“მაშ, თქვენ ბრძანდებით ის პატარა ქალბატონი, ვისმა წიგნმაც დიდი ომი გამოიწვია?” – ამ სიტყვებით მიესალმა აბრაამ ლინკოლნი თეთრ სახლში სტუმრად მყოფ ჰარიეტ ბიჩერ სტოუს. მაშინ რომ მათთვის ვინმეს ეთქვა – ამერიკაში ფერადკანიანთა პრობლემა ასი წლის შემდეგაც აქტუალური იქნებაო, ალბათ, არც შეერთებული შტატების მეთექვსმეტე პრეზიდენტი დაიჯერებდა და არც “ბიძია თომას ქოხის” ავტორი.
ეს ფოტოსურათი აპარტეიდის სამშობლოში – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ან რომელიმე კოლონიურ სახელმწიფოში გადაღებული არ გეგონოთ. რასობრივი სეგრეგაციის ამ კლასიკურ ნიმუშს ებრაული წარმოშობის ამერიკელმა ფოტოგრაფმა – ელიოტ ერვიტმა 1950 წელს, ჩრდილო კაროლინაში მიაკვლია.
დემოკრატიის ეტალონად შერაცხული ქვეყნის ისტორიაში ფრიად სამარცხვინო ფურცლები მრავლად რომ მოიპოვება, მკითხველს ჩემზე უკეთ მოეხსენება. თვალსაჩინოებისთვის ავადსახსენებელი ლინჩის სასამართლო და საზარელი კუ-კლუკს-კლანიც იკმარებს. საქმე იმაშია, რომ ეს კადრი სამოქალაქო ომების, ველური დასავლეთის, ქამარში გაჩრილი კოლტების და მონებით ვაჭრობის ეპოქას კი არა, განათლებული და ცივილიზებული მეოცე საუკუნის ტიპიურ ამერიკულ ყოფას ასახავს.
საინტერესოა, რომ საკუთარ მოქალაქეთა კანის ფერის მიხედვით დაყოფის ეს ფაქტი იმდროინდელი საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი გამონაკლისი არ ყოფილა. განაპირა შტატების პატარა ქალაქებს ვინ ჩივის, როცა პოლიტიკური ტონის მოკარნახე ვაშინგტონის მახლობლად მდებარე პენტაგონის შენობაში, თეთრები და ფერადკანიანები, დიდი ხნის მანძილზე, ცალცალკე საპირფარეშოებით სარგებლობდნენ.
ტყუილად როდი უწოდებენ ამერიკას კონტრასტების ქვეყანას – ეს უმსგავსობა ფოლკნერის, სტეინბეკის, ჰემინგუეის, ჩაპლინის ეპოქაში ხდებოდა, მაშინ, როდესაც კინოთეატრებში, “დიდი დიქტატორის” სეანსებზე, ტევა არ იყო და მთელი ერი გატაცებით კითხულობდა “მშვიდობით, იარაღოს”, “მრისხანების მტევნებს”, “ხმაურს და მძვინვარებას”…
ჰეგელის ცნობილი პარადოქსის თანახმად, ისტორია არაფერს გვასწავლის, თუმცა თანამედროვე ამერიკელებმა ამ საკამათო მაქსიმასგან ქვა ქვაზე არ დატოვეს – ლინკოლნისა და ჯეფერსონის შთამომავლები ყველაფერს პოლიტკორექტულობის ტესტით ამოწმებენ, რასისტულ გამონათქვამებს საბავშვო პროზის კლასიკად აღიარებულ წიგნებშიც გამადიდებელი შუშით დაეძებენ, თეთრ სახლს კი შავკანიანი დიასახლისი ჰყავს.
მიყვარს მე ზანგები და მგონი მაგ წიგნის მერე ღრმა ბავშვობიდან. და ძალაინ ვბრაზობ, ახლა 21-ე საუკუნეში ზოგიერთი რომ ღაღადებს სისულეებს მათზე.
LikeLike
რასობრივ კუთვნილებაზე უშნოდ ხუმრობა სისულელესთან ერთად აბსოლუტური გაუნათლებლობის პირველი და უტყუარი ნიშანიაო – ასე მასწავლეს მე.
LikeLike
“ბიძია თომას ქოხის” წაკითხვა მომინდა ძალიან :(
ეს სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ხდებოდა, ახლა კი ამერიკას ფერადკანიანი პრეზიდენტი ყავს : )))
LikeLike
რაც მე ბიძია თომაზე ცრემლი ვღვარე… :)
LikeLike
გამოგრჩა ალბათ, ეგ აუცილებლად წასაკითხ წიგნთა სიაში უნდა იყოს ყველასთვის, ასე ვთვლი მე…
ჰო, ნამდვილად :) ისე, ახლაც მსმენია, როგორ დაუშვეს შავკანიანის გაპრეზიდენტებაო. ეს თქვა ადამიანმა, რომელსაც განათლებაზე უნდა ჰქონდეს პრეტენზია… არადა, მთელი მსოფლიო ობამას გულშემატკივრობდა, იმის მიუხედავად, კარგი პრეზიდენტია თუ არა, მისი პრეზიდენტად არჩევა რაღაც ახალი ეტაპის დასაწყისი ნამდვილად იყო…
LikeLike
ისე, არც პელეა თოვლივით ქათქათა და არც არმსტრონგი იყო თეთრი.
არიული რასის ადეპტებს ძალიან მარტივი ფაქტები ავიწყდებათ ხოლმე.
LikeLike
ობამას ინაუგურაციაზე ბაბუაჩემმა თქვა: მთელი 20 საუკუნის განმავლობაში იმდენი ვტანჯეთ თეთრებმა შავკანიანები რომ უკვე დროა ამერიკას შავი პრეზიდენტი ყავდეს და ჩვენ გავჩუმდეთო..:-რასისტი ბაბუას ბოლო დროინდელი დაკვირვებით შავკანიანები განსაკუთრებული რასის წარმომადგენლები არიან,რომელთაც თეთღკანიანებზე ჯიშიანი ფეხები,კბილები და მტევნები აქვთ.
ამ ფოტოზე არასოდეს არ მსმენია,მადლობა მოლის.
LikeLike
ასეთი მწარე ანეგდოტი არსებობს – ობამას გაპრეზიდენტებას ერთი ღარიბ-ღატაკი ზანგის გამილიარდერება მოჰყვა – ბაბუამისი, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ტეხასურ ტოტალიზატორში ფსონს ჩამოსულა – ას წელიწადში ამერიკას ზანგი პრეზიდენტი ეყოლებაო.
LikeLike
))))) კარგი ანგედოტი იყო.
LikeLike
სხვათა შორის, ბრედბერის ტყუილად არ აქვს “მარსის ქრონიკებში” “ზანგური” თავი. აშკარად სერიოზული პრობლემა იყო.
LikeLike
სამწუხაროდ, რაზეც მე ვთქვი, ის სულაც არ იყო ხუმრობა :(
LikeLike
მითუმეტეს :( ძალიან მიკვირს, მშვიდად რომ ამბობენ ხოლმე – საქართველოში ქსენოფობია არ არსებობსო.
LikeLike
არის და ხშირად უფლის სახელით
LikeLike
უმრავლეს შემთხვევაში :(
LikeLike
50-იანები განსაკუთრებით რთული იყო ფერადკანიანებისთვის. 100 კი არა 50 წლის მერე რომ შავი პრეზიდენტი ეყოლებოდათ მაგას ვინ იფიქრებდა. ყველაზე მძაფრად კიდევ ზუსტად მანდ იდგა რასიზმის პრობლემა. დღეს უკვე, ფეერადკანიანების მომრავლების გამო საქართველოში, აქაც იდგამს ფეხს და ჩემდა სამწუხაროდ ჩემთვის ძვირფასი ბევრი ადამიანია შეპყრობილი რასიზმით და რატომ არიან ასე განწყობილი თვითონაც არ იციან…
LikeLike
ძალიან მარტივია, საკუთარ პრობლემებში სხვა დაადანაშაულო. მითუმეტეს, თუ ეს “სხვა” კონკრეტული ადამიანი კი არა, რაღაც ნიშნით შერჩეული ჯგუფია – ებრაელები, ზანგები, ჩინელები, ჩამოსულები, კაპიტალისტები და ა.შ.
LikeLike
არადა (ჩემი სუბიექტური აზრით) ფერადკანიანებმა, ჰომოსექსუალისტებმა, ფემინისტებმა იმ შედეგს მიაღწიეს, რომ ახლა უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანი უფრო იჩაგრება და უფრო ნაკლები უფლება აქვს ვიდრე ჩემ მიერ ჩამოთვლილ კატეგორიებს..
ტეხავს :შ
LikeLike
ჩვეულებრივი ადამიანი უფრო იჩაგრებაო – და ვინც შენ ჩამოთვალე, ჯეს, არაჩვეულებრივია? მე მგონი, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან.
LikeLike
არა , იცი რას ვგულისხმობ. აიი ყველა იძახის, რომ ეს უმცირესობაა (ჰომოსექსუალები) ან რასიზმია შავკანიანების დევნა.. და ჩვეულებრივი ჯანმრთელი თეთრი მამრი ან არაფემინისტი მდედრი არის თითქოს სხვა ადამიანი…. და ის თითქოს დაჩაგრულები იმ დონემდე ცდილობენ თავისი უფლებების წინ წაწევას, რომ ჩვეულებრივი ადამიანი იჩგრევა. აი ვთქვათ საზღვარგარეთ თუ აგინე ან წააქციე შვკანიანი: დაგაბრალებენ რომ რასისტი ხარ, რომ სპეციალურად გააკეთე, რომ არ მოგწონს შვკანიანი და სულაც არ დაფიქრდებიან რომ ეს შეიძლება პირადად ადამიანის მიმართ გქონდეს აგრესია. და შავკანიანმა თუ იგივე უქნა თეთრკანიანს ეს ჩვეულებრივ ფაქტორად ჩაითვლება, რგოროც ადამიანთშორისო ურთიერთობები..
LikeLike
აი, მანდ სადღაც მართალი ხარ, ჯესს. უფლებადაცვითი ორგანიზაციები ე.წ. უმცირესობებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ ისიც ვთქვათ, საიდან ასეთი სენსიტიური დამოკიდებულება – იქედან, რომ საუკუნეების მანძილზე არავინ არაფერს იცავდა და როგორც უნდოდათ, ისე ჩაგრავდნენ. ესეც უკურეაქციაა ამ ყველაფერზე, მეტი არაფერი.
LikeLike
ხო მაგას ვამბობ. ახლა ერტი უკიდურესობიდან მეორე ვვარდებით :))
LikeLike
არადა, რამდენადაც ვხვდები, ამ უმცირესობებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – უმცირესობად არ ჩათვალონ და “ჩვეულებრივ ადამიანებად” აღიარონ.
LikeLike
დიდი ხნის წინ წავიკითხე “ბიძია თომას ქოხი” და მაშინ ცოტა არ იყოს გამიჭირდა იმის გაგება, რატომ იჩაგრებოდნენ ადამიანები მხოლოდ კანის ფერის გამო. მით უფრო, ბიძია თომას მსგავსი ადამიანები. სამწუხაროდ, მოგვიანებით გავიგე, რომ მსგავსი ფაქტები დღესაც ხდება დემოკრატიულ ამერიკასა და ევროპაში და ისეთ ტოლერანტულ ქვეყანაშიც კი, როგორიც საქართველოა.
LikeLike
საქართველო ტოლერანტული “ვეფხის და მოყმის ლექსი” რომ იწერებოდა, მაშინ იყო და დავით აღმაშენებლის დროს… ახლა, სამწუხაროდ, ვეღარ :(
LikeLike
ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით სამყარო მაინცდამაინც წინ არ წასულა. თანამედროვე ადამიანებს შორის იმდენი რასისტი გვხვდება, მგონი, გასულ ასწლეულებს დიდად არ ჩამოვრჩებით.
LikeLike
პირიქით, მერი. საკუთარ ისტორიასთან ვაგებთ. ადრე ბევრად უკეთესები ვიყავით.
LikeLike
მაგას ვღაღადებდი ზუსტად ერთ ფორუმზე… კომუნისტების დროს რაჭველებმა ონში სინაგოგა გადაარჩინეს დანგრევასო, გამიგია და ახლა, ყოველი მეორე მაინც ეკლესიაში რომ დადის, საოცარ სიძულვილს ვავლენთ რელიგიური უმცირესობების მიმართ…
ცოტა თემას კი გადავუხვიე, მაგრამ…
LikeLike
საქმე რაშია იცი, თამარა? კომუნისტების დროს თუ ვინმეს ღმერთის სწამდა, მართლა სწამდა და ახლა რელიგიურობა, უბრალოდ, მოდურია. პრინციპში, ისევე, როგორც ათეისტობა :(
LikeLike
საინტერესოა ისტორიის განხილვა ასეთ ჭრილში, ბევრ რამეს დაანახებს ადამიანს. მე მიხარია, რომ ახლა ყველა განსხვავებული ფერის ადამიანი ჯერ ადამიანია და მერე სხვა დანარჩენი.
ჩვენ კიდე სომხების, აზებაიჯანელების და სხვათა ზიზღი ვერ მოგვიშორებია….
LikeLike
ქსენოფობია პრობლემებით გადატვირთულ საზოგადოებაში მძლავრობს ხოლმე, როდე. დიდი იმედი მაქვს, ოდესმე ამასაც გადავლახავთ.
LikeLike
დაკვირვებული ვარ – ამ სენით ან დაკომპლექსებული, ხელმოცარული ადამიანები ავადებიან, ან – მეტისმეტად წარმატებულნი…
LikeLike
ერთი ძველი საბჭოთა ანეკდოტი იყო – ინგლისში ანტისემიტიზმი რატომ არ არისო? იმიტომ, რომ ინგლისელები თავს ებრაელებზე სულელებად არ თვლიანო
წარმატებული და რეალიზებული საზოგადოება ქსენოფობიით იშვიათად თუ დაავადდება. ადამიანზე რა გითხრა… არ დავკვირვებივარ.
LikeLike
ძალიან მიყვარს ეს წიგნი.. შორეულ ბავშვობაში წავიკითხე, მაგრამ დღემდე კარაგდ მახსოვს. ემოციურად ძალიან იმოქმედა.
LikeLike
must read წიგნები, იდეაში, არ არსებობს, მაგრამ თამარას არ იყოს, ეს აუცილებლად უნდა წაიკითხო… ისევე შენ დაგაკლდება. საწყალი ბიძია თომა :( სხვათაშორის, რუსეთის იმპერიაში აკრძალული ყოფილა.
LikeLike
ერთ-ერთი პირველი და ყველაზე კარგი წიგნი ეს იყო რაც წავიკითხე ბავშვობაში…
რუსეთის იმპერიაში აკრძალული რომ იყო მიკვირს, მათვის უფრო ხელსაყრელი არ იყო დაენახა რუს ხალხს ამერიკელების მანკიერებანი ?
LikeLike
უფრო იმის ეშინოდათ, ალბათ, პარალელები არავის გაევლო და თავისუფლებაზე არ ეფიქრა. რუსი გლეხები ზანგ მონებზე ბევრად უკეთეს დღეში ნამდვილად არ იყვნენ.
LikeLike
კი მაგაში ნამდვილად გეთანხმები….
LikeLike
აკრძალულ წიგნებზე პოსტს ვწერდი და ამ ინფოს მაშინ გადავაწყდი. პრინციპში, დეგრადირების გზაზე მდგარი იმპერიისგან არ გამკვირვებია.
LikeLike
რა დამავიწყებს, “ბიძია თომას ქოხს”. ეჰ საშინელებაა! ეჰ! კანის ფერს, რომ მნიშვნელობა ქონდეს …! გასახარად ასე არაა! :) :) :)
LikeLike
ჯერ ისევ არის, ცოტნე. ოღონდ, მადლობა ღმერთს, უკვე ანომალიაა და არა წესი.
LikeLike
იმედია ეს ანომალიაც მალე გაქრება! :) როდემდე შეიძლება იარსებოს?!
LikeLike
ბოლომდე არასოდეს გაქრება ალბათ. ბევრად სერიოზული ანომალია მკვლელობა ან სახელმწიფოს ღალატი და ის არ გამქრალა და არც გაქრება. მთავარია, ამას საზოგადოება ანომალიად თვლიდეს და ქსენოფობები პატრიოტები არიანო – ასე არ აფასებდეს.
LikeLike
იმედია ასეც იქნება! :)
LikeLike
ოდესმე, ალბათ. ჯერჯერობით, ჩვენთან, საამისო პირი არ ჩანს.
LikeLike
და აი,ამ ყოველივეს შემდეგ დადგა დღე! როცა ამერიკას შავკანიანი პრეზიდენტი ჰყავს. )))
LikeLike
მეც მაგას არ ვამბობ :) :) :)
LikeLike
რასიზმი იქნება თუ ქსენოფობია, ყველაფერს განსხვავებულობა იწვევს, ადამიანებს არ უყვართ მათგან განსხვავებული ადამიანები.
ზანგების მომრავლების გამო აქაც დაიწყო რაღაც შიშები, აი ქართველი ქალები მოყავთ ამ ზანგებს და გადავჯიშდებითო…
LikeLike
თითქმის ყველა ფობიის სათავე განსხვავებულის მიუღებლობაა და ეს არის ყველაზე ცუდი :(
LikeLike
ფოტო ძალიან შთამბეჭდავია.
რამდენიმე არაბული ქვეყნის ავტობუსში ქალების და კაცებისთვის გამოყოფილი სხვადასხვა ადგილებიც გამახსენდა.
ამერიკას რაც შეეხება, პლიუსი ისაა, რომ მათ იციან თავინათი მინუსი და ცდილობენ გამოსწორებას. ნუ, მე ასე მგონია :-)
LikeLike
ისლამურ სამყაროში ქალის ადგილი ერთი დიდი და მძიმე თემაა. დღესაც კი.
ამერიკელები შეცდომებს ასწორებენ. მართალი ხარ. ხანდახან ზედმეტიც კი მოსცდით ამ გასწორებაში, მაგრამ მთავარია, რომ რაღაცებს ხვდებიან და აღარ იმეორებენ.
LikeLike
ხო, ისლამი და ქალი მართლაც ცალკე თემაა, ძალიან დიდი თან, მტკივნეულიც.
აჰა, ამერიკელებმა კარგად იციან, რომ ეს რასიზმი არის იქ პრობლემა და ცდილობენ მოგვარებას. ეს მთავარია. სხვა ქვეყნებმა ამაში რომ მიბაძონ ამერიკას, თუნდაც ჩვენ…
LikeLike
პრობლემის აღიარება ნახევარი საქმეა. ჩვენთან ქსენოფობიის, ჰომოფობიის, რელიგიური შეუწყნარებლობის არსებობას არავინ აღიარებს. ეს, რატომღაც, ჭეშმარიტი ქართველისთვის აუცილებელ თვისებებად განიხილება.
LikeLike
ბიძია თომას ქოხი რომ წავიკითხე მას მერე დამეტყო რასისტული ნიშნები :) მახსოვს ოფელიას როგორ ეშინოდა ხელის მოკიდების ზანგისთვის და ევა როგორ ბუნებრივად იქცეოდა, წარმოვიდგინე, რომ მე უნდა შევხებოდი ზანგს და გამაჟრჟოლა :) მაშინ ნანახიც კი არ მყავდა ზანგი… ახლა ასეთი პრობლემა სასაცილოდ მეჩვენება
LikeLike
სამწუხაროდ, დღევანდელი ქართული რასიზმი, ჰომოფობია და ქსენოფობია სასაცილო აღარ არის. ძალიან მძიმე და უსიამოვნო რამ გვჭირს. არადა, თავის დროზე, ასეთები არ ვიყავით.
LikeLike
მთლად მაგ კუთხით არ მიგულისხმია, მაგრამ დღეს რასიზმი (თან საქართველოში) რაღაც ვერ წარმომიდგენია, ნუთუ ქვევრში ვცხოვრობ?
LikeLike
არ წარმოგიდგენია?
რას მოეთრეოდი, ვინ დაგპატიჟაო, ინდოელისთვის ქუჩაში მიძახებული ფრაზა არ გაგიგონია? ან ზანგების გინება? ან ყბადაღებული “სომხური” პრობლემა? ან ამ ბოლო დროს გახშირებული ებრაელი მასონების ბრალია ყველაფერიო? ან ამ ევროპას და ამერიკას გარყვნილების მეტი არაფერი მოაქვსო?
LikeLike
გასაგებია რასაც გულისხმობ, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, ამაზე არ მიფიქრია – არ გამახსენდა
LikeLike
ეს ჰომოფობია და რელიგიური შეუწყნარებლობა, საბოლოო ჯამში, უცხოელის და უცხოს, სხვაგვარის და განსხვავებულის მიმართ ზიზღია და მეტი არაფერი.
იმათ ამით ბევრი არაფერი აკლდებათ, სამაგიეროდ ჩვენ გვჭამს ეს შიგნიდან. დღეს რომ სხვანაირს დაჩაგრავ, მოერევი და სცემ, ხვალ უკვე ძალიან ზუსტად გეცოდინება, რომ დავის გადაწყვეტის ერთადერთი და ყველაზე ეფექტური არგუმენტი მუშტი და ხელკეტია. არადა, ოდესღაც, საქართველო ღრმად ტოლერანტული იყო.
LikeLike
[…] შემდეგაც თეთრები და ფერადკანიანები წყალს სხვადასხვა ონკანიდან სვამდნენ&… უბრალოდ, ვფიქრობ, რომ სამარცხვინო […]
LikeLike