ღრმად კონცეპტუალურ პროზაზე წერა, იცოცხლე, კარგი საქმეა, მაგრამ, ვგონებ, არც იმის გახსენება იქნება ურიგო, რომ წიგნის მაღაზიებში, ბრედბერისა და ბორხესის გვერდით, სხვა ავტორების გვარებსაც ხშირად ვხედავთ ხოლმე. ზოგი პარნასის მწვერვალისკენ მიმავალ ბილიკზეა შერჩენილი, ზოგი მთის კალთებს ჩასჭიდებია წრიაპებით, ზოგი კი მოწყენილი სახით ჩამომჯდარა დაბლობზე და არ იცის, რომელ გზას დაადგეს…
რამდენიმე ხნის წინ შვედი მწერლის – კატარინა მასეტის რომანი – “ტიპი მეზობელი საფლავიდან” ჩამივარდა ხელთ. ჩამივარდა რა, რომელიღაც ბიბლიოივენთის დროს შევიძინე, სადაც, როგორც ჭეშმარიტ წიგნის ჭიას შეეფერება, სიახლეების ძებნაში გაფაციცებული დავსუნსულებდი. სათაურმა დამაინტრიგა, ანოტაციაც არ მომეჩვენა ცუდი, ჰოდა, სხვა ნადავლთან ერთად ჩავუძახე ჩანთაში.
თავიდანვე მინდა, გითხრათ, რომ კატარინა მასეტი კარგად წერს. უბრალოდ, გასაგებად, იოლად, ყოველგვარი პერფორმანსებისა და კრეატიული იდეების გარეშე. ახლა ისე ნუ გამიგებთ, თითქოს ზემოჩამოთვლილის საწინააღმდეგო მქონდეს რამე, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ხანდახან მარტივ ცხოვრებისეულ პრობლემებზე წერა (და კითხვაც) არც მავნეა და, მით უმეტეს, არც სამარცხვინო. მასეტიც ზუსტად ამ ტიპის მწერალია – შინაურული, ახლობელი და მყუდრო, როგორც ძველი, ჭრიჭინა სავარძელი შეშის ღუმელთან.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ წიგნში ბალზაკის ასაკის ინტელექტუალი ქვრივი – დეზირე ცხოვრობს. ბიბლიოთეკაში საბავშვო განყოფილებას ხელმძღვანელობს, ოპერის ხშირი სტუმარია, კრეატიული თანამშრომელი და, საერთოდ, “ზუსტად ეგეთი ტიპია, არავინ რო არ აძალებს და მაინც გაუთავებლად რო წიგნებს კითხულობს, თანაც სქელტანიანებს, წვრილშრიფტიანებს და უსურათოებს.”
დახასიათების ბოლო ნაწილი ჩემი არ გეგონოთ – სწორედ ასეთი აზრისაა ახალგაზრდა ქვრივზე ფერმერი ბენი, რომლის მშობლებს დეზირეს განსვენებული ქმრის საფლავის გვერდით დაუმკვიდრებიათ ადგილი. ორივე ჭირისუფალი სასაფლაოზე ხვდება ერთმანეთს და დანარჩენს უჩემოდაც მიხვდებით – ცა და დედამიწასავით განსხვავებულ ადამიანებს შორის ვნებიანი, გიზგიზა და ცეცხლოვანი რომანი იწყება.
მოკლედ, ყველაფერი იდეალურად აეწყობოდა, “პატარ-პატარა” პრობლემები რომ არა – დეზირეს ბინაში ბენის სული ეხუთება და ეჩვენება, რომ სექსი ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში აქვს; სოფლის სახლში ბოსლის, ნაკელის და მჟავე რძის სუნი დგას, თეთრეული საეჭვოდ გამოიყურება, დეზირეს კი წარმოდგენა არ აქვს, როგორ მზადდება ყველი და რანაირად იბრაწება გუფთები.
ბენი “პოლიციის აკადემიას” უყურებს და ჟურნალ “ლანდს” კითხულობს, მისი სატრფო – კონცეპტუალური შავ-თეთრი ფილმებით ტკბება და შოპენჰაუერს ფურცლავს; კაცს ყვავილებიანი შპალერი და ფოჩებიანი ფარდები მოსწონს, ქალს – მინიმალისტური დიზაინი და პასტელის ფერები…
როგორც ვხედავთ, საქმე მთლად კარგად არ არის, თუმცა შეყვარებულები სოციალურ-ინტელექტუალური წვრილმანებით გამოწვეული კულტურული შოკიდან ველური და ინტენსიური სექსის წყალობით გამოდიან. ამ საკითხში ორივე ისეთი მონდომებულია, ხანდახან მგონია, რომ “კამასუტრას” დისციპლინაში სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად იკლავენ თავს.
კატარინა მასეტის თუ დავუჯერებთ, ხმაურიანი, სკანდალებით და ვნებით გაჯერებული ურთიერთობა დეზირეს ორსულობით და მენდელსონის მარშით უნდა დამთავრდეს, მე კი მგონია, რომ ერთ მშვენიერ დღეს, პირველყოფილ ინსტიქტებზე გაფურჩქნული ვნება დაიყვავილებს, ბენის აფთიაქივით გაკრიალებული სახლი და ნახევარფაბრიკატების ჭამა მობეზრდება, დეზირეს კი საგანგებო საჩუქრად შერჩეული მიკიმაუსიანი საყურეები და იისფერი წინდები ისე ამოუვა ყელში, ბიბლიოთეკასავით წიგნებით სავსე ბინაში მარტო ცხოვრებას და კლასიკური მუსიკის თანხლებით მასტურბაციას ამჯობინებს.
მე ვამჯობინებდი.
აუცილებლად წავიკითხავ :)
LikeLike
წაკითხვად ნამდვილად ღირს, ნათია.
LikeLike
რამდენიმე თვის წინ ნიკა სამუშიამ მირჩია ”ქაბულელი წიგნებით მოვაჭრისა” და ამ წიგნის წაკითხვა. ნამდვილად არ ვინანე.
LikeLike
ნიკა ცუდს არ გირჩევდა :) “ქაბულელი” ნონ-ფიქშენია. თუ ასეთი ყაიდის წიგნები მოგწონს, ისიამოვნებდი ნამდვილად. მასეტზე… მასეტთან რაც არ მომეწონა, კი დავწერე აგერ :)
LikeLike
კიდევ რისი დამატება მინდოდა. დეზირესა და ბენის ურთიერთობა საკურორტო რომანივითაა, მხოლოდ შვებულება სამსახურიდან კი არა, ცხოვრებიდანაა აღებული.
LikeLike
საკურორტო რომანზე ნაკლებად პერსპექტიულიც კი მგონია… შეუძლებელია, ურთიერთობა ჰორმონალურ მომენტებზე აიგოს.
LikeLike
რა კარგად თქვით, მართლაც რომ ეგრეა და წიგნის ერთ-ერთი თავი სწორედ მასეც იწყება “Jag har vuxit ur mitt liv, kan behöva något nytt…” (ცხოვრება დამიპატარავდა, რაღაც ახალი მჭირდება..)
ეს წიგნი ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი მახსენდება, როგორც ჩემი პირველი მცდელობა მხატვრული ლიტერატურის თარგმანში.. გამოუცდელობის გამო მცდელობა მცდელობად დარჩა, თუმცა წლების მერე, დათოს თარგმანს რომ შევადარე ჩემი მცდელობა, მესიამოვნა იმდენად ახლოს იყო ჩემი თარგმანი მასთან..
ამ წიგნს გაგრძელებაც აქვს, “Familjegraven” (საგვარეულო საფლავი) ჰქვია
LikeLike
შვედური ენის და ლიტერატურის მცოდნეს სტუმრობა ბლოგზე განსაკუთრებით სასიამოვნოა :) აქ ლინდგრენს, სელმას, ლარსონს და საერთოდ, სკანდინავიური მწერლობას დიდ პატივს სცემენ.
ველქამ!
ვიცი, გაგრძელება, სამწუხაროდ, მხოლოდ რუსულ ენაზე, ქართული თარგმანი არ მოგვეპოვება და სხვათაშორის, ძალიან მძიმე დღეშია მანდ დეზირე-ბენის წყვილი. ქორწინებას მათთვის ხეირიანი არაფერი მოაქვს.
LikeLike
დიდი მადლობა ასეთი გულთბილი მიღებისთვის.. ამ დილით ბაკურმა მოიწონა თქვენი ბლოგი ფეისბუქზე და რომ შევყევი ვეღარ მოვწყდი. დიდი სიამოვნებით გადავიკითხე.. კარგი ბლოგი გაქვთ ძალიან.. მეც ვცდილობ ჩემს ბლოგზე ზოგადად შვედეთზე და შვედურ კულტურასა და ლიტერატურაზე წერას, თუმცა ხშირად ვზარმაცობ..
მეც ძალიან მიყვარს შვედური ლიტერატურა და ამიტომ მინდა მაქსიმალურად ბევრი წიგნი ვთარგმნო შვედურიდან, კარგია თუ მკითხველის ინტერესი არსებობს.. ეს დიდი სტიმულია მთარგმნელისთვისაც… იმედი მაქვს ჩემი თარგმანებიც მოგეწონებათ (ბლუშ)
პ/.ს ბენის და დეზირეს ისტორიის გაგრძელებას, თუ არ ვცდები, ისეთი დიდი წარმატება არც მოჰყოლია, როგორც პირველ ნაწილს და ალბათ სწორედ ამიტომაც მისი თარგმნით არ დაინტერესებულან ჯერ ქართველი გამომცემლები..
LikeLike
ლიკა, მთავარია, თარგმნოთ – შვედური ლიტერატურის დამფასებელი ჩვენთანაც ბევრი გამოჩნდება :)
LikeLike
მადლობა თქვენ და ბატონ ბაკურს :) ზუსტად ასეთი გამოხმაურებებია ჩემთვის დიდი სტიმული და ბლოგიც ასეთი მკითხველებისთვის არსებობს.
ახლავე ჩაგამატებთ ჩემს ბლოგროლში და ხშირადაც გესტუმრებით. სკანდინავია ჩემი დიდი სისუსტეა (ალბათ, ეტყობა კიდეც სარჩევს).
სხვისი რა გითხრათ და ჩემი მოკრძალებული აზრით, მასეტის მეორე წიგნი პირველზე ბევრად სუსტი გამოდგა. მეორე ნაწილი იშვიათად ამართლებს ხოლმე.
LikeLike
იმედია გამომცემლების ინტერესიც იქნება, მხოლოდ მთარგმნელი ძნელად გავა ფონს, წიგნი ვინმემ თუ არ გამოსცა.. მაგრამ იმედია გამომცემლებიც გააქტიურდებიან..
მადლობა თქვენ, რომ არსებობს, ძალიან ვისიამოვნე ამ დილით და იმედია კიდევ ბევრი ასეთი დილა და საღამო მელის წინ თქვენი ბლოგის წყალობით ^^
LikeLike
პირიქით, თქვენ მადლობა :)
ახლახანს ვიყავი თქვენთან სტუმრად. ლარსონზე პოსტითაც ვისიამოვნე.
აქაც ახალი პოსტი მილენიუმის საგაზეა – ასე დაემთხვა, ბოლო პოსტები “სკანდინავიურები” გამოდგა – კარლსონი, მასეტი და “გოგონა დრაკონის ტატუთი”.
და შვედური ლიტერატურის ექსპერტიც მეწვია სტუმრად :)
LikeLike
ექსპერტი ნამდვილად არ ვარ (ბლუშ), უბრალოდ სხვაზე ცოტათი მეტი შვედური წიგნი მაქვს ორიგინალში წაკითხული, მეტი არაფერი :) ვნახე თქვენი კომენტარი ჩემს პოსტზე და ძალიან გამიხარდა. გაწაფული ბლოგერი ნამდვილად არ ვარ, ბევრ ფუნქციაში დღემდე ვერ გავერკვიე და შეძლებისდაგვარად ვცდილობ ინტერატქიული ბლოგი მქონდეს, ამიტომ ყველა კომენტარი ძალიან მახარებს..
ახლა კიდევ ერთი წიგნს ვთარგმნი, რომლითაც ჯერ ბატონი ბაკური ვერ დავაინტერესე, მაგრამ თავად მე იმდენად მომწონს, რომ ჩემთვის ვერთობი. მოვიცლი და ბლოგზეც დავწერ პატარა ანოტაციას :)
LikeLike
ზუსტად წუხელ წავიკითხე “საგვარეულო საფლავი” და იმედგაცრუებული დავრჩი. რუსული თარგმანი იყო კატასტროფული, თხრობა რაღაცნაირი ნაჩქარევი და მოჭმუჭნული, საერთო სიტუაცია და ფინალი კი სწორედ ისეთი, როგორსაც ვვარაუდობდი. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა, ავტორი პირველ წიგნზე გაჩერებულიყო – ნაკვალევიც ვერსად ვნახე იმ თბილი და მართლა ძალიან შინაურული წერის სტილისა, რამაც “ტიპი მეზობელი საფლავიდან” მომაწონა :(
LikeLike
საინტერესოა.. მეც მომწონს მსგავსი ტიპის წიგნები, პერიოდულად გემრიელად მეკითხება და უკმაყოფილოც იშვიათად ვყოფილვარ.რაც შეეხება ბოლოს, მოლი, მეც იმავეს ვამჯობინებდი :))))
LikeLike
უჰ :) პოსტის პროვოკაციული დაბოლოება სკანდალს ააგორებდა, მეგონა და ახლა ასე აღარ მეშინია :)
LikeLike
მე გადავყლაპე ნერწყვი … გაჭირვებით :):)
LikeLike
აჰა :) ხომ ვამბობდი :) :) :)
LikeLike
ნუ, კი გასაგებია ფინალი, მაგრამ კარლსონის ემოციები მქონდა გადმოყოლილი აქამდე და ცოტა არ იყოს, შევცბი :)
LikeLike
ემანუელ არსანის შემოქმედებაზე რომ დამეწერა, შეცბუნება მერე გენახა, თამარა :)
LikeLike
:D:D:D ამ ბლოგის მკითხველებისგან ეგ ნაკლებადაა მოსალოდნელი, მოლი. მეც ამომივიდოდა ყელში და აუცილებლად გავაპროტესტებდი ..
ბოლო ნაწილს სწორედაც რომ ამშვენებს ეგ აზრი! :D
LikeLike
მე ბლოგოსფეროში საუკეთესო მკითხველი მყავს :) მაგრამ ასეთ პროვოკაციებს აქამდე არ მივმართავდი და…
LikeLike
სათაური მართლაც დამაინტრიგებელია, შინაარსი თითქოს ყოველდღიური, მაგრამ მაინც საინტრესო საკითხი.
LikeLike
სათაურს პროზაული ახსნა აქვს, მარი… სიუჟეტი მართლაც ყოველდღიურია და ამით საინტერესო. “ვარის სახელს”, “ფუკოს ქანქარას”, “მე წითელი მქვიას” და “ფლამანდური დაფას” დროდადრო, ასეთი რაღაცებიც უნდა შეურიო… სხვა თუ არაფერი, დაისვენებ მაინც.
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე.
LikeLike
ეგ წიგნი მეც მაქვს წაკითხული და ქორწინება სად დაინახე ბოლოს ძალიან მაინტერესებბს ;:დდ
LikeLike
დაკვირვებით არ წაგიკითხავს, თორემ შენც დაინახავდი.
LikeLike
))))))))))) მეც ვამჯობინებდი მოლი.
LikeLike
D’accord! :)))
LikeLike
მოლი, საიდან ამდენი პესიმიზმი?
მე იმედი მაქვს, რომ:
მიკიმაუსიანი საყურეებით და იისფერი წინდებით არავინ ”გაგანებივრებთ”;
с иммунной системой ребенка все будет потрясающе прекрасно;
ბიბლიოთეკასავით წიგნებით სავსე ბინაში განმარტოვებით ყოფნითაც არაერთხელ მიიღებთ სიამოვნებას, კლასიკური მუსიკის მოსმენითაც ხშირად დატკბებით და…
ბრიტანეთშიც იმოგზაურებთ ხოლმე… რჩეულთან ერთად… ვისკის დასაგემოვნებლად და ეგზოტიკისათვის.
რაა საჭირო ამისათვის?
ჩემგან არ გესწავლებათ, არც გასწავლით, რა ხდება ხოლმე, ამას შეგახსენებთ მხოლოდ:
”откуда ни возьмись является серый гном и подсказывает герою волшебное заклинание.
Надо держать ухо востро и не пропустить этого гнома.”
P.S. არ მქონდა წაკითხული, დამაინტერესა პოსტმა და წავიკითხე, საინტერესო მომეჩვენა, არაა გამორიცხული კვლავ გადავიკითხო, სკანდინავიელთა ეთნოფსიქოლოგიის რაღაც შტრიხები ძალიან ემსგავსება ჩვენსას.
LikeLike
მეც იმედი მაქვს :)
მიკიმაუსები ნამდვილად არ უჩუქებიათ :) ირლანდიურ სტილში გადაწყვეტილი “ზიპო” მაჩუქეს. მწვანე, ულამაზესი სამყურით და რა თქმა უნდა, ზიპოს რომ ეკადრება, ისეთი ხარისხით, ეკოს ტომი და ოცწლიანი “გლენი” – ეს ბოლო საჩუქრებია.
ჩემს მეგობარს შესაშური გემოვნება აქვს, რითაც დეზირეს ბენი ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.
პესიმისტურად ზუსტადაც რომ მაგ წყვილის მომავალს ვუყურებ. ბავშვზეც საუბრობენ და “ოსანას” პირველ ხმას ვასწავლითო, გეგმავენ, ბენი ბებერ ჯადოქარსაც ელოდება, კიდევ ორი შანსი რომ მისცეს, მაგრამ არა მგონია… შეუთავსებლობა მაინც შეუთავსებლობაა.
რუსულად წაგიკითხავთ, ბატონო რაულ :) მიხარია, პოსტმა ასე რომ დაგაინტერესათ.
LikeLike
კი, რუსულად წავიკითხე ( http://libtxt.ru/chitat/masetti_katarina/7467-Paren_s_sosedney_mogili.html ), ქართულად არც მიცდია ძებნა, რომ მეცადა და ეს მენახა ( http://www.youtube.com/watch?v=SDIVILZeV-0 ), აღარ წავიკითხავდი პოსტის მოწონების მიუხედავად. როგორც წესი, სწრაფად ვკითხულობ და შემდეგ მივუბრუნდები ხოლმე დაინტერესების შემთხვევაში. დღეს მივუბრუნდი, უფრო იმ ნიუანსების დასაზუსტებლად, რაც წინააღმდეგობრივად ჩამრჩა გონებაში: ხუთი თვის გარდაცვლილი ქმარი ჰყავდა და დაქალი მიმართავს,- რამდენი წელია სექსი არა გქონიაო, ჩვენთან (საბჭოთა კავშირში) სექსი არაა, ბავშვზე დავფიქრდით მე და ჩემი ქმარიო, ვერ მოვახერხეთ გარდაიცვალა, კაცთან აღარ ყოფილა ბენთან შეხვედრამდე, ბენს პრეზერვატივებით სავსე ჯიბე დაუცარიელდა და სახლისაკენ მიმავალმა ახალი მარაგის შეძენა გადაწყვიტა, მე სპირალი და(გამო)ვხატეო, დეტალებია, მაგრამ…
რას ერჩით ბენს, შეუხედავი კი ყოფილა, მაგრამ… დეზირას ლამის თითის წვერით თუ შეეხები ისეთ ადგილებში, რომელი ადგილებიც მე ჩასაბღუჯი და მწყურვალესათვის წყაროს წყალივით დასაწაფებელი მგონიაო, უფერო და უხორცოაო, – გულისტკივილით არ აღნიშნავს განა ბენი? სამაგიეროდ სექს-გიგანტი ყოფილა ბენი, ამას ხომ არ უკარგავს დეზირა ბენს? რაც მთავარია, კვერცხუჯრედებს შორის ხომ მაქსიმალურად შესაძლებელი ჰარმონია იქნა მიღწეული?
საყოფაცხოვრებო დონეზე შეუთავსებლობლობას ვერ გაექცეოდნენ, თორემ… ემანუელა მეუღლეს შესანიშნავად ეთავსებოდა ყოფით დონეზე, მაგრამ კვერცხუჯრედების ”სისხლის ყივილი” რომ იწყებოდა და მასში ძუ იღვიძებდა… არასაკმარისი იყო შეთავსებულობა… მეუღლე გრძნობდა ამას და… ხვადების მოძიებაში ეხმარებოდა.
რთულია ცხოვრება… აბსოლუტური შეთავსებულობა, ალბათ, შეუძლებელია, ვინ რის ნაკლებობას უნდა შეეგუოს, ან როგორ ამოავსოს არსებული სიცარიელე, ამის განსაზღვრა და რეცეპტის შეთავაზებაც შეუძლებელია, ძალზედ ინდივიდუალური მგონია მე ეს საკითხი. დეზირა და ბენი ვერ შეეგუენ ერთად ცხოვრებას, დეზირაც და ბენიც მხოლოდ ერთმანეთთან სექსის დროს განიცდიდნენ ნეტარებას…
LikeLike
ბოლო აბზაცით, ფაქტიურად, ჩემს სათქმელს ამბობთ, ბატონო რაულ. თუმცა, ბენის ოპტიმიზმი რომანის ფინალში მაფიქრებინებს, რომ მასეტი წყვილის დაოჯახებას აპირებს.
ეს ყველაფერი ღრმად ინდვიდუალურია, ამაშიც გეთანხმებით. მეც ინდივიდუალურ, საკუთარ აზრს ვწერ აქ – ასეთი წყვილი ჩემთვის წარმოუდგენელია :) და აქ კომპრომისის ხელოვნება საქმეს ვერ უშველის.
LikeLike
დავინტერესდი. ნეტავ რეალობაში თუ არსებობენ ასეთი წყვილები
LikeLike
ასე გადაჭრით თქმა გაძნელდება, მარი, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ უფრო არა, ვიდრე კი.
ძალიან ძნელია, ადამიანთან ურთიერთობის აწყობა, თუ რადიკალურად განსხვავებული ფასეულობათა სისტემა გაქვთ. ინტიმი – მითუმეტეს…
LikeLike
წაკითხული არ მაქვს და ძალიან დამაინტერესა. პირადად მე დეზირეს ადგილზე არც კი შევხედავდი კაცს რომელიც ჩემს ინტელექტუალური დონეს იმით აფასებს რომ ყველას ეუბნება დეზირე სქელ, უსურათებო და წვრილშრიფტიან წიგნებს კითხულობსო. ვფიქრობ მათი პრობლემა ისაა რომ ყველაფრის გასაღებად სექსს თვლიან, რაც ასე არაა. მათი სექსუალური ცხოვრება ერთი საქმეა , მეორე კი უბრალო ყოველდღიური პროზაულობა რომელშიც ერთმანეთისთვის ადგილი არ აქვთ. მე რომ დეზირეს ადგილზევიყო სულ იმ უსურათებო-წვრილშრიფტიან-სქელი წიგნების რტყმით გავაცილებდი “ყველა წიგნი ნაგავია” – ს პოზაში ჩამდგარ საყვარელს :)
LikeLike
მე ასეთი სექსისაც არ მჯერა, თაია. ვნება ტვინის ხვეულებში იბადება. რაღაც მეძნელება პარტნიორად იმ ადამიანის წარმოდგენა, ვისაც ჩემი ფანტაზიები არ ესმის, სისულელედ ან პერვერსიად მიიჩნევს.
და ეს მხოლოდ ინტიმი… დანარჩენიც ხომ არსებობს. ჩემს ბიბლიოთეკას და მაგნიტების კოლექციას ამრეზით რომ შეხედავს და ეს ნაგავი რაში გჭირდებაო, მეტყვის, თავში წიგნის ჩარტყმით ნამდვილად ვერ გადარჩება :)
თუმცა, ამ მხრივ ყველაფერი უკვე მოგვარებულია :)
LikeLike
მაგნიტებს და წიგნებს თავი რომ დავანებოთ, ნაგავს რომ ვაგროვებდე საკოლექციოდ თუ ჩემს თარგზეა გამოჭრილი გამიგებს. სხვისი არ იცი და დეზირეს უნდა ეპოვა ნახევარფაბრიკატების მოყვარული, ინტელექტუალური და ბიბლიოფილი კაცი :) სსვათ შორის ასეთი ადამიანი არც პრობლემას ქმნის და ცხოვრობთ ერთად წიგნებით გამოტენილ ბინაში :)
LikeLike
ზუსტად :) ბენს – ნატურალური პროდუქტების მოყვარული, გამრჯე, ჯანმრთელი, ლოყებღაჟღაჟა ფერმერის ქალიშვილი და ისინიც მშვენივრად გაუგებდნენ ერთმანეთს.
იმას არ ვამბობ, ერთი კარგია და მეორე ცუდი მეთქი. ორივე კარგია, ოღონდ – თავის ადგილზე.
LikeLike
თაია, ხანდახან არ მჯერა, რომ მხოლოდ ცამეტი წლის ხარ :)
LikeLike
ცამეტი წლის მე ასეთი ჭკვიანი არ ვიყავი :)
LikeLike
არც მე :)
LikeLike
ახლა თაიას სკოლაში რა გემრიელად ასლოკინებს…
LikeLike
მადლობა, მერი , მოლი :) სლოკინს რაც შეეხება, მართალი ხარ მოლი, სხვათა შორის მეც იმას ვარკვევდი ვინ მახსენებდა :)
LikeLike
მე, მერი და თამარა :) :) ჩვენ დაგვაბრალე :) :)
LikeLike
ვეთანხმები თაიას,ზუსტად იგივე აზრი გამიჩნდა მეც. :)
LikeLike
თაიამ ჩვენი სათქმელი გაახმოვანა :)
LikeLike
არც თუ ცოტა ასეთი წყვილი მინახავს ირგვლივ, მაგრამ ბედნიერი – არც ერთი. ამგვარი ურთიერთობები, როგორც წესი, ან განქორწინებით მთავრდება, ან – ადიულტერით. ისეთი შემთხვევებიც არის, როცა ორივე მეუღლე ბედს ეგუება და სოციალური თუ მენტალური მოსაზრებების გამო უბრალოდ თანაარსებობს ერთ ჭერქვეშ.
მასეტი კი მართლა კარგად წერს, წიგნი ძალიან მომეწონა, ღიმილ–ღიმილით წავიკითხე. თარგმანიც არაჩვეულებრივია, უნდა ითქვას. დასანანი ის არის, რომ რელურ ცხოვრებაში ამგვარ წყვილს მინიმალური პერსპექტივა აქვს.
მშვენიერი პოსტია, მოლი :) ფინალი – უკეთესი :)
LikeLike
ჩემს სათქმელს ამბობ, მერი :) ძალიან ძნელია, ასეთმა წყვილმა ჰარმონიული და ბედნიერი ოჯახი შექმნას. ამას კომპრომისის ხელოვნებაც ვერ უშველის.
ფინალის აღნიშვნის და მოწონებისთვის – განსაკუთრებული მადლობა :)
LikeLike
რაღაცა კომენტარების დატოვება ჭირს თუ მეჩვენება?
LikeLike
აშკარად ჭირს და ვორდპრესი ჭირვეულობს საშინლად :( :(
LikeLike
ბენს ჰყავდა გვერდით ასეთი ფერმერი ქალიშვილი, დეზირეს კი – ინტელექტუალი და მომხიბვლელი ქმარი, მაგრამ ვერ ააწყვეს ურთიერთობები. პლიუს–მინუსის ამბავი გავიწყდებათ, სწორედ ისინი იზიდავენ ერთმანეთს. :)
მართლა არ გინახავთ “შეუთავსებელი” წყვილები? რამდენიც გინდათ, იმდენია. აუცილებელი არ არის ზუსტად ფერმერი და ბიბლიოთეკარი იყოს. რამდენია თბილისში გაზრდილი, მაგრამ განსხვავებული გემოვნების და აღზრდის მქონე ადამიანებისგან შემდგარი წყვილი. პირადად ვიცნობ – თანაკურსელის ოჯახს, მამა მესტიიდან – არაფრით დარჩა თბილისში, დედა– თბილისელი, შეუყვარდა და დღემდე მესტიაში ცხოვრობს, აბსოლუტურად შეიცვალა ცხოვრების წესი.
სექსუალური შეთავსება თუ არ არსებობს, რამდენიც გინდათ, ისაუბრეთ მაღალ მატერიებზე :)
LikeLike
გასხვავებული გემოვნება ერთია და შეუთავსებლობა მეორე. ჩემს მეგობარს სტრუგაცკები არ მოსწონს, მე – საუკეთესო საიენს ფიქშენად ვთვლი, მაგრამ ეს ხელს არაფერში გვიშლის.
წიგნის კითხვა დროის ტყუილი ხარჯვააო, ამ პოზიციას რომ იცავდეს და მეც იგივეს მიქადაგებდეს, არაფერი გამოგვივიდოდა.
პროფესიას, საცხოვრებელ ადგილს და ასე შემდეგ მნიშვნელობა არ აქვს. უფრო სწორად, აბსოლუტურად განმსაზღვრელი ინდიკატორი არ არის. მე ბათუმში ვარ დაბადებული და ჩემი ნაცნობებიდან ახლავე დაგისახელებთ ათს მაინც, საჯაროში ერთხელაც რომ არ არის ნამყოფი.
გამონაკლისი რომ წესს ამტკიცებს, ეს წესიც არავის გაუუქმებია ჯერ.
LikeLike
გემოვნება არაფერ შუაშია, შეიძლება, ერთს როკი მოსწონდეს, მეორეს – ოპერა, ერთი სამეცნიერო ფანტასტიკას კითხულობდეს, მეორე – დეტექტივებს და ასე შემდეგ… სექსუალური ჰარმონიაც ფრიად საწირო და მნიშვნელოვანი ასპექტია, მაგრამ თუ საწოლის მიღმა საერთო არაფერია, ძნელი წარმოსადგენია, ასეთმა ურთიერთობამ ბედნიერება მოიტანოს. მოწიფულ ადამიანებს ჩემგან არ ესწავლებათ, რომ თუნდაც ყველაზე არაჩვეულებრივი, ფეერიული და შეთავსებული სექსი წლების გამავლობაში ხუნდება და ნაკვერჩხალივით ინავლება. სწორედ ამ დროს ხდება ურთიერთობის და გრძნობების შენარჩუნება სულიერი სიახლოვის და თანაბარი მენტალურ–ინტელექტუალური დონის ხარჯზე.
LikeLike
ინტელექტი თავისუფალ აზროვნებას გულისხმობს. თავისუფალი აზროვნება – შენგან განსხვავებულის მშვიდად აღქმას და მიღებას (მინიმუმ), ასეთ დროს ჰარმონია ბევრად იოლად მიიღწევა.
რაც შეეხება ინტიმს, ეს იმდენად სენსიტიური სფეროა, აქ სრული გაგების გარეშე ხანმოკლე ფეიერვერკიც არ გამოვა.
ჩემთან ასეა და სხვასთან ვერაფერს მოგახსენებთ…
LikeLike
და ისე, თუ ვინმეს მოკლევადიანი ფოიერვერკი ნებავს, რასაკვირველია, დეზირე–ბენის დუეტი სავსებით რეალურია :)
LikeLike
როგორც ჩანს, ჩემი კომენტარი ყურადღებით არ წაგიკითხავთ. მე გემოვნებაზე არ ვსაუბრობდი. სულ თავიდან დაიწყეთ – ბენისა და დეზირეს ძველი წყვილები გაიხსენეთ. მათ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო (სასაუბრო თემებიც ბედნიერი სიბერის გარანტად), თუმცა…
სიტყვა “გემოვნების” გარდა ჩემს კომენტარში შეთავსებაზეც უნდა გეპოვათ რაიმე :)
სხვების ბედნიერების რეცეპტის შედგენა ადვილია, რეალური ცხოვრება კი სხვა. მოკლედ, თავს არ შეგაწყენთ :)
LikeLike
არა, პირიქით, დიდი ყურადღებით წავიკითხე. გემოვნებაზეც აღმოვაჩინე მინიშნება და მესტიელ-თბილისელობაზეც. შეუთავსებლობაც იყო ნახსენები და ზუსტად იმიტომ ვთქვი – ჩემთვის ასეთი შეუთავსებელი წყვილის სექსუალური შეთავსება, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებმოსალოდნელია მეთქი. “სექსუალური შეთავსება თუ არ არსებობს… ” ერთი წინადადება იყო თქვენს კომენტარში, სხვა არაფერი და მეტის ძებნა ნამდვილად არ დამიწყია.
თუ დააკვირდებით, სხვისი ბედნიერების რეცეპტს აქ არ ვადგენ და ყველაზე მეტად ზუსტადაც რომ რეცეპტების შემდგენელი ყოვლისმცოდნეები არ მესიმპატიურება.
მე მხოლოდ ჩემი აზრი დავწერე ერთ კონკრეტულ წიგნზე. რეალურ ცხოვრებას ყველამ თავისას მიხედოს – ეს ნაკლებად მაინტერესებს.
რას ბრძანებთ, რისი თავის შეწყენა, მობრძანდით, როცა გაგიხარდებათ :)
LikeLike
გამოდის, ბედნიერების რეცეპტი მხოლოდ ჰარმონიული სექსი ყოფილა :D სწორედ რომ რეალური ცხოვრებაა სხვა და დეზირეს ტიპის ქალი წერა–კითხვის უცოდინარი კაცის საზოგადოებაში მხოლოდ წიგნებში თუ იგრძნობს თავს ბედნიერად.
LikeLike
კი , ბატონო, იყოს სექსი და ინტიმი მაგრამ სახლში საწოლის გარდა სხვა ნივთებიც რომ არსებობს რატომ გვავიწყდება. რაც არ უნდა ვნება და ლტოლვა ჰქონდეს წყვილს ასაკი თავისას შვება. დეზირე-ბენს ისეთი ბოლო უჩანს, რომ ერთმანეთს შერჩებიან უსარგებლო ტომრებივით და 80 წლის ასაკში როცა “ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები” – ს სინდრომი დაეწყებათ, მაშინ მოუნდება ამაღლებულ თემებზე საუბარი პლიუს-მინუსს, მაგრამ ერთ დროს მოკლევადიან ფოიერვერკზე (მერის ვციტირებ ;) ) დაიმედებულ წყვილს ისევ ვალიდოლის წუწვნა და იმაზე ოხვრა მოუწევს თუ როგორი თავქარიანები იყვნენ ახალგაზრდობაში.
ისე მე თუ მკითხავთ, განსხვავებული წყვილების ჰეფი ენდი მარტო კინოებშია და მიუხედავად იმისა რომ ეს ისტორია ლამაზად ჟღერს, არც ერთი თავმოყვარე ქალი არ ჩაუგორდება საწოლში მამაკაცს, რომელიც საჩუქრად მიკი მაუსის საყურეს ჩუქნის :)
LikeLike
მართალი ხარ, თაია :) ბოლო დასკვნა განსაკუთრებით მომეწონა :)
LikeLike
როგორ დამთავრდა, მოოლ :დ :*
LikeLike
დეზირე ბენს უმხელს, ბავშვი მინდაო. თუ გინდა, დარჩიო, თუ არა, უშენოდაც ბედნიერი ვიქნებიო.
ბენი მტკიცედ მოტივირებულია – თუ ყველაფერი გამოვიდა, ბავშვს “ოსანას” პირველ ხმას ერთად ვასწავლითო. მეიქ-აპ სექსიც აქვთ – ხელიხელჩაჭიდებულები დეზირეს საძინებელში გადიან, ოღონდ იქ რა ხდება, ბენი არ ამხელს – რომელი ნობელის პრემიის ლაურეატი მე ვარ, მაგ ოთახში რა მოხდა, მოგიყვეთო.
ჰეპიენდია.
LikeLike
ჰო, ფინალი აშკარად ოპტიმისტურია – ბენს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ თავის “კიბორჩხალას” ხელიდან არ გაუშვებს :)
LikeLike
კიბორჩხალაზე უარს არ ვიტყოდი ახლა… ამბობენ, ქათმის თეთრი ხორცივით გემრიელიაო :)
LikeLike
პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ სათაური მართლაც ძალიან დამაინტრიგებელი აქვს.
სიამოვნებით წავიკითხავდი, ზოგჯერ მარტივად საკითხავ წიგნს არაფერი ჯობია.
დასარულის მოლისეული ვერსია მომწონს მე.
LikeLike
სათაურისთვის კატარინას პლუსი, დასასრულის მოწონებისთვის – შენ მადლობა, ფინიკი :) გამიხარდა :)
LikeLike
რატომ, რატომ მიგროვდება ამდენი წასაკითხი წიგნები. და უმეტესობას მოლის ბლოგიდან ვიგებ: ))
არა ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,. უბრალოდ ამ გამოცდებს გადავივლი და მერე გონებას გავხსნი საკითხავად <3
LikeLike
წასაკითხი წიგნების სია რომ გეზრდება, ჭიამარია, ეს ძალიან კარგია :) და სიახლეებს აქ რომ იგებ, გაგიკვირდება და ესეც ძალიან მომწონს :) :) :)
შენ გამოცდებს დროს ნუ მოაკლებ, მთავარი გამოცდებია, გემრიელად ჩაამთავრე და წიგნების დრო ყოველთვის იქნება :)
LikeLike
ოჰო, აქ ერთი ამბავია!!! :დ :დ :დ უკომენტაროდ! მაგრამ ფაქტია ასეთი ინსტიქტურ ველურ ვნებაზე დასული ურთიერთობა საზიზღრობაა, რასაც სიყვარული ნაღდად არ ეთქმის (გეთანმხები)! :) :) :)
LikeLike
არაფერი განსაკუთრებული :) უარესს ველოდი :)
ვნება ძალიან მნიშვნელოვანი რამ მგონია, ცოტნე. სექსის გარეშე სიყვარული, უბრალოდ, არ არსებობს და რაც უფრო ველური, თავისუფალი და აღვირახსნილი იქნება ეს სექსი, მით უკეთესი (წყვილს შორის, რა თქმა უნდა). მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ თუ ორ ადამიანს საერთო ინტერესები მინიმალურად გააჩნია, მათი ინტიმი ღრმად მოსაწყენი იქნება და მალევე ჩაიფერფლება.
ეს არის და ეს :)
LikeLike
ხო მეც ეგ ვიგულისხმე ანუ მხოლოდ ამ ვნებაზე დასულითქო. :) :) :) ამას პლუს თუ საერთო ინტერესებიც აქვს, მაგას რა ჯობია! :) :) :)
LikeLike
ნუ, ჰო :)
LikeLike
მოლ უკარგესი პოსტია, არა საერთოდ შენ რაზეც უნდა დაწერო ადამიანს აუცილებლად წაკითხვას მოანდომებ <3 <3
ამ საკითხში ორივე ისეთი მონდომებულია, ხანდახან მგონია, რომ “კამასუტრას” დისციპლინაში სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად იკლავენ თავს.-ამაზე ვიხოხე :დ :დ
LikeLike
საუკეთესო დახასიათებაა ლიტერატურული ბლოგისთვის :) :) :)
დანკე!
LikeLike
მე მაინც მგონია რომ ავტორი გულშემატკივრობს წყვილს და სურვილი აქვს მათი საქმეები კარგად წავიდეს, მაგრამ თავადაც ნაკლებად სჯერა ამის და ამიტომ ცოტა ბუნდოვან დასასრულს გვთავაზობს.
ბენის და დეზირეს მხოლოდ ბიოქიმია თუ გადაარჩენს, მათ ხომ ერთმანეთი ისე შეუყვარდათ რომ ერთი სიტყვაც არ ჰქონდათ ნათქვამი. თუ არადა როგორც მახსოვს ბენიც კითხულობს წიგნებს – ძროხებზე. კლასიკური მუსიკა კი მოგეხსენებათ როგორ კარგად მოქმედებს მეცხოველეობის დარგის განვითარებაზე. ასე რომ წიგნებით სავსე ოთახში კლასიკური ჰანგების თანხლებით მასტურბაციამ, შესაძლოა ძროხების სადგომში, თივის ბულულზე გაჩაღებულმა გიჟურმა სექსმა ჩაანაცვლოს ძროხების ბღავილის ფონზე. :)
სერიოზულად თუ ვიტყვი, ჩემთვისაც ძნელად წარმოსადგენია ხანგრძლივი ურთიერთობა და სიყვარული მხოლოდ ვნების ხარჯზე.
პ.ს. წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება ცოლმა რომ ცხელი და მურიანი ტაფა წიგნზე დადოს.
LikeLike
როგორ ხარ? საუკუნეა, არ გამოჩენილხარ :) აგერ, ვორდპრესმაც ვერ გიცნო.
დაუბრუნდი ბლოგოსფეროს?
ჩემთვისაც ძნელი წარმოსადგენია და ამას ვამბობ პოსტით და კომენტარებით მთელი დღეა… ერთ აზრზე ვყოფილვართ.
პ.ს. არც მე მინდა.. თუმცა, იოლი წარმოსადგენია :( საწყალი ტაფა და საწყალი ცოლი…
LikeLike
მადლობა, ნორმალურად ვარ. უბრალოდ კომენტარის გაკეთება მომინდა. :)
LikeLike
ძალიან კარგი.
LikeLike
მოლი, ფინალმა შოკში ჩამგდო : )
LikeLike
აბსოლუტურად გულწრფელად დავწერე :)
LikeLike
ისე აღწერე ამ წიგნის წაკითხვის სურვილი გამიჩნდა…. : )
პ.ს შენი ბლოგი მომწონს და ჩემი სახით კიდევ ერთი მკითხველი შეიძინე… : )
LikeLike
გამახარე :) ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩემმა პოსტმა ამ წიგნის წაკითხვა მოგანდომა, მეორეც, იმიტომ, რომ ახალი მკითხველის შემომატება ყოველთვის ფრიად სასიამოვნოა :)
LikeLike
:) :*
LikeLike
მოლი აბა ამ კომენტარს თუ უპასუხებ ? :)
LikeLike
ვერ მიგიხვდი… ისე, კომენტარი უპასუხოდ არასოდეს დამიტოვებია.
LikeLike
ძალიან კარგი პოსტია, ზუსტად გადმოსცემს წიგნის განწყობას. ჩემის მხრივ იმას დავამატებდი, რომ შვედეთში (ავტორი შვედია) წიგნი სუპერპოპულარული იყო – სასწაული ბესტსელერი.
და კიდევ ორი პატარა, უმნიშვნელო შენიშვნა – ბენი–ს და მასეტი–ს, ერთი სახელიც და მეორე გვარიც ხმოვანფუძიანია.
საუკეთესო სურვილებით – წიგნის მთარგმნელი.
LikeLike
უღრმესი მადლობა შეფასებისთვის და განსაკუთრებით, შენიშვნებისთვის – ასეთი დაკვირვებული მკითხველი ათმაგად ფასობს. ახლავე შევასწორებ.
ერთსაც დავამატებდი – ინტერნეტში მასეტის მეორე წიგნი მოვიძიე, “საოჯახო საფლავი”, “ტიპის” გაგრძელებად ითვლება, კითხვა დავიწყე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენს ნიშნავს ხარისხიანი ქართული თარგმანი – “ტიპი” რუსულად რომ ჩამვარდნოდა ხელთ, ალბათ მეხუთე გვერდზე მივატოვებდი.
LikeLike
სტაჟიანი ბლოგერი არც მე ვარ, ლიკა.. სულ რაღაც მეცხრე თვეა, ვწერ. დრო მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი ნამდვილად არ არის.
დაველოდებით ანოტაციას შენს ბლოგზე :)
LikeLike
საინტერესოა პოსტი და წიგნმაც დამაინტერესა : ))) წავიკითხავ ^^
LikeLike
მაგას რა სჯობია…
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე!
LikeLike
მე მაქვს ეს წიგნი წაკითხული და ძალიან კარგი წიგნია!
LikeLike
ნამდვილად!
LikeLike
მე და ჩემი მეგობარი ვაპირებდით წაკითხვას ამ ზაფხულში, მაგრამ გვითხრეს არ გირჩევთო და თქვენ მირჩევთ? :)
LikeLike
გირჩევთ, თუნდაც გემრიელი ქართული თარგმანის ხათრით. ესეც არ იყოს, თავად წიგნიც საინტერესოა.
LikeLike
მაშინ წავიკითხავთ :) მადლობთ! :)
LikeLike
რისი მადლობა :) მერე, თუ არ დაიზარებთ, ორიოდე სიტყვით თქვენი შთაბეჭდილებები დაგვიტოვეთ აქ.
LikeLike
აუცილებლად :)
LikeLike
D’accod!
LikeLike
ფინალი მართლაც შთამბეჭდავი იყო :-)
ისე კი, სიამოვნებით წავიკითხვდი ამ წიგნს, მით უმეტეს, ფრიად საინტერესო ერთგვარი ანოტაცია გაუკეთე.
საერთოდაც, მომენატრა შენი ბლოგი :-* დავუვლი ახლა გამოტოვებულ პოსტებს ;-)
LikeLike
ცოტა ზევით, მთარგმნელის კომენტარია. ყველაზე უფრო ის გამიხარდა, დათოც რომ მეთანხმება შეფასებებში.
LikeLike
ხო, ვნახე :-)
მაგის ცოტა ზემოთ სხვა კომენტარიც ვნახე, ანონიმური და გამეცინა :-D
LikeLike
აა :) ეგ დრამატული ისტორია იყო. რამდენიმე სტაჟიანმა ბლოგერმა – ყველა კომენტარს პასუხობს და რეიტინგს ამით იმაღლებსო.
LikeLike
ხო, შემთხევით წამოვკარი ყური სადღაც და გავბრაზდი ცოტა არ იყოს.
მე ვთვლი, რომ ეს ყურადღებაა. თვითონაც ყველა კომენტარს ვპასუხობ, თუნდაც ერთი ცალი სმაილი იყოს.
მე არ მომწონს ის ბლოგები, სადაც ჩემს აზრს უყურადღებოდ ტოვებენ, შესაბამისად, ვცდილობ თვითონაც არ გავაკეთო ანალოგიური.
LikeLike
თავიდან მეც გავბრაზდი და მერე დავიკიდე – ვნახე, ვინც წერდა და მათი აზრი ჩირადაც არ მიღირს.
ყურადღებაა, რა თქმა უნდა. საშინლად არ მომწონს, ტაშის დამკვრელის როლში რომ ვარ, რაღაცას ვწერ და არავინ მპასუხობს და საკუთარ ბლოგზე იგივე რატომ გავაკეთო?
LikeLike
მართალი ხარ. მეტსაც ვიტყვი, რაც არ უნდა მაგარი ბლოგი იყოს, თუ იქ პატივს არ მცემენ და “მაიგნორებენ”, მეორედ უბრალოდ არ შევდივარ. უამრავი საინტერესო რამეა წასაკითხი ;-)
LikeLike
“შინაურული, ახლობელი და მყუდრო, როგორც ძველი, ჭრიჭინა სავარძელი შეშის ღუმელთან” – სად პოულობ ასეთ ლამაზ ეპითეტებს? :)
ბოლო ფრაზა მომეწონა ძალიან :)))
LikeLike
ჭრიჭინა სავარძელი მართლა გემრიელობა გამოვიდა, აი, ბოლო ფრაზამ ჩემი რეპუტაცია შეიწირა :) თითქმის :)
LikeLike
ვისში, მოლი, ფსევდომორალისტებში?!
მეგონა, მათი აზრი არ გაღელვებდა :)
LikeLike
რა თქმა უნდა :) ფსევდომორალისტები, ნეოპურიტანების და ზნეობრიობის მქადაგებლების აზრი ჩირადაც არ მიღირს :) რეპუტაციაზე ვიხუმრე :) სხვათაშორის, მკითხველებს მოეწონათ კიდეც :)
LikeLike
[…] გეგონებით, მაგრამ ხვალ, მავანს, აი, ამ პოსტის ბოლო ფრაზები რომ არ მოეწონოს და […]
LikeLike
ეს რომანი რაგაცნაირად უცებ და გემრიელად შემომეკითხა. თანაც ისეთ დროს წავიკითხე,სრლიად შემთხვევით, როცა ძალიან მჭირდებოდა. ხო და არტ თერაპიად და ტკბილ მოგონებად დარჩა
:)
LikeLike
უგემრიელესობაა :)
LikeLike
მასტურბაცია კლასიკური მუსიკის ფონზე… რომანტიკულია რა გინდა
LikeLike
უდაოდ :)
LikeLike
ზუსტად ასეთი წიგნების ხასიათზე ვარ. დავამატებ ჩემს ვიშლისტში. მადლობა, რომ არსებობ, მოლი. :*
LikeLike
მომწონს მე შენი ვიშლისტი :)
მადლობა, მარი :)
LikeLike
არა და არა, დღეს წავიკითხე და დეზირეს შეეშალა ცხოვრება თუმცა… არ იყვნენ ერთმანეთისთვის შექმნილნი მასტურბაციას ნამდვილად ბენის ალერსი სჯობდა.
LikeLike
იმ ადამიანის ალერსს, შენთვის რომ არ არის შექმნილი, სელფ სერვისი ჯობია აშკარად :))
LikeLike
კაი რა, ლოგინში არ იგრძნობოდა ერთმანეთისთვის რომ არ იყვნენ
LikeLike
ლოგინი არაფერია, თუ ლოგინს გარეთ გიმძიმს ადამიანთან ყოფნა :მოლიროტერდამელი: :)))))
LikeLike
ხო აი მასე ვფიქრობ, მაგრამ მაინც გული დამწყდა.
LikeLike
მეორე ნაწილიც აქვს ამ წიგნს, თამი. პირველზე ბევრად უარესია + ერთად არიან ბენი და დეზირე და არც არაფერი გამოსდით.
LikeLike
საწყლები, არ უნდა დაეწერა მეორე ნაწილი.
არასოდეს არაფერი არ გამოუვა ორ სხვადასხვა პოლუსზე მცხოვრებ ადამიანს.:( მოკლედ დავმშვიდდი და გულიც აღარ დამწყდება
LikeLike
ასეა, კი :) მთელი კომენტარები ამაზე იყო დავა და მართლა ასეა.
LikeLike
[…] დიდი ხანია მინდოდა მისი წაკითხვა (ნეტავ ვისი დამსახურებაა?) და გუშინ გამოვაყოლე ხელს […]
LikeLike
რა კარგად წერ, მოლი..
LikeLike