Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for სექტემბერი 9th, 2011

“ადამი იღბლიანი იყო. ზუსტად იცოდა, რომ სხვის ხუმრობებს არ იმეორებდაო” – ენამწარე მარკ ტვენის ამ გამონათქვამს აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს.  თუმცა, სამწუხაროდ, ისეთებიც მრავლად მოიძებნებიან, მსგავსი მორალური ბოჭვები რომ არ აწუხებთ.

დანამდვილებით, ალბათ, ვერავინ იტყვის,  ვის მოუვიდა პირველად აზრად, სხვისი ნაწარმოებისთვის საკუთარი გვარ-სახელის მიწერა, მაგრამ ფაქტია – პლაგიატის ისტორია საუკუნეებს ითვლის და მოყვასის ხარჯზე განდიდების სურვილს ვერც შინაგანი წესიერება აოკებს, ვერც კეთილგონიერება და ვერც სახელის გატეხის ან მოსალოდნელი სასჯელის შიში.

ამბობენ, მსოფლიო ლიტერატურა ოთხ-ხუთ ძირითად ფაბულაზეა აგებულიო. ძნელია ამ ლამაზი მეტაფორით თავის დამშვიდება, როცა ხედავ, როგორ ჰპარავს სიუჟეტებს აგატა კრისტის ტატიანა უსტინოვა, ხოლო ორივეს ერთად (ალბათ, პრინციპით – “ქურდის ქურდი ცხონდაო”) – სამამულო დეტექტივების ზოგიერთი ქართველი მთხზველი, ან როგორ აქვეყნებს ერთი საშუალოზე დაბალი დონის ქართული გაზეთი ბლოგოსფეროს არქივებიდან საგულდაგულოდ შერჩეულ და ოდნავ სახეცვლილ პოსტებს თავისივე ჟურნალისტების ხელმოწერით.

ბლოგერთა ინტელექტუალური საკუთრების დაცულობის ხარისხი იქით იყოს, დღეს ქართული პოეზიის კლასიკოსის ყველასთვის ცნობილი ლექსის ლამის სიტყვასიტყვით გადაწერის, გადათარგმნის და საკუთარი შემოქმედების ნიმუშად გასაღების ამბავს მოგიყვებით.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: