ერთთვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ მოლი ბლუმის ბლოგზე კვლავ ჯეოპარდი იღებს სტარტს. თქვენი არ ვიცი და მე ძალიან მომენატრა ტრადიციული ოთხშაბათი, კითხვების მზადება, პასუხების გადამოწმება, ქულების დათვლა-დაჯამება და ამ ყველაფერთან დაკავშირებული ფაცი-ფუცი.
ბლოგის მუდმივმა სტუმრებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მათ რიცხვს ერთი ნორჩი, მაგრამ მეტად ჭკვიანი, განათლებული და აქტიური ახალგაზრდა შეემატა ლუკიანეს ნიკით. მართალია, ჩემთვის ყველა მკითხველი თანაბრად ძვირფასია, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ლუკასავით გონიერი, ნაკითხი და ერთგული ვიზიტორებით ბევრი ბლოგი ვერ დაიტრაბახებს. დღევანდელი ჯეოპარდი სწორედ მას ეძღვნება და თემაც მისი ასაკის შესაფერი ავარჩიე (თუმცა, ბატონი ლუკიანე გაცილებით სერიოზულ ლიტერატურაშიც ერკვევა). მაშ, ასე, გეთაყვა,
Good luck!
1. ასეთი იყო პატარა ჩორვენის ნამდვილი სახელი;
2. სწორედ ამ კუნძულზე იდგა ფრედის, ტედის, იუხანის და ნიკლასის საიდუმლო ქოხი;
3. ამ ბიბლიური პერსონაჟის პატივსაცემად დაარქვეს სახელი ჩორვენის სელაპს;
4. ამ ქალბატონს გაუგზავნა ძია ეინარმა წერილი სტოკჰოლმში, მოკითხვამდე;
5. ასე უწოდებდნენ კალე, ადერსი და ევა-ლოტა თავის საცირკო წარმოდგენას;
6. კალე ბლუმკვისტის მშობლიურ ქალაქში მხოლოდ ეს ორი ქუჩა არსებობდა;
7. ამ მეთოდით აწამებდნენ ალისფერი ვარდები თეთრი ვარდების დატყვევებულ ბელადს;
8. ასე ეძახდნენ სიქსტენის ძაღლს;
9. ამ ნახატის ავტორი გახლდათ მსოფლიოში საუკეთესო კარლსონი;
10. ამ ქურდბაცაცებს დასცეს თავზარი კარლსონმა და ბიჭუნამ;
11. ამ კერძის მოსამზადებლად მიიწვიეს ფრეკენ ბოკი გადაცემა “ოსტატ მზარეულში”;
12. ასე ერქვა პეპის მაიმუნს;
13. ეს ახალი სიტყვა იპოვნა პეპიმ;
14. ამ საზოგადოებაში დაიბარეს ემილი ალუბლის ნარჩენებთან დაკავშირებული ცელქობის შემდეგ;
15. ასე ეძახდნენ ტუალეტს ემილის ოჯახში.
სალამი საზოგადოებას!
მოკლედ, მოლი, ბლოგის რემონტი მივატოვე და შემოვვარდი ამ სათაურის ხილვისთანავე.
შემდეგ კომენტარში პასუხები, ეს რომ არ დამალო :)
ვიწყებ:
LikeLike
ესეც ხომ შენ ხარ, თამარა? ახალ თემას ხომ შენ ტესტავდი? ასეთივე იყო პასუხებიც.
ესეც სპამში ვიპოვნე მიყუჩებული.
ურევს ვორდპრესი :(
LikeLike
მე ვარ, აბა, ვინ იქნება :)
LikeLike
ბლოგოსფეროს უდიდესი დიზაინერი :)
LikeLike
1. კარინ-მარია-ელეონორა-ჟოზეფინა :) ;
2. ბუტბუტა კუნძული, მარწყვი რომ მწიფდა;
3. მოსე ანუ მუზესი;
4. ლოლა ხელბერგი;
5. კალოტანი – კა(ლე)ლოტ(ა)ან(დერსი);
6. დიდი და მცირე, მაგრამ კიდევ იყო იქაური ლოტკინი – ეშმაკის გორაკი :) ;
7. ღიტინი (ვაი, ვაი, ვაიიიი…);
8. ბეპო;
9. ობოლი მამალი ანუ “ოჩენ აძინოკი პეტუხ” :) ;
10. ფილიპი და რუდოლფი, შინაურულად – ფილე და რულე, თაღლითები ეგენი;
11. “ხილდურ ბოკის სოუსი”, რაც კარლსონს დღემდე უკვირს ალბათ :) ;
12. ბატონი ნილსონი;
13. ფუსუსუნა;
14. აუჰ, აუჰ… არამსმელთა საზოგადოება თუ სმოლანდის არამსმელთა საზოგადოება… ჯანდაბა! … იდეა ეგ იყო :) ჰოდა, ჰიმნივით ჰქონდათ: “ყმაწვილო, ხელთ რომ გეჭირა ჭიქა, შხამიან სითხით პირამდე სავსეა”.
15. ტრისეს ფიცრული, დურგალ ტრისეს პატივსაცემად. ალფრედი რაღაცას ეძახდა კიდევ, მაგრამ ასტრიდმა არ გაგვიმხილა ცოცხალი თავით :)
მეთოთხმეტე კითხვამ რა მიყო, კაცოოოო… ნუ, თუ გამინათდა უცებ, დავწერ :)
LikeLike
ვაი, ვაი, არაფერი მახსოვს… გული დამწყდა…
LikeLike
გადაკითხვა მოგიწევს, როდე :) რა ჯობია ზამთარში, ბუხართან მოკალათებას და კარლსონის ხელახლა დაგემოვნებას…
LikeLike
კი ნამდვილად. გადაწყვეტილია: ეს ზამთარი ასტრიდს ეთმობა :* :)
LikeLike
წინ დიდი სიამოვნება გელის :ფორშუა:
LikeLike
ანონიმი შენ ხარ, თამარა? :) :) პროვაიდერით გიცანი, nl აქვს ბოლოში :)
LikeLike
ჩემი აქაუნთით ვარ, კაცო… რატომ ვარ ანონიმი??? :(
LikeLike
ღმერთი, რჯული, პასუხები ანონიმის იყო :) ახლა ნამდვილად შენი აქაუნთით ხარ :)
LikeLike
თავიდან ხომ არ დავწერო?? :)
LikeLike
არა :) შენია ის ვარიანტი, არავინ შეგეცილება :) შენ ავტოგრაფი არ დაგავიწყდეს ამ გაწამაწიაში.
LikeLike
1.კარინ მარია ელეონორა ჟოზეფინა
2.ბუტბუტა კუნძული
3. მოსე
4. კალე საერთოდ აღარ მახსოვს ((
5
6.
7.
8
9.ობოლი მამალი (მგონი)
10. ფილე და რულე
11. არ მახსოვს ))
12 ბატონი ნელსონი?
13. ფუსუსუნა
14. არ მახსოვს, სამაგიეროდ ის მახსოვს :” ყმაწვილო, ხელთ რომ გეჭირა ჭიქა, შხამიან სითხით პირთამდე სავსეა” )))))))
15. ფარდულს
LikeLike
მარი, შენი პასუხები მიღებულია და საღამოს, ყველა ვარიანტს ერთად გამოვაქვეყნებ.
მიხარია, რომ მოიცალე და ითამაშე. თუ არ ვცდები, ეს შენი დებიუტია.
LikeLike
1.კარინ-მარია-ელეონორა-ჯოზეფინა
2. ბუტბუტა კუნძულზე
3. მოსეს
4. ლოლა ჰელბერგს
5. ცირკს კალოტანი ერქვა, წარმოდგენას სამი დესპადო
6. სტურგათანი და ლილგათანი
7. ღიტინით
8. ბეპო
9.ობოლი მამალი
10.ფილე და რულე
11.ხილდურ ბოკის რეცეპტით შემზადებული ცხარე სოუსი
12. ბატონი ნილსონი
13. ფუსუსუნა
14. არამსმელთა საზოგადოებაში
15. ფეხისადგილი
LikeLike
მოლი, დიდი მადლობა ასეთი საჩუქრისთვის, ძალიან ვისიამოვნე და გულიც კი დამწყდა, რომ ლინდგრენი ერთ ვიქტორინაში დამთავრდა. ახლა საბავშვო ოთახის იმედი მაქვს, იქნებ იქაც გამოურიო საბავშვო ვიქტორიენბი:)
კიდევ ერთხელ გმადლობ
LikeLike
რისი მადლობა, ლუკა :) მიხარია, რომ მოგეწონა :) ლინდგრენი კი დასრულდა ამ პაკეტით, მაგრამ პოსტებსაც დავწერ საბავშვო ოთახისთვის და რამეს კიდევ მოვიფიქრებ.
ასტრიდი ჩვენთან მუდმივმოქმედი და ამოუწურავი თემაა.
LikeLike
მშვენიერია <3
LikeLike
ასტრიდი ჩემი ბავშვობის სიყვარულია და არც არასოდეს გამინელდება.
LikeLike
ტაკს ტაკს ტაკს
1. კარინ-მარია-ელეონორა-ჟოზეფინა
2.ვაახ ეს საერთოდ არ მახსოვს (შევრცხვი)
3. მუზესი
4. ვაიმე :| ვაიმე და ვაიმე
5.კალე უნდა გადავიკითხო აშკარად :((
6.ისევ სირცხვილი მე
7. ღიტინიი
8.ტფუ :((
9. კარლსონის ნახატი, კარლსონის ნახატი : ((( არც ეს მახსოვს ესეც უნდა გადავიკითხო
11.გუფთა მახსოვს
12. ნილსონი, უფრო სწორად ბატონი ნილსონი
13. ფუ სუ სუნა – ნახე რა საოცრად ჟღერს ♥
14. არამსმელთა საზოგადოება სადაც დაიდო ფიცი გოჭუნასთან ერთად
15.ვაიმე ვაიმე ეს როგორ არ მახსოვს . რაღაც ფარდული ერქვა და წინა სიტყვა არ მახსოვს 0 ნისეს ფარდული თუ რაღაც ამდაგვარი : )
შემრცხვა რამდენი პასუხი არ ვიცოდი : (((((
LikeLike
uh ვსო ეხლა ცემს წიგნებს გავქექავ და დავიწყებ კითხვას : )
LikeLike
როდრიგოც ამას აპირებს :) რა მაგრობაა… მე მიხარია თქვენს ნაცვლად :)
LikeLike
♥♥♥♥ შენ თუ გვიბიძგებ ისევ თორე ბავშვობაში ერთი წიგნი (საიდუმლო კუნძული) 21ჯერ რომ წავიკითხე, მას მერე გამაფრთხილეს აღარ გაბედო მასე თორე თავი გაგეტენებაო : ))) [ ჰოდა მეც ვცდილობ 10-15 ჯერზე მეტად აღარაფერი წავიკითხო. არადა ფაქტია მავიწყდება]
LikeLike
ვერ უთქვამთ მთლად სიმართლე :) რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ უნდა წაიკითხო და არაფერი მოგივათ არც შენ და არც წიგნს. მაქსიმუმ – გაიცვითოს…
მე აგერ, რევერტეს “კომანჩების ტერიტორია” ცალკე მიდევს და თვეში ორჯერ მაინც ვაგდებ ჩანთაში და ხელახლა ვკითხულობ.
LikeLike
შენი პასუხები მიღებულია, ჩორვენ :) გამახარე სტუმრობით :)
ჰო, ხვალინდელი დღე წინაა და აპდეითებიც მოსულა :) რამდენიც გინდა :)
LikeLike
უი, ვერაფერი გავიხსენე. ჩემი ასტრიდი დამეკარგა :(
LikeLike
სულ სულ სულ ვერაფერი?
LikeLike
კარლსონი და ემილი :( სოფელში უნდა გავიქცე. ბავშვობის მრე მართლა არაფერი წამიკითხავს ლინდგრენის და გული დამწყდა ახლა :(
LikeLike
სამაგიეროდ, გადაიკითხავ და ისიამოვნებ.
რაც გახსოვს, ისინი ჩამოწერე… აქ ოლიმპიური პრინციპით ვთამაშობთ – მთავარი მონაწილეობაა :)
LikeLike
მე ხომ მაინც არ ვარ ძალიან დიდი (16 წელი), მაგრამ მომიწევს მეც კიდევ ერთხელ წაკითხვა. :) :) :) სხვა გზა არ მაქვს, ველოდები შემდეგ ოთხშაბათს. :(
LikeLike
მე ძალიან დიდი ვარ (ლოლ) მაგრამ ახლაც სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე :)
LikeLike
მომიწევს მეც ეგრე! აუ, ისე მართლა რა სასიამოვნო იქნება კიდევ ერთხელ წაკითხვა. :)
LikeLike
შენ ეგა თქვი, ცოტნე :) სალტკროკა გინდა, კარლსონი, კალე… ნებისმიერი აიღე, უმაგრესია.
LikeLike
კარლსონით დავიწყებ.:)
LikeLike
აჰა და მერე ცინცხალი შთაბეჭდილებების გაზიარებასაც ნუ დაიზარებ…
LikeLike
აუცილებლად, მაგაზე დაგზარდები :)
LikeLike
ხომ იცი, აქაურობის სიამაყე მკითხველის კომენტარებია.ზოგიერთი ბლოგის პოსტებზე ნაკლებ საინტერესოდ არ იკითხება :)
LikeLike
ხო გეთანხმები, მეც ძალიან მიყვარს შენი პოსტების კომენტარების კითხვა. :) :) :) :) :) :)
LikeLike
მეც მიყვარს თქვენი კომენტარების კითხვა :)
LikeLike
1. ერქვა 4 სახელი, აღარ მახსოვს : )
2. ბუტბუტა კუნძულზე
3. მოსე (მუზესი) : )
4. ლოლა ხელბერგს მოკითხვამდე : ))
5. კალოტანი
6. დიდი ქუჩა და მცირე ქუჩა : )
7. სხვადასხვა მეთოდებით : )) მაგრამ შენ ახლა ალბათ შეღიტინებას გულისხმობ.
8. ბეპო
9. მამალი იყო ხო როგორც მახსოვს ძალიან ძალიან პატარა კოღოსხელა მამალი : )))
10. ფილე და რულე
11. ფრეკენ ბოკის ცეცხლოვანი სოუსი : ))
12. ბატონი ნილსონი
13. ფუსუსუნა : )))))))
14. არამსმელთა საზოგადოება : დდ
15. (რაღაც გვარი)-ს ფარდული, ტუსეს ფარდული თუ ფუ აღარ მახსოვს : )))
მოლი, დიდი მადლობა ბავშვობაში დაბრუნებისთვის : ))
ჩემი ყველაზე საყვარელი მწერალი.
არ შემეძლო გულგრილად ამევლო გვერდი ამ პოსტისთვის : ))))
სამსახურიდან შემოვიარე და რა დამხვდა <3 : )
LikeLike
ანაბელ, შენს პასუხებს გვიან საღამომდე დავმალავ და სხვა ვარიანტებთან ერთად გამოვაქვეყნებ…
მადლობა შენ, რომ მოიცალე და აქაურობისთვის დრო გამონახე. თუ არ ვცდები, დღეს პირველად თამაშობ და მინდა გითხრა, საუცხოო დებიუტია :)
LikeLike
ვინი ფორევა!
:)
LikeLike
მოწოდებით ოპოზიციონერი ხარ, ლორდ :D
LikeLike
რა აქვს მაგ ვინის ასეთი გასაგიჟებელი,მაინც ვერ გავიგე… ბანძი ვარ??:/
LikeLike
ვინი უმაგრესია, თამარა :)
– тебе хлеб с мёдом или со сгущенным молоком?
– и с мёдом и со сгущенным молоком, и можно без хлеба…
LikeLike
მსუნაგობით მე გერ გამაკვირვებს ვინი :)
რა ვიცი, რა ვიცი…
მილნი და ბისეტი დამრჩებიან ნაწყენები :)
LikeLike
ამ ბლოგის ფარგლებში შენ, მილნი და ბისეტი უნდა შეგარიგოთ :)
LikeLike
შერიგება კაია მარა მე რადიკალური ზომების მომხრე ვარ.
ჩემი ნება რომ იყოს დინამიტს ჩავკეტავდი კარცერში და სანამ 5-ჯერ მაინც არ წაიკითხავდა პუჰს იქედან არ გამოვუშვებდი… ან სანამ არ აფეთქდებოდა. :)
LikeLike
ბუჰეჰეჰე:):):) წავიკითხავ, კაცო, კარცერის გარეშეც, მაგრამ რამდენად შემიყვარდება, არ ვიცი…
აი, შენ და ტოლსტოი უნდა ჩაგკეტონ ერთად, სულ გაგიქრება გესლიანობის ხალისი და უნარი :):):):)
LikeLike
და სხვებისთვის აღარ დაგრჩებოდა კარცერი…
ჩაკეტვას ხომ დიდი ჭკუა და ინტელექტი არ სჭირდება,მილორდ. ეშხი იმაშია, ნებით მოვანდომოთ წაკითხვა :)
LikeLike
ანუ ხელი გაქვს ჩაქნეული? :)
LikeLike
არა… ჯერ კიდევ მაქვს იმედი. თან – საფუძვლიანიც :)
LikeLike
დღე მშვიდობისა, მოლი :) შაკიკით გატანჯული პოპინსი სათამაშოდ ემზადება :)
LikeLike
დღე მშვიდობისა, მერი… ძალიან გაწუხებს? :(
LikeLike
1. რაღაც ძალიან გრძელი სახელი ერქვა, მაგრამ არ მახსოვს :(;
2. ბუტბუტა კუნძულზე;
3. მუზესი – მოსეს პატივსაცემად;
4. ლოლა ჰელბერგი;
5. სამი დესპერადო;
6. ნამდვილად არ მახსოვს;
7. ბეპო;
8. უღიტინებდნენ;
9. „ობოლი წითელი მამალი“;
10. ფილე და რულე;
11. :(
12. ბატონი ნილსონი;
13. ფუსუსუნა;
14. არამსმელთა საზოგადოებაში :);
15. ტრისეს ფარდული თუ ფიცრული :) მამა რომ დაამწყვდია :)
LikeLike
შენი პასუხები მიღებულია, მერი…
და შაკიკს გაუმკლავდი როგორმე :( ინტელექტუალების სენი კია, მაგრამ მაინც საშინლად მტკივნეულია :(
LikeLike
ეშმაკმა დასწყევლოს ეს სკლეროზი!
LikeLike
სკლეროზზე უსიამოვნო არაფერია ამქვეყნად.
LikeLike
სხვათაშროის ბოლო დროს ამეკვიატა აზრი რომ რამე პრეპარატი მჭირდება, რომელიც კონცენტრირებაში და მეხსიერების გაუმჯობესებაში დამეხმარება.. ქრონიკულად მავიწყდება რაღაც…
ეხლა ლინდგრენსაც მივაწერ სიაში სახელად ” გადასაკითი წიგნები”, რომელსაც ვადგენ ბოლო დღებია… : )
LikeLike
პრეპარატებს, რაც არ უნდა უსაფრთხო იყოს,, ინსტინქტურად ვერიდები.
კიდევ რა გაქვს სიაში, ჭიამაია?
LikeLike
ცოტა ვრცელია მაგრამ რამდენიმეს და ყველაზე სასურველს გეტყვი..
ძალიან მომინდა გადავიკითხო ჯეინ ეარი. კარგად მახსოვს სიუჟეტიც და ზოგიერთი ციტატაც მაგრამ უბრალოდ იმ დროში დაბრუნება მინდა.. სხვათაშორის, ამ შაბათს ჯეინი მეყოლება სტუმრად, ჩაიზე: ) დოსტოევსკის იდიოტი, რომელიც თავის დროზე ძალიან უყურადღებოდ წავიკითხე და თითქმის აღარ მახსოვს. დევიდ კოფერფილდი, რომელიც სიმართლე ვთქვა 98% დავიწყებული მაქვს. მხოლოდ ნაწილობრივ მახსოვს რონმ ეს ბიჭი ძალიან ბევრს დადიოდა და საინტერესო ხალხში ხვდებოდა… 14 წლისამ წავიკითხე, 6 წლის წინ ანუ.. და ასე მალე დამავიწყდა… მართლა რაღაც პრობლემა მაქვს მემგონი : (
LikeLike
შენ კლასიკური სია გქონია… მშვენიერია. საშაბათო თემაც მომეწონა.
პრობლემა არა მგონია. გამორიცხულია, ყველა წიგნის ყველა დეტალი გახსოვდეს. ასე არ ხდება.
LikeLike
დასავიწყებელი იყო – და დაგავიწყდა. :)
100% გეუბნები :)
LikeLike
თუ ასე ვიკითხე და დამავიწყდა რა აზრი აქვს : )
LikeLike
მაქსიმაა და შესაბამისად, ჰიპერბოლიზებულიც.
დასავიწყებელი, რა თქმა უნდა, დაგავიწყდება. თავის დროზე იაკინთე ლისაშვილი და პარმენ ლორია არ დამიტოვებია წაუკითხავი და ახლა, თითქმის არაფერი მახსოვს, მაგრამ რაღაცები, მირჩევნია, უკეთ მახსოვდეს – დუმბაძე, მაგალითად.
არ არის დასავიწყებელი, მაგრამ დეტალებს ვეღარ ვიხსენებ.
LikeLike
აი, მაგაში გეთანხმები ასი პროცენტით :)
LikeLike
დამეთანხმები, აბა რას იზამ – დუმბაძე ზეპირად იცი. აბზაცების ციტირება შეგიძლია…
LikeLike
შენც გეთანხმები, მაგრამ ამ შემთხვევაში ლორდს ვუპასუხე დევიდ კოპერფილდის ამბავში :):):) მეც დავიწყებული მაქვს და რაღაც არ მწვავს გახსენების სურვილი :) ვაჰ, ავირიე ამდენ კომენტარში, კაცო…
LikeLike
გასაგებია :)
ბევრი კომენტარი ჩემი სიამაყეა!
LikeLike
ამჯერად დალაიქებით შემოვიფარგლები :) თითქმის არაფერი მახსოვს :(
LikeLike
შენ და ლინდგრენი არ გახსოვს, თეო? გამიკვირდა…
ლაიქის ავტოგრაფად დატოვება არ გავიწყდება არასოდეს ::)
LikeLike
ალბათ ბოლოს 15 წლის წინ გადავავლე თვალი და აბა რა მემეახსოვრება :) აი ამ ზამთარს ჩავუჯდები ბავშვებთან ერთად თავიდან გადავავლებ თვალს :)
LikeLike
როდეც და ჩორვენიც იგივეს აპირებენ… მოკლედ, თქვენი მშურს. ფანტასტიური ზამთარი გექნებათ :)
LikeLike
მგონი, სელაპს მოსე დაარქვეს, ლოგიკაშიც ჯდება, წლიდან ამოყვანილია :ლოლ: და პეპის მოგონილი სიტყვა ფუსუსუნა იყო, თუ არ ვცდები :/
ვაიმე, ჩემი ლინდგრენი, აღმოჩნდა, დეტალები საერთოდ აღარაფერი მხსომებია. წიგნიც თბილისში დამრჩა :(
LikeLike
სოფი, შენს პასუხებსაც საღამომდე მივმალავ.
LikeLike
ლინდგრენის პირობაზე მეცოტავება ხალხი :(
LikeLike
პასუხების შვიდი პაკეტია, ასს გადავცდი უკვე, ტოპ-ათეულში მოხვდა პოსტი… და, ზოგადად, არ სცალია ხალხს. დაკავებულები არიან.
LikeLike
პოტერზე უფრო დიდი ამბები იყო :((
LikeLike
ბლოგოსფეროში ხალხია, კითხვა პოტერით დაიწყო და დაასრულა და ასეთების ხარჯზე იქნებოდა დიდი ამბები :)
LikeLike
სწორი პასუხები:
1. კარინ-მარია-ელეონორა-ჟოზეფინა გრანკვისტი;
2. ბუტბუტა კუნძულზე;
3. მოსე;
4. ლოლა ჰელბერგს;
5. “სამი დესპერადო – სკანდინავიის საუკეთესო დასი” (თავად დასს კალოტანი ერქვა);
6. სტურგათანი და ლილგათანი;
7. ღიტინით;
8. ბეპო;
9. ობოლი წითელი მამალი:
10. ფილე და რულე:
11. “ჰილდურ ბოკის სოუსი”;
12. ბატონი ნილსონი:
13. ფუსუსუნა;
14. არამსმელთა საზოგადოებაში;
15. ტრისეს ფარდული.
წინასწარი შედეგები: tamaRa – 15; luckiane – 14; Anabell- 14; Mary Poppins- 12; mariefille – 9; ჩორვენი – 7; Sophie שרה Golden – 2.
LikeLike
მეხუთე კითხვა ცოტა არასწორად გამიგია, მაგრამ ხომ გჯერათ, რომ ვიცოდი :P
LikeLike
რა თქმა უნდა, მჯერა.
და დამსახურებულ გამარჯვებასაც გილოცავ :)
LikeLike
ნუ, რაც ვიცი, ვიცი, არ ვითავმდაბლებ :) :) :p:p
LikeLike
არც არის საჭირო. სკრომნოსტ’ – უდელ პოსრედსტვენნოსტი.
LikeLike
აუჰ დავაგვიანე :( ეს ორი დღე არ შემოვსულვარ უკავე და ახალი ჯეოპარდი დამხვდა, კი დავწერდი პასუხებს მაგარმ გადაწერასავით გამოვა :)
LikeLike
ჯერ სტატისტიკის გვერდი არ განმიახლებია. დაწერე და პასუხებს ნუ შეხედავ :)
LikeLike
ვაიმე მოლ ეს ჯეოპარდი არ უნდა გამომეტოვებინე, აი რა მიყო “არა რად მინდა ინტერნეტი, დავისვენებ ნორმალურად” :|
რა მშვენიერი კითხვები მოგიმზადებია <3 <3
ოხ ოხ
ობოლი მამლის პორტრეტს ან ფუსუსუნას რა დამავიწყებს :)
LikeLike
მეც არ ვთქვი, სად გაქრა მეთქი… კარგია, დასვენებას არაფერი ჯობია, აგათა.
LikeLike
უი, ეს გამომრჩა :(
LikeLike
შედეგების გვერდი ჯერ არ შემივსია, ქევან… თუ გცალია, ჩამოწერე შენი პასუხები :)
LikeLike