“ადამი იღბლიანი იყო. ზუსტად იცოდა, რომ სხვის ხუმრობებს არ იმეორებდაო” – ენამწარე მარკ ტვენის ამ გამონათქვამს აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს. თუმცა, სამწუხაროდ, ისეთებიც მრავლად მოიძებნებიან, მსგავსი მორალური ბოჭვები რომ არ აწუხებთ.
დანამდვილებით, ალბათ, ვერავინ იტყვის, ვის მოუვიდა პირველად აზრად, სხვისი ნაწარმოებისთვის საკუთარი გვარ-სახელის მიწერა, მაგრამ ფაქტია – პლაგიატის ისტორია საუკუნეებს ითვლის და მოყვასის ხარჯზე განდიდების სურვილს ვერც შინაგანი წესიერება აოკებს, ვერც კეთილგონიერება და ვერც სახელის გატეხის ან მოსალოდნელი სასჯელის შიში.
ამბობენ, მსოფლიო ლიტერატურა ოთხ-ხუთ ძირითად ფაბულაზეა აგებულიო. ძნელია ამ ლამაზი მეტაფორით თავის დამშვიდება, როცა ხედავ, როგორ ჰპარავს სიუჟეტებს აგატა კრისტის ტატიანა უსტინოვა, ხოლო ორივეს ერთად (ალბათ, პრინციპით – “ქურდის ქურდი ცხონდაო”) – სამამულო დეტექტივების ზოგიერთი ქართველი მთხზველი, ან როგორ აქვეყნებს ერთი საშუალოზე დაბალი დონის ქართული გაზეთი ბლოგოსფეროს არქივებიდან საგულდაგულოდ შერჩეულ და ოდნავ სახეცვლილ პოსტებს თავისივე ჟურნალისტების ხელმოწერით.
ბლოგერთა ინტელექტუალური საკუთრების დაცულობის ხარისხი იქით იყოს, დღეს ქართული პოეზიის კლასიკოსის ყველასთვის ცნობილი ლექსის ლამის სიტყვასიტყვით გადაწერის, გადათარგმნის და საკუთარი შემოქმედების ნიმუშად გასაღების ამბავს მოგიყვებით.
აპრილში, ჩვენი ფანტასტიკის პრობლემებზე დაწერილი პოსტის კომენტირებისას, ერთმა შემთხვევით შემოსწრებულმა ვიზიტორმა ვინმე მორგოთ ელდარის ბმული დამიტოვა – აქაოდა, მავანი მწერალი, რუსულ ენაზე, ქართული სულისკვეთების რომანებს წერს და ეროვნული ფენტეზის აღორძინებას ემსახურებაო. ურა-პატრიოტული გრძნობებით გამსჭვალულ გრაფომანებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, სტუმარს ზრდილობიანი მადლობა გადავუხადე ისე, რომ გვერდის მონახულება არც მიფიქრია.
პარასკევს, ბლოგზე პანდა მეწვია. მიიხედ-მოიხედა, კომენტარები ჩაათვალიერა და “ეს “ქვეითების სიმღერა”, შემთხვევით, ლადო ასათიანის “სალაღობოს” ხომ არ ჩამოჰგავსო” – გაოცებულმა იკითხა.
სიმართლე გითხრათ, უცბად ვერც კი მივხვდი, რას გულისხმობდა – აღარც მორგოთ ელდარი მახსოვდა და აღარც მისი ფენტეზი-შემოქმედება, მაგრამ პანდამ კითხვას, თვალსაჩინოებისათვის, რამდენიმე სტროფიც რომ დაურთო, ვიკადრე და ბმულს გავყევი.
გაოცება ჩემი უნდა გენახათ – “მზუმის სამეფოს მახათის სათავადოს მძიმედ შეიარაღებულ ქვეითთა სალაშქრო სიმღერა” თურმე, ბავშვობიდან ზეპირად მცოდნია – ოღონდ ქართულად, სხვა სათაურით და ავტორადაც, ჰოი, უმეცრებავ, სულ სხვა პოეტს ვთვლიდი:
Эй, сыграй же, чтобы сабли в ножнах не скучали,
Пусть пылают и сверкают в битве лютой!
Слава Мзуму, Королевству Солнца,
Нашей родине любимой слава!!…… Эй, сыграй же, пока кровь кипит в нас,
Кипариса листья вниз еще не пали!
В главном храме Мзума свет сияет,
Королевство Солнца освещает!!…… Сто раз в сердце пусть меня ножом ударят,
Сто моих улыбок враг проклятый пусть увидит!
Не устану Мзум родной любить я,
Смерть приму с усмешкой, сын Солнца верный!!…
დარწმუნებული ვარ, თავადაც მიხვდებით, ვის რა მოჰპარეს, მაგრამ წესი წესია და ქართული ორიგინალის შესაბამის ნაწყვეტებსაც გაახლებთ:
დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს,
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს!
გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას,
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში,
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია,
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია!…… ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში,
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ,
დავიღლები საქართველოს სიყვარულში,
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!…
სასაცილო ის არის, ავტორი ამ “შედევრს” მის მიერ ერთ-ერთი კავკასიური ერის ძველი საბრძოლო სიმღერის მოტივებზე შექმნილ ლექსად რომ მოიხსენიებს და ლადო ასათიანზე კრინტსაც არ სძრავს.
არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს ლუპით შეიარაღებული ვდგავარ პარნასის მწვერვალისკენ მიმავალ ბილიკზე და სამარადჟამო დიდების წადილით შეპყრობილთ გზას ვუღობავ – ცხონებული ნოდარ დუმბაძის არ იყოს, არც კომუნიზმის კართან დავუყენებივარ ვინმეს და არც იქ შემავალი ხალხის კაბისა და შარვლის ზომის აღება დაუვალებია, მაგრამ მაინც მაინტერესებს – რომელიმე საშუალო სტატისტიკურ პლაგიატორს ჯონათან სვიფტის აჩრდილი რომ გამოეცხადოს და ჰკითხოს: “რა საუცხოო სიტყვებია, ნეტავ, სად მოიპარეთ”–ო, რას უპასუხებს?
კარგი იყო :) რამდენჯერ მიფიქრია ამაზე. მოემწონა პოსტი.ლიკე ლიკე ლიკე :)
LikeLike
ეჰ, ჩემო კატერინა… რამდენიც არ უნდა ვიფიქროთ ამაზე, საშველი არ არის. ერთი ასეთი (და ერთზე ბევრად მეტიც) ყოველთვის გამოიძებნება…
LikeLike
ჰმ, სასაცილოა პირდაპირ! რა ჰქვია ამას, არც ვიცი … ისე, მთხზველის სახელს რომ შეელიოს და მთარგმნელი დაირქვას, უფრო უმტკივნეულო არ იქნება მისთვისაც და სხვისთვისაც???
LikeLike
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოსო, ასე ზუსტად შეესაბამებოდეს ფრაზა სიტუაციას, აქამდე არ შემხვედრია.
რაის მთარგმნელი… წიგნების გამოშვებას აპირებს თურმე…
LikeLike
ფინალი განსაკუთრებით მომეწონა :) კარგი პოსტია <3
LikeLike
დანკე! ფინალს რომ ვწერდი, მანდ ვიგრძენი უსუსურობა. წერე და იკითხე რამდენიც გინდა… ხეირი მაინც არ არის. ხვალ სხვასაც მოპარავენ.
LikeLike
იმდე
LikeLike
ნატო, ვორდპრესი ჯიუტობს თუ შენ ხარ ასე აღშფოთებული?
LikeLike
მოლი, ვინმე ელდარის საქციელი პლაგიატზე უარესია. მის საიტს გადავხედე. აშკარად ქართველია. სიუჟეტის ქურდობაზე უფრო მნიშვნელოვანს _ ქართულს _ იპარავს და ფლანგავს, ჩემი აზრით. პირველი შთაბეჭდილება ასეთი დამრჩა.
LikeLike
კი, ნამდვილად ქართველია. მე ჯერ ლექსმა მომსპო და მერე კომენტარმა – ერთერთი ერის ძველი სიმღერის მოტივებზე შექმნილი ჩემი ლექსიო… ჯანდაბას :(
LikeLike
აღშფოთებული ვარ.
LikeLike
მეც :( ქართველისგან მწყინს, თორემ სხვას რა მოვკითხო…
LikeLike
მშიშარაცაა. ქართველების ხსენებასაც ვერ ბედავს.
LikeLike
კი… და იმ რუს მკითხველს რომ არ ეხსენებინა, თარგმანი რომ იყო, იმასაც არ გაამხელდა ალბათ.
LikeLike
კარგი პოსტია :)
ჩემი აზრით, პლაგიატობა მკვლელობის მცდელობა , რადგან როცა ვიღაცის აზრებს ითვისებ ამით მისი ადგილის დაკავებას ლამობ.
LikeLike
ველქამ, ცუგა. კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე.
მე ქურდობას უფრო შევადარებდი, თუმცა ერთი ცხადია – რაც არ უნდა დაარქვა, უსაზიზღრესი საქციელია. ქურდს და ყაჩაღს (არცთუ იშვიათად) დანაშაულისკენ შიმშილი და უკიდურესი გაჭირვება უბიძგებს და პლაგიატორს მსგავსი არაფერი სჭირს – სახელი და დიდება უნდა, თავად უნიჭოა, ვერაფერს აკეთებს და სხვისას იპარავს.
LikeLike
ეეეეჰ, დღეს უმრავლესობა პლაგიატობს. პლაგიატობენ მოთხრობებით,ლექსებით,ანეგდოტებით,სტატუსებით,პოსტებით,სიმღერებით. იქით ბიჭოლა იპარავს კოვზების იდეას, აქეთ ვეფხისტყაოსანი სომხების დაწერილი ყოფილა :) დიდებაცაა და დიდებაც, რა ჯანდაბად მინდა სხვის გაკეთებულ საფლავის ქვაზე ჩემი სახელი?
გარდა ამისა ტელევიზიაც დიდ სტიმულს გვაძლევს. კრეატიული ნიჭის მწვავე მოტეხილობის გამო იპარავენ რეკლამების, ფილმების, გადაცემების იდეებს და ა.შ გახსოვთ ის რეკლამა, გამვლელებს რომ ეკითხებიან თუ რა უნდა ვიყიდოთ 50 თეთრით, ისიც კი ჰოლივუდიდანაა მოპარული.
ბეჭდვითი მედია ხომ საერთოდ არ გვინდობს. ვისავ არ ეზარება ყველა გლობალური ქენდის-ბუშნელიზმითაა გატაცებული. ყოველი მეორე ჟურნალისტი სექსუალური ხასიათის სტატიებს წერს. მოკლედ სხვაგან არ ვიცი და ქართველები უსირცხვილოდ ვიპარავთ :)
LikeLike
რამდენიც გინდა, თაია… ანეკდოტი რა მოსაპარია და ერთი ქართული გაზეთი (პრესის ფლაგმანად და გემოვნებიან მკითხველზე ორიენტირებულ გამოცემად რომ წარმოუდგენია თავი) ისეთ ანეკდოტებს და კურიოზებს ასაღებს საკუთარ დაწერილად, ბავშვობაში, “საზღვარგარეთული იუმორის” კრებულებში რომ მაქვს წაკითხული… მერე მიდი და ედავე…
LikeLike
იცი, რას ვფიქრობ, შეიძლება ახლა, ამ მომენტში ვინმე შენს რომელიმე პოსტს აკოპირებს რომ მერე თავისად გაასაღოს. შენი თქმისა არ იყოს მერე მიდი ედავე :)
LikeLike
უჰ… ჩემი პოსტი რა სახსენებელია, თაია. ბექას (მჩხაპნელს) მარჯვნივ-მარცხნივ პარავენ პოსტებს და მერე ხან ვიღაცის ბლოგზე დევს და ხან რომელიმე გაზეთში.
და ყველაზე დიდი ცინიზმი იცი, რა არის? ერთი გამოიჭირა თამარამ (ბექას ებაუთ მი ედო ბლოგზე ბედნიერად). მიწერა ბექამ და იცი, რა უპასუხა? “მე რა ვიცი, იქნებ შენც მოპარული გაქვსო… ”
ასეთი უნამუსობა გაგიგია?
LikeLike
ეგ ტიპი ახლაც ბედნიერად სუფებს ფბ-ზე და ფბ-ს პროფილის ებაუთში ბექას პოსტი უდევს:):):) რამდენიმე ბლოგერს მეგობრებშიც ჰყავს, არადა, იციან, რაშიცაა საქმე… რა ვიცი, რას მივაწერო ეგ ამბავი :)
ერთი გამოვიჭირე კიდევ და უკვე აღარ ამიტკიებია თავი, ავდექი და ავტორს მივწერე…
ყველას მაგივრად მე ხომ ვერ ვიყვირებ, კაცო!
LikeLike
კარგი ქენი, რომ იყვირე, თამარა. სხვა საქმეა, რომ სხვა, უფრო ეფექტური მეთოდი არ არსებობს. სადაც ნახავ, უნდა მიაფურთხო ასეთს და დაუღალავად აგინო… მეტი ვერაფერი მოვიფიქრე.
მე არ მყავს ფრენდებში. თუ მყავს? არ არსებობს… გამორიცხულია, ასეთ ბლოგს ვკითხულობდე.
LikeLike
არა, შენთან რა უნდა :) არც მე მყავს…
LikeLike
ყველა “ჩემი ბლოგი” პირველიდან ბოლო წერტილამდე მაქვს გადაკითხული და შანსი არ არის, მსგავსი სულისკვეთების ბლოგერთან ორ წუთზე მეტს გავჩერებულიყავი.
LikeLike
ყვირილი რომ შველიდეს რა გვიჭირს ? ხსენებულ ტიპს სჭირდება არამიწიური ღრიალი, ბღავილის აკომპანიმენტით :)
LikeLike
მე ვიცი, რა სჭირდება მასეთ ტიპს (თან გაუკუღმართებული ფორმით), მაგრამ დასჯადია… მაგ დანაშაულზე დიპლომი მაქვს დაწერილი და დედაჩემმა რომ წაიკითხა, შინ არ ხარ შემოსაშვებიო, რეებს წერო. კდემა და მოსილება სად დაკარგეო.
LikeLike
მოდი ჩავთვალოთ რომ კდემამ და მოსილებამ შვებულება აიღეს :)
LikeLike
დიპლომი თორმეტი წლის წინ დავწერე, თაია :) და იმის მერე შვებულებაშია ერთიც და მეორეც. აი, ბლოგზე ვარ კდემაც და მოსილებაც :))))) სამსახურში – ვეღარ :) :) :)
LikeLike
მაგაზე მაშინ ვიფიქრე, პროფესიას რომ ვირჩევდი – თქო, არ ეუბნები? :):)
LikeLike
აბა, რა :) მეტი რა უნდა მეთქვა? ასეა და სიმართლე ვუთხარი მეც. პრინციპში, თავადაც მშვენივრად იცის.
LikeLike
:) :) :) არა უშავს კაცო :) მასე კდემის საკითხს თუ ჩავუღრმავდებით ახლა უნდა მეძინოს და სიზმრებს უნდა ვნახულობდე პეპლებზე და არა პლაგიატიზმის საკითხზე ვკამათობდე ჩემზე გაცილებით უფროს და ჭკვიან ხალხთან :)
LikeLike
მე ხო არა მყავს? არადა ისე ვიმატებ, ებაუთებს იშვიადათ ვკითხულობ :(
LikeLike
თამარას ეცოდინება… თამარა პლაგიატორების აღმოჩენის ექსპერტია.
LikeLike
რას ვერ აპატიებ ფეისბუქის ფრენდსა და ბლოგერ მეგობარს – პლაგიატობას :დ :დ :დ
LikeLike
ამონარიდი “ჩვენი დროის მეგობრობის დღიურიდან” :)
LikeLike
ქენდის-ბუშნელიზმი მომეწონა :) და სექსუალური ხასიათის სტატიები ხომ საერთოდ – 18-19 წლის გოგონები რომ მამაკაცთან ურთიერთობის წესებზე ლაპარაკობენ :D ან რვაჯერ მიტოვებული ქალები მამრის შენარჩუნების ხერხებს რომ გვასწავლიან ხოლმე :D ინტერნეტში ამოკითხული ფრაზებით :D ესეც თავისებური პლაგიატია.
LikeLike
ეჰ, იმ რვაჯერ მიტოვებულ ქალს რა ენაღვლება ? მეცხრეც იპოვა :) ისე ძალიან მგრძნობიარე ყოფილა :) წერს მოწოლილი სევდა 300 არაგველივით მომაწვა ყელზე, ამას ჰქვია განცდა ! ისე მე ვყოვილვარ უგრძნობელი :) მე არც სპარტელები მწყალობენ და არც არაგველები :)
LikeLike
რა დღეში ხარ, თაია? რა მინორული კომენტარებია? :) :)
LikeLike
:) :)
LikeLike
ვინ წერს, სევდა სამასი არაგველივით მომაწვა ყელზეო?
გეხვეწები, ეს სადმე წერია???
LikeLike
ლალი მოროშკინა წერს თავის წიგნში “მე, ჩემპიონი და პრეზიდენტი” :)
LikeLike
მაშინ ჰო… მოროშკინასგან არ მიკვირს.
LikeLike
უი შემშლია ზუსტ ციტირებას მოვახდენ
მიჭერენ, ლალი, – ამოიგმინა გიორგიმ და თითქოს მის მძიმე სუნთქვას სულ ცოტა 300 არაგველი ამოჰყვა.
იმასაც წერს მიშას ისეთი ნომერი აქვს პითაგორაც ვერ დაიმახსოვრებს მოკლედ რა >>>?
LikeLike
ისეთი მეტაფორაა, რუსთაველს შეშურდება :D
P.S. და რა არის ეს, თაია, რა წიგნებს კითხულობ?
LikeLike
არ მითხრა, რომ წაიკითხე :) მე როდეს პოსტი ვნახე მოროშკინას წიგნზე და ერთი კიდევ სხვა რომელიღაც ბლოგზე, მგონი… :)
LikeLike
მერის კომენტარია როდეს პოსტზე – მოროშკინას შემოქმედების ასეთი ზუსტი შეფასება მე არსად მინახავს.
LikeLike
ხვალ ვმუშაობ და უნდა მეძინოს, მაგრამ აქ ხართ და აქ ვარ მეც… :)
უფროსებთან კამათს კიდევ არაფერი მირჩევნია :)
LikeLike
პლაგიატის თემაზე ჯერ კიდევ მურმან ლებანიძე ჩიოდა:
“დაუწერია
ექვსი ლექსი პარასკევ დილას,
შაბათ საღამოს, –
თავად ბრძანა, – მეორე ექვსი…
ბლოკი, ბერნსი და
პოლ ვალერი უკითხავს კვირას,
ამას უტყუვრად
სხვა თოთხმეტი
მეტყველებს ლექსი…”
LikeLike
“ქართველი კაცი ბუნებით არ არის პლაგიატორი,
ყვავი ვარ? ყვავად მოვკვდები, იადონს – ხმა იადონის…”
მუხრანის სიტყვები არ არის?
LikeLike
ჰგავს ძალიან :)
LikeLike
გამოუყვანეს ქართულ ტაძრებს უტიფრად წირვა,
განზრახ დაფხრიწეს არაერთი ქართული ნუსხა,
სადაც თორნიკე ერისთავი ეწერა წინათ,
მუნ ნიკიფორე კეისარი დაწერეს ურცხვად!……….
ქართველი ამას იკადრებს? – არა!
ზედმეტად კარგი წარმოდგენა აქვს ამ ლექსში მუხრანს ჩვენზე
LikeLike
გამახსენდა, გამახსენდა!
ეჰ… მუხრანი თავად იყო ზედმეტად წესიერი ადამიანი…
LikeLike
ათონის ლავრა ნაპარავი დიდებით ბრწყინავს….
ოდნავ სხვა ფორმის პლაგიატზეა ეს ლექსი.
LikeLike
ჰო, ეს სომხური “ხვანჭკარის” ტიპის პლაგიატს ეძღვნება…
LikeLike
ბერძნული ჩამოსხმის პლაგიატს.
LikeLike
ბერძნები და სომხები არ წვრილმანდებიან – ნაციონალური მასშტაბის პლაგიატს ეწევიან…
LikeLike
თუ მოპარვაა, მოპარვა იყოსო…
LikeLike
ყოჩაღ, მოლი!
არდადეგების შემდეგ ისევ ფორმაში ხარ :)
LikeLike
დანკე!
მიხარია, რომ გამოჩნდი :)
LikeLike
ეჰ ასეთებიც არსებობენ! :) :) :) ბოლო სურათი განსაკუთრებით უხდება ტექსტს და უსიტყვოდაც გამოხატავს ბევრ რამეს. :)
LikeLike
არსებობენ და თავს ღრმად ბედნიერადაც გრძნობენ, ცოტნე…
LikeLike
ხო, ასეთი შედევრები შევქმენითო, ხო?! ფუ, ასეთი რამის გაკეთების შემდეგ კარგად და მშვიდად როგორ უნდა იყო?! და თანაც ამაყობდე ჩადენილით.
LikeLike
ღმერთო ჩემო, შენ არ იცი ეხლა რ ა შოკირებული ვარ. ო.ო
LikeLike
დაახლოებით წარმომიდგენია, ნინუცა :(
LikeLike
მურმან ლებანიძე იქით იყოს და პლაგიატის პრობლემა ვერგილიუსსაც აწუხებდაო, ამბობენ. თუმცა, ბოროტ ენებს თუ ვერწმუნებით, “ენეიდას” ავტორი, თავის მხრივ, ტიტუს ლუკრეციუსსაც ჰპარავდა თურმე. გამოდის, ეს სატკივარი სამყაროსავით ძველი ყოფილა…
LikeLike
ეს უკვე აღარ ვიცოდი,, მერი.
ასე გამოდის… ნამდვილად არ იქნება პლაგიატი თანამედროვე ჭირი. პირველი ავტორის, პირველი მკითხველის და პირველი კრიტიკოსის პარალელურად გაჩნდებოდა პირველი პლაგიატორიც – სამწუხაროდ, ადამიანის ბუნება ასეა მოწყობილი. ვიღაცას ვიღაცის შეშურდა, სხვა ვერაფერი მოიფიქრა და პრობლემაც “მარტივად” გადაჭრა…
სხვა საქმეა, ამას “განათლებულ” ოცდამეერთე საუკუნეშიც რომ კადრულობენ.
LikeLike
ეტყობა, ამ კატეგორიის ხალხი, ერთი საბჭოთა რომანის გმირის არ იყოს, სხვისას ისეა შეჩვეული, თავისი ჰგონია :)
LikeLike
всё вокруг колхозное, всё вокруг моё…
LikeLike
მოლი მართლა ძაან საინტერესო პოსტია….მაოგნებ ,,ჩესნად”….წარმატებები
LikeLike
მადლობა :) აღმაშფოთებელი პოსტი უფროა :)
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე.
ველქამ!
LikeLike
ზოგადად თარგმანი და მით უფრო ლექსების საკმაოდ რთული საქმეა, ამიტომ ვერაფრით გამიგია რაში დასჭირდა ”ავტორს” ავტორობის მითვისება. თავად მაქვს რამდენიმე ლექსი ნათარგმნი ინგლისურიდან და ამით ძალიან ვამაყობდი მახსოვს, თანაც ძალიან დიდი დრო და შრომა დასჭირდა.
ჩემთვის სრულიად გაუგებარია ნებისმიერი ტიპის ქურდობა, მაგრამ ვიღაცის ნაშრომის ქურდობა და ავტორობის მითვისება ყველაზე გაუგებარ ფენომენად რჩება.
მაშინაც კი როდესაც ძალიან მარტივ რაღაცას ვწერ, ვფიქრობ ხოლმე იმაზე იქნებ ეს უკვე ითქვა მეთქი. სხვა თუ არაფერი საკუთარ თავთან კომფორტული თანაცხოვრება როგორ გამოსდით ამის შემდეგ არ მესმის, ან როგორ იტანენ ტაშს და აღიარებას, როდესაც იციან, რომ ის მათ არ ეკუთვნით.
ძალიან საინტერესო პოსტი იყო, პრინციპში როგორც ყოველთვის :)
LikeLike
ფინიკი, ეს თარგმანიც არ არის. ორ-ორი ბწკარია ყოველ სტროფში მოპარული და მერე საკუთარი ბოდვა მოსდევს… და ის ორი ბწკარი როგორ არის “თარგმნილი”, თავადაც ხედავ.
შენ ჯანსაღი, საკუთარი თავის (და შესაბამისად, სხვისი) პატივისმცემელი ადამიანის პოზიცია გაქვს. ელდარის ნაირ “შემოქმედებს”, მერწმუნე, მსგავსი მორალური დილემა არასოდეს დაუდგებათ… თუმცა, მეც ძალიან მიკვირს, რატომ.
საზიზღრობაა და უმახინჯესობა, რა თქმა უნდა.
LikeLike
Mary Poppins
გამახსენდა, გამახსენდა!
ეჰ… მუხრანი თავად იყო ზედმეტად წესიერი ადამიანი…
ამ პოსტს არ ეხება, მაგრამ ამ კომენტარზე გამახსენდა – მიამბეს, როგორ დითირამბებს უკმევდა ეს “ზედმეტად წესიერი ადამიანი” შევარდნაძეს, ერთ სუფრაზე, რომ ბინა მიეღო. მას შეუდარებია წმინდა გიორგისთვის სწორედ (მერე ხომ მოინათლა კიდეც გიორგიდ). ჰოდა, მიუღია კიდეც ბინა “წესიერ ადამიანს”…
ამ ამბის შემდეგ მისი ლექსები ყალბად მეჩვენება. და ქართველებზე რომ წერდა – ქართველი ამას იკადრებსო? – ეგეც რომ ფარისევლობაა, ხომ აშკარაა.
პლაგიატს რაც შეეხება, ამაზე მეტი ლაპარაკია საჭირო. მართალია, მხოლოდ ლაპარაკი არ შველის საქმეს, მაგრამ ისიც რამეა, თუ ზოგიერთი მაინც გამოააშკარავდება.
ქართული ტელევიზიებში პოპულარული “შოუების” მიერ მოპარული სიუჟეტები ხომ ცალკე თემაა. ახლახანს შემთხვევით ვნახე ერთი სკეტჩი, და თითქოს მომეწონა, მაგრამ ერთი კვირის მერე, რუსულ ტელეარხზე რომ ვნახე იგივე, ბევრად უკეთესი დადგმით, მივხვდი, საიდან იყო ქართული ვარიანტი გადამღერებული.
ლიტერატურასა რაც შეეხება, ეს ბევრად უფრო სერიოზულია საქმეა, ვიდრე ტელესიუჟეტები. ამიტომ, ღოცა ცოცხალ ავტორებს პარავენ, მათ უნდა ამოიღონ ხმა და პრეცენდენტიც შექმნან, რომ პლაგიატორი დაისაჯოს. როცა გარდაცვლილებს პარავენ, მაშინ ცოცხალმა მკითხველმა უნდა იყვიროს ამაზე.
LikeLike
ამ პოსტს არ ეხებაო – ზუსტი და დროული შენიშვნაა.
მერი სათქმელს თავადაც იტყვის, მაგრამ მე ადამიანის წესიერების შესახებ, ვცდილობ, ნაამბობით არ ვიმსჯელო. არც მუხრანის ლექსი მეჩვენება ყალბად, იმიტომ რომ ლექსი ლექსია და ქართველი ამას არ იკადრებსო – ლოგიკურია, პირდაპირი მნიშვნელობით არ გავიგო. ქართველი პლაგიატს კი არა ნეკროფილიას და ზოოფილიას კადრულობს და ქართველს ჰკლავს ოცი ლარისთვის.
რაც შეეხება თემას – მეტი ლაპარაკი რომ არის საჭირო, იმიტომ ვწერ ამას.
LikeLike
საინტერესოა, ვინ გაახმაურა მუხრანის მიერ ნაკმევი დითირამბების ამბავი… სავარაუდოდ, იმ ხალხმა, ვინც იგივე სუფრაზე იჯდა და დითირამბების კმევის გარდა, ავსიტყვაობაშიც გაწაფული ყოფილა… ჩემთვის კი (და არა მარტო ჩემთვის) მუხრანი მუხრანია… ისეთ ლექსებს, როგორსაც ის წერდა, ცუდი ადამიანები ვერ ქმნიან.
LikeLike
სამწუხაროდ მასეთი შემთვევები ბევრია.თუნდაც სასიყვარულო რომანები ავიღოთ თუ დეთექტივები.. მუსიკებიც, ფილმებიც ყველაფერი. თითქოს მოქმედებენ პრინციპით – ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.მაგრამ თავს დებენ ჩვენი არისო, ჩვენგ ვეკუთვნისო, მაგრები ვართო….
ეჰ…. და ვინც არ იცის ვის ეკუთვნის ლექსი, ჰო ჰგონია, რომ რა კარგი და მაგარი პოეტია ^_^ ლოლ
კაი პოსტია მოლი. აქტუალურია ნამდვილად :)))))
LikeLike
იდეების მოპარვა ერთია, ჯეს და ასე დღისით, მზისით, კლასიკის გადაწერა-მითვისება და მერე ქართველ პატრიოტობაზე თავის დადება ბევრად ამაზრზენი მგონია მე.
პლაგიატი ყველგანაა და ერთი ან ორი მამხილებელი წერილით ვერაფერს დააკლებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა გაჩუმდე.
LikeLike
ნამდვილად მასეა… გაცუმება არ შეიძლება, რატომ უნდა ეგონოს ვინმეს რომ ეს ადამიანი მასეთი ნიჭიერია და რატომ უნად მოტყუვდეს ხალხი, რატომ არ უნად იცოდეს, რომ ესსხვისი ლექსია, თან ყველასათვის ცნობილი
LikeLike
უჰ… მიხარია, აქ რომ ხარ, ჯესი :) დააკლდი ბლოგს :)
რაის ნიჭიერი :) :) :) რას ამბობ :) :) :) ბოდვაა ამის თარგმანი… თუ თარგმანი ჰქვია.
არაქართველმა მკითხველმა არ იცის ლადო და იოლადაც ტყუვდება :( ჰოდა, ეს ნაძირალაც სარგებლობს.
LikeLike
ძალიან კარგად გადმოსცემ ამ პოსტით პლაგიატობის სულმდაბლობას. პრობლემა მართლაც სერიოზულია. დიდი მწერლების ნაღვაწს რომ მიმთვისებელთა მთელი არმია ეყოლება, თითქოს ისტორიასაც აღარ უკვირს. მითუმეტეს აღარაა ალოგიკური, ბლოგერთა არქივები დღევანდელი ვაი-ჟურნალისტების ქექვისა და გადაწერის ხელსაყრელი სამიზნე რომ ხდება…
ერთ ცინცხალ და სიმწრით სატირალ “კურიოზს” მოგიყვებით: ჩემთვის კარგად ნაცნობი ქალბატონის დაწერილ წიგნებს ეხლახანს იგივე სახელისა და გვარის ხელგაწაფულ-ენამოსწრებულ-გაქნილი პლაგიატი გამოუჩნდა, რომელიც იმდენად თავხედურად სარგებლობს წიგნების ავტორის სახელით, რომ რამდენიმეჯერ ინტერვიუ მისცა რადიო-გადაცემაში, საზღვარგარეთ გაემგზავრა კონფერენციაზე და ბოლოს გრანტიც კი მიიღო.
ვაჰ-მე…..!!!
LikeLike
კი მაგრამ, ხმას არავინ იღებს, თათული? არავინ არის, ქეჩოში წაავლოს იმ პლაგიატორს ხელი? ასე დღისით, მზისით… ბნელა?
LikeLike
მოლი, ახლა ზუსტად მაგაზე მუშაობენ, რომ არ ჩამობნელდეს მთლად
LikeLike
ძალიან კარგი, ერთს რომ წააჭრიან ყურებს, სხვა ჭკუას ისწავლის.
LikeLike
ვაიმე როგორ გავბრაზდი ეხლა..
მაგრამ ეს რას უშველის საქმეს, პლაგიატიზმი კიდევ დიდხანს იარსებებს მანამ, სანამ ერთი უნამუსო ადამიანი მაინც ივლის დედამიწაზე.
საავტორო უფლებების კუთხით იმდენი რამეა გასაკეტებელი.. მაგრამ ყველას და ყველაფერს ვერ გააკონტროლებ, 100%-ით მაინც ვერაფერს დაიცავ…
LikeLike
მარტო ჩვენი გაბრაზება არ უშველის საქმე, ჭიამარია, მაგრამ გაჩუმება რომ უარესია, რა ვქნათ? ისევ გავბრაზდეთ და ვიყვიროთ სანამ შეგვიძლია – სხვა გზას მე ვერ ვხედავ.
LikeLike
მართალია, მაგრამ ამ ცხოვრების ამაოება ის არის, რომ პლაგეატიზმს აზრი აღარ აქვს – გადასაწერი აღარაფერია (დაგვასწრეს უკვე) :) :) :დ :დ
LikeLike
აბა, ერთი ელდარს ჰკითხე, როგორ არ იყო გადასაწერი დარჩენილი :)
მადლობა ვთქვათ, ვეფხისტყაოსანს რომ არ მიადგა…
LikeLike
მართალია :) :) :)
LikeLike
ისიც ფენტეზიაო, იტყოდა და…. სინდისი დაუშლიდა თუ რა?
LikeLike
არ დაუშლიდა ნაღდად (თუმცა მასეთებს სად აქვ საერთოდ სინდისი). :)
LikeLike
რომ არ აქვს, იმიტომაც არ დაუშლიდა.
ნატომ შეამჩნია სწორად – მშიშარაა, ქართველობას მალავს და ერთ რუს მკითხველს თარგმანიაო, რომ არ ეეჭვა, საერთოდ არ აპირებდა ამის ხსენებას. იძულებული გახდა, ეღიარებინა – თარგმანიაო, ოღონდ ხალხური სიმღერისო :( მაინც რაღაცებს ხლართავს და გამოძრომას ცდილობს.
LikeLike
მართალია! სამწუხაროა (სირცხვილია) ეგ :( :( :( :(
LikeLike
არ თქვა :(
LikeLike
ხო :(
LikeLike
თან როგორი ლექსი :( პატრიოტული ლირიკის მარგალიტი :( ეს და ლებანიძის “უფლისციხესთან” ქართული პატრიოტული პოეზიის მწვერვალი მგონია მე.
LikeLike
ხო :( შესავალი რო წავიკითხე, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ამ ლექსს გულისხმობდი.
LikeLike
მეც პირი დავაღე, პანდაც რომ იპოვნა… თავიდან ვერც გავიგე, რას გულისხმობდა. საერთოდ არ მახსოვდა ის ბმული. კომენტარებში ლექსი ერთადერთი იყო – ალდეს თვალებზე და არაფრით ჰგავდა სალაღობოს. მერე, სამი სტროფი დააკოპირა პანდამ და გავოგნდი…
LikeLike
:( :( :(
LikeLike
რა ხალხია რა!.. სინდისი არ აქვთ? ვერაფრით გავიგებ ამას, როგორ უნდა გეყოს გამბედაობა (თუ გინდა სინდის დაარქვი), აიღო და სხისი დაწერილი მიითვისო. თუ მასე შესტკივა გული საქართველოსთვის და უნდოდა ეჩვენებინა ეს ლექსი, ავტორის მითითებით დაშავდებოდა ვითომ რამე?
ხო, მარკ ტვენი მაგარია რა!
პოსტის ბოლო ფრაზას რაც შეეხება, მაგისთვის მინიმუმ იმის ცოდნაა საჭირო, ვინაა ჯონათან სვიფტი საერთოდ.
LikeLike
შენ გეცოდინება, გვირილა – ზუსტადაც რომ “სალაღობოში” ლადოს ხალხური “ვაჟკაცსა გული რკინისა” აქვს გამოყენებული. ოღონდ, ბრჭყალებით.
აკაკის აქვს ერთგან – “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი” – ისიც ბრჭყალებით.
ჩაიკოვსკის ქართული იავნანა აქვს დამუშავებული “მაკნატუნასთვის” და ყველამ იცის, რომ იავნანაა და ყველა ცნობარში ქართული ძირი ხაზგასმულია.
ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ ავტორი კეთილსინდისიერია… საქართველოზე კი არა, საკუთარ თავზეც არ შეტკივა მაგ ელდარს გული. თავმოყვარე კაცი თავს ასე არ გაილანძღავს…
სვიფტი შეიძლება იცოდეს პლაგიატორმა – თუ მისთვისაც რამე აქვს მოპარული :)
LikeLike
ხო, ეს მაგალითები სხვა საქმეა კაცო. დოჩანაშვილიც კი ამბობს, რომ მარკესის ზემოქმედება აქვს მაგის შემოქმედებას, მარა დაშავდა მაგით რამე? არც არაფერი, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე კარგი “თანამედროვე” (რატომღაც არ მინდა დოჩანაშვილი თანამედროვეებს მივაკუთვნო :-)) მწერალია.
LikeLike
ზუსტად ეს არის ზემოქმედება საუკეთესო გაგებით.
და შენ თანამედროვე პროზას არ სწყალობ :) მახსოვს :) წერდი ამაზე შენთან. ძველი უფრო ღირებული მგონიაო.
არადა, უთანამედროვესია დოჩანაშვილი.
LikeLike
ხოდა, დოჩანაშვილი იმდენად მომწონს, არ მინდა გავიაზრო, რომ თანამედროვეა :-D
LikeLike
მარკესიც თანამედროვეა – “პატრიარქის შემოდგომა” მაგალითად.
და ქრონოლოგიურად თანამედროვეებს რაც შეეხება – ეკოს ახალი წიგნი მაქვს შინ. პირველ თავს გადავხედე და დავხურე – იმდენად კარგია, იმდენად საინტერესო და გემრიელი, მშვიდ შაბათ-კვირას უნდა დაველოდო, დაგემოვნებით წასაკითხად.
LikeLike
მაშინ ჩუმად გეტყვი, რომ მარკესიც არ მიყვარს განსაკუთრბულად და გავიძურწები აქედან, სანამ ჩამქოლა ვინმემ :-D
LikeLike
ჰეჰ :) შენ მარტო ახლებზე არ ყოფილხარ ნაწყენი :) :) :)
ერთი გაბედოს ვინმემ აქ შენი ჩაქოლვა :) მართალია, ჩემი და ყოფილი კარატისტი არ არის, მაგრამ ყურების დასაჭრელად მეც ვეყოფი :)
სიყვარულს რაც შეეხება – ჩემი უახლოესი და უსაყვარლესი მეგობარი ცხვრის ხორცს არ გეახლებათ (ჩემთვის დღემდე აუხსნელი და გაუგებარი მიზეზების გამო) მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ თხემით ტერფამდე გურმანია.
ჰოდა, ლიტერატურული გემოვნება კიდევ უფრო ინდივიდუალურია :)
LikeLike
ვაიმე, ცხვრის კიარა, საერთოდ არც ერთი ცხოველის ხორცი არ მიყვარს :-D ფრინველს გავსინჯავ ძალიან თუ მშია :-D
კაი შედარება იყო ისე :-) და მართალი ხარ.
LikeLike
იმედია, ყოფილი კარატისტი დის ხსენება პლაგიატად არ ჩამეთვლება :) მე ხომ ვიცი, სადაც წავიკითხე :) და სხვებმაც იციან, ეზ აი ნოუ :)
LikeLike
უიმე, ეს გამომრჩა კიდეც, არადა როგორ მედგრად დამიდექი მხარში. რა პლაგიატი კაცო :-)
LikeLike
ვინმეს თუ მოუტყუებიხარო, კითხვა იყო “მეგობრობის დღიურის” მსგავსი თეგ-თამაში რომ გაქვთ და მანდ უპასუხე – აბა გაბედოს ვინმემ, ჩემი და ყოფილი კარატისტიაო…
LikeLike
ხო :-D მაგარი ხარ მოლი!.. <3
LikeLike
მმ, მოლიკო, ბოლო ფრაზამ პოსტი რასაც ჰქვია დააგვირგვინა. რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან დიდი ლაიქი ამ პოსტს.. ^^
ახლა პლაგიატობას რაც შეეხება.
ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს ჩემი ან ლექსი მიუთვისებია, ან მოთხრობა, რადგან ლექსებს საერთოდ არ ვწერ და მოთხრობებს ხომ საერთოდ.. ასთე რომ, მთლადაც არ ვიცი, რა გრძნობა შეიძლება იყოს, როდესაც შენსას ითვისებენ..არა, არა.. მთლად ჩაუხედავიც არ ვარ ამ საქმეში… იცი, რა მღრღნის ხოლმე ყველაზე მეტად? სიტყვაზე, ვიღაცას მოფერებით ვეძახი რაღაც სახელს, ჰოდა, გავიხედავ და მეორე დღეს სხვა რომ დაუძახებს იგივეს… აი, მაგალითად თავის დროზე გვირილილას მე ვეძახდი, გვირილიკოს და მერე, გვირილა დეიდას და ახლა უკვე მეოთხე ბლოგერი ვნახე, ვინც ასე უწოდებს.. ერთი უნდა გენახა, ჩემი წუპაკი სახე.. არაფერი არ მითქვამს, თავი შევიკავე, თორემ ისე ძალიან გავბრაზდი.. რა პლაგიატობაა.. ფფფ… :D
LikeLike
პლაგიატის არსი მაცოს ინტერპრეტაციით :)
ჰოდა, წარმოიდგინე, მაცო, შენ რომ ასე ბრაზდები, სხვას რა დაემართება, თავის ნაშრომს, ნაწვალევს და დაწერილს ვიღაც რომ მიითვისებს და საკუთარ შემოქმედებად გაასაღებს და ამით ტრაბახობს?
კოშმარია :( გაგიჟდები, აბა რას იზამ…
LikeLike
ნწუ, ნწუ, ნწუ..
რა დღეში ვარ..
წნეხი, წნეხი.. :დ
ჰაჰა.. :დ
LikeLike
გვირილიკოს და გვირილა დეიდას დაძახება აკრძალე სასტიკად. ჩემი ექსკლუზივიაო, გამოაცხადე :) :) :)
LikeLike
მაგას ვაპირებ ზუსტად… < 33333333333
მოლიკო, რამე ხდება ახალი, კარგი და საინტერესო? :*
LikeLike
აქ კი ხედავ, რაც ხდება :) ისე – ყველაფერი ძველებურად და კარგადაა :)
ჰო, ახალი დომენი მაქვს. შენ, მგონი, დაანონსებას გამორჩი. აქ არ იყავი.
LikeLike
ააამ, ახალი მისამართი ვიცი.. < 33333333333333333
რას გამოვრჩი?
LikeLike
დამავიწყდა, დომენის ამბავი რომ იცოდი, მაცო.
LikeLike
მოლიკო, შემდეგი ჯეოპარდის მთავარი თემა რა იქნება? ^^
LikeLike
ჯერ ადრეა, მაცო :) არ გადამიწყვეტია. მანამდე კვირის პოსტი მაქვს დასაწერი. საიუბილეო, მეასე :)
LikeLike
უი, აქის კომენტარი იმ ლინკზე გამექცა :(
ცოდოა ასეთი ხალხი ნამდვილად. თუ საკუთარს ვერ ქმნი და თრგმნი, მიუტითე დედანი, შე დალოცვილო. რაღაც ოსური გვარივითაა, არა? თუ ფსევდონიმია?
დღეს რამდენჯერმე ვიყავი შემოსული, პოსტი წაკითხული მქაონდა, მაგრამ ვეღრ დაგიკომენტარე :)
LikeLike
ჰო :) არაუშავს :) დავალაგებ :)
სადღაც ცოდოა ალბათ, მაგრამ ახლა რატომღაც არ მეცოდება :( სულ სხვა ემოციები მაქვს.
რაც შეეხება ფსევდონიმს. იმის გათვალისწინებით, რომ ფენტეზის წერს (ან თავად ჰგონია, რომ ფენზეტის წერს) ფსევდონიმი, შესაძლოა, ასეც იშიფრებოდეს – მორგოთი – მორდორს ჰგავს – ტოლკინიადაში ბოროტების მთავარი ციტადელია, ადგილი, სადაც ბოროტების მეუფე – საურონი ცხოვრობს. ელდარი, შესაძლოა, სახელიც იყოს, თუმცა, ოსურ ეპოსში – ნართებში – ელდარი ადგილობრივი ფეოდალის, თავადის მნიშვნელობით გვხვდება.
ჯანდაბას მაგის თავიც და ფსევდონიმიც :)
LikeLike
გამარჯობა, მოლი. მართალია, სახელი ტოლკიენს უნდა უკავშირდებოდეს, მაგრამ უფრო Morgoth Bauglir-ს, ტოლკიენის სხვა რომანის პერსონაჟს: “He is the main antagonist of The Silmarillion, figures in The Children of Húrin, and is mentioned briefly in The Lord of the Rings. The name Morgoth is Sindarin (one of Tolkien’s invented languages) and means “Black Foe of the World”; Bauglir is also Sindarin, meaning “Tyrant” or “Oppressor”. “Morgoth Bauglir” is actually an epithet: his name in Ainulindalë (the creation myth of Middle-earth and first section of The Silmarillion) is Melkor, which means ‘He Who Arises In Might'”.
ასე რომ, ჩვენს მულტილინგვურ მსჯელობას თუ გავაგრძელებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ наглый фрайер хуже танка :)
LikeLike
სინმარილიონიდან არის? ჯანდაბას… არადა, თავში მიტრიალებდა და ვერაფრით გავიხსენე.
სახელი შეიცვალე, პანდა? ვორდპრესმა ვერ გიცნო.
LikeLike
:) არ შემიცვლია, მხოლოდ შემეშალა :D
LikeLike
მაშინ არაუშავს :)
LikeLike
ახლა მთავარი ის კი არაა რა ჰქვია, არამედ ის, რომ საშინელი პლაგიატია. მესმის ფრაზა აიღო და ალუზიური დატვირთვა მისცე, მაგრამ, ეს უნამუსობაზე მეტია.
LikeLike
გუშინ ღრმად დაღლილი გპასუხობდი სამსახურიდან და იმიტომაც ამერია :( აი, პანდას ჰქონდა აკადემიური და ზუსტი პასუხი.
ლადოს მაგ “სალაღობოში” აქვს ხალხური “ვაჟკაცა გული რკინისას” მთელი სტროფი, მაგრამ ბრჭყალებში და ამით არაფერი შავდება… ეს ვინ უნამუსოა… რაის ალუზია, რაის ბრჭალები, პირწმინდად იწერს და საკუთარ ლექსად ასაღებს :(
LikeLike
ასეთ რამეებზე ისე ვცეცხლდები რომ დანა პირს აღარ მიხსნის ხოლმე :@ :@
LikeLike
არ თქვა, ჩორვენ… ასეთი ღია და დაუფარავი უსინდისობა იშვიათად მინახავს :(
LikeLike
როგორც ლინდგრენი ამბობს, “იმ ოთახში, სადაც ჩორვენი ბრაზობს, ძილი მხოლოდ ყრუს თუ შეუძლია” :D
LikeLike
:)))) ზუსტად :))) მტერს და ავს გაბრაზებული ჩორვენი :)
LikeLike
: ))))) ^^
LikeLike
ჩორვენ, შენი მარტო სახელის დანახვაზეც მეღიმება და კარგ ხასიათზე ვდგები :)
LikeLike
არა, რას ვკითხულობ. ასეთისთვის დროც მენანება და ფულიც. უბრალოდ ფეშენმაზერის ბლოგს ვადევნებ თვალს და იქიდან ვიცი :)
LikeLike
კიდევ კარგი :)
LikeLike
ისე ახლა ფალიაშვილი ქუჩის ძაღლები დავიწყე
LikeLike
აი, ყოჩაღ :) ეს სულ სხვა საქმეა :) შთაბეჭდილებები არ გამომაპარო :)
LikeLike
მმ, კვირის პოსტი რას ჰქვია, მოლიკო? :0000
LikeLike
კვირა ღამით დასაწერი პოსტი, მაცო :)
საიუბილეო თარიღი მაქვს – შემდეგი პოსტი მეასე იქნება. ჰოდა, განსაკუთრებით ვემზადები :)
LikeLike
აჰაა… როგორ მაინტერესებს.. დარწმუნებული ვარ, საოცარი პოსტი იქნება… <3
LikeLike
საიუბილეო ნამდვილად იქნება, მაცო :) დანარჩენი – უკვე თქვენი შესაფასებელია :)
LikeLike
<3
LikeLike
:) :) :)
LikeLike
მოოლიკო, იცი, მე თვალები მიბწრყინავს.. ოღონდ არ უნდა მიბრწყინავდეს, მაგრამ მაინც მიბრწყინავს.. ^^
LikeLike
ძალიან კარგი მერე :) ცუდი რა არის ამაში?
LikeLike
ეხლა არის, მოლიკო, ცუდი.. ჯერ გაურკვევლობაა, მაგრამ ჩემი თვალები მაინც ბრწყინავენ.. ბამაკში 8 დღე თვალს ჭშრიდა ხალხს ჩემი თვალების სიბრჭყვიალე.. :დ
LikeLike
პირველ რიგში ეს “ცომ” ძალიაან,ძალიაან უხდება მოლი შენს ბლოგს. :) რაც შეეხება პოსტს,ძალიან კარგი იყო. )) დააქ რა მოსატანია ჩემი მოთხრობები,მაგრამ თითქმის ყველა ერთ უბედურ საიტზე ვნახე მითვისებულიე ერთი მომხმარებლის მიერ და რაღაცნაირად გული დამეწვა. :) რაც არ უნდა იყოს,მაინც ჩემია და რატომ ითვისებს ვიღაც.. )
LikeLike
მერე, იღონე რამე?? :/
LikeLike
მადლობა, ანა :) და თამარას კითხვას გავიმეორებ – იღონე რამე? რას ჰქვია “რა მოსატანია”, რა მნიშვნელობა აქვს, ვის მოჰპარეს? პლაგიატი პლაგიატია და ქურდი – ქურდი…
პ.ს. გრაფიკული ავტოგრაფის დატოვება დაგვიწყებია…
LikeLike
ამ თემაზე ჩემი მეგობარი რომლის სახელს ჯერ არ დავასახელებ აპირებს წიგნის გამოცემას და იქ ბევრ პლაგიატს შეხვდები.მანამდე კი პანდას აღმოცენას გავაცნობ მას იქნებ წიგნში ჩაამატოს)
LikeLike
საინტერესო წიგნი იქნება… თუმცა, სხვის ხარჯზე განდიდების მოსურნეებს, ალბათ, ასეთი მეთოდებით ვერ შევაჩერებთ, მაგრამ მაინც კარგია – იქნებ, შერცხვეთ.
LikeLike
პლაგიატის “სირცხვილის წიგნი” არ არის ცუდი იდეა
LikeLike
წყევლა და კრულვა იმას, ვინც ლადო ასათიანს ლექსს მოპარავს და თავისად გაასაღებს, :/
ყველაფერს თავისი ფასი და საზღვარი აქვს და ამ პლაგიატობას როდემდე ან სადამდე?
ორი აგური მომეცით, ჯერ იმას ჩავარტყავ და მერე მე ჩავირტყავ…
LikeLike
ის მეორეც პლაგიატორს ჩაარტყი, ქევან. ღირსია.
და ჩემს ორსაც მოგაშველებ,
ამას უნამუსობა ჰქვია, უსაზღვრო და უნაპირო უნამუსობა – სხვა სახელს მე ვერ ვპოულობ და ეჭვი მაქვს, ვერც სხვა იპოვნის.
LikeLike
კომენტარებიც წავიკითხე და ისე ომეშალა ნერვუკები…. რატო რეალში არ ვხედავ რა, გაწიწმატებული ვარ :/
LikeLike
მაგ ელდარს, რეალში,ერთი გემრიელი ჟეჟვა არ ასცდებოდა…
LikeLike
მართლაც ძალიან დიდი ლაიქი ამ პოსტს, როგორც ყოველთვის ზალიან კარგად წერ და საინტერესო თემებზე ამახვილებ ყურადრებას. პლაგიატიზმი კი მართლაც დიდი ხნის ჭირია.. :( ინტელექტუალური საკუთრების უფლებას ისე არღვევენ, თითქოს არაფერი… :(
აზრადაც არ მომდის საკუთარ თავს მწერალი ვუწოდო, მაგრამ ჩემი მწირი და უბრალო ჩანახატებიც მოუპარავთ… :( ვიცი ჩემ ნაწერებს სულსაც არ აქვს არანაირი ღირებულება, მაგრამ ძალაინ მტკივნეულია, როცა ხედავ შენი სულის ნაწილს…შენს ნაფიქრალს უბრალოს სხვა ავტორი აწერია :(
LikeLike
ყველა ჩანაწერს (არ აქვს მნიშვნელობა, მოთხრობაა, ლექსი, ჩანახატი თუ ბლოგპოსტი) უდიდესი ფასი აქვს ავტორისთვის და მისი მკითხველისთვისაც. ზუსტად მესმის შენი, რუსა… ალბათ გაგიჟდები, როცა ხედავ, შენს ნაშრომს (ყველა გაგებით) ვიღაც ნაძირალას გვარი რომ აწერია :(
მე გული გამისკდებოდა :(
LikeLike
მართალი ხარ მოლი… გული ლამის მართლა გამისკდა ისე მეტკინა :(
LikeLike
ქეჩოში ვერ წაავლე იმ ვიგინდარას ხელი? :(
LikeLike
აი, სანამ შენს ბლოგზე შემოვიდოდი ახლა, ვიფიქრე და პასუხი მაინც ვერ მოვნახე: ასეთი საინტერესო ადამიანი როგორ ხარ? და ასე საინტერესოდ როგორ წერ? :) big like – შენ!!! <3 :))
LikeLike
ამას რა პასუხი აქვს :) ამაზე მადლობა უნდა გადაგიხადო :) მიხარია, ჩემი მკითხველი ასე რომ ფიქრობს :)
ახალი ავატარი გაქვს? მშვიდობაში.
LikeLike
მადლობა, მოლი, მადლობაააა <3
LikeLike
არაფრის :) აი, ისევ დაგავიწყდა.. :)
LikeLike
გავბრაზდი თავიდან :))
და სანამ მოვიფიქრებდი, რა დამეწერა კომენტარში, სიბრაზემ გადამიარა :))
დასაწყისში მარკ ტვენის ფრაზა და დასასრული განსაკუთრებით მომეწონა :)
LikeLike
დანკე! გუშინ შევიჭყიტე ღრმად პატივცემული ელდარის გვერდზე. “ლადო ასათიანი თუ გაგიგიაო? – უკითხავთ. რუსულად ცდილობს რაღაცის მობოდვას (პლაგიატი არ იყოო) და იქვე ქართულად ამატებს – ორიგინალი იმიტომ არ ვახსენე, მკითხველს ქართული ძირის არსებობა არ გაეგოო…
ყველაფერთან ერთად, ლაჩარიცაა :(
LikeLike
მამაჩმმა მიწერა ეგ, ლადო ასათიანი თუ გაგიგიაო :დ ნუ, ვერ მოვითმინე და მშობელთან დავიჩივლე :დ :დ
თურმე პასუხიც მიუწერია, ერთი ვნახო რა დაუწერა :დ :დ :დ
LikeLike
მამას მადლობა გადაეცი :)
იშვიათი სისულელე და ბოდვა უწერია იმ ელდარს პასუხად. თავს იმართლებს, ოღონდ, მგონი, თავადაც ხვდება, რომ ბოდავს.
LikeLike
პასუხი კი გასცა მამამ, მაგრამ წაუშალეს :დ :დ
რვა კომენტარიაო, შევდივარ და მე8ს ვერ ვკითხულობ, ეს წერია:
8.Удалено владельцем раздела. 2011/09/17 22:09
ლოოოლლზ, რა ლაჩარია :დ
და რა უნამუსო :/
LikeLike
ბოდვა, სულელური ბოდვა. მეტი არაფერი. რაღაც უსაცოდავესად იმართლებდა თავს. პირველკურსელს სასაცილოდ რომ არ ეყოფობოდა.
შლის კომენტარებს, მეტი რა ჰქნას მაგ უბედურმა. ისედაც სამი რუსი მოტყუებული მკითხველი ჰყავს და რასაც ჩვენ ვწერთ, ისიც რომ არ წაშალოს, ის სამიც გაექცევა.
ლაჩარია ნამდვილად და ზეუნამუსო.
LikeLike
რუსული ვარიანტი სიტყვ–სიტყვიტ მითარგმნეს და ასე დეტალურად წესიერი ოროსანი საკონტროლოს არ გადაწერეს კლასელისგან, რამეს მაინც შეცვლის
LikeLike
შენ ეგა თქვი :)
ლუკა, დღეს სტუმრად მყავხარ :)
LikeLike
ase usindisod wesieri orosani cakontrolos ar gadwerda klaselisgan, rames mainc shecvlida:)
LikeLike
xo, navigatoris moxmareba maswavles:)
ogond, orjer davposte(:
LikeLike
ეგ არაფერი :)
LikeLike