შესაძლებელია, სათაური უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ნუ შეცბუნდებით – არაფერი შემშლია. წერას ნამდვილად ყველასთვის საყვარელ პროპელერიან კაცუნაზე ვაპირებ. მინდა, “ლამაზ, ჭკვიან, ზომიერად ფერ-ხორციან, მოწიფულ მამაკაცთან” დაკავშირებული ჩემი ერთობ უჩვეულო იმპრესიები გაგიზიაროთ.
ამას წინათ, “ფლეიბოის” ძველი ნომრის ფურცვლისას, ერთ სახალისო სტატიას გადავაწყდი – “ათი საბავშვო რამ, რითაც უფროსებიც ერთობიან”. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დიდად არ გამკვირვებია, როცა სიაში, რუბიკის კუბსა და სათამაშო რკინიგზასთან ერთად, ლინდგრენის შედევრიც აღმოვაჩინე.
მეც და, დარწმუნებული ვარ, ჩემი მკითხველების უმრავლესობაც, სახურავის ბინადარ კარლსონს ღრმა ბავშვობიდან ვიცნობთ. ისიც ვიცი, რომ ვასასტანელი ბიჭუნას ღორმუცელა მეგობრის ხსენებაც კი მხიარულ ღიმილს იწვევს და ოინბაზობის გუნებაზე გვაყენებს. თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ – მსოფლიოში საუკეთესო გადია, მეხანძრე, მშენებელი და შინამტანჯველების მომთვინიერებელი გულის სიღრმეში საოცრად ეული და მარტოსული არსებაა.
აბა, დაფიქრდით, როგორია, როცა არც დედა გყავს, არც მამა, არც და-ძმა… არც ტორტს ელოდები დაბადების დღეზე და არც ლამაზად შეფუთულ საჩუქარს საშობაო ნაძვის ხის ქვეშ… ბუზღუნა და ბრაზიანი ბებიაც კი სანატრელი გაგხდომია, გუბეებში ფეხების ტყაპუნს რომ აგიკრძალავს, ლასე იანსონთან ჩხუბის გამო დაგტუქსავს და დღეში ხუთჯერ დაგიტატანებს: “წინდები გამოიცვალე, კარლსონიკო, წინდებიო!”
აბა, როგორია, როცა მარტოდმარტო ცხოვრობ მწვანედარაბებიან სახლში, არავინ გელოდება, არავის ელოდები, მტკივან ყელს კბენია შარფით არავინ გიხვევს და ხუთერეიან მონეტებსაც არ გჩუქნიან… ამ დროს, სხვა რაღა დაგრჩენია – იძულებული ხარ, თავად უწოდო საკუთარ თავს “მსოფლიოში საუკეთესო კარლსონი” და სანუკვარი სასუსნავების მოპოვებაზეც თავად იზრუნო, ხშირად არც თუ პატიოსანი მეთოდებით.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ შენი არსებობის არავის სჯერა – ხან მოტორიან მოჩვენებას გიწოდებენ, ხან მფრინავ კასრს და ხანაც ჯაშუშ თანამგზავრს, ფრეკენ ბოკს და ძია იულიუსს კი უზრდელი გოდორა ბიჭი ჰგონიხარ…
ამის შემდეგ რაღა გასაკვირია, რომ დარიჩინიან ფუნთუშებს იპარავ, გუნილასთვის ტორტის ნაჭერი გენანება, ბიჭუნასთვის – ერთი თხილი… და საერთოდ, ცრუპენტელა და ცუდად აღზრდილი ყმაწვილის შთაბეჭდილებას ტოვებ.
თქვენს მაგივრად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ, როცა ასეთ რამეზე ვფიქრობ და “მსოფლიოში საუკეთესო მხატვრის” ერთადერთი შედევრი – “ობოლი წითელი მამალი” მახსენდება, დაუძლეველი სურვილი მიპყრობს, სტოკჰოლმში, რომელიმე სახურავზე, ბუხრის მილს ამოფარებული პატარა სახლი ვიპოვნო, შევიხედო და გაოცებულ მასპინძელს გულიანად მივესალმო:
“კარლსონს გაუმარჯოს!”
ჩემი აზრით კარლსონი ლინდგრენის ყველაზე უხეში და უზნეო პეროსნაჟია : ) თუმცა ვფიქრობ ზუსტად ესაა ”იზუმინკა”ც )))
LikeLike
მე უხეშობას და უზნეობას ცოტა სხვა რაღაცას ვეძახი, ჩორვენ…
LikeLike
ჰო მე არ ვკამათობ მაგაზე : ) მხოლოდ ჩემი შთაბეჭდილება : )
LikeLike
მეც არ ვკამათობ. მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში.
LikeLike
მიყვარს კარლსონი, ამ პრსონაჟის გახსენებისას სითბოთი ვიმსჭვალები, ის ბედნიერი წუთები მახსენდება ამ წიგნს რომ ვკითხულობდი ბავშვობაში და მიხაროდა…
LikeLike
მე ახლაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე. თან ორი გამოცემა მაქვს – ერთი ძველი, ბავშვობისდროინდელი, მეორე – ახალი.
LikeLike
არაა, ახლა აღარ ვკითხულობ, სამწუხაროდ, ისე, კარგი იდეაა, თუ მოვახერხებ, ჩავუჯდები ამ დღეებში :)
LikeLike
მე ხელმისაწვდომ ადგილას მაქვს ორივე წიგნი. დროდადრო ჩანთაში ვიდებ და ვკითხულობ :)
LikeLike
მოლიი..როგორ მიყვარს ეს პატარა და სევდიანი კაცუნა… იცი მეც ასე ვფიქრობ, ის ძალიან მარტოსული და სევდიანია :( მაგრამ ისე თბილი და საყვარელი..
რომელი სურათი…ბავშვობაში … მაშინ, როცა კითხვაც კი არ ვიცოდი (თითქოს შემეძლო კითხვა), ავიღებდი წიგნს და თითქოს ვკითხულობდი…ამბებს ჩემით ვთხზავდი.. მით უკეთესი ილუსტრაციებიც თუ ექნებოდა.. ერთ დღეს კი ჩვეული საქმიანობით გართულმა ამ ნახატს მივადექი..იცი როგორ მეშინოდა? მეჩვენებოდა, თითქოს ეს ,,ჩვრებიანი მოჩვენება” დამდევდა… ეს წიგნი შემძულდა და კითხვა რომ ვისწავლე მაინც არ ვეკარებოდი :) გამოსავალი ბიცოლამ მიპოვნა, ეს გვერდი ამომიხია ;) და ჩემს ბედნიერებას საზღვარი აქ ქონდა:))))) პროპელებიანი კარლსონი უსაყვარლესი პერსონაჟი გახდა :))))
LikeLike
ეს ილონ ვიკლანდის ილუსტრაციებია, რუსა. ორიგინალი, სპეციალურად შვედური “კარლსონისთვის” შექმნილი. ქართულ თარგმანშიც (სულ პირველში) ეს არის და “დიოგენეს” ახალ გამოცემაშიც.
მეც ძალიან მიყვარს. მეც მარტოსული და ეული მგონია და რატომ – ამაზე დავწერე ზუსტად.
LikeLike
ვისი ილუსტრაციებია ნამდვილად არ ვიცოდი… მეც პირველი თარგმანიდან მაქვს წაკითხული და ეს ილუსტრაცია იყო ზუსტად…
აი , კიდევ მომინდა წაკითხვა… მომნატრებია… <3
LikeLike
ასტრიდის მეგობარი ქალი, ესტონელი მხატვარი. სხვა წიგნებიც აქვს დასურათებული – სალტკროკელებიც, პეპიც, ემილიც.
კი, ორივე ქართულ კარლსონში უცვლელად არის გადმოტანილი და საერთოდ, ქართული თარგმანი უსაყვარლესი და უთბილესია. რუსულს ბევრად სჯობია.
LikeLike
როგორც ყოველთვის შენგან რაღაც ახალს ვიგებ… :) მადლობა
LikeLike
გამახარე :) მეც მეტი არაფერი მინდა :)
LikeLike
ჩემი წიგნი გამახსენა ილუსტრაციებმა :) მისი წაკითხვის სურვილით ვისწავლე კითხვა და ისე შემიყვარდა ზომიერად ფერხორციანი ახალგაზრდა მამაკაცი, რომ 1-2 წლით ოჯახის ვაზასტანელი მოჩვენებაც გავხდი :) :) :)
LikeLike
შენი წიგნის ილუსტრაციებია ზუსტად.
მე ვასასტანელი მოჩვენების მეგობრობა მინდოდა… დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიჭუნაზე უკეთესი მეგობარი ვიქნებოდი :)
LikeLike
ვაი, რა კარგი იყო!
მიყვარს კარლსონი, ოღონდ ზუსტად ისეთი, ვიკლანდის ილუსტრაციებში რომ არის… სასწაულია!
სევდას რაც შეეხება, ვფიქრობდი, რომ მხოლოდ მაშინ დასევდიანდებოდა და დასერიოზულდებოდა, ბიჭუნა რომ სახლში წავიდოდა, თვითონ კი ნავთის ლამპას აანთებდა და დიდხანს იჯდა ბუხართან, მარტო…
ყველანი ვსევდიანდებით ხანდახან, მაგრამ კარლსონი მაინც ოინბაზი კაცუნა იყო ჩეთვის :)
LikeLike
ილუსტრაციები გენიალურია. ქართულ გამომცემლობებს არ შეუცვლიათ, ისე გადმოიტანეს და მე პოსტს სხვა სურათებით როგორ გავაფორმებდი?
ოინბაზია, კი. ნამდვილად ასეა, თამარა, მაგრამ ყველაზე ოინბაზი, მასხარა და ტინგიცა ადამიანიც ხანდახან (და არც თუ იშვიათად) სევდიანდება ხოლმე… და ხშირად, მხიარულება მხოლოდ ნიღაბია და მოცინარი სახის მიღმა მარტოსული არსება იმალება
:თვალზეცრემლმომდგარიმოლი:
LikeLike
ჰო, მეც მაგას არ ვამბობ ??
ეს ილუსტრაციები სად იპოვე?? მე განსაკუთრებით ერთი მიყვარდა: ძია იულიუსი რომ ჩამოდის და ბიჭუნა და ხალათიანი კარლსონი უღებენ კარს… კარლსონი ისეთი სასაცილოა, რომ გადავშლიდი, ვუყურებდი და მარტო ვხარხარებდი ხოლმე :)
LikeLike
ნეტში მივაგენი. სრული ვერსია არ არის, მაგრამ რაღაცები კი დევს :)
მახსოვს ის ნახატი :) :) :) კარლსონია უსაყვარლესი, ჩაფართხუნებულ ხალათში :) :)
LikeLike
ჰო, ზუსტად… მზაკვარი სახით :):)
LikeLike
დიახ :) :) :) ახლაც, რომ ვკითხულობ, გულის წასვლამდე ვიცინი. კონგენიალური დიალოგებია.
LikeLike
– აი, მოგიტანეთ გუფთა, ვაშლის ნამცხვარი, ძეხვი, კიტრის წნილი, რამდენიმე სარდინი, ღვიძლის პაშტეტი, მაგრამ ერთი მიბრძანე, სად დამალე ტორტი? ვერსად ვიპოვე :):):)
ატმის გაყოფა: – მე ავიღებ ატამს, პაკეტი შენი იყოს :)
ისა, მოვა ახლა პუჰოლოგი და აქციას გამართავს :):)
LikeLike
თხილის გაყოფისას: – მე თავმდაბალი კაცი ვარ და ნებას გაძლევ, შენ აიღო თხილი პირველად. მაგრამ ხომ იცი: ვინც პირველი აიღებს, პატარა უნდა აირჩიოს.
პუჰიც არანაკლებ მიყვარს :) აქციას ნამდვილად ველოდები. სატყუარად, “ფლეიბოი” ვახსენე, ეგებ ყურადღება გაექცეს.
LikeLike
მე იმ დიალოგზე ვხდები ცუდად, ბიჭუნას დედის ბეგონია რომ გადააგდო და ბიჭუნამ რომ უყვირა, ხელი არ ახლოო, როგორ გაბრაზდა:
– აბა, ქოთნიანად ხომ არ გადავაგდებდიო :) ხომ შეიძლებოდა ეს სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა საცოდავ მოხუცს, წყნარად, თავისთვის რომ მიბაჩუნობს ქუჩაშიო :) დედაშენისთვის კი სულ ერთია, ერთი მოხუცით მეტი იქნება თუ ნაკლები, დიდი ამბავი, ოღონდ ჩემს ბეგონიას ხელი არავინ ახლოსო, ასე ბრძანებს :) თანაც, ქოთნიანად რომ გადამეგდო, ატმის კურკას სადღა ჩავრგავდიო :)
LikeLike
მე იმაზე ვხალისობ, ავად რომ არის და ბიჭუნას შოკოლადით, კანფეტით და თხილით შეზავებულ წამალს ამზადებინებს – მომიხდებაო. ყველა ნიძლავს მოუგებს, ყველაფერს თავად შესუსნის და ბიჭუნა, ჯიბეში, შემთხვევით შემორჩენილ ერთ თხილს რომ შეჭამს, საშინლად გაბრაზდება.
” გულდათუთქული კარლსონი სკამზე ჩამოჯდა.
– აკი დამპირდი, მშობელ დედასავით მოგივლიო? ეს არის შენი პირობა? დგახარ და ყლაპავ კანფეტებს. ჩემს დღეში არ მინახავს შენითანა მსუნაგი! ”
ამ გულდათუთქულზე ცუდად ვხდები.
LikeLike
მეც ყოველთვის ასე ვთვლიდი მოლი, კარლსონი ძალიან სევდიანი, ბუსუნაკი და ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი პერსონაჟია ^__^
კარლსონ, მე შენ მიყვარხარ და თუ კი ოდესმე გადაწყვეტ ჩემთან სტუმრობას, ციტრუსის მურაბის გრანდიოზული ქილით გაგიმასპინძლდები და საერთოდ, ყოველთვის ვიზრუნებ შენზე <3
LikeLike
შენი მიპატიჟების გარეშეც კარგად მიაგნებს მურაბას :):):) თან გეტყვის, ოქრო ხარ, მაგრამ ასეთი ძუნწი რატომ ხარ, მეტი მოგეხარშაო :):):):)
LikeLike
არა, მიპატიჟება მაინც სჭირდება… მურაბიანი ქილები ბევრია, კარლსონი – ერთი :) მეტი რატომ არ დამახვედრეო, ამას ნამდვილად იტყვის. თან ისეთი ხმით და ისე გულდათუთქული, მწარედ შეგრცხვება :) :) :)
LikeLike
არა, მაინც რა ღორმუცელაა რაა :D <3
LikeLike
არ თქვა :) :) :)
LikeLike
ზუსტად :) მე ბავშვობაში ფუნთუშებიან ლანგარს ვტოვებდი ფანჯრის რაფაზე – იქნებ ჩამოიფრინოს მეთქი…
ახლაც საშინლად გამიხარდება, თუ მეწვევა… ეჰ :)
LikeLike
მახსოვს ერთხელ ‘განცხადებაც’ კი გამოვაკარი ფანჯარაზე: “კარლსონ მე აქ ვარ!” :D
LikeLike
ცოტა ხანში, მგონი, კარლსონის მეგობართა კლუბს ჩამოვაყალიბებთ აქ :) :)
LikeLike
მე მაინც უფრო პეპი მიყვარს:)
საერთოდაც მაგ კუთხით თუ განვიხილავთ პეპიც არანაკლებ სევდიანია<3
LikeLike
ჩემს მეგობარს ვუმტკიცებდი ამას წინათ – პეპის უაღრესად სევდიანი ფინალი აქვს მეთქი. არ დამეთანხმა.
ჩემი ფავორიტი კარლსონია. უპირობოდ.
ისე, შვედეთში პეპი უყვართ ძალიან და კარლსონს ღრმად არ სწყალობენ. ცუდი ტიპიაო.
LikeLike
ჰაჰ, მოლი, ერთდროულად დავწერეთ :)
ჰო, მეც გავიგე კარლსონის დიდაქტიკური კრიტიკის თაობაზე, ცუდ მაგალითს აძლევს ბავშვებსო :)
LikeLike
ბეიბისითერს არ ემორჩილება და ბავშვებსაც ამას ასწავლისო… ამერიკული დასკვნაა. ხანდახან მაოგნებენ, იმდენად პრიმიტიულები არიან.
LikeLike
სხვათა შორის, პეპი ძალიან სევდიანად მთავრდება, კარლსონი კი პირიქით – სიმღერით :)
LikeLike
ზუსტად ახლა განვიხილავდით მე და მანანა პეპის ფინალს.
და სიმღერა გახსოვს? “მითხარ, რატომ იღუშებიო… ” :)
LikeLike
“მოგვიტანონ ფუნთუშები”…
ფუნთუშებზე გამახსენდა, ისეთი გემრიელი ფუნთუშები იყიდება აქ, დარიჩინიანი, ქიშმიშით გაძეძგილი :):) ალბათ კარლსონსაც ასეთები უყვარდა…
არადა, სულ მიკვირდა, რა აგიჟებთ ამ შვედებს ფუნთუშებზე-მეთქი, მე რომ ფუნთუშებს ვეძახდი, უგემური პური უფრო იყო და ქიშმიში სპრინტის პრინციპით ჰქონდა :) :)
LikeLike
ვიცი, წავიკითხე მაგნუმში :) და ღრმად შემშურა.
ჩემს ბავშვობაში ოცკაპიკიანი ფუნთუშები იყო. მრგვალი. ერთი ან ორი ქიშმიშით და მაინც ძალიან მიყვარდა. ამას წინათ “პერფექტ კუკზე” ვნახე რეცეპტი და შინ გამოვაცხობინე.
წარმომიდგენია, მანდ რა იქნება…
LikeLike
შემოგიერთდით, აქ რა ამბები დაგიტრიალებიათ:)
არამარტო ფინალი, ზოგადად სევდიანი ნაწარმოებია. კარლსონზე კარგად მიხალისია, პეპიზეც, მაგრამ კარლსონი უფრო ბედნიერია ვიდრე პეპი:)
LikeLike
ბედნიერი არც ერთია და არც მეორე, მანანა. ორივე მარტოხელაა და ორივე ამ მარტოობის დაძლევას ცდილობს. პეპი ტომის და ანიკას პოულობს. კარლსონი – ბიჭუნას. შესაძლოა, კარლსონს მხიარულება უკეთესად გამოსდის… თან, პეპის მამაც ჰყავს და კუნძულიც აქვს. კარლსონს – არაფერი. მხოლოდ თავისივე გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს.
LikeLike
პრინციპში, პეპიმაც გამოიგონა ზანგების მეფე მამამისსი, მაგრამ აუსრულდა.. კარლსონს კი… ვაი, მოლი, რა მიქენი ეს, აქამდე არასოდეს შემცოდებია კარლსონი :(
LikeLike
ეს იმას ნიშნავს, რომ პოსტი წარმატებული გამოდგა :)
LikeLike
საბრალო ეული კარლსონი… გული მომიკვდა.
LikeLike
ჩემი საბრალო სახურავის ბინადარი კარლსონი © აკა :)
LikeLike
ნამდივლად ყველაზე სევდიანი პერსონაჟია. მას ისე სჭირდებოდა ვინმე თუნდაც დასალაპარაკებლად, და გასართობად რომ პატარა ბიჭთან მეგობრობითაც დაკმაყოფილდა.. ძლაია მკიყვარდა ბავშვობაში ეს წიგნი და რუსულ მულტფილმზე ხომ ვაფრენდი :он улетел, но обещал вернуться!
რატომ მოიფიქრა ავტორმა მასეთი სევდიანი პერსონაჟი ვერ ვხვდები…
კარგი პოსტი გამოგივიდა, ნამდივლად გეთანხმები ყველაფერში და ბავშვობაში ნამდივლად მჯეროდა , რომ სადღც სახურავზე ცხოვრობდა მასეთი პატარა კაცუნა :)
LikeLike
რუსული მულტფილმი საბჭოთა ანიმაციის კლასიკაა, ჯესი :) საუკეთესო მსახიობები ახმოვანებენ და საერთოდ…. ასეთი ხარისხიანი ეკრანიზაცია იშვიათია.
მე ახლაც მჯერა :)
LikeLike
მე ისეთი სახურავები მარტყია ირგვლივ, რომ ახლა უფრო მჯერა :):)
LikeLike
ჩემმა ერთმა მეგობარმა, თავის დროზე, ასეთი რამ მითხრა – ვისაც კარლსონის არსებობის არ სჯერა, ცხოვრებას ძალით ირთულებსო.
ჭკვიანური ფრაზაა. და ზუსტი.
LikeLike
ნამდვილად ძალიან სევდიანი პერსონაჟია, თუმცა ზოგადად ასეთი პერსონაჟები/ადამიანები ცხოვრებისგან უფრო მეტს იღებენ ხოლმე და თუ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის მომენტებს, დღესასწაულებსა და ავადმყოფობებს არ ჩავთვლით უმეტესად ბედნიერებიც არიან.
LikeLike
ალბათ,ასეა, ფინიკი, მაგრამ ასეთი ადამიანის საკუთარ თავთან დარჩენა განსაკუთრებით მტკივნეულია ხოლმე. კონტრასტი მოქმედებს. ზედმეტად დიდი განსხვავებაა ჩვეულ ყოფასა და საკუთარ სამყაროს შორის.
ამიტომაც ამბობენ კომიკოსებზე ხშირად, ცხოვრებაში უჟმურზე უჟმური კაცი იყოო… ან – სევდიანიო…
LikeLike
“არ მინდა, ძალიან დაგღალო, გეთაყვა, შენ მხოლოდ ცეცხლი დაანთრ, წყალი დადგი და ყავა მოადუღე, დალევით მე თვითონ დავლევო” :)
LikeLike
“არ მინდა, ძალიან დაგღალო, გეთაყვა, შენ მხოლოდ ცეცხლი დაანთე, წყალი დადგი და ყავა მოადუღე, დალევით მე თვითონ დავლევო” :)
LikeLike
ზეპირად გვახსოვს აბზაცები :) უმაგრესობაა!
LikeLike
ახლა სკოლებში ასე სულელურად ასწავლიან თვლას, მაგრამ მე ამათი გულისთვის თავს ვერ დავიზარალებო :D შვიდი ფუნთუშა შენ და შვიდი მე – ათიდანო :)
LikeLike
ახალი კარლსონის 351-ე გვერდი ნახე, მარი :) ილუსტრაციაა, სიცილით გული შემიწუხდა. თამარა იხსენებდა გუშინ – ძია იულიუსს ბიჭუნა და ფართხუნა საბანაო ხალათში გამოწყობილი კარლსონი რომ ხვდებიან კართან.
კარლსონს სახე აქვს კონგენიალური. მისასალმებელი სალუტი აქვს ჩაფიქრებული.პისტოლეტით :) :) :) :)
LikeLike
ძლივს მოვსულიერდი :D :D
LikeLike
რა კაცია! წაკითხვა საჭირო არც არის. ილუსტრაციებიც გეყოფა :) :) :) :)
LikeLike
ჩემი საყვარელი ილუსტრაცია :):) აუ, გეხვეწები, დამისკანერე, რა, თუ გექნა შესაძლებლობა მერე… გთხოვ :)
LikeLike
უნდა ვიპოვნო აუცილებლად! ცოდოა, ასეთი სურათი არ მქონდეს…
LikeLike
მიყვარს კარლსონი ძალიან მიყავს მართლა, როცა კითხავს ვამთავრებ დღემდე მეტირება, რომ ზის და მღერის :( მართლა ძალიან სევდიანი კარლსონია, მაგრამ მსოფლიოში საუკეთესო <3
მე ის მიყვარს ფრენეკ ბოკს რომ ეუბნება ერთი მითხარი ტორტი სად გადამალეო :დ <3 <3
LikeLike
მსოფლიოში საუკეთესო რომ არის, ამას დამტკიცებაც არ სჭირდება :)
ყოველი მეორე აბზაცი უმაგრესია. ვერც კი გამოვყოფ, რომელი უფრო მომწონს. იშვიათი იუმორით დაწერილი დიალოგები აქვს მანდ ასტრიდს.
LikeLike
– აი, მოგიტანეთ გუფთა, ვაშლის ნამცხვარი, ძეხვი, კიტრის წნილი, რამდენიმე სარდინი, ღვიძლის პაშტეტი, მაგრამ ერთი მითხარი, სად დამალე ტორტი? ვერსად ვიპოვე…
LikeLike
სუპერ-დიალოგი!
LikeLike
ყველაზე თბილი და საყვარელი. როგორ მინდოდა მისნაირი მეგობარი… ტორტსაც გამოვუცხობდი, მურაბებსაც ვაჭმევდი, ბევრ ფუნთუშებსაც…
ბავშვობაში ხისგან გამოვთალეთ მე და ჩემმა ძმამ ხის თოჯინა და კარლსონს ვეძახდით…
კიდევ პატარა რეზინის თოჯინაც მაქვს, დღემდე საწოლის თავთან, თაროზე მიდევს. ბავშვობაში მაჩუქეს, მგონი ჯერ კიდევ კბილები ამომდიოდა და იმის საღრღნელლად ვიყენებდი :))))
LikeLike
ხის თოჯინა :) რა საყვარლობა იქნებოდა :)
მე ნამდვილი შვედური კარლსონი მყავს შინ. ოღონდ, რუსული ბევრად სიმპატიურია :)
LikeLike
აუუუუ როგორ მომეწონა. ისე ახლა რომ ვუფიქრდები მართლაც შემეცოდა, აუ როგორ მინდა რომ მეც ვნახო, ვიცნობდე და ვმეგობრობდე. მინდა!!! და შენ რო იპოვი პატარა სახლს და კარლსონს რომ ეტყვი: “კარლსონს გაუმარჯოს!” , ჩვენც ხო გაგვაგებინებ ზუსტ მისამართს?! :) :) :) ძალინ მომეწონა პოსტი. :)
LikeLike
ცოტნემ მოგიკითხაო, ვეტყვი და შენს მისამართსაც დავუტოვებ :) მანამდე მოემზადე, მურაბები, გუბთები, ტორტები და კანფეტები მოიმარაგე, თორემ საყვედურებს და ბუზღუნს ვერ გადაურჩები :)
მიხარია, რომ მოგეწონა :)
LikeLike
დიდი მადლობა! ოღონდ კარლსონი მესტუმროს და რამეს დავიშურებ?! :) :) :)
LikeLike
შენხელა რომ ვიყავი, მეც ზუსტად ასე ვფიქრობდი და ახლა მითუმეტეს…
LikeLike
:) :) :) :) იმედია რომ გავიზრდები კიდევ ასე ვიფიქრებ. :)
LikeLike
ეს ძალიან დიდი საჩუქარია – გაიზარდო და სულის სიღრმეში ბავშვად დარჩე.
LikeLike
ხო იმედია არ დავემსგავსები დიდებთა უმრავლესობას, რომელთაც მასეთის არაფერი ცხიათ და თითქოს აღარც კი ახსოვთ რომ ოდესღაც ბავშვებიც იყვნენ. :) :) :)
LikeLike
უმრავლესობა ოდნავ ხმამაღლა ნათქვამია, მაგრამ… პრინციპში, მართალი ხარ.
LikeLike
ხო :) :) :) უმრავლესობა ახლა რომ ვუფიქრდები მეც მეხამუშა. :)
LikeLike
რადიკალიზმი თითქმის არასოდეს ამართლებს, ცოტნე. ამ სამყაროში, შავის და თეთრის გარდა, სხვა ფერებიც არსებობს
:მოლირასელი:
LikeLike
მე ბლინები მომინდა. : | როგორც კი ეს ღორმუცელა მახსენდება,მაშინვე რამე ტკბილიც მინდება და მერეე.. ჰჰეჰ. :ს
LikeLike
მე გემრიელ, დაბრაწულ გუფთას ვარჩევდი :)
LikeLike
მოლი ბლუმ, ჟრუანტელმა დამიარა ტანში და ლამის ავტირდი : )
ლინდგრენის ’მაწანწალა რასმუსი’ გაქვს ალბათ წაკითხული.. ?
LikeLike
საუკეთესო რეცენზიაა ამ პოსტზე :)
კი, როგორ არა :) რასმუსი და ოსკარი :)
ასტრიდზე ერთი დიდი პოსტი მაქვს დაწერილი. ერთიც – მიოს და ჰარი პოტერის პარალელებზე.
LikeLike
ხო :) :) :)
LikeLike
ძიახ :)
LikeLike
მეტკინა, მეწყინა და შემეცოდა :(
მოლი <3
LikeLike
ვორდპრესმა ვერ გიცნო, გრაფინია. შეცვალე რამე?
მეც მეცოდება… მარტოხელაა :(
LikeLike
კი, სახელი მეწერა არასწორად. ახლა ბლოგის მისამართიც არასწორად მიწერია, მაგრამ მეზარება შეცვლა :)
LikeLike
იყოს ისე… მერე რა, რომ არასწორია. სამაგიეროდ, ორიგინალური იქნება.
LikeLike
რას შეცვლი, მე შენ გეტყვი და თავისუფალი დაგხვდება რამე :)
LikeLike
როგორც იქნა ჩამერთო ინტერნეტი ( მოლი, არ იფიქრო, რომ დაგივიწყე )
მეც მუდამ სევდიანად მეჩვენებოდა კარლსონი. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა მუდამ მხიარული ყოფილიყო მას არ ჰყავდა მზრუნველი დედიკო რომელიც შარფს შემოახვევდა და მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე უებარ წამალს დაალევინებდა, არც ბუზღუნა ბებია, არც მოსაბეზრებელი და- ძმა და ერთგული შინამტანჯველი. აბრალო მარტო იყო და კეთილი ილუზიებით ცხოვრობდა.
ვფიქრობ მთავარი ისაა რომ პროპელერიან გამოუცნობ არსებას კეთილი გული ჰქონდა ( მერე რა რომ ათასნაირი ფოკუსებით ბუჭუნასთვის უკანასკნელი დაშაქრული თხილი აწაპვნას ცდილობდა? ) თან როგორც გაზეთი იუწყებოდა მას ძალიან უყვარდა თავისი პატარა ძმა და მასთან ერთად ფრენის უფლებას მხოლოდ მას ანიჭებდა.
პრინციპში, რომ დავუკვირდეთ კარლსონი არაფერს აშავებდა. ის ყველას თვალში ის იყო ვიცნ ჭირდებოდათ :
მისტიკოსი ფრეკენ ბოკისთვის – მოჩვენება
კრიტიკოსი ძია იულიუსისთვის – გაუზრდელი ბავშვი
მარტოსული ბიჭუნასთვის – მეგობარი
ჩემთვის კი მსოფლიოში ყველაზე ზომიერად ფერხორციანი, მოწიფული მამაკაცი რომელიც მზად იყო თავისი პროპელერის ზუზუნით ყველა ავი ფიქრი გაეფანტა. უდარდელი, თავისიმედა, სუსნია კაცუნა, რომლისთვისაც მსოფლიოში ყველა შოკოლადსა და ფუნთუშას გავიმეტებდი, რომლის სახლსაც ყოველდღე დავალაგებდი და ტიულის თეთრ ფარდებსაც ჩემი ხელით შევისრუტავდი მტვერსასრუტში, ოღონს მასთან ოინბაზობის და თამაშის უფლება მოეცათ.
ასტრიდ ლინდგრენმა კარსონის სახით ლეგენდა შექმნა, რომელიც მუდამ გვემახსოვრება :)
LikeLike
მეც არ გამიკვირდა – ჩვენი თაია სად დაიკარგა-მეთქი? მართალი ხარ, გეთაყვა, კარლსონმა იმდენი სიხარული მოუტანა ბიჭუნას, თხილი რა სალაპარაკოა…
LikeLike
ან შოკოლადი… ან ფუნთუშები :) აფეთქებული ორთქლის მანქანაც :)
LikeLike
მეც რაღაც მსგავსი ტექნოგენული კატასტროფა ვიეჭვე :) ან სკოლაში ჰქონდა ბევრი საქმე მეთქი… მთავარია, რომ ყველაფერი კარგად არის და აქ ხარ :)
კომენტარი კი არა, პოსტი დაგიწერია :) სურათები მიაბი, თეგები, სათაური და გამოქვეყნებაც შეიძლება.
ლეგენდაზე ბევრად მეტია კარლსონი. საბავშვო ლიტერატურის სიმბოლოა. ოღონდ, ისეთი ლიტერატურის, მოზრდილებიც რომ დიდი სიამოვნებით კითხულობენ.
LikeLike
მე განსაკუთრებით ის მაბრაზებს, რომ კარლსონს ბავშვების გარყვნას აბრალებენ. თურმე ასტრიდ ლინდგრენის წიგნი მავნე ყოფილა აი რაცშეეხება ზოგიერთ საბავშვო მულტფილმს, მაგალითისთვის “Happy Tree Friends” – იშვიათად სადისტური საოცრებააა. არ დავაკონკრეტებ რა ხდება ამ მულტფილმში მაგრამ თქვენ მიპასუხეთ კარლსონის ოინები გარყვნის მოზარდს თუ ის ფაქტი რომ ერთ-ერთ მულტფილმში პაწაწინა კურდღელმა ციყვს თავი ბენზოხერხით წააცალა?
LikeLike
ტყუილს ასწავლის ბავშვებს და ბეიბისიტერებისთვის დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებსო… ეს ამერიკული მოტივაციაა. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ შვედეთშიც ძალიან არ უყვართ კარლსონი – ცუდი ტიპიაო. პეპის აღმერთებენ. მაგათ ლოგიკას მე ვერ ვხვდები და…
რაც შეეხება თანამედროვე მულტფილმებს, ნიკოლოდეონს და ქართონ ნეთვორკს საერთოდ არ ვუყურებ – ზუსტად იმ მიზეზით, რომ იშვიათი ნაგავია.
LikeLike
მე ძალიან მიყვარს პეპიც, კარლსონიც, ლომგულებიც, კალეც, რასმუსიც, მიოც, ემილიც, ლინებერგელი და სალტკროკელი ბავშვებიც . . . რა ვიცი ვინმე არ გამომრჩეს :) რაც შეეხება ჩემს მიერ ნახსენებ მულტფილმს სათაურმა და ძალიან საყვარელმა პოსტერმა მიმიზიდა. ერთი სერიას ვუყურე და გასასვენებელი გავხდი . . . ეს იყო საშინელებათა ფილმი ანიმაციურ ვარიანტში.
შვედური ლოგიკა არ ვიცი და მე მაინც კარლსონთან განსაკუთრებული სენტიმენტალობა მაკავშირებს. ის იყო ასტრიდ ლინგრენი პირველი პერსონაჟი რომელიც მე გავიცანი :)
LikeLike
თაია, შენ ჩემი “ასტრიდი – ღიმილის ორდენის კავალერი” თუ ნახე? საბავშვო ოთახის პირველი პოსტია.. ასე მგონია, მოგეწონება :)
LikeLike
ვნახე და ძალიან მოოწონს :)
LikeLike
ნაის :) ოღონდ, შენი გრაფიკული ავტოგრაფი მაკლია მანდ.
LikeLike
ზუსტად ახლა ვტოვებდი ავტოგრაფს :)
LikeLike
გრაფიკული ავტოგრაფების კოლექცია ჩემი სიამაყეა :) :)
LikeLike
როგორც საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი მკვლევარი, ინგლისელი სერ ნაიჯელ ბეილი მიანიშნებს – ბიჭუნასა და ზომიერად ფეხ-ხორციანი, მოწიფული მამაკაცის მეგობრობა სექსუალური პერევერზიების (ანუ არამეცნიერულის ენით რომ ვთქვათ გადახრების) ეჭვებსა ჰბადებს-ო.
LikeLike
კრისტოფერ რობინზე და პუჰზე არაფერი უთქვამს სერ ნაიჯელს? ზოოფილიის ან ფეტიშიზმის კუთხით?
ისე, მაგ მკვლევარმა, კარგად მიმოიხედოს და ბრიტანულ პერვერსიებზე წეროს, ჯობია. ჩემთვის რასაც ნიშნავს ლინდგრენი და კარლსონი, ვიცი და მყოფნის და ვიღაც მოცლილის ბოდვის მაგივრად რამე სხვა წავიკითხო, მირჩევნია.
LikeLike
მე თუ მკითხავ, ასეთი ფსევდოფრიოდისტული ბოდვები იაფფასიანი ეპატაჟია და მეტი არაფერი.
LikeLike
ღრმად მოცლილი (მინიმუმ) უნდა იყო, ლინდგრენთან ასეთი სიმბოლოები რომ ეძებო…
LikeLike
მე ერთი პატარა კაცი ვარ – რასაც ჩამძახებენ იმას ამოვძახებ ხოლმე.
იმიტომ კი არა, რომ ყველაფრისა მჯერა ან საკუთარი აზრი არ მაქვს. ასე მოიტანა ცხოვრებამ.
LikeLike
ოჰ, როგორ გიყვარს ტროლინგი, ლორდ :)
LikeLike
თუ კარლსონის და ბიჭუნას ურიერთობას არჯანსაღი ინტერესი აქვს რაღა ვთქვათ სხვა წარმოებებზე? თუ ასეთი პესიმისტური ჭრილით შევხედავთ ალადინი ქურდი იყო, კონკია ცრუპენეტელა, რომელიც უჩუმრად გაიპარა მეჯლისზე, ფიფიქია შვიდი მამაკაცის გარემოცვაში ცხოვრობდა და სიმართლე რომ ვთქვათ მძინარე მზეთუნახავს სრულიად უცნობმა ადამიანმა აკოცა.
კი,ბატონო ვუძახოთ ამას ფეტიშიზმი, ორგია, მენაჟ ა ტრუა მაგრამ ამით ისევ ბავშვები იზარალებენ.
LikeLike
ალისა ჰალუცინოგენებს ყლაპავდა, წითელქუდა ტყეში მარტო დაბოდიალობდა, მაშას სამი დათვის ლოგინში ეძინა (რიგრიგობით) და ასე შემდეგ…
LikeLike
მე უფრო ლორდის ნათქვამი გამიკვირდა: რასაც ჩამძხებენ იმას ამოვძახებო. რა ვიცი . . . მე პირადად ამოძახებას ისევ ჩაძხება მირჩევნია :)
LikeLike
ლორდი ასე ხუმრობს :) ისე, კეთილი და ჩვილი გულის პატრონია :)
LikeLike
მითუმეტეს რომ ეს მამაკაცი აშკარა ნეკროფილი იყო :)
LikeLike
აძინ მალენკი ნიუანსიკ — ნეკროფილი რომ ყოფილიყო, არ აკოცებდა!!!
LikeLike
A Fresh Look at an Old Problem :)
არ გეთანხმები. თუნდაც იმიტომ, რომ ბებია ყავს.
LikeLike
თუ დაკვირვებით გადახედავ ტექსტს, მილორდ, უთუოდ აღმოაჩენ, რომ ბებია არ ჰყავს – მას მხოლოდ იგონებს. არდადეგებზე სოფელში ბებიასთან მივდივარო,, ბიჭუნა ამბობს და კარლსონიც უმალ პასუხობს, შენ რა გგონია, მეც მივდივარ სოფელში ბებიასთანო. და მერე ზუსტად იგივეს იმეორებს, რასაც ბიჭუნა ყვება ბებიაზე – მეც მიშლის გუბეებში ფეხების ტყაპუნს, მეც მიკრძალავს ლასე იანსონთან ჩხუბს (მერე რა, რომ არ იცნობსო) და მეც მაძალებს წინდების გამოცვლასო.
LikeLike
კარლსონი საყვარელთანაა. უცებ კარზე ზარის ხმა ისმის.
– ვაიმე, ჩემი ქმარი დაბრუნდაო!
– შემაშინა რაო, – გაცინება კარლსონს, წამოხტება და ჰოპ – ფანჯრაში.
შემოდის ქმარი. მიიხედ-მოიხედავს და:
– ქალო ვინ გყავდა აქო?!
– არავინ, ვინ უნდა მყოლოდაო.
– აბა ეს პროპელერებიანი მაისური ვისიაო?
LikeLike
ქალბატონო, ზოროს უთხარით, გარეთ წვიმს და პადიეზდში დაველოდებიო – ზოროს ცხენი.
LikeLike
კარლსონის პეწიც მაგაშია, რომ ვერ გაიგებ როდის ამბობს სიმართლეს და როდის არა.
ალბათ, ბებიამისს პროპელერი არ ჰქონდა, თორემ თავადაც ჩამოფრინდებოდა მოსანახულებლად.
LikeLike
მე ძალიან სახასიათო სცენად მეჩვენება – როგორ იგონებს ერთი ბავშვი რაღაცებს მეორეს წაბაძვით. მილორდ, შენ გრაფიკულ ავტოგრაფებს მხოლოდ იმ პოსტებზე ტოვებ, რომლებიც არ მოგწონს და არაფერი გაქვს სათქმელი? :) :)
LikeLike
ჰო :) მაგას ქვია “ზდეს ბილ ვასია”.
თუ სათქმელი არაფერი მაქვს და გავიარე.
ჩემი ნოუ-ჰაუა. :)
LikeLike
მეც ასე მახსოვდა :)
LikeLike
მოლიი არ იცი როგორ მიყვარს ის ადამიანები რომლებიც კვლავ ბავშვებად რჩებიან გულის სიღრმეში,იმიტომ რომ მეც ასეთი ვარ მიუხედავად იმისა რომ გავიზარდე.შენთან ბავშვობის ემოციებს ისე მძაფრად ვიხსენებ,გული მწყდება რომ დიდი ვარ,არადა კარლსონს აი ამწამსაც იგივე ემოციებით მივიღებ და არსად გავუშვებ როგორი ემოციითაც ბავშვობაში გამიხარდებოდა მისი ნახვა.
პ.ს.უუფ შვედებს ამ პოსტით კარლსონის სევდა უნდა დავანახოთ.
LikeLike
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შვედები კარლსონს ვერ ხვდებიან და ზედმეტად სწორხაზოვნად აღიქვამენ. არადა, ასტრიდის ქვეყანაში ყველაზე კარგად უნდა ესმოდეთ…
LikeLike
ჩემი პირველი წიგნი <3 როგორ მიყვარს ჩემი კარლსონიკო<3<3<3
LikeLike
კარლსონის მოყვარულთა კლუბში მატება გვქონია. ველქამ! :)
LikeLike
ხუმრობა იქეთ იყოს და “კარლსონში” ერთი გადასარევი ადგილია, რაც ჩემი ბლოგის ეპიგრაფადაც გამოდგებოდა.
ტელევიზორში გამოსასვლელად რომ ემზადება ფრეკენ ბოკი ახალ ტანსაცმელს ყიდულობს და ლანჩებსაც კი ახალს იყიდის. კარლსონი გაოცდება – ეგ რაღა საჭიროა, ვინ დაინახავსო.
და ფრეკენ ბოკი პასუხობს, მერე რა, მე ხომ მეცოდინება რომ ახალი ლანჩები მაქვსო.
LikeLike
მახსოვს :) ადრეც ახსენე, ზუსტად საჩემო სულისკვეთების პასაჟიაო :)
LikeLike
საყვარელი კარლსონი ^_^
მეც სევდიანი მეჩვენებოდა ყოველთვის, მარა მთლად მასეც არ ჩავღრმავებივარ ამ საკითხს.
მიყვარს ეს პროპელერიანი კაცუნა ^_^
LikeLike
უსაყვარლესია :)
LikeLike
პოსტი ძალიან მომეწონა, კარლსონისთვის ამ კუთხით აქამდე ნამდვილად არ შემიხედია…. : )
LikeLike
ლინდგრენის ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია :)
LikeLike
ki geTanxmebi… : )
LikeLike
გული მიკვდება ხოლმე, ხანდახან ისეთი მარტოსულია :(
LikeLike
როცა დიდები ბავშვებზე წერენ, ყოვლთვის სევდიანი გამოდის. ეტყობა, დარდობენ, თვითონ უკვე რომ გაიზარდნენ:)
LikeLike
ყველა დიდი დარდობს, რომ გაიზარდა, ლუკა :) უბრალოდ, ზოგი ამას არ ამხელს :)
LikeLike
ხო, მეც ვდარდობ, რომ ოდესმე დიდი ვიქნები:) მოლი, არც კი მოგესალმე, ისე მონატრებული ვიყავი პოსტების კითხვას, გამარჯობა და იმედია, არ იფიქრებ, რა ეჩქარებოდათ კომპიუტერის გაკეთება, რა მშვიდად ვცხოვრობდიო:). რა ვიცი, მაშინებენ, თავს ნუ აბეზრებო:)
LikeLike
მეც ვერ მოგესალმე, ლუკა :) გამარჯობა :)
არა, პირიქით, გამიხარდა, შენს კომპიუტერს რომ ეშველა :) აწი ხშირად შემოიხედავ.
LikeLike
aba, ra:)
LikeLike
კარლსონი ძალიან პატარა რომ ვიყავი მაშინ წავიკითხე… მერე რამდენიმე თვის წინ უცებ მომინდა და ისევ წავიკითხე… მერე გამახსენდა პატარაობაში როგორ მყუდროდ მეჩვენებოდა მისი პატარა სახლი. აი რამდენიმე თვის წინ რომ წავიკითხე ბავშვობა დამიბრუნდა და როცა ისევ წარმოვიდგინე მისი სახლი საოცრად თბილი, ძალიან სავსე მაგრამ თითქოს ცარიელი წარმომიდგა თვალწინ. და მერე უცებ დავფიქრდი ბიჭუნა რომ გაიზრდება ნუთუ ისევ ისე ეყვარება კარლსონი, ისევ ისე თუ გამონახავს მისთვის დროს და ისევ თუ ესტუმრება? იქნებ მანამდეც ჰყავდა კარლსონს ასეთი მეგობრები რომლებიც გაიზარდნენ და დაივიწყეს-მეთქი. და მერე თითქოს ჩემთვის მივხვდი რომ ეს გოდორა საყვარელი და თითქოს უზნეო პერსონაჟი თითოეული ჩვენგანის ოცნების ანარეკლი იყო… იმ ოცნების, რომელიც ბავშვობაში ასე ახლოს გვეჩვენებოდა. მაგრამ გავიზარდეთ და ვუღალატეთ და დავივიწყეთ. მარტო დავტოვეთ კარლსონივით, მაღალი სახლების სახურავებზე, გამურული საკვამურების უკან…
LikeLike
მეც დაახლოებით იგივე იმპრესიები მაქვს, დეიზი. მეც საშინლად მარტოსული მგონია კარლსონი და პოსტიც იმიტომ დავწერე :)
LikeLike
ეს პოსტი იმდენად მომეწონა, რომ ვინ იცის, მერამდენედ წავიკითხე. მართალია, კარლსონით დიდებიც ერთობიან, მაგალითად, ჩემი მშობლები სიამოვნებით კითხულობენ. მე კი ვინ იცის, მერამდენედ გადავიკითხე. მწვანედარაბიან სახლში მეც სიამოვნებით შევძახებდი, კარლსონს გაუმარჯოს, მაგრამ რაკი სტოკჰოლმჰოლმში არ ავრ, იმით დავკმაყოფილდები, რომ ვისაც შემიძლია, იმას შევძახო: მოლი, გაგიმარჯოს:)
LikeLike
მოლი, ეს პოსტი იმდენად მომეწონა, რომ გულმა არ მომითმინა და ვინ იცის, მერამდენედ გადავიკითხე. მართალი ხარ, მეც არ გამიკვირდება, დიდები რომ კარლსონით ერთობიან, ჩემი მშობლები დიდი სიამოვნებით კითხულობენ. მე კი უკვე მერამდენედ გადავიკითხე. მწვანედარაბიანი სახლის მასპინძელს მეც სიამოვნებით შევძახებდი კარლსონს გაუმარჯოს, მაგრამ რაკი სტოკჰოლმში არ ვარ, იმით დავკმაყოფილდები,. რომ ვთქვა, მოლის გაუმარჯოს ასეთი მშვენიერი პოსტისათვის:)
LikeLike
ერთად მოვძებნოთ მე და შენ კარლსონის სახლი, ლუკა :)
LikeLike
chemi sakvareli karlsoni :) rogor momewona posti!
LikeLike
ჩემიც :) დანკე!
LikeLike
კარლსონი <333 4ჯერ მაინც მაქვს მე-3 კლასამდე წაკითხული. <3 როგორ მიყვარდააა <3 ^^
LikeLike
მე ახლაც მიყვარს :) და ახლაც სიამოვნებით ვკითხულობ.
LikeLike
უტი, ბოტე, ბუტე, ბატე,
დაე მუდამ ვიყოთ ასე,
მითხარ რატომ იღუშები
მომიტანე ფუნთუშები!
ვგიჟდები ამ ეგოისტ, საშუალო ასაკის, ზომიერად ფერხორციან მამაკაცზე! კარლსონი და პეპი მილიონჯერ მაინც მაქვს წაკითხული (ალბათ ამიტომ შემომეჩაგრნენ სხვა წიგნები) როგორ ვოცნებობდი ბიჭუნას ადგილზე ყოფნას…. შინამტანჯველსაც კი ავიტანდი კარლსონის ხათრით :(
LikeLike
მეც რომ ძალიან მიყვარს, ხომ ეტყობა საბავშო ოთახს? :) ყველაზე მეტი პოსტი ლინდგრენზე და კარლსონზე მაქვს დაწერილი :)
LikeLike
კარლსონი როგორ მიყვარს ^^
LikeLike
vaime ra codo yopila exlaga shevamchnie :/
LikeLike
არ თქვა :)))
LikeLike
ვკითხულობთ წიგნს და დანი მეკითხება. დეეე
-ჩვენს სახურავზეც ცხოვრობს კარლსონი???
-არაა
-წამო შევამოწმოთ რააა… ხოდა ვიბოდიალეთ სახურავზე და გული დაგვწყდა ვერც სახლუკა და ვერც კარლსონი რომ ვერ აღმოვაჩინეთ.
LikeLike
დანის გადაეცი, მოლიმ თქვა, კარლსონი ყველა იმ სახლის სახურავზე ცხოვრობს, სადაც ბავშვიაო :) ოღონდ, ასე ვერ ნახავთ, თავისით მოფრინდებაო :)
LikeLike
არ ვატყუებ ხოლმე მაგრამ, მოლისგან გადავცემ:)
LikeLike
თუ ეს ტყუილია, არ უთხრა. მე ტყუილს სხვა რაღაცებს ვეძახი.
LikeLike
თანაც ტყუილად რომ ელოდოს უფრო ცოდო არ არის?:) ხო ნუ კეთილი პაწაწინა ტყუილი, მაგრამ მაინც ვცდილობ ხოლმე არასოდეს არ მოვატყუო. არც მომიტყუებია უფრო სწორედ
LikeLike
[…] […]
LikeLike