ღმერთმა აიღო მზის რამდენიმე კაშკაშა სხივი, რიჟრაჟის ყველა მომაჯადოებელი ფერი, მთვარის კაეშანი, გველის სილამაზე, კნუტის სიცელქე, ბულბულის ხმა, გველის სილამაზე, ბეწვეულის ალერსიანი სითბო, ცეცხლის მცხუნვარება, ყინულის სიმყიფე, თაფლის სიტკბო, ანდამატის მიმზიდველობა-და ერთმანეთში აურია; მერე, მოსაყირჭებელი რომ არ ყოფილიყო, დაუმატა ვარსკვლავთა ციმციმი, ქარის მოუსვენრობა, ღრუბლების ცრემლთა დენა, მელას ეშმაკობა, ბუზის აბეზარობა, ჯორის სიჯიუტე, ზვიგენის გაუმაძღრობა, ობობას ოსტატობა, ქამელეონის ფერისცვალება, თაგვის შიში, ძუ ვეფხვის ეჭვიანობა, წურბელას შურისგება, გველის შხამიანობა, ოპიუმის მათრობელობა, ზვავის ულმობელობა და სხვა სტიქიური უბედურება. ყოველივე ეს მან შეაზავა, გამოკვეთა სხეული და შთაბერა სიცოცხლე…
ასე მოევლინა ქვეყანას ქალი, რომლის მოდგმას მოლი ბლუმის ჯეოპარდის დღევანდელი ტური ეძღვნება.
Good luck!
1. ამბობენ, რომ რომის პაპის, ალექსანდრე მეექვსის ეს უკანონო ქალიშვილი – ფერარის, მოდენას, რეჯიოს და პეზაროს ჰერცოგინია – უნიკალური საგვარეულო საწამლავით – კატანეათი უსწორდებოდა მტრებს;
2. ეგვიპტის ამ დედოფალს შექსპირმა ტრაგედია მიუძღვნა;
3. ამ ქალბატონმა თავის რჩეულთან 1945 წლის 29 აპრილს, ორმაგ თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე იქორწინა;
4. 1917 წლის 15 ოქტომბერს, ვენსენის სამხედრო პოლიგონზე, სიკვდილით დასაჯეს ნიდერლანდების სამეფოს ქვეშევრდომი მარგარიტა გერტრუდა ზეელე, რომელსაც ფრანგული ბომონდი ამ მეტსახელით იცნობდა;
5. პარიზელი წვრილი მეწარმის – ფრანსუა პუასონის ქალიშვილი ჟანა-ანტუანეტა საფრანგეთის ისტორიას ამ ტიტულით შემორჩა;
6. ეს ამერიკელი მსახიობი და თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სერგეი ესენინის მეუღლე, 1927 წლის 14 სექტემბერს, ნიცაში, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა;
7. ამ ქალბატონის ტოპლეს ფოტოსთვის ცნობილმა პაპარაციმ – რონ გალელამ 1970 წელს 1 200 000 დოლარი მიიღო; ფართო საზოგადოება კი, პირველ რიგში, მის ორ ქორწინებას იხსენებს;
8. მის ქმრებს შორის ბეისბოლის ვარსკვლავი ჯო დი მაჯიო და დრამატურგი არტურ მილერი იყვნენ; მისი ტრაგიკული აღსასრულის უტყუარი მიზეზი კი დღემდე დაუდგენელია;
9. ემა ლაიონს, ჩესტერელი მჭედლის ქალიშვილს, ნეაპოლიტანიის სამეფოში ბრიტანეთის ელჩის მეუღლეს, მსახიობსა და მხატვრების მუზას, უმთავრესად ამ დიდ მხედართმთავართან სასიყვარულო ისტორიის გამო იხსენებენ;
10. მარია ევა დუარტეს უფრო ხშირად ამ გვარით და ამ მეტსახელით მოიხსენიებენ;
11. ამ პენსილვანიელი ქალბატონის გამო, 1936 წელს, დიდი ბრიტანეთის მეფემ ედუარდ მერვემ ტახტი და გვირგვინი დათმო;
12. ურბინოს ჰერცოგის ეს ქალიშვილი საფრანგეთის ისტორიაში „შავი დედოფლის“ სახელით შევიდა;
13. ტაციტუსს, სვეტონიუსს და იუვენალს თუ ვენდობით, ეს ქალბატონი, იმპერატორ კლავდიუსის მესამე მეუღლე, რომის ერთ-ერთი ლუპანარიუმის მეპატრონე გახლდათ და აღვირახსნილი ქცევით გამოირჩეოდა;
14. ამ იუდეველ არისტოკრატს ოსკარ უაილდმა ფრანგულ ენაზე დაწერილი ტრაგედია მიუძღვნა;
15. ეს ქალბატონი ვლადიმერ მაიაკოვსკის მუზა და ელზა ტრიოლეს და გახლდათ.
კარგი თემაა, მოლი. სახალისოც არის და საინტერესოც.
LikeLike
კარგია, რომ მოგეწონა, მერი :) ვნახოთ, რამდენად აქტიურად ითამაშებენ ჩვენები…
LikeLike
მე უკვე ვიწყებ, თქვენის ნებართვით…
LikeLike
დაიწყე… ოღონდ, ამ შუაღამეს, თამაში არ გაგიძნელდება?
LikeLike
1. ლუკრეცია ბორჯია;
2. კლეოპატრა
3. ევა ბრაუნი;
4. მატა ჰარი;
5. მარკიზა დე პომპადური;
6. აისედორა დუნკანი;
7. რაღაცა ვერ მივხვდი :(
8. მერილინ მონრო;
9. ჰორაციო ნელსონი და ემა ჰამილტონი;
10. ევიტა პერონი;
11. უოლის სიმპსონი;
12. ეკატერინე მედიჩი;
13. მესალინა;
14. სალომეა;
15. ლილია ბრიკი.
LikeLike
არა, თემა მომეწონა. ეტყობა, ლატენტური ფემინისტი ვარ :)
LikeLike
პასუხები მიღებულია და ფემინიზმისგან ღმერთმა დაგვიფაროს :)
LikeLike
ვაჰ, რა საინტერესოა, ჩავუჯდეთ, აბა:
1. შემდეგი;
2. კლეოპატრა იქნება;
3. ევა ბრაუნი;
4. მატა ჰარი;
5. შემდეგი;
6. აისედორა დუნკანი;
7. შემდეგი;
8. მერილინ მონრო;
9. ემა ჰამილტონი;
10. ევიტა პერონი;
11. შემდეგი;
12. ეკატერინე მედიჩი იქნება ეგ;
13. მესალინა? ;
14. შემდეგი;
15. ლილია ბრიკი…
რაც გამომრჩა, მერე დავამატებ:):):):)
LikeLike
დღის ბოლომდე დამატება მოსულა, თამარა :) მათ შორის – გრაფიკული ავტოგრაფებისაც :) :)
LikeLike
უიჰ, მომიტევეთ :):):))
LikeLike
შენი ქუდი აქაურობას უხდება :) და სანამ ლაიქების ოდენობაც გაუკრიტიკებიათ, დრო გვაქვს :)
LikeLike
არ მითხრა ახლა, რომ ცვლილებებს გეგმავ :):):):):)
LikeLike
რას ამბობ? :) ვის ნათქვამზე? პირიქით…. მე ერთი-ორის ვერ გავიგე და მეწყინა, თორემ დანარჩენებს გინდა ულაპარაკიათ და გინდა უყეფიათ, ერთია ჩემთვის.
LikeLike
მოლი მოგესალმები!
1. აუცილებლად გამახსენდება და დავწერ!
2. კლეოპატრა
3. ევა ბრაუნი
4. მატა ჰარი
5. ავანტიურისტი ქალი მადამ დე პამპადიური
6. აისიდორა დუნკანი
7. ჯერჯერობით აზრზე არა ვარ
8. მერლინ მონრო
9. ემა ჰამილტონი
10. ევიტა პერონე
11 სიმპსონია გვარად, სახელი არ ვიცი.
12 ეკატერინე მედიჩი
13. მესალინა
14. სალომეა
15. ლილი ბრიკი ამ ლილი ბრუკი
გამოვიდა ნეტა რამე?
LikeLike
ღამე მშვიდობისა, ნატო :)
შენი პასუხები მიმალულია – გამოვიდა და მერე როგორ…
დამატებებიც, ბუნებრივია, მოსულა.
LikeLike
მოკლედ
1 ლუკრეცია (ბორჯია)
7. ქალი, რომელსაც მისი 2 ქორწინებით იხსენებენ… ასეთი კენედისა და ონანისის მეუღლე ჯეკი უნდა იყოს.
LikeLike
1) ლუკრეცია ბორჯია
2) კლეოპატრა
3) ევა ბრაუნი
4) მატა ჰარი :)
5) მადამ პომპადური
6) ისიდორა დუნკანი
7) ჟაკლინ კენედი
8 ) მერილინ მონრო
9) ეს არ ვიცი საერთოდ
10) ევიტა
11) სიმპსონი
12) მედიჩი?
13) ეს მესალინაა (მსუბუქი ყოფაქცევის ქალის აღსანიშნად იყენებენ ხანდისხან)
14) ესეც სალომე (ჰეროდეასის ასული)
15) ლილი ბრიკი
LikeLike
მოლ, ვუპასუხე შეძლებისდაგვარად. პირველი მეგონა თავი და ამდენი პასუხი დამხვდა :D
LikeLike
აჰა… ვნახე, დასამატებლად დრო კიდევ გვაქვს :)
LikeLike
დამატებისთვის დროც კი არ დაგჭირდა, ნატო :) მშვენიერია :)
LikeLike
ომარ, შენი პასუხებიც მიღებულია.
LikeLike
მადლობა. პასუხებს ველოდები, სანამ წავალ. დილით რომლისთვის იქნება? (ზოგიერთი ვიცი, და ზოგიერთზე ეჭვი მეპარება და მაგიტომ ) :D
LikeLike
დილით არა, ომარ… ხვალ, ზუსტად ღამის 12-ზე გამოვაქვეყნებ. სათამაშოდ მთელი დღეა გამოყოფილი.
LikeLike
მოლი..ძლივს არ მოვუსწარი შენს ჟეოპარდის! სულ გვიან ვნახულობ და გული მწყდება ხოლმე .. მგონი ახლა არ დამიგვიანებია , თან რა საინტერესო და ნაცნობი თემაა..ახლავე შევუდგები პასუხების გაცემას ;)
LikeLike
არა, რუსა… რისი დაგვიანება. ხვალ, მთელი დღე წინ გვაქვს.
მიხარია, რომ მოიცალე :)
LikeLike
მეც მიხარია ;) თან როგორ გამიხარდა დღევანდელი ჟეოპარდი ასეთ სინტერესო თემას რომ ეხება… მოდი დავიწყებ :)
1.ლუკრეცია ბორჯია
2.კლეოპატრა
3.ევა ბრაუნი
4 მატა ჰარი
5 მადამ დე პომპადური
6 აისედორა დუნკანი
7 ჟაკლინ ონასისი?
8 მერლინ მონრო
9 ლედი ჰამილტონი (ნელსონთან ურთიერთობის გამო)
10 ევა პერონი
11უოლის სიმპსონი(ეს ნამდვილად არ ვიცოდი და ვიკიპედია დავიხმარე )
12ეკატერინე მედიჩი ? (არ ვიცი ზუსტად)
13 მესალინა
14სალომეა ხომ?
15ლილი ბრიკი ყოფილა(აქაც ვიკი დამეხმარა)
LikeLike
კარგია, თემა რომ მოგეწონა, რუსა.
შენს პასუხებს საღამომდე მივმალავ.
LikeLike
1-ლუკრეცია;
2-კლეოპატრა;
3-ევა ბრაუნი;
4-მატა ჰარი;
5-მარკიზა დე პომპადური;
6-აისადორა დუნკანი;
7-ჟაკლინ კენედი;
8-მერლინ მონრო;
9-ადმირალი ნელსონი;
10-პერონი, ევიტა;
11-უოლის სიმპსონი;
12-ეკატერინა მედიჩი;
13-აგრიპინა;
14-სალომეა;
15-ლილია ბრიკი.
LikeLike
თქვენი პასუხებიც დამალულია (დროებით, რა თქმა უნდა) ბატონო რაულ.
LikeLike
რა კარგი თემა აგირჩევია მოლი, ძალიან საინტერესო შეკითხვებია. საქმეები მაყრია თავზე, შევეცდები დროზე მოვრჩე და მოვიდე რამდენიმე კითხვას მაინც გავცე პასუხი :) დროებით
LikeLike
ჯერ ადრეა პასუხების გამოქვეყნებამდე. მთელი დღეა წინ :)
LikeLike
მთელი დღე წინაა, ასე რომ, გელოდებით :)
LikeLike
კეთილი იყოს ჩემი მაუსი ამ ბლოგზე :)
LikeLike
welcome!
LikeLike
1. ლუკრეცია
2.კლეოპატრა
3.ევა ბრაუნი
4. მატა ჰარი
5.მარკიზა დე პომპადური
6
7.ჟაკლინ კენედი
8.რათქმაუნდა მერლინ მანრო
9. ჰამილტონი
10. ევიტა თუ რაღც მაგდაგვარი
11.უოლის სიმპსონი
12. მედიჩი
13.მესალინა
14.
15.ლილა ბრიკი
აბა მეც დამბრუნდი ^_^
LikeLike
ან როგორც ერთი გენიოსი იტყოდა Cherchez la femme
LikeLike
პარიზის მოჰიკანები, ეს აი ნოუ.
LikeLike
1, ლუკრეცია ბორჯია
2,კლეოპატრა
3,ევა ბრაუნი
4, მატა ჰარი
5,მარკიზა (მადამ) დე პომპადური
6,აისედორა დუნკანი (მაგარი ქალი იყო)
7,ჟაკლინ ონასისი
8,მერლინი
9,
10,პოლკოვნიკი ევა პერონი
11,უოლის სიმპსონი
12,ეკატერინა მედიჩი
13,მესალინა
14,
15,ლილია ბრიკი
LikeLike
ბატონი იქსის სადებიუტო თამაში… ველქამ!
LikeLike
აქა ვარ და სხვაგვარად არ ძალმიძს მომიწია “ფემინისტური” ჯეპარდით ჯეპარდის ფერხულში ჩაბმა
LikeLike
მშვენიერია და კიდევ ერთხელ ველქამ!
LikeLike
1. ლუკრეცია ბორჯია
2. კლეოპატრა.
3. ევა ბრაუნი, ჰიტლერის საყვარელი ქალი
4. მატა ჰარი
5. მარკიზა, მადამ დე პომპოდური
6. აისიდორა დუნკანი
7. ჟაკლინ კენედი-ონასის? არ ვარ დარწმუნებული
8. ნორმა ჯინი ანუ მერლინ მონრო.
9. ადმირალ ნელსონის საყვარელი ლედი ჰამილტონი
10. ევა პერონი
11. ვინდზორის ჰერცოგინია რომ გახდა ეგ ქალბატონი ვიცი, ორჯერ განათხოვარი იყო და მაგიტომ არ ანებებდნენ ცოლად მოყვანას ედუარდს. მაგრამ სახელი და გვარი არ მახსოვს ნამდვილად. :)
12. ეკატერინე მედიჩი
13. მესალინა
14. თუ არ ვცდები “სალომეა” დაწერა ფრანგულად, ამბობდნენ რომ სარა ბერნარს მიუძღვნა, თუმცა მგონი თვითჴნ ოსკარი ამას უარყოფდა. სარა არისტოკრატი თუ იყო არ ვიცოდი :) მსახიობი რომ იყო კი ბატონო. თუმცა შეიძება ვცდები, პარიჟში ფრანგულად მგონი სხვა პიესებიც დაწერა უაილდმა, მაგრამ ეს პირველი გამახსენდა :)
15. ლილი ბრიკი
LikeLike
მოლი დამალე ჩემი პასუხები? თუ გაქრა? :)
LikeLike
აქ არის, თეო, შენი პაკეტი, ყველაფერი წესრიგშია. უბრალოდ, დროებით მიმალულია.
LikeLike
1. ლუკრეცია ბორჯია
2. კლეოპატრა.
3. ევა ბრაუნი, ჰიტლერის საყვარელი ქალი
4. მატა ჰარი
5. მარკიზა, მადამ დე პომპოდური
6. აისიდორა დუნკანი
7. ჟაკლინ კენედი-ონასის? არ ვარ დარწმუნებული
8. ნორმა ჯინი ანუ მერლინ მონრო.
9. ადმირალ ნელსონის საყვარელი ლედი ჰამილტონი
10. ევა პერონი
11. ვინდზორის ჰერცოგინია რომ გახდა ეგ ქალბატონი ვიცი, ორჯერ განათხოვარი იყო და მაგიტომ არ ანებებდნენ ცოლად მოყვანას ედუარდს. მაგრამ სახელი და გვარი არ მახსოვს ნამდვილად. :)
12. ეკატერინე მედიჩი
13. მესალინა
14. თუ არ ვცდები “სალომეა” დაწერა ფრანგულად, ამბობდნენ რომ სარა ბერნარს მიუძღვნა, თუმცა მგონი თვითჴნ ოსკარი ამას უარყოფდა. სარა არისტოკრატი თუ იყო არ ვიცოდი :) მსახიობი რომ იყო კი ბატონო. თუმცა შეიძება ვცდები, პარიჟში ფრანგულად მგონი სხვა პიესებიც დაწერა უაილდმა, მაგრამ ეს პირველი გამახსენდა :)
15. ლილი ბრიკი
LikeLike
მე მომეწონა კთვები. “Cherchez la femme” : )))
LikeLike
გაგიკვირდება და მეც მომწონს. კარგი პაკეტი გამოვიდა…
LikeLike
პასუხები როდის დაიდება?
LikeLike
დღეს, ღამის 12 საათზე, სათამაშოდ სრული 12 საათია გამოყოფილი. ზოგი გვიან მოდის სკოლიდან/უნიდან/სამსახურიდა…
LikeLike
აი მაგალითად მე. :) :) :)
LikeLike
ზუსტად :) შენ ან თაია :)
LikeLike
ხო :) :) :)
LikeLike
მთავარია, რომ მოასწარი და მოიცალე :)
LikeLike
:) :) :) ისა და, კიდე ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ შენი ბლოგი მომწონს ზუსტად ისეთი როგორიცაა – წერის სტილი, უამრავი ახალი ინფორმაცია და დამოკიდებულება მკითხველის მიმართ. ეს ისე! :) :) :)
LikeLike
რაკი ასეა, კრიტიკოსთა აზრი ნაკლებად მაღელვებს :) და დიდი მადლობა შენ და თამარას მხარდაჭერისთვის :)
LikeLike
აი ამიტომაც მიყვარს შენი ბლოგი! :) :) :) ეგ რა სამადლობელია!
LikeLike
როგორ არ არის :)
LikeLike
რაღაცა გამომიტოვებია…. : ) :ფიქრ:
LikeLike
კი. გუშინწინ ღამით დაიწყო და გუშინ დასრულდა.
LikeLike
მოლიკო, სულ მინდა, რომ ბლოგზე კომენტარები ვწერო, მაგრამ ბოლო პოსტები ისეთი თემატიკის დაწერე, რომ რაღაც ჩემი არ იყო..
ჰოდა, შტერობის დაწერას, სულ არაფერი ვთქვა ეგ მირჩევნია.. ***
ამით იმის თქმა მინდოდა, რომ არ დამვიწყებია აქაურობა.. < 33
LikeLike
შენ შტერობას არ წერ ხოლმე… მაგრამ ოკ, იყოს ასე.
LikeLike
მოლიკო.. <3
ისე, როგორი განათლებული მკითხველი გყავს…
თითქმის ყველა თემატიკის ჯეოპარდს თამაშობენ.. :*
LikeLike
ერთი მეორეზე უკეთესები :) აბა რა :)
LikeLike
1. …
2. კლეოპატრა.
3. ევა ბრაუნი.
4. მატა ჰარი.
5. მადამ დე პომპადური.
6. აისედორა დუნკანი.
7. ჟაკლინ ონასისი.
8. მერილინ მონრო.
9. …
10. ევიტა პერონი.
11. უოლის სიმპსონი.
12. …
13. მესალინა.
14. …
15. ლილი ბრიკი. :) :) :)
LikeLike
1 ლუკრეცია
2 კლეოპატრა
3 ევა ბრაუნმა ადოლფ ჰიტლერზე იქორწინა
4 მატა ჰარი
5 მადამ პომპადური
6 აისედორა დუნკანი
7 ჟაკლინ ონასისი
8 მერილინ მონრო
9 ემა ლაინს რომანი ჰქონდა ჰორაციო ნელსონთან
10 ევიატ პერონი
11 უოლის სიმპსონი
12 კლაუდია დე მედიჩი
13 ვალეირა მესალინა
14 აუ არ ვიცი
15 ლილი ბრიკი
LikeLike
1. ლუკრეცია ბორჯია
2. კლეოპატრა (“ანტონიუსი და კლეოპატრა)
3. ევა ბრაუნმა იქორწინა ჰიტლერთან თვითმკვლელობამდე
4. მატა ჰარი
5. მარკიზა დე პამპადური
6. აისიდორა დუნკანი
7. ჟაკლინ კენედი ონასისი
8. ნორმა ჯინ ბეიკერი – მერლინ მონრო
9. ლედი ჰამილტონი
10. ევა პერონი – ევიტა
11. უოლის სიმპსონი
12. ეკატერინე მედიჩი
13. ვალერია მესალინა
14. სალომეა
15. ლილია ბრიკი
LikeLike
პანდა, შენს პასუხებს 12 საათისთვის გამოვაქვეყნებ. სხვებთან ერთად.
LikeLike
სწორი პასუხები:
1. ლუკრეცია ბორჯია;
2. კლეოპატრა
3. ევა ბრაუნი;
4. მატა ჰარი;
5. მარკიზა დე პომპადური;
6. აისედორა დუნკანი;
7. ჟაკლინ კენედი;
8. მერილინ მონრო;
9. ჰორაციო ნელსონი და ემა ჰამილტონი;
10. ევიტა პერონი;
11. უოლის სიმპსონი;
12. ეკატერინე მედიჩი;
13. მესალინა;
14. სალომეა;
15. ლილია ბრიკი.
წინასწარი შედეგები:
ნატო დავითაშვილი – 15; mecmikvarkhar – 15; რუსა – 15; watching panda – 15; Mary Poppins – 14; glamtaia – 14; გლეხის ბიჭი – 14; რაკარაკარაკა – 14; Jessie – 13; ბატონი იქსი – 13; tsotnee – 11; tamara – 10;
LikeLike
სალომეაას ვფიქრობდი, არ ვიცოდი მაგისი თუ იყო. სხვები ნაღდად არ ვიცოდეი. მაინც კარგი შედეგია. :) :) :)
LikeLike
11 ქულა შენი ასაკისთვის ცუდი ნამდვილად არ არის, ცოტნე.
LikeLike
ხო ჯერჯერობით მაკმაყოფილებს :) :) :)
LikeLike
შემდეგი ტურიც მალე იქნება და მანდ უნდა გააუმჯობესო.
LikeLike
აბა რა! :უეჭველიეგრეიქნებასამაილი :) :): )
LikeLike
ოთხშაბათამდე ივარჯიშე :)
LikeLike
:) :) :)
LikeLike
აუუ, უოლის სიმპსონის გარდა ყველა ვიცოდი:( ესაა საქმე??? :(
LikeLike
მეორედ გადახედვა ვერ მოასწარი…
LikeLike
ჰო, როცა დავაპირე, ვერ მოვასწარი და მერე მიმრჩა გვერდზე :(
LikeLike
მეორედ გადახედვისთვის გცალია ახლა შენ? :)
LikeLike
წესით არა, მაგრამ დღეს შემეძლო :) უბრალოდ, ჩამეძინა :)
LikeLike
ძილს არაფერი ჯობია…. ზუსტად ვიცი.
კითხვები, ვფიქრობ, კარგი იყო. უინტერესო პაკეტი არ გამოსულა.
LikeLike
ევიტა თუ რაღც მაგდაგვარი
+1
:)
LikeLike
ჯესი განუმეორებელია!
LikeLike
მილანში ევიტა პერონს ხალხი ბოზო-ბოზოო უძახდა, რაც ძალიან არ მოწონდა (და ვერც გაამტყუნებ).
იტალიელმა ადმირალმა, რომელიც საპატიო ესკორტში იყო უთხრა:
– ნუ გაუწყრებით ქალბატონი – ხალხი ასეთი შეუგნებელია, მე აგერ უკვე 15 წელია ზღვაში არ გავსულვარ, მაგრამ მაინც ადმირალს მეძახიანო.
ისე, უდავოდ გამორჩეულად ნიჭიერი ქალი იყო.
და მადონაც ძალიან კარგია მაგ როლში.
LikeLike
დიპლომატიურ მიღებაზე, რომელიღაც ქვეყნის ელჩს ევიტას მარგალიტის ყელსაბამი მოსწონებია და უთქვამს, ნეტავ რამდენი ნიჟარის გახსნა დასჭირდა ამ მშვენიერების მოპოვებასო.
მხოლოდ ერთისო – უპასუხია ევიტას.
“ნიჟარა” სლენგზე რასაც ნიშნავს, აქ არ დავწერ – ზრდილობიანი ბლოგია და ბავშვებიც კითხულობენ :) :) :) :) :)
LikeLike
ეგ ადმირალიც კარგი ენამწარე ყოფილა :) რა ტაქტიანად შეუხსენებია წარსული :)
LikeLike
შენ ეგა თქვი :) 15 წელიო :)
LikeLike
უზრდელი დაე თანამდებობისთვის შეუფერებელი
LikeLike
ვორდპრესმა გაგაჩერა, ლორდ? ვორდპრესიც აპროტესტებს შენს ტროლინგს?
რას ერჩი მაგ პატიოსან კაცს? სიმართლე უთხრა.
LikeLike
WP-ში არ ვიყავი და ალბათ მაგიტომ. ანდროიდით შემოვედი და ვერ მიცნო.
LikeLike
ასე იცის ანდროიდების და სხვა დამპალ-კაპიტალისტური რაღაცების გამოყენებამ,,,
LikeLike
saintereso tema shegirchevia, molki. gvian vnaxe, torem albat gavriskavdi da vitamashebdi.
LikeLike
საინტერესო პაკეტი გამოვიდა :) არ ჩანდი ამ ბოლო დროს… ისე, თამაში ახლაც შეიძლება.
LikeLike
shvebulebashi viyavi da axlaxans davbrundi :) aq rogorc velodi, axali da saintereso postebi damxvda.
LikeLike
Welcome back! :)
LikeLike
კლეოპატრა
LikeLike