike
ვაიმე რამდენი კომენტარია, იმდენია, რომ ვიღაცა უკვე იტყოდა ჩემს სათქმელს, ამიტომ არაფერს ვიტყვი :დ
LikeLike
:) :) შენს სათქმელს სხვა როგორ იტყოდა…
LikeLike
ამისას იტყოდა, უნიკალურია ეს :D
LikeLike
გამაცინე :)
LikeLike
არ წამიკითხავს, მოლი და ძალიან დამაინეტერსა. თან შინამტანჯველები ‘ჯერ ადრეაო” ვერ მეტყვიან, არც მათ აქვთ წაკითხული, მაგრამ სად უნდა მივაკვლიო? იშვიათობა ყოფილა(: პოსტი, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგია:)
LikeLike
არა, ლუკა, ეს ნამდვილად არ არის ადრე :) ზუსტად საშენოა :) ოღონდ, მართლა იშვიათობაა…
LikeLike
მმმ.. ახლა სულ არ მრცხვენია იმის აღიარება, რომ არ წამიკითხავს ეს ნაწარმოები. ^^ ჩემნაირი კიდევ ბევრია, ეს მშჳენიერია.. :D
მოლიკო, სულ ისე წერ ხოლმე, წაკითხვის სურვილის მიღვიძებ.. *****
LikeLike
ლიტერატურული ბლოგის მთავარი ამოცანაც ეს არის, მაცო – მკითხველს წიგნის მოძიება მოანდომოს :)
დანკე!
LikeLike
რა კარგად წეერ ^.^ ძალიან დამაინტერესე აუცილებლად წავიკითხავ <3
LikeLike
მე შენი ავატარი მომწონს ძალიან :) მადლობა :)
LikeLike
რეები დაგიწერიათ, რა არის :( ვისაც წაკითხული არ გვაქვს, ცოდოები არ ვართ? უფ!!!
ელექტრონული ვერსია ვიპოვე, ოღონდ ინგლისურად, საკმაოდ მარტივად იძებნება… ნუ, როდის წავიკითხავ, არ ვიცი, მთავარია, რომ მაქვს :) ჰოდა, თუ ვინმემ ვერ იპოვა, სიამოვნებით გავუგზავნი :)
LikeLike
სპოილერებს ვერ გადავრჩით :) ყველამ რაღაც გაიხსენა და…
ისე, მეც მაინტერესებს, ორიგინალი როგორია. ქართული იმდენად კარგია, იმდენად მსუბუქი და ორგანული, დიდი შანსია, ინგლისური ასე არ მომეწონოს :) :) :) ესეც პარადოქსი :)
LikeLike
გამოგიგზავნო? :) გადახედე მოცალეობის ჟამს :)
LikeLike
კი კი :) გამომიგზავნე აუცილებლად. თუ საჭირო გახდება, აქაც ავტვირთავ.
LikeLike
შეამოწმე ფოსტა და გადახედე, მაშინ… იმედია, სრული ვერსიაა :)
LikeLike
მივიღე უკვე, დანკე!
LikeLike
ver vipove(:
LikeLike
ჰო, დიდი იშვიათობაა :(
LikeLike
gind rusuli iyos gind inglisuri gtxovt momweret ra saiti
LikeLike
http://readr.ru/dghin-vebster-papochka-dlinnie-nogi.html
LikeLike
აშკარად საჩემო რამე უნდა იყოს ;-)
LikeLike
მეც ასე მგონია :)
LikeLike
იქნებ ოდესმე მეც ჩავიგდო ეს წიგნი ხელში და ბალღობის დროინდელი დანაკლისი ამ თითქმის ბალზაკის ასაკში ავინაზღაურო :)
LikeLike
ელექტრონური ვერსია ბევრგან არის, ქართული წიგნი – დიდი იშვიათობაა. სადმე ბუკინისტებთან თუ იპოვნი. ისე, მეც ბალზაკის ასაკის ვარ :) და ცოტა მეტისაც :)
LikeLike
უნდა გაგიცნო :)
ბუკინისტებში ბოლოს როცა შევისეირნე, სხვა წიგნებს ვეძებდი. შემდეგ ჯერზე აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას – მადლობა :)
LikeLike
ბუკინისტეს, დროდადრო, ისეთი რაღაცები აქვთ, საერთოდ რომ არ გახსოვს და არც ელოდები. ჩემი “ულისეც” ძველ წიგნებში ვიპოვნე. კარლსონიც.
LikeLike
კარლსონი და პეპილოტა მეც ბუკინისტებში შევიძინე ბოლოს :) ასევე ძმები გრიმების ზღაპრების სამტომეული – ახალი გამოცემა მწირი იყო და გამიხარდა, ძველს რომ მივაგენი :)
LikeLike
გრიმების სახელგანთქმული სამტომეული… ახალი მეც მაქვს და მართლა ბევრად შემოკლებულია.
ბოლოს, ბუკინისტებთან, შეკლის და ასპრინის ორ-ორი ტომი ვიყიდე. მაღაზიებში შეკლი არ შემხვედრია საუკუნეა. აპრინი საერთოდ არ მინახავს. აშკარად ღირს მანდ დაძებნა. ერთია – წიგნები, ხშირად, გაფუჭებული და დანესტილი აქვთ.
LikeLike
გაიხსენე ბავშვობის ცოდვები?/არ მაქვს წაკითხული, დავინტერესდი, ესეთი ისტორიები განსაკუთრებით მიყვარდა ბავშვობაში
LikeLike
ცოდვებზე ცალკე პოსტი მაქვს დაწერილი, თამი :) და კომენტარებში მთელი საბლოგეთის ცოდვებია ჩამოთვლილი.
“წიგნის ქურდები” ჰქვია.
LikeLike
აუ რა საინტერესოა საკუთარიც ხომ არ ჩამემატებინა?
LikeLike
პოსტი იმისთვისაც დაიწერა, საკუთარი რომ ჩაამატოს მსურველმა :)))))))
LikeLike
ქურდობა არაა, მავნე ჩვევას უფრო გავს, ჩამატებულია
LikeLike
[…] მამილო” მეყიდა, რომლის წაკითხვაც მოლის პოსტმა მომასურვა. სხვათაშორის ისიც მოგწერე, […]
LikeLike
[…] “ქურდების მბრძანებელი”, ”გრძელფეხება მამილო” და ლილე იროელის ამბები – ნატო […]
LikeLike
<3 <3 <3 <3 ჯუდი… <3 მისი წერის მანერა,ნახატები,სადაც ის არის გამოსახული – მივამსგავსე ჩემს წარმოსახვაში არსებულ მოლი ბლუმს… :)))

LikeLike
ჩემს ბავშვებს ვუყიდე საახალწლოდ და მე დავასწარი წაკითხვაში :) მერე ჩემი მეუღლე მომყვა. მოკლედ ყველა ვკითხულობდით თითქმის პარალელურად და დასწრებაზე იყო, ვინ აიღებდა დილით წიგნს ხელში :)
LikeLike
რატომ არ მიკვირს <3
LikeLike
ჩემს ბავშვებს ვუყიდე საახალწლოდ და მე და ჩემი მეუღლე ვასწრებდით კითხვას ერთმანეთს. ბავშვებიც ჩვენ მოგვყვნენ და იყო ერთი ამბავი. ვინ პირველი გაიღვიძებდა და დაასწრებდა ყველას კითხვას. ასე გავლიეთ საშობაო არდადეგები კიდევ სხვა წიგნებთან ერთად, რაც მოლიმ გვირჩია
LikeLike
აუ როგრო მიყვარს! პირველად რომ წავიკითხე და ბოლო წინადადება ჩავამთავრე, ეგრევე ხელახლა დავიწყე. იმდენად დადებითი და კარგი წიგნია, რომ მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს ვჩუქნი!
LikeLike
ძალიან მიყვარს ^_^
LikeLike
[…] უებსტერის “გრძელფეხება მამილო“, მეოცე ასწლეულის დასაწყისის […]
LikeLike
ეს წიგნი,20 წლის მაქვს წაკითხული…იმდენად “შევითვისე” რრომ მეც დავიწყე დღიურის წერა და მოვიწყე ცალკე ოთახი…შეიცვალა ჩემი ცხოვრება ამ წიგნის შემდეგ…თითქოს საკუთარი სულიერი სამყარო აღმოვაჩინე…მაშინ…
LikeLike
მეც ძალიან დიდი ხნის წინ ჩამივარდა ხელში და ახლაც ძალიან მიყვარს )
LikeLike
Wasakitxi zgaprebi
LikeLike