ჩემს ბიბლიოთეკაში, სხვა წიგნების გვერდით, ორი, განსაკუთრებით საყვარელი, არტეფაქტი ინახება – გაცრეცილი “ულისე” და ლინდგრენის ძველისძველი ტომი, რომლის ყდაზეც კარლსონი და პეპი იწონებენ თავს. მესამეს – “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების” პირველ გამოცემას – დღემდე უშედეგოდ ვეძებ.
არ მეგულება ლიტერატურის მოყვარული ადამიანი, აკა მორჩილაძის შესახებ რომ არ სმენოდეს და მისი წიგნებიდან რამდენიმე მაინც არ ჰქონდეს წაკითხული. ოთხი “საბა”, ილიას უნივერსიტეტის 2010 წლის ლიტერატურული პრემია და ბესტსელერებად ქცეული რომანები – ეს მხოლოდ მშრალი სტატისტიკაა, თუმცა ციფრების გარეშეც ცხადია, რომ აკას პოპულარობა არ აკლია…
“XXI საუკუნის ქართული რომანი “სანტა ესპერანსათი” იწყება” – ბაკურ სულაკაურის ეს ფრაზა მავან კირკიტა ოპონენტს, იქნებ, გაზვიადებულიც ეჩვენოს, მაგრამ იმედი მაქვს, ჩემი მკითხველი დამეთანხმება – ქართულ პარნასზე აკას ადგილი ხმამაღალი ეპითეტების გარეშეც ხელშეუხებელია, მის უკლებლივ ყველა ნაწარმოებს კი, ჟანრობრივი კუთვნილების მიუხედავად, ხარისხის ნიშანი აერთიანებს.
ამბობენ, წერა ერთ-ერთი ქართული გაზეთის საპარლამენტო მიმომხილველის ამპლუაში დაიწყოო… ამაზე ვერაფერს გეტყვით – მაშინდელი სტატიები არსად შემხვედრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოსაწყენ პლენარულ სხდომებსაც თავისებური ეშხით და უშუალო იუმორით გააშუქებდა. ერთს კი გაგიმხელთ – თავის დროზე უზომოდ პოპულარული სპორტული “სარბიელის” კითხვას სწორედ გიო ახვლედიანის სვეტებით ვიწყებდი.
მახსოვს, როგორ გამოვართვი მეგობარს “მოგზაურობა ყარაბაღში” და, ზამთრის საგამოცდო სესიისთვის მზადების პარალელურად, ოთხმოცდაათიანების დასაწყისის ნაცრისფერი თბილისის ქრონიკას ვკითხულობდი; როგორ დამწყდა გული, “ფალიაშვილი” ორიოდე საათში რომ ჩამადნა ხელში; როგორი დახვეწილი და ფაქიზად გარანდული მეჩვენა “ტერცო მონდო” და როგორ გამიხარდა, აკამ ერთერთ ინტერვიუში თავის საუკეთესო მოთხრობად რომ მოიხსენია…
ვისაც ვასიკო კეჟერაძის “მისალოცი ხალხი” ახსოვს, იოლად მიხვდება, რატომ მშურს კეთილი შურით იმ მკითხველის, ჯერ რომ არ გადაუშლია, ალბათ, საუკეთესო ქართული ეთნოგრაფიული ტრილოგია “მადათოვი” (სხვათა შორის, აკას “ტფილისის გუბერნიის ალექსანდრე დიუმასაც” ეძახიან); ფორმით და შინაარსით უაღრესად ორიგინალური “მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი”, ურბანულ ლეგენდებზე აგებული “კაგდატა ინ ჯორჯია”, ანგლოფილების ნუგბარი – იშვიათი დეტალიზაციით აღწერილი “ქართული ლონდონი” – “ძირს სიმინდის რესპუბლიკა” და “შენი თავგადასავალი” – მახვილგონივრული ალუზიებით დახუნძლული რომანი თანდართული ავტორისეული კომენტარებით, ძირითად ტექსტზე ნაკლებ საინტერესოდ ნამდვილად რომ არ იკითხება.
“შობა ღამის ალქაჯების”, “მესაიდუმლის ქამრის”, “მეიდ ინ ტიფლისის” და სხვათა ლიტერატურულ ღირსებებზე აქამდეც ბევრი თქმულა და კიდევ ბევრს იტყვიან, მთავარი კი მაინც ერთი მგონია – აკას გმირებს ხელოვნურობის ნატამალი არ ეტყობათ – თითოეული მათგანი ჩვენს გვერდით ცხოვრობს, ჩვენი გარემოს და ყოფის ნაწილია. მაგალითისთვის “აგვისტოს პასიანსიც” იკმარებს, რომელსაც თავად ავტორი “სანთლის შუქზე საკითხავ ბულვარულ რომანს” უწოდებს, თუმცა ბულვარულ პროზასთან საერთო არაფერი გააჩნია.
ამ რამდენიმე ხნის წინ, თბილისში თანამედროვე, დახვეწილი დიზაინის, მიმზიდველად გაფორმებული აკას წიგნები გამოჩნდა. მე კი ისევ ძველ, შავ-თეთრ, მეკობრულად გამოცემულ “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებს” ვეძებ და იმედი მაქვს, ერთხელაც, დედაენის ბაღში ან ბუკინისტური მაღაზიის მტვრიან თაროზე აუცილებლად ვიპოვნი…
მე “უდაბნოს გლახები” მომწონს ძალიან. :)
LikeLike
ყველას თავისი საყვარელი აკა აქვს, ცოტნე :) რაც ძალიან კარგია :)
LikeLike
ხო ამიტომაცაა მაგარი, :)
LikeLike
ზუსტად! :)
LikeLike
წარმომიდგენია, როგორ უნდა გაუხარდეს მწერალს, მკითხველის ამგვარ წერილს რომ წააწყდება ერთხელაც…
LikeLiked by 1 person
ეს ხომ ისედაც ეცოდინება აკას :) ახალი და აქამდე რომ არ გაუგონია, არაფერი მითქვამს :)
LikeLike
მაინც გაუხარდება :) ისიც ეცოდინება, რომ ბევრია ისეთი, მისი არცთუ ბევრი რამ რომ აქვთ წაკითხული… მკითხველს დაფასება უნდა, აბა რა! :)
LikeLike
მე ზუსტად ის დავწერე, რასაც ვფიქრობდი და კარგია, თუ გაუხარდება :)
მკითხველს რომ დაფასება სჭირდება ეს ახალბედა ბლოგერმაც კი ვიცი და მწერალს, მითუმეტეს, ეცოდინება :)
LikeLike
არ მევასება ეს ავტორი, არც ბუღაძე. რაღაც მნიშვნელოვანი აკლიათ, რის გარეშეც ლიტერატურის გაკეთბა შეუძლებელია.
რა აკლიათ, რომ ვიოდე, მე დავწერდი :დ
LikeLike
degustibus non disputandum
LikeLike
ლათინურად მაინც სხვაგვარად ჟღერს, რა… მსიამოვნებს ხოლმე :)
LikeLike
უფრო სოლიდურად :)
LikeLike
ბლა ბლა ბლა
ეს ფრაზა ვეღარ მოვკალით?
ფაქტია, რომ რეალობას აცდენილია ძალიან
LikeLike
და რატომ უნდა მოვკლათ? რაში მჭირდება კამათი? მერე რა, რომ შენთვის ფაქტია? ჩემთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? ან რას ამტკიცებს?
LikeLike
ჩემთვის არა, სამყაროსთვისაა ფაქტი, რომ ყველაზე მეტს გემოვნებაზე დავობენ:)
LikeLike
ნო :) მე არ ვდაობ და როგორღაც ვიცხოვრებ იმ ტვირთით, რომ ვიღაცას სხვა რაღაც მოსწონს ან არ მოსწონს… ამ ჯვარსაც გავუძლებ :) შევეცდები მაინც :) :) :) :)
LikeLike
“გემოვნებაზე არ დაობენ… მის გამო ერთმანეთს ცემენ, ლანძღავენ და ეომებიან” – მარკ ტვენი :)
LikeLike
ნუ, ჰო :) მაგრამ, იცი რაშია საქმე? ვიღაცას რომ ეკამათო (მითუმეტეს, გემოვნებაზე) ის ვიღაც შენთვის სულ ოდნავ მაინც საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს… არა?
აბა სხვა რა აზრი აქვს კამათს? ჩემთვის სრულიად უცხო და უინტერესო ადამიანს თუ განსხვავებული აზრი აქვს რაღაცაზე, მე ეს რაში მაინტერესებს? რისთვის ვეკამათო? აი, რისთვის?
და ერთი გამონათქვამიც არსებობს (რაკი შენ მარკ ტვენს იმოწმებ) – если спорят двое, виноват тот, кто умнее.
LikeLike
მოლი მართალი ხარ :) მე ვმაკამათობ არ იმისთვის რომ ვინმე ჩემს აზრზე გადავიყვანო ( მქონდა ასეთი მცდელობები 9-10 წლის ასაკში, აზრს ჩამოვაყალიბებდი და ვიწყებდი აგიტაციას :) რაღცა Сам танцую, сам пою, сам билеты продаю!-ს მსგავსი იყო, ოღონდ ბილეთებს არვინ ყიდულობდა :) ) მერე უბრალოდ მომბეზრდა რა მნიშვნელობა აქვს სხვის პოზიციას ჩემთვის ? ვკამათობ იმიტომ რომ ვერთობი, ვმაკამათობ იმიტომ რომ გონებას ვივარჯიშებ და ა.შ ;)
LikeLike
სრული ჭეშმარიტებაა, თაია :) ასე ბილეთს ნამდვილად არავინ იყიდის :) ოღონდ, მე კამათს ოდნავ სხვა რაღაცებისთვის ვიწყებ. ან მოსაუბრის პოზიცია უნდა მაინტერესებდეს (და დასაზუსტებლად ან უფრო კარგად გასარკვევად კამათი საუკეთესო ხერხია) ან მოსაუბრე უნდა იყოს საინტერესო და მნიშვნელოვანი.
აბა, ქუჩაში გამვლელს ნაღებიანი ყავა თუ არ მოსწონს და ნაგავიაო, ფიქრობს, მე რა?
LikeLike
მიყვარს აკა, თუმცა ეს ერთი ნახვით სიყვარული არ ყოფილა :) კარგია, რომ დაბრუნდი, მოლი, თანაც ასეთი პოსტით :)
LikeLike
ერთი ნახვით მე პერეს რევერტე შემიყვარდა :) და ეკო.
გესტ-პოსტი მიანც გესტ-პოსტი იყო. აი, ახლა უკვე ნამდვილად დავბრუნდი.
LikeLike
მიხარია ბლოგზე, რომ შემოვდივარ და ახალი პოსტი მხვდება, როგორც იქნა დამთავრდა არდადეგები :)
მიყვარს შენი წერის სტილი, რამდენი რამის გადაკითხვა მომანდომა უკვე :)
LikeLike
მე ის მიხარია, ასეთი ერთგული მკითხველი რომ მყავს :)
გადაკითხვის სურვილი რომ გაგიჩნდა – ეს, ალბათ, ყველაზე დიდი კომპლიმენტია :) მადლობა!
LikeLike
მოლი შენი ხათრით დავიწყე აგვისტოს პასეანსის კითხვა. პრინტერი არ შევიბრალე და ამოვბეჭდე. საღამოს დავწერ შთაბეჭდილებებს :)
LikeLike
არ გამომაპარო, არ დაიზარო და წვრილად მოგვიყევი, რა შთაბეჭდილებები დაგრჩება :)
LikeLike
ზუსტად ეგ ძველი გამოცემა მქონდა მეც “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების”, თან ყველაზე საოცარი ისაა, რომ პირველად ვინც მაჩუქა, რომ გაიგო დამეკარგა და განვიცდიდი არ ვიცი სად იშოვა, მაგრამ ისევ იგივე გამოცემა მაჩუქა და ისიც გაქრა :( დღემდე არ ვიცი ვინ “ამწაპნა” :(
LikeLike
ასე ხდება ხოლმე :) ზოგ ნივთს (წიგნს) დაკარგვა ბედისწერად აზის.. :)
მახსოვს, ადრე ვახსენე ეს გამოცემა და მაშინაც გაიხსენე. შენც ზუსტად ის პირველი “ფალიაშვილი” გქონდა, თეო.
LikeLike
მოლი!
რა კარგი პოსტი იყო… შენთან იცი რა მიყვარს განსაკუთრებით? ყოველთვის მინდება, რომ წავიკითხო, რაზეც ყვები… ახლაც მომინდა, რომ აკას ასე დეტალურად თუ არა, რამდენიმე მოთხრობით მაინც ვიცნობდე…
ჰო, ალბათ მიხვდებოდი, რომ მე ამ შემთხვევაშიც “მოსალოცი” ვარ…
LikeLike
ფინიკის ვუპასუხე ნახევარი საათის წინ – წიგნებზე თუ წერ, ასეთი კომენტარი პოსტის საუკეთესო შეფასებაა :)
LikeLike
მე “მადათოვის” ტრილოგია მაქვს, მეგობარმა მაჩუქა და თვალისჩინივით ვუფრთხილდები…
LikeLike
გამაცანი შენი მეგობარი :შურიანიმოლი:
გული ამიჩუყდა.. რა დახვეწილი გემოვნების პატრონი ყოფილა… რა კარგი საჩუქარი შეურჩევია…
LikeLike
მოვრჩი “აგვისტოს პასეანსს” . ერთხელ წასაკითხი რომანი იყო :) წიგნი არაფერზე და ყველაფერზე. რაღაც მომენტში თითქმის არარეალური და გაბუქებული, მაგრამ ამავე დროს საინტერერესო და ნამდვილი :) არ ვიცი რატომ მაგრამ დათო ტურაშვილის “ჩაძირული ქალაქის ღამე” გამხსენდა. სხვათა შრის ამ რომანს ეს სიტყვები აქვს ეპიგრაფად: მადლობა აკა მორჩილაძეს , სინამდვილეში კი გიო ახვლედიანს – შესანიშნავ ქართველ მწერალს და ჩემი ბავშვობის მეგობარს, ვინც პირველად დამანახა მშრალი ხიდიდან მადათოვის ჩაძირული კუნძული . . .
LikeLike
გააჩნია, რას ელი წიგნისგან, თაია. “აგვისტოს პასიანსი” იმას ნამდვილად ვერ მოგიტანს, რასაც, ვთქვათ, “ვარდის სახელი” ან “მე წითელი მქვია”. არც უნდა ჰქონდეს ამის პრეტენზია. სათაურს ეტყობა კიდეც.
მე სინამდვილე მომეწონა. ასეთ ტიპებს ყველა იცნობს. ყველას შეგვხვედრია. ჰოლმს-უოთსონის და დონ კიხოტ-სანჩო პანსას ეპიზოდები იყო სახალისო.
“ჩაძირული ქალაქის ღამე” დათოს ეთნოგრაფიული რომანია და “მადათოვის” ავტორზე უკეთესს ვის მიუძღვნიდა? :)
LikeLike
თაია, ოდესღაც მეც ასე გულგრილად ვლაპარაკობდი აკაზე… “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებს” გირჩევდი, ვფიქრობ, უფრო მოგეწონება.
LikeLike
აუცილებლად წავიკითხავ :)
LikeLike
მერის დაეჯერება, თაია :) მერი ბლოგის ბიბლიოექსპერტია :)
LikeLike
ბიბლიოექსპერტი – მეტისმეტად შთამბედავად ჟღერს :) მახსოვს, შარშან ქობულეთში წავიკითხე “ჩემი თავგადასავალი” და ისე გამიტაცა, იმ დილას ზღვაზე არ გავსულვარ :)
LikeLike
შენი ლიტერატურული ერუდიციაც შთამბეჭდავია :)
დეიდა ჰარიეტი და დეიდა ეტელი :)
რაც მე მაგ დეიდებზე ვიცინე :):):)
LikeLike
მოლი….ძალიან მომწონს მეც ……თან კარგი მოგონებები უკავშირდება : ) შენ როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი ხარ…!!!
LikeLike
დანკე! მაგრამ ვერც მე გიცანი და ვერც ვორდპრესმა :) ასეთი კომენტარების ანონიმურად დატოვება ცოდვაა…
LikeLike
ვაა, მოლიი <3 დაგვიბრუნდა ჩვენი მოლიკო :)) :*
LikeLike
უკვე მეორე პოსტია :)
LikeLike
მეორეე? ის ხო გესთ პოსტი იყო, კაცო? :დ
LikeLike
ჰო, გესტპოსტი იყო, მაგრამ ჩემი ბლოგის გესტპოსტი იყო, სეზონი მაგან გახსნა და ე.ი. ჩემიც ყოფილა და დავბრუნდი.
LikeLike
მორჩილაძე შენთვის ადრეაო, არადა, ამ პოსტის მერე მგონია, რომ მომეწონებოდა(:
LikeLike
მართალი უთქვამთ, ლუკა :) არც აკას წიგნები გაგექცევა სადმე და არც ეს პოსტი. მერე, როცა წაიკითხავ, მოდი და გავარჩიოთ :)
სხვათაშორის, თუ მაინცდამაინც აქტიურად გააპროტესტებ, მადონას ერთერთი საბავშვო წიგნი, (თუ ზუსტად მახსოვს – ინგლისის ვარდები) აკამ თარგმნა და ის ნამდვილად არ იქნება ადრე.
LikeLike
ShenTvis adreao(:
LikeLike
arada, postis mere mgonia, rom momewoneba
LikeLike
აღშფოთებისაგან ორჯარ დამიპოსტავს, თუ სამჯერ? ეტყობა მართლა ადრეა:)
LikeLike
შენ მართლა გაბრაზებულხარ :) :)
LikeLike
ინგლისის ვარდები არ ვიცი, გავითვალისწინებ, გმადლობ რჩევისათვის, მოლი. ასე ”ჯერ ადრეაც” არ გეწყინება კაცს:)
LikeLike
არა, რა არის მანდ საწყენი :) მითუმეტეს, მართლა ადრეა. ყველაფერს მოასწრებ. დრო ბევრი გაქვს წინ.
LikeLike
მმმ რა ვქნა მოლი არ ვგიჟდები აკაზე…აი შენი პოსტები მომენატრა და მზად ვარ ახალ პოსტებს ველოდები.
LikeLike
მე იმ წიგნებზე ვწერ, რაც მე მომწონს და სულაც არ არის აუცილებელი, სხვასაც მოსწონდეს. პრინციპში, ასეთი სრული თანხვედრა შეუძლებელიც კია.
ახალი პოსტები, აწი, ჩვეულებისამებრ იქნება.
LikeLike
მიხარია შენი ნახვა. ვისაც აკა უყვარს, უკვე ჩემიანია:). მაგრამ მე ყველას მაინც :”made in tiflisi” მირჩევნია. ჩემი საყვარელი წიგნია. კარგია წიგნებზე რომ წერ. მეც მიყვარს წიგნებზე წერა. ვიმეგობროთ :)
LikeLike
ველქამ!
კეთილი იყოს შენი პირველი კომენტარი მოლის ბლოგზე :) სხვათა შორის, აკას მოყვარულები არც ისე ცოტა ვართ ბლოგოსფეროში და ეს ძალიან კარგია.
ვიმეგობროთ! :)
LikeLike
მოლი შეგიძლია მითხრა ლუკიანე რამდენი წლისაა, ცოტა დავიბენი ნეტა ჩემთვისაც ადრეა აკა? ისე პრინციპში ამას არსდროს ვაქცევდი ყურადღებას მაგრამ მაინც . . . :)
LikeLike
ძალიან პატარაა ლუკა :) 8 წლის :)
LikeLike
უჰ მე უფრო პატარა მეგონა მეგონა :) მეც 7- 8 წლის ვიყავი მსგავსი ნაწარმოებების კითხვა რომ დავიწყე. მახსოვს სკოლაშ დავიწყე მათი გარჩევა დამასწავლებელმა კინაღამ მიმასიკვდილა :)
LikeLike
ძალიან პატარაა 8 წელი :) მე კი ვკითხულობდი მაგ დროს, მაგრამ ბლოგის კითხვის და კომენტირების რა მოგახსენო… პრინციპში, ჩემს დროს არც ბლოგი იყო და არც ნეტი.
ბევრს იცნობ, რვა წლის, ლიტერატურულ ბლოგებს რომ სტუმრობს? მე ერთი ვიცი :) ლუკაჩო :)
LikeLike
ჭკვიანია და იმიტომ :) მე რომ რვა წლის ვიყავი ძირითადად ჯეტიას სათამაშოდ ვჯდებოდი ( ცოტა ბიჭური მისწარფებები მქონდა :) )
LikeLike
ჯეტეას თამაში ვცადე და არ გამომივიდა. მანდ გამვლელები უნდა კლა და მე მირჩევნია, ეიჯში ან დელტაში ვხოცო – მტრები, ტერორისტები და ბანდიტები მაინც არიან.
LikeLike
რა მოგახსენო აკა მორჩილაძის პროზის სიყვარულის…
ჩემთვის ძალიან უინტერესო მწერალია, მიუხედავად იმისა რომ მისი თითქმის ყველა ნაწარმოები წაკითხული მაქვს და ალბათ მომავალში გამოსულსაც წავიკითხავ იმ იმედით, რომ აქამდე გამოქვეყნებულზე უკეთესი და ჩემი მოსაწონი იქნება.
მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რაც დაუწერია მათ შორის საუკეთესოა “უდაბნოს გლახები”.
მოკლედ ასე და ამგვარად მე არ მომწონს… არ გეთანხმები…
(ის კი ვიცი ცოტნე ნაღდად დამცოფავს)
ცოტნეს მე-2 ძმა
LikeLike
რაში არ მეთანხმები?
მე მომწონს აკა (და ზემოთქმული ჩემი იმპრესიებია) შენ – არ მოგწონს. არსად მითქვამს, ყველას უნდა მოეწონოსო. ასეთი მწერალი, ყველას რომ მოეწონება, ალბათ, არ არსებობს. ეს ხომ ლიტერატურაა და არა მათემატიკა, ერთადერთი სწორი პასუხი არსებობდეს.
მე მომწონს, შენ – არა. ჰოდა, რაში არ მეთანხმები? მეც არ უნდა მომწონდეს?
LikeLike
აუ ჯიგარი ხარ რა! ვაა, ეს ვინაა! :) :) :) ვერ გავაგებინე ყველა ისე არ (ვერ) იფიქრებს, როგორც ის. :) :) :) არ მოწონს ეს აკა და სადაც საშუალება აქვს ყველგან ამბობს. ისე სუ(ლ) კითხულობს ხოლმე შენს პოსტებს. :)
LikeLike
არა, რას ამბობ :) საჩხუბრად კი არ მითქვამს :) უბრალოდ, პოსტი გადავათვალიერე კიდევ ერთხელ და საკამათო დებულება ვერ ვიპოვნე. მე ხომ არაფერს ვამტკიცებ… და ორი აზრი აკაზე კი არა, “ვეფხისტყაოსანზეც” კი არსებობს. ამიტომაც არის ლიტერატურაზე წერა საინტერესო…
ალექსანდრეს დიდი მადლობა გადაეცი ყურადღებისთვის :)
LikeLike
მართალია! :) :) :)
LikeLike
ისა და… ახლა ვათვალიერებდი მაგნუმ ოპუსს და მანდ არ ხარ შენ?
LikeLike
არა არ ვარ და ეგ რაა? :უცოდინარისამიალი
LikeLike
ფბ-ს დახურული ჯგუფია. ძირითადად, ბლოგერები ვართ, საინტერესო და ხარისხიანი ბლოგების მეპატრონეები.
თუ რამეა, წითელი იარლიყია მანდ, მაგნუმ ოპუსი აწერია, მოაკაკუნე და ჩვენთან გაჩნდები.
LikeLike
ახლავე! დავადექი გზას და კარიც მოჩანს მგონი :) ჩემთვის დიდი პატივია თუ კი საინტერესო და ხარისხიანი ბლოგების ფლობელებთა გვერდით მეც ვიქნები. :)
LikeLike
welcome!
LikeLike
არ ვიცი არ წამიკითხავს :)
ისე აკა მართლა მაგიტომაა? :) კაი მიგნებაა.
LikeLike
არამგონია… ეს მე მივაწერე ასე. სათაურად მომეწონა. აკას სხვა მნიშვნელობაც ექნება. თუმცა, შესაძლოა, ასეც იყოს.
LikeLike
ნამდვილად ყველას თავისი აკა აქვს :)
მე “მოგზაურობა ყარაბაღში” მაქვს წაკითხული მხოლოდ. წიგნი რომ დავხურე, ვთქვი რომ აკა მორჩილაძეს აღარასოდეს წავიკითხავდი.
თუმცა მერე მისი ერთი პატარა ესე წავიკითხე, რომელიც ქუთაისზე აქვს დაწერილი.
მომეწონა მსუბუქი ნათქვამია, ძალიან მომეწონა.
ახლა ვფიქრობ რომ როცა დრო მექნება მის სქელტანიან წიგნებს ჩავუჯდები და წავიკითხავ.
LikeLike
ისევ შეიცვალე სახელი? :)
და ისა… “ყარაბაღმა” რითი გაგაბრაზა?
LikeLike
მრცხვენია! ამ ავტორთან შეხება არ მქონია. მეგობარი დამპირდა რამდენიმე წიგნს. შარშან. თვითონ შეძრულია მისით, მაგრამ იმდენად უყვარს ის წიგნები.
LikeLike
იმდენად უყვარს, რომ თხოვება ავიწყდება? :)
LikeLike
ხო, დასრულება დამავიწყდა წინადადების (?) :D რაღც მჭირს ამ ბოლო დროს :D
LikeLike
ვორდპრესი გაჭედავდა. ეგ არაფერი, აზრს მივხვიდი და თავად დავასრულე.
LikeLike
მოლი, ჯეტეა მართლა არ გამოგივიდა? მე მგონი, მშვენივრად გამომდის. ისე ტერორისტების ხოცვაც არ არის ურიგო. ქაუნთერში პოლიციელების ხოცვაც მიწევს ხანდახან, რაც მოქალაქობრივად გამართლებული არ არის:). ჩემ საათში უკვე გახდა თორმეტი, შენც ხომ არ გადმოსწევდი შენსას ასე ნახევარი საათით ადრე? ჩემი ზუსტია:)
LikeLike
მართლა არ გამომივიდა, ლუკა. კი ვცადე, მაგრამ არაო… ეშხი ვერ გავუგე. ქაუნთერის თამაში კი მინდა, მაგრამ თუ არ ვცდები, მხოლოდ ონლაინ ვერსია არსებობს, ანუ სხვებთან ერთად ქსელში თამაშობ და მე მარტოს მირჩევნია… თუ ვცდები?
ჯერ ადრეა, ლუკა :) ჯერ მხოლოდ თერთმეტი საათია. ერთი საათიც და გავალთ :)
LikeLike
ქაუნთერი შეგიძლია, ქსელის გარეშეც ითამაშო.ჩამოსატვირთი ვერსიებიც არის საიტებზე. რომ დაგუგლო, იპოვი:)
LikeLike
ტორენტებზე ვნახე, ლუკა და ბევრია, ოღონდ მე ვერ გავარკვიე, ქსელური რომელია და მე რომ მაწყობს – რომელი.
თუ გამომიგზავნი, ჩემს მადლს მოისხამ და ძალიან გამახარებ :)
LikeLike
თუ ვერ იპოვე ფლეშით გამოგიგზავნი:)
LikeLike
მიყვარს ეს კაცი. “შენი თავგადასავლით” შემიყვარდა, ყველას კი “სანტა-ესპერანსა” მირჩევნია. “მეიდ ინ ტიფლის” არ მომეწონა რატომღაც.
LikeLike
“შენი თავგადასავალი”, ალბათ, ყველაზე ორიგინალური აკაა. ერთ დღეში ვშთანთქე. ვერაფრით მოვწყდი.
ჩემი ფავორიტი მაინც “ფალიაშვილია” და “ძველი გულებისა და ხმლისა” არ მომწონს მაინცდამაინც.
LikeLike
“ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების” ძველი გამოცემა თუ ვიპოვე, შენთვისაა და იცოდე ;-)
აკას რაც შეეხება, რომ გითხრა კარგად ვიცნობ-თქო, მოგატყუებ, ადრე წავიკითხე რაღაცეები და ბოლოს მეორედ გადავიკითხე “მოგზაურობა ყარაბარში”. ადრე უფრო მომეწონა სიმართლე გითხრა. სხვებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ აქ თემატიკაა ისეთი, რომ რატომრაც მგონია, ბევრი დაწერდა ასეთივე ხარისხით. ანუ, რარაც განსაკუთრებული აქ ვერ ვიპოვე. არ ვიცი, იქნებ ვცდები, ეს ჩემი აზრია მხოლოდ…
და კიდევ ერთი, “მოგზაურობა ყარაბაღში” ცოტათი მივამსგავსე ბერჯესის “მექანიკურ ფორტოხალს”, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი აფსოლუტურად სხვაა. აი, აქვს რარაც მსგავსებები დამომკალი თუ გინდა :-) (თუმცა, პლაგიატში არავის ვადანაშაულებ, ეს მაქსიმუმ, ზემოქმედება შეიძლება იყოს.)
LikeLike
მადლობა :)
ოთხმოცდაათიანების თემატიკაზე მართლა ბევრი წერს (ადრეც და ახლაც), მაგრამ ზუსტადაც რომ ხარისხში მგონია განსხვავება – ირაკლი ჯავახაძე, მაგალითად, კარგია, მაგრამ ირაკლი სხვაა და აკა, ან ბესო ხვედელიძე – სხვა. ბესოს ჰქონდა ერთი პატარა მოთხრობა მაგ თემაზე, ცხინვალის ომი და ომგამოვლილი თაობა იმ დროის თბილიში ~ “არილში” დაიბეჭდა, ჯერ კიდევ ჟურნალად რომ გამოდიოდა და უკეთესი რამ მე იშვიათად მინახავს…
ბერჯესი სამ ენაზე მაქვს წაკითხული, პლუს – ფილმი. სიუჟეტი აშკარად სხვაა, სტილი… სტილის რა გითხრა. აკა (ისევე, როგორც დათო ტურაშვილი) თვითმყოფადი მგონია… თუმცა, ისიც გამიგია, ტურიკა დოვლატოვს ჩამოჰგავსო.
ისე, ზემოქმედებაში და გავლენაში ცუდი არაფერია. ერთიან სივრცეში ყველა ყველაზე ზემოქმედებს.
LikeLike
არც მე მითქვამს, რომ ცუდია რამე, დოჩანაშვილის მაგალითი მოვიყვანე უკვე წინა პოსტში ;-)
LikeLike
ძიახ ძიახ :) ზუსტი მაგალითი იყო.
LikeLike
ჰეჰ ^_^
LikeLike
არ მიყვარს აკა მორჩილაძე :შ პრველად სწორედ ‘ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები’ წავიკითხე და ვერ ავიტანე. შეიება იმიტომ, რომ ეგ თემა ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესოა. და საერთოდაც, ქართული ლიეტარტურა ჩემთვის ოთარ ჭილაძესთან ერთად მოკვდა.
LikeLike
რა მოგახსენო… ჯერ ერთი, გემოვნებაზე არ დავობენ და მეორეც – უინტერესო მწერალი სწორედ ის მგონია, ვისი შემოქმედებაც აზრთა სხვადასხვაობას არ იწვევს.
LikeLike
გიორგის მამა დედაჩემის ლექტორი იყო, დედაჩემიც ლექტორია უნივერსიტეტში და მისგან ვიცი, რომ ძალიან ინტელიგენტი და განათლებული მამა ჰყავდა:))
ჰო აკა… რა გითხრა მოლი, მე არ მიყვარს. ალბათ იმიტომ, რომ ადრე წავიკითხე დაახლოებით 14–15 წლის ვიყავი და კარგად აღარც მახსოვს. უფრო სწორად მახსოვს ,,ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები” და ეს ნამდვილად მომეწონა. აკას წიგნებიდან საუკეთესოა. ,,გაქრები მადათოვზე” ვერ გავიგე ბოლომდე, ,,შენი თავგადასავალიც” დედამ მიყიდა და არც ამას გავუკვირვებივარ. ,,ქაღალდის ტყვია”, რომელიც შემდეგ სერიალის სცენარად იქცა სულ 30 გვერდი იყო და ვაკე–ვერა ,,ხვდები” , ,,არ არსებობს” ,,კარენოი” თბილისელების ამბავს ყვებოდა და არ მომეწონა. სხვათაშორის ბევრს აკრიტიკებენ აკას სწორედ ამ ,,ვაკე–ვერას” სასტავებზე რომ წერს:)))
,,გასეირნება ყარაბაღში” არ წამიკითხავს, თუმცა ფილმი ვნახე და მომწონსავით.
ახლა როდესაც მაღაზიაში შევდივარ და აკას ახალ წიგნებს ვხედავ, სიმართლე გითხრა გულგრილად გვერდს ვუვლი. თუმცა ვნახოთ…
იქნებ კიდევ მივუბრუნდე, თუნდაც შენი ასეთი კარგი პოსტის გამო და კიდევ ერთხელ გადავაფასო, მივცე ,,კიდევ ერთი შანსი”: ))))
LikeLike
გიორგის მამა, ზურა ახვლედიანი, ჩემი ლექტორი იყო და მე ასეთი პროფესიონალი და უბრალოდ, კარგი ადამიანი უნივერსიტეტში იშვიათად შემხვედრია.
კრიტიკა მეც ბევრი წამიკითხავს, სადარბაზოების ენა გადმოიტანა წიგნის ფურცლებზეო. პრინციპში, ასეთ კრიტიკას ღრმად გულგრილად ვეკიდები.
LikeLike
აკას სულ რამდენიმე წიგნი მაქვს წაკითხული, ხუთ ან ექვსზე მეტი არა, თუმცა რაც წავიკითხე ყველა ძალიან მომწონს. ჯერ ძნელი საკითხავი მეჩვენებოდა, მერე მოსაწყენი, მერე ახირებული… საერთო ჯამში ჩემი დასკვნაა “ორიგინალურად შესანიშნავი”. “მადათოვი” რომ წავიკითხე დიდხანს ვეღარ ვბედავდი სხვა წიგნის გადაშლას… “უდაბნოს გლეხებიც” მიყვარს, “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებიც”… მისი სტილი, სიმბოლური თხრობა, სტრიქონებს შორის ჩატოვებული აზრები და დამალულის შენეული ძიება იმდენად საინტერესოს ხდის აკას, რომ ნამდვილად ვეთანხმები ფრაზას, 21-ე საუკუნე მისით იწყება…
LikeLike
მაგ ფრაზის ავტორმა ქართული ლიტერატურა შიგნიდან იცის (თან ძალიან კარგად) და ბუნებრივია, დაეჯერება. თუმცა, ჩემი პირადი იმპრესიებიც ზუსტად ასეთივეა. მე მხოლოდ რიგითი მკითხველი ვარ, ჩემი შეხედულება, იქნებ, არც გამოდგეს განზოგადებისთვის, მაგრამ თანამედროვე რომანი ჩემთვისაც აკას წიგნებით იწყება.
მიხარია, რომ აქ თანამოაზრეები ვართ.
LikeLike
ერთი წიგნით ავტორის განსჯა თუ შეიძლება მეც მომწოონს მაშინ მორჩილაძე.
LikeLike
რატომაც არა :) ვინ აგვიკრძალა, რო? :)
LikeLike
არც არავინ, მაგრამ ერთი წიგნით ავტორზე მსჯელობა თავად არ მიყვარს და იმიტომ.
LikeLike
თავად თუ არ გიყვარს, მაშინ ნუ იმსჯელებ და ეგ არის :)
LikeLike
თხრობა აქვს გემრიელი, იმ ავტორებს მიეკუთვნება, კითხვის პროცესი რომ უფრო სასიამოვნოა, მერე ბევრი არაფერი გრჩება; – მე ასე ვარ. ისე თითქმის არ ვტოვებ.
LikeLike
პრინციპში, დატოვება ინდივიდუალურია და იმასაც გააჩნია, “დამრჩაში” რა იგულისხმება.
LikeLike
სიუჟეტები ერთმანეთს გვანან, ახლა მაგ. წიგნებს რომ ასახელებენ, თითქმის ყველა წაკითხული მაქვს, მაგრამ რომელი რომელია ზუსტად ვერ ვანსხვავებ.
(სულ მთლად პირდაპირაც არ გაიგოთ).
ეს მადათოვებს არ ეხება, მის სტილიზებულ ენაზე ვგიჟდები! საერთოდ, კარგა ხანს ვიყავი აღფრთოვანებული, ახლა ცოტა მომბეზრდა ამდენი ჯახა-ჯუხი.
LikeLike
ჰო, მეც ეს ვთქვი, ინდივიდუალურია მეთქი. ჩემთვის არ არის ერთნაირი. “შენი თავგადასავალი”, მაგალითად, და “აგვისტოს პასეანსი”. ან “კაგდა ტა ინ ჯორჯია” და “ობოლე”. ან “სარბიელის” სვეტები და “სანტა ესპერანსა”.
LikeLike
მოლი, აკა მორჩილაძე რატო დაირქვა ხო არ იცი?
LikeLike
მართლა არ ვიცი, თამთა :(
LikeLike
მამამისი იურისტი იყო(გეცოდინება),ზურაბ ახვლედიანი. თსუს იურიდიულ ბიბლიოთეკაში ახლაც მუშაობს ერთი ქალი და ზურას არ მოწონდა გიოს ნაწერები, რას ჯღებნის ამასო,ამბობდაო : ))
LikeLike
ჩემი ლექტორი იყო. თან, უსაყვარლესი.
ნანულიც მახსოვს, თუ სხვა ბიბლიოთეკარს არ გულისხმობ.
LikeLike
სახელი არ ვიცი. მოხუცი ქალია სისხლის ბიბლიოთეკაში
LikeLike
ობოლეა აკა
LikeLike
ზაზა კობახიძე )
LikeLike