გულზე ხელი დაიდეთ და ისე მითხარით – რომელი თქვენგან დაფიქრებულა, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ძილმორეულმა პეპი გრძელიწინდამ ვილა “ყიყლიყოში” სანთელი ჩააქრო, ხოლო შეუპოვარმა კალე ბლუმკვისტმა მწვანე გაბარდინისშარვლიანი მკვლელი პოლიციას პირდაპირ ლანგრით მიართვა?
აჰა… გაჩუმდით? მაინცდამაინც ნუ დაირცხვენთ – მიუხედავად იმისა, რომ ასტრიდ ლინდგრენის წიგნები ლამის ძილის დროსაც თავქვეშ მეწყო, არც მე მომსვლია აზრად, რომ პეპი და კალე მარადიულ ბავშვებად ვერ დარჩებოდნენ, გაიზრდებოდნენ და კიდევ უფრო მეტ ფათერაკს გადაეყრებოდნენ.
სამაგიეროდ, ჩემსა და თქვენს ნაცვლად, ამაზე ასტრიდის თანამემამულემ – სტიგ ლარსონმა იფიქრა – ეტყობა, ვიმერბიუელი ჯადოქრის პერსონაჟები ბავშვობაში მასაც ძალიან უყვარდა…
აბა, სხვა რით აიხსნება ის ფაქტი, რომ “გოგონა დრაკონის ტატუთი” წესიერად გადაშლილიც არ მქონდა და მაშინვე კალე ბლუმკვისტს გადავაწყდი.
მერე რა, რომ ჩვენი კალე, კარლსონის არ იყოს, “ზომიერად ფერხორციან, მოწიფულ მამაკაცად” ქცეულა, ორმოცისთვის გადაუბიჯებია და “მილენიუმის” ჟურნალისტი გამხდარა – სამაგიეროდ, ქერა თმა ახლაც დაუდევრად ჩამოჰყრია შუბლზე და სხვადასხვა ჯურის ნაძირალებთან ბრძოლის ჟინიც არ განელებია. ერთი ეგ არის, ახლა მას მიქაელი ჰქვია და მეტსახელის – კალეს გაგონებაზე წარბს იკრავს ხოლმე.
პეპი გრძელიწინდას გაფშეკილი წითური ნაწნავები მოკლედ შეუჭრია და ყორნის ფრთასავით შავად შეუღებავს. ცხვირი და წარბები პირსინგით დაუმშვენებია, მარცხენა ბეჭზე კი დრაკონის ტატუ იწონებს თავს. ის ახლა “Milton security”-ის საუკეთესო კერძო დეტექტივი და გენიალური შესაძლებლობების მქონე ჰაკერია, სახელად – ლიზბეთ სალანდერი.
ამაზე მეტად განსხვავებული ორი პერსონაჟი, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ სტიგ ლარსონმა მათგან ისეთი დუეტი გამოძერწა და იმდენად ჩახლართული, იდუმალებით მოცული დანაშაულის გამოძიებაში ჩაგვითრია, ერთი თუ გადაშალეთ “გოგონა დრაკონის ტატუთი”, მერწმუნეთ, ვეღარც გაუშვებთ ხელს.
ლარსონი პარალელური სიუჟეტების დიდოსტატია – დეტექტივს ვკითხულობთ და კაცმა არ იცის, მკვლელის პოვნა უფრო გვაინტერესებს, თუ ბლუმკვისტსა და სალანდერს შორის გაჩენილი ვნების ნაპერწკალი.
ჩრდილოეთის ვირუსად მონათლული დეტექტიური კოქტეილი ვირტუოზული ზომიერებით და სიფრთხილით არის შეზავებული – არც ერთი ინგრედიენტი ზედმეტად არ გვეჩვენება: ყოვლისშემძლე მაგნატი და დიდი ოჯახის პატრიარქი – ჰენრიკ ვანგერი – ორმოცი წლის წინ გაუჩინარებულ შვილიშვილს ეძებს; აქა-იქ შემზარავი სისასტიკით დახოცილი ქალების ცხედრებს პოულობენ და ამასთან იდუმალი კავშირი აქვს ბიბლიურ ციტატებს; მრავალრიცხოვანი საგვარეულოს ყველა წევრი ეჭვმიტანილია და იდილიური შესახედაობის კუნძულის ერთ-ერთი სახლის სარდაფში ისეთი საწამებელი კამერაა მოწყობილი, დიდ ინკვიზიტორსაც კი შეშურდება…
ამ ყველაფრის პარალელურად, ლარსონი უცნაური სასიყვარულო სამკუთხედისთვისაც პოულობს ადგილს – მიქაელ ბლუმკვისტი, მისი დიდი ხნის მეგობარი ქალი – ერიკა ბერგერი და გოგონა დრაკონის ტატუთი – საკუთარ თავში ჩაკეტილი, ყველასგან გარიყული ლისბეთ სალანდერი, მარტოსული პეპი, რომელმაც თავისი ტომი და ანიკა კიდევ ერთხელ იპოვნა…
არ ვიცი, რამდენად კარგად მოვახერხე ჩემეული იმპრესიების თქვენთვის გაზიარება, მაგრამ ერთ რამეში ეჭვი არ მეპარება – საკმარისია, სტიგ ლარსონის სამყაროში ერთხელ შეიხედოთ და “მილენიუმის” საგის მომდევნო წიგნებს ჩემზე მეტი მოუთმენლობით დაელოდებით.
მინდა ეს წიგნი ^_^
თვის ბოლოს აუცილებლად ვიყიდი და მერე ჩემს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებ:)
ისე რა დამთხვევაა, დილა ამ თრეილერით დაიწყო ^_^
http://video.uk.msn.com/watch/video/the-girl-with-the-dragon-tattoo-exclusive-trailer/2tbg0god?src=FLPl:shareBar:permalink:uuids
LikeLike
ოჰო, თრეილერიც. თეოც მოვა და იტყვის ორ სიტყვას – თეო კინოექსპერტი გვყავს :) პოსტით გაგვიზიარე, მანანა :) შენს მწვანე ბლოგზე, ხანდახან, კინოზეც შეიძლება წერა.
LikeLike
ჩემს მწვანე ბლოგზე ზოგადად წერაც შეიძლება, მაგრამ “გაზარმაცდა” მისი პატრონი ამ ბოლო დროს.
უფრო სწორად იმდენს ვწერ, ბლოგისთვის აღარ მრჩება დრო:|
LikeLike
უფრო მნიშვნელოვან რაღაცებს წერ და ბლოგს ეპატიება…
LikeLike
ვერ გეტყვი, როდის მექნება ამ წიგნის წაკითხვის შესაძლებლობა, მაგრამ როცა იქნება, ხელიდან არ გავუშვებ… :) მადლობა!
LikeLike
არ არის ხელიდან გასაშვები წიგნი. ნამდვილად!
LikeLike
მეორე-მესამე წიგნებში ნახე შენ “პეპი” რეებს დაატრიალებს <3 ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სავყარელი პერსონაჟია სალანდერი :3
პირვლეი წიგნრი რომ წავიკთხე მართალი გითხრა კი მომეწონა, მაგრამ მაინც რამ გადარია ასე ეს ხალხი მეთქი ვიფიქრე : )) აი მეორე-მესამეზე კარგად შევჯექი მეც… *_* ზოგადად დეტექტივებს დიდად არ ვწყალობ, მაგრამ ისეთ თემებზე წერდა ლარსონი და ისეთი საინტერესო პერსონაჯები ყავს რომ *w* საშნლად დამწყდა გული რომ გაირდაიცვალა (?) : ( 99%ით ბლუმკვისტად წარმომიდგენია : ))
LikeLike
მეორე და მესამე წიგნი ჯერ არ წამიკითხავს, მარიამ. “პარნასში” გადავაწყდით მე და ჩემი მეგობარი მეორე ნაწილს რუსულად და სალაროსთან მიტანილი დამაბრუნებინა – ჯობია, ქართულ თარგმანს დაველოდოთო. ჰოდა, ველოდები. ამბობენ, უკვე ითარგმნაო…
ისე, ლისბეთი პირველშიც არ აკლებს ხელს. უმაგრესი გოგოა :)
LikeLike
მოიცა ლესელიძის პარნასში ნახეთ? *_* ვაკისაში კაი ხანია აღარ გვაქვს, ბოლოს მესამე ნაწილიღა იყო დარჩენილი : ))
მეც რამდენადაც ვიცი ნათარგმნია მეორე უკვე, მალე გამოსცემენ იმედია… და ასევე იმედია მესამესაც მალე მიაყოლებენ თორე ისე მთავრდება.. : ))
LikeLike
არა, ვაკის პარნასში იყო. ქვედა სართულზე, დიდი, სქელი და რუსული.
ჰო, მეც ასე ვიცი. არ დააგვიანებენო…
LikeLike
როდის მალე… ე.ი ეხლა ლარსონის თარგმანებს და ეკოს ქანქარას ველოდები….თუ რამე გამომრჩა ან არის კიდევ საინტერესო მოლი?
LikeLike
რამდენად ჩქარა წაიკითხავს მკითხველი პირველ ნაწილსო… ასე თქვა გამომცემლობამ.
“პატარა უფლისწული” აქვს აგორას. ეკიზაშვილის თარგმანი.
LikeLike
რამდენად კარგად თარგმნიან,იმდენად სწრაფად წაიკითხავენ ;) “პატარა უფლისწული” მაქვს.
LikeLike
სამუშიას თარგმანი მე ძალიან მომეწონა. კარგია და შესაბამისად, მეორე ნაწილიც მალე გამოვა…
LikeLike
ამ წიგნმა რომ ჩამითრია, ასე კარგა ხანია არაფერს ჩავუთრევივარ. დეტექტივების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ეს სულ სხვა განზომილება იყო ჩემთვის :3 ერთი სული მაქვს მეორე და მესამე ნაწილს როდის წავიკითხავ. მინდა, რომ მიყოლებით წავიკითხო.
LikeLike
მიყოლებით აღარ გამომივა, ცალცალკეც თანახმა ვარ.
დეტექტივები ძალიან მიყვარს და ნამდვილად არ მეგონა, მილენიუმი ასე თუ მომეწონებოდა. სადაც კრისტი და სტაუტი არსებობს… არადა, უმაგრესი აღმოჩნდა.
LikeLike
დიდად არ მიყვარს დეტექტივები, მაგრამ დაგიჯერებ და ვსინჯავ
LikeLike
იქნებ შეგიყვარდეს :)
LikeLike
აი, მართლა ძალიან მაგარი წიგნია. ერთი ამოსუნთქვით იკითხება ისეთია :) რამდენიმე მთავარი სიუჟეტური ხაზის ქონა ბევრ სხვა დეტექტივზე მიმზიდველს ხდის. სხვათაშორის შვედური ეკრანიზაცია არ მომეწონა, ძალიან შეუსაბამო მსახიობები თამაშობენ. ყოველ შემთხვევაში მე სულ სხვანაირი პერსონაჟები წარმომედგინა. ვფიქრობ, ჰოლივუდური ვერსია აჯობებს.გიერთდებით და თქვეთან ერთად ველოდები მეორე და მესამე ნაწილს :)
LikeLike
ფილმები მართლა არ მინახავს, ვერ მოვიხელთე. აი, წიგნი… წიგნი უმაგრესია და თარგმანია ძალიან კარგი. მეორეც მალე იქნებაო, ამბობენ.
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე :)
LikeLike
პირველია? არადა რამდენჯერ მოვხვედრილვარ ამ საწიგნეთში :))
LikeLike
კომენტარი პირველი იყო… გამოჩენილიყავი, ადრე გამეხარდებოდა :)
LikeLike
ბოლო დროს ნაკლებად იმპრესიული გავხდი – ყველაფერს კრიტიკული თვალით ვაკვირდები და აღფრთოვანებასაც გადავეჩვიე, მაგრამ ეს წიგნი მომეწონა. ზომიერებამ მომხიბლა, სტილმა და ჰენრიკ ვანგერმა :) თარგმანია ისეთი, რომ უკეთესს ვერ ინატრებ, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დანარჩენ ღირსებებზე შენ უკეთ გიწერია, მოლი :)
LikeLike
კლასიკურ შვედურ სტილშია გადაწყვეტილი. სისადავე და არავითარი ფეიერვერკი – ასეთი პირველი შთაბეჭდილება მქონდა. თარგმანს მეც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ. ყოჩაღ, ნიკას. აშკარად წარმატებული პროექტი გამოუვიდა.
LikeLike
საქმე იმაშია, რომ ხარისხიანი თარგმანისთვის მხოლოდ უცხო ენის ცოდნა არ კმარა – მშობლიურიც კარგად უნდა იცოდე, თან ცოტაოდენი წერის ნიჭიც საჭიროა. ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ მთავარია, წინადადების შინაარსი მოიტანოს მკითხველამდე სწორად და მორჩა. ამიტომ არის კარგი თარგმანი სანთლით საძებარი, არადა, რამდენია ამაზე დამოკიდებული წიგნის აღქმის თვალსაზრისით.
LikeLike
ნამდვილად ასეა, მერი. ოღონდ, ადრე კიდევ უფრო ცუდად იყო საქმე – ორიგინალიდან კი არა, რუსული თარგმანიდან ვაქართულებდით და წარმოიდგინე, რა ხარისხიც იქნებოდა… ახლა კარგი მთარგმნელებიც გამოჩნდნენ და და ხარისხიანმა წიგნებმაც იმატა…
LikeLike
კი, ნამდვილად. ადრინდელ თარგმანებზე სათქმელიც არაფერია – კოშმარი იყო, მაგრამ ახლაც სულ რამდენიმე გვარი მეგულება, თავფურცელზე რომ ამოიკითხავ და ხარისხის გარანტიას გაძლევს.
LikeLike
ნიკა სამუშია, ქეთი ქანთარია, დათო გაბუნია, ირმა ტაველიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი…
LikeLike
ხათუნა ცხადაძეს და ლია ჩლაიძეს დავუმატებდი.
LikeLike
გამომრჩა :(
LikeLike
მე კი მგონია რომ კალეს ურთიერთობები ქალებთან ცოტა ხელოვნურია. აშკარა ჯეიმს ბონდის გავლენაა. :)
თითო წიგნში – ახალი გოგო და რაკი აქ წიგნი სულ სამია ლარსონმა ცოტა გაზარდა კიდეც ეს ნორმა. :)
როგორც დეტექტივები კი ძალიან კარგია.
თუმცა, შვედი დეტექტივისტებიდან მანკელი მაინც უფრო მოწონს.
ქართული თარგმანი არ ვიცი. ამდენს ვერ მოვითმენდი, როგორც კი ქინდლი ვიყიდე, პირველი “მილენიუმის” ტრილოგია იყო რაც გადმოვქაჩე.
არის ეგეთი ტრადიცია ქინდლისტებში – კითხვის სტიგ ლარსონით დაწყება :)
LikeLike
ბონდის გავლენა საფუძვლიანი ვერსიაა, მაგრამ რაკი ასეთი პირდაპირი ალუზიებია ლინდგრენზე, კალეზე და პეპიზე (ამას ლარსონიც ამბობდა ინტერვიუში) მე უფრო ეს მიმართულება მესიმპატიურება.
ბონდის პირდაპირი გავლენა გეტყვი, სადაც არის, აკუნინთან, ერასტ ფანდორინის ციკლში.
ჩვენ აშკარად ვითმენთ (მე და ჩემი მეგობარი) და ქართულ თარგმანს ველოდებით. პრინციპულად.
მე დავარღვევ მაგ ტრადიციას – ქინდლში პირველს ბრედბერის და ეკოს გადავქაჩავ.
LikeLike
კი მანდაც.
ბევრი იყენებს ბონდის ფორმულას :)
მაიქლ ქონელის დეტექტივ ჰარი ბოშის სერიაც ეგეთია – თითო წიგნში თითო ახალი ქალი.
LikeLike
შენ დეტექტივებზე ჩემზე ბევრად მეტი იცი, ასე რომ, უბრალოდ დავიმახსოვრებ.
სხვათაშორის, ფლემინგი წასაკითხად მაინცდამაიანც არ მომეწონა. ოდნავ გაწელილი მეჩვენა.
LikeLike
არადა ორიგინალში ქვია “მამაკაცი, რომელიც ქალებს ვერ იტანდაო” :) თუმცა, კალე არ იგულისხმება, ცხადია.
ლარსონი – ქინდლის პირველი მილიონერია – მაგ პონტში :) თრიბიუთ როგორც იტყვიან.
სამწუხაროა, რომ თავად ვერ მოესწრო თავისი წიგნის არათუ ელექტრონულ, ბეჭდურ გამოცემასაც კი.
LikeLike
ჰო .პატერსონთან ერთად. ქინდლის ორი მილიონერი. ტრადიციაც აქედანაა.
აბა :( საწყალი :( რა ახალგაზრდა გარდაცვლილა :( მეოთხე წიგნს ავტორის გარეშე დაასრულებენო – ცოლი ამბობდა რაღაცას.
LikeLike
ნწუ, ბოლოს რაც წავიკითხე, ძალიან ზოგადი ჩანაწერებია დატოვებული ამრტო და წიგნი ვერ შედგება მაქედანო. მეოთხე წიგნი აღარ იქნება :/
LikeLike
დავრჩენილვართ ტრილოგიის ამარა :(
LikeLike
არადა საერთოდაც 10 წიგნს გეგმავდა თურმე :((
LikeLike
საწყალი :( სულ არ დაეწერა და ეცოცხლა :(
LikeLike
არადა, მე წავიკითხე, ლარსონის ქვრივი აპირებს მეთხე წიგნის დამთავრებასო.
LikeLike
მეც ასე ვიცოდი, მერი.
LikeLike
მეც, სანამ უფრო ახალ ინფოს გავიგებდი :D გარდა მაგისა, რამდენადაც ვიცი ცოლს არ აქვს გამოქვეყნების უფლება მგონი, რაღაც დავა აქვს ოჯახის დანარჩენ წევრებთან იმიტომ რომ ლეგალურად არ იყვნენ დაქორწინებულები.
LikeLike
ფრიად სამწუხაროა.
LikeLike
ფუკოს ქანქარას?(( აუ მეც მინდა ქინდლი.
LikeLike
ჯერ არ უთარგმნიათ.
LikeLike
ჰოდა ისა – WP-ის რეიტინგში ამ წამს ორი კარგი მწერალი შეხვდა ერთმანეთს და გვერდიგვერდაა – ლარსონი და ფორსაითი :)
სიმბოლურია.
და ორი დიდი ბლოგერიც :)
LikeLike
ორი ჩემი საყვარელი მწერალი და ორი საყვარელი ბლოგერი – ოთხივეს დიდი სიამოვნებით ვკითხულობ :) :) :) :)
LikeLike
ძალიან მომეწონა, თარგმანიც ხარისხიანია თან :) ახლა გარდა იმისა რომ მეორე ნაწილს ველი მოუთბენლად, ფინჩერის ეკრანიზაციასაც დიდი იმედით ვველოდები. შვედური ეკრანიზაცია თუ ნახეთ? მე მსახიობები მომეწონა, მაგრამ ძალიან ბევრი რამეა გამოტოვებული და თუ წიგნი გაქვს წაკითხული აშკარად დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დაგრჩება. ფინჩერის ფილმის ტრეილერი ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. (Magnum Opus-ში დავდებ ბმულს :)
LikeLike
შენი ლინკები მქონდა, თეო, მაგრამ რაღაც ვერ მოვიცალე სანახავად. გეგმაში კი მაქვს, მაგრამ გადამედო :(
დადე.. ბევრს დააინტერესებს.
LikeLike
წიგნი მაქ, წიგნიიიიი… მართალია რუსულად მაგრამ მაინც ჯობია ^^
LikeLike
ქინდლს ჯობია, ფილმს თუ ქართულ თარგმანს, ქევან?
ჩემი ქინდლი და ჩემი ბიბლიოთეკა იმეგობრებენ და ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან :)
LikeLike
სულ არარაობას ჯობია რუსულად მაინც მქონდეს :დ :დ :დ
LikeLike
ეგ თავისთავად…. კარგად თარგმნა ახლა დაიწყეს,თორემ ჩემს ბავშვობაში ყველაფერი (თითქმის ყველაფერი) რუსულად მქონდა.
LikeLike
მათოხვეთ ეს წიგნი ღვთისნიერო ხალხო :დდ
LikeLike
:) :) :)
LikeLike
ოჰო! ინწირესნო! :) :) :) (თუ ვიშოვი წავიკითხავ).
LikeLike
არ გაგიჭირდება, აი ჰოუპ სოუ :)
LikeLike
:) :) :)
LikeLike
დავიწყე დღეს კითხვა! :)
LikeLike
საკონკურსოდ ემზადები?
LikeLike
ხო! მე არაფრის მომგები არ ვარ მაგრამ მაინც უნდა დავწერო. :) შენ ხო გააგზავნე ეს პოსტი? :) ისე აქვე პატარა შეკითხვა, ეს წიგნი რომ ავირე ჩემთან ერთად +12 ბლოგერი იყო და რა მაინტერესებს იცი, ვინმემ იცის ვინ ხარ სინამდვილეში? (რომელიმე ბლოგერმა). აუ მე ძალიან მაინტერესებს! :)
LikeLike
კი, გავაგზავნე უკვე.
არა, არ იციან. ბლოგერული მარაქა დიდად არ მაინტერესებს.
LikeLike
აუ არადა როგორ მაინტერესებს ვინ ხარ! :) არადა შეიძლება მყავხარ ნანახი! წიგნის ფესტივალებს არ აცდენ, არც მე! :) კარგია, წარმატებები! :) :) :)
LikeLike
მეც მეყოლები ნანახი :) შენც წარმატებები, ცოტნე!
LikeLike
მადლობა! :* :* :*
LikeLike
არ დაიჯერო რომ ნაბეჭდი ჯობია ქინდლს No way
LikeLike
შედარება-დაპირისპირება აუცილებელია, მილორდ?
ორივეს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, მე ასე მგონია. ქინდლსაც და წიგნებსაც.
LikeLike
შედარება ბუნებრივად გამოდის.
ბაზრის თვალსაზრისით ქინდლის ყიდვა სერიოზული გადაწყვეტილებაა და სერიოზული ბრუნი. :)
მართალია წიგნები არ გადამიყრია, მაგრამ ახალს აღარ ვყიდულობ. მითუფრო მაშინ თუ ელექტრონულ წიგნს უფასოდ კი არ ქაჩავ, არამედ ყიდულობ – ორმაგი ხარჯი გამოგდის ამიტომ ბუნებრივად დგები არჩევნის წინაშე იყიდო ბუკი თუ წიგნი.
ასე რომ ბუნებრივად გამოდის ეგრე.
LikeLike
ქინდლს ჩემთვის ის დიდი მინუსი აქვს რომ მეგობრებს წიგნს ვერ ვათხოვებ : ( არადა რაღაც ძალიან კარგს რომ წავიკთხავ აუცილებლად ვატენი ემრე სხვებსაც : )) ლარსონიც უკვე 3 კაცს შევაჩეჩე ^_^
LikeLike
და რომ გადაუწერო? არ გამოვა?
LikeLike
სად გადავუწერო, ქინდლი ჩემს მეგობრებში ჯერ ერთს აქვს მარტო : ) და ისე, ჩემთვისაც – თუ ძალიან მომეწონა წაკთხული წიგნი მაინც ვყიდულობ რომ თაროზე მედოს : )) თვალს უხარია >< ნუ სიე სხვამხრივ მშვენიერი რაღაცაა, თორე წლები ვიტანჯებოდი აქ რომ ვერ ვშოულობდი რაღაც წიგნს და კომპში თვალების დათხრაც არ მინდოდა…
LikeLike
მოვა დრო, ბევრს ექნება… და მაინც, მე მშვიდობიანი თანაარსებობის მომხრე ვარ.
LikeLike
არა პირდაპირ თხოვება არ შეიძლება. მაგას ძალიან ბევრი მეკითხება :)
ქინდლი ებმის ერთ ანგარიშს და შენს თაროზე ამაზონის სერვერზე სხვა ქინდლი ვერ შევა. მაგრმა ამერიკაში ეგ სერვისი მოქმედებს. და 2 დღის წინ უკვე ბიბლიოთეკიდან ბუკის (უფასოდ!) გამოტანის სერვისიც ამოქმედდა. ჯერ მხოლოდ სიეთლის ბიბლიოთეკაა მაგრამ ტესტირების დასრულების შემდეგ ამაზონი გვპირდება რომ 11’000 ბიბლიოთეკა ჩაერთვება სისტემაში.
სხვა გზით კი – იმეილით გადაუგზავნი მაგალითად ეს შეიძლება. ისევე როგორც შეიძლება გაუგზავნო წიგნი ქინდლის მეილზე და მაშინ ის უკვე სხვის თაროზეც შემოიდება – ოღონდ მხოლოდ კომპიუტერიდან და თუ ფაილს DRM დაცვა არ აქვს ან მოხსნილია. თორე ქოფირაით. :)
LikeLike
რას არ მოიფიქრებენ ეს დამპალი კაპიტალისტები!
LikeLike
თუმცა ეგეც მოგვარდება. ამაზონი მუშაობს მაგ საკითხზე რომ საერთაშორისო განათხოვრებაც მოხდეს წიგნების – უბრალოდ ეს გამომცემელზეა დამოკიდებული. მარა პროცესი მიდის,როგორც გორბაჩოვი ამბობდა :)
აი, ბიბლოითეკებთან რთულადაა საქმე – ბიბლიოთეკის ბარათი გინდა და მაგისთვის ამერიკაში უნდა ცხოვრობდე და პირადად მიხვიდე ბიბლიოთეკაში, რომ დაადასტურო.
ქოფირაით :(
LikeLike
@Mariam Kvitsiani
რახან ქინდლი გაქვს მოდი აქ http://on.fb.me/hqBGnF :) გვითხარი თუ რამე იცი ისეთი, ჩვენ რომ არ ვიცით.
LikeLike
ვარ მანდ კაი ხანია მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ვსტალკერობ : )) და ჯერჯერობით არც მიყიდია ამაზონიდან წიგნი, ტორენტების იმედზე ვარ =)) კი ვაპირებ რამდენიმეს ყიდვას, wishlist შევავსე კარგად უკვე ^^ მაგრამ ჯერ კიდევ ქაღალდის წიგნებზე მეხარჯება ბევრი ფული :'(
LikeLike
სადღაც ლოგიკურია და მართალი ხარ, ლორდ, მაგრამ მე მაინც ასე მგონია – პარალელურად განვავითარებ. აი, ნახე – სტრუგაცკების ყველა ტომი აქ არ არის, ძირითადად ერთი და იგივე ჩამოდის. რასაც პარნასში ვნახულობ, ვყიდულობ კიდეც. სამაგიეროდ, ნეტში ისეთი რომანები და მოთხრობები დევს, მაღაზიაში რომ არ მინახავს. ჰოდა, მათთვის ქინდლია.
პოლდენ XXi ვეკა – საიენს ფიქშენ ჟურნალია. აქ ვერაფრით მოვიგდე ხელთ. ტორენტებზე, იცოცხლე, ქაჩე სულო და გულო…
და ასე შემდეგ…
LikeLike
მეც აუციელბლად წავიკიტხავ ამ წიგნს…. არა რა კარგია შემოვდივარ და მხვდება მომდევნო წიგნი, რომელიც უნდა წავიკითხო, სიანტერესო წიგნებს არჩევ მგონია…. : )
LikeLike
მე კი ვცდილობდა შენც თუ ასე ფიქრობ – ბლოგის მკითხველის პოზიციიდან – მაგას რა ჯობია..
LikeLike
სალანდერი შვედურ ეკრანიზაციაში <3 http://29.media.tumblr.com/tumblr_lrhbqidhiX1qeksb7o1_400.gif
მილიონჯერ მირჩევნია ჰოლივუდის არჩეულ მსახობს :/ თითქმის იდეალურად დაემთხვა ჩემს წარმოდგენილს ^_^ http://30.media.tumblr.com/tumblr_ln0yg026WZ1qcmmc2o1_500.png
LikeLike
არადა, რამდენიმე სტუმარს ზუსტადაც რომ შვედური არ მოსწონს… გემოვნების და წარმოსახვის ამბავია – ღრმად ინდივიდუალური.
LikeLike
ნუ შვედურ ფილმს ბევრი ნაკლი აქვს : )) თუნდა ის რომ ამის გარდა სხვა არცერთი მთავარი გმირის მსახიობი არ ვარგა : ( ბლუმკვისტი რას დაამსგავსეს, ან ერიკა :| სიუჟეტიდანაც ბევრი რაღაცა ამოიღეს და გადაახტნენ… ამერიკული წიგნს უნდა მიყვეს უფრო ზუსტადო და მიხარია, ბლუმკვისტის როლზე ის ჯეიმს ბონდიც მომეწონა : )) მაგრამ სალანდერი ჩემთვის ამ წიგნის (ერთ-ერთი) მთავარი ღირსებაა და ასეთმა როჟამ არ მინდა ითამაშოს :/ http://screencrave.frsucrave.netdna-cdn.com/wp-content/uploads/2011/01/lisbeth-salander-rooney-mara-the-girl-with-the-dragon-tattoo-12-1-11-kc.jpg ნუ მე რა მინდა სულ კიდია რეჟისორს მაგრამ მაინც : )) ბევრს მოსწონს ეს გოგო, შეიძლებოდა მეც ასეთი დამოკიდებულება არ მქონოდა ჯერ შვედი სალანდერი რომ არ მენახა… მაგრამ ჩემს გარშემოც, ვისაც უნახავს ყველას ის მოსწონს.
LikeLike
რას ჰგავს ეს შავი გოგო :(
LikeLike
რა ცუდია, რომ არც წაკითხული მაქვს და არც ფილმები ნანახი… :/:/:/ ფინჩერის ფილმი რომ გამოვა, მითხარით, ღირს თუ არა ნახვა :)
LikeLike
მეც ეს მაინტერესებს, კოლეგა :)
LikeLike
დეივიდ ფინჩერმა ცუდი ფილმის გადაღება არ იცის :)
ჯერ-ჯერობით ან კარგ ან ძალიან კარგ ფილმებს იღებს და რაღა ახლა აერევა რამსები.
LikeLike
მსახიობის არჩევა შეეშალა ძალიან XD სხვამხრივ კი ალბათ კარგი ფილმი გამოვა ^^
LikeLike
მე ქრეიგი არც ბონდად მომწონს მაინცადამაინც და კალედ მითუფრო… :) მარა ფინჩერი მაინც ფინჩერია.
LikeLike
კარგა ხანია დავინტერესდი ამ წიგნით, სკანდინავიელ მწერლებს ვეძებდი და გადავაწყდი “დიოგენეში”. ფილმს ჯერ არ ვნახავ, ჯერ წიგნს წავიკითხავ, რომელიც კიდევ უფრო დამაინტერესე მოლი – ასტრიდის პერსონაჟებით :*
LikeLike
სკანდინავიის მიმართ განსაკუთრებული გამოკიდებულება რომ გაქვს, ეს ბლოგოსფეროში, ალბათ, ყველამ იცის :)
ნამდვილად აჯობებს, ჯერ წიგნი წაიკითხო და ფილმი ბოლოსკენ შემოინახო. მეც ასე ვიქცევი.
LikeLike
likes სტიგ ლარსონი – ჩრდილოეთის ვირუსი and ფალოცენტრიზმის დასასრული.
ფეისბუქმაც როგორ დაუკავშირა უცებ? :)
LikeLike
ეს როდეს მოსწონს ორივე? :)
LikeLike
ვინაობას კონფიდენციალურად შევინახავ.
ბალტუნ ნახოდკა დლიქ შპიონა. :)
LikeLike
არადა, რა საინტერესო წყვილია… მილენიუმის საგა და ფალოცენტრიზმის დასასრული. ღრმად მრავალფეროვანი გემოვნების პატრონია ის შენი კონფიდენციალური მკითხველი.
LikeLike
ჰმ, მოლის პოსტის შემდეგ გოგი გვახარიას სტატიას გავეცანი ალმოდოვარის ახალ ფილმზე ლორდ! ძალიან კარგი სტატიაა და მომეწონა. დაემთხვა ასე. ;დ :))
აგერ ლინკიც: http://liberali.ge/palotsentrizmis-dasasruli
LikeLike
ხომ გამოვიცანი, როდრიგოა მეთქი და ისიც სწორად მივხვდი, მრავალფეროვნების მოყვარულია თქო :)
LikeLike
ჰე ჰეე :)) ნამდვილად :)
LikeLike
sure!
LikeLike
კარგი პოსტია, მოლი, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ! : )
ახლა წიგნებს რაც შეეხება: ძალიან მომეწონა პირველი ნაწილი! ქართულად წავიკითხე და თარგმანიც, ჩემდა გასაკვირად მშვენიერი იყო : ) ახლა ვკითხულობ მეორე ნაწილს და საშინლად მოსაწყენია პირველთან შედარებით. რადგან გადავწყვიტე, რომ ყველა ნაწილი წავიკითხო, მაგ მუღამში ვკითხულობ…
ახლა ფილმების შესახებ: შვედებმა გადაიღეს სამივე ნაწილზე ფილმი. პირველი იმდენად კარგია, რომ მეშინია fინჩერი ჯეროვან რიმეიქს ვერ შემოგვთავაზებს (თრეილერის ნახვის შემდეგ ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი). მეორე და მესამე ნაწილი სხვა შვედმა რეჟისორმა გადაიღო და პირველივე სცენიდანვე ეტყობა, რომ “ნახალტურევი” აქვს. მეორე ნაწილი საშინლად არ მომეწონა (ამას წიგნის წაკითხვა ჯობს 100 თავით), მესამე ნაწილში კი გამოასწორა შეცდომები, მაგრამ როგორც კი ფილმის მუღამში შედიხარ, მთავრდება! კალე და ლიზბეტი ამთავრებენ მოღვაწეობას და ემშვიდობებიან მაყურებელს (მაკითხველს). იმედი მაქვს, რომ ჰოლივუდში სამივე ნაწილს გადაიღებენ და იმის შეგრძნებას მაინც დამიტოვებს, ტყუილად რომ არ მაქვს წაკითხული ამხელა დეტექტივები.
LikeLike
მე მხოლოდ წიგნზე ვაგებ პასუხს :) ისიც პირველ ნაწილზე. მეორეს და მესამეს პრინციპულად არ ვკითხულობ – ქართულ თარგმანს ველოდები. პირველი მართლა ძალიან კარგი იყო.
ფილმებზე რა გითხრა… ამერიკული ლისბეთი არ მომეწონა, ჯერჯერობით მხოლოდ ეს ვიცი. არც შვედური მინახავს და არც ჰოლივუდის ვერსია. მოგვიანებით ორივეს ვნახავ, მაგრამ ჯერ – არა.
LikeLike
ეგ გოგო ფინჩერის ფილმის პოსტერებზე გავს სალანდერს. შვედურზეც ასევე. კალე არც ერთი ვარგა და არც მეორე… შვედური კალე კიდევ შედარებით ქაჩავს…
ისე, არ ვიცი ალექს ქროსზე ფილმები ვის გინახავთ – მორგან ფრიმენი ერთ-ერთი ძაან მაგარი მსახიობია და როლსაც კარგად თამაშობს, თუმცა, წიგნები რომ წავიკითხე, მივხვდი რომ სრულიადაც არ გავს პერსონაჟს – ასაკით ხომ მითუფრო. :)
ასე რომ ვინც ჯერ ფილმს ნახავს და მერე წაიკითხავს – იმისთვის ქრეიგი იქნება კალეც. მოსუპერმენო და რამე.
LikeLike
დეტექტივებზე ვაფრენ და მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ბევრი მათგანი მაქვს წაკითხული ჰოლმსისეული და პუაროსეული აღტაცება ჯერ-ჯერობით მარტო ლარსონმა განმაცდევინა.
სხვათა შორის ძალიან ბევრი ამბობდა რომ სიუჟეტი ძალიან გაწელილი იყო. იმ ვაი-კრიტიკოსმა ეს თქვა და მეხი არ დაეცა? :)
LikeLike
ზოგი იმიტომ აკრიტიკებს მწერალს, თაია, საკუთარი ორიგინალური აზრი დააფიქსიროს და ვინც იმ მრავალმნიშვნელოვან ნააზრევს წაიკითხავს, აფიქრებინოს – ამას რაღაც ისეთი ცოდნიაო…
LikeLike
ზოგადად დეტექტივების დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩემი პროფესიის ადამიანისთვის, თუმცა ამ ჟანრის მაღალი ხარისხის მწერლების ნაშრომებს მაინც დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი. ეს კი კიდევ ერთი წიგნია, რომელიც განეკუთვნება კატეგორიას “მოლის პოსტის შემდეგ წასაკითხი ან/და გადასაკითხი წიგნები”. :)
LikeLike
კატეგორია მომეწონა ძალიან :) დანკე!
თუ/როცა წაიკითხავ, არ დაიზარო და ორიოდე სიტყვით შენი შთაბეჭდილებები გაგვიზიარე.
LikeLike
დილა მსვიდობისა,მოლი!
აუ,რამდენი ხანია არ ვყოფილვარ თურმე აქ :)
რა შემიძლია ვთქვა სტიგ ლარსონის საგაზე-პირველი ნაწილი რომ წავიკითხე და გავიგე კიდევ ორის წაკითხვა შემეძლო,გამიხარდა,აღვფრთოვანდი მართლა(არადა ათამდე აპირებდა თურმე ასვლას :( ) საერთოდ, დეტექტივები მიყვარს ძალიან(თუ იცი,ეს ნორმაა? :D ).
LikeLike
დილა მშვიდობისა, ნატალია :) მართლა საუკუნეა, არ გამოჩენილხარ.
კი, ნორმაა ნამდვილად. მეც ძალიან მიყვარს და აქაურ მკითხველებს შორის რამდენიმე ასეთ თავგადადებულ ადეპტსაც ვიცნობ.
LikeLike
სად ვიყიდო ეხლა ეს წიგნი?
LikeLike
მე ივლისში ვიპოვნე ექს ლიბრისში და წესით, ახლაც ყველა მაღაზიაში უნდა იყოს.
LikeLike
მოლიი ვიყიდე,ცხვირწინ მიდევს და ჯერ ვტკბები წიგნის ყდის ყურებით,საღამოსკენ ჩავუჯდები.ისე 495 გვერდიანი წიგნი 4ნაწილად არის დაყოფილი და ეს მხოლოდ პირველი ნაწილია?
LikeLike
კი, ტრილოგიის პირველი ნაწილია. ოღონდ, სრულიად დამოუკიდებელი. მეორე და მესამე წიგნების თარგმნა, ეზ აი ნოუ, გეგმაშია.
LikeLike
დავასრულე კითხვა და გამოცლილი ვზივარ,გაგრძელება მინდა.
LikeLike
უკვე? ასე მალე? :) გაგრძელებას მეც ველოდები…
LikeLike
სწრაფად ვკითხულობ,მაგრამ დამთავრება არ მინდოდა,ვფიქრობდი დროში გადავანიწლებთქო მაგრამ ცნობისმოყვარეობამ შემიწირა..
LikeLike
გაზრდილ კალეზე მართლა არ მიფიქრია, მოლი, თუმცა, ერთი პერიოდი, შუქს ჩამიქრობდნენ თუ არა, დაიძინეო, მაშინვე კარლოს ბლუმკვისტის ახალ–ახალ თავგადასავლებს ვიგონებდი და ბევრი ასეთი ჩაუწერელი ისტორია დამიგროვდა. სანამ ბოლოში არ გავიდოდი, არ მეძინეობოდა, ისე მაინტერსებდა, რითი დამთავრდებოდა ახალი თავგადასავალი. ისე, ჩაწერაზეც ვიფიქრებდი, იმედი რომ მქონდეს, რომ სახელგანთქმული მოლი ჩემს “გაგრძელებებს” სადმე ბლოგზე გაკვრით მაინც მოიხსნიებდა, მთლად პოსტის მოძღვნაზე ვერ გავთავხედდები:)
გოგონა დრაკონის ტატუთიც ადრეაო(: არაუსავს, ჩავინიშნავ, სულ 8 წლის ხომ არ ვიქნები.
LikeLike
ჩაგეწერა მერე… ან ახლა ჩაწერე და ვინ იცის, იქნებ ერთი სტუმრის პოსტიც გამოვიდეს :)
ადრეა, მართალია, მაგრამ შენ გულს ნუ გაიტეხ – ერთხელაც ხომ არ იქნება ადრე და ნაწილ-ნაწილ კი არა, სამივე წიგნს ერთად წაიკითხავ.
LikeLike
ნეტაი შენ ლუკა, ვიცი ცუდი რჩევაა მაგრამ ასეთ ადრეებს არ დაუჯერო. არ აქვს მნიშვნელობა რა წერია იმ წიგნში, მთავარია მოგეწონება თუ არა. პრობლემაა ისაა რომ აკრძალული ხილი ტკბილია და რომელიმე ნაწარმოები მეამბოხე მოზარდის პროვოკაციად კი არა შენი ინტერესისი საგნად უნდა იქცეს.
ისე მოლი, რა საინტერესოა როცა შენზე უმცროსს რჩევას აძლევ :) :გაფხორილიგლამთაია :)
LikeLike
უცებ დიდი ხდები, არა? :)
LikeLike
ამ წიგნზე ბევრმა დაწერა, ბევრი ითქვა… ვფიქრობდი ღირდა თუ არა წამეკითხა (კითხვა კაი რამეა, მარა სხვა რომელიმე მწერალს ხომ არ დავუთმო ეს დრო თქო?). ახლა ვიცი, რომ აუცილებლად წავიკითხავ. საკმაოდ დამაინტრიგებლად აღწერე და პეპის “მოდელირებული” ვარინატიც მაინტერესებს ნამდვილად :-) მიუხედავად იმისა, რომ გადამღერე ბული არაფერი მომწონს, შენს გემოვნებას ვენდობი და თან თუ ასე აშკარად აფიქსირებს ავტორი, ე.ი. უბრალო მიმბაძლელობა არაა ;-)
LikeLike
გადამღერებული არ არის ნამდვილად. არც რიმეიქია. თრიბიუთ თუ ასტრიდ – ლორდმა თქვა ერთხელ, ასტრიდის საპატივცემულო ჟესტია მხოლოდ.
ახლა ბევრი წერს. კი. კონკურსია გამოცხადებული, თან უფასოდ არიგებენ წიგნს. ეს პოსტი კონკურსამდეა დაწერილი.
LikeLike
მიხარია რომ კონკურსამდეა დაწერილი ;-)
რაღაცნაირად, არც მთლად პოზიტიურად ვარ მაგ კონკურსებისადმი განწყობილი…
LikeLike
კი, ბევრად ადრე.
კონკურსში, თავისთავად, ცუდი არაფერია. ოღონდ, ამ ყვითელი ბლოგოსფეროს ლიტერატურული პოსტების მაინცდამაინც არ მწამს.
LikeLike
არა, მთლად მასე რადიკალურიც ვერ ვიქნები კონკრეტულ ბლოგებთან დამოკიდებულებაში.
თვითონ ეს კონკურსები არ მომწონს მგონი იდეაში. ან ვინ აცხადებს კონკურსს, ან რაზე უნდა დაიწეროს… რავი…
LikeLike
მე არ ვიცი, ვის გულისხმობ, მაგრამ ღრმად ყვითელი, უნიჭო და ჰორმონებზე ორიენტირებული პოსტების ავტორებისგან წიგნებზე დაწერილი პოსტიც არ მაინტერესებს.
კონკურსს გამომცემლობა აწყობს. ჩვეულებრივი, მიღებული პრაქტიკაა – ინტელექტუალური რეკლამის ერთ-ერთი სახე. დაწერით, წიგნზე უნდა დაიწეროს, რა თქმა უნდა.
LikeLike
არის კონკურსები, რომლებსაც გამომცემლობა არ აწყობს ;-)
ამათზე ვსაუბრობ ზუსტად, თორემ გამომცემლობების კონკურსის საწინააღმდეგო ძირითადად არაფერი მაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ორივე მხარე მოგებულია – გამომცემლობა თავისთავად და კონკურსანტი ხომ საერთოდ – ახალ რაღაცას კითხულობს, თუნდაც კონკურსის ფარგლებში.
LikeLike
ჰო, აბა ბლოგერული ჯგუფის კონკურსი რა უბედურებაა.. ეგ მეც ღრმად არ მომეწონებოდა.
ამ კონკურსს სულაკაურის გამომცემლობა აწყობს – ვოლზე უდევს ოფიციალური ინფორმაცია, თარიღებით, ვადებით, პირობებით და პრიზების ჩამონათვალით.
LikeLike
როდესაც მაღაზიის თაროზე წიგნი “გოგონა დრაკონის ტატუთი” დავინახე, ანოტაციამ მისი შეძენის სურვილი არ გამიჩინა. ახლა კი ხელფასს ველოდები და, აბა, გამოიცანით, რისთვის?! :)
ეს პოსტი მაგალითი იმისა, თუ როგორი ანოტაცია უნდა ერთვოდეს კარგ წიგნებს.
LikeLike
მადლობა :) როცა რაღაც ძალიან მომწონს, ვცდილობ, ისე დავწერო, რომ სხვასაც მოეწონოს :)
LikeLike
და ეს ძალიან კარგად გამოგდის!
LikeLike
სენქს ე ლოთ! ასეთი შეფასებების შემდეგ კიდევ უფრო შევეცდები.
LikeLike
ჰმ, წიგნის ფასი 10,9 ლარი. რატომღაც გაცილებით ძვირი მასხოვდა:
http://sulakauri.ge/books/single/531/
LikeLike
მეც 11 ლარი მახსოვს.
LikeLike
არ მომეწონა წიგნი :(
ბლოგისთვის პოსტი გავამზადე – უარყოფითი ანოტაციით. გავაკეთო ლინქი შენს პოსტზე? შენი ნებართვის გარეშე ამას ვერ ვიზამდი.
პ.ს. გადავათვალიერებ შენს ბლოგს და შენს მიერ რეცენზირებულ რომელიმე სხვა წიგნს შევიძენ მაინც :)
LikeLike
რა თქმა უნდა :) და გემრიელ დისკუსიასაც გავაჩაღებთ.
შეარჩიე რომელიმე წიგნი და მერე შთაბეჭდილებებიც მომწერე.
LikeLike
molly, ამ კონკურსის შესახებ არ იცოდი და დაასწარი?
https://www.facebook.com/notes/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90/%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1/253608178010291
კონკურსის გამოცხადების თარიღი: September 28, 2011
პოსტის გამოქვეყნების თარიღი: September 23, 2011
LikeLike
არა :) არაფერი ვიცოდი :) ამ წიგნზე ჯერ კიდევ ბლოგერული შვებულების დროს მინდოდა დამეწერა. რაღაცები მოვინიშნე. მერე დავწერე და გამოვაქვეყნე. კონკურსის შესახებაც შემთხვევით გავიგე ერთი კვირის წინ :)
LikeLike
მეც არა ვთქვი ბლოგოსფეროს რა ტატუინიზმი შეეყარა-თქო? :)
LikeLike
ქინდლს და ლაპს ათამაშებენ. + უფასო წიგნი.
წესით, კარგი რეკლამა უნდა იყოს.
LikeLike
ჰო ვნახე…
მე ორივე მაქვს და :)
მილენიუმის ტრილოგია კიდე წაკითხული.
ვისაც აინტერესებს, შემიძლია მოვუყვე როგორ მთავრდება :)
LikeLike
კონკურსს ჩააგდებ :) :)
მე ქინდლი მინდა – საჩუქრად მჭირდება.
LikeLike
ისე, სულაკაურის გვერდზე რომ გავიდე და შინაარსი დავწერო დამარეპორტებენ თუ მცემენ? :)
LikeLike
მშვიდად წაშლიან იმჰო :)
LikeLike
[…] მოლი ბლუმის ბლოგზე გადავაწყდი წიგნის მიმოხილვას და […]
LikeLike
ვუიჰთ ეს რეცენზია ძალიან მომეწონა. ალბათ იმიტომ რომ ჩემს ასოციაციებს დაემთხვა პეპისა და კალეს ნაწილში :)))
ისე მოლი იმ დღეს ფამუქის განხილვაზე ვაპირებდი შენს დაპატიჟებას და მერე გამახსენდა რომ შენ არ არსებობ და გული დამწყდა :(
LikeLike
ახლა მეც დამწყდა გული, რომ არ ვარსებობ :( რომელ ფამუქს იხილავდით? წითელს ალბათ.
LikeLike
წითელი ჯერ არ წამიკითხავს – უმანკოების მუზეუმს :) ცუდია რომ არ არსებობ რადგან იმ მყუდრო კაფეს აშკარად ძალიან მოუხდებოდი – ლიმნიან ჩაისა და ჭვიშტართან ერთად :)
LikeLike
აფსუს :( ჩაიც მომეწონა, ჭვიშტარიც და მყუდრო კაფეც :( თან შენ კარგი ხალხი გეყოლებოდა :(
LikeLike
აბა ფამუქს ცუდი ხალხი ხომ ვერ განიხილავდა ? :)) მოკლედ მოლი სადღაც გულის სიღრმეში მაინც მჯერა რომ არსებობ და ოდესმე ყავასთან ერთად გესაუბრები მოლი ბლუმზე <3
LikeLike
ოდესმე ვიარსებებ და დიდი სიამოვნებით :)
LikeLike
არ მიყვარს, რაღცაზე ბუმი რომ არის ატეხილი და მეც მასში ვარ გარეული. ამიტომაც არის, რომ სხვისი გადაღეჭვის შემდეგ თუ ჩავერთვები რაღაცაში. არც ვიცოდი, ამაზე თუ გეწერა, მაგრამ გამიკვირდებოდა, რომ არ გწერებოდა. თან კონკურსსაც დაასწარი :)
ხოდა, იმის თქმა მინდა, რომ პირველ წიგნზე ბუმის ჩაცხრობის შემდეგ წავიკითხე და ისე მოვიწამლე, მეორე ტომის სურათიც ავტვირთე :დ
აქ აღარ დავწერ, მარჯანიშვილის კაფეში შენს დასახელებას რაც მოჰყვა :)
LikeLike
მე ზაფხულში წავიკითხე და ძალიან მომეწონა. აი, ძალიან. პოსტის დაწერას ზაფხულშივე ვგეგმავდი, მაგრამ მერე არდადეგებზე გავუშვი ბლოგი და სექტემბრამდე გადავწიე.
მეორე ტომის რუსულ თარგმანს შეგნებულად არ ვეკარებოდი. სადღაც ერთი თვეა, ქართული მაქვს და უახლოს ხანებში ამაზეც დავწერ პოსტს.
დაჯილდოვებაზე რა ხდებოდა, დაახლოებით წარმომიდგენია :))
LikeLike
მეორე ტომიც შევიძინე და ბებიასთან ერთად წავიკითხავთ ამ დღეებში. იმდენად მომეწონა წიგნი. თან ახლა შენი რეცენზია რომ ვნახე, ერთი ორად გაიზარდა. :)
პეპისტან რატომღაც ვერ დავაკავშირე, მაგრამ ახლა ნათელი გახდა. ბლუმკვისტობა კი იმთავითვე ცხადი იყო :დ
LikeLike
წაიკითხე და ერთად გავარჩიოთ მერე :)
სალანდერი, პირველი შეხედვით, ლისანდერს უფრო ჰყავს და ევა-ლოტა გეგონება, მაგრამ აშკარად პეპია… უცნაური, ასოციალური, სამართლიანი, უაღრესად კეთილი და ერთგული. უბრალოდ, გაიზარდა და 21-ე საუკუნის შესაბამისი სპეციალობაც აქვს…
LikeLike
კი, ნამდვილად. ახლა უფრო ცხადად დავაკავშირე მასთან. ამ დღეებში დავასრულებთ და პოსტსაც მივუძრვნი, ალბათ. მახსოვს, ულისეზეც უნდა გვესაუბრა, მაგრამ ძალიან მერთულა და ამ პერიოდში ნამდვილად ვერ მოვიცლი გულისყურით წასაკითხად. ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ დღეს :დ
LikeLike
ულისეს დროც მოვა. სად გვეჩქარება :)
LikeLike
მე მეჩქარება. მაგრამ არადა არ დადგა დრო. არადა, გითხარი თუ არა, არ ვიცი, წაუკითხავად მიყვარდა ეს ნაწარმოები და ახლა დაწყებული რომ მაქვს, ნამდვილ ჯოჯოხეთში ვარ. აი, უაზროდ მომწონს, თუ ასეთი რამე არსებობს.
LikeLike
მითხარი, კი. პირველივე კომენტარში :) წარმოიდგინე, რომ დაასრულებ, როგორ განწყობაზე იქნები. ისე, “ულისე” დაუსრულებელი წიგნია. ხუთი წლის შემდეგ რომ გადაიკითხავ, სულ სხვა, ახალ იმპრესიებს მოგიტანს.
LikeLike
ჰო, პირველი ნაბიჯები იყო, შენს ბლოგზე, მგონი :) სწორად მგონია, ალბათ, რომ ვერც მომდევნო წაკითხვებსაც ავუვლი გვერდს და როგორცვიცი, ჩემებურად, დიდხანს შემაყოვნებს ხოლმე კარადასთან, ჩემებურად :დ
LikeLike
ნამდვილად ასე იქნება. “ულისე” ერთხელ წასაკითხი წიგნი არ არის. ბევრჯერ მიუბრუნდები, დარწმუნებული ვარ.
LikeLike
გილოცავ მოლი გამარჯვებას.. :* დაჯილდოებაზე მართლაც ერთი ამბავი იყო. ყველა გაფაციცებული იყურებოდა შენი გამოჩენის მომლოდინე… მეც მათ შორის. ხან ვის დავაბრალე მოლი ბლუმობა, ხან ვის… ვინ იცის იქნებ სწორად ვფიქრობდი… : )))
LikeLike
მადლობა. არა, არ ვყოფილვარ.
LikeLike
ვაიმე, სად დავწერო აღარ ვიცი. მეორე ნაწილი რომ გამოსულა კი გეცოდინება შენ მოლი და ისეთი გახარებული ვარ სკამზე ადგილს ვეღარ ვპოულობ :) ხვალ ხელფასის დღე მაქვს და მაქსიმუმ კვირის ბოლომდე ვიყიდი <3
შენ კიდევ ერთხელ გილოცავ, ეჭვიც არ მეპარებოდა რომ გაიმარჯვებდი!
LikeLike
მადლობა, ჭიამაია :) ვერ წარმოიდგენ, ისეთი გახარებული ვარ :)
მეორე ნაწილი დავამთავრე უკვე და უახლოეს დღეებში ერთ პატარა, გემრიელ პოსტსაც დავუწერ. შენ წაიკითხე და მერე იმ პოსტის ქვეშ განვიხილოთ :)
LikeLike
მითხარი რომ იმედი არც ამჯერად გაგიცრუვდა და როგორც გაგრძელებებს სჩვევია, პირველის “ჩრდილში” ხომ არ მოექცა :)
LikeLike
არა, ჩრდილი გამორიცხულია. ყველაფერზე შეიძლება კამათი, მაგრამ პირველის გადამღერება, შაბლონი და კლიშე იყოო, ვერ იტყვი.
LikeLike
კარგია. ძალიან არ მინდა იმედი გამიცრუვდეს და ინტერესი დავკარგო..
LikeLike
არა, ნამდვილად საინტერესო საკითხავი გელოდება წინ.
LikeLike
კარგია, მომეწონა, წინგნის წაკითხვასაც ვაპირებ… როცა მოვიცლი :(
LikeLike
[…] მოლი ბლუმი – “სტიგ ლარსონი – “ჩრდილოეთის ვირუ… […]
LikeLike
მოლი თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო მერე აირია, ოღონდ ვერ მივხვდი რატომ. ანუ შენ ჩემს ყველა პოსტს კითხულობდი და აკომენტარებდი და ახლა აღარ:))) Anyway კონკურსის შესახებ, რომელიც ერთი წლის წინ ჩატარებულა, მითუმეტეს შენ გაგიმარჯვია და უფრო მეტი იდუმალი ბლოგერი ხარ, რომელიც არ ჩნდება- მე მხოლოდ ახლა გავიგე და რომ არა ჩემი პროფესია ალბათ არც შემრცხვებოდა, მაგრამ ახლა რაღაცნაირად shame on me:)))
პირველი ნაწილი წავიკითხე და ესეთი გემრიელი წიგნი კარგა ხანია არ წამიკითხავს, ხვალიდან მეორეს დავიწყებ და მერე დავწერ მათზე.
გილოცავ:)) აბსოლიტურად ყველაფეერი წავიკითხე ამ წიგნზე და შენი პოსტი ნამდვილად განსხვავებულად არის გააზრებული და ნამდვილად არ შემცდარა ჟიური.
წარმატებებ:)
LikeLike
შენც გაქრი, სალომეა… საუკუნეა, სტუმრად არ ყოფილხარ. ისე, მისვლა-მოსვლის აღდგენას წინ არაფერი უდგას :)
მადლობა, დიდი :) პროფესიონალის შეფასება ორმაგად სასიამოვნოა. მეც სასიამოვნოდ აჟიტირებულმა დავწერე პირველი პოსტი და შედეგიც მოიტანა :) მეორე ნაწილზეც მაქვს დაწერილი. “გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა”. აქვეა ისიც.
LikeLike
მაშინ აღვადგინოთ:)
შენს პოსტს მაშინ წავიკითხავ, როცა მეორე ნაწილს დავამთავრებ:))
იმედია მანამდე მესამე მოგვისწრებს, შენ ისევ დამასწრებ წაკითხვას, მაგრამ მერე დაგეწევი:)
LikeLike
D’accord, აღვადგინოთ :)
ასეთ გასწრება-დაწევებს არაფერი ჯობია :)
LikeLike
[…] აქაურობას ხშირად სტუმრობთ, ეს და ეს პოსტებიც გემახსოვრებათ და არ […]
LikeLike
[…] მესამე პოსტისთვის ფორმატს ვარჩევ. პირველი, კლასიკური ლიტ-რევიუ, […]
LikeLike
და ეს გოგონა დრაკონის ტატუთი 40 კილო რომ არის, ხომ იცი? :))) ეს წიგნი ისე მომეწონა, რომ ვერცერთ ფილმს ვერ ვუყურე :)
LikeLike
[…] გოგოს ამბებზე ჩაწიკწიკებულმა პოსტმა “სულაკაურის” კონკურსში […]
LikeLike
[…] კი მეორე წიგნამდე (არა, უფრო სწორად მოლის პოსტამდე) ვერ დავაკავშირე. ამ ნაწილში […]
LikeLike